განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
330210117001910764
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3302101-7001910764

საქმე №2ბ/2730-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2018 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები _ ირაკლი ბონდარენკო

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ნ----- ქ–-----–---–ი

წარმომადგენელი - მ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ----- გ--–---–---–ი, ე-–--- გ--–-–---–ი

წარმომადგენელი - გ---------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება, თანხის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ----- ქ–-----–---–ს უარი ეთქვა ნოტარიუს თ-------------ის მიერ 2013 წლის 19 აგვისტოს დამოწმებული „სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების“ შესახებ ნ----- ქ–-----–---–ის მიერ ხელმოწერილი განცხადების (რეესტრის N1--------) ბათილად ცნობის, ნოტარიუს თ-------------ის 2013 წლის 27 აგვისტოს სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ (N1--------), კერძოდ, კ--- გ--–-–---–ის უძრავ-მოძრავი ქონების 1/3 წილის ნაწილში ბათილად ცნობის, საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე: ქ. თბილისი, დ--------------, პ------–-ს ქუჩა N1-, ბინა N4-, საკადასტრო კოდი 0----------------------, 1/3 წილის თანამესაკუთრედ ცნობისა და მ----- გ--–---–--–სა და ე-–--- გ--–-–---–ისათვის სოლიდარულად ნ----- ქ–-----–---–ის სასარგებლოდ შპს „ს----–----------------------------–------------------------–-----------------ის“ (ს/კ 2--------) 50% წილის გაყიდვისას მიღებული თანხიდან 163 000 აშშ დოლარიდან 1/3 წილის 54 333 აშშ დოლარის ექვივალენტი 132.659.4528 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ნ----- ქ–-----–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. იგი შვილის, კ--- გ--–-–---–ის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა, ასევე, სარჩელის წარდგენისას ცხოვრობს, რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, დ--------------, მე-3-----, მ---- კორპ, ბინა N2--.

 

2.2. 2017 წლის 06 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ დაკმაყოფილდა ნ----- ქ–-----–---–ის განცხადება და მათ გამოეყოთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

2.3. ნ----- ქ–-----–---–მა 2016 წლის 20 აპრილს მიმართა მ----- გ--–---–---–სა და ე-–--- გ--–-–---–ს, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდროდან კუთვნილი 1/3 წილის გადმოცემის მოთხოვნით.

 

2.4. 2017 წლის 20 აპრილს ნ----- ქ–-----–---–მა მიმართა ნოტარიუს თ-------------ეს, 2013 წლის 19 აგვისტოს დამოწმებული სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით, ე-–--- გ--–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, იგი დაინიშნა ოჯახის წევრის, დედის - მ----- გ--–---–---–ის დროებით მხარდამჭერად: 1) სახელმწიფო გასაცემლის (პენსია და სხვ.) დანიშვნის, აღდგენის, მიღებისა და განკარგვის სფეროში, ამავე მიზნით, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში; 2) მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; 3) მედიკამენტების (მათ შორის -რეცეპტით გასაცემის) შეძენის სფეროში; 4) სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში; 5) ნ----- ქ–-----–---–ის სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლოში საპროცესო წარმომადგენლობის ( გარდა სარჩელის ცნობისა ) სფეროში.

 

2.6. ნ----- ქ–-----–---–ი მკურნალობის მიზნით არ განთავსებულა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არ იმყოფებოდა ფსიქიატრის ზედამხედველობის ქვეშ, არ იღებდა ფსიქიატრის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. კ--- გ--–-–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 29 იანვარს. გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ დედა - ნ----- ქ–-----–---–ი, შვილი - ე-–--- გ--–-–---–ი, მეუღლე - მ----- გ--–---–---–ი.

 

2.8. კ--- გ--–-–---–ის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, დ--------------, ი. პ------–-ს ქუჩა, N1-, ბინა N4-, ასევე, 50 %-იანი წილი შპს ს----–----------------------------–------------------------–-----------------ი 1-ში, ს/კ: 2--------1.

 

2.9. 2013 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს თ. ბ------ის მიერ კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, შვილის - ე-–--- გ--–-–---–ისა და მეუღლის - მ----- გ--–---–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა , რეესტრის N1--------, რის საფუძველზეც მემკვიდრეები აღირიცხნენ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მესაკუთრეებად.

 

2.10. 2014 წლის 19 აგვისტოს დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ე-–--- გ--–-–---–მა და მ----- გ--–---–---–მა გაყიდეს კუთვნილი წილი შპს ,,ს----–----------------------------–-------------------------–-----------------ში“ – 163 000 აშშ დოლარად.

 

2.1-. მ----- გ--–---–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, დ------------- დასახლება, მე-3-----, კორპუსი 1-, ბინა N2--, ფართი 47 კვ.მ, რაც 2016 წლის 21 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ე-–--- გ--–-–---–ის სახელზე.

 

2.12. 2014 წლის 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, სამოქალაქო საქმეზე N2/1------- გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით სოლიდარულ მოვალეები, მ----- გ--–---–---–ი და ე-–--- გ--–-–---–ი აღიარებენ სს ,,პ-------------------ს“ წინაშე არსებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების N3------ და მისგან გამომდინარე N1--------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას, სულ 16 04-.13 აშშ დოლარის ოდენობით, აგრეთვე, სოლიდარულად კისრულობენ ვალდებულებას 2014 წლის 16 მაისამდე სრულად დაფარონ დავალიანება მორიგების აქტზე თანდართული გრაფიკით დადგენილი წესით, რომელიც წარმოადგენს მორიგების განუყოფელ ნაწილს.

 

2.13. ნოტარიუს თ-------------ესთან 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის მიხედვით, ნ----- ქ–-----–---–ი ადასტურებს, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში არცერთი ფორმით არ მიუღია აწ გარდაცვლილი შვილის, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო ქონება, არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და არც სამკვიდროს მართვით. მისთვის ცნობილია, რომ სამკვიდროს ფაქტიურად ფლობენ და სამკვიდროს იღებენ მამკვიდრებლის შვილი - ე-–--- გ--–-–---–ი და მამკვიდრებლის მეუღლე - მ----- გ--–---–---–ი. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება, მას არ ხდის სადაოდ და აცხადებს თანხმობას მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა სრულად მიიღონ ე-–--- გ--–-–---–მა და მ----- გ--–---–---–მა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ----- ქ–-----–---–ის მიერ გამოვლენილი ნება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ ნამდვილია, არ წარმოადგენს სხვისი მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგს, არ არის დადებული მოტყუებით, ნება არ გამოვლენილა პირის მიერ ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი და ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა -განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლომ უმთავრესად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავდა, რომ მას ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს ხელი, არ განუმარტეს სანოტარო აქტის შინაარსი, ისარგებლეს მისი ნდობით, გულუბრყვილობით, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაც გამოწვეული იყო შვილის გარდაცვალებით. სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტით დგინდება, რომ ნოტარიუს თ-------------ეს სანოტარო ბიუროში მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ი. პ------–-ს N- მიმართა ნ----- ქ–-----–---–მა და მოითხოვა განცხადების შედგენა, მასზე თავისი ხელმოწერის ნამდვილობის სანოტარო წესით დამოწმება. ნოტარიუსმა შეამოწმა მისი პირადობა, ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ მის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა. ნოტარიუსი დარწმუნდა ნ----- ქ–-----–---–ის ნების გამოვლენის ნამდვილობაში, განუმარტა განცხადებაზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები. სანოტარო აქტში მითითებული აღნიშნული პრეზუმირებული ფაქტებისა და გარემოებების გამაქარწყლებელი სათანადო და უტყუარი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოწმეთა ჩვენებები საპირისპირო ფაქტებს ვერ ადასტურებს. მოწმე ქ------- ც--------მა, რომელიც წარმოადგენს ნ----- ქ–-----–---–ის მეზობელს, ჩვენებაში აღნიშნა, რომ ნ----- ქ–-----–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, იგი წაიყვანეს ფერისცვალების დღეს, ეგონა, რომ მიდიოდა ეკლესიაში, მაგრამ შემდგომ არაფერი უთქვამს ქონებაზე. მოწმისვე განმარტებით, არ არის ფაქტების უშუალო თვითმხილველი, იგი არ იმყოფებოდა მოსარჩელესთან ნების გამოვლენის დღეს, არ შესწრებია სანოტარო აქტის შედგენას. ნ----- ქ–-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებს ზოგადად, არ აღნიშნავს რაიმე სახის ფსიქიკურ პრობლემებს. შესაბამისად, სასამართლომ მისი ჩვენებიდან ვერ გამოიტანა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების, ნების გამოვლენის ნაკლის შესახებ დასკვნა. სასამართლოს შეფასებით, ინფორმაციას მხოლოდ გადმოცემით ფლობდა ასევე მოწმე, ზ--------–---------–---იც (ნ----- ქ–-----–---–ის შვილის, გ--–- გ--–-–---–ის მეგობარი). მისივე განმარტებით, ნოტარიუსთან მისვლის შესახებ ნ----- ქ–-----–---–მა მოუყვა მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ, განიცდიდა, ,,მე კ---ს ის აღარ ვყოფილვარო“. მისი გადმოცემით, ნ----- ქ–-----–---–ს ხშირად ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ეთიშებოდა გონება, ამასთან, გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია მისი ჩვენება სხვა ფაქტებთან მიმართებით. ზ--------–---------–---მა მიუთითა, რომ მოსარჩელე შვილის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს მარტო, ხოლო სხვა შემთხვევაში მიუთითა, რომ გ--–- გ--–-–---–ი მარტოს ვერ ტოვებდა დედას. ასევე, ყურადღება გაამახვილა ნ----- ქ–-----–---–ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რასთან ერთადაც მიუთითა, რომ იგი, შვილის გარდაცვალების შემდეგ, კ--- გ--–-–---–ის მოვალესთან, ტელეფონით არკვევდა ვალის ოჯახისათვის დაბრუნების საკითხს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები ერთმნიშვნელოვნად ვერ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ნ----- ქ–-----–---–ი სანოტარო აქტის ხელმოწერისას არ მოქმედებდა საკუთარი ნების თანახმად, იმყოფებოდა სხვა პირის მხრიდან ზეწოლის, მოტყუების ქვეშ. გარემოების უტყუარ მტკიცებულებად სასამართლომ ვერ მიიჩნია ვერც 2017 წლის 06 დეკემბერს ,,ფ----------------------–--------------------------------–----–-------ს“ მიერ ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაც. სასამართლოს მსჯელობით, მასში აღნიშნულია, რომ ნ----- ქ–-----–---–ს იმჟამად აღენიშნებოდა: მძიმე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოზური სიმპტომებით, ინტელექტუალურ-მნესტიური ფუნქციების დაქვეითებით. 2013 წლის 19 აგვისტოს ნ----- ქ–-----–---–ს აღენიშნებოდა: მძიმე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოზური სიმპტომებით, ინტელექტუალურ-მნესტიური ფუნქციების დაქვეითებით. აღნიშნულ პერიოდში ნ----- ქ–-----–---–ს არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების მნიშვნელობა და შესაძლო შედეგები.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის ექსპერტის დასკვნის მიმართ, დადგენილი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალსიწინა ის გარემოებები, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედგენის საფუძვლად, რომელიც გაცემულია 2017 წლის 06 დეკემბერს, მითითებული დოკუმენტებიდან არც ერთი არ ასახავს პირის ფსიქიკურ მდგომარეობას 2013 წლის 19 აგვისტოსათვის. ანამნეზური მონაცემები მოიცავს მოწმეთა ჩვენებებს, სსიპ ს--–---------------–------------------–-------ს მიერ 2014 წლიდან 2017 წლის 06 დეკემბრამდე გაცემული სამედიცინო ბარათებს, შპს ,,ა----------------------------------–------------–-------–-------ს“ მიერ 201- წლის 28 სექტემბერს გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სასამართლო სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის, ნ-------------–---–-ს მითითებით, სამედიცინო ბარათებში ფსიქიატრიული დარღვევის გამო გამოძახებას, თვითდაზიანების მიყენების ან სუიციდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია, დასკვნის მიღებისას კი გათვალისწინებულ იქნა გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 19 აგვისტო - იყო სტრესის უახლოეს პერიოდში, ხოლო პასუხის კატეგორიულობა კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხის მითითების სავალდებულო ფორმატმა გამოიწვია. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, სასამართლომ ვერ გაიზიარა და მით უფრო გადაწყვეტილების მიღებისას ვერ დაეყრდნო ექსპერტის დასკვნას, რომელიც არ იყო სარწმუნო და დამაჯერებელი, რადგან იგი ეყრდნობდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და ვერ ასახავდა იმ ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც იყო მოსარჩელე დასკვნის გაცემამდე ოთხი წლით ადრე. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა არც მ----- გ--–---–---–ის მოსარჩელის მიმართ არსებული ძალაუფლებისა და შემდგომ მისი ბოროტად გამოყენების, ასევე, პირის განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტიც. მოწმეთა ჩვენებით ერთმნიშვნელოვნად იქნა განსაზღვრული, რომ მხარეთა შორის იყო კარგი, ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება,დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.14. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხემ სადავო გახადა 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის შესახებ წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო, იყო თუ არა ხანდაზმული ნ----- ქ–-----–---–ის მოთხოვნა გარიგების ბათილად ცნობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლომ მიუთითა შემდეგი: სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა სახის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული), შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით, კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა, ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას; ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი) მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა; სამოქალაქო კოდექსის 131–ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წამოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როდესაც კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება; ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის ანალიზით ირკვევა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო (ხელშეკრულების დადების დრო), ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შენიშნა, რომ ნ----- ქ–-----–---–ი სარჩელის წარმოდგენისას მიუთითებდა რამოდენიმე საფუძველზე, 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილ სანოტარო აქტს მიიჩნევდა ამორალურ, სხვის მიერ ნდობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად, მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის სარგებლობით, მოტყუებით დადებულ გარიგებად. სასამართლომ განმარტა, რომ ბათილობა არის სამართლებრივი შედეგი, რაც იმ შემთხვევაში დგება, თუ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგალითად, დადებულია ქმედუუნარო პირის მიერ, კანონსაწინააღმდეგოდ, ამორალურად, სხვისი ნდობის ბოროტად გამოყენებით. ასეთ დროს, მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას არ აქვს იურიდიული ძალა და არ წარმოშობს იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც დამახასიათებელია კონკრეტული ხელშეკრულებისათვის. ასეთ შემთხვევაში მატერიალური სამართალი ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას არ ითვალისწინებს და მათზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო, 10 წლიანი ვადა, რა შემთხვევაშიც გარიგების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა, სასამართლოს შეფასებით, არ იყო ხანდაზმული და სასამართლო უფლებამოსილი იყო იმსჯელოს ნ----- ქ–-----–---–ის მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.

 

2.1-. სასამართლომ შენიშნა, რომ ნ----- ქ–-----–---–ი 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი სანოტარო აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ გარიგება იყო ამორალური, შედგენილი იყო მისი მძიმე მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მოტყუებით, ნოტარიუსს იგი შედგენილი ჰქონდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რამდენადაც მას ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს ხელი, ისე, რომ შედეგი არ განუმარტავთ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ცალმხრივია გარიგება, რომლის ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი ნების გამოვლენის არსებობა და იგი ცვლის, წყვეტს ან წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობებს.ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შენიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს თ-------------ესთან 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის მიხედვით, ნ----- ქ–-----–---–ი ადასტურებდა, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში არცერთი ფორმით არ მიუღია აწ გარდაცვლილი შვილის, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო ქონება, არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და არც სამკვიდროს მართვით. მისთვის ცნობილი იყო, რომ სამკვიდროს ფაქტიურად ფლობდნენ და სამკვიდროს იღებდნენ მამკვიდრებლის შვილი - ე-–--- გ--–-–---–ი და მამკვიდრებლის მეუღლე - მ----- გ--–---–---–ი. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ამავე ხელწერილით განმარტა, რომ და არც მომავალში ექნება რაიმე პრეტენზია და მას არ გახდიდა სადავოდ, ამასთან, ნ----- ქ–-----–---–მა თანხმობა გამოთქვა, რომ მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა სრულად მიეღოთ ე-–--- გ--–-–---–სა და მ----- გ--–---–---–ს. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მითითებული აქტით, ნ----- ქ–-----–---–მა ცალმხრივად გამოავლინა ნება და დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მას სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში შვილის, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო არც ფაქტობრივი ფლობითა და არც სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით არ მიუღია. აღნიშნულით, მან გაზარდა სამკვიდრო ქონებაში სხვა მემკვიდრეთა წილის ოდენობა. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებულ გარემოებას, რომლის მიხედვითაც ნ----- ქ–-----–---–მა განაცხადა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი გარიგების შინაარსი, სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა სამართალში მოქმედ ე.წ. პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ და აღნიშნა, რომ ნოტარიუსთან გარიგების დადებისას ნების გამოვლენის საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენს ნოტარიუსი განუმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანამდევ შედეგებს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი სანოტარო ტექსტით ნოტარიუსმა განმცხადებელს, როგორც გარიგების მონაწილეს, განუმარტა განცხადებაზე ხელმოწერის შედეგები, ნ----- ქ–-----–---–მა განაცხადა, რომ განცხადება ზუსტად გამოხატავს მის ნებას და შემდეგ ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერა ხელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ივარაუდა, რომ მოქმედებდა პრეზუმფცია, რომ მხარე იცნობდა განცხადების ტექსტს და სრულად იზიარებდა მას. საწინააღმდეგო გარემოება კი საქმეზე სხვა შესაბამისი მტკიცებულებით არ დადასტურებულა. ამდენად, სასამართლოსმ მიიჩნია, რომ იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რამაც პირს არასასურველი ნების გამოვლენაში შეუწყო ხელი, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა, ნ----- ქ–-----–---–ს ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია, ამასთან, აღინიშნა ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------–---------–---ი მიუთითებდა, რომ ნ----- ქ–-----–---–ი ამბის თხრობისას განიცდიდა არსებულს, წუხილით ამბობდა ,,ე.ი. მე კ---ს ის აღარ ვყოფილვარო“, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, იგი ფლობდა ინფორმაციას სანოტარო აქტის შინაარსის შესახებ.

სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. სასამართლომ მიუთითა, რომ ცნობიერების დაკარგვა, აღიარებული შეხედულების თანახმად, განეკუთვნება ისეთ მდგომარეობას, რომელიც გამორიცხავს ნების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ცნობიერების დაკარგვად არ ჩაითვლება გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული დაქვეითება აზროვნებისა და ცნობიერების. (სუსგ 2007 წლის 24 მაისის #ას-1-453-06-07 გადაწყვეტილება), დროებითი ფსიქიკური მოშლილობა კი გულისხმობს ფსიქიკური ისეთი ანომალიის არსებობას, რაც გავლენას ახდენს პირის ნების გამოვლენაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს სანოტარო აქტის შედგენისას, ნ----- ქ–-----–---–ის ამგვარი ფიზიკური მდგომარეობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოდგენილა. თავად განმცხადებელი, სასამართლო სხდომაზე, ნათლად, დეტალურად და გარკვევით იხსენებდა დასახელებულ დღეს განვითარებულ მოვლენებს, მოწმეთა ჩვენებები კი არ იყვნენ უშუალოდ აღნიშნულ პერიოდში სანოტარო მოქმედების განხორციელების თვითმხილველნი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გარემოების უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევდა 2017 წლის 06 დეკემბერს ,,ფ----------------------–--------------------------------–----–-------ს“ მიერ ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნსაცაც, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის შედგენის საფუძვლად მითითებული დოკუმენტებიდან არც ერთი არ ასახავდა პირის ფსიქიკურ მდგომარეობას 2013 წლის 19 აგვისტოსათვის. ანამნეზური მონაცემები მოიცავდა მოწმეთა ჩვენებებს, სსიპ ს--–---------------–------------------–-------ს მიერ 2014 წლიდან 2017 წლის 06 დეკემბრამდე გაცემული სამედიცინო ბარათებს, შპს ,, ა----------------------------------–------------–-------–-------ს“ მიერ 201- წლის 28 სექტემბერს გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სასამართლო სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის, ნ-------------–---–-ს მითითებით, სამედიცინო ბარათებში ფსიქიატრიული დარღვევის გამო გამოძახებას, თვითდაზიანების მიყენების ან სუიციდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია, დასკვნის მიღებისას კი გათვალისწინებულ იქნა გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 19 აგვისტო - იყო სტრესის უახლოეს პერიოდში, ხოლო პასუხის კატეგორიულობა კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხის მითითების სავალდებულო ფორმატმა გამოიწვია. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა და მით უფრო გადაწყვეტილების მიღებისას არრ დაეყრდნო ექსპერტის დასკვნას, რომელიც არ ჩათვალა სარწმუნოდ და დამაჯერებლად და მიიჩნია, რომ ამ საფუძვლით ნების გამოვლენის ბათილად ცნობა ფაქტობრივ დასაბუთებას იყო მოკლებული.

 

2.16. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ზნეობის სტანდარტების საწინააღმდეგოდ დადებული, ამორალური გარიგება, მართალია მხარეთა ნების გამოვლენით დაიდო, მაგრამ მისი არსებობა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ, გაბატონებულ, საზოგადოების წევრთა მიერ დამკვიდრებულ წესებს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში ,,საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ითვლება ბათილად. მუხლის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს, შედეგობრივად სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი დარღვევა, უმეტეს შემთხვევაში, დადებულ გარიგებას მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად აქცევს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია გარიგების მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა, მისი ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა, რასაც, სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. უპირველესად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ნ----- ქ–-----–---–ი მიუთითებდა, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს მის მიერ სანოტარო აქტის არსებული შინაარსით შედგენის ნება არ გამოხატულა, შესაბამისად, მისი მხრიდან ზნის საწინააღმდეგო განზრახვას ადგილი ვერ ექნებოდა, რაც შეეხება თავად ტექსტს, მასში მითითებული იყო შვილის, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტი, სურვილი და მზადყოფნა მამკვიდრებლის დანაშთი ქონება განაწილებულიყო სხვა პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებზე, რაც ამორალურ, საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებისა და მორალური წესრიგის საწინააღმდეგო შედეგს არ მოიაზრებდა. სასამართლოს შეფასებით, ნ----- ქ–-----–---–ს ჰქონდა სრული თავისუფლება სანოტარო წესით შედგენილი განცხადებაში ეღიარებინა კონკრეტული ფაქტები, გაეზარდა სხვა მემკვიდრეთა წილი სამკვიდრო ქონებაში და ამგვარი ნების გამოვლენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დარღვევად ვერ შეფასდებოდა.

 

2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. სასამართლოს განმარტებით, ნორმასთან მიმართებით დოქტრინაში არსებული მოსაზრებით, ნორმის შინაარსი მხოლოდ ხელშეკრულებებზე - ორმხრივ გარიგებებზე შეიძლება გავრცელდეს, იგი არ არეგულირებს ცალმხრივი ნების გამოვლენას, ვინაიდან ნორმის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობაა გარიგების მხარეებს შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობა, რისი საშუალებითაც ერთი მხარე მეორეზე გავლენას ბოროტად იყენებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ ნ----- ქ–-----–---–ის მიერ 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული ცალმხრივი გარიგება, მ----- გ--–---–---–ის, გარეშე პირის, რომელიც არ წარმოადგენდა გარიგების მხარეს, მონაწილეობის გარეშე იქნა განხორციელებული, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე კი, ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაშიც კი მესამე პირი ვერ ისარგებლებდა განსაკუთრებული ნდობითა და ვერ გამოიყენებდა გავლენას ბოროტად, რის გამოც, სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა არც ამ საფუძვლით სანოტარო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

2.18. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ ადგილი ჰქონდა გარიგების მოტყუებით დადებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. მოტყუებად ითვლება კონტრაჰენტის ,,ცდომილებაში განზრახ შეყვანა“. აღნიშნული ნორმის განსაზღვრების თანახმად, უნდა დასტუდებოდეს, რომ მესამე პირის მიერ გარიგების დამდები მხარე არასწორად იქნა ინფორმირებული, რასაც შედეგად მოჰყვა არასასურველი გარიგების დადება, ნების არასწორი გამოვლენა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მ----- გ--–---–---–ის მხრიდან ამგვარი ქმედების განხორციელება, ნ----- ქ–-----–---–ის განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი აღიარებითი სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია იმ შემთხვევაში, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით, გარიგების ბათილობა ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუების დროს სახეზეა ნების ნაკლის გამოვლენა, კერძოდ, რომ არა მოტყუების ფაქტი, ისე გარიგება არ დაიდებოდა. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებდნენ მოტყუების ფაქტს. საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ განცხადებაზე ხელმოწერისას, მ----- გ--–---–---–ის მიერ განზრახ იქნა დაფარული მისი შინაარსი, რომლის ცოდნის შემთხვევაშიც, ნ----- ქ–-----–---–ი მას არ შეადგენდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოება, კერძოდ, მოტყუების ფაქტი - წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი, რის გამოც საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არც ამ საფუძვლით არსებობს სანოტარო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლოს განმარტებით, დასაბუთებას იყო მოკლებული, რომ მხარემ არ იცოდა, თუ რა განცხადებას აწერდა ხელს. ნ----- ქ–-----–---–ი ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ განცხადება მას არ შეუდგენია, არ წაუკითხავს, არ იცოდა, თუ რას აწერდა ხელს. განცხადებაზე ხელის მოწერით, რომელიც მხარეს სადავოდ არ გაუხდია, მხარე გამოთქვამს რა თანხმობას მის შინაარსზე, ივარაუდება, რომ ტექსტი მისთვის ცნობილია და სრულად ეთანხმება მას. სასამართლოს შეფასებით, კანონი არ ითვალისწინებს განცხადების ბათილობას, მხარის დაუდევრობის - მის მიერ შედგენილი განცხადების ხელახლა გადამოწმების გარეშე ხელმოწერის გამო. ამასთან, თუ დავუშვებთ, რომ ნ----- ქ–-----–---–ი მართლაც არ გასცნობია ტექსტის შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენდა უხეშ გაუფრთხილებლობას. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეს გარემოება სათანადო მტკიცებულებით უნდა დადასტურებულიყო.

 

2.19. სასამართლომ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად ვერ გაიზიარა ასევე მოსარჩელის მიერ მითითებულ საფუძველი სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისათვის კანონით დადგენილი ვადის დაუცველობის შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლით, განსაზღვრულია, რომ მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არაუმეტეს ორი თვისა. აღნიშნული ნორმა ეხება მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას, რაც შეუქცევადია და არ ექვემდებარება გამოთხოვას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ნოტარიუს თ-------------ის მიერ 2013 წლის 19 აგვისტოს დამოწმებული ნ----- ქ–-----–---–ის განცხადება, თავისი შინაარსით წარმოადგენს არა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას, არამედ იმ ფაქტის წერილობით დადასტურებას, რომ მემკვიდრეს, კ--- გ--–-–---–ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, არც ფაქტობრივი ფლობითა და არც სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით, სამკვიდრო არ მიუღია. სასამართლოს შეფასებით, წერილობითი განცხადებით პირის მიერ გამოხატულია ნება და აღიარებულია არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობა, რაც თავისი არსით არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება უარის თქმისათვის დადგენილი ვადები და შეზღუდვები. მდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ნ----- ქ–-----–---–ის მიერ 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი, ნოტარიუს თ-------------ის მიერ დამოწმებული სანოტარო აქტის ბათილად ცნობის მოქმედი მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სანოტარო აქტის ბათილად ცნობის რომელიმე სამართლებრივი საფუძვლის წინაპირობებს დაასაბუთებდა. ამდენად, სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 2013 წლის 19 აგვისტოს ნ----- ქ–-----–---–ის მიერ ხელმოწერილი, ნოტარიუს თ-------------ის მიერ დამოწმებული, სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი აღნიშნულ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

 

2.20. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობის გაცემისას მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-03-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან, ნ----- ქ–-----–---–ი არ წარმოადგენდა კ--- გ--–-–---–ის სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეს, მას 2013 წლის 19 აგვისტოს გაცხადებული აქვს, რომ არ ჰქონდა მიღებული სამკვიდრო კანონით განსაზღვრული არც ერთი გზით, სანოტარო აქტი არ იყო ბათილად ცნობილი, შესაბამისად, არ არსებობდა მისი უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, დ--------------, პ------–-ს ქუჩა N1-, ბინა N4-, საკადასტრო კოდი 0----------------------, მესაკუთრედ ცნობის, სამკვიდროს გასხვისებიდან მიღებული თანხის მოპასუხეთათვის დაკისრების, ნოტარიუს თ-------------ის მიერ ე-–--- გ--–-–---–ისა და მ----- გ--–---–--–ის სახელზე 2013 წლის 27 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უმართებულოდ არ გაიზიარა, რომ აპელანტი ნ----- ქ–-----–---–ი 2013 წლის 19 აგვისტოს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მიყვანილი იქნა სანოტარო ბიუროში და მის მიერ შედგენილი იქნა განცხადება, რომლის შინაარსითაც ირკვევა, რომ იგი მისი შვილის დანაშთ ქონებაზე ამბობდა უარს რძლის და შვილიშვილის სასარგებლოდ. აპელანტის შეფასებით, სამედიცინო კვლევით დადგინდა, რომ ნ----- ქ–-----–---–ს, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, არ შეეძლო გაეცნობიერებინა და აღექვა დოკუმენტის სამართლებრივი შედეგები და ერთადერთ საცხოვრებელ სახლზე ეთქვა უარი და დარჩენიყო ღია ცის ქვეშ. შპს ,,ფ----------------------–--------------------------------–----–-------ს" ამბოლატორიული სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადაო სანოტარო აქტის შედგენის მომენტისათვის, ანუ 2013 წლის 19 აგვისტოს, აპელანტ ნ----- ქ–-----–---–ს აღენიშნებოდა მძიმე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოზური სიმპტომით, ინტელექტუალურ მნესტიური ფუნქციების დაქვეითებით და აღნიშნულ პერიოდში მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების მნიშვნელობა და შესაძლო შედეგები. ამავდროულად, აპელანტისვე განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1434–ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში, იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ სადაო დოკუმენტის შედგენის თარიღია არა კანონით დადგენილი ვადა – სამკვიდროს გახსნიდან სამი თვე, არამედ დოკუმენტი შედგენილია სამკვიდროს გახსნიდან ექვს თვეში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- ნ----- ქ–-----–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. იგი შვილის, კ--- გ--–-–---–ის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა, ასევე, სარჩელის წარდგენისას ცხოვრობს, რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, დ--------------, მე-3-----, მ---- კორპ, ბინა N2--.

 

- 2017 წლის 06 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ დაკმაყოფილდა ნ----- ქ–-----–---–ის განცხადება და მათ გამოეყოთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

- ნ----- ქ–-----–---–მა 2016 წლის 20 აპრილს მიმართა მ----- გ--–---–---–სა და ე-–--- გ--–-–---–ს, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდროდან კუთვნილი 1/3 წილის გადმოცემის მოთხოვნით.

 

- 2017 წლის 20 აპრილს ნ----- ქ–-----–---–მა მიმართა ნოტარიუს თ-------------ეს, 2013 წლის 19 აგვისტოს დამოწმებული სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით, ე-–--- გ--–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, იგი დაინიშნა ოჯახის წევრის, დედის - მ----- გ--–---–---–ის დროებით მხარდამჭერად: 1) სახელმწიფო გასაცემლის (პენსია და სხვ.) დანიშვნის, აღდგენის, მიღებისა და განკარგვის სფეროში, ამავე მიზნით, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში; 2) მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; 3) მედიკამენტების (მათ შორის -რეცეპტით გასაცემის) შეძენის სფეროში; 4) სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში; 5) ნ----- ქ–-----–---–ის სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლოში საპროცესო წარმომადგენლობის ( გარდა სარჩელის ცნობისა ) სფეროში.

 

- ნ----- ქ–-----–---–ი მკურნალობის მიზნით არ განთავსებულა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არ იმყოფებოდა ფსიქიატრის ზედამხედველობის ქვეშ, არ იღებდა ფსიქიატრის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.

 

- კ--- გ--–-–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 29 იანვარს. გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ დედა - ნ----- ქ–-----–---–ი, შვილი - ე-–--- გ--–-–---–ი, მეუღლე - მ----- გ--–---–---–ი.

 

- კ--- გ--–-–---–ის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, დ--------------, ი. პ------–-ს ქუჩა, N1-, ბინა N4-, ასევე, 50 %-იანი წილი შპს ს----–----------------------------–------------------------–-----------------ი 1-ში, ს/კ: 2--------1.

 

- 2013 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს თ. ბ------ის მიერ კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, შვილის - ე-–--- გ--–-–---–ისა და მეუღლის - მ----- გ--–---–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა , რეესტრის N1--------, რის საფუძველზეც მემკვიდრეები აღირიცხნენ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მესაკუთრეებად.

 

- 2014 წლის 19 აგვისტოს დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ე-–--- გ--–-–---–მა და მ----- გ--–---–---–მა გაყიდეს კუთვნილი წილი შპს ,,ს----–----------------------------–-------------------------–-----------------ში“ – 163 000 აშშ დოლარად.

 

- მ----- გ--–---–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, დ------------- დასახლება, მე-3-----, კორპუსი 1-, ბინა N2--, ფართი 47 კვ.მ, რაც 2016 წლის 21 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ე-–--- გ--–-–---–ის სახელზე.

 

- 2014 წლის 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, სამოქალაქო საქმეზე N2/1------- გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით სოლიდარულ მოვალეები, მ----- გ--–---–---–ი და ე-–--- გ--–-–---–ი აღიარებენ სს ,,პ-------------------ს“ წინაშე არსებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების N3------ და მისგან გამომდინარე N1--------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას, სულ 16 04-.13 აშშ დოლარის ოდენობით, აგრეთვე, სოლიდარულად კისრულობენ ვალდებულებას 2014 წლის 16 მაისამდე სრულად დაფარონ დავალიანება მორიგების აქტზე თანდართული გრაფიკით დადგენილი წესით, რომელიც წარმოადგენს მორიგების განუყოფელ ნაწილს.

 

- ნოტარიუს თ-------------ესთან 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის მიხედვით, ნ----- ქ–-----–---–ი ადასტურებს, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში არცერთი ფორმით არ მიუღია აწ გარდაცვლილი შვილის, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო ქონება, არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და არც სამკვიდროს მართვით. მისთვის ცნობილია, რომ სამკვიდროს ფაქტიურად ფლობენ და სამკვიდროს იღებენ მამკვიდრებლის შვილი - ე-–--- გ--–-–---–ი და მამკვიდრებლის მეუღლე - მ----- გ--–---–---–ი. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება, მას არ ხდის სადაოდ და აცხადებს თანხმობას მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა სრულად მიიღონ ე-–--- გ--–-–---–მა და მ----- გ--–---–---–მა.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უმართებულოდ არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ აპელანტი ნ----- ქ–-----–---–ი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ აცნობიერებდა 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი განცხადების შინაარსს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი, მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც აპელირებს აყრდნობს ნ----- ქ–-----–---–ი, გაცემულია 2017 წლის 06 დეკემბერს და მასში მითითებული დოკუმენტებიდან არც ერთი არ ასახავს პირის ფსიქიკურ მდგომარეობას 2013 წლის 19 აგვისტოსათვის, ანამნეზური მონაცემები მოიცავს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, სსიპ ს--–---------------–------------------–-------ს მიერ 2014 წლიდან 2017 წლის 06 დეკემბრამდე გაცემული სამედიცინო ბარათებს, შპს ,,ა-----------------------–-------------------–------------–-------–-------ს“ მიერ 201- წლის 28 სექტემბერს გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სასწრაფოს მიერ გამოძახებისას პაციენტის გასინჯვის ბარათებს, ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის, ნ-------------–---–-ს მითითებით, სამედიცინო ბარათებში ფსიქიატრიული დარღვევის გამო გამოძახებას, თვითდაზიანების მიყენების ან სუიციდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია, დასკვნის მიღებისას კი გათვალისწინებულ იქნა გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 19 აგვისტო - იყო სტრესის უახლოეს პერიოდში, ხოლო პასუხის კატეგორიულობა კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხის მითითების სავალდებულო ფორმატმა გამოიწვია.

 

პალატა მიუთითებს აგრეთვე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, უჩიოდა თუ არა ნ----- ქ–-----–---–ი ფსიქიატრიული სახის პრობლემებს, მიმართა თუ არა მან როდესმე ფსიქიატრს კონკრეტული ჩივილებით, იქნა თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დიაგნოზი დასმული და შესაბამისი მკურნალობა ჩატარებული და ა.შ. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია ექსპერტიზის დასკვნა არასარწმუნოდ და არადამაჯერებელად. პალატა მიიჩნევს აგრეთვე, რომ ხსენებული მტკიცებულება ვერ იქნება მიჩნეული აპელანტის ოთხი წლის წინანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ შესაბამის მტკიცებულებად. შესაბამისად, ვერ გაიზიარებს ნ----- ქ–-----–---–ის მტკიცებას მასზედ, რომ მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა მის მიერ 2013 წლის 19 აგვისტოს ნოტარიუსთან შედგენილი ხელწერილის შინაარსი, მით უფრო მაშინ, როდესაც სამართალში მოქმედებს ე.წ. პრეზუმფციები, ანუ ვარაუდი ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილია ნოტარიუს თ-------------ესთან 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ნოტარიუსმა შეამოწმა ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენს ნოტარიუსმა განუმარტა გარიგების შინაარსი და მისი თანამდევი შედეგები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მოქმედებდა პრეზუმფცია, რომ მხარე იცნობდა განცხადების ტექსტს და სრულად იზიარებდა მას. საწინააღმდეგო გარემოება კი საქმეზე სხვა შესაბამისი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, იმ ობიექტური გარემოების დადასტურება კი, რამაც პირს არასასურველი ნების გამოვლენაში შეუწყო ხელი, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც ნ----- ქ–-----–---–ს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის.

 

4.2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ სამი თვის გასვლის შემდეგ მემკვიდრეს აღარ ჰქონდა შესაძლებლობა უარი ეთქვა მემკვიდრეობის მიღებაზე, იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში კი, დოკუმენტის შედგენის თარიღია არა კანონით დადგენილი ვადა – სამკვიდროს გახსნიდან სამი თვე, არამედ იგი შედგენილია სამკვიდროს გახსნიდან ექვს თვეში. აღნიშულთან დაკავშრებით პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ მემკვიდრეობის მისაღებად აუცილებელია მემკვიდრემ კანონით გათვალისწინებული წესით მიიღოს მემკვიდრეობა. მან უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს განცხადებით, ან ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს სამკვიდროს. ამ პირობების დაცვის გარეშე შეუძ₾ბელია სამკვიდროს მიღება(სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში კი თვით ნ----- ქ–-----–---–ის 2013 წლის 19 აგვისტოს განცხადებაში ნ----- ქ–-----–---–ი ადასტურებს, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში არც ერთი ფორმით არ მიუღია აწ გარდაცვლილი შვილის, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო ქონება, არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და არც სამკვიდროს მართვით. როგორც იგი აღნიშნავდა, მისთვის ცნობილი იყო, რომ სამკვიდროს ფაქტიურად ფლობდნენ და სამკვიდროს იღებდნენ მამკვიდრებლის შვილი - ე-–--- გ--–-–---–ი და მამკვიდრებლის მეუღლე - მ----- გ--–---–---–ი, აღნიშნულთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ამავე ხელწერილით განმარტა, რომ არც მომავალში ექნებოდა რაიმე პრეტენზია და არ გახდიდა სადავოდ. ამავე განაცხადით ნ----- ქ–-----–---–მა თანხმობა გამოთქვა, რომ მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა სრულად მიეღოთ ე-–--- გ--–-–---–სა და მ----- გ--–---–---–ს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის შეფასებით, მითითებული აქტით, ნ----- ქ–-----–---–მა ცალმხრივად გამოავლინა ნება და დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მას სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში შვილის, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო არც ფაქტობრივი ფლობითა და არც სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით არ მიუღია. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ქმედებით ნ----- ქ–-----–---–მა გაზარდა სამკვიდრო ქონებაში სხვა მემკვიდრეთა წილის ოდენობა.

 

პალატა მიუთითებს, რომ ნოტარიუს თ-------------ის მიერ 2013 წლის 19 აგვისტოს დამოწმებული ნ----- ქ–-----–---–ის განცხადება, თავისი შინაარსით, წარმოადგენს არა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას, არამედ იმ ფაქტის წერილობით დადასტურებას, რომ მას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, კ--- გ--–-–---–ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, არც ფაქტობრივი ფლობითა და არც სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით, სამკვიდრო არ მიუღია. პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილ შეფასებას იმის თაობაზე, რომ წერილობითი განცხადებით პირის მიერ გამოხატულია ნება და აღიარებულია არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობა, რაც თავისი არსით არ მოიაზრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის ფაქტობრივ-სამართლებრივ განშლაში. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს განაცხადზე ვერ გავრცელდება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისთვის კანონით დადგენილი ვადები და შეზღუდვები.

 

გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ მოცემულ დავამდე არსებული არცერთი სამედიცინო დოკუმენტით არ დგინდება ნ----- ქ–-----–---–ის შეზღუდული უნარიანობა. უფრო მეტიც, დღეისათვის სასამართლოში ჩვენს მიერ განსახილველი სარჩელის ავტორი სწორედ მოსარჩელეა. ასეთ დროს კი თუ იგი სწორად ვერ აღიქვამს არსებულ მოვლენებს, შეუძლებელია, სწორად დავადგინოთ არსებობს თუ არა მისი რეალური ნება დავასთან მიმართებაში.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალები, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობაში შეაფასა, მისცა მათ სწორი შეფასება და სამართლებრივი ნორმები განმარტა სათანადო წესით, რის გამოც, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ----- ქ–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 ივნისის განჩინებით, აპელანტ ნ----- ქ–-----–---–ს სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. დადგენილია ისიც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ნ----- ქ–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ნ----- ქ–-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ----- ქშუატშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. ნ----- ქ–-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 5000 ლარის ოდენობით.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ირაკლი ბონდარენკო

 

ნატალია ნაზღაიძე