განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002262617, №1ბ/1086-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნ---- სოლომნიშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლე--- ჟო--–---–--ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - რ----- ლე---ის ძე კი-–--ე - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–-----------------------.
ადვოკატი - ნ---- ან------–---–ი.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
განაჩენის მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
სასჯელი:
2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ რ----- კი-–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- ან------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და რ----- კი-–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, მისცა მათ მსჯავრდებულის საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია და განაჩენი დააყრდნო ვარაუდებს და ირიბ მტკიცებულებებს. დაირღვა რ----- კი-–--ის უფლება სამართლიან სასამართლოზე, რაც გულისხმობს ბრალდებულის უფლებას მიიღოს გადაწყვეტილება, სადაც პასუხი იქნება გაცემული დაცვის მხარის მიერ დაყენებულ ყველა მნიშვნელოვან არგუმენტზე. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში არსებითი განსხვავებაა გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის, ხოლო აღნიშნული განსხვავება საფუძველს აცლის მათ უტყუარობას. განსხვავებებზე სასამართლომ თვალი დახუჭა და რატომღაც უპირატესობა მიანიჭა გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
რ----- კი-–--ე და თა---- თა-------ი-–--ე დაქორწინდნენ 2014 წელს და ამავე წლის ოქტომბრის თვიდან - 2017 წლის 30 ნოემბრამდე რ----- კი-–--ე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თა---- თა-------ი-–--ეს სისტემატურად სცემდა, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. კერძოდ, სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა როგორც თანაცხოვრების განმავლობაში, ისე მასთან დაშორების შემდეგაც, როდესაც 2015-2016 წლებში თა---- თა-------ი-–--ე საცხოვრებლად გადავიდა ჯერ ბიძაშვილთან, სო------ სო-–---------სთან, შემდეგ კი დედასთან - მზ------- სო-–---------სთან. 2017 წლის ივნისის თვიდან, როდესაც თა---- თა-------ი-–--ე დაბრუნდა მეუღლესთან საცხოვრებლად, ქ.თბილისში, ც-------------------------------ში, რ----- კი-–--ე კვლავ აგრძელებდა მეუღლის ცემას. ამასთან ერთად, რ----- კი-–--ე თა---- თა-------ი-–--ეს უზღუდავდა და უკრძალავდა მეგობრებთან ურთიერთობას, 18:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლას, მუშაობას და როგორც ქალს, სთხოვდა მონურ მორჩილებას. აღნიშნული ქმედებების შედეგად თა---- თა-------ი-–--ე განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
2017 წლის 28 ნოემბრიდან - 30 ნოემბრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც თა---- თა-------ი-–--ემ გადაწყვიტა მეუღლისგან განცალკევებით ცხოვრება და გაემგზავრა ხუ-–-----------ში, რ----- კი-–--ე თა---- თა-------ი-–--ეს დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, თუ არ დაბრუნდებოდა უკან თბილისში. აღნიშნული მუქარა თა---- თა-------ი-–--ემ რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც 2017 წლის 30 ნოემბერს დაბრუნდა თბილისში, სადაც უნდა შეხვედროდა რ----- კი-–--ეს. თა---- თა-------ი-–--ის დედის თხოვნით, მუქარით გამოწვეული შიშის საფუძველზე მათ შეხვედრას შორიდან აკვირდებოდნენ თა---- თა-------ი-–--ის და - თა----- თა-------ი-–--ე და დის მეგობარი ალ---- ქა------ე. რ----- კი-–--ემ თა---- თა-------ი-–--ე ცო---- დ------ის და ბ-–---–---–ის ქუჩების გავლით წაიყვანა თბილისის ზღვის მიმართულებით, სადაც აგრძელებდა მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. საბოლოოდ კი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისა და ხელკეტის გამოყენებით სცემა და შემდეგ დააბრუნა ცო---- დ------ის ქუჩაზე.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- კი-–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ----- კი-–--ე და თა---- თა-------ი-–--ე 2014 წლის 31 აგვისტოს დაქორწინდნენ. 2014 წლის ოქტომბრიდან - 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით რ----- კი-–--ე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თა---- თა-------ი-–--ეს სისტემატურად სცემდა, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა როგორც თანაცხოვრების განმავლობაში, ისე მასთან დაშორების შემდეგაც. 2014 წლის ოქტომბრიდან, თა---- თა-------ი-–--ე მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობიდან გამომდინარე თავდაპირველად ცხოვრობდა ბიძაშვილთან, სო------ სო-–---------სთან, შემდეგ კი, 2015-2016 წლებში, დედასთან - მზ------- სო-–---------სთან და დასთან თა----- თა-------ი-–--ესთან. ამ პერიოდში რ----- კი-–--ე აგრძელებდა მასზე ძალადობას. 2017 წლის ივნისის თვეში თა---- თა-------ი-–--ე დაბრუნდა მეუღლესთან საცხოვრებლად, ქ.თბილისში, ცო---- დ------ის ქუ--------ში. რ----- კი-–--ე მას მთელი თანაცხოვრების პერიოდში უზღუდავდა და უკრძალავდა მეგობრებთან ურთიერთობას, 18:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლას, მუშაობას და როგორც ქალს, სთხოვდა მონურ მორჩილებას. აღნიშნული ქმედებების შედეგად თა---- თა-------ი-–--ე განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. 2017 წლის 27 ნოემბერს, კონფლიქტის ნიადაგზე რ----- კი-–--ემ თა---- თა-------ი-–--ეს, ოჯახის წევრების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა. ასევე 2017 წლის 30 ნოემბერს, ზემოხსენებული ძალადობის ფაქტის შემდგომ, სახლიდან წასული თა---- თა-------ი-–--ე, რ----- კი-–--ის დაჟინებული მოთხოვნით დაბრუნდა თბილისში და შეხვდა მას. შეხვედრა შედგა რ----- კი-–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, სადაც კონფლიქტის საფუძველზე ბრალდებულმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელისა და ხელკეტის გამოყენებით სცემა იგი. შედეგად, თა---- თა-------ი-–--ემ მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით, რ----- კი-–--ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2017 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო N0----------- საქმეზე, თა---- თა-------ი-–--ის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოძიებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 3 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინება (რეგისტრაციის N2------), რომლის თანახმად, მოქალაქე თა---- თა-------ი-–--ე აცხადებდა, რომ საცხოვრებელ სახლში 2017 წლის 27 ნოემბერს, მეუღლემ რ----- კი-–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე ეტაპად.
მეორე N2------ შეტყობინებით, რომლის ინიციატორია მე----–------–---–ი, დგინდება, რომ ინიციატორის განცხადებით თა---- თა-------ი-–--ე ნაცემია მეუღლის მიერ და ითხოვს სასწრაფო დახმარებას.
დაზარალებულმა თა---- თა-------ი-–--ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა რ----- კი-–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოძიების ეტაპზე, დაზარალებულის მიერ მითითებული არაერთი გარემოება გადამოწმდა გამომძიებლის მიერ, გარდა ამისა, დაზარალებულისვე თანხმობით იქნა ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ასახავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, პაციენტის სამედიცინო ბარათი N35-------- მიხედვით დგინდება, რომ 2017 წლის 3 დეკემბერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თა---- თა-------ი-–--ეს აღმოუჩინა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. პაციენტის ანამნეზში მითითებულია, რომ თა---- თა-------ი-–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში. პაციენტმა ექიმს განუცხადა, რომ სამი დღის წინ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
თა---- თა-------ი-–--ის სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალის არსებობა ასევე დაადასტურა გამომძიებელმა ნო----- გა---–---მ, რომელმაც შეტყობინებიდან მცირე დროში პოლიციის განყოფილებაში უშუალოდ ნახა ძალადობის მსხვერპლი. მოწმის განმარტებით, დაზარალებულს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების დროს აღენიშნებოდა დაზიანება თვალის, მარჯვენა ხელის და ფეხის არეში.
თა---- თა-------ი-–--ის გამოკითხვისთანავე, დაზარალებულის სახეზე - მარცხენა თვალის არეში არსებული დაზიანების კვალის დაფიქსირების მიზნით, გამომძიებელმა ნო----- გა---–---მ მოახდინა ფოტოგრაფირება. სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა ფოტოები, რომლითაც თა---- თა-------ი-–--ეს მარცხენა თვალის არეში აღენიშნება დაზიანება.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, თა---- თა-------ი-–--ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სახის, მარცხენა მტევნის და მარჯვენა წვივის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, კისრის და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში-ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. სახის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი და კისრის მიდამოში არსებული ნაჭდევი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 27 ნოემბერს. მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში არსებული ნაჭდევი და მარცხენა მტევნის და მარჯვენა წვივის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთები დაახლოებით 3-4 დღის ხანდაზმულობისაა. პირადი შემოწმების მონაცემებით თა---- თა-------ი-–--ეს აღენიშნებოდა ცხვირის მიდამოში-მარცხნივ, გარდამავალი მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე და ყვრიმალზე მოყვითალო ფერის კონტურებწაშლილი სისხლნაჟღენთი, ზომით 5,3X2,4 სმ. კისრის წინა და მარჯვენა გვერდით ზედაპირის საზღვარზე აღენიშნება მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული, კანის ზედაპირის ზემოთ მდებარე, ნაპირებზე კიდეებწამოწეული ნაჭდევი, ზომით 0,7X0,6 სმ; მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის უკანა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე აღენიშნება მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული, კანის ზედაპირის ზემოთ მდებარე ნაჭდევი, ზომით 1,4X0,4 სმ; მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე ნების II-IV ძვლის საპროექციოდ აღინიშნება ცენტრალურად მოლურჯო, კიდეებში მომწვანო ფერის სისხლნაჟღენთები, ზომით 3,0X2,2 სმ, ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღინიშნება: მარჯვენა წვივის უკანა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე-შუა მესამედში, ზომით 2,0X1,3 სმ. მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე-შუა მესამედში, ზომით 2,2X1,3სმ.
ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია დაზიანების წარმოშობის მექანიზმზე - შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2017 წლის 27 ნოემბერს და 30 ნოემბერს მეუღლემ მიაყენა დაზიანებები. ასევე საყურადღებოა, რომ დაზარალებული შემოწმების დროს უჩიოდა თავბრუსხვევას, გულისრევას, თავის და ხერხემლის ტკივილს, შუილს მარცხენა ყურში. სამედიცინო ექსპერტმა ქე------ ბე-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა დასკვნის სისწორე და მასში აღნიშნული შინაარსი, მათ შორის ძალადობის მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან და ტკივილთან მიმართებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ნო----- გა---–---მ განმარტა, რომ დაზარალებულის გადმოცემით, 2017 წლის 27 ნოემბერს, რ----- კი-–--ემ ფიზიკური ძალადობისას თავი მიარტყმევინა სააბაზანო ოთახის კედელზე, რის შედეგადაც დაზიანდა კედელზე გაკრული პლასტმასის ფირფიტა. დაზარალებულის ჩვენების გადასამოწმებლად 2017 წლის 4 დეკემბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რ----- კი-–--ის საცხოვრებელ სახლში, თბილისში, ც.დ------ის ქუ--------ში არსებული აბაზანა და დადასტურდა, რომ აბაზანის კედელზე გაკრული ,,პლასტიკატი“ აბაზანის გასასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ იატაკიდან 115 სმ. სიმაღლეზე იყო ამოტეხილი მრგვალად.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველ ფოტოსურათებში ჩანს, რომ კედელზე გაკრული პლასტმასის ფირფიტა არის დაზიანებული სწორედ იმ ადგილზე და იმგვარად, როგორც ეს დაზარალებულმა გამომძიებელს მიუთითა. კედელზე არსებული დაზიანების შესახებ საკუთარ ჩვენებაში ისაუბრა ასევე ექსპერტ-კრიმინალისტმა გვ--–- გუ------ემ. მოწმემ განაცხადა, რომ აბაზანაში, რომელიც დაათვალიერეს საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში კედელზე მართლაც იყო დაზიანებული მეტალოპლასტმასის ფირფიტა. დაზიანება იყო ოვალური ფორმის და აშკარად ეტყობოდა, რომ იყო შემტვრეული.
ნო----- გა---–---ს განმარტებით, დაზარალებულმა გამოკითხვისას ასევე მიუთითა, რომ რ----- კი-–--ემ 2017 წლის 30 ნოემბერს, საკუთარ ავტომანქანაში სცემა პოლიეთილენის მასალით გაკეთებული ხელკეტით.
2017 წლის 3 დეკემბერს ჩატარდა რ----- კი-–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის, BM----- სახელმწიფო ნომრით QQ-----, ჩხრეკა. მძღოლის სავარძლის მარცხენა მხარეს, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა დაახლოებით 40 სმ სიგრძის მრგვალი ფორმის ხელკეტი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ლე--- კი-–--ე. ოქმზე მისი ხელით გაკეთებულია შენიშვნა, რომ აღნიშნული ხელჯოხი ეკუთვნის მის შვილს რ----- კი-–--ეს და დამზადებულია მისი ხელით, რომელსაც ინახავდა თავდაცვის მიზნით. სასამართლო სხდომაზე საილუსტრაციოდ გამოკვლეული იქნა დანაშაულის იარაღი - ხელკეტი.
რაც შეეხება სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირებს - თა----- თა-------ი-–--ეს, ედ---- თა-------ი-–--ეს და მზ------- სო-–---------ს, სასამართლოში მათი დაკითხვისას გამოქვეყნდა გამოძიების ეტაპზე მათი გამოკითხვის ოქმები.
მოწმე თა----- თა-------ი-–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მისი და თა---- თა-------ი-–--ე 2014 წელს დაქორწინდა რ----- კი-–--ეზე. ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, როდესაც თა---- თა-------ი-–--ე იყო ფეხმძიმე, რ----- კი-–--ესა და მას შორის სრულიად უმიზეზოდ დაიძაბა ურთიერთობა. რ----- კი-–--ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. თა---- თა-------ი-–--ეს ხშირად სხეულზე აღენიშნებოდა ცემისაგან მიყენებული დაზიანებები, რის გამოც თა---- იძულებული გახდა წამოსულიყო რ-----საგან და იმავე წელს საცხოვრებლად გადავიდა ბიძაშვილთან სო------ სო-–---------სთან, ხოლო შემდეგ ცხოვრობდა დასთან თა----- თა-------ი-–--ესთან და დედასთან მზ------- სო-–---------სთან. რ----- კი-–--ე ბავშვის ნახვის მიზეზით სისტემატურად აკითხავდა თა----ს და თა----- თა-------ი-–--ის, მზ------- ს---–--------ის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. თა---- თა-------ი-–--ეს ხშირად ეტყობოდა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიყენებული ცემის შედეგად. 2015 წლის მაისში, რ----- კი-–--ემ ისე სცემა თა---- თა-------ი-–--ე, რომ იგი დაზიანებების შედეგად აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იქნა გადაყვანილი, სადაც აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 2016 წლიდან - 2017 წლის ივნისის თვემდე თა---- თა-------ი-–--ე მცირეწლოვან შვილთან, თა----- თა-------ი-–--ესთან და მზ------- სო-–---------სთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ფა-----------–ის ქუჩაზე, სადაც რ----- კი-–--ე კვლავ სისტემატურად აკითხავდა და ოჯახის წევრების თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სხვადასხვა გამოგონილი მიზეზებით. მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იყო თა---- თა-------ი-–--ის უუფლებობა, იგი მონასავით უნდა დამორჩილებოდა ქმრის მოთხოვნებსა და ბრძანებებს. მას არ ჰქონდა უფლება ჰყოლოდა მეგობრები, 18:00 საათის შემდეგ გარეთ გასულიყო, არ ჰქონდა უფლება ემუშავა და რადგან ის რ-----ს ცოლი იყო, მხოლოდ რ-----ს ჰქონდა უფლება გადაეწყვიტა მისი ბედი. 2016 წლის ნოემბრის თვეში, დაახლოებით 22:00 საათზე, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ თა---- და თა----- თა-------ი-–--ეები, მათ ფა-----------–ის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან დახვდათ რ----- კი-–--ე. რ----- კი-–--ემ სახლში გვიან დაბრუნების გამო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს. მან რამდენჯერმე დაარტყა ხელი თა---- თა-------ი-–--ეს სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, როდესაც ჩათვალა, რომ ცოლი საკმარისად დასაჯა, წავიდა. ამ დღის შემდეგ დაზარალებულს და მოწმეს მუშაობა აღარ გაუგრძელებიათ. მოწმის ჩვენებით, თა---- თა-------ი-–--ისგან და მშობლებისგან გაიგო, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს ც. დ------ის ქ-------ში, რ----- კი-–--ის საცხოვრებელ სახლში, რ----- კი-–--ემ კიდევ ერთხელ, ეჭვიანობის ნიადაგზე ცემა თა---- თა-------ი-–--ე მშობლების თანდასწრებით, რის გამოც ედ---- თა-------ი-–--ემ და მზ------- სო-–---------მ თა---- თა-------ი-–--ე და მისი მცირეწლოვანი შვილი ბ-------ე წაიყვანეს ხუ-–-----------ში, სადაც რ----- კი-–--ის მუქარითა და ბრძანებით, თა---- თა-------ი-–--ე იძულებული გახდა 2017 წლის 30 ნოემბერს შვილთან ერთად რ-----სთან დაბრუნებულიყო თბილისში. რ----- კი-–--ის მამამ ლე--- კი-–--ემ დაზარალებულის მშობლებს ტელეფონზე საუბრისას ვერ მისცა თა----ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტია, რის გამოც, თა----- თა-------ი-–--ეს მშობლებმა სთხოვეს დახვედროდა თა---- თა-------ი-–--ეს „დიდუბის“ ავტოსადგურში, სადაც თა---- უნდა შეხვედროდა რ-----ს. თა----- თა-------ი-–--ეს შეეშინდა მარტო დახვედრის, რადგან რ-----ს მხრიდან შესაძლოა კვლავ განხორციელებულიყო მეუღლეზე ძალადობა, აღნიშნულის გამო მეგობართან - ალ---- ქა------ესთან ერთად, ამ უკანასკნელის ავტომანქანით, შორიახლოს ელოდებოდნენ რ-----ს სახლთან, ვინაიდან ვერ ასწრებდნენ დიდუბის ავტოსადგურში დახვედრას. გამოკითხვის ოქმში, მოწმე თა----- თა-------ი-–--ე მიუთითებს, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს რ----- კი-–--ემ თა---- თა-------ი-–--ეს ავტომანქანაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სცემა როგორც ხელით, ასევე ხელკეტით, თა---- თა-------ი-–--ეს სხეულზე ეტყობოდა დარტყმისაგან მიღებული დაზიანება.
მოწმე მზ------- ს---–--------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, თა---- თა-------ი-–--ე 2014 წელს დაქორწინდა რ----- კი-–--ეზე. მათი დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში, თა---- თა-------ი-–--ის ფეხმძიმობის დროს, რ----- კი-–--ე გახდა აგრესიული, იგი სისტემატურად აყენებდა თა---- თა-------ი-–--ეს ფიზიკურ შეურაცხყოფას. თა---- თა-------ი-–--ეს არ უნდოდა აღნიშნული ფაქტის პოლიციისთვის შეტყობინება, თუმცა იძულებული გახდა დაშორებოდა მეუღლეს და იმავე წელს საცხოვრებლად გადავიდა ბიძაშვილთან სო------ სო-–---------სთან. შემდეგ, მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედასთან მზ------- სო-–---------სთან და დასთან თა----- თა-------ი-–--ესთან. რ----- ხშირად აკითხავდა თა----ს და დედის მზ------- ს---–--------ის თანდასწრებითაც კი, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ერთხელ ასეთი ცემის შემდეგ 2015 წელს, თა---- სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა ,,ღუდუშაურის“ საავადმყოფოში, თუმცა რ----- კი-–--ის შიშით დაზარალებულმა ექიმებს განუმარტა, რომ კიბეზე წაქცევით მიიღო დაზიანებები, რადგან რ----- სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებულმა შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი და შვილთან, დედასთან და დასთან ერთად გადავიდა სხვა მისამართზე, სადაც კვლავ აკითხავდა რ----- კი-–--ე და ისევ სისტემატურად ცემდა. ცემის მიზეზი იყო შერიგების მოთხოვნა და მასთან საცხოვრებლად გადასვლა. 2017 წლის ივნისის თვეში, რ----- კი-–--ის მოთხოვნით მეუღლეები შერიგდნენ და თა---- თა-------ი-–--ე გადავიდა რ----- კი-–--ესთან საცხოვრებლად ც. დ------ის ქუ--------ში. 2017 წლის 27 ნოემბერს, მზ------- სო-–--------- და მისი მეუღლე ედ---- თა-------ი-–--ე სტუმრად იმყოფებოდნენ რ----- კი-–--ის სახლში. დაახლოებით 18:00 საათზე, მზ------- სო-–--------- ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლის პირველ სართულზე, რა დროსაც სახლის მეორე სართულიდან შემოესმა ჩხუბის ხმა. შევიდა თა----ს და რ-----ს ოთახში და ნახა, რომ თა----ს მთელი სახე და ლოყები ჰქონდა დაწითლებული ცემის გამო. ვინაიდან მას არ სურდა შვილის მარტო დატოვება, იქვე, მეორე ოთახში გავიდა, რათა ეკონტროლებინა ვითარება. რამდენიმე წუთში კვლავ შემოესმა ჩხუბის და თა---- თა-------ი-–--ის ცემის ხმა. შევარდა თა----ს ოთახში და ნახა, რომ რ----- კი-–--ეს საწოლზე ჰყავდა დაგდებული თა----, მუცელზე ეჯდა და ხელებს ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, ხოლო შემდეგ კისერში წაუჭირა ხელი და დახრჩობას უპირებდა. ძალადობის შემდეგ, მშობლებმა თა---- თა-------ი-–--ე მცირეწლოვან შვილთან ერთად წაიყვანეს რაიონში. სოფელში ჩასვლისთანავე რ-----მ თა----ს დაუწყო ტელეფონზე რეკვა, იგი მოითხოვდა თა----სა და მისი შვილის თბილისში დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში თა----ს ემუქრებოდა ოჯახის წევრების და მისი სიცოცხლის მოსპობით. თა---- ძალიან შეშინდა და 2017 წლის 30 ნოემბერს დაბრუნდა თბილისში. მოგვიანებით, მზ------- სო-–---------მ, თა----- თა-------ი-–--ისგან შეიტყო, რომ რ----- კი-–--ეს თა---- თა-------ი-–--ე ავტომანქანაში უცემია ხელკეტით.
მოწმე ედ---- თა-------ი-–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, თა---- თა-------ი-–--ე და რ----- კი-–--ე 2014 წელს დაქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში ფეხმძიმე თა---- თა-------ი-–--ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა რ----- კი-–--ემ, რის გამოც თა---- თა-------ი-–--ე წავიდა სახლიდან. გამოკითხვის ოქმში მოწმე ედ---- თა-------ი-–--ე მიუთითებს, რომ პერიოდულად ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ამიტომ თა---- თა-------ი-–--ის და რ----- კი-–--ის ურთიერთობის შესახებ ამბებს იგებდა მზ------- ს---–--------ისგან. მზ------- ს---–--------ისგან იღებდა ინფორმაციას, რომ რ----- კი-–--ე თა---- თა-------ი-–--ეს მზ------- ს---–--------ის და თა----- თა-------ი-–--ის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ძალადობის შედეგად თა----ს რამდენჯერმე სასწრაფოს დახმარებაც დაჭირვებია და საავადმყოფოში აღმოჩენილა ცემის გამო. მოწმის ჩვენებით, 2017 წელს თა---- და რ----- კი-–--ე შერიგდნენ და განაგრძეს თანაცხოვრება რ----- კი-–--ის სახლში. 2017 წლის 27 ნოემბერს, ედ---- თა-------ი-–--ე მეუღლესთან მზ------- თა-------ი-–--ესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა რ----- კი-–--ის სახლში. დაახლოებით 18:00 საათზე, მეორე სართულიდან გაიგონა მზ------- ს---–--------ის ყვირილის ხმა, აირბინა კიბეზე, დაინახა, რომ რ----- კი-–--ეს საწოლზე ჰყავდა დაწვენილი თა---- თა-------ი-–--ე გულაღმა მდგომარეობაში, თვითონ ზევიდან იყო და ხელი ჰქონდა მოკიდებული კისერში, ედ---- თა-------ი-–--ის დანახვაზე რ----- კი-–--ე მაშინვე გადმოხტა საწოლიდან. თა---- თა-------ი-–--ე ნაცემი იყო, მას დაზიანებები ეტყობოდა სახეზე და კისრის არეში. რ----- კი-–--ე თა---- თა-------ი-–--ეს ღალატს ედავებოდა. თა---- თა-------ი-–--ე უარყოფდა ღალატის ფაქტს და ამბობდა, რომ ეს იყო მხოლოდ რ----- კი-–--ის ავადმყოფური ეჭვიანობის ნაყოფი. ძალადობის შემდეგ, ედ---- თა-------ი-–--ემ შვილი თა---- თა-------ი-–--ე წაიყვანა აჭარის რეგიონში. ბათუმში ყოფნისას დაურეკა რ----- კი-–--ემ და უთხრა, რომ სასწრაფოდ გამოეშვა თა---- თა-------ი-–--ე და მისი მცირეწლოვანი შვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ოჯახის ამოწყვეტით. 2017 წლის 30 ნოემბერს, თა---- თა-------ი-–--ე დაბრუნდა თბილისში. მოწმემ ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ რ----- კი-–--ემ მეუღლეს ავტომანქანაში კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის გამოკითხვის ოქმით ასევე დგინდება, რომ რ----- კი-–--ე თა---- თა-------ი-–--ეს მეგობრების ყოლის უფლებას უკრძალავდა, თა---- თა-------ი-–--ეს არ ჰქონდა 18:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლის და მუშაობის უფლება. შეზღუდვების მიზეზს რ----- კი-–--ე იმით ხსნიდა, რომ თა---- ქალი იყო, თან მისი ცოლი და თვითონ უნდა გადაეწყვიტა თა----ს ცხოვრების წესი. აღნიშნულის გამო იგი თა----ს ხშირად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.
მიუხედავად გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციისა, მოწმეებმა თა----- თა-------ი-–--ემ, ედ---- თა-------ი-–--ემ და მზ------- სო-–---------მ ნაწილობრივ შეცვალეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებები.
მოწმე ედ---- თა-------ი-–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არ შესწრებია 2017 წლის 27 ნოემბერს რ----- კი-–--ის მხრიდან თა---- თა-------ი-–--ეზე ფიზიკურ ძალადობას, ასევე განაცხადა, რომ თა---- თა-------ი-–--ეს არ ეტყობოდა ცემის კვალი, გარდა სახეზე სიწითლისა, რომელიც არ იცის ძალადობის კვალი იყო, თუ ალერგიის ან აღელვების. რაც შეეხება 2017 წლის 27 ნოემბრამდე მომხდარ ძალადობის ფაქტებს, ედ---- თა-------ი-–--ემ განაცხადა, გამომძიებელს ნამდვილად განუცხადა, რომ რ----- კი-–--ე სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას თა---- თა-------ი-–--ეს, თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფაში იგი გულისხმობდა ლანძღვა-გინებას.
მოწმე მზ------- სო-–---------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ თა---- თა-------ი-–--ის და რ----- კი-–--ის პერიოდულად დაშორების მიზეზი იყო მხოლოდ სიტყვიერი შეკამათება. მოწმემ განაცხადა, რომ ზოგჯერ თავადაც შესწრებია რ----- კი-–--ისა და თა---- თა-------ი-–--ეს შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფას ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი. 2017 წლის 27 ნოემბერს იგი შეესწრო კონფლიქტს დაზარალებულსა და რ----- კი-–--ეს შორის, თუმცა არ უნახავს რ-----ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ცუდად გახდა და არ ახსოვს რ----- თა----ს მუცელზე ეჯდა თუ არა. ცუდად გახდა და გავიდა სხვა ოთახში, სადაც მივიდა ლ---–- და აწყნარებდა. შემდეგ კიდევ შემოესმა კამათი, გავარდა და დაინახა, რომ რ----- მხრებზე ექაჩებოდა თა----ს და ეუბნებოდა სიმართლე ეთქვა. თა---- არაფერს ამბობდა და იცილებდა, გარეგნულად კი ეტყობოდა სიწითლეები. მოწმემ განაცხადა, რომ რ----- კი-–--ე მეუღლეს მუშაობას უკრძალავდა, ვინაიდან არ უნდოდა, რომ საღამოს საათებში გარეთ ყოფილიყო და აკონტროლებდა. რ----- კი-–--ე მისი შვილიშვილის მამაა და ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე არ სურს რ----- კი-–--ის დასჯა.
მოწმე თა----- თა-------ი-–--ემ უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, მან სასამართლო სხდომაზე გამორიცხა რ----- კი-–--ის მხრიდან თა---- თა-------ი-–--ეზე სისტემატური ცემის ფაქტების არსებობა. სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით, იგი არასდროს შესწრებია რ----- კი-–--ის მხრიდან თა---- თა-------ი-–--ეზე ფიზიკურ ძალადობას, იყო პერიოდები, როდესაც მისი და - თა---- თა-------ი-–--ე და სიძე - რ----- კი-–--ე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, თუმცა ეს ხდებოდა მხოლოდ სიტყვიერი კამათისა და გაურკვევლობის გამო. მან განაცხადა, რომ დაზარალებული 2015 წლის მაისში საავადმყოფოში მოთავსდა არა მეუღლის მხრიდან ცემის, არამედ სტრესის გამო.
მოწმე ალ---- ქა------ის ჩვენებით, 2017 წლის 30 ნოემბერს მეგობარმა - თა----- თა-------ი-–--ემ დაურეკა და უთხრა, რომ თბილისში ჩამოდიოდა მისი და - თა---- თა-------ი-–--ე და ვინაიდან მას კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა მეუღლესთან, რ----- კი-–--ესთან, თხოვა დახვედროდნენ მას. ვინაიდან დი------–- დახვედრას ვერ ასწრებდნენ დახვდნენ ნა---–-----ში რ----- კი-–--ის სახლთან. დახვედრის მიზანი იყო კონფლიქტის თავიდან არიდება, თუმცა, რამე რომ მოხდარიყო ალბათ ვერ ჩაერეოდა, ვინაიდან ეს იყო ოჯახის საქმე. დაახლოებით ღამის 1-2 საათზე ავტომანქანით მოვიდა რ----- კი-–--ე. მის ავტომანქანაში ისხდნენ თა---- და ბავშვი. რ-----მ ბავშვი გადაიყვანა სახლში და მანქანა დაძრა, რომელსაც გაჰყვა თავისი ავტომანქანით თა----- თა-------ი-–--ესთან ერთად. რ----- კი-–--ემ ავტომანქანა გააჩერა ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელსაც შორიახლოდან აკვირდებოდნენ. დიდხანს იყვნენ გაჩერებულები, რის გამოც გადმოვიდა ავტომანქანიდან და რ-----ს მანქანიდან გაიგონა კამათის ხმა. შემდეგ მანქანა დაიძრა და მივიდნენ ისევ სახლთან. თა---- გადმოვიდა რ----- კი-–--ის ავტომანქანიდან, დაჯდა ტაქსში და წავიდა. თა----სთვის სახეზე არ შეუხედავს და მისი ემოციებიც უცნობია. მოწმის ჩვენებით, თა----- თა-------ი-–--ე ალბათ საფრთხეს გრძნობდა, ვინაიდან მას დაურეკა და თხოვა დახმარება. სიმართლეს უყვებოდა თუ ტყუილს მისთვის არ იყო ცნობილი, თუმცა, როდესაც ღამის 2 საათზე ადამიანი დაგირეკავს და თხოვნით მოგმართავს, ე.ი. ჭირდები.
სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე სო------ სო-–---------მ განმარტა, რომ თა---- თა-------ი-–--ე პერიოდულად შორდებოდა მეუღლეს და ცხოვრობდა დედასთან და დასთან, ზოგჯერ მასთანაც. დაშორების მიზეზი იყო კონფლიქტები. თა----ს განმარტებით, მეუღლე მას ხშირად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც საცხოვრებლად ნათესავებთან მიდიოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მეუღლეები ისევ აგრძელებდნენ თანაცხოვრებას. სო------ ს---–--------ის განმარტებით, 2014 წლის ოქტომბერში, მასთან დროებით ცხოვრობდა ფეხმძიმე თა---- თა-------ი-–--ე, რომელიც წამოსული იყო მეუღლის სახლიდან, რადგან ამ უკანასკნელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა ფეხმძიმე მეუღლეს. ბავშვის დაბადებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ თა---- თა-------ი-–--ე მეუღლეს შეურიგდა, თუმცა რ----- კი-–--ემ ისევ დაიწყო თა---- თა-------ი-–--ის მიმართ ფიზიკური ძალადობა და თა---- თა-------ი-–--ე კვლავ იძულებული გახდა დაშორებულიყო. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, რ----- კი-–--ემ ისევ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თა---- თა-------ი-–--ეს. სო------ სო-–---------მ უშუალოდ ნახა დაზარალებული, რომელსაც სახეზე აშკარად ეტყობოდა ძალადობის კვალი, თვალზე ჰქონდა სისხლნაჟღენთი, ასევე დაზიანება ჰქონდა ხელზე და ფეხზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოწმის სახით დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები: ბრალდებულის მამა ლე--- კი-–--ე, დედა - ლ---–- ხ--------–---–ი და ბებია ა-–---–--ა კი-–--ე. სამივე მოწმემ გამორიცხა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ, როგორც სისტემატური ცემის, ასევე ერთჯერადი ძალადობის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნებულ იქნა მოწმე ლე--- კი-–--ის გამოკითხვის ოქმი, სადაც იგი ადასტურებს, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს რ----- კი-–--ემ ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტის დროს თა---- თა-------ი-–--ეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სასამართლო სხდომაზე მოწმე ლე--- კი-–--ემ შეცვალა ჩვენება და არ დაადასტურა 2017 წლის 27 ნოემბრის ძალადობის ეპიზოდი.
დაცვის მხარის მოწმეებმა - რ----- კი-–--ის მეზობლებმა ან-----–--ემ, ნი----------–--ემ, ნი---–----------ემ, ლე-–------–--ამ სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურეს რ----- კი-–--ის მიერ თა---- თა-------ი-–--ეზე სისტემატური ცემის ფაქტები.
მოწმე ე----- ხ--------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს სტუმრად იმყოფებოდა რ----- კი-–--ის სახლში. მან რამდენჯერმე გაიხედა ქუჩაში და დაინახა, რომ თა---- თა-------ი-–--ე და რ----- კი-–--ე საუბრობდნენ ამ უკანასკნელის ავტომანქანაში სახლის მიმდებარედ და რაიმე სახის ძალადობას, რ----- კი-–--ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
პა------------–---–ის ჩვენებით, იცნობს თა---- თა-------ი-–--ეს. თავიდან მეგობრობდნენ, თუმცა შემდეგ ურთიერთობა გადაიზარდა სიყვარულში, რასაც თა---- მალავდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ თა---- და მისი მეუღლე ერთად აღარ ცხოვრობდნენ და უნდა გაშორებულიყვნენ. ურთიერთობის ბოლო თვეს თა----მ მუშაობა დაიწყო. ამის შემდეგ აერიათ ურთიერთობა და დაშორდნენ. დაშორების შემდეგ 1 თვის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა რ----- კი-–--ე და უთხრა, რომ განქორწინებაზე საუბარი იყო ზედმეტი, აპირებდა შერიგებას თა----სთან, რის გამოც მისთვის თავი უნდა დაენებებინა. მოწმის განმარტებით, თა----სთან ურთიერთობა ჰქონდა 2017 წლის თებერვლის თვიდან მაისის თვემდე. ამ პერიოდში, როგორც მან იცის, თა---- ცხოვრობდა მშობლებთან. მაისის შემდეგ თა----სთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126 მუხლის 12 ნაწილის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში რ----- კი-–--ის გამართლების თაობაზე მიიჩნევა დადასტურებულად და პალატა იმსჯელებს მხოლოდ ძალადობის ფაქტზე.
მტკიცებულებების გაანალიზების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ რ----- კი-–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ამავე კონვენციით, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს მეუღლე, მათ შორის განქორწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი - თა---- თა-------ი-–--ე არის რ----- კი-–--ის მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 მუხლით დასჯადია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლს, აღნიშნულით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) სისტემატურ ცემაში; ბ) სისტემატურ სხვაგვარ ძალადობაში. ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. გარდა ამისა, დასადგენ გარემოებას წარმოადგენს სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მოტივი - გენდერული შეუწყნარებლობა.
მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (ვრცლად იხილეთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).
ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით, მოძალადისადმი დამოკიდებულებით, სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით და ა.შ.. მიუთითა კიდეც დაზარალებულმა, რომ იმ მომენტში თავს გრძნობდა დაუცველად, თუმცა დრო საკმარისი აღმოჩნდა მოვლენების სწორად შესაფასებლად.
როგორც აღინიშნა, მოწმის მიერ ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება არ გამორიცხავს დანაშაულის არსებობას. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ბრალდების საფუძვლიანობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და მიუთითა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს [...]. თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს (ვრცლად იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, პარ. 36, 38).
როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თა---- თა-------ი-–--ის შეტყობინება, სადაც უთითებს რამდენიმე ეტაპად მეუღლის - რ----- კი-–--ის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.
მოწმე ნო----- გა---–--- ის პირია, რომელსაც გამოძიების დაწყებიდან პირველს ჰქონდა შეხება დაზარალებულთან და დაადასტურა ძალადობის კვალი დაზარალებულის სხეულზე.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც განმარტა, რომ მოცემულ საქმეში სახეზეა ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მსხვერპლმა თა---- თა-------ი-–--ემ არ მისცა სასამართლოს ჩვენება მოძალადის ,,გადარჩენის“ მიზნით ან/და მის მიმართ არსებული შიშის გამო, რაც განპირობებულია მრავალწლიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით. ასევე ეთანხმება მოწმეების - ედ---- თა-------ი-–--ის, მზ------- ს---–--------ის და თა----- თა-------ი-–--ის ჩვენებების შეფასების ნაწილში. სხდომაზე მიცემული ჩვენებების შემდეგ პალატას მიაჩნია, რომ როგორც დაზარალებული, ისე მისი და და მშობლები ცდილობდნენ რ----- კი-–--ისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. აღსანიშნავია, რომ მათი დაკითხვის პარალელურად გამოქვეყნდა გამოძიებაში მიცემული ჩვენებები გამოკითხვის ოქმების სახით, რაც შესაბამისობაშია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნასთან, რაც ასევე შეფასებულია სასამართლოს მიერ. საგულისხმოა, რომ არც ერთ მოწმეს არ მიუთითებია, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია მოგონილი იყო გამომძიებლის მიერ. პალატა ჩვენებებიდან ამონარიდებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლითაც დარწმუნდა, რომ სხდომაზე დაკითხვის დროს მიცემული ჩვენებების ნაწილი წარმოადგენდა კულტურის, ადათ-წესების, ტრადიციების და ეგრეთ წოდებული „ღირსების საკითხის“ გამამართლებელ მიზეზებს, რაც დაუშვებელია გამოყენებული იქნეს ძალადობის ნებისმიერი აქტის გასამართლებლად. თა---- თა-------ი-–--ის დედამ - მზ------- სო-–---------მ, დაკითხვისას აღნიშნა, რომ, რომ არა ბავშვის წართმევით დამუქრების ფაქტი, ძალადობის ფაქტს კიდევ დამალავდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სწორად შეფასებული აქვს ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები. ედ---- თა-------ი-–--ის ჩვენებასთან დაკავშირებით, სასამართლო უთითებს ჩვენების შეცვლის განმაპირობებელ გარემოებებზე და უთითებს, რომ დაზიანების ლოკალიზაციიდან და მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე არაგონივრულია მოწმეს არ შეენიშნა დაზიანების კვალი მისი შვილის სახეზე მაინც. მოწმემ არაერთგზის დააფიქსირა პოზიცია, რომ თა---- თა-------ი-–--ემ მცირეწლოვანი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე მეუღლეს აპატია ყველაფერი. ასევე განმარტა, რომ ხელის წაჭერის ფაქტი მას არ დაუნახავს და რატომ არის მითითებული, არ იცის, ალბათ გამომძიებელთან ვერ განმარტა კარგად, რომ ავიდა კიბეებზე და შევიდა ოთახში, რ----- და მისი შვილი ისხდნენ საწოლზე, რ-----მ უბიძგა თა----ს და თა---- წაიქცა საწოლზე. მოწმის ჩვენებით, რადგან აქ არ იყო, ყველაფერს მეუღლე და შვილი ეუბნებოდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა იყო ეს თუ სიტყვიერი. ერთადერთ ფაქტს, რომელსაც შეესწრო, იყო 27 ნოემბრის და მას არ დაუნახავს რ-----ს ყელში მოჭერილი ჰქონდა თუ არა. რ-----მ ხელი ჰკრა თა----ს და თა---- საწოლზე გადაწვა, ანუ საწოლზე წაიქცა. ედ---- თა-------ი-–--ემ ასევე განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც მას დაფიქსირებული ჰქონდა გამოკითხვის ოქმში, ეგონა გინება. ამასთან, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება, რომლის მიხედვითაც, ბათუმში ყოფნისას დაურეკა რ-----მ და უთხრა, რომ გაეშვა თა---- და ბ-------ე და თუ ამას არ გააკეთებდა, ოჯახს ამოუწყვეტდა, ასევე განმარტა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფები იყო ტელეფონზე, რაზეც უთხრა რ-----ს, დაწყნარებულიყო, იყო დიდი თოვლი, ინათხოვრებდა მანქანას და წამოიყვანდა. ასევე დაადასტურა გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც მას შეეშინდა რ-----ს მისი შვილისთვის არაფერი დაეშავებინა, დაურეკა ლე---ს და თხოვა დახვედროდა თა----ს და ბავშვს, რადგან რ-----ს მათთვის არაფერი დაეშავებინა. ლე---მა უპასუხა, რომ დახვდებოდა თა----ს, მაგრამ მისი დაცვის გარანტიას ვერ მისცემდა, რის გამოც გადაწყვიტა თა-----სთვის დარეკვა. შემდეგ გაიგო, რომ თა----- თა----ს დახვდა მის მეგობართან ალ---- ქა------ესთან ერთად, მაგრამ ახლოს არ მისულან რ-----ს აგრესიის შიშის გამო და მხოლოდ შორიდან ადევნებდნენ თვალყურს მათ გადაადგილებას. მოწმის განმარტებით, რ----- კი-–--ის ოჯახის წევრებთან არავითარი კონტაქტი ჰქონია, არც მუქარა ყოფილა. ერთს ითხოვს, რადგან მისმა შვილმა აპატია, „მისი შვილის მომავალი რომ კარგად წავიდეს“, რ----- კი-–--ეს შეუმსუბუქდეს სასჯელი. ჩვენების შეცვლის ამგვარი ახსნა მოწმის მხრიდან, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ედ---- თა-------ი-–--ე ცდილობს შეალამაზოს ფაქტები და სასამართლოს არ გადმოსცეს სისტემატური ძალადობის რეალური სურათი. თა----- თა-------ი-–--ის ჩვენების არაგულწრფელი ხასიათი დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით, რომელიც გამორიცხავს სტრესის ფონზე პაციენტის ქალა-ტვინის დახურული ტრავმის და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზის დასმას, რომ არაფერი ითქვას თავის და ხერხემლის ტკივილზე, თავბრუსხვევაზე, გულისრევაზე, მარჯვენა თვალბუდის არეში შეშუპებაზე და სილურჯეზე. მისი ჩვენების არაგულწრფელობაზე მიუთითებს მისი განმარტებაც, რომ ცრუ ჩვენების გამო მსჯავრდების შემთხვევაში, მას აქვს მოლოდინი, რომ არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა განესაზღვრება და არ ეშინია ამ სასჯელის. მოწმე თა---- თა-------ი-–--ემ კითხვებზე განმარტა, რომ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება იყო სწორი, თუმცა, შესაძლოა დაძაბულობის ფონზე გაამწვავა; ჩვენებას მოაწერა ხელი, მაგრამ არ წაუკითხავს, გადაავლო თვალი და რაღაც ნაწილი წაიკითხა; პანიკაში მყოფმა შეიძლება აღიქვა ყველაფერი სერიოზულად; უუფლებობაზე ჩათვალა ის, რომ თა---- ვერ გამოთქვამდა მუშაობის სურვილს, მაგრამ თა----ს რომ დაჟინებით მოეთხოვა და ქმართან მოლაპარაკებაზე წასულიყო, რომ მას ეს სამუშაო ჭირდებოდა, შესაძლოა კონფლიქტი არც მომხდარიყო. მოწმე მზ------- სო-–---------მ აღნიშნა, რომ ჩვენებას არ ცვლიდა, მაგრამ ჰქონდა თხოვნა შეემსუბუქებინათ სასჯელი რ-----თვის, რადგან იყო მისი შვილიშვილის მამა. მოწმემ აღნიშნა, რომ რ-----ში რომ ცხოვრობდეს ბოროტი ადამიანი, მას ვერაფერი ვერ შეაჩერებს და რამე რომ ჰქონოდა გულში, დარწმუნებულია, აღნიშნულის განხორციელებაში ხელს არაფერი შეუშლიდა.
ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე ბავშვის ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე.
თა---- თა-------ი-–--ის მშობლების და დის ჩვენებები, ნათლად მიუთითებენ იმ ასპექტებზე და მსხვერპლის მოძალადესთან დამოკიდებულ ფაქტორებზე, რამაც განაპირობა ერთის მხრივ თა---- თა-------ი-–--ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, მაშინ, როდესაც წლები დაჭირდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების გამბედაობისთვის და მეორეს მხრივ ზემოაღნიშნულ მოწმეთა მიერ ჩვენებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა. პალატას დარჩა შთაბეჭდილება, რომ აღნიშნულ პირებს არ აქვთ გააზრებული ოჯახური ძალადობის ზეგავლენა მსხვერპლზე და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ცდილობენ დაუსჯელი დატოვონ რ----- კი-–--ე. აღნიშნულს მოწმობს თა----- თა-------ი-–--ის სიტყვებიც, რომ ძალიან ნანობს, რომ ადამიანური გზით არ მოაგვარეს ეს ყველაფერი. პალატისთვის გაუგებარია თუ როგორია „ადამიანური გზა“ მაშინ, როდესაც ფიზიკურად ძალადობენ დაზე და შვილზე, თუმცა, აღნიშნული განმარტებები საკმარისად მიაჩნია სხდომაზე მათ მიერ მიცემული ჩვენებების შესაფასებლად.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, განსხვავებით დაცვის მხარის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენისა, სახეზეა სხვა მდგომარეობა. თავდაპირველად უნდა გაიმიჯნოს, თუ რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ უნდა შეფასდეს, გამოყენებული იყოს თუ არა ეს მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. შესაძლებელია, რომ მხოლოდ ჩვენების ნაწილი ეხებოდეს გარემოებას (რასაც მოცემულ შემთხვევაშიც აქვს ადგილი), რომელიც სხვა პირისგან გახდა ცნობილი.
გამომძიებელმა ნო----- გა---–---მ განმარტა, რომ დაზარალებულს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების დროს აღენიშნებოდა დაზიანებები. გამომძიებელმა დაადასტურა დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე 2017 წლის 3 დეკემბერს რ----- კი-–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის და მძღოლის სავარძლის მარცხენა მხარეს, იატაკის ზედაპირიდან დაახლოებით 40 სმ სიგრძის მრგვალი ფორმის ხელკეტის ამოღების ფაქტი, ასევე ოქმის შედგენა და თა---- თა-------ი-–--ისთვის ფოტოს გადაღების ფაქტიც, სადაც ნათლად ჩანს თვალის გარშემო არსებული სილურჯეები. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ნოემბრის ფაქტის შემდეგ, მშობლებმა თა---- თა-------ი-–--ე წაიყვანეს ხუ-–-----------ში, საიდანაც თა---- დაბრუნდა 2017 წლის 30 ნოემბერს. ედ---- თა-------ი-–--ე ვერ გაექცა იმ ფაქტს, რომ მას ეშინოდა არაფერი დაეშავებინა რ----- კი-–--ეს მისი შვილისთვის, ამიტომ, მეორე შვილს - თა----- თა-------ი-–--ეს თხოვა დახვედროდა დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თა----- თა-------ი-–--ემ ფაქტობრივად შეცვალა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, აღნიშნა, რომ მეგობართან ერთად ნამდვილად დახვდა თა---- თა-------ი-–--ეს, თუმცა მანქანიდან არ გადასულა. აღნიშნული გარემოება დაუდასტურა სასამართლოს მოწმე ალ---- ქა------ემაც, რომელმაც მიუთითა რ----- კი-–--ის სახლთან ამ უკანასკნელის ავტომანქანის გაჩერების ფაქტიდან შემდეგ განვითარებული გარემოებები, რაც ასევე წინააღმდეგობაშია დაცვის მხარის მოწმე ე----- ხ--------–---–ის ჩვენებასთან. მზ------- სო-–---------მ ასევე დაადასტურა რ----- კი-–--ის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, როდესაც რ----- კი-–--ე ითხოვდა ბავშვის ჩაყვანას. ამ განმარტებებით ცხადია, რომ თა---- თა-------ი-–--ის ოჯახი გრძნობდა საფრთხეს რ----- კი-–--ისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია თუ რატომ დახვდა თა----- თა-------ი-–--ე დას მალულად და ისე, რომ არ დაენახა რ----- კი-–--ეს და რატომ აედევნა ამ უკანასკნელის ავტომანქანას. მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოება არაა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების დამადასტურებელი. სამედიცინო დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებენ 2017 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე. გასათვალისწინებელია, რომ დასკვნით დადგინდა დაზიანებათა ნაწილის ხანდაზმულობა - 3-4 დღე, რაც შესაბამისობაშია 2017 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდთან.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში სვამს კითხვებს და თვითონვე პასუხობს: „რატომ უნდა ვენდოთ პოლიციელის ჩვენებას? ნუთუ შეიძლება პოლიციელი ობიექტური იყოს? რა თქმა უნდა - არა“. თავდაპირველად, პალატისთვის გაურკვეველია თუ რატომ არ უნდა ენდოს სასამართლო პოლიციის თანამშრომლის ჩვენებას მაშინ, როდესაც მის ჩვენებაში და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს. სამწუხაროა, როდესაც ადვოკატი, უსაფუძვლოდ უთითებს სასამართლოს პოლიციის თანამშრომლის ჩვენების გაუზიარებლობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციელია. ნო----- გა---–---მ სხდომაზე დაკითხვისას ისაუბრა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე. დაადასტურა ასევე 2017 წლის 4 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერების და აბაზანის კედელზე გაკრული ,,პლასტიკატის“ დაზიანების ფაქტი. აღნიშნული და ზემოთ მითითებული გარემოებები არ შეიძლება შეფასდეს ირიბ ჩვენებად. რასაკვირველია, გამომძიებელი ვერ იქნებოდა რ----- კი-–--ის და თა---- თა-------ი-–--ის ოჯახში არსებული ფიზიკური ძალადობების შემსწრე და დაკითხვისას არც განუცხადებია რაიმე ფაქტზე წასწრების შემთხვევაზე. მან სასამართლოს მიუთითა დაზარალებულის მიერ გადმოცემული გარემოებები, რაც მის მიერ იქნა გადამოწმებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად და რაც წარმოადგენს შეფასების საგანს.
2017 წლის 27 ნოემბრის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენებები მისცეს მოწმეებმა ედ---- თა-------ი-–--ემ და მზ------- სო-–---------მ. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოწმეებმა გარკვეულწილად განსხვავებულად გადმოსცეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, გვერდი ვერ აუარეს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. მზ------- სო-–---------მ განმარტა, რომ 2017 წლის 27 ნოემბრის ფაქტის დროს ცუდად გახდა და არ ახსოვს რ----- თა----ს მუცელზე ეჯდა თუ არა. გავიდა მეორე ოთახში, სადაც გავიდა ლ---–-ც და აწყნარებდა. განმეორებულ ხმაზე გამოვარდა, დაინახა, რომ რ----- მხრებზე ექაჩებოდა თა----ს და ეუბნებოდა ეთქვა სიმართლე. თა---- არაფერს ამბობდა და იცილებდა რ-----ს, გარეგნულად კი ეტყობოდა სიწითლეები. მოწმემ აღნიშნა, რომ ჩვენებას არ ცვლიდა, მაგრამ ჰქონდა თხოვნა, შეემსუბუქებინათ რ----- კი-–--ისთვის სასჯელი, რადგან იყო მისი შვილიშვილის მამა. მიუხედავად მცდელობისა, ედ---- თა-------ი-–--ემ ასევე ვერ გამორიცხა ძალადობის ფაქტი. დაცვის მხარის არგუმენტები სააბაზანოს კედელზე ლამინატის დაზიანებასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს გადამწყვეტს მოცემულ დღეს რ----- კი-–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, რადგან თა---- თა-------ი-–--ის მშობლების ჩვენებებით, პალატას აღნიშნული ძალადობის ფაქტი მიაჩნია დადასტურებულად. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ექსპერტის დასკვნაც, სადაც მითითებულია, რომ სახის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი და კისრის მიდამოში არსებული ნაჭდევი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან 2017 წლის 27 ნოემბერს.
აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის თანახმად, 2015 წლის 27 მაისს თა---- თა-------ი-–--ე ჰოსპიტალიზირებული იქნა დიაგნოზით ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალის არეში. რბილი ქსოვილის დაჟეჟილობა მარჯვენა თვალბუდის მიდამოში. პაციენტის გადმოცემით კიბეზე დაცემის შედეგად მიიღო აღნიშნული დაზიანებები. როგორც მოწმეების თ. თა-------ი-–--ის და მ. ს---–--------ის გამოქვეყნებული ჩვენებებით დგინდება, აღნიშნული დაზიანება მსხვერპლს მიღებული აქვს სწორედ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად. პალატა ვერ გაიზიარებს მოწმე თა----- თა-------ი-–--ის ჩვენებას, რომლითაც ის ცდილობდა თა---- თა-------ი-–--ის სტაციონარში მოთავსება და დაზიანებების მიღება დაეკავშირებინა სტრესისთვის. 2015 წლის 27 მაისს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოახდინა დაზარალებულის ჰოსპიტალიზაცია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სადაც დადგინდა დიაგნოზი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, რომელიც სასამართლოს შეფასებით იყო სწორედ ცემის შედეგი და არა კიბეზე დაგორება, როგორც ამას დაცვის მხარე აცხადებს.
სო------ სო-–--------- ადასტურებს, რომ 2014 წელს, ფეხმძიმე თა---- თა-------ი-–--ე გამოექცა მეუღლეს და დროებით ცხოვრობდა მასთან, ვინაიდან რ----- კი-–--ე ძალადობდა თა---- თა-------ი-–--ეზე. მოწმემ დაადასტურა, რომ ოჯახში ძალადობის გამო, თა---- თა-------ი-–--ე ხშირად ცხოვრობდა დასთან და დედასთან და ეშინოდა რ----- კი-–--ის. სო------ სო-–---------მ უშუალოდ ნახა 2017 წლის 3 დეკემბერს ნაცემი თა---- თა-------ი-–--ე, რომელსაც სხეულზე აშკარად ეტყობოდა ძალადობის კვალი.
პალატა აღნიშნავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება პერიოდულობით, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, ანუ მინიმუმ ჯამში სამჯერ მაინც, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. აღსანიშნავია, რომ რ----- კი-–--ე და თა---- თა-------ი-–--ე 2014 წლიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე ერთად ცხოვრობდნენ პერიოდულობით და რ----- კი-–--ის მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა თა---- თა-------ი-–--ის, როგორც ქალის ჩაგვრა. დადასტურებული გარემოებაა და არც რ----- კი-–--ემ უარყო აღნიშნული, რომ 2014 წლიდან მოყოლებული მუდმივად არ ცხოვრობდა თა---- თა-------ი-–--ესთან. რ----- კი-–--ემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ 2014 წელს მას და მის მეუღლეს ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა და კამათიც არ მოსვლიათ ერთმანეთში. ამ პირობებში პალატისთვის გაუგებარია თა---- თა-------ი-–--ის სახლიდან წასვლის მიზეზი, მით უფრო მაშინ, როდესაც სო------ სო-–--------- ადასტურებს თა---- თა-------ი-–--ის მეუღლისგან წამოსვლის და მასთან ცხოვრების ფაქტს. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, რომ ძალადობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსხვერპლს ძალადობის შედეგად სისტემატურად ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ყოველი ძალადობის შემდეგ, მომდევნო ძალადობამდე მსხვერპლს ფსიქიკური ტანჯვა განელებული არ ჰქონდა. სასამართლო უტყუარად დადგენილად მიიჩნევს მსხვერპლში ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდას, სწორედ აღნიშნულით ხსნის მსხვერპლის არაერთგვაროვან ქცევას მოძალადე მეუღლესთან პერიოდულად დაშორებისა და კვლავ შერიგების ფორმით. დაზარალებულის მოძალადეზე დამოკიდებულ ფაქტორს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ რ----- კი-–--ის სააპელაციო სასამართლოში მიცემული განმარტებით, თა---- თა-------ი-–--ემ ოთხჯერ დაწერა განცხადება პენიტენციურ დაწესებულებაში მის ნახვაზე.
მტკიცებულებებით დასტურდება 2015 წლის მაისის, 2017 წლის 27 ნოემბრის და 30 ნოემბრის ძალადობის ფაქტები და რ----- კი-–--ის მიერ თა---- თა-------ი-–--ისთვის სხეულის სხვადასხვა ორგანოში, უმეტესად თავის და სახის არეში დაზიანებების მიყენება. მზ------- ს---–--------ის ჩვენებით, რ----- კი-–--ე უშლიდა თა---- თა-------ი-–--ეს საღამოს საათებში გარეთ გასვლას, მათ შორის მეგობრების მონახულებას. თა----ს სხეულზე შეუნიშნავს ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რაზეც თა---- ამბობდა, რომ ეს იყო რ----- გაკეთებული. თა----- თა-------ი-–--ის ჩვენებით, უუფლებობაში ჩათვალა ის, რომ თა---- ვერ გამოთქვამდა მუშაობის სურვილს, მაგრამ თა----ს რომ დაჟინებით მოეთხოვა და ქმართან მოლაპარაკებაზე წასულიყო, რომ მას ეს სამუშაო ჭირდებოდა, შესაძლოა კონფლიქტი არც მომხდარიყო. მოწმეთა ჩვენებებით ცხადია, რომ რ----- კი-–--ე თა---- თა-------ი-–--ეს უუფლებოდ მიიჩნევდა, როგორც ქალს და უწესებდა შეზღუდვებს, რაც, გარდა ფიზიკური ტკივილისა, აყენებდა მას ტანჯვას. თა---- თა-------ი-–--ე, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის აშკარა მსხვერპლია, გარდა მტკიცებულებებისა, დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ მას სამართალდამცავთათვის მისამართად დასჭირდა რამდენიმე დღე ფსიქოლოგიური მზაობისათვის და არც სასამართლოს მისცა ჩვენება.
პალატა ვერ მალავს გაკვირვებას დაცვის მხარის მიერ მათსავე მოწმისთვის - პა------------–---–ისთვის დასმული კითხვების შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ღია სასამართლო სხდომაზე მიზნად ისახავდა თა---- თა-------ი-–--ის პირად ცხოვრებაში ჩარევას, დამცირებას და მოღალატე ცოლად წარმოჩენის მცდელობას. მიუხედავად დაცვის მხარის მცდელობისა, მოწმე პა------------–---–მა განმარტა, რომ თა---- თა-------ი-–--ესთან ურთიერთობა ჰქონდა 2017 წლის თებერვლიდან მაისამდე, ანუ იმ პერიოდში, როდესაც თა---- თა-------ი-–--ე ცხოვრობდა მშობლებთან. ასევე განმარტა, რომ დაშორებიდან დაახლოებით 1 თვეში დაუკავშირდა რ----- კი-–--ე, რომელმაც უთხრა აღარ შეხვედროდა თა----ს, ვინაიდან თავად აპირებდა მასთან შერიგებას. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ სასამართლოში დაფიქსირებულ ვერსიას და რ----- კი-–--ის ქმედების გამართლებას მეუღლის ღალატის გამო.
დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში აღნიშნა, რომ რ----- კი-–--ეს დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, როდესაც სასამართლომ არ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (ვრცლად იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პასუხი აქვს გაცემული. ის გარემოება, რომ სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, იყო ბუნებრივი და მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ოჯახში ძალადობის ფაქტები არ ხდება ხალხმრავალ ადგილზე, მეზობლების და მეგობრების თვალწინ და გარემოცვაში. ის გარემოება, რომ რ----- კი-–--ის მეზობლებმა ბრალდებული (აწ მსჯავრდებული) დაახასიათეს დადებით პიროვნებად და გამორიცხეს მისი მხრიდან ძალადობის ფაქტის ჩადენა, არ წარმოადგენს რ----- კი-–--ის გამამართლებელ არგუმენტს ოჯახური დანაშაულის ხასიათიდან და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოწმეები ვერც შეესწრებოდნენ ამ ფაქტებს. რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ჩვენებებს, გასაკვირი არაა, რომ ისინი ცდილობენ რ----- კი-–--ისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, რადგან ეწინააღმდეგებიან თა---- თა-------ი-–--ის მშობლების ჩვენებებსაც კი. დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სისტემატური ძალადობის შემთხვევაში რატომ ერთხელ მაინც არ მიმართა პოლიციას დაზარალებულმა ან თუნდაც მისმა მშობლებმა, არ წარმოადგენს ძალადობის ფაქტის გამორიცხვის საფუძველს. არსებობს სიტუაციური, ემოციური და პირადი მოსაზრებებით გაჯერებული ფაქტორები, რაც ხელს უშლის მსხვერპლს დატოვოს მოძალადე და ითხოვოს დახმარება. ასევე ხშირ შემთხვევაში კულტურა, ადათ-წესები, შიშები, ოჯახი, რელიგია, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და სხვა გარემოებები ხელს უშლიან ოჯახის წევრებსაც და გარეშე პირებსაც მოძალადის მხილებაში. ასეთ შემთხვევაში შედეგი არა ძალადობის შეწყვეტა, არამედ მისი განმეორებაა, რაც არ აქვთ გაცნობიერებული საზოგადოების გარკვეულ ნაწილს.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ კონფლიქტის მიზეზი სწორედ თა---- თა-------ი-–--ის, როგორც ქალის, უფლებების დათრგუნვა წარმოადგენდა, შესაბამისად სწორია სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მოტივი - გენდერული შეუწყნარებლობა და ფაქტორები, რომელთა გამოც მან ჩვენება არ მისცა სასამართლოს, ვერ გახდება რ----- კი-–--ის გამართლების საფუძველი.
შეტყობინება, რომლის ინიციატორი თა---- თა-------ი-–--ეა, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმებთან ერთობლიობაში, ასევე მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, საკმარისია ოჯახში არსებული დაძაბული გარემოს და შედეგად რ----- კი-–--ის მიერ თა---- თა-------ი-–--ის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური ძალადობის დასადასტურებლად. ფაქტია, რომ შეტყობინება ძალადობის ფაქტის თაობაზე მიწოდებულია თა---- თა-------ი-–--ის მიერ, რომელმაც განმარტა კიდეც, რომ მაშინ თავს გრძნობდა დაუცველად. დაზიანებების და ფიზიკური ტკივილის არსებობის ფაქტი დასტურდება როგორც გამომძიებლის ჩვენებით, ისე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით და ექსპერტიზის დასკვნით.
მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური ტკივილი უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. ის ფაქტი, რომ თა---- თა-------ი-–--ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით, რომლის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, უპირობოდ არ გულისხმობს მოწმის ახლო ნათესავის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში. თა---- თა-------ი-–--ემ მეუღლის მიერ განხორციელებული სისტემატური ძალადობრივი ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, რაც მას დაფიქსირებული აქვს სამედიცინო დოკუმენტაციაში და მიყენებული დაზიანებების ხასიათისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, ამყარებს რწმენას ფიზიკური ტკივილის განცდასთან დაკავშირებით.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126 მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში რ----- კი-–--ის ბრალეულობის თაობაზე, სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და ოჯახური დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი რ----- კი-–--ის გამართლების მოთხოვნით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. კანონმდებელი ასევე პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენცია მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისათვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი, ეფექტური, დამაფიქრებელი და თანაზომიერი. კონვენციის 46-ე მუხლით, კონვენცია განსაზღვრავს დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს, რაც მხედველობაში უნდა მიიღონ სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნის დროს. დამამძიმებელი გარემოებები კი შემდეგია:
ა. დანაშაული ჩადენილი იყო ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს დანაშაულის რეციდივი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი და დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად, სამართლიანი, დასაბუთებული და კანონიერია მის მიმართ 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობას გააჩნია მძიმე ხასიათი და განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე ბავშვის ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. რ----- კი-–--ემ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მნიშვნელობა, საშიშროება, მესაკუთრული დამოკიდებულების დაუშვებლობა. დაუშვებელია, რომ „ღირსების საკითხი“, კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები და ა.შ.. ჩაითვალოს მუქარის და ძალადობის გასამართლებელ მიზეზად. რ----- კი-–--ისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ არანაირი მოტივი არ ამართლებს ქალზე და მეუღლეზე ძალადობას და რომ ძალადობის ფაქტები პასუხგაცემული იქნება სახელმწიფოს მხრიდან. პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული სასჯელი საკმარისი აღმოჩნდება როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის, ისე სამართლიანობის აღდგენისთვის და რ----- კი-–--ის რესოციალიზაციისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ----- კი-–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- ან------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენი.
რ----- კი-–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რ----- კი-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
რ----- კი-–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 3 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.
- რ----- კი-–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ხელკეტი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე