განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002499143
საქმე №1/ბ-993-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ო---------------–---–ის,მსჯავრდებულ: ი-–------------–-–---–ის,ადვოკატ: დ------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-–------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ილ--------------------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #2----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: კა----------------------–--------–-----–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის რედაქციით) და 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს სისხლის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით ი-–------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის რედაქციით) და 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-–------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ი-–------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის;
მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, კა------------------------–-------–----–-ში, მდინარე ლეხურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ი-–-------------–-–---–მა, დანის განზრახ დარტყმით, მეუღლის მამას - ზ--------–--ეს მიაყენა გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ხარისხს, ხოლო გ-----------–--ეს დანა განზრახ დაარტყა მარცხენა დუნდულოსა და მარცხენა ბარძაყის არეში, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი-–------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--------–--–--ემ, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, 2018 წლის 13 დეკემბერს, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო---------------–---–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ი-–------------–-–---–თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა, რომ ი-–------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის რედაქციით) და 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-–------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ო---------------–---–მა, მსჯავრდებულმა ი-–------------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ------------ემ და მანუჩარ ციმანტიამ.
სააპელაციო პალატამ, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ასევე იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც იგი ნებაყოფლობით აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს. შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში და დაზუსტებულია მხარეთა მიერ სასამართლო პროცესზე. მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლისა და განხილვის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ლ-------–-----------------------------------------–-–---–------------------------–-----------------------------–---–---------------------–-–---–----------------------–---–----------------------------–--------–----–---–-----------------------–-------------–------–-–---–----------------–--–-–---–ის ჩვენებებით, დაზარალებულის - გ-----------–--ის ჩვენებით, ი-–------------–-–---–ის ჩვენებით, ი-–------------–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის №1123/ტრ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ი-–------------–-–---–ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №006501917 და №006502417 დასკვნებით, დადგენილია, რომ ი-–------------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის რედაქციით) და 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით).
ამდენად, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას დაზუსტებული პირობებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს სისხლის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ ი-–------------–-–---–ს შორის.
ცვლილება შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს სისხლის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში.
ი-–------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის რედაქციით) და 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-–------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი-–------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4 ნოემბრის 13:55 საათიდან.
მსჯავრდებულ ი-–------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ავტომანქანა „ჰონდა სივიკი“, სახელმწიფო ნომრით „Z-------, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ნათია ქართველიშვილს;
ერთი ცალი გამხმარი ფოთოლი წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, ოთხი ცალი გამხმარი ფოთოლი და მცირე ზომის ქვა მათზე არსებული წითელი ფერის ლაქებით, სისხლის ნიმუშები და ხელის კვლები განადგურდეს;
განხორციელდეს დანის საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
ი-–------------–-–---–ის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს ი-–------------–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
გ-----------–--ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს გ-----------–--ეს;
ზ--------–--ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ზ--------–--ეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი