განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002125112
საქმე №1/ბ631-18
g ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ია---------ს და თა-------------ს
ადვოკატების:მა-–--------–-----ს და სუ-–--------–---ს
მსჯავრდებულის: მი----–---------–---ს
თარჯიმნის: იგ----------------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ მსჯავრდებულ მი----–---------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-–--------–-----ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მი----–---------–---ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, სვირის ქუჩა N30, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------–--–------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით, მი----–----------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მიხ---–---------–--ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ მიხ---–---------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 10 სექტემბრიდან.
მიხ---–---------–--ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 26 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მი----–---------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2017 წლის 10 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, სოფიკო ჭიაურელის სკვერში, ქურდობისათვის ნასამართლევი მი----–---------–--- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა ბაპტისტ არმად მარსელ დამიე ბერნადეტის კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული ფულადი თანხითა და პლასტიკური ბარათებით, ,,swatch”-ის ფირმის მაჯის საათს, ,,boss”-ის ფირმის მაჯის საათს, ,,SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს. აღნიშნულის შედეგად ბაპტისტ არმად მარსელ დამიე ბერნადეტს მიადგა 1350 (ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მი----–---------–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა-–--------–-----მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, 2018 წლის 19 დეკემბერს, ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა თა-------------მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ მი----–---------–---ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ მი----–---------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს 5(ხუთი)წლით, თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2(ორი)წელი ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიხ---–---------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა. საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი ჩაეთვალოს პირობით, და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.
საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა მიხ---–---------–--მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა.
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მი----–---------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ და უდაოდ ცნობილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: ბა-----------------------–--------------------ს, ეგ----------------–-ს, დი--------------–-----ს, მი----–----–---–-ს, ვახ------------–---–-ს, გი--------------–---–-ს, ალ-----------–---ს, და-----------–---–-ს დაკითხვის ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმებით, მი----–---------–---ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, 2017 წლის 26 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ მიხ---–---------–--ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ თა-------------ს და მსჯავრდებულ მიხ---–---------–--ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. მი----–---------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფძველზე, 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2(ორი)წელი ჩაეთვალოს პირობით;
სქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიხ---–---------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა. საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.
4. მიხ---–---------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 10 სექტემბრიდან.
5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მი----–---------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
6.პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ მი----–---------–---ს ყოფაქცევაზეკონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
-შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები - 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
-საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები - 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
- მი----–---------–---ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი ,,სვოჩის’’ ფირმის საათი, რომელიც დალუქული სახით ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი