განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.11.2018
საქმის ნომერი
330210015001044661
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001044661

საქმე №2ბ/39-18

განჩინება

საქართველოს სახელით

02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი - მერაბ გაბინაშვილი

მოსამართლეები: ანა გოგიშვილი

ხათუნა არევაძე

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

პირველი აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს ,,ა-----ბ--–----------------“

წარმომადგენელი - გ------- ჟ-------–---–ი

მეორე აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს ,,ს--–---–----- ს--–-----–-- ს--------–-- კ-------- მ-–--–-“

წარმომადგენელი - ნ------- მ-----–-–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1 .შპს ,,ა---- - ბ--–----------------“-ს, შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ სასარგებლოდ, დაეკისრა 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 29 731.7 ლარის გადახდა.

1.2 .შპს ,,ა---- - ბ--–----------------“-ს, შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ სასარგებლოდ, დაეკისრა 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 31 230 ლარის გადახდა.

1.3 .შპს ,,ა---- - ბ--–----------------“-ს, შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ სასარგებლოდ, დაეკისრა 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს 5683 ლარის გადახდა.

2. შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ სარჩელი 76 711.14 ლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის 7685 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. შპს ,,ა---- - ბ--–----------------“-ს, შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ სასარგებლოდ, დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2160 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 1332.8 ლარის ანაზღაურება;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2015 წლის 6 თებერვალს, შპს ,,ს-- მ-–--–-“-ს და შპს ,,ა---- - ბ--–----------------“-ს შორის, დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს-- მ-–--–-“-მ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ქ-------–--–-, პ-------------- N--–- მდებარე შენობაში K----- სამზარეულოს წყალმომარაგების, კანალიზაციის, ვენტილაცია კონდიცირების სამუშაოები. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 23 500 აშშ დოლარით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-16);

 

- მხარეთა ახსნა-განმა----ება.

 

2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2015 წლის 27 თებერვალს, მოპასუხის მიერ ავანსის სახით გადახდილი იქნა 21 500 ლარი, რაც იმ დროს მოქმედი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა 9558 აშშ დოლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმა----ება.

 

2015 წლის 20 აპრილს, მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულადაა შესრულებული და შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 23 500 აშშ დოლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-16);

 

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.17);

 

- მხარეთა ახსნა-განმა----ება.

 

2015 წლის 6 თებერვალს, დადებული ნარდობის ხელშეკრულების 4.2. პუნქტით თუ მხარე დაარღვევს ანგარიშსწორების ვადებს, მას დაეკისრება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-16);

 

- მხარეთა ახსნა-განმა----ება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმა----ებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის მიერ შესრულებული იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხის მიერ ავანსის სახით გადახდილი იქნა 21 500 ლარის ექვივალენტი 9558 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოპასუხის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 13 942 აშშ დოლარის ექვივალენტს 31 230 ლარს (1 აშშ დოლარი=2.24 ლარს).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ 14-16);

 

- მხარეთა ახსნა-განმა----ება;

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 17).

 

შპს "ა-----ბ--–----------------" წარმოადგენს შპს ,,ე-----------“-ის უფლებამონაცვლეს. 2013 წლის 3 ივნისს, შპს ,,ე-----------“-ს და შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ შორის, დაიდო ხელშეკრულება ქ-------–--–-, დ-------–-----–-- გ----- N---- -ში მდებარე მაღაზიის ,----- ვენტილაციის კონდიცირების სისტემების მონტაჟის შესახებ.

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 103 681.7 ლარით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ 121-123);

 

- მხარეთა ახსნა-განმა----ება;

 

- ცნობა (ს.ფ.127).

 

2014 წლის 3 თებერვალს, მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულადაა შესრულებული და შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 103 681.70 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმა----ება;

 

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.124).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საგადახდო დავალებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის მიერ შესრულებული იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, შპს ,,ე-----------“-ის მიერ ავანსის სახით გადახდილი იქნა 73 950 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი აქვს (103 681.7-73 950) 29 731.7 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმა----ება;

 

- საგადახდო დავალების ქვითრები (ს.ფ.187-190).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 6 თებერვალს, შპს ,,ს-- მ-–--–-“-ს და შპს ,,ა---- - ბ--–----------------“-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს-- მ-–--–-“-მ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ქ-------–--–-, პ-------------- N--–- მდებარე შენობაში K----- სამზარეულოს წყალმომარაგების, კანალიზაციის, ვენტილაცია კონდიცირების სამუშაოები.ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 23 500 აშშ დოლარით. შპს ,,ს-- მ-–--–-“-მ შეასრულა 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად. ამასთან, შპს ,,ა---- - ბ--–----------------“-ს მიერ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი იქნა 21 500 ლარი. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 31230 ლარით. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხემ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 3 ივნისს, შპს ,,ე-----------“-ს, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს შპს "ა-----ბ--–----------------" და შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ შორის, დაიდო ხელშეკრულება ქ-------–--–-, დ-------–-----–-- გ----- N---- -ში მდებარე მაღაზიის ,F--“ ვენტილაციის კონდიცირების სისტემების მონტაჟის შესახებ. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 103 681.7 ლარით. 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელემ სრულად შეასრულა. მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა შესრულებული სამუსაოების ღირებულების ნაწილი 73950 ლარი, ხოლო, დარჩენილი დავალიანება განისაზღვრა (103 681.7-73 950) 29 731.7 ლარით. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საწინააღმდეგო გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის 29 731.7 ლარის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ანარაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

2015 წლის 6 თებერვალს, დადებული ნარდობის ხელშეკრულების 4.2. პუნქტით თუ მხარე დაარღვევს ანგარიშსწორების ვადებს, მას დაეკისრება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა---- ბ--–----------------“-მ დაარღვია აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანება განისაზღვრა 31230 ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით გადახდა შეუსაბამოდ მაღალია შესრულებული ვალდებულების, ვალდებულების დარღვევის პერიოდისა და შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს 0,02%-მდე. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელი 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით (31 230 ლარის 0.02%X910 დღეზე, 2015 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე) 5683 ლარის ნაწილში საფუძვლიანია, ხოლო, დარჩენილ (28 898 – 5683) 23 215 ლარის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავალის სახით მოითხოვა მიყენებული ზიანის 7685 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მისივე მითითებით, მოპასუხის მიერ კუთვნილი თანხის დროულად გადახდის და მის საბანკო დეპოზიტზე განთავსებით მიიღებდა სარგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1-ე მუხლით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია.

 

სასამართლომ მიუთითამ რომ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით იმის დადასტურება, რომ შპს ,,ა---- - ბ--–----------------“-ს ქმედებით, 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით მოსარჩელეს მიადგა ზიანი 7685 ლარი. მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ მომსახურების გაწევის დანიშნულება იყო სწორედ მომსახურების ღირებულების საბანკო დეპოზიტზე განთავსება სარგებლის მიღების მიზნით. მხოლოდ იმ გარემოებებზე მითითება, რომ კუთვნილი თანხის დროულად გადახდის და მის საბანკო დეპოზიტზე განთავსებით მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს.

 

შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი განმა----ავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის მიერ შესრულებული იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხის მიერ ავანსის სახით გადახდილი იქნა 21 500 ლარის ექვივალენტი 9558 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოპასუხის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 13 942 აშშ დოლარის ექვივალენტს 31 230 ლარს (1 აშშ დოლარი=2.24 ლარს), რადგან აპელანტის მიერ სასამართლოზე წარდგენილი იქნა 31 230 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები სრულად. შესაბამისად მას ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არ გააჩნია.

 

ამასთან, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის მიერ შესრულებული იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, შპს ,,ე-----------“-ის მიერ ავანსის სახით გადახდილი იქნა 73 950 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი აქვს (103 681.7-73 950) 29 731.7 ლარი. აპელანტი განმა----ავს, რომ მოსარჩელის მითითებით მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 77 083 ლარს, ხოლო, დანარჩენი თანხის გადახდა სადავო არ იყო. ამასთან, აპელანტის მიერ სასამართლოზე წარდგენილი იქნა 77 083 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები სრულად. შესაბამისად მოპასუხეს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არ გააჩნია.

 

შპს ,,ს--–---–----- ს--–-----–-- ს--------–-- კ-------- მ-–--–-ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტის განმა----ებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, სხვა ხელშეკრულებისათვის მოპასუხის მიერ გადახდილი 50000 ლარი მოსარჩელის სასრგებლოდ გადახდილ თანხად. ამასთან, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 0.02%-მდე და ის უნდა გაიზარდოს 0.07%-მდე. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა მიუღებელი შემოსავლის სახით 7685 ლარის გადახდა და ზიანის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს ბანკის საჯარო დაპირებაზე, რომლის თანახმადაც ნებისმიერი პირი, ვინც განათავსებებს დეპოზიტზე თანხას, მიიღებს სარგებელს. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო საჩივრის ავტორი განმა----ავს, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხის სასარგებლოდ არასწორად იქნა შემცირებული სამართლებრივი დახმარებისათვის (ადვოკატისათვის) გაწეული ხარჯი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2015 წლის 6 თებერვალს, შპს ,,ს-- მ-–--–-“-ს და შპს ,,ა---- - ბ--–----------------“-ს შორის, დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს-- მ-–--–-“-მ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ქ-------–--–-, პ-------------- N--–- მდებარე შენობაში K----- სამზარეულოს წყალმომარაგების, კანალიზაციის, ვენტილაცია კონდიცირების სამუშაოები. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 23 500 აშშ დოლარით.

 

2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2015 წლის 27 თებერვალს, შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ მიერ ავანსის სახით გადახდილი იქნა 21 500 ლარი, რაც იმ დროს მოქმედი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა 9558 აშშ დოლარს.

 

2015 წლის 20 აპრილს, მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულადაა შესრულებული და შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 23 500 აშშ დოლარი.

 

2015 წლის 6 თებერვალს, დადებული ნარდობის ხელშეკრულების 4.2. პუნქტით თუ მხარე დაარღვევს ანგარიშსწორების ვადებს, მას დაეკისრება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%.

 

2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ მიერ შესრულებული იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, მის მიერ ავანსის სახით გადახდილი იქნა 21 500 ლარის ექვივალენტი 9558 აშშ დოლარი. შესაბამისად, შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 13 942 აშშ დოლარის ექვივალენტს 31 230 ლარს (1 აშშ დოლარი=2.24 ლარს).

 

შპს "ა-----ბ--–----------------" წარმოადგენს შპს ,,ე-----------“-ის უფლებამონაცვლეს. 2013 წლის 3 ივნისს, შპს ,,ე-----------“-ს და შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ შორის, დაიდო ხელშეკრულება ქ-------–--–-, დ-------–-----–-- გ----- N---- -ში მდებარე მაღაზიის ,----- ვენტილაციის კონდიცირების სისტემების მონტაჟის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1. პუნქტით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 103 681.7 ლარით.

 

2014 წლის 3 თებერვალს, მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულადაა შესრულებული და შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 103 681.70 ლარი.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შპს ,,ე-----------“-ის მიერ შესრულებული იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, შპს ,,ე-----------“-ის მიერ ავანსის სახით გადახდილი იქნა 73 950 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ სასარგებლოდ ასანაზღაურებელი აქვს (103 681.7-73 950) 29 731.7 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მაშასადამე, იმისთვის, რომ სამართალურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებად შეფასდეს, უნდა არსებობდეს შემკვეთი, მენარდე და მათ შორის შეთანხმება სამუშაოების საზღაურზე.

 

განსახილველი ნორმა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე _ ურთიერთმოვალეები. ზოგადი წესის თანახმად, შემკვეთს საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშობა მას შემდეგ, რაც მენარდე შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას (იხ. სუსგ Nას-856-800-2017, 20.10.2017წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 06 თებერვალსა და 2013 წლის 03 ივნისს დადებულია ნარდობის ხელშეკრულებები. ამასთან, დადგენილია, რომ შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ მიერ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებას იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტი, რაც მას მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს შემკვეთის მიმართ, შესაბამისად, შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ მოთხოვნა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებულია.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმა----ების შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ მიერ გადახდილი იქნა 21500 ლარი, ხოლო, დავალიანებული გადასახდელი თანხა შეადგენს 31230 ლარს. რაც შეეხება 2013 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელ ვალდებულებებს, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 103681.7 ლარიდან შპს ,,ა-----ბ--–------“ ჯ--------- მიერ გადახდილია 73950 ლარი, ხოლო, დარჩენილი დავალიანება კი შეადგენს 29731.7 ლარს.

 

რაც შეეხება შპს ,,ა-----ბ--–-------“ პოზიციას, იგი შედავების ფარგლებში ვალდებულია, წარადგინოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასაც მისი მხრიდან მოცემული დავის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, მისი განმა----ებით, 2015 წლის 06 თებერვლისა და 2013 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ქვითრებით ვერ დგინდება თუ რა სახის მომსახურებისა და ხელშეკრულებისათვის არის თანხა გადახდილი, შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ წარმოდგენილი ქვითრები ადასტურებენ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აპელანტის შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

პალატას დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 06 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

პალატა განმა----ავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს შპს ,,ა-----ბ--–----------------სათვის“ პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების საფუძველი. ოდენობასთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით გადახდა შეუსაბამოდ მაღალია შესრულებული ვალდებულების, ვალდებულების დარღვევის პერიოდისა და შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს 0,02%-მდე. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ სარჩელი 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით (31 230 ლარის 0.02%X910 დღეზე, 2015 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე) 5683 ლარის ნაწილში საფუძვლიანია, ხოლო, დარჩენილ (28 898 – 5683) 23 215 ლარის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ პოზიციას, რომ სასამართლოს მიერ არ მოხდა გონივრული შეფასების შედეგად მოთხოვნილი პირაგასამტეხლოს ოდენობის 0.02%-მდე შემცირება. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და განმა----ავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, პირაგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 0.1%- დან 0.02%-მდე საქმის გარემოებებიდან და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან გამომდინარე პალატას გონივრულად და მიზანშეწონილად მიაჩნია.

 

აპელანტის შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს შპს ,,ა-----ბ--–----------------სათვის“ მიუღებელი შემოსავალის სახით მიყენებული ზიანის 7685 ლარის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1-ე მუხლით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

 

მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. მოცემული მუხლის გამოყენების წინაპირობებს წარმოადგენს შემდეგი: მოპასუხის ქმედების არამართლზომიერება; ამ ქმედების შედეგად ზიანის დადგომა; მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა; ქონებრივი დანაკლისის (ზიანის) ოდენობა. მოხმობილი ელემენტების არსებობა უნდა დგინდებოდეს იმგვარი მტკიცებულებებით, რომელთა ანალიზი შექმნის ობიექტურ სურათს ამგვარი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმა----ება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა, თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე, რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.

 

პალატა განმა----ავს, რომ დემოკრატიული წესწყობილების უმთავრეს ამოცანას მართლმსაჯულების მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელება წარმოადგენს, რაც სამართალში სამართლიანი სასამართლოს კონცეფციითაა დამკვიდრებული და იგი გარანტირებულია არა ერთი შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 (1) მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებული მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ინიციატივა გამოიჩინოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. ს--კ-ის 83-ე, ასევე, 103-ე მუხლები) (იხ. სუსგ. Nას-632-590-2017, 08.01.2018 წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე მასზედ, რომ მართალია შპს ,,ს-- მ-–--–--“ მიუთითა და დაასაბუთა შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ ქმედების არამართლზომიერება, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, თუმცა, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. უფრო მეტიც, შპს ,,ს-- მ-–-–---“ ვერ დაასაბუთა 2015 წლის 06 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით მისთვის ზიანის 7685 ლარის ოდენობით მიყენების ფაქტი სათანადო, სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით. ხოლო, მხოლოდ იმ ფაქტზე აპელირება, რომ კუთვნილი თანხის დროულად გადახდის და მის საბანკო დეპოზიტზე განთავსებით იგი მიიღებდა სარგებელს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველსა და წინაპირობას არ წარმოადგენს.

 

რაც შეეხება აპელანტის - შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას შპს ,,ა-----ბ--–----------------სათვის“ 2013 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 50000 ლარის დაკისრების შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საგადახდო დავალებებით დგინდება, რომ 2013 წლის 03 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შს ,,ე-----------“-ის მიერ შესრულებული იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, მის მიერ ავანსის სახით გადახდილი იქნა 73 950 (იხ. ტ. I, ს/ფ. 187-190) ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ სასარგებლოდ ასანაზღაურებელი აქვს (103 681.7-73 950) 29 731.7 ლარი. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი 50000 ლარის გადახდის ქვითარი არ არის მოცემულ საქმესთან კავშირში, ვინაიდან პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრები, საგადახდო ნომრით N0---, N1---, N5-- და N5-- წარომოადგენენ 2013 წლის 03 ივნისის ნარდობის ხელშკრულებისათვის გადახდილ თანხებს, რისი შედავებაც საპირისპირო მტკიცებულებებით შპს ,,ს-- მ-–--–--“ ვერ მოახერხა.

 

გარდა აღნიშნულისა, შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ განმა----ებით, შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამართლებრივი დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 367.2 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს შემდეგს:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის 1332.8 ლარის ანაზღაურება, ხოლო, შპს ,,ს-- მ-–--–-ს“ ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდის დაკისრება 1700 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს მხარისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება გონივრული ოდენობის ფარგლებში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ შპს ,,ა-----ბ--–----------------სათვის“ სამართლებრივი დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება შპს ,,ს-- მ-–--–-ს სასარგებლოდ“ 1332.8 ლარის ოდენობით გონივრული და შესაბამისია დავის საგნის მოცულობიდან გამომდინარე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ა-----ბ--–----------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს ,,ს--–---–----- ს--–-----–-- ს--------–-- კ-------- მ-–--–-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი

 

მოსამართლეები: ანა გოგიშვილი

 

ხათუნა არევაძე