განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
351100112002567854
ინსტანცია
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1031-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ვ-------–-----–---–ის,მსჯავრდებულ -კ----–---------–--–---–ის,ადვოკატ - ზ----------------–-ს მონაწილეობით,მსჯავრდებულ კ----–---------–--–---–ის და მისი ადვოკატის ზ----------------–-ს საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

კ----–----------------------–--–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–-----------------------------------; ნასამართლობის არ მქონე; რეგისტრირებული ქ------–-----–----–---------------------------------------------–--------------------------. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 02 ივლისის განაჩენით:

 

კ----–---------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

კ----–---------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან;

კ----–---------–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 07 მარტის განჩინებით:

 

ძებნილ მსჯავრდებულ კ----–---------–--–---–ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

მსჯავრდებულ კ----–---------–--–---–ს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, გაუნახევრდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 02 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული - 4 (ოთხი) წელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

დანარჩენ ნაწილში გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 02 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ კ----–---------–--–---–ის მიმართ დარჩა უცვლელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

კ----–---------–--–---–მა ჩაიდინა დეზერტირობა, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, სამსახურში გამოუცხადებლობა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ, უფროსმა ლეიტენანტმა კ----–---------–--–---–მა 2010 წლის 22 მაისს ს.ს.კ.გ. „ს------“-ს გავლით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და დატოვა ქვეყნის ტერიტორია. აღნიშნულის შემდეგ, 2010 წლის 27 მაისს, უფროსი ლეიტენანტი კ----–---------–--–---–ი არ გამოცხადდა სამსახურში, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით.

 

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 02 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ----–---------–--–---–მა და მისმა ადვოკატმა ზ----------------–მა.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ----–---------–--–---–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2018 წლის 19 დეკემბერს პროკურორმა ვ-------–-----–---–მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე; კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:

 

კ----–---------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ვადით;

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, განახევრდეს კ----–---------–--–---–ისთვის საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე, საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა საჯარო ინტერესი, კერძოდ სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, სასამართლოსთან აღიარების ფორმით თანამშრომლობა, რის გამოც მსჯავრდებულთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით კ----–---------–--–---–მა უარი თქვა საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე, არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.

 

ამასთან, შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული კ----–---------–--–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული კ----–---------–--–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, საქმეში მოიპოვება კ----–---------–--–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეების: რ---------------–---–---------------------–---–--------------–--------------------–--–---–ის ჩვენებები და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 02 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაკმაყოფილდეს პროკურორ ვ-------–-----–---–ის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ კ----–---------–--–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ცვლილება შევიდეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 02 ივლისის განაჩენში;

 

კ----–---------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ვადით;

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, განახევრდეს კ----–---------–--–---–ისთვის საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ კ----–---------–--–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;

 

ასევე, საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

კ----–---------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 25 ივლისიდან;

 

კ----–---------–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე