განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
330100110002746329
ინსტანცია
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100110002746329, №1/ბ-1540-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნინო სოლომნიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ილ--------ია

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ნო----- მა-----–---–ი - დაბადებული 198--–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული და მცხოვრები: თბილისი, ფა-–--–---–---------------------;

 

ადვოკატი - ნა--------------–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

მსჯავრდებულ ნო----- მა-----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა--------------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, ნო----- მა-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამრთლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტით სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ნო----- მა-----–---–ი კი პრეზიდენტმა შეიწყალა 2008 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით, რის გამოც უნდა ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონე პირად (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის პოზიცია - სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით, ნო----- მა-----–---–ი ჩაითვალა ნასამართლობის მქონედ და სასამართლო პრაქტიკის მოგვიანებით შეცვლა არ უნდა გახდეს მისი ნასამართლობის არმქონედ მიჩნევის საფუძველი (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით, ნო----- მა-----–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2009 წლის 27 ივლისს ნო----- მა-----–---–ს მამის, გი------ მა-----–---–ის მეშვეობით დაუკავშირდა მამის მეგობარი, პა---------------ე და სთხოვა მის ოჯახსა და ზა-----------ას შორის ფულთან დაკავშირებული კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებასთან დაკავშირებით მისულიყო მასთან სახლში. ნო----- მა-----–---–მა განუცხადა რა თანხმობა, აღიჭურვა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით, რომელსაც იგი ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თბილისი, ფა-–--–---–-------------------ში და დათქმულ დროს, დაახლოებით 19:00 საათზე მივიდა ქ.თბილისში, ჯა--–--------------------ში, სადაც დახვდნენ პა---------------ე, მისი შვილი ლე--------------ე, მეუღლე ქე----------–----ე, მეუღლის ნათესავი ქე--------–---–----ე, ზა-----------ა და ამ უკანასკნელის მეუღლე თე--------–----ე. საუბარი წარიმართა ცალკე ოთახში ლე--------------ეს, ზა-----------ასა და ნო----- მა-----–---–ს შორის. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლე--------------ე გავიდა ოთახიდან, რა დროსაც ზა-----------ამ ნო----- მა-----–---–ს შეურაცხმყოფლად უთხრა თუ რატომ ერეოდა აღნიშნულ საქმეში. აღნიშნულზე განაწყენებულმა ნო----- მა-----–---–მა ამოიღო თანნაქონი დაუდგენელი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და სხეულის განზრახ დაზიანების მიზნით რამდენჯერმე ესროლა ზა-----------ას, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები ორივე ქვემო კიდურის არეში, რაც განეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რის შემდეგაც ნო----- მა-----–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ზა-----------ა გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

 

იმავე დღეს, როგორც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა, 05:05 საათიდან 06:10 დროის მონაკვეთში, ნო----- მა-----–---–ის საცხოვრებელ ბინაში, თბილისი ფა-–--–---–-------------------ში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელ ოთახში მდებარე წიგნების თაროდან ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი ტყავის სავაზნე ჩანთა, მასში მოთავსებული 4 ცალი ვაზნით, რაც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის 7,65 მმ კალიბრის, 1900 წლის ნიმუშის „ბრაუნინგის“ ვაზნები, განკუთვნილია 7,65 მმ კალიბრის პისტოლეტების ჯგუფისათვის, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით, ნო----- მა-----–---–ი დაუსწრებლად იქნა დამნაშავედ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და ნო----- მა-----–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

ნო----- მა-----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების გამო მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 1 ნოემბრიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ნო----- მა-----–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ნო----- მა-----–---–მა განმარტა, რომ სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარება ნებაყოფლობითია და რაიმე ზემოქმედებას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ნო----- მა-----–---–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 533-ე მუხლის დებულებები, მისი მონაწილეობით მტკიცებულებების გამოკვლევის თაობაზე, რაზეც განაცხადა უარი და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს ეთანხმებოდა სრულად.

 

გარდა ნო----- მა-----–---–ის აღიარებისა, მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2009 წლის 27 ივლისს, თბილისში, ჯა--–-----------------------ში, ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ქვემო კიდურის არეში დაზიანება მიიღო ზა-----------ამ. ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის დროს იქ იმყოფებოდა ნო----- მა-----–---–იც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე პა---------------ემ განმარტა, რომ ზა-----------ა იყო მისი ოჯახის ახლობელი. მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს, მისი შვილი ლე--------------ე სისტემატურად ეხმარებოდა გვ-----ას ოჯახს, ხოლო ზა-----------ა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლე--------------ისაგან ითხოვდა იმ ხარჯების ანაზღაურებას, რაც გვ-----ას ოჯახმა მისი პატიმრობისას გაიღო. ბოლოს მან მოითხოვა 16 000 აშშ დოლარი შვილის სწავლის დაფინანსების მიზნით. აღნიშნული ვითარების შესახებ მან უამბო მეგობრის შვილს, ნო----- მა-----–---–ს, რომელიც სასჯელს იხდიდა ზა-----------ასთან ერთად. ნო----- მა-----–---–მა შესთავაზა შეხვედროდა ზა-----------ას და გაერკვია რატომ ითხოვდა იგი თანხას ლე--------------ისგან. ნო----- მა-----–---–ი თანმხლებ პირთან ერთად მივიდა თა----------ის საცხოვრებელ სახლში. საუბრობდნენ ლე---ის ოთახში, საიდანაც დაახლოებით 1 საათში გაისმა გასროლის ხმა. ოთახში პირველად თვითონ შევიდა და ნახა დაჭრილი ზა-----------ა, მასზე გადაფარებული იყო ლე---ი, ხოლო ნო----- მა-----–---–ს ხელში ეჭირა იარაღი.

 

დაზარალებულმა ზა-----------ამ დაკითხვისას აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. მისი ჩვენებით, ლე--------------ე მას ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა და სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ, პა---------------ის ინიციატივით შეიკრიბნენ თა----------ის ოჯახში, სადაც ასევე მივიდა ნო----- მა-----–---–ი, რომელთან ერთადაც წარსულში იხდიდა სასჯელს. ნო----- მა-----–---–ი რამდენჯერმე ჩაერია თა--------სთან მის საუბარში, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. დაზარალებულის ჩვენებით, იმ დროს, როცა სიგარეტის ასაღებად მიბრუნდა, გაიგონა გასროლის ხმა და იგრძნო ტკივილი. შოკისგან დაკარგა გონება და გონს მოსვლისას თა----------ს გადაჰყავდათ საავადმყოფოში. მას არ დაუნახავს ვინ მოახდინა გასროლა.

 

მოწმე თე-----–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მამიდასთან, ქე----------–----ესთან სტუმრობისას, ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა მისი მეუღლე, ზა-----------ა. მოწმის ჩვენებით, ნო----- მა-----–---–ს პირადად არ იცნობს, იცის მხოლოდ, რომ იგი მის მეუღლესთან ერთად იხდიდა სასჯელს. არაფერი იცის ასევე მათ შორის არსებული კონფლიქტის შესახებ და ასევე უცნობია რა თემაზე საუბრობდნენ მამაკაცები მისი მამიდაშვილის ოთახში. პა---------------ისგან შეიტყო, რომ მის მეუღლეს ესროლა და დაზიანებები მიაყენა ნო----- მა-----–---–მა.

 

მოწმე ქე----------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის ოჯახში სტუმრად იყვნენ მისი ძმისშვილი, თე-----–----ე და მისი მეუღლე ზა-----------ა. სტუმრად მივიდა ასევე მისი მეუღლის მეგობრის შვილი, ნო----- მა-----–---–ი. ახალგაზრდები საუბრობდნენ მისი შვილის, ლე--------------ის ოთახში. დაახლოებით 30-40 წუთში გაიგონა გასროლის ხმა და ლე---ის ოთახში შესულმა ნახა დაჭრილი ზა-----------ა. ოთახში იყო ასევე ნო----- მა-----–---–იც. ოთახში მყოფი არც ერთი პირის ხელში არანაირი საგანი არ დაუნახავს. მისი მეუღლისგან, პა---------------ისგან, რომელიც პირველი შევიდა ოთახში, იცის, რომ ნო----- მა-----–---–ს ხელში ეჭირა იარაღი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გვიან ღამით მათ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა. პოლიციის თანამშრომელთა მიერ ამოღებული იქნა ტყვიები, მათ შორის ერთ-ერთი იყო იატაკში გაჭედილი.

 

მოწმე ლე--------------ის ჩვენებით, მასთან სახლში, კონკრეტულად კი მის ოთახში დაიჭრა მისი მამიდაშვილის ქმარი, ზა-----------ა. ოთახში მასთან და ზა-----------ასთან ერთად იმყოფებოდნენ ნო----- მა-----–---–ი და მისთვის უცნობი პირი. გვ-----ა მას სთხოვდა თანხას შვილის სწავლის გადასახადისათვის, ხოლო იგი ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ფული არ ჰქონდა. საუბარში ჩაერია ნო----- მა-----–---–იც. იგი რამდენჯერმე გავიდა აივანზე და ერთ-ერთი გასვლისას გაიგონა გასროლის ხმა, ხოლო ოთახში შემოსულმა ნახა დაჭრილი გვ-----ა. მამისგან, პა---------------ისგან კი შეიტყო, რომ მან ნო----- მა-----–---–ის ხელში იარაღი დაინახა.

 

მოწმე ლე--- მა-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ რეგისტრირებული აქვს და საცხოვრებელ ბინაში ინახავს ცეცხლსასროლ იარაღებს. მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, რაც ზა-----------ას დაჭრის ფაქტს უკავშირდება, ამოღებული იქნა მისი იარაღები, ასევე ტყვიებიც. მოწმის ჩვენებით ამოღებული 7,65 მმ კალიბრის ტყვიები, რაც ამოღებული იქნა მისი ბინიდან, არ ეკუთვნის მას.

 

მოწმე გი------ მა-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მეგობრისგან, პა---------------ისგან შეიტყო ამ უკანასკნელის ოჯახსა და ზა-----------ას შორის არსებული კონფლიქტის შესახებ. გვ-----ასთან დაკავშირებულ ისტორიაზე პა---------------ემ თავად უამბო მის შვილს, ნო----- მა-----–---–ს. მოწმის ჩვენებით მა-----–---–ი და გვ-----ა ერთად იხდიდნენ სასჯელს და შესაბამისად ნო-----მა გადაწყვიტა უშუალოდ გვ-----ასგან გაეგო საქმის ვითარება. გი------ მა-----–---–ის ჩვენებით, მან არაფერი იცოდა მის შვილსა და ზა-----------ას შორის მომხდარ დაჭრის ფაქტზე. დაადასტურა საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის სისწორე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა თბილისში, ჯა--–----------------------. კედლიდან 117 სმ-ში და ფანჯრის კედლიდან 84 სმ-ში ხის იატაკი იყო დაზიანებული. დაზიანებული პარკეტის მონაკვეთიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ოქროსფერი ვაზნის გულა.

 

ამოღების ოქმით, მოწმე ქე----------–----ისგან ამოღებული იქნა სამი ცალი ოქროსფერი პატარა ზომის მასრა და ოქროსფერი ტყვიის გულა.

 

ნო----- მა-----–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად ამოღებული იქნა ყავისფერი ტყავის სავაზნე, ოთხი ცალი მცირე ზომის ვაზნით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და მათი შენახვის უფლების დამადასტურებელი მოწმობები.

 

ექსპერტიზის N5690/31 დასკვნის თანახმად, ზა-----------ას მიყენებული აქვს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით. ექსპერტიზის N738/ბ დასკვნის თანახმად, ქე----------–----ის მიერ წარმოდგენილი სამი მასრა არის 1900 წლის ნიმუშის 7,65 მმ კალიბრის „ბრაუნინგის“ ვაზნების შემადგენელი ნაწილები, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისთვის, სამივე ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია ერთსა და იმავე პისტოლეტიდან. ქე----------–----ის მიერ წარმოდგენილი ორი და საძინებელი ოთახის იატაკიდან ამოღებული ერთი ტყვია არის 7.65 მმ კალიბრის 1900 წლის ნიმუშის „ბრაუნინგის“ ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისთვის, სამივე ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია ერთსა და იმავე პისტოლეტიდან. ქე----------–----ის მიერ წარმოდგენილი სამი მასრა და ორი ტყვია, საძინებლის ოთახის იატაკიდან ამოღებული ერთი ტყვია და მა-----–---–ის ბინიდან ამოღებული ტყავის სავაზნე ჩანთაში მოთავსებული ოთხი ვაზნა არის 7,65 მმ კალიბრის, 1900 წლის ნიმუშის „ბრაუნინგის“ ვაზნები, განკუთვნილია 7,65 მმ კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისთვის. ექსპერტიზის N1115/სბ დასკვნით დადგენილია, რომ ზა-----------ას სისხლი მიეკუთვნება 0aBI ჯგუფს. იგივე ჯგუფის სისხლი აღმოჩნდა მის კუთვნილ შარვალსა და ავტომანქანიდან ამოღებულ ანაწმენდზე. ექსპერტიზის N715/რან დასკვნის თანახმად კი ზა-----------ას შარვალზე არსებული დაზიანებები ცეცხლსასროლი წარმოშობისაა და წარმოქმნილია სპილენძის შემცველი ჭურვებით.

 

იარაღის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლია იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. საბრძოლო მასალას კი წარმოადგენს მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია შესაბამისი სახის იარაღიდან გასროლისათვის.

 

დადგენილია, რომ იარაღი, რომლის გამოყენებითაც მოახდინა ნო----- მა-----–---–მა ზა-----------ას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მის სახელზე რეგისტრირებული არ იყო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ნო----- მა-----–---–მა, რომელსაც არ გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვის და ტარების ნებართვა, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და 2009 წლის 27 ივლისს ატარებდა მას, რომლის გამოყენებითაც დაზიანება მიაყენა ზა-----------ას. ნო----- მა-----–---–ის ქმედება შესაბამისობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების ობიექტურ შემადგენლობასთან. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, შესაბამისად, სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება წარდგენილი ბრალდებით ნო----- მა-----–---–ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის განაჩენით ნო----- მა-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის №841 განკარგულებით, ნო----- მა-----–---–ი შეწყალებულ იქნა ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

2008 წლის 17 დეკემბრის №069385 ცნობით, ნო----- მა-----–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის №841 განკარგულების საფუძველზე.

 

სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ნო----- მა-----–---–ი წარმოადგენდა თუ არა ნასამართლობის მქონე პირს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამ კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. შესაბამისად, გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს პრეზიდენტის განკარგულებით ნო----- მა-----–---–ის ნასამართლობის მოხსნა-არმოხსნის ფაქტი.

 

სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს ცალკეულ შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენი პირის სასჯელისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას, მაგრამ ყველა ასეთ შემთხვევაში პირის სასჯელისგან გათავისუფლება ხდება ინდივიდუალურად, კანონით გათვალისწინებული სპეციალური პირობების არსებობის შემთხვევაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ. აღნიშნული ნორმა არ აზუსტებს, რა წესით უნდა იქნას გათავისუფლებული პირი სასჯელისაგან იმისათვის, რომ ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონედ.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირი (პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება), რომელიც თავისუფლდება საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან, უნდა მოექცეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მეორე ნაწილის რეგულაციაში და ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონედ, როგორც სასჯელისგან გათავისუფლებული პირი. ანალოგიური მიდგომა დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკითაც (მაგალითისთვის იხ. 2013 წლის 19 მარტის 5421-13 განჩინება, 2014 წლის 2 აპრილის N1217აგ-13 განაჩენი), რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებულ პირთა წრის მიმართ ვრცელდება ნასამართლობის მოხსნის რეჟიმი. შესაბამისად, ვინაიდან ნო----- მა-----–---–ი შეწყალებულია პრეზიდენტის მიერ და გათავისუფლებულია სასჯელის მოხდისგან, ის უნდა ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონედ. რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას განაჩენში მითითებული ნასამართლობის შესახებ, რამაც ასევე განაპირობა „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლების ნაცვლად სასჯელის შემცირება, პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს შემდეგს:

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა იხილავს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს. დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ეხება ნო----- მა-----–---–ისთვის ძირითადი სასჯელის დანიშვნას და მისი მოხდისგან გათავისუფლებას, შესაბამისად, საქმის განხილვის ეტაპზე სასამართლომ უნდა შეაფასოს იყო თუ არა ნო----- მა-----–---–ი ნასამართლობის მქონე 2009 წლის 27 ივლისის მდგომარეობით. როგორც ზემოთ აღინიშნა, უზენაესმა სასამართლომ, არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებული პირი უნდა მოექცეს ნასამართლობის მოხსნის რეჟიმში და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მეორე ნაწილის მოქმედება.

 

ნო----- მა-----–---–ის ნასამართლობის არმქონედ მიჩნევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის მიმართ დანიშნულ სასჯელზე. როგორც აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით, ნო----- მა-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელზე მსჯელობისას პალატა მხედველობაში იღებს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს თითოეული მუხლის სანქციის ფარგლებში სასჯელის დანიშვნისას, შესაბამისად, სამართლიანად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნო----- მა-----–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება დამატებით სასჯელს, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვის პერიოდში არ ყოფილა შესწავლილი მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობა, გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვის შუამდგომლობაში (რაც არ იქნა განხილული სხდომაზე დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობაზე უარის თქმის გამო), მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება არ ითვალისწინებდა დამატებითი სასჯელის განსაზღვრას, შესაბამისად, მიაჩნია, რომ ნო----- მა-----–---–ს არ უნდა დაენიშნოს დამატებითი სასჯელი.

 

2012 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ“ (ვებგვერდი, 12/01/2013, სარეგისტრაციო კოდი 080050000.05.001.016897).

 

კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა ამავე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული მუხლებისა. აღნიშნულ ჩამონათვალს არ განეკუთვნება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, ასევე 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, რომლებიც წარმოადგენდნენ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

 

‘’ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოება გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთანავე, განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია აქტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლებული ნო----- მა-----–---–ი უნდა ჩათვლილიყო ნასამართლობის არმქონედ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მის მიმართ დანიშნულ სასჯელებზე უნდა გავრცელდეს ‘’ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის მოქმედება და ნო----- მა-----–---–ი გათავისუფლდეს როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, ისე 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, 503-ე მუხლით, 506-509-ე, 535-ე, 536-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნო----- მა-----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა--------------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენში.

 

ნო----- მა-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით და 120-ე მუხლით (2009 წლის 27 ივლისის მდგომარეობით არსებული რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე.

 

ნო----- მა-----–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა, ქე----------–----ისგან ამოღებული სამი ცალი მასრა და ორი ცალი ტყვიის გულა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე