განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.01.2019
საქმის ნომერი
820210018002011308
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
03.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210018002011308

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-873-2018 27 ნოემბერი, 2018 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - თ---------- ც---–--ძე

წარმომადგენელი - თ---------- ნ--------

მოწინააღმდეგე მხარე - ა--–-----–----ე

წარმომადგენელი - კ-----------------–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა--–-----–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე თ---------- ც---–--ძეს (პ/ნ 0----------) დაეკისრა მოსარჩელე ა--–-----–----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ 12 0000 (ასოცი ათასი) აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა. მოპასუხე თ---------- ც---–--ძეს დაეკისრა მოსარჩელე ა--–-----–----ის სასარგებლოდ ჯარიმის 500 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა ყოველი გადაგადაცილებული თვისთვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხე თ---------- ც---–--ძეს მოსარჩელე ა--–-----–----ის სასარგებლოდ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2017 წლის 14 ივლისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამარლოს სარჩელით მიმართა ა--–-----–----ის წარმომადგენელმა კ-----------------–-–---–მა მოპასუხე თ---------- ც---–--ძის მიმართ და მოითხოვა: 1. მოპასუხე თ---------- ც---–--ძეს დაეკისროს მოსარჩელე ა--–-----–----ის სასარგებლოდ 12 0000 (ასოცი ათასი) აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა. 2. მოპასუხე თ---------- ც---–--ძეს დაეკისროს მოსარჩელე ა--–-----–----ის სასარგებლოდ ჯარიმის 500 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა ყოველი გადაგადაცილებული თვისთვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 3. დაეკისროს მოპაუხეს საპროცესო ხარჯების ანაზრაურება. 2.2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გარკვეული ფინანსური სიძნელეების გამო ა--–-----–----ემ და მისი ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს გაესხვისებინათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ხელვაჩაურის რაიონში (ს.კ : 2-----------, ს.კ:2----------- და 2-----------). ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ 2015 წლის 25 დეკემბერს მოპასუხე თ---------- ც---–--ძესთან ა--–-----–----ემ და მისი ოჯახის წევრებმა გააფორმეს უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე თ---------- ც---–--ძემ არაერთხელ შეამოწმა შესაძენი ქონება. როგორც დოკუმენტურად, ასევე ადგილზე და გარკვეული ვაჭრობის შემდეგ გამყიდველის მიერ დათმობაზე წასვლით ქონების გასაყიდი ღირებულება განისაზღვრა 180000 (ასოთხმოცი ათასი) აშშ დოლარით. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შემძენმა თ---------- ც---–--ძემ თავის სახელზე აღრიცხა ქონება. 2016 წლის 23 თებერვალს გაფორმებული ხელწერილით ა--–-----–----ე ადასტურებს, რომ თ---------- ც---–--ძისგან მიღებული აქვს 42500 (ორმოცდაორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი. ასევე ადასტურებს თ---------- ც---–--ძის მიერ 17500 დოლარის ვალდებულების გადაბარებას ლიბერთი ბანკის მიმართ. მხარეთა ზეპირი შეთანხმებით ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველთვიური ჯარიმა განისაზღვრა 500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გარკვეულ წილად ასახულია 2016 წლის 23 თებერვლის ხელწერილშიც. შესაბამისად დადგენილია, რომ თ---------- ც---–--ძემ ვალდებულება შეასრულა მხოლოდ 60000 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და ა--–-----–----ის სასარგებლოდ დარჩენილი აქვს დავალიანება 120000 (ასოცი ათასი ) აშშ დოლარის ოდენობით. 2.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ, 2018 წლის 01 თებერვალს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის მიერ გამოუცხადებლობის გამო და ა--–-----–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე თ---------- ც---–--ძეს (პ/ნ 0----------) დაეკისრა მოსარჩელე ა--–-----–----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ 12 0000 (ასოცი ათასი) აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა. მოპასუხე თ---------- ც---–--ძეს დაეკისრა მოსარჩელე ა--–-----–----ის სასარგებლოდ ჯარიმის 500 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა ყოველი გადაგადაცილებული თვისთვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხე თ---------- ც---–--ძეს მოსარჩელე ა--–-----–----ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა. 2.4. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, 2018 წლის 26 თებერვალს შემოვიდა მოპასუხე თ---------- ც---–--ძის წარმომადგენლის თ---------- ნ--------ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, სადაც საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარებესის გამო. 2.5. საჩივრის ავტორმა მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, იმ გარემოებებზე მითთებით, რაც საჩივარშია აღნიშნული. მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა საჩივრის ავტორის მოთხოვნას და იშუამდგომლა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დარტოვება. 2.6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით თ---------- ც---–--ძის წარმომადგენლის თ---------- ნა-----ის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვალის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაიწყო საქმის განხილვა. 2.7. 2018 წლის 22 ივნისს 14 საათზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ კვლავ არ გამოცხადდნენ მოპასუხე თ---------- ც---–--ძე და მისი წარმომადგენელი თ---------- ნ--------, სასამართლოში თ---------- ნ--------ს მიერ 2018 წლის 2 ივნისს 11:30 წუთზე წარმოადგენილი იქნა განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იმყოფება კლინიკაში და ვერ შეძლებდა გამოცხადებას. 2.8. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე ა--–-----–----ემ იშუამდგომლა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. განმარტა, რომ მოპასუხე მხარე შეგნებულად არ ცხადდება სასამართლო სდომაზე, ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას, მას კი აქვს უკიდურესად მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და მისი ოჯახი ფაქტიურად უსახლკაროდ არის დარჩენილი. მისი მტკიცებით სარჩელში ასახეული გარემოებები იძლევა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, მოპასუხისათვის ყველა გარემოება იყო ცნობილი, სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება, შეთანხმდნენ ყველა პირობაზე, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და ამჟამინდელი მოქმედებებიც მიმართულია ვალდებულების აცილებისაკენ, მოსარჩელის წარმოადგენლის განცხადებაში ასახული გარემოება არ შეიძლება გახდეს საქმის გადადებისა და განხილვის გაჭიანურების საფუძველი, რადგანაც კლინიკაში მისვლა ხდება შეგნებულად, დროის გაჭიანურების მიზნით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 2.10. სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადაგენილი წესით, მოპასუხემ განცხადება წარმოადგინა სხდომის დაწყებამდე ორი სათით ადრე და აღნიშნავს, რომ იმყოფება საავადმყოფოში, ამ საფუძვლით საქმის განხილვა მრავალჯერ გადაიდო და ივარაუდება, რომ მხარე შეგნებულად ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას. მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო ერთხელ უკვე მიღებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლომ შემდგომ წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ჩათვალა საპატიოდ და გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 2.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საფუძველი მიღებულიყო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო. 2.12. სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ისინი იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნებს, კერძოდ: 2.12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. 2.12.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 2.12.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც. 2.12.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას. 2.12.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ---------- ც---–--ძემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მოსარჩელე ა--–-----–----ემ და მისმა ოჯახის წევრებმა მოპასუხე თ---------- ც---–--ძესთან გააფორმეს 2015 წლის 25 დეკემბერს უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება 180 000 აშშ დოლარად. გაფორმების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ნივთი ანუ უძრავი ქონება იყო ნაკლიანი, რადგან თ---------- ც---–--ძე სრულყოფილად ვერ ფლობს იმ უძრავ ქონებას. თ---------- ც---–--ძემ გადაიხადა 60 000 აშშ დოლარი, ზუსტად ის თანხა, რა თანხის ღირებულების უძრავ ქონებასაც ფლობს დღეის მდგომარეობით, რადგან გადაფორმების შემდეგ მესამე პირებს ა--–-----–----ის ძმას და შესაძლებელია სახელმწიფოს აქვთ პრეტენზია თ---------- ც---–--ძესთან, რადგან ა--–-----–----ის ძმამ შეიტანა ს---------–----ემ სასამართლოში სარჩელი ა--–-----–----ის წინააღმდეგ და სადაოდ ხდის გასხვისებულ უძრავ ქონებას და შესაბამისად, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №1-------8006 საქმეზე, საქართველოს სსკ 362 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა გამო ანუ ყალბი დოკუმენტის, დამზადება, გამოყენების ფაქტზე. შესაბამისად, 120 000 აშშ დოლარის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მოსარჩელე ა--–-----–----ემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიყიდა ნაკლიანი ნივთი, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. სასამართლომ დაუსაბუთებლად, უკანონოდ დააკისრა მოპასუხე თ---------- ც---–--ძეს მოსარჩელე ა--–-----–----ის სასარგებლოდ ჯარიმის 500 აშშ დოლარის გადახდა, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საურავის სახით 500 აშშ დოლარის თ---------- ც---–--ძის მხრიდან გადახდის ვალდებულებას გარდა ა--–-----–----ის ცალმხრივად შედგენილი 2016 წლის 23 თებერვალის ხელწერილისა, რომელსაც მარტო ა--–-----–----ე აწერს ხელს. სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 3.2. საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება 2018 წლის 01 თებერვალს სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილი იყო ბათუმის რეფერალურ სავადმყოფოში, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 01 თებერვალს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო და ა--–-----–----ის სარჩელი დააკმაყოფილა. აპელანტმა სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 05 თებერვალს პაციენტის სამედიცინო ბარათი, რომელიც ადასტურებდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვალის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა დადგენილი წესით, დადგენილ ვადაში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვალის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაიწყო საქმის განხილვა. 3.3. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს აპელანტმა მიმართა შუმდგომლობით სამოქალაქო საქმის შეჩერების თაობაზე, მოსარჩელე ა--–-----–----ის სარჩელისა გამო, მოპასუხე თ---------- ც---–--ძის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, სანამ არ მიიღებოდა გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით გელაშვილის წარმოებაში არსებულ საქმე №2-213-18-ზე, მოსარჩელე ს---------–----ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების ა--–-----–----ისა და თ---------- ც---–--ძის მიმართ, სადაც დავის საგანია: 2001 წლის 20 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №22/1-294-ის გაუქმება; 2015 წლის 25 დეკემბრის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული ა--–-----–----ესა და თ---------- ც---–--ძეს შორის 1/2 წილის უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №2------------ის ბათილად ცნობა, რაზეც უარი ეთქვა საოქმო განჩინებით. 3.4. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისს აპელანტმა მიმართა განცხადებით, რომ იმყოფებოდა კლინიკაში, კარდიოლოგიურ განყოფილებაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და ვერ შეძლებდა გამოცხადებას, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა საპატიოდ ჩათვლილი და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლომ 2018 წლის 22 ივნისს გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს, რადგან მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მან თავის დროზე აცნობა სასამართლოს. სამართლებრივი საფუძვლები

 

3.5. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477 მუხლის I ნაწილი, რომლის თანახმად, _ „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთების და მიაწოდოს საქონელი“. II ნაწილის თანახმად, _ „მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება“, რასაც ადგილი არ ჰქონია, რადგან თ---------- ც---–--ძე სრულყოფილად ვერ ფლობს იმ უძრავ ქონებას. თ---------- ც---–--ძემ გადაიხადა 60 000 აშშ დოლარი, ზუსტად ის თანხა, რა თანხის ღირებულების უძრავ ქონებასაც ფლობს დღეის მდგომარეობით, როდესაც გადაფორმების შემდეგ მესამე პირებს ა--–-----–----ის ძმას და შესაძლებელია სახელმწიფოს აქვთ პრეტენზია თ---------- ც---–--ძესთან. ა--–-----–----ის ძმამ ს---------–----ემ შეიტანა სასამართლოში სარჩელი ა--–-----–----ის წინააღმდეგ და სადაოდ გახადა გასხვისებულ უძრავ ქონება და შესაბამისად, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №1-------8006 საქმეზე, საქართველოს სსკ 362 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა გამო ანუ ყალბი დოკუმენტის, დამზადება, გამოყენების ფაქტზე. შესაბამისად, 120 000 აშშ დოლარის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მოსარჩელე ა--–-----–----ემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვლდებულება და მიყიდა ნაკლიანი ნივთი, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. სასამართლომ დაუსაბუთებლად, უკანონოდ დააკისრა მოპასუხე თ---------- ც---–--ძეს მოსარჩელე ა--–-----–----ის სასარგებლოდ ჯარიმის 500 აშშ დოლარის გადახდა, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საურავის სახით 500 აშშ დოლარის თ---------- ც---–--ძის მხრიდან გადახდის ვალდებულებას, გარდა ა--–-----–----ის ცალმხრივად შედგენილი 2016 წლის 23 თებერვალის ხელწერილისა, რომელსაც მარტო ა--–-----–----ე აწერს ხელს ანუ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417 მუხლი _ პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რასაც ადგილი არ ჰქონია, რადგან მხარეები არაფერზე შეთანხმებულან და არც არანარი მტკიცებულებაა წარმოდგენილი სასამართლოში, რომელიც მხარეების შეთანხმებას დაადასტურებს.

 

3.6. სასამართლოს გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და შესაბამისად, სასამართლომ არასწორად შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებანი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის შესაბამისად და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფ და გაჭიანურების გარეშე განხილვას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა ზღუდავდეს პირის უფლებას მიმართოს სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სასამართლო წესით დაიცვას თავისი სადაოდ ქცეული უფლება. მოპასუხე მხარემ წარადგინა შესაგებელი, არ დავეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მის ფაქტობრივ საფუძვლებს. მოპასუხის მხრიდან არ იკვეთება საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა და შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230 მუხლი და 233 მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად უარი უნდა ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოსარჩელის წამომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

3.7. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნა. კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385 მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტისა და 241 მუხლის შესაბამისად, არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ა--–-----–----ემ (მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თ---------- ც---–--ძის (მოპასუხე, აპელანტი) წინააღმდეგ და მოპასუხისათვის 120 000 აშშ დოლარისა და ყოველთვიურად პირგასამტეხლოს, 500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. 4.2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს მოპასუხეს 180 000 აშშ დოლარად მიჰყიდა უძრავი ქონება. 4.2.1. მოპასუხემ გადაიხადა ნასყიდობის ფასის ნაწილი, 60 000 აშშ დოლარი, თუმცა დარჩენილი 120 000 აშშ დოლარი მას არ გადაუხდია. 4.2.2. მხარეთა ზეპირი შეთანხმებით გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ყოველთვიური „ჯარიმა“ განისაზღვრა 500 აშშ დოლარის ოდენობით. 4.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, თუმცა 2018 წლის 12 მარტის განჩინებით ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა. 4.4. სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2018 წლის 22 ივნისს 14 საათზე. 4.5. იმავე დღეს, 11:30 საათზე სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა სხდომის გადადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, განმცხადებელმა განმარტა, რომ იგი კლინიკაში, კარდიოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებოდა. 4.6. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ აპელანტის წარმომადგენელი 2018 წლის 21 ივნისს, 12 საათზე მართლაც მოათავსეს შპს ვივამედის კლინიკაში. 4.6.1. მისი ავადმყოფობა მწვავედ მიმდინარეობდა. უჩიოდა ჰაერის მზარდ უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, მოხრჩობის შეგრძნებას, გულისცემის აჩქარებას. გამოხატული ჰქონდა ქვემო კიდურების შეშუპება და აღენიშნებოდა სველი ხიხინი. 4.6.2. ამის გამო, იგი სამკურნალოდ გადაიყვანეს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ინტენსიური თერაპიის ბლოკში. 4.6.3. სტაციონარიდან აპელანტის წარმომადგენელი გაეწერა 2018 წლის 23 ივნისს. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.7.1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ნათლად დგინდება, რომ 2018 წლის 22 ივნისს აპელანტის წარმომადგენელი იყო ავად და მკურნალობდა სამედიცინო დაწესებულებაში. 4.7.2. პალატის აზრით, ცნობაში აღწერილი ავადმყოფობის მიმდინარეობა, სრულად გამორიცხავდა სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის გამოცხადებას და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას. 4.7.3. ეს კი ნიშნავს, რომ მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. 4.7.4. ეს კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. 4.8. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით: 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 4.8.1. ამ ნორმის საფუძველზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამტკიცებულად მიიჩნევა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტები და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, 2 მარტი, 2017 წელი, საქმე №ას-664-635-2016, პ. 201). 4.9.2. ამასთან, სასამართლო მოთხოვნას დააკმაყოფილებს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად გაამართლებს. 4.9.3. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ მოპასუხისათის „ჯარიმის“, ე.ი. პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებაც მოითხოვა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 4.9.4. სარჩელში მითითებულია და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულადაც ჩაითვალა, რომ პირგასამტეხლო მხარეებმა ზეპირად შეათანხმეს (იხ. სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გაერემოება). 4.9.5. აღსანიშნავია ისიც, რომ პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმება არც საქმის მასალებშია წარმოდგენილი. 4.9.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 4.9.7. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის 1 ნაწილისა და 61-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, კი კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება უცილოდ ბათილია და გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. 4.9.8. ამის შესაბამისად, სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩაითვალა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მხარეები პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე ზეპირად, ე.ი. კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად შეთანხმდნენ. 4.9.9. ამგვარი შეთანხმება კი, როგორც აღინიშნა, შესაბამის სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს და ვალდებლებას ვერ წარმოშობს. 4.9.10. ამის გამო, პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები მის სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები არსებობდა. 4.11. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე რაიონულ სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად. 4.12. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული სხვა გარემოებები უნდა გადაწყდეს საქმის არსებითად განხილვის პროცესში და პალატა მათ ვერ შეაფასებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს რაიონულ სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. თ---------- ც---–--ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს;

3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე