განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002676831
საქმე №1ბ/1702-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
11 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: გ-------------–---–-- (პირადი ნომერი: №6----------), დაბადებული 1----–-–--------–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–----------–--------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2(ორი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შესახვისა და ტარების უფლება.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1 სექტემბრიდან 3 სექტემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში გ-------------–---–-- სიცოცხლის მოსპობით, დაბრმავებით, დაჭრით და ცემით ემუქრებოდა თავის ყოფილ მეუღლეს - თ-------–------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ შორის 2018 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ.თბილისი, ხ-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოში, გ-------------–---–--მ დანა ესროლა თავის ყოფილ მეუღლეს - თ-------–------ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რა დროსაც თ-------–------ს კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 3 სექტემბერს დაახლოებით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ.თბილისი, გ----------------------ში მდებარე ე--------------ს საცხოვრებელ ბინაში, გ-------------–---–--მ გადატეხა ლითონის ჩანგალი და აღნიშნული ჩანგლის პირი მოუქნია თავის ყოფილ სიდედრს - ე--------------ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რა დროსაც ე--------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ-------------–---–--ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების თ-------–------ს, გ--------------ის, ე--------------ს, მ-----------–---–--ს და ლ-----------–---–--ს გამოკითხვის ოქმებით, თ-------–------ს განცხადებით, სმს შეტყობინების ამონაბეჭდით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით: დანა და ჩანგლის ნაწილით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო ფსიქიატრიული დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-------------–---–--ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-------------–---–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილებების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------–---–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას.
გ-------------–---–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ფსიქიკური მდგომარეობა (სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ-------------–---–--ს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა; მას აქვს ფსიქიკური ნაკლი; შესაძლებელია იზოლაციის პირობებში მოხდეს გ-------------–---–--ს ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება) და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამასთან, რალდების მხარეს, სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი, გ-------------–---–--ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ-------------–---–-- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2(ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;
_ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2(ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და გ-------------–---–--ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2(ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
გ-------------–---–--ს 2018 წლის 3 სექტემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის საერთო ვადაში.
მსჯავრდებულ გ-------------–---–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ორი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
გ--------------–---–--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: წელზე დასამაგრებელი ორი ცალი შუშის ფლაკონი, მოყავისფრო სურნელოვანი სითხით, ბილაინის სიმბარათი, ვერცხლისფერი ფირფიტა წარწერით CAPSULES, ფრჩხილის საჭრელი, საღეჭი რეზინი, საფულე, მასში არსებული დოკუმენტაციით, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ერთი ცალი დანა, ჩანგლის ორი ნაწილი, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაია თეთრაული