განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002589470
საქმე №1ბ/ 1551-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ ხვ--------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის უშ---------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ხვ--------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 06 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–-----------–-----------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:
ხვ--------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ხვ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ხვ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ხვ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
ხვ--------–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი);
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი);
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
რაც გამოიხატა შემდეგში:
1) ნი---------------ა და ხვ--------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თ---–--------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში.
2018 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე ქ. თ---–--–------------–------------–-----------–--------ზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხვ--------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნი---------------ას, კერძოდ, ხელი წაუჭირა ყელში, მიაყენა კედელთან და გაშლილი ხელი დაარტყა თავის მიდამოში, რა დროსაც ნი---------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2) ნი---------------ა და ხვ--------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თ---–--------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში.
2018 წლის 13 ივლისს დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თ---–--–------------–------------–-------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხვ--------–---–მა ნი---------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჰკრა ნი---------------ას, რომელიც დაეცა ლოგინზე, რის შემდგომაც ორივე ხელი წაუჭირა მკლავებზე და რამდენიმეჯერ სახეში დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3) ნი---------------ა და ხვ--------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თ---–--------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების პერიოდში ხვ--------–---–ი ნი---------------ას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რაც იწვევდა ნი---------------ას ტანჯვას.
ხვ--------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი).
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ხვ--------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) უნდა გამართლდეს, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
ნი---------------ა და ხვ--------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თ---–--------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში.
2018 წლის 13 ივლისს დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თ---–--–------------–------------–-------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხვ--------–---–მა ნი---------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჰკრა ნი---------------ას, რომელიც დაეცა ლოგინზე, რის შემდგომაც ორივე ხელი წაუჭირა მკლავებზე და რამდენიმეჯერ სახეში დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ნი---------------ა და ხვ--------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თ---–--------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში.
თანაცხოვრების პერიოდში ხვ--------–---–ი ნი---------------ას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რაც იწვევდა ნი---------------ას ტანჯვას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ხვ--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა უშ---------–--ემ და ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ხვ--------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება ზეპირი მოსმენის გარეშე. აპელანტები აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან, დაზარალებული ნი---------------ა თანახმაა ხვ--------–---–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნაზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ორი ეპიზოდის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ნი---------------ას ჩვენებით, მოწმეების: მა------–--–--–---–ის, თი------------ის, ქე--------------–---–ის ჩვენებებით, შეტყობინების N1------ და N1------ ოქმებით, 2018 წლის 13 ივლისის 1------ განცხადებით, 2018 წლის 13 ივლისის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 30 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, 2018 წლის 30 აგვისტოს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ასევე საქმეზე უდავოდ ცნობილი მოწმე ა---- პ-------ის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ხვ--------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ხვ--------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება და სინანული, ასევე გასათვალისწინებელია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად იგი ხასიათდება დადებითად, ამასთან, დაზარალებული არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ხვ--------–---–ს განუსაზღვრა მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი.
პალატას მიიჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ხვ--------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის უშ---------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ხვ--------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ხვ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ხვ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ხვ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ხვ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია. ხვ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივლისიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტო-ცხრილი 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე