განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001509117
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1075-2017 26 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენლები მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს ,--–--------- რ------------------- სსიპ ,----------------------- ნ---------------, ი--------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბა------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- ბა------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით: შპს ,,-–--------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ბათილად იქნა ცნობილი შპს ,--–--------- და სსიპ ,---------------------- შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება;
- შპს ,----------------------, შპს ,,-–--------- სასარგებლოდ დაეკისრა საჩუქრად გადაცემული 81 566.06 ლარის გადახდა;
- სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
- შპს ,----------------------, შპს ,,-–--------- სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 1205.46 ლარის და საადვოკატო ხარჯის 723 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2015 წლის 26 ნოემბერს, სსიპ ,----------------------- და შპს ,--–-------- შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,--–--------- იკისრა ვალდებულება ძ---–------------- ტერიტორიაზე, რეაბილიტაციის უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფე-ბარ ,,ტ-----------“ ალეაში მოაწყოს საკანალიზაციო სისტემა. ასევე ჩაატაროს ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარის, ძველი ბორდიურების აყრა-გატანის, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმის მიმღები ჭების, დაერთება-მოწყობის, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოები. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 253 160 ლარით;
2.2. 2015 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება, ვალდებულების დარღვევისათვის ითვალისწინებდა შეთანხემბას პირგასამტეხლოს გადახდაზე. კერძოდ, ხელშეკრულების 11.2 მუხლით ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5 %-ის ოდენობით. ასევე ხელშეკრულების 11.4 მუხლით ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %;
2.3. ხელშეკრულება შეიცავს დანართი 1-ს, რომელიც ასახავს შესასრულებელი სამუშაოს ტექნიკურ პირობებს. მათ შორისაა უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფე-ბარ ,,ტ-----------“ ალეაში ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარის და ძველი ბორდიურების აყრა- გატანა, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმის მიმღები ჭების, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობა. ლოკალური რესურსული ხარჯთააღრიცხვის მეორე ცხრილის მე-11 და მე-12 პუნქტები შეიცავს ტერიტორიაზე იზოლაციის შრის, ასევე ფილებისა და ბორდიურების მოწყობის ტექნოლოგიას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო იზოლაციის შრის მოწყობა გეოტექსტილით. ბეტონის 6 სმ სისქის დეკორატიული ფილების მოწყობა უნდა განხორციელებულიყო ქვიშა-ცემენტის ნარევის საფუძველზე დატკეპნით. (ქვიშა ცემენტის ნარევი 8 სმ. ბეტონის ფილები 6 სმ. B-25);
2.4. უდაო ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული ის, რომ მეორე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოებს. პროექტით გათალისწინებული იყო 250 მმ. დიამეტრის საკანალიზაციო მილების მოწყობა, სულ 484 გრძივი მეტრი. მოსარჩელემ პროექტის მიხედვით მოაწყო 240 გრძივი მეტრი საკანალიზაციო მილი. აღმოჩნდა, რომ პროექტში დაშვებული იყო შეცდომა და შეუძლებელი იყო 250 მმ-იანი მილების მოწყობა. აუცილებელი იყო 300 მმ-იანი მილების მოწყობა. მოსარჩელეს უკვე მოწყობილი ჰქონდა 250 მმ. დიამეტრის 240 გრძივი მეტრი გოფრირებული მილი. პროექტის ცვლილების შემდეგ მოსარჩელემ მოაწყო 300 მმ. საკანალიზაციო მილების სისტემა;
2.5. დანართი №5-ით განისაზღვრა სამუშაოთა დასრულების ვადა - არაუმეტეს ხელშეკრულების დადებიდან 105 კალენდარული დღით;
2.6. 2015 წლის 24 დეკემბერს ცვლილება შევიდა 2015 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებაში, მაგრამ ცვლილება არ შეხებია მიწისქვეშა კომუნიკაციების და დეკორატიული ფილების მოწყობის საკითხებს;
2.7. ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოსარჩელე შეუდგა სამუშაოების შესრულებას და პირველი ეტაპის სამუშაოები დაასრულა 2015 წლის 22 დეკემბერს. მოსარჩელემ მოამზადა მიღება-ჩაბარების აქტი და წარუდგინა მოპასუხეს. მეორე ეტაპის სამუშაოების წარმოებას დაემთხვა ბა------- ძ---–------------- განვითარების კონცეფციის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების პერმანენტული საპროტესტო აქციები, რამაც გამოიწვია მთავრობის გადაწყვეტილებით შეცვლილიყო პროექტის პირვანდელი ვარიანტი და კორდის საფარის ნაცვლად, შუა ალეაც დეკორატიული ფილებით მოპირკეთებულიყო. ამ მომენტისათვის შუა ალეაში კორდის დასაგები სამუშაოები უკვე შესრულებული იყო. მისი ღირებულება შეადგენდა 81 566.06 ლარს;
2.8. 2016 წლის 9 მარტს, მხარეებს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ 81 566.06 ლარი აჩუქა მოპასუხეს;
2.9. მესამე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს. ხელშეკრულებით ფილების მოწყობა გათვალისწინებული იყო მშრალი ბეტონის საფუძველზე გეოტექსტილის გამოყენებით. მოსარჩელეს ფილები უნდა შემოეტანა თურქეთის რესპუბლიკიდან კომპანია ,,ბ------–---------საგან“. 2016 წლის 14 მარტს, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ კომპანია ,,ბ------–--------“ ვერ ახერხებდა ტენდერით გათვალისწინებული ფილების მოწოდებას. რის გამოც მოსარჩელემ ითხოვა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა;
2.10. 2016 წლის 18 მარტს მხარეები შეთანხმდენ და პროექტიდან ამოღებული იქნა გეოტექსტილი და შესაბამისად ქვიშა-ცემენტის ნარევი გაიზარდა 8 სმ-დან 9 სმ-მდე. შესაბამისი ცვლილება შევიდა 2015 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებაში. ცვლილება შეეხო ფასების ცხრილის (დანართი №2) 11- ე, 12-ე 13-ე პოზიციებს და სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკს. მასში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციით ფილების დაგება ხორციელდება მშრალი ბეტონის საფუძველზე, აღნიშნულიდან გამომდინარე გეოტექსტილის მოწყობა ქვიშა-ცემენტის ნარევზე აზრს კარგავს, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევდა ფილებით მოპირკეთებული ალეების დეფორმირებას. ფასების ცხრილიდან ამოღებული იქნა მეთერთმეტე პოზიცია ანუ იზოლაციის შრის მოწყობა გეოტექსტილით და მის ნაცვლად გაიზარდა ქვიშა-ცემენტის ნარევი 8 სმ-დან 9 სმ-მდე. ცვლილება ავტომატურად შეეხო ფასების ცხრილსაც;
2.11. 2016 წლის 30 მარტს, მოსარჩელემ კვლავ მოითხოვა 2015 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. თუმცა მოთხოვნა არ შეიცავდა კონკრეტულ მითითებას ცვლილების შენაარსის შესახებ. 2016 წლის 4 აპრილის მიმართვაში კი დაკონკრეტდა, რომ ითხოვდნენ ცვლილების შეტანას ვადებში;
2.12. 2016 წლის 26 აპრილისათვის მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ შპს ,,ბ-–---ს“ შეექმნა ტექნიკური პრობლემები, რის გამოც ვერ აწვდიდა პროექტით გათვალისწინებულ ფილებს. აცნობა, რომ ფილის დარჩენილ ოდენობას მიაწვდიდა შპს ,,ლ---“. მოსარჩელემ ასევე აცნობა, რომ დაგებული ფილა იქნებოდა 8 სმ. ქვიშის საფუძველზე გეოტექსტილის გამოყენებით. მან მოითხოვა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა;
2.13. 2016 წლის 4 მაისს, ხელშეკრულებაში, №3 ცხრილის ლოკალურ რესურსული №2 ხარჯთაღრიცხვის მეთერთმეტე და მეთორმეტე პოზიციით გათვალისწინებულ სამუშაოს დასახელებებში შევიდა ცვლილება და ,,ბეტონის 6 სმ სისქის დეკორატიული რომბისებური ფილების მოწყობა ქვიშა-ცემენტის ნარევის საფუძველზე (ქვიშა-ცემენტის ნარევი 9 სმ. ბეტონის ფილები 6 სმ, B-35) ტკეპნით“ პირობიდან ამოღებული იქნა ცემენტი (სულ 279 ტონა), ხოლო ქვიშის სიმაღლე გეოტექსტილის გამოყენების პირობებში შემცირდა 9 სმ-ის ნაცვლად 8 სმ-მდე. გამოთავისუფლებული ხარჯი დაემატა ტერიტორიაზე იზოლაციის შრის მოწყობას გეოტექსტილით;
2.14. მოსარჩელემ დაასრულა სამუშაოები და მასთან დაკავშირებით 2016 წლის 10 მაისს, 20 მაისს და 31 მაისს მოპასუხეს წარმუდგინა სამუშაოთა შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და შესრულებულ სამუშაოთა ფორმა №2 და მოითოვა შესრულებულ სამუშაოთა დაფინანსება;
2.15. 2016 წლის 3 მაისს მოპასუხემ წერილობით აცნობა, რომ 1500 კვ.მ. ფილის მოწყობა არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და მოითხოვა ფილების აყრა და ახლის დაგება. მოპასუხემ მოსარჩელეს ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა 2016 წლის 13 ივნისის წერილითაც;
2.16. მოსარჩელემ, 2016 წლის 14 ივნისის წერილით უარყო ფილების დაგებისას სახელშეკრულებო პირობების დარღვევა, თუმცა ხარვეზების გამოსწორებაზე მზადყოფნა გამოხატა. მოითხოვა გათვალისწინებული ყოფილიყო ტურისტული სეზონი და ფილების შეცვლის ვადა გადაეწიათ ტურისტული სეზონის დასრულების შემდგომი პერიოდისათვის.
2.17. მოსარჩელემ 2016 წლის 29 ივნისს კვლავ მოითხოვა სამუშაოთა მიღება;
2.18. მოსარჩელემ 2016 წლის 28 ივლისს მოსარჩელეს წარუდგინა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნა და მათი შინაარსის გათვალისწინებით მოითხოვა სამუშაოთა მიღება;
2.19. მოპასუხემ მიიჩნია, რომ სამუშაოები შესრულებული არ იყო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ტექნოლოგიით. 1350 კვ.მ. ფილების მოწყობა არ შეესაბამება სახელშეკრულებო პირობებს. გარდა ამისა ფილების ფერი და ვიზუალი არსებითად განსხვავდებოდა დანარჩენ ტერიტორიაზე დაგებული ფილებისაგან, რის გამოც მოპასუხემ 2016 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულება შეწყვიტა. მოსარჩელეს დააკისრა არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%, რაც შეადგენს 53 207.63 ლარს, ასევე ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო 335 207.88 ლარი;
2.20. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ სადაო ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია: - - ფილების დაგება სახელშეკრულებო პირობების შესასაბამისად; - ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების ჯეროვანი შესრულება; - ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესება; - 81 566.06 ლარის ჩუქების ნების გამოვლენის ნამდვილობა; - 240 მეტრი გოფრირებული მილებისა და მისი მოწყობის სამუშაოებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება. - მიუღებელი შემოსავალი;
2.21. სასამართლოს მითითებით: ფილების სახელშეკრულებო პირობების შესასაბამისად მოწყობისა და ამ ნაწილში ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის პირველ რიგში ზუსტად უნდა დადგინდეს რა პრინციპით უნდა დაგებულიყო ფილები და რა პრინციპითაა იგი მოწყობილი. მხარეები არ დაობენ, რომ ფილების მოწყობის ტექნოლოგია შეიცვალა სამგზის. აღნიშნულის შემდეგ უნდა გაირკვეს, როგორ მოაწყო მოსარჩელემ ფილები, შემდეგ კი პროექტისა და რეალური სურათის შედარებით გადაწყდება საკითხი, მოსარჩელემ ფილები მოაწყო თუ არა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
2.22. მოსარჩელემ ფილები მოაწყო შემდეგნაირად: - 1330 კვ.მ. ფილა მოაწყო ქვიშა- ცემენტის 8 სმ ნარევზე (გეოტექსტილის გამოყენებით);
2.23. სასამართლო პროექტის, ხელშეკრულების, მხარეთა შეთანხმებებისა და შესრულებული სამუშაოების ამსახველი დოკუმენტების შეჯერებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა ჯეროვნად. ხელშეკრულების მიხედვით მას ფილები უნდა მოეწყო 8 სმ. ქვიშის საფუძველზე გეოტექსტილის გამოყენებით. ნაცვლად ასეთი ტექნოლოგიისა, მან ფილები მოაწყო ქვიშა-ცემენტის 8 სმ. ნარევზე. აღნიშნული ტექნოლოგია არაა მხარეთა შეთანხმების შესაბამისი. მოპასუხემ სამგზის შეუწყო ხელი და მოსარჩელის მოთხოვნით შეცვალა ფილების მოწყობის ტექნოლოგია. მიუხედავად ამისა მოსარჩელემ მაინც ვერ შეძლო ფილები სრულად მოეწყო იმ ტექნოლოგიით, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 1330 კვ.მ ფართობზე ფილების მოწყობის ვალდებულება მოსარჩელეს დარღვეული აქვს და ხელშეკრულება ამ ნაწილში ჯეროვნად არ არის შესრულებული;
2.24. დადგენილი იქნა, რომ სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 31 მაისს. ამ თარიღის დადგომისას მოსარჩელეს 1330 კვ.მ. ფილები არაჯეროვნად ქონდა მოწყობილი და იგი მოპასუხემ არ მიიღო. მოპასუხემ 2016 წლის 3 ივნისს მოსარჩელეს აცნობა, რომ 1500 კვ.მ ფართობზე ფილები არ იყო ხელშეკრულების მოთხოვნათა დაცვით მოწყობილი და მოსთხოვა ხელშეკრულების დასრულებამდე ფილების აყრა და ხელშეკრულების შესაბამისი ფილების მოწყობა. მოსარჩელემ, 2016 წლის 13 ივნისამდე ხარვეზის აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გატარება არ დაიწყო, ამიტომ 2016 წლის 13 ივნისს განმეორებით მოსთხოვა ხარვეზების აღმოფხვრა. ამასთან შეახსენა, რომ შესრულების ვადის გადაცილება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვას და მოითხოვა ვალდებულის ჯეროვანი შესრულება, რისთვისაც მას დაუნიშნა 5 დღის ვადა;
2.25. სასამართლომ მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს დამატებითი ვადა დაუნიშნა ორჯერ. მოსარჩელემ დამატებითი ვადით არ ისაგებლა და მოვალეობა არ შეასრულა. მან 2016 წლის 14 ივნისს თანხმობა განაცხადა ფილების შეცვლაზე, მაგრამ მისი შეცვლის თარიღად დაასახელა ტურისტული სეზონის დასრულება, რაც სავარაუდოდ 2016 წლის ოქტომბერს გულისხმობდა;
2.26. მოსარჩელემ 2016 წლის 1 აგვისტომდე ხარვეზის გამოსასწორებელი სამუშაოები არ ჩაატარა;
2.27. ჩუქების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბუნების ანალიზისათვის აუცილებელია შეფასება მიეცეს რა აჩუქა მოსარჩელემ მოპასუხეს და რატომ. დადგენილია, რომ მეორე ეტაპის სამუშაოების წარმოებას დაემთხვა ბა------- ძ---–------------- განვითარების კონცეფციის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების პერმანენტული საპროტესტო აქციები, რამაც გამოიწვია მთავრობის გადაწყვეტილებით შეცვლილიყო პროექტის პირვანდელი ვარიანტი და კორდის საფარის ნაცვლად, შუა ალეაც დეკორატიული ფილებით მოპირკეთებულიყო. ამ მომენტისათვის შუა ალეაში კორდის დასაგები სამუშაოები უკვე შესრულებული იყო. მისი ღირებულება შეადგენდა 81 566.06 ლარს. ამ ფასში იგულისხმება როგორც მუშა-ხელის ხელფასი, ასევე სამუშაოს შესრულებაზე გაწეული ხარჯი. მოსარჩელემ დასახელებული თანხა აჩუქა მოპასუხეს;
2.28. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე სამეწარმეო სუბიექტია და ორიენტირებულია მოგებაზე. სუბიექტი, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო იმის გამო, რომ მოგება ენახა, ნაკლებ სავარაუდოა 81 566.06 ლარი აჩუქოს მოპასუხეს. სასამართლომ მიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულება, რაც არ წარმოადგენდა მოსარჩელის თავისუფალი ნების გამოვლენას;
2.29. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, მასზედ, რომ 81566.06 ლარით დასაჩუქრებულმა სსიპ ,----------------------- მოსარჩელის მიმართ გამოიჩინა უმადურობა. საქმის მასალებით სასამართლომ უმადურობა დადასტურებულად ვერ მიიჩნია;
2.30. დადგენილი იქნა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოებს. პროექტით გათალისწინებული იყო 250 მმ. დიამეტრის საკანალიზაციო მილების მოწყობა, სულ 484 გრძივი მეტრი. მოსარჩელემ პროექტის მიხედვით მოაწყო 240 გრძივი მეტრი საკანალიზაციო მილი. აღმოჩნდა, რომ პროექტში დაშვებული იყო შეცდომა და შეუძლებელი იყო 250 მმ-იანი მილების მოწყობა.აუცილებელი იყო 300 მმ-იანი მილების მოწყობა. საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად შეიძინა 240 გრძივი მეტრი გოფრირებული მილი, ერთი მეტრი ღირებული 49.62 ლარი. თუმცა მას მოპასუხის საკეთილდღეოდ დასახელებული მილები აღარ გამოუყენებია. პროექტის ცვლილების შემდეგ მოსარჩელემ მოაწყო 300 მმ. საკანალიზაციო მილების სისტემა, რაც მას ანაზღაურებული აქვს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.31. დადგენილად მიჩნეულ გარემოებას სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება, და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა შორის დადებულ ჩუქების ხელშეკრულებაში არ არის მოსარჩელის ნამდვილი ნება. აღნიშნულის გამო ამ ნაწილში გარიგება ბათილად იქნას ცნობილი. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა ბათილი გარიგების საფუძველზე მოპასუხისათვის გადაცემული 81 566.06 ლარი. სხვა ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა;
2.32. სასამართლომ განმარტა, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა;
2.33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით;
2.34. მხარეებს შორის უთიერთობა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან. ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმებაა. დასახელებული ნორმით: - ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”;
2.35. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სწორედ ამ პრინციპის შესაბამისია მხარეთა შორის დადებული გარიგება;
2.36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”;
2.37. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები თავიანთ უფლება-მოვალეობის მოცულობას განსაზღვრავენ ხელშეკრულებით. ხელშეკრულება არის ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველი და იგი მიმართულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთიობის წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისაკენ. წინამდებარე შემთხვევაშიც მოსარჩელემ და მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრეს ურთიერთ ვალდებულებათა წრე. შეთანხმების შემდეგ მხარეებს უნდა განეხორციელებინათ გარკვეული ქმედებები. ამათგან ერთერთი იყო ფილების მოწყობის საკითხი. მოსარჩელეს ბეტონის 6 სმ სისქის დეკორატიული რომბისებური ფილების მოწყობა უნდა განეხორციელებინა 8 სმ ქვიშაზე, გეოტექსტილით (იზოლაციის შრეს მოწყობა გეოტექსტილით). დადგენილი იქნა, რომ ამ ნაწილში მოსარჩელეს ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ აქვს;
2.38. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოსარჩელისაგან ეთხოვა სამუშაოების იმ ფორმით, სახით და ტექნოლოგიით შესრულება, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მონარდეს აქვს ხელშეკრულების შესაბამისი შესრულების მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული (გარდა ანაზღაურებისა). თავის მხრივ შპს ,--–-------- ვალდებული იყო ნაკისრი მოვალეობა შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ფილები მოეწყო ისე, როგორც ეს ხელშეკრულებაში იყო შეთანხმებული. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ არ შეასრულა. 1330 კვ.მ. ფართზე ფილები დააგო განსხვავებული ტექნოლოგიით. ამდენად სარჩელი იმის თაობეზე, რომ აღიარებული იქნას ფაქტი, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა 2015 წლის 26 ნოემბრის №2/35 ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია;
2.39. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ გამოხატა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება და მის საფუძველზე 2016 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულება შეწყვიტა. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი. კერძოდ: ,,თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი”;
2.40. სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს: - ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს;
2.41. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის და ხელშეკრულებაზე უარის თქმისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ: - ხელშეკრულების ერთერთი მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას; - მას ვალდებულების შესრულებისათვის მეორე მხარის მიერ დაენიშნა დამატებითი ვადა; - დანიშნული დამატებითი ვადა გავიდა უშედეგოდ. ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად ქმნის სამოქალაქო კოდექსის 398-399-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს, რომლის მიხედვითაც ვალდებულების შემსრულებელ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესასრულებლად;
2.42. სასამართლომ განმარტა, რომ არის შემთხვევები, როდესაც დამატებითი ვადის დანიშნვა ან გაფრთხილების გამოყენება არ არის აუცილებელი. ასეთ წესს შეიცავს საქ. სკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა;
2.43. ბ---–----ში 1330კვ.მ. ფართზე ფილების მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 31 მაისს. მართალია საერთო ვადა 31 აგვისტოს სრულდებოდა, მაგრამ უშუალოდ სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 31 მაისს. მოსარჩელემ ამ ვადაში სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაასრულა, მაგრამ 1330 კვ.მ. ფართზე დაგებული ფილები ვერ აკმაყოფილებდა სახელშეკრულებო პირობებს. მოსარჩელემ ჯერ 3 ივნისს მოსთხოვა ხარვეზების გამოსწორება და შემდეგ უკვე 2016 წლის 13 ივნისს კონკრეტულად 5 დღის ვადა დაუნიშნა. ამდენად მოპასუხემ დაიცვა საქ. სკ-ის 405-ე მუხლის პირობა და მოპასუხეს დამატებითი ვადა დაუწესა, მაგრამ მოსარჩელემ ამ ვადით არ ისარგებლა. უფრო მეტიც მან მოპასუხეს აცნობა, რომ ტურისტული სეზონის მერე დაასრულებდა სამუშაოებს. მოსარჩელის ამგვარი პოზიცია სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია. აღნიშნულ გარემოებათა გათვალსწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება მოპასუხემ მოშალა მართლზომიერად. აღნიშნულის გამო სარჩელი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვიტის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია;]
2.44. მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ბანკიდან წაღებული სადაზღვევო გარანტიის თანხა 160 886 ლარი - დაბრუნება, სასამართლომ არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მოსარჩელემ თავისი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად. 63 დღე გადააცილა ხელშეკრულების შესრულებას და ასევე მოსარჩელის ბრალით შეწყდა ხელშეკრულება. ერთიცა და მეორე შემთხვევაც ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დარიცხვას. მოპასუხემ გაიანგარიშა ხელშეკრულების პირობებების შესაბამისად ვადაგადაცილებით და ხელშეკრულების შეწყვეტით კუთვნილი პირგასამტეხლოს თანხა, რამაც შეადგინა ერთ შემთხვევაში 335 207.88 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 53 207.63 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა დასახელებული ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა. მოსარჩელემ იგი არ გადაიხადა. მოპასუხემ პირგასამტეხლოდ განსაზღვრული თანხის ნაწილის ასანაზღაურებლად ბანკიდან გამოითხოვა საგარანტიო თანხა, რამაც შეადგინა 160 886 ლარი;
2.45. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ 160 886 ლარის ბანკიდან მიღებას საფუძვლად დაედო ის, რომ თანხა წარმოადგენდა საბანკო გარანტიას. სასამართლოს მითითებით: საბანკო გარანტიის მნიშვნელობა მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;
2.46. მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხესთან წარდგენილი ჰქონდა საბანკო გარანტია. ანუ ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო წინასწარ;
2.47. სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს,თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია”;
2.48. სასამართლომ დაადგინა, რომ საბანკო გარანტია შეზღუდული იყო ვადით. 2016 წლის 31 აგვისტოს საბანკო გარანტიის ვადა იწურებოდა. მოსარჩელემ დადგენილ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და 1330 კვ.მ. ფართობზე ფილები არ მოაწყო (არაჯეროვანი მოწყობა არ მოწყობის ტოლფასია, იმდენად რამდენადაც ის მთლიანად ასაყრელი და თავიდან მოსაწყობია). მოსარჩელემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა დამატებით ვადაში. სახელშეკრულებო ურთიერთობა სრულდებოდა 2016 წლის 31 აგვისტოს და ამავე ვადაში სრულდებოდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაც. მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, მოპასუხეს გაუჩნდა მოთხოვნის უფლება - ეთხოვა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც შეადგენდა 388 415.51ლარს. მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა დასახელებული თანხის გადახდა, მაგრამ მოსარჩელემ ჩათვალა, რომ მას ვალდებულება დარღვეული არ ჰქონდა და მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ გადაიხადა. მოპასუხემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ბანკს მოსთხოვა საბანკო გარანტიის თანხის გადახდა. ბანკს საგარანტიო თანხის გადარიცხვა მოსთხოვა ორი კონკრეტული პირობის დარღვევის გამო. პირველი ის, რომ მოსარჩელემ ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა და მეორე ის, რომ მოსარჩელის ბრალით შეწყდა ხელშეკრულება. როგორც პირველი ასევე მოერე მიზეზიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ მოპასუხეს მოეთხოვა საგარანტიო თანხა. ამ თანხის მოთხოვნის მართლზომიერების დასაბუთებაა ის, რომ საბანკო გარანტია მოპასუხეს იცავდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურებისას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მოქმედება, როცა მან ბანკისაგან ითხოვა საგარანტიო თანხა, სრულად შეესაბამება კანონს, სამართლიანობის პრინციპსა და მართლწესრიგს. მოსარჩელეს ვალდებულება არ აქვს შესრულებული, რაც მოპასუხეს სრულ უფლებას ანიჭებს მოითხოვს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხა;
2.49. ამდენად, სასამართლომ სარჩელი 160 886 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ის;
2.50. ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული სარჩელი შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 56 023.03 ლარის ანაზღაურების ნაწილში. დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლად სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილზე მიუთითა, რომელიც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და თავის მხრივ მოპასუხეს ავალდებულებს შემსრულებელს გადაუხადოს შესრულებული სამუშაოს ღირებულება;
2.51. სასამართლომ დაადგინა, რომ 56 023.03 ლარი ის თანხაა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა 1330 კვ.მ. ფართობზე ფილების ჯეროვანი მოწყობის შეთხვევაში. რადგან დადგენილი იქნა აღნიშნული სამუშაოს არაჯეროვნად შესრულება - სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა;
2.52. სასამართლოს მითითებით: ჩუქების ხელშეკრულების ნაწილში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით დადგენილ წესით, რომლის მიხედვითაც ,,ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით“. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით: ,,ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს”;
2.53. სასამართლოს მითითებით: მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილი გარიგებაა. გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე იძულებით, მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩნვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-83-ე მუხლებში;
2.54. სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონების საკუთრება გადასცეს მყიდველს. ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია;
2.55. სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე ეტაპის სამუშაოების წარმოებას დაემთხვა ბა------- ძ---–------------- განვითარების კონცეფციის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების პერმანენტული საპროტესტო აქციები, რამაც გამოიწვია მთავრობის გადაწყვეტილებით შეცვლილიყო პროექტის პირვანდელი ვარიანტი და კორდის საფარის ნაცვლად, შუა ალეაც დეკორატიული ფილებით მოპირკეთებულიყო. ამ მომენტისათვის შუა ალეაში კორდის დასაგები სამუშაოები უკვე შესრულებული იყო. მისი ღირებულება შეადგენდა 81 566.06 ლარს. მოპასუხეს დასახელებული თანხა მოსარჩელისათვის უნდა აენაზღაურებინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, არ წარმოადგენდა მოსარჩელის თავისუფალი ნების გამოვლენას. სასამართლოს მითიოთებით, აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება ზნეობის პრინციპებს რის გამოც გარიგება ბათილად იქნა ცნობილი;
2.56. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის;
2.57. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ პროექტის მიხედვით შეიძინა 250 მმ-იანი გოფრირებული მილები, რომლითაც უნდა მოეწყო 240 გრძივი მეტრი საკანალიზაციო მილგაყვანილობა. მოსარჩელემ მის შეძენაში გადაიხადა 11 908.86 ლარი. მისი დამონტაჟების დროს დადგინდა, რომ პროექტში დაშვებული იყო შეცდომა და შეუძლებელი იყო 250 მმ-იანი მილების მოწყობა. აუცილებელი იყო 300 მმ-იანი მილების მოწყობა. მოსარჩელეს მოპასუხის საკეთილდღეოდ დასახელებული მილები აღარ გამოუყენებია. პროექტის ცვლილების შემდეგ მოსარჩელემ მოაწყო 300 მმ. საკანალიზაციო მილების სისტემა, რაც მას ანაზღაურებული აქვს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია. თვით მილი მოსარჩელეს მოპასუხისათვის საკუთრებაში არ გადაუცია. სასამართლოს მითითებით, მართალია 250 მმ. მილების შეძენას, რაღაც ზიანი მაინც მოჰყვებოდა (მაგ. ტრანსპორტირების ხარჯი, მუშა ხელის ხარჯი და ა.შ.), მაგრამ ეს ხარჯი არ არის ის რასაც მოსარჩელე მიუთითებს. სასამართლო მითითებით დასახელებული მილები არ გამოყენებულა და არ გახარჯულა. მოსარჩელეს შეუძლია იგი გაყიდოს, სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისას გამოიყენოს ან სხვაგვარად მოიხმაროს. ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული;
2.58. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე მითითებით ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული სარჩელი მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში. სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;
2.59. სასამართლოს მითითებით, რადგან დადგინდა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი არ აქვს სარჩელში დასახელებული თანხის ძირითადი ნაწილი, გარდა ჩუქებით განსაზღვრული 81 566.06 ლარისა. უარყოფილ მოთხოვნებში დასახელებული თანხიდან მიუღებელი შემოსავალი არარსებობს იმის გამო, რომ მას თანხა არ ეკუთვნის და იმ თანხიდან, რომელიც არ ეკუთვნის - შემოსავალს ვერ მიიღებდა. მიუღებელი შემოსავალი უნდა გაანგარიშებული იქნა 81566.06 ლარიდან;
2.60. სასამართლომ სამოქალაქო საპრცესო კოდექსის მეოთხე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ თავად უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს, რომ თანხის დროულად მიუღებლობით განიცადა ზიანი - 27 935 ლარის ოდენობით. თანხის დაყოვნება ბუნებრივია დაკავშირებულია გარკვეულ ზიანთან, მაგრამ აუცილებელია ზიანის ოდენობის დაანგარიშება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე;
2.61. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 81 566.06 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავალი მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული იქნა ზეპირად. სასამართლომ მიუთითა, რომ სავარაუდო მიუღებელი შემოსავალი ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ანაზღაურდება მხოლოდ ის მიუღებელი შემოსავალი, რაც რეალურად იარსებებდა, მოპასუხეს ვალდებულება, რომ შეესრულებინა ჯეროვნად.
3. ბა------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ლ------მა“
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, მოცემულ საქმეზე პირველის ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განსაზღვრა დავის საგანი და საფუძვლები; არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოსარჩელემ ანდა მოპასუხემ შეიძლება მიუთითონ - სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე, მაგრამ სასამართლო ვალდებულია მათი შეფასება მოახდინოს დავის საგნისა და კანონის ფარგლებში;
3.2. განსახილველ საქმეზე სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები არ შეაფასა სათანადოდ; მიუხედავად მცირე დროისა მოსარჩელის მხრიდან მოძიებული იქნა კომპანია შპს ,,ბ------–---------" რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება და ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში შემსყიდველს წარედგინა წერილი განზრახვათა შესახებ მომწოდებელი კომპანიიდან და აგრეთვე ამავე კომპანიის მიერ წარმოებული ფილები და ამ ფილებზე ჩატარებული ლაბორატორიული ექსპერტიზის დასკვნა;
3.3. აპელანტის განმარტებით, მოპასუხე მხარემ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში შეცვალა ხელშეკრულების აუცილებელი პირობები, სატენდერო დოკუმენტაციის პირვანდელ ვარიანტში ხელშეკრულების აუცილებელი პირობების მე-3 მუხლით ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ითვალისწინებდა საჯარიმო სანქციებს ყოველ გადაცილებულ დღეზე ნარჩენი სამუშაოს 0,5% ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების დროს შემსყიდველმა ეს პირობა შეცვალა და თავისი ინიციატივით საჯარიმო სანქციები უფრო კაბალური გახადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%, რაც დღეში 6265 (ექვსი ათას ორას სამოცდახუთ) ლარს შეადგენს;
3.4. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელის მხრიდან აქტიურად დაიწყო სამუშაოები, შესაბამისად გეგმა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე სრულად შესრულდა პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები. შემსყიდველმა ორგანიზაციამ პირველი ეტაპის სამუშაოების დასაფინანსებლად წარდგენილი დოკუმენტაციის შემდგომ დაფინანსების სანაცვლოდ, 2015 წლის 24 დეკემბერს, მოითხოვა მხარეთა შეთანხმებაზე ხელის მოწერა (შეთანხმება N-2), სადაც ძირეულად შეიცვალა ხელშეკრულების მე-7-ე მუხლი (ანგარიშსწორება). მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შესრულებული სამუშაოების ღირებულების წინასწარ 5% ის დაკავება, ხელშეკრულების 7.7 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „7.7 შემსყიდველი ახდენს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავებას შემდეგი თანამიმდევრობით: ... 7.7.2 სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში მოცემული მიწისქვეშა სამუშაოების (მეორე ეტაპი) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 55 %-ს დაკავებას“;
3.5. აპელანტის მითითებით, მე-2 ეტაპი ითვალისწინებდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოებს. პროექტით გათვალიწინებული იყო 250 მმ დიამეტრის საკანალიზაციო მილების მოწყობა, სულ 484 გრძივი მეტრი (1 გრძ. მეტრი მილის ღირებულება 35 ლარი, 1 გრძ. მ. მილის მოწყობა 14,62 ლარი, სულ 1 გრძ. მ-ის მოწყობის ღირებულება 49,62 ლარი). მოსარჩელის მიერ პროექტის მიხედვით მოწყობილი იქნა 240 გრძივი მეტრი (სულ 240*49,62=11 908,8 ლარის ღირებულებით) და აღმოჩნდა, რომ საპროექტო უზუსტობის გამო შეუძლებელი იყო 250 მმ-იანი მილების მოწყობა, ქანობის შემცირების გათვალისწინებით აუცილებლობამ მოითხოვა 300 მმ დიამეტრის მილების მონტაჟი, ამას მოწმობს, როგორც მოსარჩელის მიერ 2016 წლის 25 იანვრის №10 წერილი სსიპ ,------------------------ დირექტორის სახელზე, აგრეთვე სსიპ ,------------------------ ინსპექტირების ჯგუფის 02/02/2016 წლის №01-18''მ''/62 მოხსენებითი ბარათი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მათ დაკარგეს 240 გრძივი მეტრი გოფრირებული მილი, მის მოწყობაზე გაწეული შრომა შემსყიდველის არასწორი ტექნიკური დავალების გამო ზიანმა კი შეადგინა - 11 908,86 ლარი;
3.6. მე-3 ეტაპი ითვალისწინებდა დეკორატიული ფილისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს. საბოლოოდ სამუშაოები შესრულებული იქნა სრულად და შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და მოცულობებზე ლ----------------–--------------–----------------------------–---------ს მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა და დადგენილი იქნა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების შესაბამისობა სატენდერო -საპროექტო პირობებთან. ლ----------------–--------------–----------------------------–---------ს მიერ 2016 წლის 26 ივლისს გაცემული N 500405216 საინჟინრო დასკვნის მიხედვით შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 1 063 140,60 ლარი;
3.7. სასამართლომ დამტკიცებულად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელე მხარის მიერ შესრულდა სრული მოცულობით, წარდგენილი იქნა შესაბამისი დასკვნა. სასამართლომ ასევე ყურადღება არ მიაქცია მოცემულ საქმეზე ერთ-ერთ მთავარ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ: მოპასუხე აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად ასახელებდა იმ ფაქტს თითქოს მოსარჩელემ არ შეცვალა 1350 კვ. მეტრი დეკორატიული ფილა, რომელიც მოწყობილია 8 სმ-იან ქვიშა ცემენტის ნარევზე და თითქოს ის უნდა მოწყობილიყო გეო ტექსტილის გამოყენებით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც აღნიშნული ფილების დაგებისას ხელშეკრულებით გეო ტექსტილი არ იყო გათვალისწინებული. ცვლილება ხელშეკრულებაში გეო ტექსტილის გამოყენებაზე შეტანილი იქნა მოგვიანებით, როცა აღნიშნული ფილები დაგებული იყო; მითითებული გარემოება კი სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია;
3.8. ხელშეკრულების შეწყვეტის საბაბით სს „ბ-------- ბ---–----მა“, სს „ბ--------------–-------“ წაიღო სადაზღვევო გარანტია 125316 ლარი, სს „ტ-----------დან - საავანსო გადახდის საბანკო გარანტია 35 570 ლარი, ანუ სულ 160 886 ლარი;
3.9. მოპასუხე უმიზეზოდ უარს ამბობს დარჩენილი 5%-იანი - 56 023,03 ლარის - დაბრუნებაზე, არ იხდის 240 გრძივი მეტრი გოფრირებული მილის მოწყობის ღირებულებას 11908,86 ლარის ოდენობოთ, რაც არასწორია, წარდგენილი სარჩელი კი საფუძვლიანია, რაც სრულად უნდა დაეკმაყოფილებია პირველი ინსტანციის სასამართლოს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო განხილის საგანს წარმოადგენს შპს „ლი------“-ს სააპელაციო საჩვარის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. რაც შეეხება ბა------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებას ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე - სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში;
4.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 26 ნოემბერს, მოსარჩელე შპს ,--–---------- და სსიპ ,----------------------- შორის გაფორმდა სახელმწიფო შესწყიდვების შესახებ №2/35 ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.58-66);
4.3. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად: ხელშეკრულების საგანი იყო ძ---–------------- ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფე-ბარ „ტ-----------“ ალეაში ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების აყრა-გატანა, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების, დაერთება-მოწყობის (გადაყვანა პლიაჟზე გადაქაჩვით), ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოს შესყიდვა (ხელშეკრულების 1.1.პუნქტი; ტ.I, ს.ფ.58);
4.4. ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით) 1 253159.55 ლარს (იხ. ტ.I, ს.ფ.58);
4.5. ხელშეკრულების 2.6. მუხლით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ვადა, ადგილი და ფორმა. მითითებული დათქმის თანახმად: ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურემის მოწყობის სამუშაოს შესრულება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 105 კალენდარული დღის ვადაში, 2016 წლის 10 მარტის ჩათვლით; ხელშეკრულების 2.7. პუნქტით კი განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მიეთითა, რომ ხელშეკრულება ძალაშია 2015 წლის 26 ნოემბრიდან და მოქმედებს 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით;
4.6. სახელმწიფო შესწყიდვების შესახებ №2/35 ხელშეკრულებას დანართის სახით ახლავს ხელშეკრულების სპეციალური პირობები, რომლის მე-7 მუხლი განსაზღვრავდა - ანგარიშსწორებას, თუმცა 2015 წლის 24 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ანგარიშსწორების მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. 7.7. პუნქტის თანახმად: ,,შემსყიდველი ახდენს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავებას შემდეგი თანამიმდევრობით: ... 7.7.2. სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში მოცემული მიწისქვეშა სამუშაოების (მეორე ეტაპი) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 55%-ს დაკავებას;
4.7. სსიპ „----------------------- მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 1.6. პუნქტი (საქონლის ნიმუში) ითვალისწინებდა:
ა) პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს გამოსაყენებელი დეკორატიული ბეტონის ფილისა და ბორდიურის ნიმუშები ...რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს, კერძოდ:
• დაფერილი (პიგმენტირებული) ფენის სისქე არანაკლებ 0,8 სმ ;
• ბეტონის სიმტკიცე შეკუმშვისას არანაკლებ- 30 მპა.(სტანდარტული (B-25) 6 სმ ფილა);
• ბეტონის სიმტკიცე შეკუმშვისას არანაკლებ - 42 მპა.(გაძლიერებული (B-35) 6 სმ ფილა);
• ბეტონის წყალშთანთქმა-არაუმეტეს 6%;
• ბეტონის ცვეთამედეგობა უნდა იყოს 17,2 <20მმ კლასი 4;
• მასალის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ГОСТ 17608-91-ის ან ევროსტანდარტის EN 1338-2007 მოთხოვნებს.
ბ) პრეტენდენტმა ტენდერის საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ დეკორატიულ ბეტონის ფილაზე და ბორდიურზე უნდა წარმოადგინოს მწარმოებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და წერილი განზრახვათა შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების დროულად დასრულებისათვის საჭირო დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მიწოდების გონივრული ვადები;
გ) შემსყიდველს უფლება აქვს დეკორატიული ბეტონის ფილისა და ბორდიურის მოწოდების დროს კეთილმოწყობითი სამუშაოების (დეკორატიული ბეტონის ფილებისა და ბორდიურების დაგება) დაწყებამდე შერჩევითობის პრინციპით არჩეულ რამოდენიმე ერთეულ ფილაზე მიმწოდებელს მოთხოვო ს------–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანო) მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს’’ (იხ.ტ.1. ს.ფ.99-101);
4.8. 2015 წლის 30 ნოემბერს, სსიპ ,------------------------ს დირექტორმა წერილობით მიმართა შპს „ლ------ს“ და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1-ის ტექნიკური პირობების შესაბამისად მოთხოვა, მიმართვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხელშეკრულებით გათვალსიწინებული სამუშაოების წარმოების ადგილას ნიმუშისთვის არანაკლებ 40 კვ.მ. დეკორატიული ფილის დაგება და დეკორატიული ბეტონის ბორდიულის მოწყობა, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო სატენდერო დოკუმენტაციასა და ხელშეკრულების მოთხოვნებთან (ტ.I, ს.ფ.154);
4.9. 2015 წლის 30 ნოემბრის №112 მიღება ჩაბარების აქტის თანახმად, სსიპ ტ-------------------–-----–----–---------------მ ჩაიბარა, ხოლო შპს „ლ------მა“ ჩააბარა ბეტონის ტროტუარის ფილები (ნიმუშები). აქტი მიიღო დამკვეთმა. ტესტირებაზე წარდგენილი პროდუქცია იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. შენიშვნები და პრეტენზიები შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და დონეზე არ გამოთქმულა (ტ.I, სფ.153);
4.10. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელე მხარე შეუდგა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ანუ მოწონებული ფილების გამოყენებით - ტროტუარის მოწყობის სამუშაოებს. დადგენილია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა დროულად;
4.11. დადგენილია, რომ მეორე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუსაოებს. პროექტით გათვალიწინებული იყო 250 მმ დიამეტრის საკანალიზაციო მილების მოწყობას, სულ 484 გრძივი მეტრი (1 გრძ. მეტრი მილის ღირებულება 35 ლარი, 1 გრძ. მ. მილის მოწყობა 14,62 ლარი, სულ 1 გრძ. მ-ის მოწყობის ღირებულება 49,62 ლარი);
4.12. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ პროექტის მიხედვით მოწყობილ იქნა 240 გრძივი მეტრი საკანალიზაციო მილი (სულ 240*49,62=11 908,8 ლარის ღირებულებით) თუმცა აღმოჩნდა, რომ საპროექტო უზუსტობის გამო შეუძლებელი იყო 250 მმ-იანი მილების მოწყობა, აუცილებლობამ მოითხოვა 300 მმ დიამეტრის მილების მონტაჟი; რაც დამატებით მოსარჩელე მხარის მიერ შესრულებული იქნა (იხ.ტექნიკური პირობები: ტ.1. ს.ფ.102-103; მიმართვები, ტ.I, ს.ფ.221-224);
4.13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნულის გამო მოსარჩელე მხარემ განიცადა ზიანი 240 გრძივი მეტრი გოფრირებული მილის მოწყობით, რადგან შეცვლილი პირობების თანახმად თავიდან მოუწია მას 300 მმ-იანი მილების ყიდვა და ხელახლა საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, ყოველივე ეს განხორციელდა შემსყიდველის არასწორი ტექნიკური დავალების გამო. რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი 11 908,86 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხე მხარის მხრიდან ექვემდებარება ანაზრაურებას;
4.14. დადგენილია, რომ მესამე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს. ხელშეკრულებით ფილების მოწყობა გათალისწინებული იყო მშრალი ბეტონის საფუძველზე გეოტექსტილის გამოყენებით. მოსარჩელეს ფილები უნდა შემოეტანა თურქეთის რესპუბლიკიდან კომპანია ,,ბ------–---------საგან“. 2016 წლის 14 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ კომპანია ,,ბ------–--------“ ვერ ახერხებს ტენდერით გათვალისწინებული ფილების მოწოდებას. შესაბამისად მას მოძიებული ყავდა ახალი მომწოდებელი შპს ,,ბ-–---ი“, რომელთანაც გაფორმებული ქონდა ხელშეკრულება და მის საფუუძველზე შპს ,,ბ-–---ს“ დამზადებული ქონდა ფილების დიდი ნაწილი. პროექტით გათვალისწინებული იყო ფილის ქვეშ გეოტექსტილის საფარის მოწყობა. 2016 წლის 18 მარტს მხარეები შეთანხმდენ და პროექტიდან ამოღებული იქნა გეოტექსტილი და შესაბამისად ქვიშა-ცემენტის ნარევი გაიზარდა 08 სმ-დან 09 სმ-მდე.
2016 წლის 18 მარტს მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებაში. ცვლილება შეეხო ფასების ცხრილის (დანართი №2) 11- ე, 12-ე 13-ე პოზიციებს და სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკს. მასში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციით ფილების დაგება ხორციელდება მშრალი ბეტონის საფუძველზე, აღნიშნულიდან გამომდინარე გეოტექსტილის მოწყობა ქვიშა-ცემენტის ნარევზე აზრს კარგავს, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევდა ფილებით მოპირკეთებული ალეების დეფორმირებას. ფასების ცხრილიდან ამოღებული იქნა 11-ე პოზიცია ანუ იზოლაციის შრის მოწყობა გეოტექსტილით და მის ნაცვლად გაიზარდა ქვიშა-ცემენტის ნარევი 8 სმ-დან 9 სმ-მდე. ცვლილება ავტომატურად შეეხო ფასების ცხრილსაც ( 2015 წლის 18 მარტის შეთანხმება.. ტ. I, ს.ფ. 131; ცხრილი №3 ტ.I, ს.ფ. 136-138);
4.15. 2016 წლის 26 აპრილისათვის მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ შპს ,,ბ-–---ს“ შეექმნა ტექნიკური პრობლემები და ვერ ახერხებს პროექტით გათვალისწინებული ფილების მიწოდებას. დანარჩენ ოდენობის ფილას მოაწვდის შპს ,,ლ---“. ასევე აცნობა, რომ დაგებული ფილა იქნებოდა 08 სმ. ქვიშის საფუძველზე გეოტექსტილის გამოყენებით. მოითხოვა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა (ტ.1. ს.ფ.259);
4.16. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სამუშაოების დასრულების შემდეგ 2016 წლის 10 მაისს, 20 მაისს და 31 მაისს მოპასუხეს წარმუდგინა სამუშაოთა შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და შესრულებულ სამუშაოთა ფორმა №2 და მოითოვა შესრულებულ სამუშაოთა დაფინანსება (შპს ,--–---------ს 2016 წლის 10 მაისის, 20 მაისის და 31 მაისის მიმართვა ტ.I, ს.ფ. 262-266);
4.17. შესრულებულ სამუშაოების ხარისხსა და მოცულობებზე ლ----------------–--------------–----------------------------–---------ს მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა და დადგენილი იქნა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების შესაბამისობა სატენდერო-საპროექტო პირობებთან. ლ----------------–--------------–----------------------------–---------ს მიერ 2016 წლის 26 ივლისს გაცემული №--------- საინჟინრო დასკვნის მიხედვით შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 1 063 140,60 ლარი (იხ.ს.ფ.238);
4.18. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ლ------მა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, მოპასუხე კი უარს აცხადებს მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე (საერთო ღირებულების 5%) რაც არის - 56 023,03 ლარი. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხე მხარის მხრიდან წარმოშობს მოსარჩელისათვის მითითებული თანხის ანაზღაურების ვალდებუელბას;
4.19. დადგენილია, რომ შპს „ლი------“-ს მიერ, სსიპ ბა------- ბუ-–-----ს წინაშე ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად - ეს გარემოება გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კანონონიერებას;
4.20. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა უთითებს, რომ სსიპ ,,ბა------- ბუ-–-----ს’’-ს მიერ არასწორად იქნა მოთხოვნილი საბანკო გარანტიის თანხა 160 886 ლარის ოდენობით შპს „ლი------“-ს მხრიდან ვალდებულეის არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით, რის გამოც მითითებული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ;
4.21. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ ბა------- ბუ-–-----ს დავალიანება შპს „ლი------“-ს მიმართ შეადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას 56 023.03 ლარს+11908.86 ლარი (240 გრძივი მეტრი საკანალიზაციო მილის ღირებულება)+საბანკო გარანიის თანხა 160 886 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 256 752.89 ლარს. აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ლი------“-ს სააპელაციო საჩვარი (სარჩელი);
4.22. რაც შეეხება მიუღებელი თანხის დაყოვნებით გამოწვეულ ზიანს პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის (ზიანის) სახით უნდა დაეკისროს თანხა - დაყოვნებული თანხის 256 752.89 ლარის 2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 5135 ლარს.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
4.24. სსკ 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები;
4.25. ამავე კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი;
4.26. ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი (იხ.სუს საქმე №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წ.);
4.27. სსკ-ის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. 640-641-ე მუხლების მიხედვით, ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის;
4.28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები და ეს სამუშაოები ვარგისია განსაზღვრული მიზნებისათვის; აღნიშნული გარემოება კი წარმოშობს შემკვეთის ვალდებულებას აანაზრაუროს გაწეული სამუშაოს ღირებულება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 56 023.03 ლარს;
4.29. სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მითითებული ნორმით ბენეფიციარისათვის მინიჭებული მოთხოვნის უფლება არ არის შეუზღუდავი;
4.30. სსკ-ის 880-ე მუხლის თანახმად საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ, ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადოდ შესრულებას;
4.31. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ის. შესაბამისად საბანკო გარანტია ამოქმედებას იწყებს ვალდებულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულებისას. განსახილველ სემთხვევაში რადგან დადგენილი იქნა მოსარჩელე მხარის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს საბანკო გარანტიის თანხა 160 886 ლარის ოდენობით;
4.32. რაც შეეხება დაყოვნებული თანხის (256 752.89 ლარის) გადაუხდელობით დამდგარ ზიანს, სასამართლომ ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეამოწმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411, 412-ე მუხლების შესაბამისად;
4.33. სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი;
4.34. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება;
4.35. 411-412-ე მუხლების თანახმად: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;
4.36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დაყოვნებისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება;
4.37. იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განისაზღვრება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამდენად, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, განსახილველ შემთხვევაში, სავარაუდო ზიანად შეიძლება განისაზღვროს გადაუხდელი თანხის 2%, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 5 135 ლარს და რაც დამატებით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. საპროცესო ხარჯები
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა;
5.2. დადგენილია, რომ მოსარჩელეს შპს ,,ლ------ს’’-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში სახემწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 5000 ლარი, ხოლო სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი აქვს 7000 ლარი, საერთო ჯამში - 12000 ლარი, რაც სრულად უნდა დაეკისროს სსიპ ,----------------------- შპს ,--–----------ს სასარგებლოდ;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,--–----------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბა------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საპროცესო ხარჯების განაწილწილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და 6 პუნქტები) და ამ ნაწილებში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ ,----------------------- შპს ,--–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს 256 752,89 ლარის გადახდა;
4. სსიპ ,----------------------- შპს ,--–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) სახით 5 135 ლარის გადახდა;
5. სსიპ ,----------------------- შპს ,--–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის/აპელანტის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯის - 12000 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე: ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
თამარ სვანიძე