განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
010141318700070087
ინსტანცია
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700070087

საქმე № 1 აგ/6---18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ო-----------–----–---–ის (პ/ნ 0----------) ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-–----------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, ო-----------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 04 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 07 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 04 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 07 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ო-----------–----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

 

ო-----------–----–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განაჩენით, ო-----------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ო-----------–----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობით მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს - ჯარიმას 1000 (ათას) ლარის ოდენობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილობრივ დაემატა 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო-----------–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ო-----------–----–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ო-----------–----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განაჩენი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით, ო-----------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 02 (ორი) წლის ვადით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო-----------–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

2018 წლის 26 ნოემბერს მსჯავრდებულ ო-----------–----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-–----------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ითხოვა ო-----------–----–---–ის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, ო-----------–----–---–ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის ორ ეპიზოდთან ერთად, ასევე მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და შესაბამისად, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო-----------–----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის (რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენით) განაჩენით ო-----------–----–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 27 ნოემბრის მომართვის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 1-------- განაჩენის საფუძველზე, გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება დასრულებულია.

 

ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, მსჯავრდებული ო-----------–----–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის, განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მასვე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ასევე უნდა გაუქმდეს ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება. რისი გათვალისწინებითაც უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მისი მოხდის წესი (რაც უკვე მოხდილი აქვს).

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსის 79-ე მუხლი ადგენს ნასამართლობის გაქარწყლებისა და მოხსნის წესს და ვადებს. ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ო-----------–----–---–ის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, რის შედეგადაც იცვლება დანაშაულის კატეგორია, იგი ასევე თავისუფლდება 2016 წლის 21 იანვრის (რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენით) განაჩენით ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს ო-----------–----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით დანიშნულ სასჯელზე, ვინაიდან ო-----------–----–---–მა ქმედება - ოჯახში ძალადობა, ჩაიდინა 2017 წლის 16 ივნისს, რა დროსაც იგი იყო ნასამართლევი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით. ამდენად, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი და მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ო-----------–----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-–----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ო-----------–----–---–ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ო-----------–----–---–ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

გაუქმდეს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მისი მოხდის წესი (რაც უკვე მოხდილი აქვს) დარჩეს უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

გაუქმდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნაზე მითითება. ო-----------–----–---–ს მოსახდელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ისაევი