განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015786583
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–--- სახელით
03 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/1347-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტები - ი----- მ--–-–---–ი, ა----- მ--–-–---–ი, ი---- მ--–-–---–ი
წარმომადგენელი - დ-----------–---
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------–---------”
წარმომადგენელი - გ-----------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,ს----------–---------ს” სარჩელი ი----- მ--–-–---–ის, ა----- მ--–-–---–ისა და ი---- მ--–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სს ,,ს----------–--- ბ---ს’’ უარი ეთქვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.
ი----- მ--–-–---–სა და ა----- მ--–-–---–ს სს ,,ს----------–--- ბ---ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2007 წლის 28 ივნისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 691.97 აშშ დოლარის გადახდა:
ა) სესხის ძირი - 4 548.97 აშშ დოლარი
ბ) პროცენტი - 3 653 აშშ დოლარი
გ) პირგასამტეხლო - 490 აშშ დოლარი
ი----- მ--–-–---–ს სს ,,ს----------–---------ს” სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 03 მარტის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 71.12 აშშ დოლარის გადახდა:
ა) სესხის ძირი - 32.74 აშშ დოლარი
ბ) პროცენტი - 28.38 აშშ დოლარი
გ) პირგასამტეხლო - 10 აშშ დოლარი
ი----- მ--–-–---–ს სს ,,ს----------–--- ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 10 ივნისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11 619.64 აშშ დოლარის გადახდა
ა) სესხის ძირი - 4 854.04 აშშ დოლარი
ბ) პროცენტი - 6 265.60 აშშ დოლარი
გ) პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი
აღნიშნული თანხის გადახდა, დადგინდა ი---- მ--–-–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, ქონების მახასიათებლებია: ქ. თბილისი, შ-------- ქ-----------–-- I-, კორპუსი (სახლი)
#6-, ბინა #4-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------.
სს ,,ს----------–--- ბ---ს” უარი ეთქვა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2007 წლის 28 ივნისს, სს ,,ს----------–--- ბ-----“ მოპასუხეებთან ა----- მ--–-–---–თან და ი----- მ--–-–---–თან დადო საბ---ო მომსახურების ხელშეკრულება #5-----, რომლის საფუძველზეც ბ----- მსესხებლებს ა----- მ--–-–---–ს და ი----- მ--–-–---–ს გაუხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 14 500 აშშ დოლარის ოდენობით, 240 თვის ვადით, სარგებლის წლიური დარიცხვით 10%-დან 22 %-მდე ოდენობით. ხელშეკრულების 4.1.7. - 4.1.12. პუნქტების თანახმად, სარგებლის წლიური ოდენობის დადგენა საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაცემული თითოეული იპოთეკური კრედიტისთვის, ასევე სარგებლის ზღვრული ოდენობების შეცვლა დასაშვები იყო მხოლოდ მხარეთა შორის დადებული შესაბამისი იპოთეკური კრედიტების ხელშეკრულებების საფუძველზე.
ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება არ წარმოშობდა ბ---ის ვალდებულებას უპირობოდ გაეცა შესაბამისი იპოთეკური კრედიტები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ხაზის მომსახურების მიზნით. შემადგენელ კრედიტებს კლიენტი მიიღებდა ბ---ის შეხედულებით, შესაბამისი პროექტის დამტკიცებისა და კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულების დადებით, რომელიც მხარეთა შორის შეთანხმებულ დაფარვის გრაფიკთან ერთად თან დაერთვებოდა წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ამავე ხელშეკრულების 4.1.4. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ყოველი იპოთეკური კრედიტის მიზნობრიობა უნდა დადგენილიყო შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით.
ხელშეკრულების 4.1.6. პუნქტის თანახმად, იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებ(ებ)აზე და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე სრულად გავრცელდებოდა წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, თუკი ცალსახად არ იქნებოდა განსაზღვრული ამგვარი კონკრეტული იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებ(ებ)ით.
ხელშეკრულების 4.1.13. პუნტის თანახმად, ხელშეკრულების 4.1 პუნქტით და შესაბამისი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულება უზრუნველყოფილია ბ---სა და ა----- მ--–-–---–ს შორის 2----–-–------------- იპოთეკის ხელშეკრულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
-2----–-–------------- #5----- ხელშეკრულება საბ---ო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 22-
33);
-კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 37);
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.2. 2007 წლის 28 ივნისს, სს ,,ს----------–--- ბ---ს“ და მოპასუხე ა----- მ--–-–---–ს შორის დაიდო #5------ა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა----- მ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ქ-----------–-- მეორე შ--------, კორპუსი #6-, ბინა #4-. ხელშეკრულებით განისაზღვრა უზრუნველყოფის ფარგლები, კერძოდ, ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, იპოთეკით სრულად იქნა უზრუნველყოფილი 2----–-–------------- #5----- საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნა, მათ შორის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე: საკრედიტო ხაზის, ხაზის ფარგლებში მოქმედი ცალკეული კრედიტების, სადებეტო და საკრედიტო ბარათებიდან წარმოშობილი ვალდებულებების, საბ---ო გარანტიებისა და სამომხმარებლო კრედიტების ხელშეკრულებებიდან და სრულად უზრუნველყო მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხების, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების, ასევე სასამართლოს, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ქ-----------–-- მეორე შ--------, კოპუსი #6-, ბინა #4-, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ი---- მ--–-–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
-2----–-–------------- იპოთეკის ხელშეკრულება #5------ა (ს.ფ. 41-46)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 52-53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმების თანახმად, ბ----- მოპასუხე ი----- მ--–-–---–ზე გასცა დაზღვევისთვის კრედიტი, რომელიც არ შედიოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კრედიტის ოდენობაში. დაზღვევის ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 63 აშშ დოლარის ოდენობით, ვადა 51 თვე, წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული თითოეული ტრანშის მაქსიმალური ოდენობა 42 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი 18%, მიზნობრიობა - პოლისის პრემიის გადახდა, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
- #05----- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების დანართი #5----- (ს.ფ. 18-19);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.4. 2----–-–------------- საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის თაობაზე #5----- შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების მე-3 მუხლს დაემატა 3.5. პუნქტი, რომლის საფუძველზეც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681 მუხლის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბ---ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
- შეთანხმება #5----- (ს.ფ. 34-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.5. 2----–-–------------, სს ,,ს----------–--- ბ---ს“ და მოპასუხე ი----- მ--–-–---–ს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ----- ი----- მ--–-–---–ზე გასცა კრედიტი 5120 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 34.48%-ს სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულების 2.4. პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლში მითითებული იპოთეკის ხელშეკრულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2007 წლის 28 ივნისის საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების #5-----
საკრედიტო ხაზის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #5------6----- (ს.ფ. 38-
39);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების, მათი ერთობლიობაში განხილვისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ა----- მ--–-–---–მა და ი----- მ--–-–---–მა დაარღვიეს 2007 წლის 28 ივნისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით და კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული პირობები და ვადები.
სს ,,ს----------–---------ს“ მიმართ ა----- მ--–-–---–ის და ი----- მ--–-–---–ის დავალიანებამ შეადგინა ძირი თანხა 4-48.97 აშშ დოლარი, პროცენტი 3653 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 37735.98 აშშ დოლარი, რომელიც ბ----- შეამცირა 4900 აშშ დოლარამდე.
დადგენილია, რომ 2007 წლის 28 ივნისს, სს ,,ს----------–--- ბ-----“ ი----- მ--–-–---–თან და ა----- მ--–-–---–თან დადო საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლებს გაეხსნათ იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 14 500 აშშ დოლარის ოდენობით, 240 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 10%-დან 22%-მდე დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმეში წარმოდგენილია სესხის დაფარვის გრაფიკი, საიდანაც დგინდება, რომ მოპასუხე ი----- მ--–-–---–ი 2007 წლის 03 აგვისტოდან პერიოდულად იხდიდა სესხის თანხის ძირს და პროცენტს. მოპასუხემ 2----–-–------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბოლო გადახდა განახორციელა 2012 წლის 31 ოქტომბერს, როდესაც სს ,,ს----------–---------ს“ ანგარიშზე ჩარიცხა პირგასამტეხლოს სახით 176.29 აშშ დოლარი. ამის შემდეგ მოპასუხეს გადახდები აღარ განუხორციელებია. მოპასუხე ი----- მ--–-–---–მა 2----–-–------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. მის მიერ გადახდილია სესხის ძირი 9951.03 აშშ დოლარი, პროცენტი 3788.25 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 768.18 აშშ დოლარი.
მოპასუხემ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია, შეუსაბამობაშია სესხის ძირ თანხასა და მოპასუხე მხარის მატერიალურ მდგომარეობასთან, ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია და ამ საფუძვლით, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ არსებითი შედავება 2----–-–------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა. სასამართლომ არ გაიზიარა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მოპასუხის შესაგებელი. მოპასუხეს კი გარდა ხანდაზმულობისა, სხვა საფუძვლით სადავო არ გაუხდია მოთხოვნა და შესაბამისად, არც სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომლებიც მოთხოვნის უსაფუძვლობას დაადასტურებდნენ. შესაბამისად, სს ,,ს----------–---------ს“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში სასამართლომ მიიჩნია ნაწილობრივ დასაბუთებულად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს თანხა უნდა შემცირდეს მის გონივრულ ოდენობამდე.
2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ი----- მ--–-–---–მა დაარღვია სს ,,ს----------–--- ბ---თან“ 2008 წლის 03 მარტს დადებული დაზღვევის ხელშეკრულებისა და 2----–-–------------ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების პირობები, სახელშეკრულებო ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა. ი----- მ--–-–---–ის ვალდებულებამ 2008 წლის 03 მარტის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა ძირი თანხა 32.74 აშშ დოლარი, პროცენტი 28.38 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 266.29 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელე ბ---ის მიერ შემცირდა 100 აშშ დოლარამდე; 2009 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირი თანხაა 4854.04 აშშ დოლარი, პროცენტი 6265.60 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 61484.05 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელემ შეამცირა 5000 აშშ დოლარამდე.
საქმეში წარმოდგენილია სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმად, მოპასუხე ი----- მ--–-–---–ი 2008 წლის 03 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პერიოდულად იხდიდა დაზღვევის თანხას. მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2013 წლის 31 მაისს, როდესაც პირგასამტეხლოს სახით გადაიხადა 30 აშშ დოლარი. მოპასუხემ ი----- მ--–-–---–მა ამ ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ. მის მიერ გადახდილია დავალიანების ძირი თანხა 93.26 აშშ დოლარი, პროცენტი 10.07 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 34.75 აშშ დოლარი. რაც შეეხება 2009 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებას, მოპასუხე ი----- მ--–-–---–მა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბოლო გადახდა განახორციელა 2013 წლის 01 ოქტომბერს, როდესაც პირგასამტეხლოს სახით გადაიხადა 29.32 აშშ დოლარი. მოპასუხე ი----- მ--–-–---–მა ამ ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ. მის მიერ მთლიანობაში გადახდილია ძირი თანხა 241.96 აშშ დოლარი, პროცენტი 3 591.28 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 838.92 აშშ დოლარი.
მოპასუხემ კონტრარგუმენტად კვლავ ხანდაზმულობაზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს 2008 წლის 03 მარტის დაზღვევის და 2009 წლის 10 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან, ხანდაზმულია და ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ს----------–--- ბ---სა“ და მოპასუხე ა----- მ--–-–---–ს შორის 2007 წლის 28 ივნისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იყო არამხოლოდ 2----–-–------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, არამედ 2008 წლის 03 მარტის დაზღვევისა და 2009 წლის 10 ივნისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებით გაწერილი ვალდებულებებიც.
მოპასუხემ მიუთითა, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაში არ მომხდარა ცვლილების შეტანა საკრედიტო ლიმიტის გაზრდის შესახებ იპოთეკის საგნით 2008 წლის 03 მარტის ხელშეკრულების და 2009 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის შესახებ, მითუმეტეს არ მომხდარა ამგვარი შეთანხმების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამასთან, 2----–-–------------- ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოპასუხე მხარეზე სრულად გაიცა საკრედიტო ლიმიტი 14 500 აშშ დოლარის ოდენობით, რა ფარგლებშიც იყო ბ---ის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იპოთეკის საგნით, აქედან გამომდინარე, იპოთეკის საგნით ვერ იქნება უზრუნველყოფილი ის მოთხოვნები, რომლებიც სცდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლებს.
ამ განმარტების საპირისპიროდ მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მართალია 2----–-–------------- ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოპასუხე მხარეზე სრულად გაიცა კრედიტის თანხა 14 500 აშშ დოლარი, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება ნაწილობრივ, 8000 აშშ დოლარის ოდენობით იქნა შესრულებული. აქედან გამომდინარე, იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი საკრედიტო თანხის ლიმიტის ოდენობა შემცირდა და იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილ იქნა 2008 წლის 03 მარტის და 2009 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნებიც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, უზრუნველყოფილია საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლში მითითებული იპოთეკის ხელშეკრულებით. სასამართლოს აზრით, წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ცალსახად დასტურდება, რომ იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი იყო არამხოლოდ 2----–-–------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, არამედ 2008 წლის 03 მარტისა და 2009 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--- ბ---სა” და მოპასუხეებს ა----- მ--–-–---–სა და ი----- მ--–-–---–ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებლებზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლებს - ი----- მ--–-–---–სა და ა----- მ--–-–---–ს, მათ ვალდებულება არ შეასრულეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
2.10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებლები დაეთანხმნენ იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღეს შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკებით დასტურდება მოპასუხე ი----- მ--–-–---–ის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ერიცხებათ პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ შემცირებული ოდენობის მოთხოვნისა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლომ შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 10-ჯერ, კერძოდ, 2----–-–------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 4900 აშშ დოლარიდან 490 აშშ დოლარამდე, 2008 წლის 03 მარტის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 აშშ დოლარიდან 10 აშშ დოლარამდე, ხოლო 2009 წლის 10 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5000 აშშ დოლარიდან 500 აშშ დოლარამდე.
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთოვნების - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პი---- შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავ- ლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ, 2----–-–------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბოლო გადახდა განახორციელა 2012 წლის 31 ოქტომბერს, 2008 წლის 03 მარტის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2013 წლის 31 მაისს, ხოლო 2009 წლის 10 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წლის 01 ოქტომბერს. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ 2----–-–------------- ხელშეკრულება დაიდო 240 თვის (20 წელი) ვადით, 2008 წლის 03 მარტის დაზღვევის ხელშეკრულება 51 თვის (4.25 წელი) ვადით, ხოლო 2009 წლის 10 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 60 თვის (5 წელი) ვადით. სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2015 წლის 23 აპრილს. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ, თითოეული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებული ბოლო გადახდებიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლის შემთხვევაში, სარჩელი არ ითვლება ხანდაზმულად. საქმეში არსებული თანხების დაფარვის გრაფიკების თანახმად, ბოლო გადახდებიდან სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე არ არის გასული სამი წელი. თითოეული ხელშეკრულების მოქმედების მთლიანი ვადის გასვლიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლის შემთხვევაშიც, სარჩელი ასევე არ ითვლება ხანდაზმულად, ვინაიდან, არც ამ დროიდან არის გასული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბ----- თავისი ინიციატივით განახორციელა თანხების მოპასუხის ანგარიშიდან ჩამოჭრა, რეალურად კი ბოლო თარიღის გადახდები არ არის განხორციელებული მოპასუხე ი----- მ--–-–---–ის მიერ. სასამართლო ამ განმარტებას არ დაეთანხმა იმ მოტივაციით, რომ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შემდეგ, ბ---ს ენიჭება უფლება სასესხო დავალიანების დაფარვის ფარგლებში, განახორციელოს მსესხებლის პირადი ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრა, რაც ბ---ის მიერ განხორციელდა კანონიერად და ემსახურება ერთადერთ მიზანს, სასესხო დავალიანების დაფარვას. აქედან გამომდინარე, ბ---ის მიერ მსესხებელ ი----- მ--–-–---–ის პირადი ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა, სასამართლოს მიერ შეფასდა, როგორც მსესხებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,ს----------–---------ს“ მოთხოვნები არ არის ხანდაზმული.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ი----- და ა----- მ--–-–---–ებმა 2----–-–------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბოლო გადახდა განახორციელეს 2012 წლის 31 ოქტომბერს, როდესაც სს ,,ს----------–---------ს" ანგარიშზე ჩარიცხა პირგასამტეხლოს სახით 176,29 აშშ დოლარი, დადგენილია არასწორად. 2----–-–------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო ჩარიცხვა მსესხებლის მიერ განხორციელებულია 2011 წლის 30 მაისს, რის შემდგომაც აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებლის მიერ არ მომხდარა რაიმე თანხის გადახდა.
3.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ სს ,,ს----------–---------სა" და მოპასუხე ა----- მ--–-–---–ს შორის იპოთეკის ხელშეკრულებით ურუნველყოფილი იყო არამხოლოდ 2----–-–------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, არამედ 2008 წლის 03 მარტის დაზღვევისა და 2009 წლის 10 ივნისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებით გაწერილი ვალდებულებები. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი, რადგან იპოთეკის ხელშეკრულებაში არ მომხდარა ცვლილებების შეტანა საკრედიტო ლიმიტის გაზრდის შესახებ იპოთეკის საგნით 2008 წლის 03 მარტის ხელშეკრულების და 2009 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის შესახებ, მით უმეტეს არ მომხდარა ამგვარი შეთანხმების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამასთან, 2----–-–------------- ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოპასუხე მხარეზე სრულად გაიცა საკრედიტო ლიმიტი 14 500 აშშ დოლარის ოდენობით, რა ფარგლებშიც იყო ბ---ის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იპოთეკის საგნით, აქედან გამომდინარე, იპოთეკის საგნით ვერ იქნება უზრუნველყოფილი ის მოთხვონები, რომლებიც სცდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლებს.
3.3. აპელანტი მართალია სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულად მიიჩნევს, თუმცა განმარტავს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს და პროცენტის ოდენობა სესხის ძირ თანხასთან და მხარეთა მატერიალურ მდგომარეობასთან მიმართებაში გახლავთ არაგონივრული, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უნდა მოეხდინა პირგასამტეხლოს ოდენობის კიდევ უფრო შემცირება, ხოლო ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით პროცენტის შეთანხმების შესახებ ხელშეკრულების შესაბამიის პუნქტის ბათილად ცნობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი-----, ა----- და ი---- მ--–-–---–ებმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.05.2017 წლის განჩინებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების დაზღვევის და 10.06.2009 წლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების - 11 690.76 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ი----- მ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი (მოთხოვნა) დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად. (ტ.2.ს.ფ. 36-39) ს----------–--- უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ი----- მ--–-–---–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინება. (ტ.2.ს.ფ. 70-74) აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ერთი მხრივ ი----- მ--–-–---–ს და მეორე მხრივ სს ,,ს----------–--- ბ---ს’’ შორის გაფორმებული იპოთეკით დატვირთული ქონების დაზღვევის და 10.06.2009წ. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე - 11 690.76 აშშ დოლარის დაკისრების მართლზომიერებაზე, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.01.2017 წ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4.1.2. 2007 წლის 28 ივნისს ერთი მხრივ სს ,,ს----------–--- ბ---ს“ და მეორე მხრივ ა----- მ--–-–---–ს და ი----- მ--–-–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #5-----, ხელშეკრულების 4.1 პუნქტით მოწესრიგდა საბ---ო მომსახურების პირობები. კერძოდ, საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად ბ----- ა----- მ--–-–---–ს და ი----- მ--–-–---–ს გაუხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 14 500 აშშ დოლარის ოდენობით, 240 თვის ვადით, სარგებლის წლიური დარიცხვით 10%-დან 22%-მდე ოდენობით.
ხელშეკრულების 4.1.13. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 4.1 პუნქტით და შესაბამისი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულება უზრუნველყოფილია ბ---სა და ა----- მ--–-–---–ს შორის 2007 წლის 28 ივნისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით. (ტ.1.ს.ფ. 22-33);
4.1.3. 2007 წლის 28 ივნისს ერთი მხრივ სს ,,ს----------–--- ბ---ს“ და მეორე მხრივ ა----- მ--–-–---–ს შორის დაიდო #5------ა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა----- მ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ქ-----------–-- მეორე შ--------, კორპუსი #6-, ბინა #4-. იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა უზრუნველყოფის ფარგლები და მოთხოვნა. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, იპოთეკით სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, წარმოშობილი 4.2 პუნქტში აღწერილი ხელშეკრულებიდან საბ---ო მომსახურების შესახებ (იპო+) და მის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებიდან, მათ შორის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე: საკრედიტო ხაზის, ხაზის ფარგლებში მოქმედი ცალკეული კრედიტების, სადებეტო და საკრედიტო ბარათებიდან წარმოშობილი ვალდებულებების, საბ---ო გარანტიებისა და სამომხმარებლო კრედიტების ხელშეკრულებებიდან და სრულად უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხების, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების, ასევე სასამართლოს, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
იპოთეკის ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განისაზღვრა უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძველი. აღნიშნულის პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების სახეა - ხელშეკრულება საბ---ო მომსახურების შესახებ (იპო+) #5-----; ბ---ი - სს ,,ს----------–---------’’; კლიენტი - ი----- მ--–-–---–ი, ა----- მ--–-–---–ი; ხელშეკრულების დადების თარიღი 2---------წ.; მოქმედების ვადა 240 (ორას ორმოცი) თვე; საკრედიტო ხაზის ლიმიტი - 14 500 (თოთხმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი 10 (ათი) %- 22 (ოცდაორი) %. (ტ.1. ს.ფ. 41-46)
იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ქ-----------–-- მეორე შ--------, კოპუსი #6-, ბინა #4-, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ი---- მ--–-–---–ის სახელზე. (ტ.1. ს.ფ. 52-53)
4.1.4. 2--------- წელს ერთი მხრივ სს ,,ს----------–--- ბ---ს’’ და მეორე მხრივ ი----- მ--–-–---–ს და ა----- მ--–-–---–ს შორის საბ---ო მომსახურების შესახებ 2----–-–------------- #5----- ხელშეკრულების საფუძველზე საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებლებზე საბ---ო კრედიტის სახით 14 500 აშშ დოლარი გაიცა.
4.1.5. სს ,,ს----------–--- ბ---ს’’ და ი----- მ--–-–---–ს შორის საბ---ო მომსახურების ხელშეკრულება #5----- დანართის სახით გაფორმდა დამატებითი შეთანხმება საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით. რომლის თანახმად, ბ----- მოპასუხე ი----- მ--–-–---–ზე გასცა დაზღვევისთვის კრედიტი, რომელიც არ შედიოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კრედიტის ოდენობაში. იპოთეკით დატვირთული ქონების დაზღვევის ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 63 აშშ დოლარის ოდენობით, ვადა 51 თვე, წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული თითოეული ტრანშის მაქსიმალური ოდენობა 42 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი 18%, მიზნობრიობა - პოლისის პრემიის გადახდა, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (ტ.1.ს.ფ. 18-21)
4.1.6. 2----–-–------------, სს ,,ს----------–--- ბ---ს“ და მოპასუხე ი----- მ--–-–---–ს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ----- ი----- მ--–-–---–ზე გასცა კრედიტი 5 120 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 34.48%-ს სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულების 2.4. პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლში მითითებული იპოთეკის ხელშეკრულებით. (ტ.1.ს.ფ. 38-40)
4.1.7. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც.
იპოთეკას, გარდა აქცესორულობისა, მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს. სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111-ე მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს, აგრეთვე, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები. ამდენად, კანონი იპოთეკის წარმოშობისათვის უფლების სავალდებულო რეგისტრაციას ადგენს, რაც მხოლოდ იპოთეკის საგნის - უძრავი ნივთის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევით არ არის განპირობებული. იპოთეკის საჯარო ხასიათი შესაძლებლობას ანიჭებს მესამე პირებს, მოიპოვონ ზუსტი ინფორმაცია უძრავი ნივთის უფლებრივი ტვირთის თაობაზე და შემდეგ, საკუთარი რისკის გათვალისწინებით, გადაწყვიტონ ამ ნივთთან მიმართებით ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობის (რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, არ ემთხვეოდეს ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების ოდენობას) მითითებას, სამართლებრივი დატვირთვა აქვს როგორც მესაკუთრისათვის, ასევე მესამე პირებისათვის, რომელთა მიმართაც მოქმედებს საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ვინაიდან იპოთეკა ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე უნდა გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ ამ მოცულობის ფარგლებში განხორციელდეს სანივთო უფლების გამოყენება და მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა.
იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუნდაც აღნიშნული ჩანაწერი შემდგომში არასწორი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ კი, მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ:
ერთი მხრივ სს ''ს----------–--- ბ---სა'' და მეორე მხრივ ი----- მ--–-–---–ს და ა----- მ--–-–---–ს შორის 2--------- წელს გაფორმებული საბ---ო მომსახურების შესახებ №5----- ხელშეკრულებით ი----- მ--–-–---–ზე და ა----- მ--–-–---–ზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი - 14 500 აშშ დოლარის ოდენობით, 240 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 10% -დან- 22%-მდე (ტ. I, ს.ფ. 22-35).
2007 წლის 28 ივნისს სს „ს----------–--- ბ---ს’’ და ა----- მ--–-–---–ს შორის გაფორმებული №5------ა იპოთეკის ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განსაზღვრულია იპოთეკის ფარგლები - კერძოდ, უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა ერთი მხრივ სს „ს----------–--- ბ---ს'' და მეორე მხრივ ი----- მ--–-–---–ს და ა----- მ--–-–---–ს შორის 2---------წ. გაფორმებული ხელშეკრულება საბ---ო მომსახურების შესახებ №5-----, მოქმედების ვადა 240 თვე, საკრედიტო ხაზის ლიმიტი 14 500 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 10% - 22% (ტ. I, ს.ფ. 41-46).
სასამართლო არ იზიარებს სს „ს----------–---------ს“ მოსაზრებას, რომ საკრედიტო ლიმიტი შეადგენდა რა 14 500 აშშ დოლარს, აღნიშნულში იგულისხმება ყოველი 14-00 ლარის დაფარვის ან/და შემცირების შემდეგ 14 500 აშშ დოლარის გაცემა მრავალჯერ, შეუზღუდავად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. უდავოა, რომ ლიმიტის ამგვარ განმარტებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ მოიცავს.
სიტყვა „ლიმიტი“ ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს ნორმის დაწესებას, რომლის ფარგლებშიც შეიძლება რისამე ხარჯვა, რამეთი სარგებლობა, ზღვრული ნორმა. ამ განმარტებიდან და მხარეთა შორის შეთანხმებული პირობიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ 14 500 აშშ დოლარი წარმოადგენდა საკრედიტო თანხას, რომლის კრედიტად მიღების უფლებაც გააჩნდა მოვალეს ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. ამავდროულად მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაც კონკრეტულად ამ ვალდებულების - 14 500 აშშ დოლარის ფარგლებში იქნა განსაზღვრული და მისი სხვა ვალდებულებაზე გავრცელება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულების ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, უსაფუძვლოა სს ,,ს----------–---------ს’’ მითითება მასზედ, რომ რადგან მსესხებლების მიერ 2--------- წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა შესრულებული ნაწილის პროპორციულად იპოთეკა ახალი ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალებად იქცა.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ 2----–-–------------- საკრედიტო ხელშეკრულების დადების შემდეგ, მსესხებელზე სრულად გაიცა საკრედიტო ლიმიტი 14 500 აშშ დოლარის ოდნეობით, რა ფარგლებშიც იყო ბ---ის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იპოთეკის საგნით, ამასთან იქიდან გამომდინარე, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაში არ მომხდარა ცვლილებების შეტანა საკრედიტო ლიმიტის გაზრდის შესახებ, მაგალითად დაზღვევის ხელშეკრუელბით და 2009 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადელბულებების შესრულების უზრუნველყოფის შესახებ, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა იპოთეკით უზრუნველყოფილი ჰქონდა მხოლოდ 2--------- წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის (ჯამში 14 500 აშშ დოლარი) უფლება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია 2--------- წლის ხელშეკრულების გარდა სხვა ხელშეკრულებებიდან (დაზღვევის და 209 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებიდან) გამომდინარე ვალდებულებები უზრუნველყოფილად და შესაბამისად, არ არსებობს სს ,,ს----------–---------ს’’ სარჩელის იპოთეკის საგნის დაზღვევის და 10.06.2009წ. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულბებიდან გამომდინარე მოთხოვნების (71.12 აშშ დოლარის და 11 619.64 აშშ დოლარის) იპოთეკის საგნზე მიქცევის და მისი რეალიზაცით დაკმაყოფილების წინაპირობები.
4.1.8. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთნ დაკავშირებით და მიაჩნია, რომ 2--------- წ. საბ---ო მომსახურების შესახებ #5----- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2---------წ. საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პი---- შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2--------- წელს გაფორმებული იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა კრედიტის ეტაპობრივად დაფარვა. კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით მსესხებლებს კრედიტის სახით მიღებული თანხის დაფარვის მიზნით ბოლო გადახდა 03.07.2012 წელს უნდა განეხორციელებინათ. დადგენილია, რომ მსესხებლებმა დაარღვიეს 2--------- წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ 2--------- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა 30.05.2011 წელს განახორციელა.
აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ გადახდების ისტორიაზე, საიდანაც დგინდება, რომ ი----- მ--–-–---–მა 2---------წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის მიზნით ბოლო გადახდა 2012 წლის 31 ოქტომბერს აწარმოა, რა დროსაც დაიფარა პირგასამტეხლო 176.29 აშშ დოლარის ოდენობით. (ტ.1. ს.ფ. 55). სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1.1.5 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც მსესხებლებმა იმთავითვე გამოხატეს ნება კრედიტის დაფარვის მიზნით ბ---ის მიერ მათი ანგარიშიდან თანხის უაქცეპტოდ ჩამოჭრის შესახებ. მაშასადამე, აღნიშნული შეთანხმებით, მსესხებლებმა თანხის გადახდის თვალსაზრისით საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება ბ---ზე მოახდინეს, აღნიშნული კი ბ---ის ქმედებას მსესხებლის ანგარიშიდან დამატებითი თანხმობის გარეშე თანხის ჩამოჭრის შესახებ მართლზომიერად აქცევს. შესაბამისად, ი----- მ--–-–---–ი თავად დაფარავდა ვადამოსულ მოთხოვნას, თუ მის ანგარიშზე არსებულ თანხას ბ---ი თავად მიაქცევდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სადავო საკითხის შესაფასებლად არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რამეთუ დასახელებული მოქმედებებიდან ერთ-ერთის შესრულება სახელშეკრულებო დათქმის და მსესხებლის მიერ გამოვლენილი ნების ფარგლებში ნებისმიერ შემთხვევაში მსესხებლის მიერ განხორციელებულ ქმედებად (შესრულებად) უნდა იქნეს მიჩნეული.
ამდენად, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის კონტექსტში ყველა გადახდა გულისხმობს მოვალის მიერ მოთხოვნის აღიარებას, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს. შესაბამისად, მსესხებლის მიერ 2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული გადახდით ბ---ის მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.
სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის დენა თავიდან იწყება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ხელახლა ათვლა 2012 წლის 31 ოქტომბრის - ბოლო გადახდის დღის - მომდევნო დღიდან 2012 წლის 01 ნოემბრიდან დაიწყო.
დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--- ბ-----“ სარჩელი სასამართლოში მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლამდე - 2015 წლის 23 აპრილს წარადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის შედავება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია.
4.1.9. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდაა ასევე გამხდარი პირგასამტეხლოს და პროცენტის ოდენობა. პირგასამტეხლოსთან მიმართებით პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, 2---------წ. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.5%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა მისი ოდენობა 490 აშშ დოლარამდე.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას მოითხოვს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ მიიჩნევს პირველი ინსტანციის მიერ შემცირებულ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ გარიგების ის ნაწილი, რომლითაც წლიური სარგებელის პროცენტი განისაზღვრა, სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს ბათილად უნდა მიეჩნია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებმა მათ შორის დადებული ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პროცენტი (ფაქტობრივი გარემოება 4.1). ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამდენად, 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი სარგებელია, რომელსაც იღებს გამსესხებელი სასესხო ურთიერთობიდან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე.
განსახილველ შემთხვევაში გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძვლად აპელანტები სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესზე მიუთითებენ.
სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლში მითითებული გარემოებების (განსაკუთრებული ნდობა, გავლენის ბოროტად გამოყენება) არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდათ აპელანტებს, მათ კი მათივე პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინეს. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტების მითითება პროცენტის ნაწილში გარიგების გაბათილებასთან მიმართებით, რადგან მათი მხრიდან მითითებული ვერ იქნა ისეთ გარემობებეზე, რომლითაც მათი ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ გარიგების დადების და ვალდებულებების აღების ფაქტს დაადასტურებდა. საბოლოოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს და პროცენტის ნაწილში წარმოდგენილი პრეტენზია დაუსაბუთებელია, რაც მოთხოვნის ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლისათვის.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საბოლოოდ სახ. ბაჟის გადახდა ეკისრება წაგებულ მხარეს. განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პალატა მიიჩნევს, რომ მაინც არ არსებობს აპელანტი მხარისათვის სახ. ბაჟის ნაწილობრივ ანაზღურების საფუძველი. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით არ შემცირებულა აპელანტების მიერ მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობა, არამედ იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით მხოლოდ დაზუსტდა მოთხოვნის ფარგლები, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს აპელანტების მიერ გადახდილი სახელწმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი----- მ--–-–---–ის, ა----- მ--–-–---–ის და ი---- მ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის შეცვლით, ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი---- მ--–-–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ქონების მახასიათებლებია: ქ. თბილისი, შ---------------------–-ს I-, კორპუსი (სახლი) #6-, ბინა #4-, მიწის /უძრავი ქონების/ საკადასტრო კოდი 0----------------------) რეალიზაციით, მოხდეს 2----–-–------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 691.97 აშშ დოლარის დაფარვა.
4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /