განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210018001427956
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-568-2018 26 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი ------------ ლ-- ბ---------ე მ-----ა მ-------ე ნ--- ა---–------ი ა-–---------- თ-----–-–---–ი
დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, მეუღლეთა თანასაკუთრების გამოყოფა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ--- ა---–------ის სარჩელი ა------ ა---–------ის მიმართ - ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ;
- მოსარჩელე ნ--- ა---–------ი ცნობილ იქნა მოპასუხე ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-,2- საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- ½-ის მესაკუთრედ;
- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ--- ა---–------ის სარჩელი ა------ ა---–------ისა და ლ-- ბ---------ის მიმართ - უძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ;
- ყადაღისაგან გათავისუფლდა და კერძო აღმასრულებლის, წარმოებაში არსებული №A-------- სააღსრულებო საქმიდან, მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტიდან, ამოირიცხა ქ. ქ-------–-, ბ-------- ქ. №-, ბინა №-,2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- - ნ--- ა---–------ის კუთვნილი ½ ნაწილი;
- მოპასუხე ლ-- ბ---------ეს დაეკისრა მოსარჩელე ნ--- ა---–------ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 525 ლარის გადახდა;
- სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 525 ლარი, ჩაირიცხა სახ. ბიუჯეტში;
- სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შეჩერდა კერძო აღმასრულებლის, მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A-------- სააღსრულებო საქმეზე, მხოლოდ სადავო ქონებაზე, ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული ქონების ნაწილში, მდებარე ქ-------–-, ბ-------- ქ.№-, ბინა №-,2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- - ½ ნაწილში დარჩა უცვლელი.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. დადგენილია, რომ ნ--- ა---–------ი და ა------ ა---–------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1981 წლის 19 ნოემბრიდან;
2.2. საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის №-610აპ განჩინებით, ა------ ა---–------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დარჩა უცვლელი;
2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, კერძო აღმასრულებლის რ---- პ--------- წარმოებაშია აღსრულების ქვემდებარე აქტი. სააღსრულებო წარმოების ნომერია: A--------, რომლის თანახმად მოვალე ა------ ა---–------ს დაეკისრა ლ-- ბ---------ის სასარგებლოდ 45.000.00 ლარის გადახდა;
2.4. 2016 წლის 08 ივნისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით №A--------, სააღსრულებო საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის №------8 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოვალე ა------ ა---–------ს კრედიტორ ლ-- ბ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 45.000.00 ლარის გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით კერძო აღმასრულებელმა, რ---- პერანიძემ მოახდინა ა------ ა---–------ის უძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება;
2.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 28 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- რეგისტრირებულ-- ა------ ა---–------ის საკუთრების უფლება;
2.6. 2016 წლის 11 ი--–---- №0-/1-- აუდიტორული დასკვნით, მოქალაქე ა------ ა---–------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-, 2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0--, საერთო ფართი: №96,76 კვ.მ. საჭიროების კაპიტალურ რემონტს. აღნიშნული დასკვნით: ა------ ა---–------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი შეფასებულ-- 35.000 ლარად;
2.7. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ და სააღსრულებო ფურცლით, დაკმაყოფილდა ნ--- ა---–------ის განცხადება და შეჩერდა კერძო აღმასრულებლის რ---- პ--------- მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოება № A-------- სააღსრულებო საქმეზე, სადავო ქონებაზე, ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ნაწილში, მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-,2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0--;
2.8. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის შეძენის კანონიერების და დროის დადგენა. კერძოდ, ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე : ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-,2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- შეძენილ-- თუ არა მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და იგივე უძრავი ნივთი ხომ არ არის შეძენილი უკანონოდ მოპოვებული თანხებით;
2.9. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებები და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-,2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, მათივე შეთანხმებით, მითითებული საცხოვრებელი ბინა ეკუთვნის მოსარჩელე ნ--- ა---–------ს. მოპასუხე ლ-- ბ---------ის განმარტებით, მოპასუხე ა------ ა---–------ი და ნ--- ა---–------ი დღემდე განაგრძობენ თაღლითობას და არ სურთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება;
2.10. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1981 წლიდან. დადგენილია, რომ მეუღლეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი;
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-, 2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას;
2.13. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ლ-- ბ---------ემ აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონება ა------ ა---–------ის მიერ შეძენილ იქნა მისი ფულადი სახსრებით, რომელიც ა------ ა---–------მა თაღლითურად გამოსძალა, რისთვისაც მის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და არ არსებობს აღმასრულებელის მიერ გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძველი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ლ-- ბ---------ის და მისი წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-,2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- შეძენილ-- უკანონოდ მოპოვებული თანხებით, რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ვერ იქნა დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით. კერძოდ, მოპასუხე ლ-- ბაღადავაძე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის N-610აპ განჩინებაზე, რომლითაც ა------ ა---–------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დარჩა უცვლელი. სასამართლოს განმარტებით მითითებული მტკიცებულების (საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის N-610აპ განჩინება) სამართლებრივი ანალიზი არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საშუალებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-,2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- შეძენილია უკანონოდ მოპოვებული თანხებით, რადგან განჩინებაში აღნიშნულის შესახებ პირდაპირი ჩანაწერი არ იკითხება;
2.14. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტება იმის შესახებ, რომ ნ--- ა---–------ი და ა------ ა---–------ი შეთანხმებული არიან ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-,2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- თითქოსდა წარმოადგენდეს მხოლოდ ნ--- ა---–------ის მფლობელობაში არსებულ ქონებას, რადგან ჯერ ერთი, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია ადგენს უძრავი ნივთის სამართლებრივ მდგომარეობას და ამასთან, დადგენილია, რომ მეუღლეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა;
2.15. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით ქონების თანამესაკუთრედ მიჩნევისათვის არ არის აუცილებელი ორივე მეუღლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე და 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ნ--- ა---–------ის საკუთრების უფლება ვრცელდება მხოლოდ ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-, 2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- - ნახევარზე ½ ნაწილზე. შესაბამისად, უძრავი ქონების 1/2 ნაწილში მოსარჩელე ნ--- ა---–------ი ცნობილ იქნა მესაკუთრედ, რადგან მთლიანი ნივთის დაყადაღებით და აუქციონზე რეალიზაციით დაირღვევა ნ--- ა---–------ის საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლება;
2.16. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ხოლო ,,ბ’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: - სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;
2.17. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება;
2.18. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 63.1 მუხლით, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. 2. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება;
2.19. სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე : ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-, 2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- შეძენილ-- მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში. დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელის წარმოებაშია №A-------- სააღსრულებო საქმე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.0-.20-6 წლის №------8 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოვალე ა------ ა---–------ს დაეკისრა კრედიტორის - ლ-- ბ---------ის სასარგებლოდ 45.000 ლარი. კერძო აღმსრულებლის მიერ 08.06.20-6 წ. შედგენილი იქნა მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების აქტი, რომლითაც დაყადაღებული იქნა ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქ-------- ბ-------- ქ. №-, ბინა, №-,2-. საკადასტრო კოდი №--.0-.0-.0--.0-.0--;
2.20. ამდენად, ვინაიდან დადგინდა, რომ ა------ ა---–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-, 2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- შეძენილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში, ამასთან დადგინდა, რომ მითითებული უძრავი ქონება ა------ ა---–------ის მიერ შეძენილი არ არის უკანონოდ მოპოვებული თანხებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე და 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ნ--- ა---–------ის საკუთრების უფლება ვრცელდება მხოლოდ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქ--------, ბ-------- ქ. №-, ბინა №-,2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- - ნახევარზე ½ ნაწილზე. ხოლო იქედან გამომდინარე, რომ უძრავი ქონების 1/2 ნაწილში, მოსარჩელე ნ--- ა---–------ი ცნობილ იქნა მესაკუთრედ, მთლიანი ნივთის დაყადაღებით და აუქციონზე რეალიზაციით დაირღვევა ნ--- ა---–------ის საკუთრების უფლება. შესაბამისად ყადაღისაგან გათავისუფლდა და კერძო აღმასრულებელის, რ---- პ--------- წარმოებაში არსებული №A-------- სააღსრულებო საქმიდან, მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამოირიცხა, ქ. ქ-------–-, ბ-------- ქ. №-, ბინა №-, 2-, საკადასტრო კოდი: №--.0-.0-.0--.0-.0-- - ნ--- ა---–------ის კუთვნილი ½ ნაწილი, რადგან ნ--- ა---–------ი არ წარმოადგენს ლ-- ბ---------ის პირად მოვალეს და მას არ უნდა დაეკისროს ვალდებულება ა------ ა---–------ის ვალებისათვის;
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ-- ბ---------ემ
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში არასწორად ასახა მოპასუხე მხარის პოზიცია, თითქოს მათ განმარტეს, რომ ა------ ა---–------მა სადავო უძრავი ქონება შეიძინა თაღლითური გზით მოპოვებული თანხით. ასეთი რამ მათ არ უთქვამთ. მათ თქვეს და დაადასტურეს შესაბამისი მტკიცებულებით, რომ ა------ ა---–------მა უძრავი ქონება შეიძინა თაღლითურად, ყალბად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;
3.2. მართალია დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში სასამართლომ იმსჯელა სადავო უძრავი ქონება შეძენილია თუ არა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, თუმცა იქვე არასწორად მიუთითა - უძრავი ნივთი ხომ არ არის შეძენილი უკანონოდ მოპოვებული თანხებით, მაშინ როდესაც უნდა მიეთითებინა, რომ უძრავი ნივთი ხომ არ არის შეძენილი ყალბად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ეს იქნებოდა სწორი მსჯელობა დასასაბუთებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა;
3.3. მართალია დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში სასამართლომ იმსჯელა სადავო უძრავი ქონება შეძენილია თუ არა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, მაგრამ არ იმსჯელა ეს უძრავი ქონება ხომ არ არის შეძენილი ყალბად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლოს ასე რომ ემსჯელა, შესაბამის ფაქტს მიეცემოდა სწორი სამართლებრივი შეფასება, მაგრამ სასამართლომ სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა საქმის მსვლელობა და ჩათვალა ქონება მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილად, ნაცვლად თაღლითური გზით, ყალბად გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დანაშაულებრივი გზით შეძენილად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ;
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.10. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები. სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივართან მიმართებაში პალატა დამატებით ადგენს შემდეგს:
4.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ--- ა---–------ის სარჩელი ა------ ა---–------ის მიმართ განქორწინების თაობაზე და შეწყდა მათ შორის 1981 წლის 19 ნოემბერს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ--------ს სამსახურის მიერ №--- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება (იხ. გადაწყვეტილება ს/ფ 74-76);
4.2. დადგენილია, რომ ქ. ქ-------–-, ბ-------- ქ. №--ში მდებარე სადავო უძრავი ქონება, ს/კ.: 0-.0-.0-.0--.0-/0--, სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2006 წლის 25 აგვისტოდან (ანუ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში) აღრიცხულია ა------ ა---–------ის საკუთრებაში (იხ. ამონაწერი ს/ფ 24-25, მხარეთა ახსნა-განმარტებები);
4.3. დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. ქ-------–-, ბ-------- ქ. №--ში, ს/კ.: 0-.0-.0-.0--.0-/0--) ა------ ა---–------ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები (ნასყიდობის ხელშეკრულება) და მისი კანონიერება სასარჩელო წესით შედავებული არ ყოფილა;
4.4. დადგენილია, რომ ა------ ა---–------ის ვალდებულების გამო კრედიტორ ლ-- ბ---------ის მიმართ 45 000 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე, იძულებითი აღსრულების მიზნით, ყადაღა დაედო ა------ ა---–------ის საკუთრებაში არსებულ (სადავო) უძრავ ქონებას (მდებარე ქ. ქ-------–-. ბ-------- ქ. №--ში, ს/კ.: 0-.0-.0-.0--.0-/0--), რაზეც მესამე პირი ნ--- ა---–------ი (მოსარჩელე) აცხადებს პრეტენზიას (იხ. ყადაღის დადების აქტი და ცნობა ს/ფ 20-21, 23, სარჩელი ს/ფ 1-15);
4.5. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ძირითად სადავო გარემოებას წარმოადგენს მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა, რაზეც აპელანტი მიუთითებს, რომ იგი შეძენილია დანაშაულებრივი, თაღლითური გზით ყალბად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი;
4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ;
4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
4.9. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა: „..საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ., სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი);
4.10. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში. ამასთან, დადგენილია, რომ ნ--- ა---–------ი და ა------ ა---–------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1981 წლის 19 ნოემბრიდან. ასევე დადგენილია, რომ მეუღლეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა და შედავებული არ ყოფილა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი (ნასყიდობის ხელშეკრულება). აღნიშნული გარემოებებიდან და კანონის დანაწესიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დადგენილად მიაჩნია, რომ მეუღლეთა წილი ამ უძრავ ქონებაზე თანაბარია;
4.11. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის უსაფუძვლო პრეტენზიებს, რომ სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, რადგან იგი შეძენლია თაღლითური გზით, ყალბად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც ადასტურებს უზენაესი სასამართლოს განჩინება. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ მოპასუხე ა------ ა---–------ი წარმოადგენს ამ უძრავი ნივთის მესაკუთრეს. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ა------ ა---–------ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები (ნასყიდობის ხელშეკრულება) და მისი კანონიერება სასარჩელო წესით შედავებული არ ყოფილა, ხოლო აპელანტის მიერ მითითებულ განაჩენში დადგენილ ფაქტებს გავლენა არ მოუხდენია მოსარჩელის საკუთრების უფლებაზე რაიმე სახით, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ნამდვილობის მართებულობაზე;
4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ა------ ა---–------ი, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ აპელანტი არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს ა------ ა---–------ს სასარჩელო წესით არ შედავებია, რაც სრულიად უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს ხდის აპელანტის პრეტენზიებს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დადასტურებულია, რომ ა------ ა---–------ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ამ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობის თაობაზე;
4.13. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (სუსგ 22.06.15წ. საქმე №ას-1021-979-2014, 11.12.2015წ. საქმე №ას-952-902-2015);
4.14. მოსარჩელე ასევე ითხოვს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, ქონებაზე ყადაღის მოსახსნელად საკმარისია მხოლოდ იმ ფაქტის დადგენა, რომ სადავო ნივთი ეკუთვნის მოსარჩელეს და არა მოვალეს;
4.15. ვინაიდან პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეს, შესაბამისად მისი წილი ამ უძრავ ქონებაზე შეადგენს ½ ნაწილს, რის გამოც პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მთლიანი ნივთის დაყადაღებით და აუქციონზე რეალიზაციით დაირღვევა ნ--- ა---–------ის საკუთრების უფლება, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სწორად იქნა დაკმაყოფილებული ნაწილობრივ, რის შედეგადაც ყადაღისაგან გათავისუფლდა სადავო უძრავი ქონებიდან ნ--- ა---–------ის კუთვნილი ½ ნაწილი. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით ნ--- ა---–------ი არ წარმოადგენს ლ-- ბ---------ის პირად მოვალეს და მას არ უნდა დაეკისროს ვალდებულება ა------ ა---–------ის ვალდებულებებისათვის;
4.16. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთის ½ ნაწილის მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ, რის გამოც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელი ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ ½ ნაწილში მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად;
4.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-- ბ---------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-- ბ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
სიმონ ჩხაიძე