განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
330100117001994440
ინსტანცია
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001994440

საქმე №1ბ/531-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა

 

მაია ყუშიტაშვილის, ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ბ--- ხ----–---–ის

ადვოკატის: მ----- გ---–--ას

მონაწილეობით,გამართლებული გ------- გ---–---------- არ მონაწილეობდა

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ქალაქ თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ბ--- ხ----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- გ-------ს ძე გ---–----------ს (პ/ნ 0----------) - დ----------–--------–-–--------------------, რეგისტრირებული: თ---–--–----–-----------------–--–--------------------ში მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით გ------- გ---–--------ვმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში „ПМ“ (საიდენტიფიკაციო ნომრით С-----). 2017 წლის 26 მაისს გ------- გ---–---------- აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თ---–--–------------------------–--–----------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა გ------- გ---–----------ს ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ------- გ---–----------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- გ---–---------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- გ---–----------ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის განაჩენით:

 

გ------- გ---–---------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- გ---–----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

გამართლებულ გ------- გ---–--------ვს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ბ--- ხ----–---–მა; სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გაუქმდეს გ------- გ---–----------ს მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და მის მაგივრად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი;

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: გ------- გ---–----------ს მიმართ გამოტანილი განაჩენი არ ეფუძნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს (ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებათა ჩამონათვალში მოიაზრებს ბრალდებულის პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმს და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებს, ამოღებულ ნივთმტკიცებებს, ექსპერტიზის დასკვნებს და ა.შ.), რა დროსაც სასამართლოს მიერ მტკიცებულებების სათანადო შეფასება არ მომხდარა სათანადო წესით, რის გამოც აპელანტი მიიჩნევს, რომ გამამართლებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის პოზიციით სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები აშკარად აკმაყოფილებდნენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ მომხდარა ფაქტების სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც ითხოვენ გაუქმდეს გ------- გ---–----------ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორებმა ბ--- ხ----–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გ------- გ---–----------ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

 

გამართლებულ გ------- გ---–----------ს ადვოკატმა მ----- გ---–--ამ, მხარი არ დაუჭირა პროკურორების სააპელაციო საჩივარს, მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ბ--- ხ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი გ------- გ---–----------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად - „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

პალატა თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სასამართლო პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და ვერ დაეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯეროვნად ვერ მოახდინა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებათა შეფასება, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოკვლეული ირკვევა შემდეგი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას საქართველოს შსს ქ-------–---------–-–-----------------------------------ის სამმართველოს მე-------------–----------------------------–-- - მოწმე ნ------- ფ--------–-ანმა უჩვენა, რომ 2017 წლის 26 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 1----–--–--------------–-, ქ-------–--–-----------------------------------–--–-------------ში მცხოვრები გ------- გ---–---------- მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და საცხოვრებელ ბინაში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. ინფორმაციის მომწოდებლისგან პირად საუბარში შეიტყო ისიც, რომ გ------- გ---–--------ვს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებასთან და არსებობდა მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების რისკები.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 26 მაისს 14:49-15:08 სთ., თბილისში, ი. ჭ-----------------–--–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებლების - ს----–-- კ-----–---ის, ი-----–- კ--------ს და დ----- ნ-----–---–ის მიერ გაჩხრეკილ იქნა გ------- გ-------ს ძე გ---–----------, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 26 მაისს, 15:22-17:09 სთ., შსს ქ-------–---------–-–-----------------------------------ის სამმართველოს მ--------------–---- გამომძიებლების - დ----- ნ-----–---–ის და ი-----–- კ--------ს მიერ გაჩხრეკილი იქნა გ------- გ---–----------ს საცხოვრებელი ბინა, მდებარე: თბილისი, ი. ჭ------------------–---–------------, ბინა N---ში. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ გ------- გ---–----------ს მშობლები - ე-–---- ნ------ და გ------- გ---–----------. საგამოძიებო მოქმედების შედეგად: სამზარეულოში არსებული ე.წ. გამწოვიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკსა და ნაჭრებში გახვეული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ორ მჭიდთან ერთად; გ------- გ---–----------ს მშობლების საძინებელ ოთახში, კარადის თავიდან ამოღებული იქნა ნაჭერში გახვეული ორლულიანი თოფი, ხოლო ამავე კარადაში არსებული სეიფიდან -ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და ე-–---- ნ-----ის სახელზე გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. საგამოძიებო მოქმედების ოქმზე არსებული შენიშვნის თანახმად, გ------- გ---–--------ვმა და მისმა მშობლებმა ოქმის ხელმოწერით დადასტურებაზე განაცხადეს უარი.

 

შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მ--------------–---- გამომძიებლებმა: გ--- მ---------ემ, ი-----–- კ--------მ და დ----- ნ-----–---–მა დაადასტურეს ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი და ამ საგამოძიებო მოქმედებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებათა სისწორე. სასამართლო სხდომაზე მათ მიერ მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 26 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თარჯიმანთან ერთად, გავიდნენ თბილისში, ი. ჭ-----------------–--–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მართლაც ნახეს გ------- გ---–----------. წარუდგნენ მას, გააცნეს დადგენილება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გ------- გ---–--------ვს კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოჩენია. როცა ჰკითხეს სად ცხოვრობდა, გ------- გ---–--------ვმა მისამართად თბილისი, ი. ჭ-----------------–--–-----------, ბ------- დაასახელა, სადაც მასთან ერთად გაემართნენ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. ადგილზე მისულებს ბინაში მისი მშობლები დახვდნენ, რომელთაც განემარტათ პოლიციის თანამშრომელთა მისვლის მიზეზი და საგამოძიებო მოქმედების - მათი ბინის ჩხრეკის - ჩატარების სამართლებრივი საფუძველი. ჩხრეკამდე გ------- გ---–--------ვმა და მისი ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ არაფერს ფლობდნენ, თუმცა ჩხრეკისას ნანახი იქნა სანადირო თოფი და ორი პისტოლეტი. სანადირო თოფთან დაკავშირებით ბრალდებულის მამამ - გ------- გ---–--------ვმა განმარტა, რომ თოფის გაფორმება ვერ შეძლო, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ბრალდებულის დედის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთ-ერთ საძინებელ ოთახში არსებულ სეიფში ნანახი პისტოლეტის რეგისტრაციის მოწმობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გაფორმებული იყო მასზე. მეორე პისტოლეტის, - რომელიც აღმოჩენილი იქნა სამზარეულოში არსებულ ე.წ. გამწოვში, - კანონიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა. შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის ხელმოწერაზეც გ------- გ---–--------ვმა და მისმა მშობლებმა განაცხადეს უარი, არც სურვილი გამოუთქვამთ ოქმში რაიმე შენიშვნის შეტანაზე. აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გ------- გ---–---------- დააკავეს და გადაიყვანეს სამმართველოში.

 

მოწმეებმა ი-----–- კ--------მ და დ----- ნ-----–---–მა დაკითხვისას ასევე განმარტეს, რომ არარეგისტრირებული იარაღის აღმოჩენისას გაიგონეს როგორ გადაულაპარაკა დედას გ------- გ---–--------ვმა, რომ პასუხისმგებლობა მამას აეღო საკუთარ თავზე. აღნიშნულის თაობაზე საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ უთხრეს გამომძიებელ გ--- მ---------ეს, საგამოძიებო მოქმედების ოქმში შენიშვნის სახით დაფიქსირება კი არ ჩათვალეს საჭიროდ. მოწმე გ--- მ---------ემ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებისას ბრალდებულისა და მისი დედის კომუნიკაციის ფაქტის შესახებ შეიტყო ორ-სამ დღეში ი-----–- კ--------სა და დ----- ნ-----–---–ისგან, თავად არაფერი გაუგონია.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნის თანახმად, გ------- გ---–----------ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ობიექტები წარმოადგენს: 1. ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუშს „ПМ“; 2. ორ ცალ მჭიდს, დამზადებულს ქარხნული წესით და განკუთვნილს 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტების საშტატო ნიმუშებისთვის „ПМ“. პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

 

პაკეტში, წარწერით „გ------- გ---–----------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ცეცხლსასროლი პისტოლეტის მსგავსი საგანი, ორი მჭიდი...“ მოთავსებულ პისტოლეტისმაგვარ საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და კატეგორიულად განსხვავდება გ------- გ---–----------ს (დ---------------–-) გენეტიკური პროფილისაგან;

 

ამავე პაკეტში მოთავსებულ მჭიდზე, წარწერით „2740-2“, არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის გ------- გ---–--------ვს, ხოლო მეორე წილი და პისტოლეტზე არსებული გენეტიკური პროფილი იდენტურია

 

პაკეტზე მოთავსებულ მეორე მჭიდზე, წარწერით „2740-1“ გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში, წარწერით „გ------- გ---–----------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკიდან ამოღებული ორლულიანი თოფი დაშლილ მდგომარეობაში...“ მოთავსებულ ორლულიან თოფზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილებისერთი წილი ეკუთვნის გ------- გ---–--------ვს.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით „გ------- გ---–----------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ცეცხლსასროლი პისტოლეტის მსგავსი საგანი, ორი მჭიდი...“ მოთავსებულ პისტოლეტისმაგვარ საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და მჭიდზე, წარწერით „2740-2“ არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ერთმანეთის იდენტურია და არ ეკუთვნის გ------- ბ------ის ძე გ---–--------ვს.

 

საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო -ანალიტიკური დეპარტამენტის MIA 9------------ მომართვის თანახმად, შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, გ------- გ---–----------ს (პ/ნ 0----------) სახელზე არანაირი სახის ცეცხლსასროლი იარაღი არ ირიცხება.

 

საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო -ანალიტიკური დეპარტამენტის MIA 8------------ მომართვის თანახმად, შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, “MAKAROV PM” სისტემის CM 2740 პისტოლეტი რეგისტრირებული არ არის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ზ------ შ----–---–-ა სასამართლოს მოახსენა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, აგრეთვე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ბრალდებულ გ------- გ---–----------ს დაკავების შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ ბრალდებულ გ------- გ---–----------ს ოჯახის წევრები. ვინაიდან იყო ღამის საათები ვერ მოხერხდა მათი დაკითხვა. გ------- გ---–----------ს მშობლებს ადვოკატის მეშვეობით განუმარტა, რომ დაცვის მხარეს თავადაც შეეძლო მათი დაკითხვა.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ---–--–------------------------–--–----------------------ში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, სამზარეულოში აღმოჩენილი იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის შეძენისა და შენახვის ნებართვა ზემოაღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ პირთაგან არავის ჰქონია.

 

გ------- ბ------ის ძე გ---–----------ს, რომელიც არის გამართლებულის მამა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მეუღლესთან - ე-–---- ნ------სთან ერთად ცხოვრობს თ---–--–------------------------–--–----------------------ში. მათი შვილი - გ------- გ---–----------, ჰოლანდიიდან ჩამოსვლის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ბებიასთან, რადგან საზღვარგარეთ სწავლის შეწყვეტის გამო მასთან ურთიერთობა დაეძაბა. 2017 წლის 26 მაისს, ზემოაღნიშნულ მისამართზე, მათ შვილთან და თარჯიმანთან ერთად, მოვიდა პოლიციის ექვსი თანამშრომელი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის დასაძებნად, აპირებდნენ ბინის გაჩხრეკას. გამომძიებელმა გ--- მ---------ემ გააფრთხილა ის და მისი მეუღლე, რომ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ეკრძალებოდათ ტელეფონზე საუბარი და ერთმანეთთან კომუნიკაცია. ბინის ჩხრეკას მხოლოდ ორი პოლიციელი - ი-----–- კ-------- და დ----- ნ-----–---–ი ატარებდა, დანარჩენები საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას არ იღებდნენ. პოლიციის ერთი-ორი თანამშრომელი გ-------სთან იმყოფებოდა და ეფარებოდა მას, მასთან კომუნიკაციის მცდელობის აღსაკვეთად. პოლიციის თანამშრომლებმა სამზარეულოში, ე.წ. გამწოვში ნახეს მის მიერ წლების წინ შეძენილი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და მჭიდები, რომლებსაც შვილისა და მეუღლისგან მალულად ინახავდა. მას პოლიციის თანამშრომლებისთვის არ დაუმალავს, რომ იარაღი ეკუთვნოდა მას. მის კუთვნილ საძინებელ ოთახში, კარადის თავზე პოლიციის თანამშრომლების მიერ ნანახი იქნა სანადირო თოფი, რომელზეც ასევე არ ჰქონდა ლიცენზია, ვინაიდან შესაბამისი ნებართვის მიღებაზე, საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო, შეექმნა გარკვეული სირთულეები. იმავე კარადის სეიფში, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე ნახეს მისი მეუღლის - ე-–---- ნ-----ის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტი. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ბინაში მივიდა ვინმე „პოლკოვნიკი ს-----“. ამ პიროვნებასაც, როგორც ბინაში მყოფ პოლიციელთა ხელმძღვანელს, აცნობა, რომ სამზარეულოში აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი მას ეკუთვნოდა და მისმა შვილმა არც იცოდა ბინაში ამ იარაღის არსებობის შესახებ. პოლკოვნიკმა ჯერ ურჩია, კარგად დაფიქრებულიყო, სანამ ამგვარ განცხადებებს გააკეთებდა, ვინაიდან საგამოძიებო ორგანო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებით, იარაღზე გამოვლენილი კვლების საფუძველზე, მაინც დაადგენდა პისტოლეტის კუთვნილებას, შემდეგ კი დაპირდა, რომ სამმართველოში დაკითხვისას მიეცემოდა განმარტების გაკეთების შესაძლებლობა. გ-------, რომელსაც სამზარეულოში იარაღის აღმოჩენისთანავე დაადეს ხელბორკილები, ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს. ის და მისი მეუღლე მივიდნენ სამმართველოში, სადაც, მიუხედავად ოთხსაათიანი ლოდინისა, მათ არავინ გასაუბრებია და არავის დაუკითხავს. დაახლოებით 22:30 საათზე შეხვდნენ გამომძიებელ ზ. შ----–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ ღამის საათებში საგამოძიებო მოქმედების ჩატარება იკრძალებოდა და მეორე დღისთვის დაიბარა. მეორე დღეს ადვოკატთან ერთად მისულები გამომძიებელმა არ მიიღო, რადგან დაკავებული იყო, ამიტომ, მესამე დღეს, 28 მაისს, იმ ინფორმაციის შემცველი განცხადება, რომელსაც არსებითად მიიჩნევდა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, ადვოკატის მეშვეობითგადასცაგამომძიებელს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ---–--------ვმა ასევე განმარტა, რომ ახალი წლების შემდეგ ჰყავდა სტუმრები. შვილს, გ------- გ---–--------ვს სთხოვა, რომ სუფრასთან მიეტანა ღვინო. იგი საძინებელ ოთახში, კარადის თავზე ინახავდა საკოლექციო ღვინოებს და კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდს, ხოლო ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა სხვაგან. მოგვიანებით, გ------- დაინტერესდა თუ რატომ ინახავდა დედა მჭიდს კარადის თავზე. იგი მიხვდა, რომ მისმა შვილმა ნახა მჭიდი, რის გამოც მჭიდებს და იარაღს შეუცვალა ადგილი, შეახვია ქსოვილში და შეინახა სამზარეულოში გამწოვის უკან. სწორედ ამ გარემოებით ხსნის მოწმე ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდზე მისი შვილის დნმ-ის არსებობას.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ე-–---- ნ------მ, ამჟამად გამართლებულ გ------- გ---–----------ს დედამ. მოწმე ე-–---- ნ------მ დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მასა და მის შვილს შორის გადალაპარაკებას ადგილი არ ჰქონია, ამის შესაძლებლობა არც ჰქონდათ, როგორც მათ შორის არსებული მანძილის (ერთმანეთისგან 7-8 მერტის დაშორებით ისხდნენ), ისე, პოლიციის თანამშრომლების მიერ გ-------ს მუდმივი ზედამხედველობის გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას გ------- გ---–--------ვმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და უარყო მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტი.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა ურთიერთდაპირისპირებულ მტკიცებულებათა შეფასებისას, მხარეებს შორის სადავოდ გამხდარი გარემოება - საგამოძიებო მოქმედების შედეგად აღმოჩენილი იარაღის კუთვნილება, ბრალდების მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება. ის გარემოება, რომ და გ------- გ---–----------ს მისი დედ-მამის საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილი იარაღი ეკუთვნის გ------- გ---–--------ვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან უტყუარად არ დასტურდება;

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და აღნიშნავს, რომ გ------- გ---–----------სა და მისი დედ-მამის საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილი პისტოლეტის მჭიდზე ბრალდებულის ბიომასალის გენეტიკური პროფილის (დნმ-ის) არსებობა თავისთავად არ ქმნის საფუძველს დადგენილად იქნას მიჩნეული ამ იარაღის ამჟამად გამართლებულ გ---–----------ს მიერ შეძენილი და შენახული.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა მოპოვებული იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით და სავსებით სამართლიანად იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი.

 

კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა ხდება წინასასამართლო სხდომაზე. რაც არ გამორიცხავს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მსჯელობას. მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა დაკავშირებულია მტკიცებულებათა მოპოვებისა და საქმეზე დამაგრების კანონიერებასთან, რაც გულისხმობს მტკიცებულებების მოპოვებისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების დაცვას და აგრეთვე მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა გაცვლის საპროცესო წესის დაცვას. შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ კუთხით განიხილავს დაცვის მხარის მიერ გაცხადებულ შუამდგომლობას ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე. სასამართლო იმსჯელებს სწორედ მისი მოპოვებისა და საქმეზე დამაგრების კანონიერებასა და აგრეთვე მხარეთა შორის გაცვლის საპროცესო წესის დაცულობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს, რა შემთხვევაშია მტკიცებულება დაუშვებელი. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლში მითითებულია, რომ კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არა აქვს. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი არეგულირებს მტკიცებულებათა გაცვლის საპროცესო წესს, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით არ გადაცემა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნის მიღებისთანავე ექსპერტიზის ინიციატორმა მხარემ ის დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს მეორე მხარეს ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გ------- გ---–----------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა არაერთხელ მიმართა გამომძიებელ ზ------ შ----–---–ს და ითხოვა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნების მიღებისთანავე გადაცემა დაცვის მხარისათვის.

 

გამომძიებელმა ზ------ შ----–---–-ა დაადასტურა ის ფაქტი, რომ განცხადების დაწერის დროს ბრალდების მხარეს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქონდა მიღებული, დასკვნის მიღების შემდეგ კვლავ დაინიშნა დამატებითი ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნები კანონით დადგენილი წესით გადასცა დაცვის მხარეს.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა ექსპერტიზის ბიუროდან გამომძიებელ ზ------ შ----–---–ს გადაეგზავნა 2017 წლის 09 ივნისს. ექსპერტიზის დასკვნას თან ერთვოდა ნივთმტკიცება ერთ პაკეტად. ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად; პისტოლეტის მაგვარ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. 01) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და კატეგორიულად განსხვავდება ბრალდებულ გ------- გ---–----------ს (დაბადებული 0----------–) ნერწყვის ნიმუშისაგან.

 

2017 წლის 17 ივნისს გამომძიებელმა ზ------ შ----–---–-ა შესაბამისი ექსპერტის მონაწილეობით აიღო მოწმე გ------- გ---–----------ს (მამა) ნერწყვის ნიმუში, ხოლო 2017 წლის 19 ივნისს დანიშნა დამატებითი ბიოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დაისვა მხოლოდ ერთი კითხვა „გთხოვთ, განგვისაზღვროთ გ------- გ---–----------ს (შვილი) საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამზარეულოში არსებული ჰაერის გამწოვის თავის შიდა მხრიდან ამოღებული მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტიდან და მჭიდებიდან აღებული ბიოლოგიური (დნმ) მასალა იდენტურია თუ არა გ------- ბ------ის ძე გ---–----------საგან (მამა) არსებულ ბიოლოგიურ (ნერწყვის) მასალასთან.“ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა ექსპერტიზის ბიუროდან გამომძიებელ ზ------ შ----–---–ს გადაეგზავნა 2017 წლის 28 ივნისს. 2017 წლის 03 ივლისს დაცვის მხარეს გადაეცა სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა და მტკიცებულებები, მათ შორის ბიოლოგიური (გენეტიკური)ექსპერტიზის N0--------დასკვნა.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტებას იმის შესახებ , რომ მტკიცებულებათა გაცვლის წესის დარღვევა იწვევს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადჰყოფს, რომ ბრალდების მხარემ (გამომძიებელი ზ------ შ----–---–ი) ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა მიიღო 2017 წლის 09 ივნისს. (საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია). აღნიშნული დასკვნის არსებობის შესახებ ბრალდების მხარე რომ ინფორმირებული იყო 2017 წლის 09 ივნისს, მიუთითებს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებები; კერძოდ, ბიოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი გარემოებების, იარაღზე არსებული გენეტიკური პროფილის კუთვნილების გადამოწმების მიზნით ბრალდების მხარემ მოახდინა გ------- გ---–----------საგან (მამა) ნერწყვის ნიმუშის აღება და დამატებითი ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნა. სასამართლოში პირველი წარდგენის დროს მტკიცებულებათა გაცვლა მოხდა 2017 წლის 28 მაისს, ხოლო წინასასამართლო სხდომამდე ხუთი დღით ადრე მტკიცებულებები მხარეებმა გაცვალეს 2017 წლის 03 ივლისს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა უფლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მოითხოვოს და გაეცნოს იმ ინფორმაციის, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაეკმაყოფილებინა ბრალდების მხარეს. შესაბამისად, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა სავსებით კანონიერად იქნა ცნობილი დაუშვებელ მტკიცებულებად, რაც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გ------- გ---–----------ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებად. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება არც სააპელაციო სასამართლოში ყოფილა წარმოდგენილი;

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როცა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება ხდება ბინიდან, სადაც ბრალდებულის გარდა სხვა პირიც ცხოვრობს, აუცილებელი ხდება ვარაუდის უარყოფა იმის შესახებ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება ამ პირსაც ეკუთვნოდეს (სისხლის სამართლის N2კ-318აპ.-16 საქმეზე 2016 წლის 07 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ ბრალდების მხარე გამოძიების მთელი პერიოდის მანძილზე უარს ამბობდა ბრალდებულის ბრალეულობის გარდა საგამოძიებო მოქმედებების გზით სხვა ვერსიის გადამოწმებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ გ------- გ---–----------ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, მისმა მამამ - გ------- გ---–--------ვმა განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს, რომელშიც განმარტავდა, რომ მისი ბინიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ეკუთვნოდა მას. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მითითება, რომ აუცილებელი არ იყო გ------- გ---–----------ს მშობლების დაკითხვა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია რადგან ამ პირთა დაკითხვის აუცილებლობა გამომდინარეობდა, როგორც მათ ბინაში აღმოჩენილი იარაღის კუთვნილების დადგენის ინტერესიდან, ისე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მათი უშუალო ჩართულობიდან.

 

პაატა აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებულად არ გაიზიარა ბრალდების მოწმეთა, ბინის ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცველთა - ი-----–- კ--------სა და დ----- ნ-----–---–ის ჩვენებები, იმასთან დაკავშირებით, რომ არარეგისტრირებული იარაღის აღმოჩენისას მათ გაიგონეს როგორ გადაულაპარაკა გ------- გ---–--------ვმა დედას, რომ პასუხისმგებლობა იარაღზე მამას აეღო საკუთარ თავზე, მით უფრო, რომ ამგვარი კომუნიკაციის არსებობის თაობაზე სასამართლოში მათ დაკითხვამდე, არც საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმში და არც სხვა საპროცესო დოკუმენტში გაცხადებული არ ყოფილა. ამასთან, მოწმეები გ------- გ---–---------- (მამა) და ე-–---- ნ------ უარყოფენ აღნიშნულ ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასა და შენახვაში გ------- გ---–----------ს ბრალეულობის შესახებ ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებულად მიჩნეული ვარაუდი, უფრო მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადგინდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მსგავს დანაშაულებში მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას უნდა გულისხმობდეს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის რომელიმე ნიშნის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის გამომრიცხავად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, ურთიერთშეთანხმებულად დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ------- გ---–--------ვმა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა, შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე.

 

სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ------- გ---–----------ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ------- გ---–--------ვმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; აქედან გამომდინარე არ არსებობს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქალაქ თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ბ--- ხ----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის განაჩენი გ------- გ---–----------ს მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

გ------- გ---–---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- გ---–----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

გამართლებულ გ------- გ---–--------ვს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

CD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

„მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი (საიდენტიფიკაციო ნომრით - C-----) და ორი მჭიდი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.

 

„ტოკარევის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს ე-–---- ნ------ს;

 

სანადირო გლუვლულიანი იარაღი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს გ------- გ---–--------ვს (დ----------–--------------–--–------------------);

 

ნერწყვის ნიმუშები და ბიოლოგიური მასალის ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი