განაჩენი

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
160100117002058440
ინსტანცია
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002058440

საქმე №1ბ/548-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–---–ის

მსჯავრდებულის: ჯ----–-----------ის

ადვოკატის: ზ-----------–---–---–ის

თარჯიმნის: ა---------–-------ვის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ჯ----–-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ჯ----–-----------ის, დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), განქორწინებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: ქ-----------––------------------------------, ბ-------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------––---–-------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----–-----------მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----–-----------მა ჩაიდინა მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----–-----------მა ჩაიდინა ზემოქმედების განხორციელება მოწმეზე, ესე იგი მოწმის იძულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თუ ამას ერთვის მოკვლის მუქარა, ჩადენილი ძალადობით.

 

ჯ----–-----------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის მაისის მეორე ნახევრიდან 10 ივლისის ჩათვლით დროის შუალედში, ძირითადად ქ-----------––--------------------------ში, მამედოვების ოჯახის საცხოვრებელ სახლში და ასევე, ერთხელ მარნეულის რაიონის სოფელ ბაილარში, მდინარე ხრამის ნაპირზე, ჯ----–-----------მა, იცოდა რა თავისი არასრულწლოვანი შვილების - გ------–----------------------------------ას ასაკი, ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით არაერთხელ ცემა ისინი, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფსიქიკური ტანჯვა. გ------–----------ას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს შეესწრო გ----------------ა, ხოლო გ----------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს შეესწრო გ------–----------ა.

 

2017 წლის 10 ივლისს, ქ-----------––--------------------------ში, მამედოვების ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ჯ----–-----------მა, იცოდა რა თავისი არასრულწლოვანი შვილის გ------–----------ას ასაკი, გ----------------ას მიერ მისი მეგობრის - ნ-------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემის გამო მოკვლით დაემუქრა გ------–----------ას, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 10 ივლისს, ჯერ მარნეულის რაიონის სოფელ ბაილარში, მდინარე ხრამის ნაპირზე, ხოლო შემდეგ ქ-----------––--------------------------ში, მამედოვების ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ჯ----–-----------მა გ----------------ას მიერ მოწმის სტატუსით, ბრალდებულის მეგობრის - ნ-------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემის გამო, ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ცემა გ----------------ა და ქ-----------––--------------------------ში, მამედოვების ოჯახის საცხოვრებელ სახლში, დაემუქრა მოკვლით თუ იგი კიდევ ერთხელ მიცემდა ჩვენებას.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენით:

 

ჯ----–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით ჯ----–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენით, ჯ----–-----------ისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ----–-----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ჯ----–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 ივლისიდან.

 

მსჯავრდებულ ჯ----–-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ----–-----------მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა ჯ----–-----------ის მიმართ გამოტანილ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ჯ----–-----------ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმის განსაზღვრა.

 

შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ჯ----–-----------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა ჯ----–-----------ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების – გ------–----------ას, გ----------------ას, პ-----------–----------ას, ე-–--------------ას, ნ-------------ის, თ------------------–---–ის, ვ-------------–---ის, ბე-----–------–---ის, ხ-----------------ის, ე-–----------–----ის ჩვენებების, ექსპერტ გ----------------–---–ის ჩვენების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნების და სხვა მტკიცებულებების - შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჯ----–-----------მა ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ჯ----–-----------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ჯ----–-----------ის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე და სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ ჯ----–-----------ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები და საქმეში არ არსებობს ბრალდების ამ ნაწილში მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ------–----------ამ აჩვენა, რომ 2017 წლის ივლისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მამამ ჯ----–-----------მა მის (დაზარალებულის) დას - გ-----ის დაავალა, გაყოლოდა მის (ჯ----–ის) მეგობარ ჯ---ს. როდესაც დაბრუნდნენ, შეკითხვაზე გ-----იმ უპასუხა, რომ იყვნენ საავადმყოფოში, სადაც ის გარეთ იდგა, ხოლო ჯ--- საავადმყოფოში შევიდა და გამოსვლისას ხელში ეჭირა საფულე და ბარათები. გამოიტანეს ფული. შემდეგ ჯ----–მა ორივე და გააგზავნა მაღაზიაში არყისა და სიგარეტის საყიდლად. საღამოს პოლიცია მოვიდა და ჯ--- დააკავეს. გ-----იც წაიყვანეს პოლიციელებმა და გამოკითხეს. გ-----იმ პოლიციელებს მოუყვა, რაც მოხდა და აჩვენა ადგილი, სადაც გადააგდო ჯ---მ ბარათი. პოლიციელებმა ის (გ------–ი) და მისი ბებიაც დაიბარეს. პოლიციიდან რომ გამოვიდნენ, შუადღე გადასული იყო. ჯ----–მა დაურეკა და უთხრა, სოფელ ბაილარში, ხრამზე ჩასულიყვნენ. მათ წასვლა არ უნდოდათ, მაგრამ ჯ----–მა დაუყვირა - ჩამოსულიყვნენ. წავიდა ტაქსით, ხოლო დაახლოებით 10 წუთში მისი და გუნაი ჯ---მ მოიყვანა მანქანით. ადგილზე იმყოფებოდნენ ჯ----–ი, ჯ--- და ვიღაც უცხო მამაკაცი, რომლებიც სვამდნენ და ჭამდნენ საჭმელს. ხალხის დაშლის შემდეგ ჯ----–მა ჯერ უყვირა გ-----ის, რატომ მისცა ჩვენება პოლიციას, შემდეგ კი გ-----ის დაარტყა მუშტი და სილა გააწნა. წიხლის ჩარტყმის შედეგად გ-----ი ეკლებში ჩავარდა. იგი (გ------–ი) დას გამოექომაგა, რის გამოც ჯ----–მა მასაც ჩაარტყა წიხლი და ძირს დაეცა. ჯ----–მა მათ უთხრა, რომ მუხლებზე დაეჩოქათ. ამის შემდეგ ჯ----–მა გამოიძახა მანქანა და წავიდნენ სახლში. ცემის შედეგად მას (დაზარალებულს) წელი ტკიოდა და ჰქონდა ჩალურჯებები. სახლში მისვლისას ბებიას უამბო, რომ ჯ----–მა ცემა და დახმარება თხოვა. ჯ----–მა ეს რომ გაიგო, ოთახში შევიდა და ყვირილი დაუწყო, ბებიას რატომ უთხარიო, თმებში ჩაჭიდა ხელი და ძირს ათრია, რა დროსაც თმები დაეწიწკნა, მუხლები დაუზიანდა და კანი აძვრა. ჯ----–ი მას (გ------–ს) და მის დას, გ-----ის ხშირად ცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ჯ----–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცდიდა ტკივილს. ჯ----– ბაირამოვის მხრიდან მისი და მისი დის მიმართ განხორციელებულ ძალადობებს ესწრებოდა ბებია. ჯ----–ი, აგრეთვე, მათ აშინებდა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ წავიდოდნენ პოლიციაში ჩვენების მისაცემად. იგი (გ------–----------ა) ჯ----–-----------ის მუქარას რეალურად აღიქვამდა. იმ დღით მათზე ჯ----–-----------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი პოლიციას შეატყობინა გ----------------ამ, პოლიცია მოვიდა და წაიყვანეს განყოფილებაში. პოლიციელებს უთხრა, ბებიაც წაეყვანათ, რადგან ჯ----–ი ბებიასაც ცემდა. მათ ეშინიათ ჯ----–-----------ის, არ უნდათ, რომ იგი იყოს მათი მამა. სახლში იმიტომ არ მიდიოდა, რომ ეშინოდათ ჯ----–ის, იჯდნენ გარეთ და ჯ----–ის დაძინების შემდეგ შედიოდნენ სახლში. მან (გ------–მა) თავის დას გ-----ის უთხრა რომ სასამართლო სხდომაზე ეთქვა ყველაფერი სიმართლე.

 

სასამართლოში დაზარალებულმა გ----------------ამ განაცხადა, რომ მამამისის - ჯ----–-----------ის მეგობარმა ჯ---მ საავადმყოფოში, ოთახიდან მოიპარა ბარათი. ბარათის მოპარვის პროცესი მას (გ-----ის) არ დაუნახავს, რადგან ამ დროს გარეთ იდგა. საავადმყოფოდან გამოსულ ჯ---ს ბარათი ეჭირა ხელში. ამ ბარათით ჯ---მ ფული გამოიტანა, შემდეგ კი ბარათი გატეხა და გადააგდო. მომხდარი ფაქტის შესახებ მან (გ----------------ამ) ჩვენება მისცა პოლიციას. სახლში ჯ----–-----------მა უკმაყოფილება გამოთქვა მისი (გ-----ის) მისამართით იმის გამო, რომ ჩვენება მისცა პოლიციას. ჯ----–ის მეგობრის მანქანით ხრამზე წავიდნენ. მისი (დაზარალებულის) დაც იქ იმყოფებოდა. როდესაც ხალხი წავიდა, ჯ----–მა თავში დაარტყა მუშტი, მუცლის არეში კი - წიხლი იმის გამო, რომ პოლიციას ჩვენება მისცა ჯ---ს საწინააღმდეგოდ. მას (გ-----ის) გამოექომაგა მისი და გ------–ი, რის გამოც ჯ----–მა გ------–საც წიხლი დაარტყა. დარტყმის შედეგად მასაც და მის დასაც ძალიან ეტკინათ და დახმარებისთვის ექიმთან მივიდნენ. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, გ------–მა ბებიას უთხრა, რომ ჯ----–მა მათ ცემა და დახმარება თხოვა. ჯ----–მა გაიგო, რასაც ეუბნებოდა ბებიას მისი და გ------–ი, რის გამოც ჯ----–მა კვლავ ცემა გ------–ი. ის (გ----------------ა) გაიქცა პოლიციაში და განაცხადა აღნიშნულის შესახებ. ჯ----–-----------ი სისტემატურად ცემდა მას და მის დას. მათ ჯ----–ის ეშინოდათ და სახლში ვერ მიდიოდნენ. მისი და ხშირად დედამისთან რჩება, ჯ----–ი მის დას წყლის ბოთლით ცემდა მისი თანდასწრებით. მათ ცემას ბებიაც ესწრებოდა. ცემის შედეგად ორივენი ტკივილს განიცდიდნენ. ჯ----–ი ასევე ლანძღავდა მათ, ცემდა, ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ პოლიციისთვის ეთქვა, ჩვენება, რომელიც მან (გ-----იმ) მისცა, იყო ტყუილი.

 

დაზარალებულების ბებიამ, სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პ-----------–----------ამ დაადასტურა, რომ მისი სიძე ჯ----–-----------ი ცემს თავის შვილებს. პატარა გოგო გ-----ი ხრამის პირას ცემა, ხოლო უფროსი გოგო მის (მოწმის) თვალწინ ცემა მუშტით და წიხლებით, მთელ სხეულზე ურტყამდა. მიზეზი, თუ რატომ ცემდა ჯ----–-----------ი ბავშვებს, არ იცის. საჩივრით პოლიციას გ----------------ამ მიმართა. გ------–ის დედა ცალკე ცხოვრობს და გ------–ი მასთან მიდის ხოლმე. ჯ----–ი თავისუფლებაში ყოფნისისას არ ზრუნავდა ბავშვებზე. სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ე-–--------------ამ ასევე დაადასტურა, რომ 2017 წლის ივლისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, როდესაც იყო საავადმყოფოში მორიგე პედიატრი, გამოიძახეს ბავშვთა განყოფილებაში, სადაც დახვდა მანამდე უცნობი ორი გოგონა. უფროსმა გოგონამ უთხრა, რომ მამამ ცემა, ბავშვს დალურჯებები ჰქონდა სახეზე, კანი ჰქონდა აქერცლილი, რომელიც ტრავმატოლოგიის ექთანმა დაუმუშავა. ორივე გოგონა ამბობდა, რომ მამა მათ ხშირად ცემდათ.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილი და დადასტურებულია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების (10.07.2017) და პირადი გასინჯვის მონაცემებით (18.07.2017წ.) გ------–----------ას აღენიშნება ნაჭდევები მარჯვენა მუხლის სახსრის და მარჯვენა მტევნის მეოთხე თითის არეებში, სისხლჩაქცევები მარცხენა მხრის და წინამხრის მიდამოებში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და შედეგები დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–---–მა.

 

რაც შეეხება მოწმე ნ-------------ის (მეტსახელად ჯ---) სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, აღნიშნულმა მოწმემ სასამართლოში დაადასტურა მის მიერ საავადმყოფოდან ბარათის ქურდობისა და ამ ბარათით ფულის გამოტანის ფაქტი, რა დროსაც მასთან ერთად იმყოფებოდა ჯ----–-----------ის შვილი გ-----ი. ასევე მოწმემ დაადასტურა სოფელ ბაილარში, მდინარე ხრამის ნაპირზე, ჯ----–-----------ის მხრიდან შვილებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული ძალადობა გამოწვეული იყო არა მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების სურვილით, არამედ გ------–----------ას უღირსი საქციელის გამო. სააპელაციო პალატა ნ-------------ს ვერ მიიჩნევს მიუკერძოებელ მოწმედ, როგორც ამას მიიჩნევს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, ვინაიდან სწორედ ნ-------------ია პირი, რომლის მიერ ჩადენილ ქურდობასაც შეესწრო არასრულწლოვანი გ----------------ა და რომლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარს აიძულებდა ჯ----–-----------ი თავის შვილს - გ----------------ას. შესაბამისად, ნასიბ მამედოვი დაინტერესებული პირია, რათა თავის მეგობარ ჯ----–-----------ს აარიდოს პასუხისმგებლობა მძიმე დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნულ კონტექსტში მოწმე ნ-------------ის ჩვენების შეფასებისას სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე ჯ----–-----------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჯ----–-----------მა ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯ----–-----------ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების და მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავიდან აცილებას. კერძო პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ჯ----–-----------ი წარსულში არაერთხელ ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, რომლისთვისაც დანიშნული სასჯელი ვერ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და მან პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა ახალი, განზრახი დანაშაულებრივი ქმედებები - ოჯახში ძალადობა შვილების მიმართ, მუქარა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება. ამდენად, მსჯავრდებულის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ჯ----–-----------ისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ზომა სამართლიანია. აგრეთვე, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ჯ----–-----------ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ----–-----------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენი ჯ----–-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჯ----–-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ჯ----–-----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენი ჯ----–-----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ჯ----–-----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ჯ----–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენით, ჯ----–-----------ისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ----–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ჯ----–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 11 ივლისიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ჯ----–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე