განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/930-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა ჩიკვაიძის მდივნობით,პროკურორ - დ---------------ის,ადვოკატ - ლ--–------------ის,მსჯავრდებულ - დ---------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ---------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ის, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–--------------–------------–-----------–-------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენით:
დ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ დ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 28 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 23 აპრილიდან 2016 წლის 13 მაისის ჩათვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
დ---------------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ---------------მა წინასწარ შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სს ,,ლ--------------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 0----------------------–--–-------------------------------------- კორპუსში განთავსებულ სს ,,ლ--------------ს“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარების დაზიანებით, დ---------------ი, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ცდილობდა დაუფლებოდა აპარატში მოთავსებულ თანხას. დანაშაულებრივი განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, რადგან დ---------------ი დაკავებული იქნა ადგილზე პოლიციის მუშაკების მიერ, ხოლო მისი თანმხლები გამოძიებით დაუდგენელი პირი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ---------------მა, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მეჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა ლ--–------------მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება;
პროკურორმა დ---------------ემ იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სს „ლ--------------ს“ წარმომადგენელმა გ-----------–---მ განმარტა, რომ მის მიერ მიღებული იქნა შეტყობინება აფრიკის დასახლებაში მდებარე მათი ერთ-ერთი სერვის ცენტრის აპარატის გატეხვის მცდელობის ფაქტზე. იგი გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, სადაც სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალი დახვდა დაზიანებული. ტერმინალში მოთავსებული იყო 33 ლარი და 50 თეთრი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებთან ერთადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. სამართალდამცავების მიერ ამოღებული იქნა სახრახნისი და მეტალის ხელსაწყო „გელა“.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–----------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 23 აპრილს, 0-------------------------------------------–-----–----–---------------------------ან ერთად სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა ჭ-------------------------------–---------------ის მიმდებარედ შენიშნეს ორი პიროვნება რკინის საგნით ხელში. ასევე, გაიგეს მტვრევის ხმა და დაინახეს, რომ აღნიშნული პირები ცდილობდნენ სს „ლ-------ი“ ბანკის ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას, ხოლო პოლიციის თანამშრომლების დანახვისთანავე სცადეს შემთხვევის ადგილიდან გაქცევა. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს დაუვარდა სახრახნისი. იგი თანამშრომელთან ერთად დაედევნა დ---------------ს და მისი თანმხლებ პირს, რომლებიც თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ. მათი დაუმორჩილებლობიდან გამომდინარე, ლ-–----------ემ ტაბელური იარაღიდან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა, რის შემდეგაც დ---------------ი დააკავეს, ხოლო მეორე პირმა მოახერხა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე გ--------------ემ. მანვე დაადასტურა დ---------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონის შესაბამისად განხორციელება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ო-–-----------–---–------------------–---–----–-----------–------------------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–----------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. კორპუსი N---ის პირველ სართულზე, ჭ-------------ის მხარეს არის განთავსებული სს „ლ--------------ს“ ოფისი. შენობის შესასვლელთან არსებული კიბეებიდან ხელმარჯვნივ, დაახლოებით ერთ მეტრში, განთავსებულია „ლ--------------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. აპარატი არის წითელ და თეთრ ფერებში. აპარატს გააჩნია სათვალთვალო ვიდეო თვალი, ხოლო კარების ზედა მარჯვენა კუთხეში გააჩნია მექანიკური დაზიანება. ამავე კარებს გააჩნია თავზე საკეტი, რომლითაც კარები არის დაკეტილი. მიუხედავად დაზიანებისა, კარები არის დაკეტილ მდგომარეობაში. აპარატის მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 30 სანტიმეტრში ტროტუარზე, ასფალტის ზედაპირზე მოთავსებულია შავტარიანი სახრახნისი, რაც იქნა ამოღებული და შეიფუთა სპეცპაკეტში. ამავე აპარატიდან ხელმარჯვნივ და კ--------------დან ხელმარცხნივ, ასფალტის ზედაპირზე მოთავსებულია შავი ფერის ნაჭრის ქურთუკი, რომლის გვერდით ასფალტის ზედაპირზე მოთავსებულია შავი ფერის მაისური. აღმოჩენილი მაისური და ქურთუკი შეიფუთა და დაილუქა ერთ სპეცპაკეტში. ბ--------------------------------ის წინა მარჯვენა კუთხიდან 17 მეტრის დაშორებით და კორპუსის შენობიდან 4 მეტრის დაშორებით, გრუნტოვან ზედაპირზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის მეტალის ხელსაწყო ე.წ. „გელა“. ხელსაწყო ამოღებული იქნა და შეიფუთა სპეცპაკეტში. ექსპერტების მიერ დაქტილოსკოპიური ფხვნილით დამუშავდა ჩასარიცხი აპარატი, რა დროსაც ამოღებული იქნა 5 ცალი დაქტილოფირი ხელის კვლებით. ხუთივე დაქტილოფირი შეიფუთა და დაილუქა ერთ სპეცპაკეტში CD დისკთან ერთად.
2016 წლის 10 მაისის N4------------ს ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სს „ლ--------------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს აღენიშნება დაზიანებები დეფორმაციის, ჭყლეტის, ნაკაწრების, ნაჭდევებისა და ნაწილობრივ გახევის სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. სს “ლ--------------“-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის შუა კარის და კარის ჩარჩოს დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, რაც ითვალისწინებს აღდგენით სამუშაოებს, შეადგენს – 80 (ოთხმოცი) ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ლ-----–----–-------------–----–--–--–---–--.
2016 წლის 28 ივნისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, სამ ცალ კონვერტში მოთავსებული, 5 (ხუთი) ცალ დაქტილოფირზე გადატანილი ხელის კვლებიდან: დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 6------ (კონვერტიდან წარწერით: 1ც. დ/ფირზე ხელის კვლები ამოღებული ჩასარიცხი აპარატის მონიტორის ჩარჩოს ზედა ნაწილიდან“), გადატანილი ხელის გულის კვალის ფრაგმენტები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. წარმოდგენილ CD დისკზე ჩაწერილ ნომერ D------- ფოტოზე გამოსახული იგივე კვალის (ხელის გულის კვალის ფრაგმენტები) ორ ლოკალურ ფართზე, ხელის გულის კვალის ორი ფრაგმენტი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. კვლები არ არის იდენტური 18.05.1995 წელს დაბადებული დ-----------------------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული ხელის გულების ანაბეჭდების; დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 2-X31მმ (კონვერტიდან წარწერით: „2 (ორი) ც. დ/ფირზე ხელის კვლები ამოღებული ჩასარიცხი აპარატის დამცავი ფარის მარჯვენა მხარეს შიდა ზედაპირიდან“), გადატანილი ხელის დვრილოვანი ხაზების კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია; დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 21X21მმ (კონვერტიდან წარწერით: „2 (ორი) ც. დ/ფირზე ხელის კვლები ამოღებული ჩასარიცხი აპარატის დამცავი ფარის მარჯვენა მხარეს შიდა ზედაპირიდან“) გადატანილი ხელის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. წარმოდგენილ CD დისკზე ჩაწერილ ნომრ D------- ფოტოზე გამოსახული იგივე კვალი (ხელის თითის კვალი) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. კვალი არ არის იდენტური 18.05.1995 წელს დაბადებული დ-----------------------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული ხელის თითების ანაბეჭდების; დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 22X40მმ (კონვერტიდან წარწერით: „2 (ორი) ც. დ/ფირზე ხელის კვლები ამოღებული ჩასარიცხი აპარატის მარცხენა გვერდის გარე ზედაპირიდან“), გადატანილი ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია; დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 19X23მმ (კონვერტიდან წარწერით: „2 (ორი) ც. დ/ფირზე ხელის კვლები ამოღებული ჩასარიცხი აპარატის მარცხენა გვერდის გარე ზედაპირიდან“), გადატანილი ხელის თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. კვალი არ არის იდენტური 18.05.1995 წელს დაბადებული დ-----------------------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული ხელის თითების ანაბეჭდების; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სახრახნის ტარის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, მცირე ზომის ფრაგენტებისა და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლითონის საგნის (ხელსაწყო, ე.წ ,,გელა“) ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქ-------------–---–მა.
2016 წლის 13 სექტემბრის N--------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე, დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა, ფაქტობრივი მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 50 ლარს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი----------------ამ.
2016 წლის 05 სექტემბრის N--------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მომენტალური ჩარიცხვის აპარატის კორპუსზე და კარებზე არსებული დაზიანების განვითარება არ გამოირიცხება როგორც წარდგენილი ძალაყინით, ასევე მსგავსი კონსტრუქციის მქონე საგნის (საგნების) მექანიკური ზემოქმედებით. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურს ექსპერტმა ლ----------------მ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა სს „ლ--------------ს“ შენობის გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების დათვალიერების ოქმი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ვიდეოთვალის ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც დადგინდა შემდეგი: ვიდეოფაილის გამოკვლევისას “0-----------------” ჩანაწერზე განთავსებულია წარწერა ,,Cam 7” და დათარიღებულია ,,23-04-2016 03:35:24“. ვიდეო ჩანაწერზე აღბეჭდილია ქ.თბილისი ჭ------------- N---თან არსებული სს „ლ--------------ს“ სერვის ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გარე პერიმეტრი. ასევე აღბეჭდილია სს „ლ-------ი“ ბანკში შესასვლელი კიბეები და კიბეების გვერდით ხელმარჯვნივ დამონტაჟებული L-------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (აპარატის კოდი: R--------). კადრში ჩანს „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა რომლის სახელმწიფო ნომრის გარჩევა შეუძლებელია. მანქანა გაჩერებულია ჭ-------------ის პირას არსებულ სავაჭრო ჯიხურის უკან. 03:35:47 საათზე ქვედა მარცხენა კადრში გამოდის შავი ფერის კაპიშონიან ზედაში და ღია ფერის შარვალში ჩაცმული პიროვნება, რომელსაც ხელები ჯიბეში აქვს ჩაწყობილი და მიდის ნელი ნაბიჯით. პიროვნებამ გაიარა ავტომანქანის და მეტალის ჯიხურის გვერდით, გასცდა მანქანას და მივიდა L-------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან კოდით R--------. 03:36:02 საათზე. იმავე ქვედა მარცხენა კადრში გამოდის ღია ფერის კაპიშონის ზედაში და ღია ფერის შარვალში ჩაცმული პიროვნება. მასაც ხელები ჯიბეში აქვს ჩაწყობილი და მიდის სწრაფი ნაბიჯით. პიროვნებამ გაიარა ავტომანქანის და ბანკის კიბის შორის ადგილი, გასცდა მანქანას და მივიდა L-------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, 03:36:06 საათზე. იმავე ქვედა მარცხენა კადრში გამოდის ღია ფერის კაპიშონიან ზედაში და ღია ფერის შარვალში ჩაცმული პიროვნება. პიროვნებას ხელებზე უკეთია შავი ხელთათმანები და მარცხენა ხელში უკავია დიდი ზომის მეტალის ხელსაწყო ე.წ. „გელა“. მას უკან მიყვება კიდევ ერთი პიროვნება ჩაცმული ღია ფერის შარვალში და უკლავო მუქი ფერის კაპიშონიან ქურთუკში. ბოლო პიროვნება გაჩერდა მოშორებით ავტომანქანის წინ და უყურებს თავის მეგობრებს, რომლებიც შეკრებილნი არიან ჩასარიცხ აპარატთან. კადრში ბუნდოვნად ჩანს, რომ L-------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შეკრებილი პიროვნებები ცდილობენ მის გაღებას. ბოლო პიროვნება შემოტრიალდა და წამოვიდა მანქანიდან მოპირდაპირე მხარეს და გავიდა კადრიდან. ჩანაწერი მთავრდება 03:36:42 საათზე; დათვალიერდა ვიდეოფაილი წარწერით „0-----------------”. ამავე ვიდეო ჩანაწერზე განთავსებულია წარწერა ,,Cam 7” და დათარიღებულია ,,23-04-2016 03:37:32“. ვიდეო ჩანაწერზე აღბეჭდილია ქ.თბილისი, ჭ------------- N---თან არსებული სს „ლ--------------ს“ სერვის ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გარე პერიმეტრი. ასევე აღბეჭდილია ლ-------ი ბანკში შესასვლელი კიბეები და კიბეების გვერდით ხელმარჯვნივ დამონტაჟებული L-------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (აპარატის კოდი: R--------). ასევე კადრში ჩანს „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა რომლის სახელმწიფო ნომრის გარჩევა შეუძლებელია. მანქანა გაჩერებულია ჭ-------------ის პირას არსებულ სავაჭრო ჯიხურის უკან. ჩასარიცხი აპარატიდან გამოვიდა და ხელმარცხნივ გადის შავი ფერის გრძელმკლავიან ქურთუკში და ღია ფერის შარვალში ჩაცმული პიროვნება. იგი სწრაფი ნაბიჯით გადის კადრიდან, ისევ უკან ბრუნდება და შედის მეტალის ჯიხურის წინ. იმავე დროს კადრში ჩანს ჩასარიცხ აპარატთან დარჩენილი პიროვნებები, რომლებიც ცდილობენ ჩასარიცხი აპარატის გატეხვას. კადრი მთავრდება 03:38:05 საათზე; აღნიშნულის შემდეგ დათვალიერდა ვიდეოფაილი წარწერით „0------------------. ამავე ვიდეო ჩანაწერზე განთავსებულია წარწერა ,,Cam 7” და დათარიღებულია ,,2----------------------------- საათზე მეტალის ჯიხურის წინ მდგომი პიროვნება სირბილით გამორბის უკან და ამავე დროს ჩასარიცხ აპარატთან მდგომი პირები ანებებენ თავს ჩასარიცხ აპარატს, გარბიან მოწინააღმდეგე მხარეს და გადიან კადრიდან. ჩანაწერი მთავრდება 03:38:30 საათზე; CD დისკში ვიდეო ჩანაწერზე განთავსებული წარწერა FPS: 10:06 დათარიღებულია ,,2------------------“. ვიდეო ჩანაწერზე აღბეჭდილია ქ.თბილისი ჭ------------- N---თან არსებული სს „ლ--------------ს“ სერვის ცენტრის შენობაზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერის ჩანაწერები და L-------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის (აპარატის კოდი: R--------) სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ ჩანაწერები. კადრში ჩანს მხოლოდ მამაკაცის შუბლი და მუქი თმები. ასევე აღენიშნება პიროვნების მოძრაობა. კადრი მთავრდება 03:13:04 საათზე; დათვალიერდა ვიდეოფაილი წარწერით „1--------------------”. აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერზე განთავსებულია წარწერა FPS: 10:00 და დათარიღებულია ,,23-04-2016 03:13:05“. ვიდეო ჩანაწერზე აღბეჭდილია ქ.თბილისი ჭ-------------ა N---თან არსებული სს „ლ--------------ს“ სერვის ცენტრის შენობაზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერის ჩანაწერები და L-------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის (აპარატის კოდი: R--------) სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები. კადრში ჩანს მამაკაცის შუბლი და მუქი თმები. ასევე აღენიშნება პიროვნების მოძრაობა. კადრი მთავრდება 03:13:14 საათზე; დათვალიერდა ვიდეოფაილი წარწერით „1-------------------9”. ამავე ვიდეო ჩანაწერზე განთავსებულია წარწერა FPS: 10:32 და დათარიღებულია ,,23-04-2016 03:13:37“. კადრში ჩანს მხოლოდ მამაკაცის შუბლი და მუქი თმები. ასევე აღენიშნება პიროვნების მოძრაობა. კადრი მთავრდება 03:13:47 საათზე.
ამდენად, პალატამ გააანალიზა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი როგორც ცალკ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში შეაფასა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილია იმ აშკარა, სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც, უტყურადა, გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება დ---------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.
მსჯავრდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად, გარკვევით და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავების მიერ დეტალურად იქნა აღწერილი შემთხვევის ადგილას განვითარებული მოვლენები, კერძოდ: დაკავებაში მონაწილე ორივე პოლიციის თანამშრომელი განმარტავს, რომ ჭ-------------აზე, 27-ე კორპუსის მიმდებარედ გადაადგილებისას მათ შენიშნეს ორი პიროვნება რკინის საგნით ხელში; ასევე, გაიგეს მტვერევის ხმა და დაინახეს, რომ აღნიშნული პირები ცდილობდნენ სს „ლ-------ი“ ბანკის ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას, ხოლო სამართალდამცავების დანახვაზე გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან, რა დროსაც ერთ-ერთს დაუვარდა სახრახნისი. მათ დაადასტურეს, რომ გაქცეული პირები თვალთახედვის არიდან არ დაუკავგავთ, თუმცა მოახერხეს მხოლოდ ერთი მათგანის დაკავება, რომელიც როგორც აღმოჩნდა, იყო დ---------------ი. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არის დამაჯერებელი და სარწმუნო. მათ წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვედრილად და თანმიმდევრულად მოახსენეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.). გასნახილველ შემთხვევაში კი არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებას და სანდოობას, ხოლო სასამართლოს სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე იქნა გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეზე წარმოდგენილ ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებებთან. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებთან, რომელთა თანახმადაც სწორედ სამართალდამცავების მიერ მითითებულ დროს კადრში არსებული პირებიდან, რომლებიც გაჩერდნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, ერთ-ერთს ხელებზე უკეთია შავი ხელთათმანები და მარცხენა ხელში უკავია დიდი ზომის მეტალის ხელსაწყო ე.წ. „გელა“. კადრში ჩანს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შეკრებილი პიროვნებები ცდილობენ მის გატეხვას. ხოლო ბოლოს ისინი ჩასარიცხ აპარატს ანებებენ თავს, გარბიან მოწინააღმდეგე მხარეს და გადიან კადრიდან, რაც ასევე შესაბამისობაშია მოწმეების ლ-–----------ის და გ--------------ის ჩვენებეთან, რომლის თანახმადაც ბრალდებული და მისი თანმხლები პირი მათ განახვაზე გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან.
შემთხვევის ადგილის დათავლიერების ოქმის თანახმად, ქ------–--–-------------------------------ის პირველ სართულზე მდებარე სს „ლ--------------ს“ ოფისის შესასვლელთან არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატს კარების ზედა მარჯვენა კუთხეში გააჩნია მექანიკური დაზიანება. აპარატის მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 30 სანტიმეტრში ტროტუარზე, ასფალტის ზედაპირზე მოთავსებულია შავტარიანი სახრახნისი, ხოლო ამავე კორპუსის წინა მარჯვენა კუთხიდან 17 მეტრის დაშორებით, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის მეტალის ხელსაწყო ე.წ. „გელა“. ტრასოლოგიული და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით კი დადასტურდა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს და ასევე იმ ფაქტს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე არსებული ხელის კვლების ნაწილი, რომლებიც ვარგისი იყო კვლევისათვის, არ ეკუთვნის დ---------------ს, პალატის განმარტებით, აღნიშნული იმთავითვე არ მიანიშნებს მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხსენებული ექსპერტიზის დასკვნებით ვერ იქნა უარყოფილი ბრალდების მხარის ვერსია, რომ დ---------------მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად რკინის საგნის გამოყენებით დააზიანია სს ,,ლ--------------ს“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარები, საიდანაც ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა ფულად თანხას.
ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულის განმარტებები მისი უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ დ---------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
რაც შეეხება დ---------------ის მიმართ წარდეგნილ ბრალდებას - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, პალატა აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერააა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. პალატის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და წარმოდეგნილი ვიდეოჩანაწერებით უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ.თბილისში, ბ.ჭ-------------აზე მდებარე 27-ე კორპუსში განთავსებულ სს „ლ--------------ს“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარების დაზიანებისა და თანხის დაუფლების მცდელობისას დ---------------ს თან ახლდა სხვა პიროვნებაც, რომელმაც, მიუხედავად სამართალდამცავების მიერ დადევნებისა, მოახერხა მიმალვა.
განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ: დ---------------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ დ---------------ის მიმართ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მინიმალური სასჯელი და ამ კუთხითაც არ არსებობს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენი;
დ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
დ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 28 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 23 აპრილიდან, 2016 წლის 13 მაისის ჩათვლით.
დ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გაუქმდეს გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად თ-----------------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქარელი - ფართი 1000.0 მ2, საკადასტრო კოდი 6-----------, დადებული ყადაღა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი შეფერილობის ტყავის საფულე, დ---------------ის სახელზე გაცემული მოქალაქის პირადობის მოწმობა და აიდი ბარათი, მეტრომანის ბარათი, საქართველოს ბანკის ექსპრეს ბარათი, უნიქარდის ბარათი, სს „ლ--------------ს“ „სმარტივი“, მაგთის 4 G ბარათის ბუდე, პლასტიკური ბარათების კოდის სამი ფურცელი, დ---------------ის სახელზე გამოწერილი ლომბარდის ფურცელი, შპს „M-----ს“ საშვი და მუშაობის დღეების ამსახველი ფურცელი, შავი ფერის სანთებელა, ვერცხლისფერი შეფერილობის საეკლესიო სამაჯური დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 5 ცალი დაქტილოფირი ხელის კვლებით, 1 ცალი სახრახნისი, 1 ცალი მეტალის ხელსაწყო ე.წ „გელა“ განადგურდეს, ხოლო 1 ცალი შავი ფერის ქურთუკი, 1 ცალი შავი ფერის მაისური დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
დ---------------ის სისხლის ნიმუშები, დაქტილობარათი ხელის კვლებით განადგურდეს.
1 ცალი DVD დისკი, შემთხვევის ადგილის სურათებით, 1 ცალი DVD დისკი გარესათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერებით, 1 ცალი CD დისკი გარესათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერებით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე