განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002594053
საქმე №1ბ/1410-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ რო-------–-------ის და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ვა–---–----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
რო--------–-------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 4 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის მისამართზე: თ---–-------–------------------------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით რო-------–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული 2 (ორი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და რო-------–-------ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
რო-------–-------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენებით რო-------–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 1 წლისა და 6 თვის ვადით.
ოჯახური ძალადობის დანაშაულისათვის ნასამართლევმა რო-------–-------მა 2018 წლის 10 ივლისს, კვლავ განახორციელა ოჯახში ძალადობა, ამ შემთხვევაში დის - ქრ-----------–-------ის მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის მარჯვენა ნაწილში, რის შედეგადაც ქრ-----------–-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რო-------–-------მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვა–---–----------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, რო-------–-------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უსამართლო და სასჯელის ზომის განსაზღვრის ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულს, სასამართლოს სხდომაზე რო-------–-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დაავადებულია დაბადებიდან ორივე ქვედა კიდურის ცერებრალული დამბლით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს გაუკეთდა ათამდე ოპერაცია, კიდევ საჭიროებს რამოდენიმე ოპერაციას რათა გაიაროს ფეხზე. მსჯავრდებულ რო-------–-------ი, დაავადებულია ტუბერკულოზის მძიმე ფორმით, გახნილი აქვს ფილტვი (კავერნა) აქვს ჯანრთელობის მძიმე მდგომარეობა, პატიმრობის პირობებში მისი სიცოცხლე შესაძლებელია დამთავრდეს ფატალურად. ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ რ. მ--–-------ს ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, მის მიმართ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აშკარად მკაცრია. დაზარალებულს ძმის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თვითონ დაზარალებული პატრონობს მას პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი და მისი წერილობითი განცხადება, დაზარალებულ ქრ-----------–-------ის ჩვენება, დაზარალებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოილუსტრაცია, მოწმეების: მა-------------ას, გე-----------–---–ის, გი-------–-----–-ას, არ-------–-------ის ჩვენებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის N1/ბ-578-18 განაჩენი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას რო-------–-------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ რო-------–-------ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებად გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა N100) თანახმად დაავადებულია ფილტვის ტუბერკულოზით, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დაავადებულია დაბადებიდან ორივე კიდურის ცერებრალური დამბლით, დაზარალებული თავად ითხოვს მის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
პალატა ითვალისწინებს, რომ რო-------–-------ს დანაშაული ჩადენილი აქვს პირობით მსჯავრის პერიოდში, შესაბამისად პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და საბოლოო სასჯელი განესაზღვროს 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. პალატას მიიჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რო-------–-------ის და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ვა–---–----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
რო-------–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და რო-------–-------ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით რო-------–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 ივლისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება: ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე