განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
330100117001669843
ინსტანცია
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001669843

საქმე №1 ბ/1419-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნა---------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გე-–--------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 25 იანვარს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, შ--------–---–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ზ-------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლი.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით გე-–--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 8 400 (რვა ათასოთხასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და გე-–--------ას საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გე-–--------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2016 წლის 09 ნოემბერს, ღამით, ქ. თბილისში, ზ-------------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გე-–--------ამ, შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - ნი------–----–---–ს მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სახეში და თავში, რის შედეგადაც ნი------–----–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნა---------–მა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გე-–--------ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი, რადგან გე-–--------ამ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასამართლო სხდომებზე სრულად იქნა გამოკვლეული მტკიცებულებები, ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა ქალის წინააღმდეგ, მისი ოჯახის წევრის, მეუღლის მიმართ, რომელმაც აღნიშნულის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. სასამართლომ სასჯელის დანიშნვისას არ გაითვალისწინა გე-–--------ას მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა, ის გარემოებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიმართ გაცილებით უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების აუცილებლობას, არ დაუნიშნა სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავის რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--- ჩ-------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: და-----–----ას, გი---------------–--–--ის, მი----–-----–------ას, მი----–-------–-–---–ის, ეკ------–--–---–ის ჩვენებებით, ,,ე-–-----------–-----–-ს“ ჰოსპიტალის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციით, ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციის ჩანაწერით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა ითვალისწინებს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული უნდა იყოს. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სასამართლომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ მართალია მსჯავრდებული პირველი ინსტანციის სასამართლოში არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ მას სააპელაციო წესით განაჩენი არ გაუსაჩივრებია. დაზარალებული და მსჯავრდებული ცხოვრობენ ერთ ოჯახად, ჰყავთ სამი მცირეწლოვანი შვილი, გე-–--------ას პატიმრობაში ყოფნა დადებითად არ აისახება მისი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიიჩნია, რომ ჯარიმა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნა---------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გე-–--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 8 400 (რვა ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გე-–--------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად გირაოს შეფარდებასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები გაუქმებულია.

გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - 1 (ერთი) ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე