განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
190100118002575216
ინსტანცია
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002575216

საქმე №1ბ/1371-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ან-------–---–ი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ხა----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 27 თებერვალს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. გ---------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენით ხა---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ხა---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

აი-----------------ას მისი მეუღლე ხა---------------ი თანაცხოვრების პერიოდში, 2005 წლიდან დღემდე სისტემატურად, ყოველდღიურად გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას; აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ხა---------------ს მიაჩნდა, რომ აი-----------------ა იყო მისი საკუთრება, უნდა დამორჩილებოდა, შეესრულებინა მისი ყველა მითითება და ბრძანება, უკრძალავდა მუშაობას, გადაადგილებას, საუბარს და ექცეოდა როგორც ნივთს მხოლოდ იმიტომ, რომ არის ქალი და მისი წარმოდგენით ,,სუსტი სქესის“ წარმომადგენელი. ასევე უყვიროდა, ეჩხუბებოდა ეჭვიანობის ნიადაგზე, რაც აი-----------------ასთვის იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა ტანჯვას.

 

აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. რ-------–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კაფე ,,მ-------ში“, სამზარეულო ოთახში აი-----------------ს მისმა მეუღლემ ხა---------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინა, უყვირა, იყო აგრესიული მის მიმართ და იწევდა საცემად, ხელში სწვდა აი-----------------ას, მოუჭირა ძლიერად ხელი და ძალით გაიყვანა სამზარეულოდან გარეთ, სადაც უკვე მკლავებზე დაუწყო ხელებზე დარტყმა, შემდეგ მოქაჩა თმები და დაახეთქა ასფალტის ზედაპირზე. ხა---------------ის ყველა ქმედების შედეგად აი-----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან-------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ხა---------------ისათვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლო განაჩენში პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე მოყვანილ მსჯელობაში საუბრობს ზოგადად სასჯელის მიზნებსა და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე, მაგრამ არ არის მსჯელობა განვითარებული კონკრეტულ შემთხვევაში რა იყო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება. სასამართლო არ ავითარებს მსჯელობას საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც ოჯახში ძალადობის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ბრალის დადგენილებაში მითითებული გარემოებები, რომელიც შემდგომ სასამართლო პროცესზე დაზარალებულმაც დაადასტურა დაკითხვისას არის იმგვარი საფრთხის შემცველი, რომლის განეიტრალებასაც ხა---------------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულ აი-----------------ას გამოკითხვის ოქმით, ასევე საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებეით, ესენია: შეტყობინება, ინფორმაციული პატაკი, მოწმეების: ზვ-------–--–---–ის, მა-----------–---–ის, შე----–------------–ის, ეჯ-----------ას და მა----–---------------ას გამოკითხვის ოქმები, შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ბაზიდან ამონაწერი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ხა---------------ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად გათვალისწინებულ უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულს და სურს მასთან თანაცხოვრების გაგრძელება. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ან-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ხა---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ხა---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები გაუქმებულია.

გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ხა---------------ს ჩაეთვალოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 ივლისიდან 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.

 

”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ხა---------------ის მიმართ განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულ ხა---------------ს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე