განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
330100118002514961
ინსტანცია
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002514961

საქმე №1ბ/1423-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ირ---–----------ას

ადვოკატ - იმ-----------–--ის

გამართლებულ - ედ-------------------ის

მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ედ-------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 ივნისს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, დ---–----------–------------, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:

ედ-------------------ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პ------–- ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ედ-------------------ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ედ-------------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული 1261-ე მუხლის პ------–- ნაწილით.

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2012 წლიდან ედ-------------------ი და ნა-----------–--ე იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ჰყავთ საერთო შვილები, 5 წლის გო--------------ი, 4 წლის ლა–------------–------------ები და ასევე 9 თვის ელ---------------ი. 2015 წლიდან 2018 წლის 17 მაისის ჩათვლით პერიოდში ედ-------------------ი თავის მეუღლეს ნა-----------–--ეს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახში საკუთარი უპირატესობის დემონსტრირების სურვილით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა ნა-----------–--ეზე. კერძოდ, ლანძღავდა მას და მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით, რის შედეგად ნა-----------–--ე განიცდიდა სულიერ ტანჯვას.

2018 წლის იანვარში, დაახლოებით 19:30 სთ-ზე, ქ. თბილისში პ------–- დ---–----------–-------------ში ედ-------------------ის საცხოვრებელ სახლში, ედ-------------------მა იმ საფუძვლით, რომ ნა-----------–--ემ არ გადასცა მას სოციალური დახმარების შედეგად აღებული თანხის ნაწილი მუშტი ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის თებერვალში, დაახლოებით 17 საათზე, პ------–- დ---–----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ედ-------------------მა მის მეუღლეს - ნა-----------–--ეს მოსთხოვა ფული, რათა ეყიდა ალკოჰოლური სასმელი, რაზეც მისგან მიიღო უარი. აღნიშნულის გამო ედ-------------------მა გაშლილი ხელი ჩაარტყა ნა-----------–--ეს თავის მიდამოში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის მარტში, დაახლოებით 20 საათზე ქ. თბილისში დ---–----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ედ-------------------მა, მის მეუღლეს - ნა-----------–--ეს იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა არ გადასცა მას სოციალური დახმარების შედეგად აღებული თანხა, გაშლილი ხელი ჩაარტყა ნა-----------–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის აპრილის ბოლოს, დაახლოებით 15 საათზე, ქ. თბილისში დ---–----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ედ-------------------მა თავის ორსულ მეუღლეს ნა-----------–--ეს გაშლილი ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ნა-----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის მაისში, თვის პირველ რიცხვებში, დაახლოებით 18 საათზე, ქ. თბილისში დ---–----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ედ-------------------მა წყლით სავსე ბოთლი ესროლა თავის მეუღლეს - ნა-----------–--ეს, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა თავის არეში, რის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. თბილისში დ---–----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ედ-------------------მა მეუღლეს - ნა-----------–--ეს მოსთხოვა გაჰყოლოდა ბანკში, რათა გამოეტანა ფული. ნა-----------–--ემ აღნიშნულ მოთხოვნაზე მის მეუღლეს განუცხადა უარი, რადგან ფული სჭირდებოდა თავად ბავშვებისთვის ტანსაცმლის საყიდლად და ასევე სჭირდებოდა ექოსკოპიის ჩატარება. უარის მიღების შემდგომ, ედ-------------------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნა-----------–--ეს, რის შემდეგ მუშტი ჩაარტყა ყურის მიდამოში. აღნიშნული ქმედების შედეგად ნა-----------–--ემ განიცადა ფიზიკურ ტკივილი.

 

პ------–- ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ედ-------------------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირ---–----------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ედ-------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ წარადგინა და გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში, ყოველგვარი გონივრული ეჭვის გამორიცხვით ადასტურებს ედ-------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ამასთან, მოცემული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახის წევრებს შორის მომხდარ კონფლიქტს, ძალადობას და ა. შ., სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან, მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის ბუნებრივ ქცევას ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, ახალისებს ოჯახში მოძალადე პირების მიერ ქმედების განმეორების ჩადენის ალბათობას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ედ-------------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ედ-------------------მა მისი ოჯახის წევრის, მეუღლის - ნა-----------–--ის მიმართ განახორციელა სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება , ცემა და სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ:

ბრალდების მხარემ თავისის პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ნა-----------–--ის გამოკითხვის ოქმი და მოწმეების: ელ---------------ის, ემ--–---------ას და ირ---–---------ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

დაზარალებულმა ნა-----------–--ემ და გამართლებულის დედამ, მოწმე ელ---------------მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს მეუღლის და შვილის - ედ-------------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

აპელანტი აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ უნდა იქნეს შეფასებული, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი.

აღნიშნულს პალატაც იზიარებს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ:

პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

რაც შეეხება მოწმეებს, პოლიციის თანამშრომლებს: ირ---–---------ას და ემ--–---------ას, რომელთა გამოკითხვის ოქმები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია ძალადობის ფაქტის თაობაზე ეფუძნება სხვა პირთა მონათხრობს და წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 18 მაისს მოქალაქე ნა-----------–--ეს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან კი ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილის - ქ. თბილისი, დ---–----------–-------------ში, ელ---------------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, ნივთიერება ან ნივთმტკიცება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

აპელანტი საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაზარალებულების მხრიდან მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებით.

პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას, მაგრამ ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის, 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, _ არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ედ-------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ედ-------------------ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ედ-------------------ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ედ-------------------ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, მასზე განთავსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათებით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე