განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002575873
საქმე №1ბ/1445-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
4 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: დ---------------- (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–----------------, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ზ--------------------–-------------------------------------–-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–--------------------------------–----------------------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 9 ნოემბრამდე დ---------------- და ი-------–-----–--- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის 8 ნოემბერს დ---------------- და ი-------–-----–--- განქორწინდნენ, თუმცა 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით კვლავ ერთად ცხოვრობდნენ. 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–-------------------------------–----------------------------ში დ--------------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ი-------–-----–---ს სიტყვიერი შეურაცხყოფასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: სახის არეში მარჯვენა მხარეს დაარტყა მარცხენა ხელი, რა დროსაც ი-------–-----–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 15 ივნისს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ვ---------–-------------------------------–----------------------------ში დ--------------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ი-------–-----–---ს სიტყვიერი შეურაცხყოფასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: თავისა და მარცხენა მხარის არეში ხელი დაარტყა, რა დროსაც ი-------–-----–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 28 ივნისს, საღამოს საათებში, ი-------–-----–--- მგზავრობდა რა სამარშუტო ტაქსით გლდანის დასახლებიდან ვარკეთილის მიმართულებით, ყოფილი მეუღლე დ---------------- სატელეფონო საუბრისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 28 ივნისს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ვ---------–-------------------------------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე დ----------------, ურთიერთშელაპარაკებისას ნ---------------–----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დ----------------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ---------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას.
დ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამასთან, ბრალდების მხარეს საპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნებს და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმძიმეს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც პალატის აზრით სრულად შეესაბამება მსჯავრებულ დ----------------ს პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი, დ----------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების და სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
„ნისან მარჩის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით F--------, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული საფულე, მასში მოთავსებული დოკუმენტები და ფულადი თანხა, რომლებიც ინახება ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ინახება ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ერთი ცალი ლაზერული დისკი, მასზე განთავსებული ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
დ---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 11,1151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით დ----------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ დ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
„ნისან მარჩის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით F--------, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული საფულე, მასში მოთავსებული დოკუმენტები და ფულადი თანხა, რომლებიც ინახება ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ინახება ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ერთი ცალი ლაზერული დისკი, მასზე განთავსებული ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/