განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001347069
საქმე №1ბ/954-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ: მა-------–-----ის
ადვოკატების: ირ---–-----------ის, ვი----–-------------ის
მსჯავრდებულ: ბა------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ: და------------–---–ის დასწრების გარეშე /გარდაიცვალა/
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მა-------–-----ის და მსჯავრდებულ ბა------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვი----–-------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბა------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ. თბილისი, ვ---–--–-- ქუჩა, მე-2 ჩიხი, N29-ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);
და------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 11 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, ნასამართლევის, მცხოვრების: ქ. თბილისი, ვ----------–---–-----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განაჩენით:
ბა------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2016 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2016 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 1500 ლარის ოდენობით, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და ბა------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
და------------–---–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
და------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 145 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 145 საათის ვადით მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და და------------–---–ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 145 საათის ვადით, ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
ბა------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა :
1) ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით;
2) ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 26 ივნისს, ქ. თბილისში, ვ---–--–-- ქუჩა, მე-2 ჩიხის N29-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილ იქნა ბა------------ე, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და------------–---–ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, კერძოდ, რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი თავსა და ცხვირში, რამაც გამოიწვია და------------–---–ის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, და------------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობები შეცილებით. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (26.06.2015) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედებით, ექსკორიაციები ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დანარჩენი დაზიანებები ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2015 წლის 31 აგვისტოს, ქ. თბილისში, ვ---–--–------------------------ის ტერიტორიაზე ბა------------ემ სცემა და------------–---–ი, რითაც მიაყენა დაზიანება, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნულმა გამოიწვია და------------–---–ის ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და------------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
და------------–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 31 აგვისტოს ქ. თბილისში, ვ---–--–------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილ იქნა და------------–---–ი, რომელმაც ყოფილი მეუღლის - ნე-–--------ის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების - იზ----------------------–---–ების თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, კერძოდ: ნე-–--------ეს რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც ნე-–--------ე დაეცა მიწაზე, ხოლო წაქცეულს კიდევ დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში. აღნიშნულით ნე-–--------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით ნე-–--------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრებისა და ექსკორიაციების სახით, რომლებიც მიეკუთვნებიან ჯანმრთელობის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
ბა------------ეს მსჯავრი დასდო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
1) ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია;
2) ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაულები გათვალისწინებული სსკ-ის 120-ე მუხლით (2016 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
და------------–---–ს მსჯავრი დასდო მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2015 წლის 26 ივნისს, ქ. თბილისში, ვ---–--–-- ქუჩა, მე-2 ჩიხის N29-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბა------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და------------–---–ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და სახეში, რამაც გამოიწვია და------------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანება.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, და------------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობები შეცილებით. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (26.06.2015) წინააღმდეგობაში არ არის. ექსკორიაციები ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დანარჩენი დაზიანებები ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2015 წლის 31 აგვისტოს, ქ. თბილისში, ვ---–--–------------------------ის ტერიტორიაზე ბა------------ემ სცემა და------------–---–ი, რამაც გამოიწვია მისი ფიზიკური ტკივილი. და------------–---–ის სხეულის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2015 წლის 31 აგვისტოს, ქ. თბილისში, ვ---–--–-- ქუჩა, მე-2 ჩიხის N29-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და------------–---–მა ყოფილი მეუღლის - ნე-–--------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ: ნე-–--------ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც ნე-–--------ე დაეცა მიწაზე. აღნიშნულით ნე-–--------ემ განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბა------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვი----–-------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბა------------ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, არაობიექტური და არაარგუმენტირებული, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და საქართველოს სსსკ-ს, ვინაიდან ბრალდებულ ბა------------ის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს ურყევი პრინციპი. საქმე სასამართლოში შევიდა არა შერეული ბრალით, არამედ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბრალდებებით. ბა------------ის ბრალდების საქმეზე და------------–---–ი არის დაზარალებული და არა ბრალდებული, და------------–---–ს ბა------------ისაგან დამოუკიდებლად ბრალად ედება ოჯახური ძალადობა, ხოლო დაზარალებულად მის საქმეში ცნობილ იქნა ნე-–--------ე. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად დაცვის და ბრალდების მხარემ გაცვალეს მტკიცებულებები, თუმცაბა------------ის მხარისთვის უცნობი იყო ის მტკიცებულებები, რაც და------------–---–მა თავისი ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარეს გაუცვალა. აღნიშნული მათთვის ცნობილი გახდა წინასასამართლო სხდომაზე, მათ მოითხოვეს ამ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ამასთან, იმ საფუძვლით, რომ ბრალდებულის უფლება უფრო მაღლა დგას ვიდრე საპროცესო ნორმები, მოსამართლემ და------------–---–ის უფლება მისცა მონაწილეობა მიეღო სასამართლო განხილვებში, დაეკითხა მოწმეები. აღნიშნული უსამართლობა აისახა განაჩენშიც, როდესაც მოსამართლემ ბა------------ეს მსჯავრდების საქმეში გამოიყენა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, ექსპერტ ეკ------–--–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენება. ასევე ბრალდების მხარემ ბა------------ის საქმეში არ წარადგინა დაზარალებული და------------–---–ი და მათ არ მიეცა საშუალება, რომ დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმე. აპელანტის აზრით, მოსამართლემ ვერ უზრუნველყო ბა------------ის სისხლის სამართლის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვა. სრულად არის იგნორირებული ბრალდებული ბა------------ის, როგორც ბრალდებულის უფლებები. რაც შეეხება მტკიცებულებების შეფასებას, მოსამართლემ იხელმძღვანელა პრინციპით და არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ზოგადად უკვე დამკვიდრებული პრაქტიკით მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტზე. ვინაიდან სასამართლოში დაკითხული არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ და------------–---–ი ცემა ბა------------ემ. სასამართლომ არ მისცა შეფასება დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში მოყვანილ არგუმენტებს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მა-------–-----ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, და------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო, ბა------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა დადგენილ ფაქტებს, და------------–---–ის მიერ ნე-–--------ის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების: და------------–---–ისა და ბა------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა დამნაშავეთა ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მსჯავრდებულ და------------–---–ის გარდაცვალების გამო დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს მსჯავრდებულ ბა------------ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით.
მსჯავრდებულმა ბა------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს თავის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის თანახმად საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე და------------–---–ის მიმართ, შესაბამისად პალატა პროკურორის საჩივარს განიხილავს მხოლოდ ბა------------ისათვის სასჯელის დამძიმების მოთხოვნის ნაწილში.
დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულ ბა------------ის მიერ და------------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ან ცემის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს:
და------------–---–მა დაადასტურა, რომ მას ბა------------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა 2015 წლის 26 ივნისს და 2015 წლის 31 აგვისტოს, კერძოდ:
და------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის 26 ივნისს იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ---–--–-- ქუჩაზე, ხელში ეჭირა ბავშვი, რა დროსაც ზურგიდან მიუახლოვდა ბა------------ე, ერთი ხელით მოქაჩა, ხოლო მეორე ხელით დაარტყა თავის, ცხვირისა და ტანის მიდამოებში. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ცდილობდნენ მათ გაშველებას. მიუხედავად ამისა, ბა------------ემ ფეხი მაინც მოუქნია, რომელიც მათ შორის მდგომ პატრულის თანამშრომელს მოხვდა. ბა------------ის მოქნეული ფეხი მასაც მოხვდა უხერხულ ადგილზე, რის გამოც ჩაიკეცა. ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც სამი დღე იმყოფებოდა. გულის რევის შეგრძნება ჰქონდა, რის გამოც ტვინის შერყევის საწინააღმდეგო აბებს ასმევდნენ. ბა------------ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სახის მიდამოში სხვადასხვა ადგილას ემჩნეოდა დალურჯებები, სტკიოდა თავი, ტანი და ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა. 2015 წლის 31 აგვისტოსაც დაახლოებით იგივე განმეორდა - ადგილი ჰქონდა ბა------------ის მიერ ზურგიდან დარტყმას, ხოლო მისი ყოფილი მეუღლის ნე-–--------ის მიერ წინა მხრიდან დაკაწვრას, რომლებმაც წააქციეს. ურტყამდნენ ზურგზე ფეხებს და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
დაზარალებულ და------------–---–ის ჩვენება, რომ მას ცემის შედეგად აღენიშნებოდა დაზიანებები, დასტურდება ექსპერტიზის 2015 წლის 06 აგვისტოს N0-------- და 2015 წლის 08 სექტემბრის N0-------- დასკვნებით, ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია თითოეული დაზიანების ლოკალიზაცია და ხანდაზმულობა, რომლებიც სრულად შეესაბამება და------------–---–ის ჩვენებას და ბა------------ის მიერ და------------–---–ის მიმართ, დაზიანებების მიყენების თარიღს, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 6 აგვისტოს N0-------- დასკვნით დგინდება, რომ შპს ,,მ-----–----------–---------–-------------------------------–------“ სტაციონარული პაციენტის N1---- სამედიცინო ბარათის მიხედვით, და------------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. შპს ,,ა----------–----ის“ მიერ დაუდგინდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობები შეცილებით. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (26.06.2015) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედებით, ექსკორიაციები ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დანარჩენი დაზიანებები ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკ------–--–---–მა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 8 სექტემბრის N0-------- დასკვნის თანახმად, და------------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე შუა მესამედში სისხლნაჟღენთი), მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (31.08.2016).
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თე---------------–--ემ.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ 2015 წლის 26 ივნისს და------------–---–ს ცხვირზე მოტეხილობა არ მიუღია, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ და------------–---–მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ბა------------ის მხრიდან მისთვის თავისა და სახის (მათ შორის ცხვირის) არეში არაერთი დარტყმის ფაქტი, მან გამორიცხა სხვა ვითარებაში დაზიანების მიღების შესაძლებლობა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგინდა, რომ და------------–---–ს აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა. შესაბამისად ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ და------------–---–მა ცხვირის ძვლების მოტეხილობა ბა------------ის დარტყმების შედეგად მიიღო. ამასთან, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა ადამიანს სპეციალური ცოდნის გარეშე არ შეუძლია, ხოლო სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტმა, მოცემულ შემთხვევაში კატეგორიული დასკვნით დაადგინა და------------–---–ის ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ასევე დადგენილია, რომ დაზიანების ხანდაზმულობა ტრავმის მიღების თარიღთან /26.06.2015 წელი/ წინააღმდეგობაში არ არის.
პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, არასრულწლოვანი მოწმეების: იზ----------–---–ის, მა-------------–---–ის და ბუ----------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ორივე შემთხვევაში კონფლიქტის მიზეზი იყო იზ----------–---–ის მამასთან წასვლის საკითხი. აღნიშნული ჩვენებებით ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ კონფლიქტს, ჭიდაობას, დედის, მამისა და ბაბუის ძირს დავარდნას, თუმცა მოწმეები არ ადასტურებენ, რომელიმე პირის მიერ მეორე პირისათვის ხელის დარტყმის ფაქტს, კერძოდ:
არასრულწლოვანმა მოწმე იზ----------–---–მა ნაწილობრივ დაადასტურა 2015 წლის 26 ივნისს მამასა (და------------–---–სა) და ბაბუას (ბა------------ეს) შორის განვითარებული კონფლიქტის ფაქტი, თუმცა უარყო, რომ მათ შორის ადგილი ჰქონდა ხელის დარტყმას. მოწმის განმარტებით, ვ---–--–-- ქუჩაზე მამამ - და------------–---–მა ხელში აიყვანა. მათ ბაბუა გამოეკიდა, ორივე ხელი ჩასჭიდა მამას და ძირს დასმა მოსთხოვა. ბაბუამ და მამამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს. მამას სახე გაწითლებული ჰქონდა. 2015 წლის 31 აგვისტოს ბავშვებთან იმყოფებოდა, როდესაც მამა მივიდა მის წასაყვანად. დედა და მამა ვერ შეთანხმდნენ. მიუხედავად უარისა მამამ მაინც მოჰკიდა ხელი და წაიყვანა. დედა და ბაბუა მივიდნენ და ითხოვდნენ მის დატოვებას, დაიწყეს ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ჭიდაობა. იზ----------–---–ის განმარტებით, სახლში შევიდა და მ------ი გააღვიძა, რომელსაც უთხრა, რომ დედა და მამა ჩხუბობდნენ. მ------თან ერთად გარეთ რომ გავიდა, დედა, მამა და ბაბუა წაქცეულები იყვნენ. ნახა რომ დედას თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, რაზეც როგორც დედამ უთხრა მამას მუშტი მოხვდა. ხელის დარტყმა ვინმეს მხრიდან მას არ დაუნახავს.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა არასრულწლოვანმა მოწმემ ბუ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მან აღნიშნა, რომ 2016 წლის 26 ივნისს ხელის დარტყმა არ დაუნახავს, თუმცა ,,ჯიკაობა“ დაიწყო ბაბუამ, ბა------------ემ ხელი მოჰხვია და------------–---–ს, არ აძლევდა წასვლის საშუალებას, იჭერდა მაისურით, ძლიერად აჩერებდა, რაც ჭიდაობაში გადაიზარდა. მოწმე ბუ----------–---–მა არ დაადასტურა 2015 წლის 31 აგვისტოს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი (ხელის დარტყმის).
მოწმის სახით დაკითხვისას მა-------------–---–მა ასევე არ დაადასტურა მამის ან ბაბუას მხრიდან ერთმანეთისთვის ან დედისთვის ხელის დარტყმის ფაქტი. მან განმარტა, რომ 2015 წლის 26 ივნისს მამა და ბაბუა აყენებდნენ ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ჭიდაობდნენ, ხოლო, 2015 წლის 31 აგვისტოს როდესაც ი----- გააღვიძა და გავიდა გარეთ, დაინახა რომ ძირს ეყარნენ დედა, მამა და ბაბუა. ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. ჩხუბის შემდეგ დედას ჰქონდა თუ არა თვალი ჩალურჯებული არ ახსოვს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ პატრულ - ინსპექტორები: ზუ-------------ე და გე-–-------–--ე, რომელთაც დაადასტურეს, რომ ბა------------ე გამოირჩეოდა აგრესიულობით, იწევდა და------------–---–ისკენ და ფეხი მოუქნია მას, კერძოდ:
პატრულ - ინსპექტორმა ზუ-------------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2015 წლის 26 ივნისს, გამოძახების საფუძველზე, მეწყვილე გე-–-------–--ესთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ---–--–-- ქუჩაზე. ადგილზე დახვდათ ბა------------ე და და------------–---–ი, რომელთა შორისაც საკმაოდ მწვავე კონფლიქტი იყო. მან და მისმა მეწყვილემ განაცალკევეს მოჩხუბარი მოქალაქეები და მათ შუაში ჩადგნენ. თვითონ ბა------------ეს ესაუბრებოდა და ამშვიდებდა, ვინაიდან აღელვებული იყო. და------------–---–ი შედარებით მშვიდად გამოიყურებოდა. სიტუაციაში გარკვევის დროს ბა------------ემ ფეხი მოიქნია და------------–---–ის მიმართულებით. მოძრაობა მკვეთრი იყო, მათ შორის მანძილი დიდი არ იყო და ვერ მოასწრო რეაგირება, რა დროსაც ,,რაცია“ დაუვარდა. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი უშუალოდ მას არ დაუნახავს, თუმცა მანამდე რადიოსადგურის მეშვეობით გადაცემული იყო, რომ ვ---–--–-- ქუჩაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ვინაიდან, და------------–---–ი დაჟინებით აცხადებდა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, იძულებული გახდნენ საქმეში ჩაერთოთ საგამოძიებო სამსახური და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. ორივე პიროვნება შემოწმებულ იქნა ალკოტესტით, რა დროსაც არცერთ მათგანს სიმთვრალე არ დაუდგინდა. ბა------------ე აგრესიულობით გამოირჩეოდა, რაც უცნაურად მოეჩვენა.
პატრულ - ინსპექტორმა გე-–-------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა მეწყვილე ზუ-------------ესთან ერთად. ცენტრის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება, რომ ვ---–--–-- ქუჩა 29-ის მიმდებარედ იყო კონფლიქტი მოქალაქეებს შორის. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას მოქალაქე და------------–---–მა განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა სიმამრმა ბა------------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კონფლიქტი გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ ბავშვს არ ატანდნენ. იგი ესაუბრებოდა ბა------------ის მეუღლეს, რა დროსაც შემოესმა მეწყვილის ხმა ,,გაჩერდითო“, რის გამოც მიიხედა და დაინახა, რომ ბა------------ე იწევდა და------------–---–ისაკენ და მისი მეწყვილე აშველებდა. მათ მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური. გაშველების პერიოდში ბა------------ე აქტიურობდა, იწევდა და------------–---–ისკენ და ფეხებს იქნევდა. ფიზიკური შეხების ფაქტი მას უშუალოდ არ დაუნახავს. და------------–---–ს გარკვეული დაზიანება ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად ვერ იხსენებს.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ პატრულ-ინსპექტორების - ზუ-------------ისა და გე-–-------–--ის მიერ სასამართლოსთვის მოწოდებული ინფორმაცია თანხვედრაშია და------------–---–ის ჩვენებასთან, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ დაზარალებულის განმარტებები შეესაბამება რეალობას და მის მიმართ ბა------------ის მხრიდან ნამდვილად განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2016 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული - ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში. ქმედების ცემად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - არაერთჯერად დარტყმას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2015 წლის 26 ივნისს ბა------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და------------–---–ს, ხელი დაარტყა სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, რამაც მისი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო 2015 წლის 31 აგვისტოს, ქ. თბილისში, ვ---–--–-- ქუჩაზე ბა------------ემ სცემა და------------–---–ს, კერძოდ, არაერთხელ დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში, რითაც მას მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბა------------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2016 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბა------------ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სასამართლომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბა------------ისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის - მა-------–-----ის და მსჯავრდებულ ბა------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვი----–-------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ბა------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2016 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2016 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 1 500 ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და ბა------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
ბა------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი CD დისკი და და------------–---–ის ავადმყოფობის ისტორია, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე