განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002072869
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2722-18 23 ოქტომბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მომხსენებელი, თავმჯდომარე - მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი – მარინე თათრიაშვილი
აპელანტი- მ----- მ-------–--ე
წარმომადგენელი - გ--------------
მოწინააღმდეგე მხარე - ზ------ მ-------–--ე
წარმომადგენელი - მ--------------------
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ½ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, მ----- მ-------–--ის სარჩელი ზ------ მ-------–--ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ½ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. თ----- მ-------–--ე გარდაიცვალა 1987 წლის 23 აპრილს. მისი შვილი ა------- მ-------–--ე გარდაიცვალა დედის გარდაცვალებამდე, 1970 წლის 05 სექტემბერს.
2.2. თ----- მ-------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ, შვილიშვილები - მ----- მ-------–--ე და ზ------ მ-------–--ე;
2.3. მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და გ------- ჯ---–---–ი 1985 წლის 26 ოქტომბრიდან იმყოფებიან ქორწინებაში. მათ შეეძინათ ორი შვილი: დ----- ჯ---–---–ი (დაბადებული 04.1-.1986 წელს) და თ----- ჯ---–---–ი (დაბადებული 26.02.1990 წელს);
2.4. 2002 წლის 25 მარტს ზ------ მ-------–--ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის თ----- მ-------–--ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილიშვილმა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ სახლი, მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში (მთელი საცხოვრებელი სახლიდან N2 ლიტ ,,ა“ საერთო სასარგებლო ფართით 51.81 კვ.მ. სამეურნეო ფართით 9.72 კვ.მ. შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი ლ------ის ქუჩა N1- (საკადასტრო კოდი N0---------------) საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ზ------ მ-------–--ის სახელზე;
2.5. ზ------ მ-------–--ე დაბადებიდან დღემდე დედასთან, ი-----–--- მ-------–--ესთან ერთად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-. მოპასუხე ბებიის, თ----- მ-------–--ის გარდაცვალების დროისათვის, 1987 წელს ცხოვრობდა ამ სახლში და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომაც გააგრძელა ცხოვრება ამავე მისამართზე.
2.6. მოსარჩელე მ----- მ-------–--ის და მისი შვილების, დ----- ჯ---–---–ის და თ----- ჯ---–---–ის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-.
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 12 ივლისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს N1----- განცხადებით მომართა ქ------- მ-------–--ემ და მოითხოვა მისამართზე ქ. თბილისი, ლ------ის ქუჩა N1--ში რეგისტრირებული მ----- მ-------–--ის, თ----- ჯ---–---–ისა და დ----- ჯ---–---–ის რეგისტრაციიდან მოხსნა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მიერ აღნიშნულ მისამართზე გასვლითა და საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებით გამოირკვა, რომ მოქალაქეები მ----- მ-------–--ე, თ----- ჯ---–---–ი და დ----- ჯ---–---–ი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობენ რამდენიმე წელია (დაახლოებით 27 წელია), რასაც ადასტურებენ დათვალიერების დამსწრე პირებიც. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ----- მ-------–--ე, თ----- ჯ---–---–ი და დ----- ჯ---–---–ი მოხსნილ იქნენ რეგისტრაციის მისამართიდან - ქ. თბილისი, ლ------ის ქუჩა N1-;
2.7. მოსარჩელე მ----- მ-------–--ემ 2017 წლის 15 ივნისს მიმართა ნოტარუსს და მოითხოვა 1987 წლის 23 აპრილს გარდაცვლილი თ----- მ-------–--ის მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდრო ქონების გაფორმება. 2002 წლის 25 მარტს ნოტარიუსის მიერ ზ------ მ-------–--ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N2---) მამკვიდრებლის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-. შესაბამისად, მ----- მ-------–--ეს სახელზე სამკვიდრო მოწმობა ვერ გაიცემა, რადგანაც ამისთვის მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულოა მემკვიდრის ზ------ მ-------–--ის თანხმობა თ----- მ-------–--ის მემკვიდრეთა წრეში მ----- მ-------–--ის ჩართვის შესახებ, ხოლო ამ თანხმობის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება 2002 წლის 25 მარტს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
2.8. 2002 წელს მიწისძვრის შედეგად სადავო საცხოვრებელმა სახლმა, მდებარე ლ------ის ქ. N1--ში მიიღო დაზიანების მეორე კატეგორიის სტატუსი. 28.05.2002 წელს შეფასების შედეგად დადგინდა, რომ კედლებში არსებული გამჭოლი ბზარები სიმტკიცის გაძლიერების მიზნით საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს ლითონის მჭიდებით.
დამოუკიდებელი აუდიტორის საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინა N1--ში - 61.53 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა აღდგენილი იქნა ზ------ მ-------–--ის მიერ. მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ შენობის აღდგენასა და მის რემონტზე გაწეულმა დანახარჯებმა შეადგინა - 15990.70 ლარი;
2.9. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მონაცემთა ბაზაში სააბონენტო ბარათზე N7-------- (მის. თბილისი, ლ------ის ქ. N1-) მოხმარებული სასმელი წყლის ხარჯის დარიცხვა 01.2013-ის ჩათვლით ხორციელდებოდა სამ სულზე, ხოლო 02.2013 -დან დღემდე ხორციელდება მრიცხველით;
დადაგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.10. მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და მისი შვილები - დ----- ჯ---–---–ი და თ----- ჯ---–---–ი 2017 წლის 10 აგვისტომდე რეგისტრირებულნი იყვნენ სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე - ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტის არსებობა ადასტურებს მ----- მ-------–--ის მიერ აღნიშნული სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს, ვინაიდან შესაძლებელია პირის რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი ერთმანეთს არ ემთხვეოდეს.
2.1-. მხარეთა განმარტებით, მოპასუხე მ----- მ-------–--ის მეუღლის, გ------- ჯ---–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. თბილისი, წ-----------–---–ის ქ. N6--ში გაჩენილი ხანძრის გამო საცხოვრებელში არსებული დაზიანებების შეკეთების პერიოდში, მოპასუხე მ----- მ-------–--ე და მისი შვილები დროებით ცხოვრობდნენ დედასთან, ი-----–--- მ-------–--ესთან სადავო საცხოვრებელ სახლში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, კონკრეტულად როდის გაჩნდა მოპასუხის საცხოვრებელ სახლში ხანძარი. მოსარჩელე ზ------ მ-------–--ის განმარტებით, ხანძრის შედეგად სახლში დაზიანებებს ადგილი ჰქონდა 1986 წელს. მოწმე მ------–-----------–---მ კი თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ აღნიშნული ხანძრის ფაქტს ადგილი ჰქონდა ბებიის, თ----- მ-------–--ის გარდაცვალებამდე. მოსარჩელის დედის, ი-----–--- მ-------–--ის განმარტებით კი, მისი შვილი ცხოვრობდა მცირე ხნით, დაახლოებით ორი კვირით. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა;
2.12. მხარეები, ზ------ მ-------–--ე და მ----- მ-------–--ე, 1990-იანი წლების დასაწყისში დასაქმებული იყვნენ ერთ ობიექტზე და მუშაობდნენ ერთად. მოწმეებმა ი-----–--- მ-------–--ემ და ვ----------------–---მ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მხარეებს გარკვეული პერიოდი საერთო სამსახური ჰქონდათ, თუმცა აღნიშნული გარემოება თავისთავად არ მიუთითებს და-ძმის ერთად, ერთ საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრების ფაქტზე.
2.13. მოსარჩელე მ----- მ-------–--ეს მამკვიდრებლის, თ----- მ-------–--ის გარდაცვალების შემდეგ დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე მისამართზე თბილისში, ლ------ის ქუჩა N1--ში ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია. საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მ----- მ-------–--ე თ----- მ-------–--ის გარდაცვალების დროისათვის და გარდაცვალების შემდგომ, 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში ძმასთან და დედასთან ერთად. დადგენილია, რომ მ----- მ-------–--ე 1985 წლის 26 ოქტომბრიდან დაქორწინდა გ------- ჯ---–---–ზე. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმეებმა ი-----–--- მ-------–--ემ, მ--------–-–--ამ, ო-------------–--–მა, ვ----------------–---მ, ი----------------–---–მა და მ------–-----------–---მ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე დაქორწინების შემდგომ აღარ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში (მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში) და საცხოვრებლად გადავიდა მისი მეუღლის ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, წ-----------–---–ის ქ. N6--ში. მოწმეები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ მოსარჩელე მხოლოდ სტუმრად მოდიოდა დედასთან, ი-----–--- მ-------–--ესთან და მისთვის საცხოვრებელ სახლს არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონება. სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულება - დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება ვერ მიიჩნია სათანადო მტკიცებულებად მოსარჩელის - მ----- მ-------–--ის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების თაობაზე. გადაწყვეტილების მიხედვით, გ------- ჯ---–---–ი (მცხ. ქ. თბილისი, წ-----------–----–ის ქ. N6-, სს ,,თ--–---ს“ აბონენტი N0------) მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო: ბინაში არ ცხოვრობს ოჯახით 1987 წლიდან, ცხოვრობენ მისი მეუღლის დედის ბინაში, რადგან ეს უკანასკნელი იყო ავად და საჭიროებდა მოვლას, მითითებულს ადასტურებს სახლმართთველობის ცნობა და მეზობლების განმარტება. სასამართლო განმარტავს, რომ 2005 წელს სასამართლოში დავა მიმდინარეობდა მოსარჩელე გ------- ჯ---–---–სა და სს ,,თ--–--ს“ შორის ფიქსირებული წესით დარიცხული თანხის 1337.84 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე, რა დროსაც დადგინდა, რომ გ------- ჯ---–---–სა და მის ოჯახს ელ. ენერგია არ მოუხმარია, რის გამოც, გ------- ჯ---–---–ის სარჩელი ფიქსირებული წესით სს ,,თ--–---ს“ დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელეს 1987 წლიდან არ უცხოვრია ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი წ-----------–---–ის ქ. N6-.-ში. ის გარემოება, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელე მ----- მ-------–--ის მეუღლე და მისი ოჯახი ზემოაღნიშნულ მისამართზე - ქ. თბილისი, წ-----------–---–ის ქ. N6--ში არ ცხოვრობდა, თავისთავად არ მიუთითებს მოსარჩელე მ----- მ-------–--ის სადავო სამკვიდრო ქონებაში (მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში) ცხოვრებისა და ამ გზით მის მიერ კანონით დადგენილ ვადაში ამ ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამოქალაქო საქმეზე, სადაც მხარეებს წარმოადგენენ გ------- ჯ---–---–ი და სს ,,თ--–---“, შესაბამისად, მოცემულ საქმესთან მიმართებით, სადაც მხარეები არიან მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და მოპასუხე ზ------ მ-------–--ე, 2005 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები ვერ მიიჩნევა პრეიუდიციული ძალის მქონედ. საპროცესო სამართალში გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები პრეიუდიციულ ფაქტებად მოიხსნება, რომელთა მნიშვნელობას განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეების მიმართ.
2.14. მოსარჩელე მხარე სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებდა 2005 წლის 16 მარტს შედგენილ სანოტარო აქტზე, რომლის მიხედვითაც, ზ------ მ-------–--ემ გამოხატა წინამდებარე განცხადების შედგენისა და მასზე თავისი მეზობლების ხელმოწერის ნამდვილობის სანოტარო წესით დამოწმების ნება. განცხადების შინაარსის მიხედვით, გ------- ჯ---–---–ი 1987 წლიდან 2005 წლის 16 მარტამდე ცხოვრობდა ზ------ მ-------–--ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-. სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტი არასარწმუნოდ მიიჩნია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია მხოლოდ ზ------ მ-------–--ის განცხადება (თანხმობა) და მისი მეზობლების ხელმოწერის ნამდვილობა, რა დროსაც არ ხდება ნოტარიუსისი მიერ საკითხის გამოკვლევა და პირთა დაკითხვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. სამოქალაქო საქმეზე მოწმის გამოძახებისა და დაკითხვის წესი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 140-ე და 148-ე მუხლებით. მითითებულ დოკუმენტზე მითითებული პირთაგან, მოცემულ საქმეზე მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად მოწმის სახით დაიკითხნენ ო--------------–--–ი და ი----------------–---–ი, რომელთაც განაცხადეს, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ეს ოჯახის შექმნის შემდგომ (1985 წლის 26 ოქტომბერი) არ უცხოვრია მოპასუხე ზ------ მ-------–--ის საცხოვრებელ ბინაში. მტკიცებულება იმისა (მაგ. მოწმის ჩვენება ან სხვა სახის მტკიცებულება), რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და მისი ოჯახის წევრები მამკვიდრებლის გარდაცვალების პერიოდისათვის და გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში, განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ამავე ბინაში 1962 წლიდან მცხოვრებმა ი-----–--- მ-------–--ემ, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის და მოპასუხის დედას, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავის ჩვენებაში, რომ მის შვილს, მ----- მ-------–--ეს დაქორწინების შემდეგ, 1985 წლის 26 ოქტომბრიდან ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში მდებარე სადავო სახლში არ უცხოვრია და ასევე, იგი არ დაუფლებია მამკვიდრებლის თ----- მ-------–--ის დანაშთ ქონებას, მათ შორის არც მოძრავ ნივთებს. მოსარჩელე მხოლოდ სტუმრად მოდიოდა დედასთან გარკვეული პერიოდულობით. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მასაში შემავალი მოძრავი ნივთების დაუფლების ფაქტს დაადასტურებდა.
2.15. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება პოლიკლინიკიდან ბავშვის სამედიცინო ანკეტაში მითითებული მონაცემების თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, ის გარემოება, რომ მ----- მ-------–--ის შვილი, 04.1-.1986 წელს დაბადებული დ----- ჯ---–---–ი იმყოფებოდა პოლიკლინიკაში აღრიცხვაზე უბნის მიხედვით, მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე შვილთან ერთად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-. დადგენილია, რომ მამკვიდრებელი თ----- მ-------–--ე გარდაიცვალა 1987 წლის 27 აპრილს. სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა, მ----- მ-------–--ე ცხოვრობდა თუ არა 1987 წლის 27 აპრილიდან ექვსი თვის განმავლობაში სადავო სახლში. პოლიკლინიკიდან წარმოდგენილი ბავშვის სამედიცინო ისტორიის მიხედვით, დ----- ჯ---–---–ი (მოსარჩელის შვილი) რეგისტრირებულია ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში). 1987 წელს, წლის განმავლობაში პოლიკლინიკის წარმომადგენლის მიერ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროების შემოწმების მიზნით რამდენჯერმე (თითქმის ყოველთვიურად) ხორციელდებოდა ბავშვის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი, თუმცა ბავშვი და ბავშვის დედა მ----- მ-------–--ე მითითებულ მისამართზე არ ხვდებოდათ. კერძოდ, პოლიკლინიკიდან წარმოდგენილი ისტორიის მიხედვით, 02.04.1987 წელს მიწერილია წარწერა - ,,ბავშვი მეორე ბებიასთან ჰყავთ“, 06.04.1987 წელს - ,,ბინა დაკეტილია, ბავშვის ნახვა ვერ მოხერხდა“, 07.07.1987 წელს - ,,ბავშვი გაყვანილია ქალაგარეთ, ბ---------ში“. 04.08.1987 წელს - ,,ბავშვი წაყვანილი ჰყავთ რაიონში“. 02.09.1987 წელს - ,,ბავშვი არ ჰყავთ ბინაზე“, 02.10.1987 წელს - ,,ბავშვი ვერ ნახა, წაყვანილია ჰყავთ რაიონში, ბავშვი სხვა მისამართზეა“. 02.1-.1987 წელს და 06.1-.1987 წელს ,,ბავშვი წაყვანილი ჰყავთ სხვა მისამართზე საცხოვრებლად“. ხოლო იმავე წელს, 1987 წელს ბავშვისათვის ჩატარებული ყველა სამედიცინო შემოწმება, აცრები და მკურნალობა განხორციელდა უშუალოდ პოლიკლინიკაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დ----- ჯ---–---–ი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში და ამასთან, აღრიცხვაზე იყო პოლიკლინიკაში, სავალდებულო იყო მცირეწლოვანი 1986 წლის დაბადებული დ----- ჯ---–---–ი პერიოდულად შეემოწმებინათ და შესაბამისი პროცედურები განეხორციელებინათ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ პოლიკლინიკიდან წარმოდგენილი ბავშვის სამედიცინო ანკეტა არ წარმოადგენდა იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და მისი შვილი, ბებიის - თ----- მ-------–--ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი პირდაპირი მითითება და აღნიშვნა ბავშვის სამედიცინო ისტორიაში არ მოიძებნება და არც ნათელ სურათს არ იძლეოდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.16. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ემ მოითხოვა 2002 წლის 25 მარტს მოპასუხე ზ------ მ-------–--ის სახელზე 1987 წლის 23 აპრილს გარდაცვლილი თ----- მ-------–--ის დანაშთ უძრავ ქონებაზე ნოტარიუსს ე-–---- ყ-----–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მოპასუხე ზ------ მ-------–--ის სახელზე აღრიცხული უძრავ ქონების მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------ის ქუჩა N1- (საკადასტრო კოდი №0---------------) - 1/2 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება.
დადგენილია, რომ თ----- მ-------–--ე გარდაიცვალა 1987 წლის 23 აპრილს. მისი შვილი ა------- მ-------–--ე გარდაიცვალა დედის გარდაცვალებამდე, 1970 წლის 05 სექტემბერს.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
დადგენილია, რომ თ----- მ-------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ, შვილიშვილები: მ----- მ-------–--ე და ზ------ მ-------–--ე. ზემოთ როგორც აღინიშნა, მათი მამა, ა------- მ-------–--ე დედის, თ----- მ-------–--ის გარდაცვალების დროისათვის გარდაცვლილი იყო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქართველოს სამოქალაოქ კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამავე კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ 2002 წლის 25 მარტს ზ------ მ-------–--ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის თ----- მ-------–--ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილიშვილმა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ სახლი, მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში (მთელი საცხოვრებელი სახლიდან N2 ლიტ ,,ა“ საერთო სასარგებლო ფართით 51.81 კვ.მ. სამეურნეო ფართით 9.72 კვ.მ. შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი ლ------ის ქუჩა N1- (საკადასტრო კდოი N0---------------) საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ზ------ მ-------–--ის სახელზე. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ეს საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუსის დადგენილებით (15.07.2017 წელი) უარი ეთქვა მამკვიდრებელ თ----- მ-------–--ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუსის მიერ 2002 წლის 25 მარტს ზ------ მ-------–--ის სახელზე უკვე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N2---) მამკვიდრებლის უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-. ზ------ მ-------–--ის თანხმობის ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე, ნოტარიუსს არ შეუძლია განახორციელოს ცვლილება 2002 წლის 25 მარტს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში. მხარეთა განმარტებითა და საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სადავო საცხოვრებელ მისამართზე, დაბადებიდან ცხოვრობს მოპასუხე ზ------ მ-------–--ე. მან ოჯახი შექმნა 1992 წელს და მას შემდეგაც ამ მისამართზე განაგრძო ცხოვრება. ასევე, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ბებიის, თ----- მ-------–--ის გარდაცვალების დროისათვის, 1987 წელს ცხოვრობდა ამ სახლში და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომაც გააგრძელა ცხოვრება ამავე მისამართზე. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და გ------- ჯ---–---–ი 1985 წლის 26 ოქტომბრიდან იმყოფებიან ქორწინებაში. მათ შეეძინათ ორი შვილი: დ----- ჯ---–---–ი (დაბადებული 04.1-.1986 წელს) და თ----- ჯ---–---–ი (დაბადებული 26.02.1990 წელს). მოსარჩელე მ----- მ-------–--ისა და მისი შვილების, დ----- ჯ---–---–ის და თ----- ჯ---–---–ის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ----- მ-------–--ე, თ----- ჯ---–---–ი და დ----- ჯ---–---–ი მოხსნილ იქნენ რეგისტრაციის მისამართიდან - ქ. თბილისი, ლ------ის ქუჩა N1-.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცოხვრებ უცხოელთა რეგისტრაცია. რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კონსტიტუციული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვის საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
მოსარჩელე მ----- მ-------–--ე მიუთითებდა, რომ იგი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ექვსი თვის ვადაში ქ. თბილისში, ლ------ის ქ. N1--ში მდებარე სამკვიდრო ქონებას დაეუფლა ფაქტობრივად და შეუდგა სამკვიდროდან თავისი წილის ფლობას და მართვას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. ფაქტობრივი მფლობელობის გზით ქონების მიღებისათვის საერთოდ არაა აუცილებელი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მისამართზე იყოს რეგისტრირებული. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციის ფაქტის არსებობა ადასტურებდა მ----- მ-------–--ის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-) ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს, ვინაიდან შესაძლებელია პირის რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა. მემკვიდრე ვალდებულია დადგენილ ვადაში იღებდეს გარკვეულ ზომებს სამკვიდროს დაცვის, შენარჩუნების, გაუმჯობესებისათვის. მხოლოდ სტუმრად ყოფნა და სამკვიდრო ქონებაში პერიოდულად ღამის გათენება არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარეს სამკვიდრო მიღებული აქვს მფლობელობით. მხარეები საქმის მიმდინარეობისას მიუთითებდნენ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ის მეუღლის საცხოვრებელ სახლში გაჩნდა ხანძარი, რის გამოც გარკვეული მცირე პერიოდი მ----- მ-------–--ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა დედასთან, ი-----–--- მ-------–--ესთან ერთად სადავო სახლში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუ კონკრეტულად როდის გაჩნდა მოსარჩელის მეუღლის საცხოვრებელ სახლში ხანძარი. მოსარჩელე ზ------ მ-------–--ის განმარტებით, ხანძარი მ----- მ-------–--ის სახლში გაჩნდა 1986 წელს. მოწმე მ------–-----------–--- კი თავის ჩვენებაში მიუთითებდა, რომ აღნიშნული ხანძრის ფაქტს ადგილი ჰქონდა ბებიის, თ----- მ-------–--ის გარდაცვალებამდე. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა; სასამართლომ შენიშნა, რომ სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა გარკვეული მტკიცებულებები და მიუთითას, რომ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასტურდებოდა მის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში. სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. განსახილველ საქმეზე, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმეებმა ი-----–--- მ-------–--ემ, მ--------–-–--ამ, ო-------------–--–მა, ვ----------------–---მ, ი----------------–---–მა და მ------–-----------–---მ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე დაქორწინების შემდგომ, 1985 წლის 26 ოქტომბრიდან აღარ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში (მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში) და საცხოვრებლად გადავიდა მისი მეუღლის ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, წ-----------–---–ის ქ. N6--ში. მოწმეები აცხადებენ, რომ მოსარჩელე მხოლოდ სტუმრად მოდიოდა დედასთან, ი-----–--- მ-------–--ესთან და მისთვის საცხოვრებელ სახლს არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონება. საქმეში წარმოდგენილია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გ------- ჯ---–---–ი (მცხ. ქ. თბილისი, წ-----------–----–ის ქ. N6-, სს ,,თ--–---ს“ აბონენტი N0------) მოითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო: ბინაში არ ცხოვრობდა ოჯახით 1987 წლიდან, ცხოვრობენ მისი მეუღლის დედის ბინაში, რადგან ეს უკანასკნელი იყო ავად და საჭიროებდა მოვლას, მითითებულს ადასტურებდა სახლმართთველობის ცნობა და მეზობლების განმარტება. შესაბამისად, დადგინდა, რომ გ------- ჯ---–---–სა და მის ოჯახს ელ. ენერგია არ მოუხმარია, რის გამოც, გ------- ჯ---–---–ის სარჩელი ფიქსირებული წესით სს ,,თ--–---ს“ დავალიანების 1337.84 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს 1987 წლიდან არ უცხოვრია ბინაში მდებარე ქ. თბილისი წ-----------–---–ის ქ. N6-.-ში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ის გარემოება, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელე მ----- მ-------–--ის მეუღლე და მისი ოჯახი ზემოაღნიშნულ მისამართზე - ქ. თბილისი, წ-----------–---–ის ქ. N6--ში არ ცხოვრობდნენ, თავისთავად არ მიუთითებდა მოსარჩელე მ----- მ-------–--ის სადავო სამკვიდრო ქონებაში (მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში) ცხოვრებისა და ამ გზით მის მიერ ამ ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტზე. ამასთან, აღინიშნა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამოქალაქო საქმეზე, სადაც მხარეებს წარმოადგენდნენ გ------- ჯ---–---–ი და სს ,,თ--–---“, შესაბამისად, მოცემულ საქმესთან მიმართებით, სადაც მხარეები არიან მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და მოპასუხე ზ------ მ-------–--ე, 2005 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები ვერ მიიჩნეოდა პრეიუდიციული ძალის მქონედ. საპროცესო სამართალში ისინი პრეიუდიციულ ფაქტებად მოიხსენება, რომელთა მნიშვნელობას განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეების მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, არ საჭიროებს დამტკიცებას. პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას.
სასამართლომ ასევე შენიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი იყო 2005 წლის 16 მარტს შედგენილი სანოტარო აქტი, რომლის მიხედვითაც ზ------ მ-------–--ემ გამოხატა წინამდებარე განცხადების შედგენისა და მასზე თავისი მეზობლების ხელმოწერის ნამდვილობის სანოტარო წესით დამოწმების ნება. განცხადების შინაარსის მიხედვით, გ------- ჯ---–---–ი 1987 წლიდან 2005 წლის 16 მარტამდე ცხოვრობდა ზ------ მ-------–--ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ დოკუმენტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია მხოლოდ ზ------ მ-------–--ის განცხადება (თანხმობა) და მისი მეზობლების ხელმოწერის ნამდვილობა, რა დროსაც არ ხდება ნოტარიუსის მიერ საკითხის გამოკვლევა და პირთა დაკითხვა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. სამოქალაქო საქმეზე მოწმის გამოძახებისა და დაკითხვის წესი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 140-ე და 148-ე მუხლებით. მითითებულ დოკუმენტზე აღნიშნულ პირთაგან, მოცემულ საქმეზე მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად მოწმის სახით დაიკითხნენ ო--------------–--–ი და ი----------------–---–ი, რომელთაც განაცხადეს, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ეს ოჯახის შექმნის შემდგომ (1985 წლის 26 ოქტომბერი) არ უცხოვრია მოპასუხე ზ------ მ-------–--ის საცხოვრებელ ბინაში. პირდაპირი სახის, უტყუარი მტკიცებულება იმისა (მაგ. მოწმის ჩვენება ან სხვა სახის მტკიცებულება), რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და მისი ოჯახის წევრები მამკვიდრებლის გარდაცვალების პერიოდისათვის და გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში, განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ამავე ბინაში 1962 წლიდან მცხოვრებმა ი-----–--- მ-------–--ემ, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის და მოპასუხის დედას, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავის ჩვენებაში, რომ მის შვილს, მ----- მ-------–--ეს დაქორწინების შემდეგ, 1985 წლის 26 ოქტომბრიდან ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში მდებარე სადავო სახლში არ უცხოვრია და ასევე, იგი არ დაუფლებია მამკვიდრებლის თ----- მ-------–--ის დანაშთ ქონებას, მათ შორის არც მოძრავ ნივთებს. მოსარჩელე მხოლოდ სტუმრად მოდიოდა დედასთან გარკვეული პერიოდულობით სტუმრად, რაც ვერ მიიჩნევა მის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების დაუფლების დამადასტურებელ გარემოებად. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მასაში შემავალი მოძრავი ნივთების დაუფლების ფაქტს დაადასტურებდა, ასევე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში გააჩნია თავისი ოთახი ან რაიმე სახის ნივთები, რომელიც მისი კუთვნილებაა და მისით სარგებლობდა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ პოლიკლინიკის სამედიცინო ანკეტაზე, სადაც ასახულია მოსარჩელის შვილის, დ----- ჯ---–---–ის სამედიცინო შემოწმებები. სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ მ----- მ-------–--ის შვილი, 04.1-.1986 წელს დაბადებული დ----- ჯ---–---–ი იმყოფებოდა პოლიკლინიკაში აღრიცხვაზე უბნის მიხედვით, თავისთავად არ მიუთითებდა იმაზე, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე ფაქტობრივად ცხოვრობდა სადავო საცოხვრებელ სახლში. იმ დროისათვის, მ----- მ-------–--ის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-. დადგენილია, რომ მამკვიდრებელი თ----- მ-------–--ე გარდაიცვალა 1987 წლის 27 აპრილს. პოლიკლინიკიდან წარმოდგენილი ბავშვის სამედიცინო ისტორიის მიხედვით, 1987 წელს, წლის განმავლობაში პოლიკლინიკის წარმომადგენლის მიერ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროების შემოწმების მიზნით, რამდენჯერმე (თითქმის ყოველთვიურად) განხორციელდა ბავშვის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი, თუმცა ბავშვი და ბავშვის დედა მ----- მ-------–--ე მითითებულ მისამართზე არ დახვდა. კერძოდ, პოლიკლინიკიდან წარმოდგენილი ისტორიის მიხედვით, ბავშვი წაყვანილი ჰყავდათ სხვა მისამართზე საცხოვრებლად. ხოლო იმავე წელს, 1987 წელს ბავშვისათვის ჩატარებული ყველა სამედიცინო შემოწმება, აცრები და მკურნალობა განხორციელდა არა უშუალოდ ბინაზე, არამედ პოლიკლინიკაში, ამბოლატორიული მკურნალობის დროს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის სამედიცინო ისტორია პოლიკლინიკიდან არ წარმოადგენდა იმის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და მისი შვილი, ბებიის, თ----- მ-------–--ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი პირდაპირი მითითება და აღნიშვნა ბავშვის სამედიცინო ისტორიაში არ მოიძებნა.
სასამართლომ შენიშნა, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. განსახილველ საქმეზე, მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, მოსარჩელე არ ფლობდა სამკვიდროს, არ სარგებლობდა ამ ქონებით და არ განკარგავდა მას. შესაბამისად, მ----- მ-------–--ემ კანონით განსაზღვრულ ექვსთვიან ვადაში არ გამოავლინა სამკვიდროს მიღების ნება, არ ჰქონდა ადგილი მის მხრიდან ამ ქონების მიღების მიზნით განხორციელებულ ქმედებებს. შესაბამისად, მოსარჩელე მ----- მ-------–--ეს არ აქვს უფლება მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით მოითხოვოს ბებიის, თ----- მ-------–--ის დანაშთი სამკვიდრო ქონების კუთვნილი წილი.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა მოპასუხის პოზიციაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი – იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნა უკავშირდება დარღვევის ფაქტის შეტყობას. შეუძლებელია, მემკვიდრეს მოეთხოვოს სარჩელის შეტანა სამკვიდროს გახსნიდან გარკვეულ პერიოდში, როცა ამ პერიოდში მისთვის უცნობია მისი უფლების დარღვევის შესახებ. სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარი შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს, მ----- მ-------–--ეს თ----- მ-------–--ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს გახსნიდან 2017 წლის 15 ივნისამდე რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. 2017 წლის 15 ივნისს მან მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. მოსარჩელის მითითებით, მისთვის სადავო სამკვიდრო მოწმობის თაობაზე, ცნობილი გახდა 2017 წლის მაისის თვეში, რა დროსაც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ ქ. თბილისში, ლ------ის ქ. N1--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ინვესტიციის განხორციელების მიზნით. მოპასუხე მხარე აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სამართლებრივ შედავების კუთხით მიუთითებს, რომ 2002 წლის 25 მარტს სამკვიდრო მოწმობის გაცემის დროისათვის სანოტარო ბიუროში ზ------ მ-------–--ესთან, ი-----–--- მ-------–--ესთან, ქ------- მ-------–--ესთან (ზ------ მ-------–--ის მეუღლე) და მ--------–-–--ასთან ერთად იმყოფებოდა მოსარჩელე მ----- მ-------–--ე, რომელმაც ზეპირი სახით ნოტარიუსთან უარი განაცხადა ბებიის დანაშთ სამკვიდროზე. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული მ--------–-–--აც. სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. ამავე კოდექსის 1439-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელე მ----- მ-------–--ის მიერ სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული წერილობითი უარი სამკვიდროს მიღებაზე, რის გამოც, ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სადავო სამკვიდრო მოწმობის არსებობის თაობაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის დროისათვის, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებით დადასტურებულად ვერ მიიჩნია. სასამართლოს შეფასებით, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვებოდა მოსარჩელე მხარის მიერ უტყუარი სახის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტს, მ----- მ-------–--ის სარცელი უსაფუძვლო იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მას დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ ცნობაზე დაყრდნობით არ დგინდება ის გარემოება, რომ მ----- მ-------–--ე არ ცხოვრობდა სადავო მისამართზე, რამდენადაც ხსენებული ცნობა არ შეიცავს პირთა ვინაობაზე მითითებას და ცალსახად იმის თქმა, რომ სამი სული, რომელთა რაოდენობის მხიედვითაც ხორციელდებოდა 2013 წლამდე დავალიანების დარიცხვა, არ მოიაზრებდა აპელანტს. ამავდროულად, აპელანტის მითითებით, სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ რეგისტრაციის მისამართი არ გულისხმობს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის არსებობას, სცდება სამართლიანობის პრინციპს და უკანონოდ ლახავს მის უფლებებს.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მისი პოზიცია 1987 წლიდან 2017 წლამდე სადავო მისამართზე მისი და მისი შვილების რეგისტრაციის თაობაზე, რამდენადაც მ----- მ-------–--ე დაიბადა და გაიზარდა სადავო საცხოვრებელ სახლში, ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას ძმასთან და დედასთან ერთად, გათხოვების შემდეგ პერიოდულად ცხოვრობდა ლ------ის ქუჩა N1--ში, აქვე დააყენა აღრიცხვაზე შვილებიც, რაც უპირობოდ მოწმობს, რომ მან ფაქტობრივი ფლოით მიიღო ბებიის დანაშთი ქონება. ის ფაქტი, რომ მისი მეუღლე სხვა მისამართზე ცხოვრობდა, აპელანტის მოსაზრებით, ლოგიკურად იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ იგი მეუღლის რეგისტრაციის მისამართზეც ფაქტობრივად ცხოვრობდა, თუმცა ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ბებიის გარდაცვალებიდან 6 თვე მ----- მ-------–--ე ახლადშეძენილ შვილთან ერთად ცხოვრობდა ლ------ის ქუჩა N1--ში, ბავშვები პოლიკლინიკის აღრიცხვაზეც ხსენებულ მისამართზე დააყენა და მათი რეგისტრაციის მისამართსაც ლ------ი ქ. N1- წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე წ-----------–---–ის ქუჩაზე იყო რეგისტრირებული. ამდენად, აპელანტის განმარტებით, მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო სადავო უძრავი ქონება.
აპელანტი მიუთითებს აგრეთვე, რომ მან ბებიის გარდაცვალების შემდეგ სადავო ქონებიდან წამოიღო ბებიის დანატოვარი ნივთები- ძველებური ტანსაცმლის კარადა და ძვირფასი ჭურჭელი, რაც დამატებით კიდევ ერთი დამადასტურებელი მტკიცებულებაა მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისა, რის გამოც მ----- მ-------–--ე თვლის, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- თ----- მ-------–--ე გარდაიცვალა 1987 წლის 23 აპრილს. მისი შვილი ა------- მ-------–--ე გარდაიცვალა დედის გარდაცვალებამდე, 1970 წლის 05 სექტემბერს.
- თ----- მ-------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ, შვილიშვილები - მ----- მ-------–--ე და ზ------ მ-------–--ე;
- მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და გ------- ჯ---–---–ი 1985 წლის 26 ოქტომბრიდან იმყოფებიან ქორწინებაში. მათ შეეძინათ ორი შვილი: დ----- ჯ---–---–ი (დაბადებული 04.1-.1986 წელს) და თ----- ჯ---–---–ი (დაბადებული 26.02.1990 წელს);
- 2002 წლის 25 მარტს ზ------ მ-------–--ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის თ----- მ-------–--ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილიშვილმა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ სახლი, მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში (მთელი საცხოვრებელი სახლიდან N2 ლიტ ,,ა“ საერთო სასარგებლო ფართით 51.81 კვ.მ. სამეურნეო ფართით 9.72 კვ.მ. შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი ლ------ის ქუჩა N1- (საკადასტრო კოდი N0---------------) საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ზ------ მ-------–--ის სახელზე;
- ზ------ მ-------–--ე დაბადებიდან დღემდე დედასთან, ი-----–--- მ-------–--ესთან ერთად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-. მოპასუხე ბებიის, თ----- მ-------–--ის გარდაცვალების დროისათვის, 1987 წელს ცხოვრობდა ამ სახლში და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომაც გააგრძელა ცხოვრება ამავე მისამართზე.
- მოსარჩელე მ----- მ-------–--ის და მისი შვილების, დ----- ჯ---–---–ის და თ----- ჯ---–---–ის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-.
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 12 ივლისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს N1----- განცხადებით მომართა ქ------- მ-------–--ემ და მოითხოვა მისამართზე ქ. თბილისი, ლ------ის ქუჩა N1--ში რეგისტრირებული მ----- მ-------–--ის, თ----- ჯ---–---–ისა და დ----- ჯ---–---–ის რეგისტრაციიდან მოხსნა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მიერ აღნიშნულ მისამართზე გასვლითა და საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებით გამოირკვა, რომ მოქალაქეები მ----- მ-------–--ე, თ----- ჯ---–---–ი და დ----- ჯ---–---–ი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობენ რამდენიმე წელია (დაახლოებით 27 წელია), რასაც ადასტურებენ დათვალიერების დამსწრე პირებიც. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ----- მ-------–--ე, თ----- ჯ---–---–ი და დ----- ჯ---–---–ი მოხსნილ იქნენ რეგისტრაციის მისამართიდან - ქ. თბილისი, ლ------ის ქუჩა N1-;
- მოსარჩელე მ----- მ-------–--ემ 2017 წლის 15 ივნისს მიმართა ნოტარუსს და მოითხოვა 1987 წლის 23 აპრილს გარდაცვლილი თ----- მ-------–--ის მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდრო ქონების გაფორმება. 2002 წლის 25 მარტს ნოტარიუსის მიერ ზ------ მ-------–--ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N2---) მამკვიდრებლის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1-. შესაბამისად, მ----- მ-------–--ეს სახელზე სამკვიდრო მოწმობა ვერ გაიცემა, რადგანაც ამისთვის მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულოა მემკვიდრის ზ------ მ-------–--ის თანხმობა თ----- მ-------–--ის მემკვიდრეთა წრეში მ----- მ-------–--ის ჩართვის შესახებ, ხოლო ამ თანხმობის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება 2002 წლის 25 მარტს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მონაცემთა ბაზაში სააბონენტო ბარათზე N7-------- (მის. თბილისი, ლ------ის ქ. N1-) მოხმარებული სასმელი წყლის ხარჯის დარიცხვა 01.2013-ის ჩათვლით ხორციელდებოდა სამ სულზე, ხოლო 02.2013 -დან დღემდე ხორციელდება მრიცხველით;
- მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და მისი შვილები - დ----- ჯ---–---–ი და თ----- ჯ---–---–ი 2017 წლის 10 აგვისტომდე რეგისტრირებულნი იყვნენ სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე - ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში.
- პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მხარეთა განმარტებით, მოპასუხე მ----- მ-------–--ის მეუღლის, გ------- ჯ---–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. თბილისი, წ-----------–---–ის ქ. N6--ში გაჩენილი ხანძრის გამო საცხოვრებელში არსებული დაზიანებების შეკეთების პერიოდში, მოპასუხე მ----- მ-------–--ე და მისი შვილები დროებით ცხოვრობდნენ დედასთან, ი-----–--- მ-------–--ესთან სადავო საცხოვრებელ სახლში. პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად იმსჯელ მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, კონკრეტულად როდის გაჩნდა მოპასუხის საცხოვრებელ სახლში ხანძარი, რამდენადაც მოსარჩელე ზ------ მ-------–--ის განმარტებით, ხანძრის შედეგად სახლში დაზიანებებს ადგილი ჰქონდა 1986 წელს. მოწმე მ------–-----------–---მ კი თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ აღნიშნული ხანძრის ფაქტს ადგილი ჰქონდა ბებიის, თ----- მ-------–--ის გარდაცვალებამდე. მოსარჩელის დედის, ი-----–--- მ-------–--ის განმარტებით კი, მისი შვილი ცხოვრობდა მცირე ხნით, დაახლოებით ორი კვირით. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
4.2. პალატის შეფასებით, მ----- მ-------–--ე ვერ ადასტურებს, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მან ფაქტობრივი დაუფლებისა და მართვის გზით მიიღო სამკვიდრო ქონებაში შემავალი უძრავი ქონება.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, კანონით მინიჭებული მემკვიდრეობის უფლების პრაქტიკულად განხორციელებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია მემკვიდრის მიერ ზემოაღნიშნული ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება. ამასთან, სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებები, რომლებიც, თავის მხრივ, ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატისათვის საყურადღებოა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მ----- მ-------–--ე თ----- მ-------–--ის გარდაცვალების დროისათვის და გარდაცვალების შემდგომ, 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში ძმასთან და დედასთან ერთად. დადგენილია, რომ მ----- მ-------–--ე 1985 წლის 26 ოქტომბრიდან დაქორწინდა გ------- ჯ---–---–ზე. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმეებმა - ი-----–--- მ-------–--ემ, მ--------–-–--ამ, ო-------------–--–მა, ვ----------------–---მ, ი----------------–---–მა და მ------–-----------–---მ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე დაქორწინების შემდგომ აღარ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში და საცხოვრებლად გადავიდა მისი მეუღლის ბინაში. საყურადღებოა, რომ მოწმეები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ მოსარჩელე მხოლოდ სტუმრად მოდიოდა დედასთან, ი-----–--- მ-------–--ესთან და მისთვის საცხოვრებელ სახლს არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონება. მეტიც - ამავე ბინაში 1962 წლიდან მცხოვრებმა ი-----–--- მ-------–--ემ, რომელიც წარმოადგენს აპელანტის დედას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავის ჩვენებაში, რომ მის შვილს, მ----- მ-------–--ეს დაქორწინების შემდეგ, 1985 წლის 26 ოქტომბრიდან ქ. თბილისი, ლ------ის ქ. N1--ში მდებარე სადავო სახლში არ უცხოვრია და ასევე, იგი არ დაუფლებია მამკვიდრებლის თ----- მ-------–--ის დანაშთ ქონებას, მათ შორის არც აპელანტის მიერ მითითებულ მოძრავ ნივთებს და მ----- მ-------–--ე მხოლოდ სტუმრად მოდიოდა დედასთან გარკვეული პერიოდულობით. პალატის შეფასებით, დედის, როგორც მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ იგი წარმოადგენს მხარეთა შორის ურთიერთობის უშუალო შემსწრეს, მისთვის ცნობილია არა მხოლოდ გარკვეული გარემოებები საქმის გარშემო, არამედ თავად უწყვეტად ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში 1962 წლიდან და მისი ჩვენება უპირატესად გასაზიარებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ, გარდა მოწმის სტატუსისა, მას გააჩნია ნათესაური კავშირი აპელანტთან და ზნეობრივი ნორმების გათვალისწინებითაც, ერთი შვილის საზიანოდ და მეორის სასარგებლოდ ვერ მისცემდა ახსნა-განმარტებას, აღნიშნული რომ უტყუარი და სარწმუნო ფაქტი არ ყოფილიყო. ამდენად, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს და მართებულად მიიჩნია, რომ მ----- მ-------–--ეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მასაში შემავალი მოძრავი ნივთების დაუფლების ფაქტს დაადასტურებდა.
პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილ მსჯელობას პოლიკლინიკიდან ბავშვის სამედიცინო ანკეტაში მითითებული მონაცემების თაობაზე და განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ მ----- მ-------–--ის შვილი, 04.1-.1986 წელს დაბადებული დ----- ჯ---–---–ი იმყოფებოდა პოლიკლინიკაში აღრიცხვაზე უბნის მიხედვით, ვერ მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე შვილთან ერთად ცხოვრობდა სადავო მისამართზე, ვინაიდან, ამავე აღრიცხვის ბარათით ისიც დასტურდება, რომ 1987 წელს, მთელი წლის განმავლობაში პოლიკლინიკის წარმომადგენლის მიერ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროების შემოწმების მიზნით რამდენჯერმე (თითქმის ყოველთვიურად) განხორციელდა ბავშვის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი, თუმცა ბავშვი და ბავშვის დედა - მ----- მ-------–--ე მითითებულ მისამართზე არასოდეს დახვდა პოლიკლინიკის წარმომადგენელს, მათივე მინაწერით დგინდება მისამართზე არყოფნის მიზეზებიც: 02.04.1987 წელს - ,,ბავშვი მეორე ბებიასთან ჰყავთ“, 06.04.1987 წელს - ,,ბინა დაკეტილია, ბავშვის ნახვა ვერ მოხერხდა“, 07.07.1987 წელს - ,,ბავშვი გაყვანილია ქალაგარეთ, ბ---------ში“. 04.08.1987 წელს - ,,ბავშვი წაყვანილი ჰყავთ რაიონში“. 02.09.1987 წელს - ,,ბავშვი არ ჰყავთ ბინაზე“, 02.10.1987 წელს - ,,ბავშვი ვერ ნახა, წაყვანილია ჰყავთ რაიონში, ბავშვი სხვა მისამართზეა“. 02.1-.1987 წელს და 06.1-.1987 წელს ,,ბავშვი წაყვანილი ჰყავთ სხვა მისამართზე საცხოვრებლად“, მეტიც - ისტორიის თანახმად, იმავე წელს, 1987 წელს ბავშვისათვის ჩატარებული ყველა სამედიცინო შემოწმება, აცრები და მკურნალობა განხორციელდა უშუალოდ პოლიკლინიკაში. შესაბამისად, პალატის შეფასებით, სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ პოლიკლინიკიდან წარმოდგენილი ბავშვის სამედიცინო ანკეტა არ წარმოადგენდა იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მოსარჩელე მ----- მ-------–--ე და მისი შვილი, ბებიის - თ----- მ-------–--ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი პირდაპირი მითითება და აღნიშვნა ბავშვის სამედიცინო ისტორიაში არ მოიძებნება და არც ნათელ სურათს არ იძლევა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ მხოლოდ 2017 წლამდე სადავო მისამართზე რეგისტრაციის ფაქტის არსებობა ვერ ადასტურებს მ----- მ-------–--ის მიერ აღნიშნული სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს. უპირველესად პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 12 ივლისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს N1----- განცხადებით მიმართა ქ------- მ-------–--ემ და მოითხოვა მისამართზე ქ. თბილისი, ლ------ის ქუჩა N1--ში რეგისტრირებული მ----- მ-------–--ის, თ----- ჯ---–---–ისა და დ----- ჯ---–---–ის რეგისტრაციიდან მოხსნა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მიერ აღნიშნულ მისამართზე გასვლითა და საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებით გაირკვა, რომ მოქალაქეები მ----- მ-------–--ე, თ----- ჯ---–---–ი და დ----- ჯ---–---–ი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობენ რამდენიმე წელია (დაახლოებით 27 წელია), რასაც ადასტურებენ დათვალიერების დამსწრე პირებიც. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ----- მ-------–--ე, თ----- ჯ---–---–ი და დ----- ჯ---–---–ი მოხსნილ იქნენ რეგისტრაციის მისამართიდან - ქ. თბილისი, ლ------ის ქუჩა N1-. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებაც რომ არა, პალატა განუმარტავს მხარეს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება განხორციელდეს სახვასდასხვა გზით, - სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობით, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, სამკვიდროში არსებული მოძრავი ნივთების დაუფლებითა და სარგებლობით, კომუნალური გადასახადების გადახდით და ა.შ. აღნიშნული კი, აპელანტის მიერ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და ვერც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვერ იქნა დადასტურებული, მით უფრო, რომ სავსებით შესაძლებელია პირის რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, რამდენადაც ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას, მეტიც - ფაქტობრივი მფლობელობის გზით ქონების მიღებისათვის საერთოდ არაა აუცილებელი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მისამართზე იყოს რეგისტრირებული. რეგისტრაციის პარალელურად მხარემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, პალატა იმასაც აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა. ამავდროულად, სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ საპროცესო სტანდარტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული მასალები შეაფასოს ინდივიდუალურად და ერთობლიობაში და ამ გზით დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი იმ სადავო ფაქტების ნამდვილობა, რომლებზეც მხარეები მიუთითებენ. (სუსგ №ას-402-379-2014, 25.05.2015 წ.). პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად არ დგინდება ის გარემოება, რომ მ----- მ-------–--ეს კანონის დანაწესის შესაბამისად აქვს მიღებული 1987 წელს გარდაცვლილი ბებიის დანაშთი ქონება, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, პალატას არ ექმნება შინაგანი რწმენა აპელანტის მიერ ბებიის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- მ-------–--ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----- მ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო