განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2018
საქმის ნომერი
330100118002540507
ინსტანცია
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002540507

საქმე №1ბ/1561-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გი-------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 18 მარტს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–-----------------------------------, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

გი-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად მსჯავრად;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად მსჯავრად;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად მსჯავრად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოდ გი-------------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი;

 

გი-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

1) ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით,2) ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

3) ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

1) 2017 წლის დეკემბერში, დაახლოებით თვის ბოლო რიცხვებში ქ. თ---–--–-----------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გი-------------–---–მა მეუღლის სო---------–--ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2) 2018 წლის 29 მაისს ქ. თ---–--–-----------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გი-------------–---–მა არასრულწლოვანი შვილის - 9 წლის მა------------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ძლიერად უჩქმიტა მარცხენა ფეხის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

3) სო---------–--ე და გი-------------–---–ი 11 წელია არიან მეუღლეები და ჰყავთ 9 წლის შვილი მა------------–---–ი. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 29 მაისამდე გი-------------–---–ი ქ. თ---–--–-----------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლის - სო---------–--ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის მა------------–---–ის თანდასწრებით და არასრულწლოვანი შვილის მა------------–---–ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც სო---------–--ის და მა------------–---–ის ტანჯვას იწვევდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან--------მ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გი-------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის შეუსაბამოდ მსუბუქი, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების, უპირველესად პრევენციული მიზნის შესრულებას, რადგან სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული გი-------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა, მიყენებული ზიანის მნიშვნელობა, კერძოდ ის, რომ დანაშაულებრივი ქმედება იყო განზრახი, ძალადობრივი ხასიათის, ჩადენილი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილის მიმართ. სასამართლოს გი-------------–---–ის მიმართ არ უნდა გამოეყენებინა პირობითი მსჯავრი, ვინაიდან მან მხოლოდ მას შემდეგ აღიარა წარდგენილი ბრალდება, რაც სისხლის სამათლის საქმეზე დასრულდა მტკიცებულებათა გამოკვლევა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტები, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული და საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების: სო---------–--ის და მა------------–---–ის, მოწმეების: და----------------ის და თე----------–---ის ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მხედველობაში იქნა მიღებული, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულებთან, რომელთაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას. სასამართლომ ჩათვალა, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, რასაც პალატაც იზიარებს და მიაჩნია, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი. შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორი რაიონული პროკურატურის პროკურორ ან--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გი-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად მსჯავრად;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად მსჯავრად;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად მსჯავრად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოდ გი-------------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

გი-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 07 ივნისიდან - 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. მსჯავრდებული გი-------------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე