განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002624113
საქმე №1ბ/1555-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მა---–-------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 25 აგვისტოს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ-----------------------------–-------ში, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:
მა---–-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით.
მა---–-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით.
მა---–-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მა---–-------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით.
მა---–-------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი და 06 თვე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.
მა---–-------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2) მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3) მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
1) 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბ-----------------------------–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მა---–-------–-–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს - ნა--------------ეს, არასრულწლოვანი ია---------–-–---–ის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოითრია თმიდან, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, თანაცხოვრების პერიოდში სისტემატიურად მა---–-------–-–---–ი მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა.
2) 2018 წლის ზაფხულში, ბ-----------------------------–--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მა---–-------–-–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს - ნა--------------ეს, არასრულწლოვან ია---------–-–---–ის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სკამი მოარტყა ბეჭებში, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3) 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბ-----------------------------–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მა---–-------–-–---–ი საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე დანის გამოყენებით დაემუქრა მეუღლე - ნა--------------ეს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც ნა--------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი-----------–---–---–მა და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მა---–-------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მა---–-------–-–---–ის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძებასთან, არ არის დაინტერესბული მართლმსაჯულების განხორციელებით, ხოლო მოსამართლე მას შემამსუბუქებელ გარემოებად უთვლის აღიარებას. ასევე სასამართლოს მიერ მითითებულია, რომ ბრალდებულს დამამძიმებელი გარემოება არ აქვს, რაც არასწორია ვინიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დამამძიმებელ ზოგად გარემოებებს რაც უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ, ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც ცალსახად წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას და სასჯელის დანიშვნისას სასამართლო უნდა ყოფილიყო უკიდურესად მკაცრი, მა---–-------–-–---–ის მიმართ გამოყენებული იყო შემკავებელი ორდერები, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ და შეფასების გარეშე დატოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ნა--------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ვა---–----------ის, ლუ-------–-–---–ის, ია---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, მა---–-------–-–---–ის ალკოტესტით შემოწმების ქვითარი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, 2018 წლის 14 ივლისის N 7--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, 2018 წლის 15 ივლისის N2--– ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, 2018 წლის 29 აგვისტოს N0-------- სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
აპელანტის მოსაზრებას, რომ დამამძიმებელ გარემოებად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან ოჯახურ ძალადობასთან მიმართებაში დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ ობიექტური შემადგენლობის ნიშანია და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრის დროს აღნიშნული როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
მსჯავრდებულის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია. იგი გაემგზავრა საზღვარგარეთ და არასრულწლოვანი ბავშვები არიან მამის მზრუნველობის ქვეშ. ასევე პალატა ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული სამ თვეზე მეტი იმყოფებოდა პატიმრობაში, რაც მისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო შემაკავებელი ორდერები, გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის 21 და 22 მარტს მა---–-------–-–---–ის მიმართ გაცემულია ოთხი შემაკავებელი ორდერი, ძმის - მუ----------–-–---–ის და რძლის - ნა------------ის მიმართ განხორცილებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.
პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი სამართლიანია, უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მა---–-------–-–---–ი (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით.
მა---–-------–-–---–ი (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით.
მა---–-------–-–---–ი (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მა---–-------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით.
მა---–-------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი და 06 თვე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი;
პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ მა---–-------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მა---–-------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მა---–-------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 14 ივლისიდან 2018 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით და იგი გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
ნივთმტკიცება: ერთი ცალი ლითონისაგან დამზადებული დანა, სარკის ნამსხვრევები და პარფიუმერიის ბოთლი, რომელიც დალუქული ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე