განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
330100118002618854
ინსტანცია
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002618854, №1ბ/1654-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

მსჯავრდებული - მა------- ბე--–--ის ძე ბა----ი - დაბადებული 199--–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ახ--------------–-------------------------–------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

სასჯელი:

 

თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 6 თვე, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელი ჯარიმა 2000 ლარი.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

 

მსჯავრდებულ მა------- ბა----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თე------------ამ (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ჯარიმის სახით 2000 ლარის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული ძირითადი სასჯელი ზედმეტად მკაცრია და არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, სასჯელის დანიშვნის ზოგად პრინციპებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ქმედების სიმძიმეს, წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და სხვა გარემოებებს. მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და სასჯელის მიზნების შესრულებას უზრუნველყოფს მხოლოდ ჯარიმის გამოყენებაც (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

ბრალდების მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (იხ.შესაგებელი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მა------- ბა----მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე არსებულ N87 საჯარო სკოლის წინ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების - გი-------------ას და ლე---------–---–ის მიერ ძარცვის ფაქტზე დაკავებულ იქნა ივ-----------–---–ი. აღნიშნულით განაწყენდა ივ-----------–---–ის მეგობარი - მა------- ბა----ი. იგი პოლიციის მუშაკების მიმართ იყო აგრესიულად განწყობილი, გამოხატავდა უკმაყოფილებას ივ-----------–---–ის დაკავებასთან დაკავშირებით, პოლიციის მუშაკებისგან დაჟინებით მოითხოვდა აეხსნათ მისი დაკავების მიზეზი და ასევე მოითხოვდა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ივ-----------–---–ი, რითაც ცდილობდა პოლიციის მუშაკების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას. პატრულ-ინსპექტორმა იო----------ემ, სხვა პატრულ-ინსპექტორებთან ერთად, მა------- ბა----ს არაერთხელ მოუწოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ, კერძოდ, განუმარტა, რომ დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, რადგან ხელი ეშლებოდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. პოლიციის მუშაკების მოწოდებას მა------- ბა----ი არ დაემორჩილა და ჯიუტად განაგრძობდა მათთვის სამსახურეობრივ საქმიანობაში ხელის შეშლას, არ მშვიდდებოდა და კვლავ დაჟინებით მოითხოვდა პოლიციის მუშაკებისგან დაკავებიდან გაეთავისუფლებინათ მისი მეგობარი, რა დროსაც მა------- ბა----მა მარჯვენა ხელის მუშტი მთელი ძალით დაარტყა პატრულ-ინსპექტორ იო----------ეს მარჯვენა მხარში, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რის შემდეგაც მა------- ბა----ი დაკავებულ იქნა სო------------ა და თავად იო----------ის მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით მა------- ბა----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, მა------- ბა----ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

მა------- ბა----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მა------- ბა----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები ადასტურებენ მსჯავრდებულ მა------- ბა----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მა------- ბა----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი მა------- ბა----ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

პალატა ითვალისწინებს მა------- ბა----ის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყო ხელი. მიუხედავად შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისა, დანაშაულის მოტივის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ მა------- ბა----ი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, აგრესიულად მიმართავდა პოლიციელებს, მან არ გაითვალისწინა სამართალდამცავების არაერთი მითითება სათანადო მოქცევის შესახებ და განახორციელა ძალადობა იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ სასჯელის სამართლიანობა ფასდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლოს დასაბუთებული აქვს ყველა ის ნიშანი, რომლის გათვალისწინებითაც მიიღო გადაწყვეტილება პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე მა------- ბა----ისთვის სასჯელის შემცირების მოთხოვნას.

 

პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მა------- ბა----ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რასაც, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის ისეთი სახე, როგორიცაა მხოლოდ ჯარიმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მა------- ბა----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი მა------- ბა----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მა------- ბა----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თე------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მა------- ბა----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, მა------- ბა----ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია მა------- ბა----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და გათავისუფლებულია სხდომის დარბაზიდან 2018 წლის 8 ნოემბერს.

 

მა------- ბა----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მა------- ბა----ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე