განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
330100117002032241
ინსტანცია
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100117002032241

საქმე №1/ბ-576-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდბლების: ე-------------–---–ის,მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების: ვ--------------ის, ო-----------–--ის

მსჯავრდებულ: გ-------–------–--ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-------–------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------–-------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, რეგისტრირებულის: გ------------------------–-----------------------------------------–----; ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------------------------------------–-------–---------–--------------------–----------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით; სსკ-ის 128-ე მუხლით და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით:

 

გ-------–------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით, სსკ-ის 128-ე მუხლით და სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ-------–------–--ეს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, გ-------–------–--ეს 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

გ-------–------–--ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 ივლისიდან.

 

გაუქმდა გ-------–------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - პატიმრობა.

 

გ-------–------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე. ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გ-------–------–--ე მართავდა ,,M--------------“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით A--------- მსვლელობისას გ-------–------–--ემ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოების მართვა, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევით შეიცვალა სამოძრაო სავალი ზოლი, მეორე სამოძრაო ზოლიდან შევიდა მესამე სამოძრაო ზოლში, რითაც საფრთხე შეუქმნა მესამე სამოძრაო ზოლში თანმხვედრად მოძრავ ავტომობილ „B--“-ს სახელმწიფო ნომრით G------, რომელსაც მართავდა ქ-------------–---–ი. აღნიშნულის გამო, ავტომობილი B-- გადავიდა სავალი გზის საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მხრიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით მოძრავ ავტომობილ ,,M-“-ს სახელმწიფო ნომრით J------, რომელსაც მართავდა ი--------–-----, შეჯახების შემდეგ აღნიშნულ ავტომობილებს ასევე შეეჯახა ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მხრიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი, ,,T-----------“ სახელმწიფო ნომრით L------, რომელსაც მართავდა ა-–---------------–-------ი. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ი--------–-----მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. ქ-------------–---–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ლ--------------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

გ-------–------–--ეს, რომელსაც ევალებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულებზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება, ავტომობილით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და მიატოვა დაზარალებულები განსაცდელში, რომლებსაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ მიეღოთ ზომები თავის დასაცავად.

 

გ-------–------–--ემ პასუხისმგებლობის თავის არიდების მიზნით, მიმართა ზ---------------ეს და დაიყოლია იგი გამოძიებისათვის მიეცა ცრუ ჩვენება, თითქოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ავტომობილ ,,M--------------“ სახელმწიფო ნომრით A-------- მართავდა არა გ-------–------–--ე, არამედ ზ---------------ე. გ-------–------–--ის მიმართვის შედეგად დაყოლიებულმა ზ---------------ემ გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხვის დროს მისცა ცრუ ჩვენება, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, 2014 წლის 20 დეკემბერს თვითონ მართავდა ავტომობილ ,,M--------------“. ზ---------------ის ცრუ ჩვენების საფუძველზე 2015 წლის 14 ივლისს ზ---------------ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. სასამართლოში დაკითხვისას ზ---------------ემ აჩვენა, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს ოქროყანიდან წამოიყვანა მ---------–--ის კუთვნილი ავტომანქანა ,,M--------------“. დავითაშვილის ქუჩაზე მას შეხვდა გ-------–------–--ე, რომელსაც გადასცა ავტომანქანა. ზ---------------ემ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო გ-------–------–--ის თხოვნით, რომელიც მუშაობდა პოლიციაში და არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ იგი დატოვებდა სამსახურს. ასევე, არ ეგონა, რომ საქმე მივიდოდა სავალალო შედეგამდე. გ-------–------–--ემ ზ---------------ის დაყოლიების მიზნით უთხრა, რომ მას გამოუწერდნენ ჯარიმას, რომელსაც თვითონ გ-------–------–--ე გადაიხდიდა და ზ---------------ეს არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსაჯვრდებულ გ-------–------–--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენის გაუქმება და გ-------–------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურებულა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანას გ-------–------–--ე მართავდა. სასამართლომ აღნიშნულს საფუძვლად მხოლოდ ვარაუდი დაუდო. გარდა ამისა, გამომძიებელ კ--------–---–ის ჩვენებით, ავტომანქანის იდენტიფიცირება მოხდა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის დასაწყისთან დამონტაჟებული ავტომობილის ნომრის ამომცნობი კამერის ვიდეოჩანაწერით, რომლითაც შეუძლებელია ავტომანქანის ფერის და სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირება. გარდა ამისა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ზ---------------ისათვის საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი არ წარუდგენიათ, თუმცა გ-------–------–--ეს რატომღაც წარედგინა ბრალი და გამამტყუნებელი განაჩენიც დადგა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ გ-------–------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაც არ დადასტურებულა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ გ-------–------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულ ქ-------------–---–ის ჩვენებით დგინდება,რომ მომხდარი ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, დეტალურად არ ახსოვს რა მოხდა 2014 წლის 20 დეკემბერს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობისას, მის კუთვნილ „B---3---” სახელმწიფო ნომრით G------ გვერდიდან დაეჯახა მარჯვენა მხარეს მოძრავი ავტომანქანა, რის გამოც ის გადავიდა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ზოლში და თავის მხრივ დაეჯახა ავტომობილს. მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, ხოლო მან მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. ბრალდებულს (გ-------–------–--ეს) მის მიმართ ყურადღება არ გამოუჩენია. დაზარალებულმა ითხოვა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება.

 

მოწმე ა-–---------------–-------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს გორის თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში მძღოლად. 2014 წლის 20 დეკემბერს, გორიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა სამსახურის კუთვნილი „T-----------“ მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით L------. თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მხრიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით მოძრაობისას, შპს ,,ჯ------–-“-ს ოფისთან მისვლამდე, ,,გ--–---“-ს ბენზინგასამართ სადგურთან, მის წინ მიმავალი ავტომანქანა წინა ნაწილით დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით ორმაგ ღერძულა ხაზთან მოძრავ ,,B---3---” მარკის ავტომანქანას, რომელიც გადმოვიდა მათ სამოძრაო გზაზე. დასახელებული გარემოებების გამო მკვეთრად დაამუხრუჭა და თავის მხრივ შეეჯახა ავტომობილ „M-“.

 

მოწმე ლ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ დედის,- ი--------–-----ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მიდიოდნენ სამოდელო სააგენტოში. გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობისას, მოულოდნელად დაინახა, რომ საპირისპირო მხრიდან სავალ ზოლში გადმოვიდა ავტომობილი და შეეჯახა მათ ავტომანქანას, რის შემდეგ მათ გვერდიდან სხვა მანქანაც დაეჯახათ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ის გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ-----------------ემ დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს მომხადრი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მისი მეუღლე ი--------–----- გარდაიცვალა, ხოლო შვილი ლ--------------ე, რომელსაც მოტეხილი ჰქონდა ფეხის ტერფები გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. ამავე ჩვენებით, მან ზ---------------ისაგან იცის, რომ ამ უკანსაკნელს გ-------–------–--ემ სთხოვა დაებრალებინა დანაშაული, რადგან ის პოლიციის თანამშრომელი იყო და პრობლემები შეექმნებოდა. +

 

მოწმის სახით დაკითხული ო-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს ქ.თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მხრიდან გელოვანის გამზირის მიმართულებით მოძრაობდა „M--------------“ მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით O------. მსვლელობისას მოულოდნელად მას მარჯვნიდან გადაასწრო დიდი სიჩქარით მოძრავმა ,,M--------------“ მარკის ავტომობილმა. იგივე ავტომანქანა გასწრების მიზნით გადავიდა მის წინ მიმავალი ,,B---3---” მარკის ავტომანქანის სამოძრაო ზოლში. ზემოაღნიშნული მანევრის შემდეგ ,,B---3---” მარკის ავტომანქანა გადავიდა გზის მოპირდაპირე მხარეს, გადაკვეთა ღერძულა ხაზი და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას.

 

მოწმე ზ-------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს, ა-–-------------–-–---–თან ერთად ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მოძრაობდნენ ქ. თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. შპს „ჯ------–-“-ს ცენტრალურ ოფისს უახლოვდებოდნენ როდესაც მათ მარჯვნიდან გადაასწრო დიდი სიჩქარით მოძრავმა ,,M--------------“ ავტომობილმა, რის შემდეგ, იმავე ავტომობილმა მარჯვენა მხრიდან გზა ჩაუჭრა ავტომობილ ,,B---3---”-ს. არსებული მანევრის გამო, ,,B---3---” მარკის ავტომანქანა გადავიდა სავალი გზის საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა ავტომობილს, ხოლო „M--------------“ ავტომობილმა გააგრძელა გზა. იგივე გარემოებები დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–-------------–-–---–მა.

 

მოწმე მ---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის სახელზე რეგისტრირებულია ავტომობილი ,,M--------------" სახელმწიფო ნომრით A-------- რომლითაც სარგებლობენ მეუღლე, - ზ-----------–--ე და შვილი, - გ-------–------–--ე. 2014 წლის 20 დეკემბერს, მეუღლესთან ზ-----------–--ესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ოქროყანაში, რძლის ოჯახში, სადაც ასევე იყვნენ გ-----------------–---–ი, ნ-----–------------–---–ი და ზ---------------ე. შუადღეს, გ-----------------–---–მა, ნ-----–------------–---–მა და ზ---------------ემ გადაწყვიტეს თბილისში წასვლა და სთხოვეს ავტომობილი. ზ---------------ეს მისცა ავტომობილის გასაღები იმ პირობით, რომ შემდეგ მანქანას მის შვილს, - გ-------–------–--ეს გადასცემდა. იმავე დღეს, მეუღლემ ზ-----------–--ემ დაურეკა და უთხრა, ავტოავარიის თაობაზე, რომელშიც ფიგურირებდა მათი ავტომობილი. დაურეკეს პოლიციიდან, უნდა გამოცხადებულიყო გამომძიებელთან. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ზ-----------–--ემ.

 

მოწმე გ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ-------–--ე არის მისი დის ქმარი. 2014 წლის 20 დეკემბერს იმყოფებოდა სოფელ ოქროყანაში. მის ოჯახში სტუმრად მყოფ მ---------–--ეს, ზ---------------ემ თბილისში წასვლის მიზნით სთხოვა ავტომანქანა. „M--------------“ საჭესთან დაჯდა ზ---------------ე, მანქანის მარჯვენა წინა სავარძელზე ნ-----–------------–---–ი, ხოლო თავად დაჯდა უკანა სალონში. თბილისში, დავითაშვილის ქუჩაზე მათ შეხვდათ გ-------–------–--ე. ზ---------------ე მანქანიდან გადავიდა და ავტომობილის გასაღები გადასცა გ-------–------–--ეს. მოწმის ჩვენებით, გ-------–------–--ე დაჯდა ავტომანქანის საჭესთან და ისინი რუსთაველის ქუჩის გავლით წავიდნენ თემქაზე.

 

მოწმე ნ-----–------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს ოქროყანაში სტუმრად იმყოფებოდა გ-----------------–---–თან. ოჯახს ასევე სტუმრობდნენ მ---------–--ე და ზ---------------ე. თბილისში დაბრუნების მიზნით ზ---------------ემ მ---------–--ეს სთხოვა მანქანა. დღის მეორე ნახევარში, ზ---------------ესთან და გ-----------------–---–თან ერთად მ---------–--ის კუთვნილი ავტომანქანა ,,M--------------“ წამოვიდა ოქროყანიდან. სოლოლაკში, დავითაშვილის ქუჩაზე მათ შეხვდათ გ-------–------–--ე, რომელიც ზ---------------ის ნაცვლად დაჯდა საჭესთან, ხოლო ამ უკანასკნელს მათთან ერთად მანქანით გზა აღარ გაუგრძელებია.

 

მოწმე ი-----–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ზ---------------ის ძმა. 2014 წლის 20 დეკემბერს, მას დაუკავშირდა გ-------–------–--ე, უთხრა რომ უნდოდა ზ---------------ის ნახვა და დახმარება სთხოვა მის მოძებნაში. ი-----–-----------ე ძმას ტელეფონით დაუკავშირდა და გადასცა გ-------–------–--ის დანაბარები. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა ზ---------------ის საქმის სასამართლოში განხილვისას.

 

მოწმე ზ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს სტუმრად იყო ოქროყანაში, ბიძასთან, - თ----------------–---–თან. ოჯახს ასევე სტუმრობდა მ---------–--ე მეუღლესთან ერთად და ნ-----–------------–---–ი. თბილისში დასაბრუნებლად ავტომანქანა სთხოვა მ---------–--ეს. მასთან ერთად თბილისში წამოვიდნენ გ-----------------–---–ი და ნ-----–------------–---–ი. ავტომანქანა იყო მუქი ლურჯი ფერის M--------------. სოლოლაკში მათ შეხვდათ გ-------–------–--ე, რომელსაც ავტომანქანის გასაღები გადასცა და თავად სამსახურში წავიდა ტაქსით. იმავე დღეს დაურეკა ძმამ ი-----–------------ემ და უთხრა, რომ გ-------–------–--ეს უნდაოდა მისი ნახვა. გ-------–------–--ეს შეხვდა თემქაზე. რომელმაც სთხოვა გამომძიებელთან მისულიყო, „...სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა .... საყვედურები მაქვს და არ მინდა სამსახური დავკარგოო“. მოწმის განმარტებით, საპატრულოში უთხრა, რომ თავად იჯდა „M--------------“ საჭესთან. იქ გაიგო,რომ მომხდარი ავარიის შედეგად ერთი იყო გარდაცვლილი და ორი დაზიანებული. მოწმის განმარტებით, მას გაბრიელმა უთხრა, რომ პრობლემას მოვაგვარებო. გირაოს თანხა, - 10 000 ლარის ოდენობით გადაუხადა გ-------–------–--ის ოჯახმა. მოგვინებით, გ-------–------–--ემ პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომ საჭესთან თავად იჯდა და სასამართლომ ის (ზ---------------ე) დამნაშავედ ცნო დანაშაულის დაფარვაში.

 

მოწმე ო-----------–--ის განმარტებით, 2014 წლის 20 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლებს გადასცა ვიდეო ჩანაწერი, რაზეც შედგა სათანადო ოქმები.

 

მოწმე გ----------------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,ჯ------––-“, 2014 წლის 20 დეკემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკვშირებით, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს გადასცა სამსახურის ვიდეოკამერებში არსებული ჩანაწერები.

 

მოწმე ვ------------------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი (მოწმე) მუშაობდა „გ--–---“-ს სათაო ოფისში კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორად. წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გამომძიებელს გადასცა 2014 წლის 20 დეკემბრით დათარიღებული ბენზინგასამართ სადგურის ვიდეოკამერის ჩანაწერი.

 

მოწმე კ--------–---–ის განმარტებით, ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შპს „ჯ------–-“-ს მიმდებარე ტერიტორიზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის კამერების ჩანაწერებით დადგენილი იქნა, რომ სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო M---------------ს მარკის ავტომობილის არასწორი მანევრირებით. საჭირო გახდა ავტომობილის ნომრის დადგენა, რომელიც არ იკითხებოდა ვიდეოჩანაწერში. დათვალიერებული იქნა ბელიაშვილის ქუჩაზე 112-ის ნომრის ამომცნობი კამერა, სადაც დაფიქსირდა „M--------------“ მარკის ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი A---------

 

საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტურობა დაადასტურეს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------------------------–------------–---------------------------------------------–--–---მ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გ-------–------–--ემ წარდგენილ ბრალდებებში არ ცნო თავი დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.

 

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობით დადგენილია, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ თბილისში მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე №27 ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ ერთმანეთს შეეჯახნენ ა/მანქანა ბ----. სახ № G------, რომელსაც მართავდა ქ-------------–---–ი, ა/მანქანა ,,M- 3---” სახ. № J------ რომელსაც მართავდა ი--------–----- და ა/მანქანა ,,T-----------” სახ. №L------, რომელსაც მართავდა ა-–---------------–-------ი. შეჯახების შედეგად, ი--------–----- გადაყვანილი იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი მგზავრი ლ--------------ე იაშვილის სახელობის საავადმყოფოში, ხოლო ქ-------------–---–ი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში.

 

2014 წლის 20 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ,,გ--–---“-ს და შპს ,,ჯ------–-“-ს ცენტრალური ოფისის წინ. მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზა არის ასფალტირებული და მშრალი. ჰორიზონტალური საავტომობილო გზა განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის ,,ვეფხი და მოყმის“ მხრიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით და პირიქით. საავტომობილო გზას შუაში გასდევს გზის გამყოფი ორმაგი ღერძულა ხაზი. ვახუშტის ხიდის მხრიდან ,,ვეფხი და მოყმი“-ს მიმართულებით საავტომობილო გზა დაყოფილია სამ სამოძრაო ზოლად, პირველი ზოლის სიგანეა 3,6 მეტრი, მეორე ზოლის სიგანეა 3,3 მეტრი და მესამე ზოლის სიგანეა 3,4 მეტრი. მარჯვნივ არის ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარი და მდინარე მტკვარი. ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მხრიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით საავტომობილო გზა დაყოფილია სამ სამოძრაო ზოლად. პირველი ზოლის სიგანეა 3,3 მეტრი, მეორე ზოლის სიგანეა 3,6 მეტრი და მესამე ზოლის სიგანეა 3,4 მეტრი, მარჯვნივ არის გამწვანების ზოლი, სადაც დგას N27 ელ. განათების ბოძი, გამწვანების ზოლი არის წყვეტილი, სადაც არის ბ.გ.ს ,,გ--–---“ და მის გვერდით არის შპს ,,ჯ------–-“-ს სათაო ოფისი. ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მხრიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით სავალი გზის მესამე სამოძრაო ზოლში ასფალტის საფარზე აღინიშნება ავტომობილის საბურავის მუხრუჭის კვლები, რომელიც სრიალდება სავალი გზის მესამე და მეორე ზოლებს შორის გაჩერებულ ავტომანქანა ,,T-----------“ სახელმწიფო ნომრით L------ წინა საბურავებთან. ამავე ავტომანქანის წინა ნაწილი მიმართულია ვახუშტის ხიდის მიმართულებით, დაზიანებული აქვს წინა ნაწილი. საბურავის კვალის დასაწყისიდან ორმაგ ღერძულა ხაზამდე მანძილი არის 1,2 მეტრი, ხოლო მუხრუჭის დასასრულიდან არის 2,7 მეტრი. ა/მანქანა ,,T-----------“-ს წინა მარცხენა საბურავის მიერ დატოვებული მუხრუჭის კვალის სიგრძეა 22,0 მეტრი, ხოლო მარჯვენა საბურავის მიერ დატოვებული მუხრუჭის კვალის სიგრძეა 25,4. N27-ე ელ განათების ბოძიდან ა/მანქანა ,,T-----------“ უკანა მარჯვენა კუთხემდე მანძილი არის 3,7 მეტრი. ა/მანქანა ,,T-----------“ წინ 1,2 მეტრით სავალი გზის მესამე სამოძრაო ზოლში გაჩერებულ მდგომარეობაში დგას ა/მანქანა „M-“ სახ. NJ------, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა და მარჯვენა ნაწილი. წინა ნაწილი მიმართული აქვს ვახუშტი ბატონიშვილის ხიდის მიმართულებით. წინა მარცხენა კუთხიდან ორმაგ ღერძულა ხაზამდე მანძილი არის 0,63 მეტრი, ხოლო უკანა კუთხიდან არის 1,2 მეტრი. ა/მანქანა „M-“ მარჯვნივ, სავალი გზის მეორე სამოძრაო ზოლში ირიბ მდგომარებაშია გაჩერებული ა/მანქანა ,,B---3---“ სახ. NQ------- რომელსაც მთლიანად აქვს დაზიანებული წინა ნაწილი. წინა ნაწილი მიმართულია ორმაგ ღერძულა ხაზის მიმართულებით წინა მარცხენა კუთხიდან ა/მანქანა „M-“ წინა მარცხენა კუთხემდე მანძილი არის 1,4 მეტრი. შემთხვევის ადგილზე გაჩერებულ ავტომობილებს შორის ასფალტზე არის შუშისა და პლასტმასის ჩამონაყარი, რომელიც მიმოფანტულია ვახუშტის ხიდის მიმართულებით საავტომობილო გზის სამივე სამოძრაო ზოლში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ შედგა შემთხვევის ადგილის სქემატური ნახაზი და ავტომანქანები გადაყვანილ იქნენ სადღეღამისო სპეც. ა/სადგომზე, რომლებიც გადაყვანამდე დაილუქნენ N20/13 ბეჭდიანი ლუქით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ--------------ისათვის მიყენებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - კ--------------–-----–---–მა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ-------------–---–ისათვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - თ----------------–--ემ.

 

სამედიცინოს ექსპერტიზის დასკვნით, ი--------–-----ს სიკვდილის მიზეზია ქალა ტვინის და კისრის დახურული ბლაგვი ტრამვა, სისხლჩაქცევები თავის ტვინის, ნათხემის, მოგრძო ტვინის და ზურგის ტვინის რბილ გარსებში და ნივთიერებაში, თავის ტვინის ნივთიერების შეშუპებით და მკვეთრი დარბილებით. სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, ი--------–-----ს ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 2015 წლის 3 იანვარს, 08:00 საათზე, გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღსა და დროს. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებული ტრავმის მიღების თარიღს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ი--------–-----მ.

 

2014 წლის 22 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანხმად, ვიდეოჩანაწერში ჩანს 2014 წლის 20 დეკემბრის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტი. პირველი ვიდეოკამერის ვიდეოფაილის გახსნისას ეკრანზე ჩანს ბენზინგასამართ სადგურ გ--–---ს შიდა პერიმეტრი, სადაც მოჩანს საავტომობილო გზის მცირე ნაწილი. მეორე კამერის ჩანაწერში არის ორი ვიდეოფაილი, პირველი ვიდეოფაილის გახსნისას ეკრანზე ჩანს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საავტომობილო გზა, ვიდეოკამერა მიმართულია ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით, საავტომობილო გზაზე ავტომობილები მოძრაობენ ორმხრივად, ვეფხი და მოყმის ძეგლის მხრიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით და პირიქით. მეორე ფაილის გახსნისას ეკრანზე ჩანს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საავტომობილო გზა, სადაც ავტომობილები მოძრაობენ ორმხრივად ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მხრიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით. ჩანაწერის მიმდინარეობისას ეკრანზე ჩანს, რომ ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მხრიდან მომავალი რუხი ფერის მსუბუქი მარკის ავტომობილი, რომელსაც უკან მოყვება სასწრაფო დახმარების ავტომანქანა. რუხი ფერის ავტომანქანა ვიდეოკამერის ობიექტივიდან გადის. ჩანს რომ სასწრაფო დახმარების ავტომანქანა ეჯახება ლურჯი ფერის ავტომობილ ,,B---3---“. შეჯახების შედეგად ,,B---3---“ მარკის ავტომობილი და სასწრაფო დახმარების ავტომანქანა ჩერდებიან ვახუშტის ხიდის მიმართულებით სამოძრაო გზაზე. მესამე ვიდეოკამერის ჩანაწერი შეადენს ორ ვიდეოფაილს, პირველი ვიდეოფაილის გახსნისას ეკრანზე ჩანს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საავტომობილო გზა, ვიდეოკამერა მიმართულია ვახუშტის ხიდისკენ. საავტომობილო გზაზე ავტომობილები მოძრაობენ ორ მხრივად ვახუშტის ხიდის მხრიდან ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით და პირიქით. მეორე ვიდეოფაილის გახსნისას ეკრანზე ჩანს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საავტომობილო გზა, ვიდეოკამერა მიმართულია ვახუშტის ხიდის მიმართულებით, საავტომობილო გზაზე ავტომობილები მოძრაობენ ორმხრივად ვახუშტის ხიდის მხრიდან ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით და პირიქით. მესამე კამერის მეორე ვიდეოფაილის მიმდინარეობისას ეკრანზე ჩანს ვახუშტის ხიდის მხრიდან მომავალი თვითმცლელი სატვირთო ავტომობილი, რომელიც მოძრაობს პირველ სამოძრაო ზოლში, მას უკან მეორე სამოძრაო ზოლში მოყვება მუქი ფერის ჯიპის მარკის ავტომობილი, რომლის უკან მოძრაობს მაშუქებ ანთებული ,,M--------------“ მარკის ავტომობილი და მისგან მარცხნივ მესამე ზოლში მოძრაობს ,,B---3---” მარკის ავტომობილი. ავტომობილი ,,M--------------“ აკეთებს მანევრს მარცხნივ, მეორე სამოძრაო ზოლიდან შევიდა მესამე სამოძრაო ზოლში, ჩაუჭრა მარჯვნიდან ავტომობილ ,,B---3---“ და გაასწრო მარჯვნიდან. გზის ჩაჭრის შემდეგ ავტომობილი ,,M--------------“ და ავტომობილი ,,B---3---“ ვიდეოკამერის ობიექტივიდან გადიან.

 

2014 წლის 20 დეკემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს ,,ჯ------–-“-ს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო ჩანაწერის დათვალიერებისას ეკრანზე ჩანს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საავტომობილო გზა, სადაც ავტომანქანები მოძრაობენ ორმხრივად. საავტომობილო გზაზე მოძრაობა არის ინტენსიური. ჩანაწერის 15:54:13 საათზე ეკრანზე ჩანს ,,ვეფხი და მოყმის“ მხრიდან მომავალი რუხი ფერის ავტომანქანა. რომელიც მოძრაობს ორმაგ ღერძულა ხაზთან ახლოს. ამავე დროს ჩანს ,,ვეფხი და მოყმის“ მიმართულებით მოძრავი მუქი ფერის ავტომანქანა, რომელსაც ნაწილობრივ გადაკვეთილი აქვს ორმაგი ღერძულა ხაზი, ხოლო მისგან მარჯვნივ ჩანს ლურჯი ფერის „M--------------“ მარკის ავტომანქანა, რომელიც მანევრირებს ავტომანქანა ,,B---3---” წინ. ავტომანქანა ,,M--------------” მარჯვნიდან მანევრით გადადის ,,B---3---” წინ. ჩანაწერის 15:54:14 საათზე რუხი ფერის ავტომანქანა და ,,B---3---” მარკის ავტომანქანა ეჯახებიან ერთმანეთს რუხი ფერის ავტომანქანის სამოძრაო ზოლში, რის შემდეგ რუხი ფერის ავტომანქანას უკნიდან ეჯახება ,,ვეფხი და მოყმის“ მხრიდან მომავალი თეთრი ფერის ავტომობილი, ხოლო ავტომანქანა ,,M--------------“ აგრძელებს მოძრაობას ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით“.

 

2014 წლის 20 დეკემბრის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ,,ჯ------–-“-ს ოფისის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩანაწერების ეკრანზე ჩანს მტკვრის მარჯვენა სანაპირო საავტომობილო გზა, სადაც ავტომობილები მოძრაობენ ორ მხრივად. „ვეფხვი და მოყმის“ ძეგლის მხრიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით და პირიქით. 2014 წლის 20 დეკემბრის 16 საათზე, 00 წუთსა და 26 წამზე საავტომობილო გზის მესამე სამოძრაო ზოლში „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით მოძრაობს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ავტომანქანა ,,B---3---”, რომლის სახელმწიფო სერია და ნომერი არ იკითხება. იმავე დროში გზის მეორე სამოძრაო ზოლში ჩანს ავტომანქანა ,,M--------------“, რომელიც ასევე მოძრაობს „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით. ჩანაწერით 16 საათზე, 00 წუთსა და 46 წამზე საავტომობილო გზაზე იქმნება საცობი ,,ჯ------–-“-ს სათაო ოფისთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად.

 

მარჯვენა სანაპიროზე ჯ------–-ს სათაო ოფისის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო კამერის გახსნისას ეკრანზე ჩანს მტკვრის მარჯვენა სანაპირო, სადაც მოძრაობა მიმდინარეობს ორ მწკრივად „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მხრიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით და პირიქით. ამავე ჩანაწერში, 2014 წლის 20 დეკემბრის 16 საათზე, 00 წუთისა და 17 წამზე ეკრანზე ჩანს სავალი გზის მესამე სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომანქანა ,,B---3---”, რომლის წინ და მარჯვნივ მოძრაობს რუხი ფერის ორი ავტომობილი, მის უკან სავალი გზის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრაობს ავტომანქანა ,,M--------------“. ავტომანქანები მოძრაობენ თამარ მეფის ხიდის მხრიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით. ჩანაწერი 16 საათზე, 00 წუთსა და 29 წამზე ავტომანქანა ,,M--------------“ სავალი გზის მეორე საგზაო ზოლიდან გადადის მესამე სამოძრაო ზოლში და შემდეგ მესამე სამოძრაო ზოლიდან გადის მეორე სამოძრაო ზოლში.

 

2014 წლის 20 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის ინსპექტორმა პოლიციის კაპიტანმა ს---------–--–----ემ აქტი შეადგინა მასზედ, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს გადასცა ერთი ცალი CD დისკი საპატრულო პოლიციის ს.ს.შ-თა საგამოძიებო სამსახურის უფროს გამომძიებელს კ--------–---–ს, სადაც აღბეჭდილია 2014 წლის 20 დეკემბერს მარჯვენა სანაპიროზე ჯ------–-ს ოფისიდან განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის 2(ორი) კამერის ჩანაწერი 16:00 სთ-დან 16:01 სთ-მდე, ბელიაშვილის დასაწყისი ერთი კამერის ჩანაწერი (N149) 16:03 სთ-დან 16:04 სთ-მდე და ნომრის ამომცნობი (მობოტიქსი) ბელიაშვილის დასაწყისი 16:03 სთ-დან 16:04 სთ-მდე.

 

2014 წლის 20 დეკემბრის ბელიაშვილის ქუჩის დასაწყისთან დამონტაჟებული ავტომობილის ნომრის ამომცნობი კამერის ვიდეოჩანაწერის გახსნისას ეკრანზე ჩანს ბაქრაძის ქუჩის მხრიდან ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები. ჩანაწერის 16 საათსა 03 წუთსა და 24 წამზე ეკრანზე ჩანს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ავტომანქანა ,,M--------------” A---------

 

2017 წლის 19 ივნისის ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილ ,,B---3---” G-------ს და ავტომობილ ,,M-” J------ წინა ნაწილებზე აღენიშნებათ ურთიერთკონტაქტით გამოწვეული მექანიკური დაზიანებები, რის გამოც ძარებს მიღებული აქვთ რთული დეფორმაციები;

ავტომობილ ,,M--------------” A-------- მარცხენა გვერდის უკანა ნაწილში, უკანა თვლის თაღის მიდამოებში. მიწის ზედაპირიდან 40-55 სმ-ის მოცილებით აღენიშნება გასმითი ხასიათის მექანიკური დაზიანება გრძივი ხეხვის და ნაჭდევების სახით.

ავტომობილ ,,B---3---” G------ და ავტომობილ „M-” J------ საჭის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა მთლიანად დაკომპლექტებულია კონტრუქციული დეტალებით, რომელთა მთლიანობაც დარღვეული არ არის, ავტომობილებს წინა ნაწილებზე არსებული მექანიკური დაზიანებები მიღებული აქვთ ურთიერთკონტაქტის (შეჯახების) შედეგად და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ თითოეული სატრანსპორტო საშუალების საჭის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.

ავტომობილ ,,M--------------” A-------- საჭის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია;

ავტომობილ ,,B---3---” G------ და ავტომობილ ,,M-” J------1 წინა ნაწილებით პირველადი ურთიერთკონტრაქტისას (შეჯახებისას) მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით ათ გრადუსს;

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერებიდან გამომდინარე:

ა)ავტომობილ „M-” J------ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.

ბ)ავტომობილ ,,T-----------” L------ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.

გ)შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ ,,B---3---” G------ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, ,,M--------------” თან შეჯახების თავიდან აცილება ავტომობილის დამუხრუჭებით არ შეეძლო და მისი მოქმედება რომ M--------------” შეჯახების თავიდან აცილების მიზნით საჭე აიღო მარცხნივ და გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, გამოწვეული იყო გარდაუვალი აუცილებლობით და არ ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

ავტომობილ ,,B---3---” G-------ს მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, ავტომობილ ,,M-” J------ შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება;

დ)ავტომობილ ,,M--------------” A---------ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები (შეჯახებები);

 

ექსპერტიზის სისწორე დაადასტურეს ზ-----------------ემ და დ----------–-----მა. ამავე მოწმეთა ჩვენებებით, დგინდება, რომ შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ ,,B---3---” G------ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, ,,M--------------” შეჯახების თავიდან აცილება ავტომობილის დამუხრუჭებით არ შეეძლო, რადგან როდესაც ,,M--------------” დაიწყო მარცხნივ გადასვლის მანევრი, გრძელდებოდა დაახლოებით 0,7 წამის მანძილზე. ეს დრო იქნებოდა ,,B---3---” მძღოლის განკარგულებაში ავტომობილის დასამუხრუჭებლად, რაც მუხრუჭების მოქმედებაში მოსაყვანად საჭირო დროზე გაცილებით ნაკლებია და ,,B---3---” მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით შეჯახების თავიდან ასაცილებლად ავტომობილის დამუხრუჭება არ შეეძლო. მისი მოქმედება, რომ საჭე აიღო მარცხნივ, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, გამოწვეული იყო გარდაუვალი აუცილებლობით და არ ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.

 

2015 წლის 8 აპრილის სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:

1.მოცემულ შემთხვევეაში ავტომობილების ,,B---3---” G-------ის და ,,M-” J------ მოძრაობის სიჩქარეები შეჯახების მომენტში იყო დაახლოებით თანაბარი (ცდომილება +-10%). საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ზუსტად რა სიჩქარით მოძრაობდნენ ავტომობილები შეჯახების წინ დადგენა შეუძლებელია, ამასთან ავტომობილებზე არსებული დაზიანებების ხასიათიდან გამომდინარე მათ მოძრაობის სიჩქარეებს 70-80 კმ/სთ-ს, როგორც ეს დადგენილებაშია აღნიშნული, ექსპერტი არ გამორიცხავს;

2.მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან, მათ შორის შემთხვევის ადგილის ვიდეო ფაილებიდან გამომდინარე:

ა)ავტომობილ ,,M-” J------ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ აღინიშნება.

ბ)ავტომობილ ,,T-----------” L------ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ აღინიშნება.

გ)ავტომობილ ,,B---3---” G------ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ აღინიშნება.

დ)ავტომობილ ,,M--------------” A-------- მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

 

2015 წლის 16 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა ,,M- 3---” სახ.N J------, დაზიანებებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა ,,M--------------” A--------, დაზიანებებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 200 (ორასი) ლარს.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა ,,T-----------” L-------, დაზიანებებით მყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 5 500 (ხუთიათასხუთასი) ლარს.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა ,,B---3---” G------, დაზიანებებით მყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 5 600 (ხუთიათასექვსასი) ლარს.

2015 წლის 21 იანვრის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N13---- დასკვნის თანახმად:

წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.

წარმოდგენილი ავტომობილები ,,M- 3---” სახ. N J------ და ,,B---3---” G------ საჭის მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი იქნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს.

ავტომობილების ,,T-----------” L------- და ,,M--------------” A-------- საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

წარმოდგენილი ავტომობილების, დაზიანებულ ნაწილებზე ვიზუალური დაკვირვებით და წარმოსახვით ურთიერთშეთავსებით მივდივართ დასკვნამდე, რომ ავტომობილი ,,M- 3---” სახ. N J------ წინა ნაწილი კონტაქტში არის მოსული ავტომობილ ,,B---3---” G------ წინა ნაწილთან და მათი პირველადი კონტაქტის დროს გრძივ ღერძებს შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით ათ გრადუსს.

 

ავტომობილი ,,M- 3---” სახ. N J------ მარჯვენა გვერდით ნაწილი კონტაქტში არის მოსული ავტომობილ ,,T-----------” L-------- წინა ნაწილთან და მათი პირველადი კონტაქტის დროს გრძლივ ღერძებს შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით 65 გრადუსს.

დადგენა იმისა თუ რა კუთხით და რა ნაწილებით მოხდა ,,B---3---” G------ და ავტომობილ M--------------” A-------- ურთიერთკონტაქტი შეუძლებელია ვინაიდან ავტომობილმა ,,B---3---” G------ პირველადი შეჯახების შემდეგ განიცადა მეორადი დაზიანებები.

 

სააპელაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას მიაპყრობს დაცვის მხარის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტზე, რომლის თანახმადაც დადგენილი არ არის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანა ,,M--------------” სახელმწიფო ნომრით A-------- მართავდა თუ არა გ-------–------–--ე. სასამართლო აპელანტის აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და აღნიშნავს, - პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარდ დასტურდება ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის უშუალო მომენტში ხსენებულ ავტომობილს მართავდა გ-------–------–--ე. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, რომ ავტომანქანა ,,M--------------” სახელმწიფო ნომრით A---------ს მესაკუთრე მ---------–--ემ ოქროყანაში სტუმრობის დროს, მითითებული ავტომანქანა ათხოვა ზ---------------ეს, თუმცა როგორც მოწმე მ---------–--ის ჩვენებით დგინდება ზ---------------ეს ავტომობილი ათხოვა იმ პირობით, რომ იგი ავტომობილს მის შვილს, - გ-------–------–--ეს გადასცემდა. ის გარემოება, რომ ხსენებული ავტომობილი ზ---------------ემ 2014 წლის 20 დეკემბერს ნამდვილად გადასცა გ-------–------–--ეს დასტურდება მოწმეების გ------------------–---–ის, ნ-----–------------–---–ის და ზ---------------ის ჩვენებებით. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული პირები უშუალოდ ესწრებოდნენ გ-------–------–--ისათვის ავტომობილის გადაცემის მომენტს და მათ მიერ მიცემული ჩვენებებში დეტალურად უთითებენ, კონკრეტულად სად და რა ვითარებაში მოხდა გ-------–------–--ისათვის ავტომობილის გადაცემა. კერძოდ, მოწმე გ-----------------–---–ის განმარტებით, თბილისში, დავითაშვილის ქუჩაზე მათ შეხვდათ გ-------–------–--ე. ზ---------------ე მანქანიდან გადავიდა და ავტომობილის გასაღები გადასცა გ-------–------–--ეს. გ-------–------–--ე დაჯდა ავტომანქანის საჭესთან და ისინი რუსთაველის ქუჩის გავლით წავიდნენ თემქაზე. მოწმე ნ-----–------------–---–ის ჩვენებით კი დგინდება, რომ სოლოლაკში, დავითაშვილის ქუჩაზე მათ შეხვდათ გ-------–------–--ე, რომელიც ზ---------------ის ნაცვლად დაჯდა საჭესთან. მოწმე ზ---------------ის ჩვენებით კი დგინდება, რომ სოლოლაკში მათ შეხვდათ გ-------–------–--ე, რომელსაც ავტომანქანის გასაღები გადასცა და თავად სამსახურში ტაქსით წავიდა. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ გ-------–------–--ის და ზ---------------ის განცხადებებზე. 2016 წლის 29 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში გ-------–------–--ე მიმართავს ქ. თბილისის პროკურატურას და აღნიშნავს: ,,საქმეზე გამოძიება თავიდანვე იქნა შეყვანილი შეცდომაში და სინამდვილეში აღნიშნულ ავტომობილს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია მართავდა არა ზ---------------ე, არამედ მე გ-------–------–--ე’’. ზ---------------ის მიერ 2016 წლის 3 თებერვალს შედგენილ განცხადებაში იმ დროისათვის ბრალდებული ზ---------------ე აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი გახდა გ-------–------–--ის განცხადების თაობაზე და თავადაც ადასტურებს, რომ მომხდარი ავტოავარიის დროს, ავტომანქანა ,,M--------------“ მართავდა არა თავად, არამედ გ-------–------–--ე. მისი გ-------–------–--ის ადგილას ყოფნა გამოწვეული იყო გ-------–--ის პირადი თხოვნით, რადგან გ------–--- არის პოლიციის მუშაკი, არსებობდა პოლიციის რიგებს დატოვების მაღალი ალბათობა. ხსნებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე პალატა უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანა ,,M--------------” სახელმწიფო ნომრით A-------- მართავდა გ-------–------–--ე.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მეორე მნიშვნელოვან არგუმენტს, - მონაწილეობდა თუ არა ავტომანქანა ,,M--------------” სახელმწიფო ნომრით A-------- მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილებიდან ,,B---3---“ სახელმწიფო ნომრით G------ მართავდა ქ-------------–---–ი, ავტომობილ ,,M-“-ის სახელმწიფო ნომრით J------ მართავდა ი--------–----- და ავტომობილ ,,T-----------“ სახელმწიფო ნომრით L------ ა-–---------------–-------ი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერებითა და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით, მართვის მოწმობებისა და სარეგისტრაციო მოწმობების ასლებით, ამონაბეჭდებით შსს ელექტრონული საინფორაციო ბაზიდან, ვიდეო ჩანაწერების მიღება-ჩაბარების აქტებით, ავტომობილის ამოღების ოქმით, ასევე სატრანსპორტო-ტექნიკური, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ავტოავარიის მიზეზი გახდა ,,M--------------“ მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრით A-------- მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა. ,,M--------------” მარკის ავტომობილმა, შეიცვალა რა სამოძრაო სავალი ზოლი, კერძოდ, მეორე სამოძრაო ზოლიდან შევიდა მესამე სამოძრაო ზოლში, საფრთხე შეუქმნა მესამე სამოძრაო ზოლში თანმხვედრად მოძრავ ავტომობილ ,,B---3---“ სახელმწიფო ნომრით G------, რის გამოც ავტომობილი ,,B---3---” გადავიდა სავალი გზის საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მხრიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით მოძრავ ავტომობილ ,,M-“ სახელმწიფო ნომრით J------. შეჯახების შემდეგ, ,,M-“ ავტომობილს ასევე შეეჯახა ,,ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მხრიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით მოძრავ ავტომობილს ,,T-----------“ სახელმწიფო ნომრით L------.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების დ----------–-----ის და ზ-----------------ის ჩვენებებს. ექსპერტების განმარტებით, ავტომობილ ,,M-’’ სახ. ნომრით J------ მძღოლს, ავტომობილ ,,T-----------’’ სახ. ნომრით L------ მძღოლს და ავტომობილ ,,B---3---’’ სახ. ნომრით G------ მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლოთ და მათ მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა არ აღინიშნება, ხოლო ავტომობილ ,,M--------------“ სახ.ნომრით A-------- მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ ,,B---3---’’ სახ. ნომრით G------ მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით ,,M--------------“ სახ. ნომრით A-------- შეჯახების თავიდან აცილება ავტომობილის დამუხრუჭებით არ შეეძლო. ამასთან, მძღოლის მოქმედება, რომ „M--------------’’ შეჯახების თავიდან აცილების მიზნით საჭე აიღო მარცხნივ და გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, გამოწვეული იყო გარდაუვალი აუცილებლობით და არ ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე, თითოეული სატრანსპორტო საშუალების საჭის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.

 

აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მომხდარ ავტო-საგზაო შემთხვევაში ავტომანქანა ,,M--------------” სახელმწიფო ნომრით A-------- მონაწილეობდა და აღნიშნული ავტომანქანის მძღოლის მოქმედება კონკრეტულ ვითარებაში არ შეესაბამებოდა რა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, გამოიწვია კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

 

რაც შეეხება გ-------–------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ზ---------------ისათვის საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით ბრალი არ წარუდგენიათ, თუმცა გ-------–------–--ეს წარედგინა ბრალი და გამამტყუნებელი განაჩენიც დადგა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განიხილავს მხოლოდ მსჯავრდებულ გ-------–------–--ის ადვოკატის სააპელაციო საჩივარს, შესაბამისად ზ---------------ეს წარედგინა თუ არა ან რა მოტივით არ წარედგინა ბრალი, აღნიშნულზე სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან ხსენებულ საკითხზე მსჯელობა სცილდება სააპელაციო პალატის კომპეტენციის ფარგლებს.

 

რაც შეეხება გ-------–------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128–ე მუხლით დადგენილ, დასჯად ქმედებას წარმოადგენს დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩენის მოვალეობა, მას შეეძლო ამ მოვალეობის შესრულება და ეს მან არ შეასრულა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ავტომანქანა ,,M--------------” სახელმწიფო ნომრით A-------- მძღოლის, - გ-------–------–--ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. შესაბამისად გ-------–------–--ეს მისი წინარე მოქმედებიდან გამომდინარე წარმოეშვა განსაცდელში მყოფ პირთა დახმარების სპეციალური ვალდებულება, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე მას შეეძლო დახმარების განხორციელება, თუმცა გ-------–------–--ემ გზა განაგრძო და მისი წინარე ქმედებიდან გამომდინარე განსაცდელში მყოფ ადამიანებს არ აღმოუჩინა დახმარება. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ავტომობილ ,,M--------------“ სახელმწიფო ნომრით A-------- მიერ საფრთხის შექმნისა და უშუალოდ მომხდარ ავტოავარიას შორის არსებულ დროის მონაკვეთი რამდენიმე წამია გამორიცხულია, რომ გ-------–------–--ეს არ შეემჩნია მომხდარი ტრაგედია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარია დღისით და ხილვადობა, როგორც ამინდის, ასევე, გზის რელიეფის გათვალიწინებით არ იყო მძღოლისათვის შეზღუდული.

 

რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკაშირებით, რომ დადასტურებული არ არის გ-------–------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებულ პოზციას და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბერის განაჩენით ზ---------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლზე და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ წინასწარ შეუპირებლად მძიმე დანაშაულის დაფარვაში. კერძოდ, ზ---------------ემ გ-------–------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება თავად დაიბრალა და განმარტა, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოავარიის დროს, თავად მართავდა ავტომანქანა ,,M--------------“ სახელმწიფო ნომრით A--------- თუმცა საქმის სასამართლოში განხილვისას, ზ---------------ემ გადაწყვიტა ეთქვა სიმართლე. სააპელაციო პალატა უბრუნდება გ-------–------–--ის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: ,,საქმეზე გამოძიება თავიდანვე იქნა შეყვანილი შეცდომაში და სინამდვილეში აღნიშნულ ავტომობილს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია მართავდა არა ზ---------------ე, არამედ მე გ-------–------–--ე’’. მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას ზ---------------ემ დაადასტურა, რომ გასამართლებული იქნა წინასწარ შეუპირებლად მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის და მის მიერ გამოძიებისათვის არასწორი ჩვენების მიწოდება განპირობებული იყო გ-------–------–--ის პირადი თხოვნით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, ზ---------------ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ზ---------------ის ჩვენება შესაბამისობაშია მოწმე ი-----–-----------ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს, დაუკავშირდა გ-------–------–--ე, უთხრა რომ უნდოდა ზ---------------ის ნახვა და დახმარება სთხოვა მის მოძებნაში. ზ---------------ის ჩვენება შესაბამისობაში აგრეთვე საქმეში არსებულ ზ---------------ისათვის გირაოს სახით შეფარდებულ 10 000 ლარის გადახდის ორდერთან, რომელიც ზ---------------ის სასარგებლოდ შეიტანა გ-------------–--ის ოჯახის წევრმა - ე-–-------------–---–მა. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ გ-------–------–--ემ ჩაიდინა ზემოქმედების განხორცილება მოწმეზე, მოწმისადმი მიმართვა და მისი დაყოლიება მიეცა ცრუ ჩვენება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ-------–------–--ის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით; სსკ-ის 128-ე მუხლით და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს-გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, თითოეულ ქმედებასთან მიმართებით სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ჩადენილ ქმედებათა განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, დანაშაულთა ერთობლიობით სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ-------–------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი გ-------–------–--ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-------–------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი გ-------–------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ-------–------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, სსკ-ის 128-ე მუხლით და სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ-------–------–--ეს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით;

 

დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, გ-------–------–--ეს 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

გ-------–------–--ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 ივლისიდან.

 

გ-------–------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ავტომობილ ,,მ-----------“ ლაქსაღებავის ნიმუშები დალუქული ერთ პაკეტად და ავტომობილ ,,ბ---ს“ ლაქსაღებავის ნიმუშები დალუქული ერთ პაკეტად განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

სამი ცალი CD დისკი, დალუქული სამ პაკეტად შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ავტომობილი მერსედესი სახ. NA------ მოთავსებული სსიპ ,,112“-ის სპეციალურად დაცულ საჯარიმო ავტოსადგომზე (ქ.თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნებობა) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

ავტომობილი B-- სახ. N G------ მოთავსებული სსიპ ,,112“-ის სპეციალურად დაცულ საჯარიმო ავტოსადგომზე (ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნებობა), დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

ავტომობილი ,,ე----“ სახელმწიფო ნომრით J------- მოთავსებული სსიპ ,,112“-ის სპეციალურად დაცულ საჯარიმო ავტოსადგომზე (ქ.თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნებობა), დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი