განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210118001627091
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 709
1 ნოემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძემ
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტი: ჟ---–----- მ-------–-–---–ი
წარმომადგენლები: ნ----- ჩ-------ი
მოწინააღმდეგე მხარე: შპს „მისო ბ------–ი“
წარმომადგენლები: ს--–---- მ---------ე
დავის საგანი _ თანხის დაკისრება; ნივთების რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილებები: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
1. შპს „მისო ბ------–მა“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ ჟ---–----- მ-------–-–---–ი მიუთითა და ითხოვა ჟ---–----- მ-------–-–---–ისათვის შპს მისო ,,ბ------–ი“ სასარგებლოდ 9457.03 აშშ დოლარის დაკისრება. ასევე ითხოვა, მოპასუხისათვის 2016 წლის 01აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 6418 აშშ დოლარის 2 %-ის, ანუ თვეში 128.36 აშშ დოლარის დაკისრება პროცენტის სახით. 2016 წლის 01 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 500 აშშ დოლარის 0.2 %, ანუ დღეში 01 აშშ დოლარის გადახდა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოგვიანებით, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა პირველი სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხისათვის 9106.53 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა - 6418 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 2156.62 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 582 აშშ დოლარი. ასევე ითხოვა, მოპასუხისათვის 2016 წლის 01 აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 6418 აშშ დოლარის 2 %-ის დაკისრება, ანუ თვეში 128.36 აშშ დოლარის დაკისრება პროცენტის სახით. აღნიშნული ვალდებულების დაფარვის მიზნით, დადგენილ იქნეს სესხების უზრუნველსაყოფად არსებული ოქროს რეალიზაცია. კერძოდ: 1. სამეული, სინჯით 750, წონით 18.1გრამი; 2. ოქროს სამაჯური, სინჯით 900, წონით 23.3 გრ; 3. ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 30 გრამი; 4. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 29.7გრამი; 5. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 33.9 გრამი; 6. ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 45.6გრამი; 7. ოქროს სამაჯური, სინჯით 583, წონით 23 გრამი; 8. ოქროს ბეჭედი, სინჯით 958, წონით 7.2 გრამი; 9. ბეჭედი, სინჯით 583, წონით 12.8 გრამი. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სახელმწიფო ბაჟი-1065.50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის-150 ლარი, იურიდიული მომსახურების - 125 ლარი).
3. მოსარჩელის განმარტებით: 2----–-–------------------, შპს ,,საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და ჟ---–----- მ-------–-–---–ს შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად. 2----–-–------------------- განხორციელდა სესხის გაზრდა 100 აშშ დოლარით, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს 150 აშშ დოლარით, შესაბამისად, ძირი თანხა განისაზღვრა 850 აშშ დოლარით. 2----–-–-------------------, კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს სამაჯური. სესხის ოდენობა განისაზღვრა 500 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად, პირგასამტხლო - სესხის ძირი თანხის 0.2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. 2----–-–----------------, კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად.
5. 2----–-–-------------------, შპს ,,საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და ჟ---–----- მ-------–-–---–ს შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის №---, №---, №---, №--- ხელშეკრულებები. კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს სამაჯური. სესხის ოდენობა განისაზღვრა 768 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად. კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 650 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად. კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 976 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად. კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 1112 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად. 2015 წლის 01 ოქტომბერს განხორციელდა სესხის გაზრდა 100 აშშ დოლარით, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს 150 აშშ დოლარით, შესაბამისად, ძირი თანხა განისაზღვრა 1212 აშშ დოლარით. კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 984 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი ძირი თანხის 2% ყოველთვიურად.
6. მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ კრედიტისა და გირავნობის №---, №---, №---, №---, №---, №---, №--- ხელშეკრულებების 2.14 პუნქტის თანახმად, სესხის ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო სარჩელის აღძვრის დღიდან, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 2%, ხოლო ხელშეკრულებათა 2.4 პუნქტის თანახმად, პროცენტის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან სესხის ძირი თანხის სრულად დაფარვამდე. №--- ხელშეკრულების 2.5 პუნქტის მიხედვით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7. კრედიტისა და გირავნობის №---, №---, №---, №---, №---, №--- ხელშეკრულებების 2.10 პუნქტის, ხოლო №--- ხელშეკრულების 2.11 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი პასუხის აგებს მთელი თავისი ქონებით, აგრეთვე თუ გირავნობის საგანი ვერ ფარავს გაცემულ სესხს, კრედიტორი უფლებამოსილია ითხოვოს იძულებითი აღსრულება მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე დარჩენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
8 აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
მოპასუხის განმარტება:
9. მოპასუხე მხარემ ჟ---–----- მ-------–-–---–ი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელის მიხედვით არ ირკვევა ჯამში რამდენი დოლარით განისაზღვრა მოპასუხის ძირითადი დავალიანება მოსარჩელის მიმართ, გაზრდილ თანხებთან მიმართებაში რა პერიოდიდან მოხდა პროცენტის დარიცხვა, როდის გაერთიანდა ვალდებულებები და პროცენტის დაანგარიშება ცალ ცალკე ხელშეკრულებების მიხედვით განხორციელდა თუ ერთიანად. ასევე ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
10. მოპასუხე მხარემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით: შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“-ს (წარმომადგენელი ქ-------------------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ჟ---–----- მ-------–-–---–ს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის დავალიანების 8574.62 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6418 აშშ დოლარი, სარგებელი - 2156.62 აშშ დოლარი); ჟ---–----- მ-------–-–---–ს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 01 აგვისტოდან ყოველთვიურად დაეკისრა სესხის ძირი
თანხის 6418 აშშ დოლარის 2%-ის (128.36 აშშ დოლარის) გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სასარგებლოდ, სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული შემდეგი ოქროს ნივთები: 1. სამეული, სინჯით 750, წონით 18.1გრამი; 2. ოქროს სამაჯური, სინჯით 900, წონით 23.3 გრ; 3. ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 30 გრამი; 4. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 29.7გრამი; 5. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 33.9 გრამი; 6.ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 45.6გრამი; 7. ოქროს სამაჯური, სინჯით 583, წონით 23 გრამი; 8. ოქროს ბეჭედი, სინჯით 958, წონით 7.2 გრამი; 9. ბეჭედი, სინჯით 583, წონით 12.8 გრამი; 2. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ მოპასუხე ჟ---–----- მ-------–-–---–ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე ეთქვა უარი; 3. ჟ---–----- მ-------–-–---–ს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“-ს
სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 926,61 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 150 ლარის გადახდა; 4. მოპასუხე ჟ---–----- მ-------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 125 ლარის ოდენობით; 5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 დეკემბრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ჟ---–----- მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე მდებარე ქ-----------------------–------------------------------------------- ყადაღის დადების შესახებ,- დარჩა უცვლელად;
სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი იქნა, რომ 2----–-–------------------, შპს ,,საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და ჟ---–----- მ-------–-–---–ს შორის დაიდო კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 2----–-–------------------- განხორციელდა სესხის გაზრდა 100 აშშ დოლარით, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს 150 აშშ დოლარით, შესაბამისად, ძირი თანხა განისაზღვრა 850 აშშ დოლარით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით დარიცხული პროცენტის დავალიანებამ 495 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 345.45 აშშ დოლარი.
დადგენილი იქნა, რომ 2----–-–-------------------, კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს სამაჯური. სესხის ოდენობა განისაზღვრა 500 აშშ დოლარით,ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით, პირგასამტხლო - სესხის ძირი თანხის 0.2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 16.07.2016 წ. მდგომარეობით დარიცხული პროცენტის დავალიანებამ 532 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 146.61 აშშ დოლარი, პირგასამტეხლომ - 532.00 აშშ დოლარი.
დადგენილი იქნა, რომ 2----–-–----------------, კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების -თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით სესხის ძირი თანხაა 588.00 აშშ დოლარი, დარიცხულმა პროცენტმა 532 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 146.61 აშშ დოლარი.
2----–-–-------------------, კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს სამაჯური. სესხის ოდენობა განისაზღვრა 768 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით დარიცხულმა პროცენტმა 540 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 261.64 აშშ დოლარი.
დადგენილი იქნა, ასევე, რომ 2----–-–-------------------, კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 650 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით სესხის ძირი თანხაა 625.00 აშშ დოლარი, დარიცხულმა პროცენტმა 540 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 257.97 აშშ დოლარი.
2----–-–-------------------, კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 976 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით დარიცხულმა პროცენტმა 540 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 341.59 აშშ დოლარი.
დადგენილი იქნა, რომ 2----–-–-------------------, კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 1112 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს 150 აშშ დოლარით, შესაბამისად, ძირი თანხა განისაზღვრა 1212 აშშ დოლარით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით სესხის ძირი თანხაა 1212.00 აშშ დოლარი, დარიცხულმა პროცენტმა 509 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 431.51 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ 2----–-–-------------------, კრედიტისა და გირავნობის №--- ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ---–----- (ჯ---–-----) მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 984 აშშ დოლარით, ყოველთვიურად 2%-იანი სარგებლის დარიცხვით. 16.07.2016 წ. მდგომარეობით სესხის ძირი თანხაა 899.00 აშშ დოლარი, დარიცხულმა პროცენტმა 526 გადაცილებულ დღეზე შეადგინა - 324.061 აშშ დოლარი.
სამართლებრივი დასაბუთებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 417-418-ე მუხლებით და სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, მოპასუხე ჟ---–----- მ-------–-–---–ის მიერ იქნა გასაჩივრებული ნაწილობრივ. კერძოდ პროცენტის სახით 2156.62 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
აპელანტის განმარტებით: სასამართლო გადაწყვეტილებაშ განვითარებული მსჯელობა არასწორი და დაუსაბუთებელია. გაურკვეველია გირავნობის თითოეულ ხელშეკრულებაზე რა პერიოდიდან მოხდა პროცენტის დარიცხვა, რადგან ყველა ხელშეკრულება დადებულია სხვადასხვა დროს და სასამართლოს მიერ მითითებული პროცენტები, თითოეულ ხელშეკრულებაზე არის ზეპირად მითითებული, ყველა ხელშეკრულებაზე ინდივიადუალურად, პროცენტის გადაუხდელი თვეების დაანგარიშების გარეშე. მოსარჩელემ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რა პერიოდიდან უნდა იქნეს პროცენტი დარიცხული და როგორ მოხდა მისი გამოანგარიშება თითოეულ ხელშეკრულებაზე.
სასამართლომ პროცენტის სახით, ძირი თანხის 2% ოდენობის დაკისრების ნაწილში (თვეში 128.36 აშშ დოლარის ოდენობით) მოთხოვნა დააკმაყოფილა 2016 წლის 7 ივლისდან გადაწყვეტილების აღსურლებამდე. ყველა სესხი გააერთიანა, მაშინ როდესაც სესხის ხელშეკრუილებები ცალ-ცალკეა დადებული, საუბარია 8 ხელშეკრულებაზე, ყველა გაფორმებულია სხვადასხვა დროს. სასამართლომ გააერთიანა ხელშეკრულებები და პროცენტის გადახდა დაადგინა აღსრულებამდე. იმ პირობებში, როცა გირავნობის ხელშეკრულებების თანახმად აღსრულებამდე პროცენტის გადახდა მხარეს ესკისრება მხოლოდ მაშინ, როცა გასულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა. სარჩელის წარმოდგენის დროს კი არც ერთი ხელშეკრუელბის ვადა გასული არ იყო, ასევე ყველა ხელშეკრულება დადებულია სხვადასხვა დროს.
აპელანტი პროცენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებასა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ჯ---–----- მ-------–-–---–სა და შპს „მისო ბ------–ს“ შორის 2014 წელს გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის რამდენიმე ხელშეკრულება.
სახელდობრ:
2----–-–------------------ N--- ხელშეკრულებით სესხის ოდენობა 600 აშშ დოლარით განისაზღვრა. საპროცენტო სარგებელი - 2%-ით. სესხით სარგებლობის ვადა 1 თვე. პირგასამტეხლო 0%. ხელშეკრულების 2.3 პუნქტით დადგინდა, რომ „სესხით სარგებლობის ვადის დამთავრებისას, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, სესხით სარგებლობის ვადა გაგრძელდება პერმანენტულად 2.1. პუნქტში მითითებული ვადით (ე.ი. 1 თვით).
2----–-–------------------- მხარეთა შორის შედგა N--- ხელშეკრულება. სესხის თანხა 768 აშშ დოლარი. პროცენტი ყოველთვიური 2 %. ვადა 1 თვე. პირგასამტეხლო 0%. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით დადგინდა, რომ „სესხით სარგებლობის ვადის დამთავრებისას, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, სესხით სარგებლობის ვადა გაგრძელდება პერმანენტულად 2.1. პუნქტში მითითებული ვადით (ე.ი. 1 თვით).
2----–-–------------------- მხარეთა შორის შედგა N--- ხელშეკრულება. სესხის ვადა 1 თვე. სესხის თანხა 768 აშშ დოლარი. პროცენტი ყოველთვიური 2 %. სესხის ძირი თანხა 1112 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო 0%. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით დადგინდა, რომ „სესხით სარგებლობის ვადის დამთავრებისას, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, სესხით სარგებლობის ვადა გაგრძელდება პერმანენტულად 2.1. პუნქტში მითითებული ვადით (ე.ი. 1 თვით).
2----–-–------------------- მხარეთა შორის შედგა N--- ხელშეკრულება 976 აშშ დოლარზე 2 % თვეში, პირგასამტეხლო 0 %. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით დადგინდა, რომ „სესხით სარგებლობის ვადის დამთავრებისას, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, სესხით სარგებლობის ვადა გაგრძელდება პერმანენტულად 2.1. პუნქტში მითითებული ვადით( ე.ი. 1 თვით).
2----–-–------------------- მხარეთა შორის შედგა N--- ხელშეკრულება 650 აშშ დოლარზე თვეში 2 %-იანი სარგებლით, პირგასამტეხლო 0 %. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით დადგინდა, რომ „სესხით სარგებლობის ვადის დამთავრებისას, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, სესხით სარგებლობის ვადა გაგრძელდება პერმანენტულად 2.1. პუნქტში მითითებული ვადით( ე.ი. 1 თვით).
2----–-–------------------- მხარეთა შორის შედგა N--- ხელშეკრულება 984 აშშ დოლარზე თვეში2 %-იანი სარგებლით, პირგასამტეხლო 0 %. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით დადგინდა, რომ „სესხით სარგებლობის ვადის დამთავრებისას, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, სესხით სარგებლობის ვადა გაგრძელდება პერმანენტულად 2.1. პუნქტში მითითებული ვადით (ე.ი. 1 თვით).
2----–-–------------------- მხარეთა შორის შედგა N--- ხელშეკრულება 600 აშშ დოლარზე თვეში 2 %-იანი სარგებლით, პირგასამტეხლო 0 %. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით დადგინდა, რომ „სესხით სარგებლობის ვადის დამთავრებისას, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში სესხით სარგებლობის ვადა გაგრძელდება პერმანენტულად 2.1. პუნქტში მითითებული ვადით( ე.ი. 1 თვით).
2----–-–------------------- მხარეთა შორის შედგა N--- ხელშეკრულება 500 აშშ დოლარზე 1 თვის ვადით. სესხი იყო 2 %-იანი, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,2 %. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით დადგინდა, რომ „სესხით სარგებლობის ვადის დამთავრებისას, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, სესხით სარგებლობის ვადა გაგრძელდება პერმანენტულად 2.1. პუნქტში მითითებული ვადით( ე.ი. 1 თვით).
ე.ი. სულ მხარეთა შორის 8-ჯერ დაიდო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება.
ს.ფ. 42-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, დადგინდა, რომ N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე, 1112 აშშ დოლარზე, პროცენტის სახით მოპასუხე ორგანიზაციამ ჯ---–----- მ-------–-–---–ს დააკისრა 488.51 აშშ დოლარი. პროცენტის სახით კი აღნიშნულ სესხზე მოპასუხემ 2015 წ. 06 ივლისს შეიტანა 27 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წ. 2 ოქტომბერს 30 აშშ დოლარი, სულ 57 აშშ დოლარი.
ს.ფ. 43-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგინდა, რომ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე, 600 აშშ დოლარზე, პროცენტის სახით ჯ.მ-------–-–---–მა გადაიხადა შემდეგი თანხები: 2014 წ. 05 ნოემბერს 14.32 აშშ დოლარი; 2015 წ.06 ივლისს 11 აშშ დოლარი; 2015 წლის 01 სექტემბერს 25 აშშ დოლარი; სულ 50.32 აშშ დოლარი.
ს.ფ. 44-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ 292 სესხზე (ძირი თანხა 976 აშშ დოლარი) ჯ.მ-------–-–---–მა მოპასუხე ორგანიზაციაში პროცენტის სახით შეიტანა 27 აშშ დოლარი 2015 წ. 06 ივლისს და 30 აშშ დოლარი 2015 წლის 02 ოქტომბერს.
ს.ფ. 45-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილია, რომ N--- ხელშეკრულებიდან გამოდინარე, ჯ.მ-------–-–---–მაშპს „მისო ბ------–ში“ პროცენტის სახით შეიტანა 25 აშშ დოლარი 2015 წ. 06 ივლისს, სულ 30 აშშ დოლარი 2015 წლის 02 ოქტომბერს. სულ 55 აშშ დოლარი (სესხის თავნი იყო 500 აშშ დოლარი).
ს.ფ. 46-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილია, რომ 2----–-–---------------- გაცემულ 600 აშშ დოლარზე ჯ.მ-------–-–---–მა პროცენტის სახით შეტანა 94 აშშ დოლარი 2015 წლის 06 ივლისს; ხოლო 10 აშშ დოლარი 2015 წლის 02 ოქტომბერს. სულ 104 აშშ დოლარი.
ს.ფ. 47-ზე წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, ჯ.მ-------–-–---–ს პირგასამტეხლოს სახით 53.31 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
ს.ფ. 48-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ 2----–-–------------------- აღებულ 650 აშშ დოლარზე ჯ.მ-------–-–---–ს 2015 წლის 1 სექტემბერს გადახდილი აქვს პროცენტის სახით 25 აშშ დოლარი.
ს.ფ. 49-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ 2----–-–------------------- აღებულ სესხზე 984 აშშ დოლარზე პროცენტის სახით ჯ.მ-------–-–---–ს გადახდილი აქვს 2015 წლის 23 აპრილს 28 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 01 სექტემბერს 26 აშშ დოლარი. სულ 53 აშშ დოლარი.
ს.ფ. 50-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ N--- სესხზე, რომლის თავნი არის 768 აშშ დოლარი. ჯ.მ-------–-–---–მა 2015 წლის 06 ივლისს გადაიხადა 27 აშშ ლარი; 2015 წლის 01 სექტემბერს 25 აშშ დოლარი, ჯამში 52 აშშ დოლარი.
ე.ი. დადგენილია, რომ სულ პროცენტის სახით ჯ.მ-------–-–---–ს გადახდილი აქვს 453.32 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 53.31 აშშ დოლარი.
ხელშეკრულებათა 2.3. პუნქტის თანახმად, „სესხით სარგებლობის ვადის დამთავრებისას (სესხი კი იყო 1 თვიანი) საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში სესხის სარგებლობის ვადა პერმანენტულად გრძელდებოდა 2.1 პუნქტში მითითებული ვადით (ე.ი. 1 თვით), რაც ნიშნავს იმას, რომ თუ საპროცენტო სარგებელი ჯ.მ-------–-–---–ი ვადაში არ გადაიხდიდა, ხელშეკრულება მხარეთა შორის არ გაგრძელდებოდა.
უდავოა და მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ პროცენტი არცერთ ხელშეკრულებაზე ჯ.მ-------–-–---–ს ვადაში არ გადაუხდია, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი თვის შემდეგ ხელშეკრულება შეწყდა მხარეთა შორის და არ გაგრძელებულა.
ამასთან, ჯ---–----- მ-------–-–---–ი ვალდებულია, რომ შპს „მისო ბ------–ს“ გადაუხადოს ყოველ ხელსეკრულებაზე შეთანხმებული 1 თვის სახელშეკრულებო პროცენტი, რომელიც არის ძირი თანხის 2 %.
დადგენილია, რომ ძირი თანხის დავალიანება ჯ.მ-------–-–---–ისა შპს „მისო ბ------–ის“ წინაშე 8-ვე ხელშეკრულებიდან გამომდინარე არის 6418 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ %-ის სახით ჯ.მ-------–-–---–ს 8 ხელშეკრულებაზე გადახდილი აქვს 425.22 აშშ დოლარი.
მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, ჯ.მ-------–-–---–ის მიერ გადახდილი იყო მხოლოდ 1 თვის პროცენტი ძირი თანხისა (რადგან ხელშეკრულება აღარ გაგრძელებულა), რაც არის 128.36 დოლარი.
ე.ი. დადგენილია, რომ პროცენტის სახით ჯ.მ-------–-–---–ს ზედმეტად აქვს გადახდილი შპს „მისო ბ------–ისთვის“ 296.86 დოლარი.
დადგენილია, რომ შპს „მისო ბ------–ი“ ითხოვს ჯ.მ-------–-–---–ისთვის მინიმალური ზიანის დაკისრებას, რაც, ყოველწლიური 8 %-ის გათვალისწინებით, არის 513.44 აშშ დოლარი (ძირი თანხიდან 6418 აშშ დოლარიდან).
დადგენილია, რომ შპს „მისო ბ------–ი“ ითხოვს ჯ.მ-------–-–---–ისთვის ზიანის სახით თანხების დაკისრებას 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე და 2015 წლის ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურ ზიანს.
რადგან, 6418 აშშ დოლარის ყოველწლიური 8 % (რაც ზიანის სახით უნდა დაეკისროს ჯ.მ-------–-–---–ს) არის 513.44 აშშ დოლარი, ხოლო ჯ.მ-------–-–---–ს პროცენტის სახით მეტობით, ზედმეტად გადახდილი აქვს 296.86 აშშ დოლარი, 513.44 აშშ დოლარს უნდა დააკლდეს 296.86 აშშ დოლარი და 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე გადასახდელად ჯ.მ-------–-–---–ს უნდა დაეკისროს 216 აშშ დოლარი და 58 ცენტი, ხოლო 2015 წლის ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირი თანხის 6418 აშშ დოლარის ყოველწლიური 8 % ანუ 513.44 აშშ დოლარი.
სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებით: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე მუხლების თანახმად: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2007 წლის 29 ივნისის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
ამდენად კანონმდებელმა აღნიშნული ცვლილებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე პროცენტის ანაზღაურება იმავდროულად დაუკავშირა მხარეთა შეთანხმების არსებობას, რის გამოც პროცენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არსებობს მხოლოდ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობამდე (სარჩელის შეტანამდე, რომლითაც შეწყდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა).
რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დამდგარ ზიანს, სასამართლომ ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეამოწმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411, 412-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
411-412-ე მუხლების თანახმად: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
გამომდინარე ზემოაღნიშნული რეგულაციებიდან, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დაყოვნებისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განისაზღვრება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამდენად, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით სავარაუდო ზიანად შეიძლება განისაზღვროს გადაუხდელ ძირი თანხის ყოველწლიური 10%, და იგი მოპასუხეს დაეკსიროს ხელშეკრულების შეწყვეტიდან, ვიდრე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2012 წლის 22 ოქტომბრის Nას -1701 – 1685-2011 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სარგებლის, პროცენტის გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.“
ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ „მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული პერიოდისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავის შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო“.
ამ განმარტებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, პროცენტის დარიცხვის გარორიცხვას ემსახურება იმ პრეზუმფციული ზიანის ანაზღაურება, რომელიც კრედიტორს მიადგა ხელშეკრულების შუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით.
უდავოა, რომ საბანკო - საფინანსო ორგანიზაციისათვის (როგორსაც მოსარჩელე წარმოადგენს), რომლის საქმიანობაც ფულიდან მოგების მიღებას გულისხმობს (ფულის გასესხება), პრეზუმირებულად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანმა შესრულებამ მას ზიანი მიაყენა, რომელიც შეიძლება იყოს ძირ თანხაზე ყოველწლიური 8% (რაც მინიმალური ზიანია), ამდენად მოთხოვნა ამ ნაწილში მოსარჩელისა - საფუძვლიანია.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზურუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.
დაეკისროს ჟ---–----- მ-------–-–---–ს შპს „მისო ბ------–ის“ სასარგებლოდ 556,64 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და ადვოკატის მომსახურბისთის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 125 ლარის გადახდა.
შპს „მისო ბ------–ს“ ჟ---–----- მ-------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 210 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ჟ---–----- მ-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „მისო ბ------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაეკისროს ჟ---–----- მ-------–-–---–ს შპს „მისო ბ------–ის“ სასარგებლოდ 6418 აშშ დოლარის ერთი თვის პროცენტი - 128.36 აშშ დოლარის ოდენობიღ;
5. მასვე დაეკისროს 6418 აშშ დოლარის ყოველწლიური 8% 2014 წლის ნოემბრიდან, რაც შეადგენს 513.44 აშშ დოლარს და ამ თანხებიდან გადახდილად ჩაეთვალოს 425.22.აშშ დოლარი. საბოლოოდ ჟ---–----- მ-------–-–---–ს დაეკსიროს შპს“მისო ბ------–ის“ სასარგებლოდ 2014 წლის ნოემრიდან 2015 წლის ნოემბრამდე 216 მარისა და 58 თეთრის გადახდა, ხოლო 2015 წლის ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიური 6418 აშშ დოლარის 8%, ანუ 513.44 აშშ დოლარი.
6. ამ თანხების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს დავალიანების შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სასარგებლოდ, სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული შემდეგი ოქროს ნივთები: 1. სამეული, სინჯით 750, წონით 18.1გრამი; 2. ოქროს სამაჯური, სინჯით 900, წონით 23.3 გრ; 3. ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 30 გრამი; 4. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 29.7გრამი; 5. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 33.9 გრამი; 6. ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 45.6გრამი; 7. ოქროს სამაჯური, სინჯით 583, წონით 23 გრამი; 8. ოქროს ბეჭედი, სინჯით 958, წონით 7.2 გრამი; 9. ბეჭედი, სინჯით 583, წონით 12.8 გრამი;
7. დაეკისროს ჟ---–----- მ-------–-–---–ს შპს „მისო ბ------–ის“ სასარგებლოდ 556,64 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და ადვოკატის მომსახურბისთის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 125 ლარის გადახდა.
8. შპს „მისო ბ------–ს“ ჟ---–----- მ-------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 210 ლარის გადახდა.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
11. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-9-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე