განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
330100116001578531
ინსტანცია
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001578531

საქმე №1ბ/1529-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ მი--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ელ---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 10 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–-----------------------------------–------–---------------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ვლ----------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #3----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–---------------–-------------------------------------------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:

 

ელ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ვლ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ელ---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება;

 

ვლ---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება;

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2016 წლის 25 აგვისტოს, ქ. თ---–--–--------------------------ზე, ელ---------------ე მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ფ----ით“, სახელმწიფო ნომრით E-------, რა დროსაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა ასევე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ „ფ---––-----ის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით A-------- ავტომობილს, რომელსაც მართავდა ვლ---------------–---–ი. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ავტომობილ „ფ----ის“ მგზავრმა ნე-–-------–---–მა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორმა მი--------------ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და დანიშნული სასჯელის გამკაცრება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, რადგან ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ჩადენილი დანაშაულიდან გამომდინარე შეფარდებული სასჯელი უნდა იყოს მიზნის მიღწევის „შესაბამისი“ საშუალება. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განაჩენი, რომლის თანახმადაც სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. პირის დამნაშავეობის თაობაზე დასკვნის მიღების შემდეგ სასამართლო მსჯელობს სასჯელის კონკრეტულ სახესა და ზომაზე, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, როდესაც დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის ესა თუ ის სახე და ზომა უნდა დასაბუთდეს არანაკლებ პირის ბრალეულობის შესახებ მსჯელობისას, რარიგ კანონიერი ან/და დასაბუთებული არ უნდა იყოს განაჩენი, იგი ნაკლებ ეფექტურია უსამართლო სასჯელის, მეტისმეტად მკაცრი, ან პირიქით მეტისმეტად ლმობიერი სასჯელის პირობებში, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი განმეორებითობის საშიშროების გაუთვალისწინებლობით.

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და სხვა გარემოებებს. აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას და მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, შესაბამისად მითითებული მიზნების უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სასჯელის უფრო მკაცრი ზომა.

 

მსჯავრდებულმა ვლ---------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩენის ძალაში დატოვება. მსჯავრდებულ ელ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო-------–-----მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ამასთან მიუთითა, რომ განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება და ელ---------------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულების მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულ ნე-–-------–---–ის და მოწმეების: მი---------------ის, დი---------–----ის, თე---------------ის, კო------------–-----–---–ის, კო------------–----------–---–ის და ლა–----------–--ის ჩვენებებით, ასევე საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 აგვისტოს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1------- დასკვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნა, 2016 წლის 11 თებერვლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, 2016 წლის 16 ივნისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვიდეო და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე. დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებული არ ყოფილა, რაც შეეხება მსჯავრდებულ ელ---------------ის დამცველის შესაგებელში დაფიქსირებულ მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ ელ---------------ეს და ვლ---------------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ. მათ მიერ ჩადენილი ქმედების და მათი პიროვნებების გათვალისწინებით, პალატას მიიჩნია, რომ თითოეული დანიშნული სასჯელის სახე და ზომა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ მი--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ელ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ვლ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

მსჯავრდებულების ელ---------------ის და ვლ---------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: 2 (ორი) ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე