განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
330100117001945334
ინსტანცია
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100117001945334-1ბ/1519-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე:ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: თ---------------–----------------------------------–-------–-–----- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, რე---------------–----------–--------------------------------------------------------------–------------------–---------------------------------------–--------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნა---------–-ა და ითხოვა თ---------------–---ს დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა;

 

გამართლებულ თ---------------–---ს მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

2017 წლის მაისს, ღამის საათებში, ქ------–--–----------------–------------–-------------–--------------------–--- დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარ დედას ი-----–---------აძეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ---------------–-ძე უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა;

 

მოწმე ჯ----–--------–---–--------–----------------- ჩვენების მიხედვით ისინი არიან შსს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორები, 2017 წლის 01 მაისს, ღამის საათებში, მიიღეს შეტყობინება, რომ თბილისი, დი---------------------------–---------–ი ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულებს, ეზოში, მანქანაში, დახვდნენ მსჯავრდებული თ---------------–---ს მშობლები ნი----–-----------–--------------–-----------ე, რომლებიც ძალიან აღელვებულები ჩანდნენ. მსჯავრდებულის დედა განსაკუთრებით განერვიულებული იყო, რაც საუბარსა და გამომეტყველებაში აშკარად ეტყობოდა. იგი სახლიდან თ---------------–---ს გაყვანას და დაკავებას ითხოვდა. ეზოსა და სახლში ეყარა ნამსხვრევები, სახლში დაზიანებული იყო ტექნიკა. მსჯავრდებულის მშობლებთან ერთად შევიდნენ მათ საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ თ---------------–-ძე, რომელსაც ფეხზე ჰქონდა ნახეთქი, რაც ი-----–---------აძის განმარტებით, იყო ძაღლის მიერ მისი დაკბენის შედეგი. მანვე აღნიშნა, რომ თ---------------–-ძე ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა, ამგვარ ფაქტს ადგილი ჰქონდა შემთხვევის დღესაც, როცა ძაღლისგან დაკბენილი თ--------–-ძე სამზარეულოს დანით დაემუქრა მოკვლით. ასევე აღნიშნეს, რომ თ---------------–-ძე იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და მათი თანდასწრებითაც გამოხატავდა აგრესიას, იგინებოდა ბიძაშვილის მისამართით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დედას. ძალადობის ფაქტზე შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი და გამოძახებული იქნა საგამოძიებო სამსახური.

 

მოწმე გრ-----–--------ას ჩვენების მიხედვით, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე სადაც დახვდა პატრულ-ინსპექტორები და მსჯავრდებული თ---------------–---ს მშობლები ი-----–---------აძე და ნ-----–-----------–---- დაზარალებული ი-----–---------აძე შეშინებული და აღელვებული ჩანდა, მან უამბო, რომ მისი შვილი, თ---------------–-ძე, იმ საღამოს, ნასვამ მდგომარეობაში და ძალიან აგრესიული დაბრუნდა შინ, ეზოდან სახლში შეიყვანა ძაღლი, რომელთან ერთადაც ჯერ ოთახებში დარბოდა და ბიძაშვილს ეძებდა, შემდეგ კი სამზარეულოში დაუწყო თამაში, რა დროსაც ძაღლმა ფეხზე უკბინა. თ. ს-----–----------–-------------მ მოაცილა, რა დროსაც ეს უკანასკნელი დანით დაემუქრა დედამისს და უთხრა, რომ მასაც მოკლავდა და ძაღლსაც. დაზარალებულს მუქარის შეეშინდა და ძაღლთან ერთად სახლი დატოვა. მოცემული ფაქტობრივი გარემოებები დაზარალებული ი----------- მიერ დადასტურებული იქნა განყოფილებაში მისი დაკითხვის დროს, თუმცა მოგვიანებით მან დაზარალებულის სტატუსზე განაცხადა უარი, რისი მიზეზიც არ განუმარტავს.

 

დაზარალებულმა ი-----–---------აძის ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 01 მაისს, ღამით, სახლში მყოფმა, სამზარეულოდან გაიგონა ხმაური. სამზარეულოში გასულმა დაინახა, რომ მათი ოჯახის, პიტბულის ჯიშის ძაღლი კბილებით იყო ჩაფრენილი მისი შვილის, თ---------------–---ს ფეხს, რომელიც მის მოცილებას ამაოდ ცდილობდა. გაჭირვებით, წყლის ჭავლის დახმარებით, თორნიკესთვის ძაღლის მოშორება შეძლო. თორნიკე მთვრალი და მომხდარის გამო ძალიან აგრესიული იყო, მან დანასაც კი წამოავლო ხელი და ძაღლისკენ მოსაკლავადაც გაიწია. ვინაიდან სიტუაციის დარეგულირება მის ძალებს აღემატებოდა, განერვიულებულმა „112“-ზე დარეკა. პატრულის თანამშრომლები მალევე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებთან ერთად ბინაში რომ შევიდა, იქ ოჯახის კუთვნილი სხვადასხვა ნივთი დაზიანებული დახვდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ვინაიდან მომხდარის გამო ძალიან განერვიულებული იყო და საღად აზროვნება უჭირდა, რა ჩვენება მისცა გამომძიებელს და რაზე მოაწერა ხელი, არ იცის. შემთხვევიდან მეორე დღეს, დამშვიდებული, თავად მივიდა პროკურატურაში და შვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ითხოვა. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ თ---------------–-ძეს ცუდი სიმთვრალე აქვს და სხვა დროს მასთან კონფლიქტი მართლაც მოსვლია, თ--------–-ძეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც არაერთხელ მიუყენებია მისთვის, თუმცა, მისი მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადგილი არასდროს ჰქონია. საქმის მასალებში არსებულ შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით, დაზარალებულმა ი. ხ-------მ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან საკუთარი შვილის ცხოვრების წესი და მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი ძალიან აღელვებდა, არაერთხელ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისთვის, რითაც შვილის გამოსწორებას და ჭკუის სწავლებას ისახავდა მიზნად.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და მასზე დართული ფოტომასალის თანახმად, 2017 წლის 02 მაისს, 01:37-03:40 სთ, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ გრ-----–--------ას მიერ, ექსპერტების - ნ. გ----------------------------ს მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ. თბილისი, დ--------------------–---------–- მდებარე სახლი და ეზო, რა დროსაც ეზოში ქვაფენილზე ნანახი იქნა თიხის ქოთნის ნატეხები, დაყრილი მიწა და დაზიანებული მცენარე; სახლის პირველი სართულის იატაკზე - მოწითალო ფერის ლაქები, ტელევიზორის დაზიანებული მონიტორი, მისი ნამტვრევები და შემინული კედლის ნამსხვრევები; სამზარეულოს იატაკზე - სუფრის დანა, ხოლო მეორე სართულის იატაკზე - დამტვრეული ლარნაკის ნატეხები და სისხლისმაგვარი ლაქები.

 

მოწმე ნ---------აძემ დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის ფაქტი და დამატებით განმარტა, რომ დანის ამოღება საგამოძიებო მოქმედებისას მოხდა დაზარალებულის მითითებით, რომელმაც აღნიშნა, რომ სწორედ ამ დანით ემუქრებოდა შვილი მოკვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 მარტის, 2016 წლის 26 ნოემბრის, 2014 წლის 29 ივლისის და 2014 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებათა თანახმად, სასამართლოს მიერ დამტკიცდა შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები და თ---------------–---სგან (მოძალადე) ი-----–---------აძის (მსხვერპლი) დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ზომები.

 

N008215 შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემულია შემთხვევის დღეს, 2017 წლის 01 მაისს, შსს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ ჯ----–--------–-ილის მიერ, თ---------------–---ს მხრიდან ი-----–---------აძის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობისა და იძულების განხორციელების ფაქტზე.

 

ბრალდებულმა თ---------------–-ძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 01 მაისს გვიან ღამით ნასვამი დაბრუნდა შინ. ოჯახის ძაღლთან თამაშისას ძაღლმა მას კბილები ჩაასო ფეხში, რა დროსაც, მისი მოცილების მცდელობისას სამზარეულოს კედლის მინას მიეჯახა და ჩაამსხვრია. თავდაცვისას ხელში მოყოლილი სამზარეულოს დანის ტარიც ჩაარტყა თავში ძაღლს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო. ამ დროს დედამისი, ი-----–---------აძე შევიდა სამზარეულოში. ტკივილისგან ძალიან გამწარებული იყო და ძაღლის მისამართით იგინებოდა, იმუქრებოდა, დედასაც უყვიროდა, ძაღლი მოეშორებინა მისთვის. დედამ წყალი დაასხა ძაღლს და შეძლო მისთვის ძაღლის მოცილება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, რადგან ფეხი დაგლეჯილი ჰქონდა. მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

მსჯავრდებულმა თ---------------–-ძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 01 მაისს გვიან ღამით ნასვამი დაბრუნდა შინ. ოჯახის ძაღლთან თამაშისას ძაღლმა მას კბილები ჩაასო ფეხში, რა დროსაც, მისი მოცილების მცდელობისას სამზარეულოს კედლის მინას მიეჯახა და ჩაამსხვრია. თავდაცვისას ხელში მოყოლილი სამზარეულოს დანის ტარიც ჩაარტყა თავში ძაღლს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო. ამ დროს დედამისი, ი-----–---------აძე შევიდა სამზარეულოში. ტკივილისგან ძალიან გამწარებული იყო და ძაღლის მისამართით იგინებოდა, იმუქრებოდა, დედასაც უყვიროდა, ძაღლი მოეშორებინა მისთვის. დედამ წყალი დაასხა ძაღლს და შეძლო მისთვის ძაღლის მოცილება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, რადგან ფეხი დაგლეჯილი ჰქონდა. მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა. პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს გ) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და დ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ე) აიძულებს დაზარალებულს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტურ მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა თ---------------–---ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ 2017 წლის მაისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დ-----------–------------–-------------–-- თ---------------–-ძე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარ დედას ი-----–---------აძეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

კონკრეტულ შემთხვევაში თ---------------–---ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ თ---------------–-ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მუქარის ფაქტის არსებობა.

 

პალატა განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს ვერბალური ფორმით გამოხატულ დანაშაულს და დაზარალებულის ან/და ფაქტის შემსწრე პირთა ჩვენებების და სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე ამ დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის შესაძლებლობა სასამართლოს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიციას თ--------–-ძის ბრალეულობის შესახებ ამგვარი მტკიცებულებები არ ამყარებს, რადგან დაზარალებულმა ი. ხ-------მ უარყო თ--------–-ძის მხრიდან მის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი (რითაც ფაქტობრივად გამორიცხა, რომ მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.), შემთხვევის თვითმხილველმა ერთადერთმა მოწმემ - ნიკოლოზ სა----–---მ კი, იმ მოტივით, რომ არ სურდა ჩვენების მიცემა ახლო ნათესავის წინააღმდეგ, უარი თქვა მისი შვილის ბრალდების საქმეზე მოწმის სახით დაკითხულიყო.

 

პალატა არ ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ თ--------–-ძის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს სამართალდამცველთა და ექსპერტის ჩვენებები, სადაც ისინი განმარტავენ, რომ დაზარალებულისგან შეიტყვეს, რომ თ--------–-ძის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (განეკუთვნება ირიბ ჩვენებათა კატეგორიას) და არ არის გამყარებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა, სანდოობის უფრო მაღალი ხარისხის მქონე მტკიცებულებით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, მხოლოდ ირიბად მიუთითებენ მსჯავრდებულის ბრალეულობაზე წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს ირიბი ჩვენების დეფინაციას, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა,თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.’’

 

პალატა აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

გარდა ამისა, პალატა თვლის, რომ სამართალდამცველთა განმარტება მათი თანდასწრებით, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის უცენზურო სიტყვებით მოხსენიების, აგრესიისა და მუქარის შესახებ, ისევე, როგორც, შემთხევევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებული, სამართალდამცველების მისვლის დროისათვის დაზარალებულისა და მსჯავრდებულის საცხოვრებელ სახლში არსებული გარკვეული არეულობის (დამტვრეული ტექნიკა, საყვავილე ქოთნები და ა. შ.) ფაქტი და წარსულში თ--------–-ძის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის, შემაკავებელი ორდერებით დადასტურებული შემთხვევები, - ერთობლიობაში, ქმნის მხოლოდ ვარაუდს, იმისა, რომ შემთხვევის დღეს მსჯავრდებულსა და დაზარალებულის ოჯახში გარკვეულ კონფლიქტს თუ სხვაგვარ ინციდენტს ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო რაც შეეხება თ--------–-ძის მხრიდან დედის მიმართ მუქარის განხორციელებას (რასაც თ--------–-ძეს ბრალდების მხარე ედავება), ამგვარი ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ იძლევა.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ჯ----–--------–---–--------–----------------- ჩვენებების იმ ნაწილზე, სადაც ისინი განმარტავენ, რომ მათი თანდასწრებით თ---------------–-ძე ემუქრებოდა დედას, ი-----–---------აძეს სიცოცხლის მოსპობით. მოწმეთა აღნიშნული განმარტება სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან მათ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას შედგენილ შესაბამის ოქმებში აღნიშნული ინფორმაცია დაფიქსირებული არ არის, რაც დამატებით სარწმუნოობას შესაძენდა მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას, მით უფრო, რომ თავად დაზარალებული უარყოფს თ---------------–---ს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული თ---------------–---ს მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა;

სასამართლო უთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია ეროვნულმა სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები და მსჯავრდებისას დაუსაბუთებლად არ დაეყრდნონ იმ მტკიცებულებებს, რომლის კანონიერებასა და სანდოობასაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებდა. ევროსასამართლო უთითებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტები (განაცხადები No 12315/04 და 17605/04, 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტები: 57-72).

 

შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ გვაქვს თ--------–-ძის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლების და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტის ირიბ ჩვენებათა გამოყენებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სავალდებულო წინაპირობა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესალებლობას მათ საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი მთავარი ფაქტობრივი გარემოება - დაზარალებულის მიმართ ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ თ--------–-ძის მხრიდან მუქარის გაჟღერების ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, ბრალდების მტკიცებულებებით დადგენილი წინმსწრები გარემოებები არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ძაღლის მიერ დაკბენილი თ--------–-ძის მიერ წარმოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა შეიძლებოდა მიმართული ყოფილიყო სწორედ მის დასახმარებლად მისული დედის - ი-----–---------აძის (მის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს თავად ეს უკანასკნელი უარყოფს), და არა - ძაღლის მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამაჯერებლობას მოკლებული არ არის ბრალდებულ თ--------–-ძის განმარტება, რომ მისი აგრესია მიმართული იყო ძაღლისკენ, რომლის მოსაკლავადაც ყვირილით და გინებით იგი იწევდა კიდეც.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---------------–-ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ---------------–---ს მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი თ---------------–---ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, CD დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით, “Beurer”-ის ფირმის სასწორი, “TOSIBAS” ფირმის ტელევიზორის მონიტორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, თიხის ქოთნის ნატეხი, შემინული კედლის ნამსხვრევი, ორი ცალი ვაზის ნატეხი, სუფრის დანა, მოწითალო ფერის ლაქა დოლბანდზე, საკონტროლო ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–-- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. თ---------------–-ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

4. თ---------------–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

5. გამართლებულ თ---------------–-ძეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

CD დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით, “Beurer”-ის ფირმის სასწორი, “TOSIBAS” ფირმის ტელევიზორის მონიტორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, თიხის ქოთნის ნატეხი, შემინული კედლის ნამსხვრევი, ორი ცალი ვაზის ნატეხი, სუფრის დანა, მოწითალო ფერის ლაქა დოლბანდზე, საკონტროლო ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი