განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700060655
საქმე № 1ბ/1----18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე დიხამინჯია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზ-------------.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: დ-----------–--ე, დაბადების თარიღი: 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის არმქონე, რ----------------–--------–-----------------------------------------------------------------------------–----------------–-----–-------–---------------------------
ადვოკატები: ნ---------–---------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------------ის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-----------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო-------–-----მა.
2018 წლის 07 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზ------------ის შუამდგომლობა მასსა და მსჯავრდებულ დ-----------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დ-----------–--ეს მსჯავრი დაედო, მასში რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ-----------–--ემ ისრაელის რესპუბლიკაში ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,4144 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რაც თელავივი-სტამბული-თბილისის რეისით თბილისის აეროპორტის გავლით 2017 წლის 1------------–ს უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. 2017 წლის 1------------–ს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმილანური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დ-----------–--ე მისივე თანხმობით შესამოწმებლად გადაყვანილი იქნა თბილისში, კრწანისის ქუჩა №12-ში მდებარე შპს ,,ნიუ ჰოსპიტალის“ საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მას ჩაუტარდა გამოკვლევა, რის შემდეგაც დ-----------–--ის სხეულიდან ამოღებული იქნა 0,4144 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი უფერო, გამჭირვალე პოლიეთილენის 52 ცალ ნაჭერში შეფუთული თეთრი ფერის ოვალური ფორმის 52 ცალი ტაბლეტი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2018 წლის 01 ნოემბერს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ დ-----------–--ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნო-------–-----ის მონაწილეობით) და საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზ-------------ს შორის შედგა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ მსჯავრდებული გაფრთხილებული იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. მსაჯვრდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება დადებული იქნა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით და მის დადებაზე მსაჯვრდებულის წინასწარი თანხმობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი, რომლის ასლი გადაეცა მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს და მიეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნების გამოთქმის უფლება. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
საპროცესო შეთანხმების არსი:
2018 წლის 07 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზ-------------მ მსჯავრდებულ დ-----------–--ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზ-------------მ იშუამდგომლა სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, პროკურორ მასსა და მსჯავრდებულ დ-----------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე, რომ დ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშვედ საქართველოს სსკ–ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად გენსაზღვროს:
საქართველოს სსკ–ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის თანახამად, 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის თანახამად 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაღზვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 05 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოდ დ-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის თანახმად 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
დ-----------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე ბრალმდებელმა ზ-------------მ, მსჯავრდებულმა დ-----------–--იმ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნო-------–-----მა და მ--------------მა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და განმარტებები და მიაჩნია რომ მტკიცებულებები: საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს 2017 წლის 2-----------–ის წერილი, 2017 წლის 1-----------–ის მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, 2017 წლის 1-----------–ის ამოღების ოქმი, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N-------------- დასკვნა, მოწმეების: შ---------–-–---–------------------–---–------–-----------–----–---–--------------------- ჩვენებები, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ მსჯავრდებულმა დ-----------–--ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით. მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს და სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. ამასთან სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. იგი აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. მსჯავრდებული ასევე აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის და სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებები. იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ამასთან, საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
იმ გარემოებების გასარკვევად მსჯავრდებული რეალურად აცნობიერებდა, თუ არა ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა მსჯავრდებულისაგან შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. მსჯავრდებულმა სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა.
ამასთან, სასამართლოს საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, კი კანონიერი და სამართლიანია. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზ------------ის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული ნივთიერება – განადგურდეს.
კომპიუტერული ტომოგრაფიის ორი სურათი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზ------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზ-------------ს და მსჯავრდებულ დ-----------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------------ის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
დ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშვედ საქართველოს სსკ–ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად გენსაზღვროს:
საქართველოს სსკ–ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის თანახამად, 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის თანახამად 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაღზვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 05 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოდ დ-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის თანახმად 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
დ-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1-----------–იდან.
დ-----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
დ-----------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ დ-----------–--ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული ნივთიერება – განადგურდეს.
კომპიუტერული ტომოგრაფიის ორი სურათი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:
მსჯავრდებულ დ-----------–--ეს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე