განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2018
საქმის ნომერი
090210018002351585
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 090210018002351585

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-936-18 12 დეკემბერი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - - - ი----- ჯ--------ე ლ---- ჯ---–ია, ლ-–- ც---–---ე სს ,,ე--------პ-----ჯ--------“ ტ------– შ---------ე, ნ----- ს-----ე ბ--------- ბ--------–--ე პ----- ხ----–--–--ა

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, სს ,,ე--------პ-----ჯ--------სა“ და ბ--------- ბ--------–--ისათვის, ი-----–- დ-------–---–ის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის, 500 000 ლარის და საპ----ცესო ხარჯების ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ დაკისრება.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, ონის რაიონის სოფელ შარდონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცხოველეობის ფერმასთან, მდინარე რიონს კვეთს, სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“ კუთვნილი სამი ცალი მაღალი ძაბვის ელექტროსადენი, რომელთაგან ერთი, მიწიდან დაშორებულია 1,48 მეტრით. აღნიშნული მონაკვეთი ავარიულია 2014 წლიდან და მისი კონტროლის და უსაფრთხოდ შენახვის ვალდებულება ეკისრება მისსავე მფლობელს – სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“, რაც არ განუხორციელებია.

2016 წლის 23 აგვისტოს, სწორედ ამ სადენს მიუახლოვდა ი----- ჯ--------ის შვილი-ი-----–- დ-------–---–ი და გარდაიცვალა დენის დარტყმის შედეგად.

შესაბამისად, ,, სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“ თანამშრომლების, კერძოდ კი ბ--------- ბ--------–--ის დაუდევარი ქმედებიდან (უმოქმედობიდან) გამომდინარე მოესპო სიცოცხლე ი-----–- დ-------–---–ს.

ი----- ჯ--------ე, რომელიც ცნობილია ი-----–- დ-------–---–ის უფლებამონაცვლედ, მუდმივად იმყოფება შვილის სიკვდილით გამოწვეული ქრონიკული სტრესის ქვეშ და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, განიცდის სულიერ ტანჯვას.

შესაბამისად, მომართა სასამართლოს მოპასუხეების წინააღმდეგ მორალური ზიანის კომპენსაციის მოთხოვნით.

 

მოპასუხის, სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“ პოზიცია: მოპასუხის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მართალია, ი-----–- დ-------–---–ის გარდაცვალების ადგილია სოფელი შარდონეთი, ხოლო მიზეზი – დენის დარტყმა, რასაც ადასტურებს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, თუმცა, არც გამოძიებას, არც დაზარალებულს და არც სასამართლოს გაუმახვილებია ყურადღება და არ შეუსწავლია ის გარემოება, რომ ი-----–- დ-------–---–ს გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები- ნაჭდევები, რომელიც განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლეს პერიოდში, რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის ზემოქმედებით.

მართალია, ექსპერტიზის დასკვნით, ამ კონკრეტული დაზიანებებით არ დამდგარა სასიკვდილო შედეგი, თუმცა გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო დასკვნის ამ ნაწილით, ვინაიდან ცალსახაა ვარაუდი იმისა, რომ გარდაცვალებამდე ადგილი ჰქონდა აწ გარდაცვლილ დ-------–---–ზე ფიზიკურ ზემოქმედებას.

დიდი ალბათობით, ამ ფიზიკური ზემოქმედებისაგან თავის დაცვისა და არსებული, სიცოცხლისათვის საშიში ვითარებიდან თავის არიდების დროს, აღმოჩნდა იგი იმ ადგილას, სადაც დადგა სავალალო შედეგი და რაც არ მოხდებოდა, რომ არა, ეს დაუდგენელი ვითარება, ან იქნებ განზრახ მოხდა მისი ელ. სადენის ზემოქმედების ქვეშ მოქცევა იმ პირთა მიერ, რომლებმაც საკმაოდ იძალადეს მასზე ფიზიკურად და რომელთაგან თავის დასაღწევადაც გარბოდა.

ეს საკითხი ღიად და საეჭვო გარემოებად დარჩა ბოლომდე.

გარდა ამისა, მოპასუხის აზრით, სარჩელი არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 177–ე და 178–ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ: სარჩელში საერთოდ არ არის მითთებული ის გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სს ,,ე------- პ---- ჯ--------“ არ გაქცევია პასუხისმგებლობას. მისი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც უბედური შემთხვევის მომენტისათვის იყო პასუხისმგებელი პირი ელ. სადენების უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაზე, მსჯავრდებულია. ასევე, მოსარჩელეზე დახმარების სახით გაიცა 25 000 ლარი.

 

მოპასუხის, ბ--------- ბ--------–--ის პოზიცია: მოპასუხე ბ--------- ბ--------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, მიუთითა იგივე ფაქტობრივ გარემოებებზე, რასაც სს ,,ე------- პ---- ჯ--------“ მიუთითებდა თავის შესაგებელში და დამატებით აღნიშნა, რომ შემთხვევამდე წინა დღეებში, მის მიერ ჩატარებული გეგმიური, თუ არაგეგმიური შემოწმების შედეგად ირკვეოდა, რომ არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ელ.ხაზები გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ საეჭვო ვითარებას, რაც გამოძიების მიღმა დარჩა, კერძოდ, ხომ არ მოხდა, აწ გარდაცვლილზე ფიზიკური ძალადობა და სწორედ მოძალადე ბიჭების მიერ მოქნეული ბლაგვი საგნის ზემოქმედებით ელ. სადენის დაშვება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. ი----- ჯ--------ის სარჩელი მოპასუხეების, სს ,,ე-------–პ----–ჯ--------ს“ და ბ--------- ბ--------–--ესათვის, ი-----–- დ-------–---–ის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის, 500 000 ლარის და საპ----ცესო ხარჯების ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელეს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 23 აგვისტოს, ი----- ჯ--------ის შვილი, ი-----–- დ-------–---–ი, ონის რაიონის სოფელ შარდონეთში, მიუახლოვდა ყველაზე დაბლა დაშვებულ, მაღალი ძაბვის კაბელს და გარდაიცვალა დენის დარტყმის შედეგად. აღნიშნული ფაქტი მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. 2.2. ამბროლაურის რაიონული პ----კურატურის პ----კურორის დადგენილებით, ი----- ჯ--------ე ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. 2.3. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით, მოპასუხე ბ--------- ბ--------–--ეს, რომელიც იყო სს ,,ე------- პ---- ჯ--------“–ს თანამშრომელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც კანონიერ ძალაშია შესული. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.1-ე მუხლზე, სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის მე-2, 102-ე, 105-ე მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე, 997-ე, 1006-ე მუხლებზე და განმარტა: უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპ----ცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. 2.5. სამოქალაქო სამართალსა და საპ----ცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს ეკისრებათ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ეს ზოგადი სტანდარტი, გარკვეულ ცვლილებებს განიცდის სხვადასხვა მატერიალური შინაარსის მქონე დავების არსებობისას. 2.6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება, კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. 2.7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მოთხოვნას წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში, დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ამდენად, მორალური ზიანის კომპენსაცია ზოგადი წესის მიხედვით შესაძლებელია, მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისას, რა დროსაც სასამართლო, პირველ რიგში მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს. სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის განსაზღვრის სხვა წესს. 2.8. მართალია, კერძო სამართლით გათვალისწინებულმა სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შეიძლება გამოიწვიოს მორალური, სულიერი ტანჯვა, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (იხ. სუსგ, N3კ-242-01, 06.04.2001, N3-1218-01, 24.04.2002, Nას-14-466-05, 09.11.2006, Nას-1156-1176-2011, 20.01.2012. Nას–593–568–2016. 14.07.2017.) 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მორალური ზიანის ანაზაურების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს, ამ ნორმის საფუძველზე, არ შეუძლიათ, მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული სულიერი ტკვილისათვის (იხ.სუსგ, N3კ-1218-01, 24.04.2002). ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა და დეპრესია, საკმარისი წინაპირობა არაა გარდაცვლილი ოჯახის ახლობელი ადამიანებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მსგავს შემთხვევებში, მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დასაშვებია გამონაკლისის სახით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები, რომლებიც არსებითად სცილდება, უბედური შემთხვევის გამო, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიმართ სულიერი ტკივილით მიყენებულ ზიანს (ვნებებს) და რომელიც, ამის გამო, შეიძლება, გავაიგივოთ სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან. მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის, მხოლოდ მოსარჩელის სულიერი ტკივილი და ტანჯვა (ფსიქოლოგიური ზიანი) არ არის საკმარისი, თუ მას არ გამოუწვევია მოსარჩელის ავადმყოფობა (ჯანმრთელობის დაზიანება). მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა იქნას წარმოდგენილი, როგორც ავადმყოფობის (ჯანმრთელობის დაზიანების) დამადასტურებელი, ასევე, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებაც, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. 2.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 413-ე მუხლით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში კი, უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს დაზარალებულის სხეულს ან მისი ორგანიზმის შინაგან პ----ცესებს (იხ. სუსგ, Nას-1156-1176-2011,20.01.2012). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით ხელყო მოსარჩელის შვილის სიცოცხლე და არა უშუალოდ, მოსარჩელის ჯანმრთელობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სკ-ის 413.2-ე მუხლით გათალისწინებული შემთხვევა, რის გამოც ი----- ჯ--------ის სარჩელი სს ,,ე------- პ---- ჯ--------“–ს და ბ--------- ბ--------–--ის მიმართ, ი-----–- დ-------–---–ის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის 500 000 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. 2016 წლის 23 აგვისტოს, ი----- ჯ--------ის შვილი - ი-----–- დ-------–---–ი, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მიუახლოვდა, სს „ე--------პ---- ჯ--------ს“ კუთვნილ, ყველაზე დაბლა დაშვებულ მაღალი ძაბვის კაბელს და გარდაიცვალა დენის დარტყმის შედეგად. აღნიშნული მონაკვეთი ავარიულია 2014 წლიდან და მისი კონტროლის და უსაფრთოდ შენახვის ვალდებულება ეკისრება მისსავე მფლობელს - სს „ე------- პ---- ჯ--------ს“. მიუხედავად ამ ვალდებულებისა, ავარიული მონაკვეთის მოყვანა უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში არ მომხდარა და ამის არ გაკეთების რაიმე სახის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად, სს „ე--------პ---- ჯ--------ს“ თანამშრომლების (კერძოდ კი ბ--------- ბ--------–--ის) ბრალეული, დაუდევარი ქმედებებიდან (უმოქმედობიდან) გამომდინარე მოესპო სიცოცხლე ი-----–- დ-------–---–ს. 3.2. სასამართლომ, მტკიცების ტვირთის ნაწილში არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს (როგორც სასამართლომ მიუთითა- მოსარჩელის ავადმყოფობას) შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირი. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში არ ყოფილა არავითარი მითითება რაიმე ავადმყოფობაზე. შესაბამისად, სარჩელის პოზიცია და მტკიცების ტვირთი ვერც იქნებოდა მიმართული ი----- ჯ--------ის ავადმყოფობის დადასტურებისკენ. მოსარჩელეს პოზიცია ეყრდნობოდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით ხელყო მოსარჩელის შვილის სიცოცხლე და არა უშუალოდ მოსარჩელის ჯანმრთელობა, ი----- ჯ--------ე, როგორც დედა, რომლის შვილიც გარდაიცვალა მოპასუხეთა ბრალეული მოქმედების შედეგად, მუდმივად იმყოფება შვილის სიკვდილით გამოწვეული ქრონიკული სტრესის ქვეშ და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, განიცდის სულიერ ტანჯვას. შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობის არსი მტკიცების ტვირთთან მიმართებით, რის გამოც ამ ნაწილის შეფასება შეუძლებელია. 3.3. სასარჩელო განცხადებაში 992-ე მუხლზე მითითება ემსახურებოდა ზიანის ანაზღაურების საერთო წესის დამდგენ ნორმაზე მითითებას, რომელიც, გამოყენებული უნდა ყოფილიყო სსკ 413-ე მუხლის II ნაწილთან მიმართებაში, ვინაიდან, ზიანის ერთ-ერთი სახეა ასევე, ე.წ. მორალური ზიანი, გამოხატული დაზარალებულის ფიზიკურ ან სულიერ ტანჯვაში, მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის გამო. 3.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი განმარტების შესაბამისად, პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. გარდა ამისა, სამოქალაქო სამართალი უშვებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას იმ პირებისათვის, რომლებსაც არ მიუძღვით ბრალი დამდგარ ზიანში, რადგანაც ეს არის გამონაკლისი ზოგადი წესიდან. ასეთი შემთხვევები, პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. მათ მიეკუთვნება მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. 3.5. სასამართლომ, არასწორად მოახდინა სკ 413.2-ე მუხლის განმარტება, თითქოსდა ამ მუხლით დადგენილი შედეგის დადგომის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა პირადად მოთხოვნის წარმდგენი პირის ჯანმრთელობის ბრალეული ხელყოფა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული განმარტების შესაბამისად, ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა. ჯანმრთელობის ეს სამი ელემენტი არის კუმულაციური ხასიათის მატარებელი და რომელიმე მათგანისათვის ზიანის მიყენება გულისხმობს ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებას. მოსარჩელე წარმოადგენს გარდაცვლილის დედას. შვილის გარდაცვალებით მიყენებული ფსიქოლოგიური ტანჯვა, უკვე თავისთავად წარმოადგენს სერიოზულ ტრავმას ჯანმრთელობისათვის სტრესის იმ ხარისხის გათვალისწინებით, რასაც განიცდის პირი შვილის გარდაცვალების გამო, რაც უკვე თავისთავად, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებას გულისხმობს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3 პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებით დადგენილია, რომ ი-----–- დ-------–---–ი დაიბადა 1995 წლის 09 იანვარს და გარდაიცვალა 2016 წლის 23 იანვარს (ს.ფ.47-48). სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა, ი----- ჯ--------ემ (გარდაცვლილის დედა) განმარტა, რომ გარდაცვალების დროისათვის, ი-----–- დ-------–---–ი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის მე-4 კურსის წარმატებული სტუდენტი, ემზადებოდა მისი ნამუშევრების (ნახატების) პერსონალური გამოფენისათვის, რაც სიცოცხლეში ვერ მოასწრო და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, მშობლებმა სამჯერ მოაწყვეს გამოფენა შვილის ხსოვნის აღსანიშნავად. შვილის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა, ი----- ჯ--------ეს ამ დროის განმავლობაში არ განელებია და მუდმივად ქრონიკული სტრესის ქვეშ ამყოფებს. მოპასუხეს სადავო არ გაუხდია ეს ფაქტები და აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელს წარმოადგენდა ი----- ჯ--------ის სხეულის იმგვარი დაზიანება, რაც დადასტურებული იქნებოდა სამედიცინო ცნობებით. 4.4. სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში, ასევე სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ, სს „ე--------პ---- ჯ--------ს“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გარდაცვლილი ი-----–- დ-------–---–ის ოჯახს (მოსარჩელეს), მათმა კომპანიამ გაუწია მატერიალური დახმარება და ჩაურიცხა 25000 ლარი. ეს ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა აპელანტმა (მოსარჩელემ), სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. 4.5. საქმეში განთავსებული მტკიცებულებით, ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0056109316 დასკვნის თანახმად, მოქალაქე ორაკლი დ-------–---–ის სიკვდილის მიზეზია დაზიანება ტექნიკური ელექტროდენით-ელექტროტრავმა, ელექტრონიშნებით შუბლის მიდამოში მარჯვნივ, ცხვირის ზურგზე ორმხრივ ზედა შუა და ქვედა მესამედების დონეზე, შუბლის მიდამოში ცენტრალურად წარბთა რკალს შორის და შუბლის მიდამოში მარცხნივ წარბის რკალის მცირედ ზემოთ. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დროის შუალედი დაახლოებით 05 საათი. მოქალაქე ი-----–- და------–---–ს გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდრონდელი დაზიანებები: ელექტრონიშები შუბლის მიდამოში მარჯვნივ, ცხვირის ზურგზე ორმხრივ ზედა შუა და ქვედა მესამედების დონეზე, შუბლის მიდამოში ცენტრალურად წარბთა რკალს შორის და შუბლის მიდამოში მარცხნივ წარბის რკალის მცირედ ზემოთ- განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე ტექნიკური ელექტროდენის ზემოქმედების შედეგად და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან- სიკვდილთან. მოქალაქე ი-----–- და------–---–ის გვამზე ასევე აღენიშნება სიცოცლისდროინდელი დაზიანებები: ნაჭდევები შუბლის მიდამოში მარცხნივ, მარცხენა სხივ მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა მხარის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში, მარჯვენა იდაყვის სახრის უკანა ზედაპირზე და მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე. უსწოროკიდეებიანი ჭრილობა შუბლის მიდამოში მარჯვნივ- განვითარებულნი სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.(იხ. ს.ფ.22-30) 4.6. დადგენილია, რომ სს „ე--------პ---- ჯ--------“ წარმოადგენს რეგულირებად საწარმოს, რომლისთვისაც დადგენილია ერთიანი ანგარიშგების ფორმა, თუმცა სავალდებულო წესის მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ვებ გვერდზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (21.12.2018წ.), მასთან მიმართებაში, საწარმოს წლიური ფინანსური ანგარიშის თაობაზე ინფორმაცია განთავსებული არ არის (იხ.http://gnerc.org/ge/el-energy/angarishebi/finansuri-angarishebi). სს „ე--------პ---- ჯ--------ს“ ვებ გვერდზე () განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სს „ე-------–პ---- ჯ--------“, აბონენტების რაოდენობისა და მომსახურების არეალის გათვალისწინებით, წარმოადგენს ერთერთ ყველაზე დიდ ე-------კომპანიას ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანია დაყოფილია 5 ფილიალად და ემსახურება 1200000-ზე მეტ აბონენტს საქართველოს რეგიონების მასშტაბით, დასაქმებული ჰყავს 6000-მდე პ----ფესიონალი. წლებია, სს „ე--------პ---- ჯ--------“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში, მათ შორის 2018 წლის ბოლომდე, ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციაში, საერთო ჯამში 5 234 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. ამდენად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ სს „ე--------პ---- ჯ--------“ წარმოადგენს მაღალი შემოსავლების მქონე კომპანიას. 4.7. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის, ბ. ბ--------–--ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბ. ბ--------–--ე ამჟამად პატიმრობაშია, ხოლო საკუთრებაში რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, ან შემოსავალი არ გააჩნია. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტიდან. მოსარჩელეს მითითებით, მოპასუხეთა ბრალეული უმოქმედობით (დელიქტით) გამოწვეული მისი შვილის გარდაცვალების გამო, მუდმივად იმყოფება ქრონიკული სტრესის ქვეშ და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, განიცდის ძლიერ სულიერ ტკივილს და ტანჯვას, რის გამოც მოპასუხეებმა, სკ-ის 413-ე, 992-ე, 997-ე მუხლების შესაბამისად, უნდა აუნაზღაურონ მორალური ზიანი-500 000 ლარის ოდენობით. მოპასუხემ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა, თავად ი----- ჯ--------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, რაც გამორიცხავდა მითითებული სამართლებრივი საფუძვლით მორალური ზიანის ანაზღაურებას. 4.9. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში, დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ამდენად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება, სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). გარდა ამისა, ამ მუხლის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მას, ვინც საერთო საფუძვლებით არის უფლებამოსილი მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. 4.10. იმისათვის, რომ მოცემული დავის ფარგლებში დაკმაყოფილდეს მოსარჩელეს მოთხოვნა, უნდა დადგინდეს, შეიძლება თუ არა უშუალო დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, მესამე პირმა, ზიანის მიმყენებელს მოსთხოვოს მისი ანაზღაურება და რა სამართლებრივი წინაპირობები უნდა არსებობდეს ამისათვის. სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. უდავოა, რომ ამ ნორმის საფუძველზე, ზიანის მიმყენებელს გარდაცვლილის მემკვიდრეებისათვის, ყოველ შემთხვევაში, გარდაცვლილის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პ----ცედურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება მაინც აქვს. თუ დადგინდება უშუალო კავშირი გარდაცვალებასა და უფლებამოსილი პირის ჯანმრთელობის დაზიანებას შორის, სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის საფუძველზე, ზიანის მიმყენებელს მკურნალობის ხარჯის აუნაზღაურებაც დაეკისრება, ასევე დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ამგვარად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, გამონაკლისის სახით, უშუალო დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას მესამე პირებს ანიჭებს, რაც ადასტურებს, რომ მათ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც გააჩნიათ. 4.11. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე სასამართლომ, მოპასუხეს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, სწორედ უფლებამონაცვლის სასარგებლოდ დააკისრა და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა კიდეც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინება საქმეზე #ბს-344-342(2კ-17). სათანადო ფაქტობრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ზემოხსენებული არ გამორიცხა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამაც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-593-568-2016, პ.22). ამასთან ერთად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გარდაცვალების შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა არასამართლიანიცაა, ვინაიდან, თუნდაც სხეულის მსუბუქად დამზიანებელი დამნაშავე, იმ პირთან შედარებით, ვის ბრალეულ ქმედებასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, მატერიალურად, უფრო მეტად აგებს პასუხს, თუკი, სიცოცხლის ხელმყოფ პირს არაქონებრივი ზიანისათვის პასუხისმგებლობა საერთოდ არ დაეკისრება, რაც არაგონივრულია და სამართლიანობისა და მართლწესრიგის ზოგად პრინციპებს ეწინააღმდეგება. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ უშუალო დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1006-ე მუხლებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ე.ი. დაზარალებულებს (მესამე პირებს), არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც გააჩნიათ. ამდენად, ი----- ჯ--------ეს, როგორც დაზარალებულს გააჩნია უფლება, მოპასუხეთა ბრალეული ქმედებით გამოწვეული შვილის გარდაცვალების გამო, მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. 4.12. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, მართალია, ი----- ჯ--------ეს, როგორც დაზარალებულს გააჩნია უფლება მოპასუხეთა ბრალეული ქმედებით გამოწვეული შვილის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებისა, თუმცა მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, ასევე უნდა დადგინდეს, არსებობს, თუ არა, სკ-ის 413.2-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობა-სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება. გარდა ამისა, ასევე უნდა გაირკვეს, შვილის გარდაცვალების გამო, მუდმივად ქრონიკული სტრესის ქვეშ ყოფნა და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმით გამოწვეული სულიერ ტანჯვა მიეკუთვნება, თუ არა ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობას. ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ კანონმდებელი სხეულის დაზიანებასა და ჯანმრთელობისათვის სხვაგვარი ვნების მიყენებას ერთმანეთისაგან აცალკევებს და ჯანმრთელობის ვნებისათვის პასუხისმგებლობას ცალკე აწესებს. სკ-ის 413-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება სხეულის ფიზიკურად დაზიანებას არ ნიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შედეგისათვის პასუხისმგებლობას კანონმდებელი ცალკე არ გაითვალისწინებდა და მაცალკევებელ კავშირს „ან“ არ გამოიყენებდა. ამდენად, აშკარაა, რომ ნორმის თანახმად, „სხეულის დაზიანებაში“ სხეულისათვის ფიზიკური ზიანის მიყენება იგულისხმება, ხოლო „ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება“ კი ფიზიკურად არახელშესახებ, თვალისათვის შეუმჩნეველ ვნებას გულისხმობს. თვალისათვის შეუმჩნეველი, არახელშესახები ვნება, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ზიანია. შესაბამისად, ნათელია, რომ ნორმის (სკ-ის 413 მუხლი) შინაარსიდან გამომდინარე, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება, სხეულის დაზიანებისაგან განსხვავებით, ნეგატიურ ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებში გამოიხატება. ადამიანის ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი უდავოდ მისი ჯანმრთელობის ნაწილია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესდების პრეამბულაში პირდაპირ არის აღნიშნული. 4.13. როგორც უკვე აღინიშნა, 1946 წელს შექმნილი, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეას მიერ დამტკიცებული, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესდების პრეამბულაში, გაკეთდა ჩანაწერი ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან დაკავშირებით. წესდების თანახმად, „ჯანმრთელობა“ არის სრულფასოვანი ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა და არა დაავადებებისა თუ შეზღუდვის არქონა და, რომ თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა რასის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, ეკონომიკური ან სოციალური მდგომარეობის განსხვავების მიუხედავად, გააჩნდეს ჯანმრთელობის ყველაზე მაღალი სტანდარტი. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება რომ გამოირიცხოს, არ წარმოადგენს საკმარისს, მხოლოდ დაავადებების, თუ შეზღუდვის არარსებობა, აუცილებელია მისი, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური კეთილდღეობის მდგომარეობაც. 4.14. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში და რასაც გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია, წარმოადგენს სწორედ არამატერიალური უფლებების ხელყოფას - ფსიქიკურ ტანჯვას, რამაც შესაძლოა არამატერიალური (მორალური) ზიანი გამოიწვიოს. მეტიც, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური დარღვევების, მათ შორის, დეპრესიის, ნევროზის, ფსიქოზის, ქრონიკული სტრესის მკურნალობა მედიცინის დარგია. ამის უარყოფა, ზოგადად, მეცნიერების ამ ნაწილის უარყოფას ნიშნავს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე, ზიანის მიმყენებელმა დაზარალებულს არაქონებრივი ზიანი უნდა აუნაზღაუროს, არსებობის შემთხვევაში, ნეგატიური ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებების, მათ შორის, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმით გამოწვეული ქრონიკული სტრესისათვის. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ცვლილებების ინტენსივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს, მხოლოდ ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობაზე და არა მისი ანაზღაურების ვალდებულებაზე. 4.15. პალატა აღნიშნავს, მართალია, ენობრივად „ვნება“ და „ზიანი“ სინონიმებია, თუმცა აშკარაა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. კანონის ტექსტიდან ჩანს, რომ „ვნება“, „ზიანისგან“ განსხვავებით ფართო შინაარსის მატარებელია და, მაინცდამაინც, დანაკლისს არ გულისხმობს. უფრო ზუსტად, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, ნებისმიერი „ვნება“ ზიანია, ხოლო ნებისმიერი „ზიანი“ ვნება არ არის. ეს განსხვავება განსაკუთრებით საყურადღებოა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმასთან - 253-ე მუხლთან (BGB-ს 253-ე მუხლი) შედარებისას. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ეს მუხლი ჯანმრთელობისა და სხეულის დაზიანებას - „Verletzung“ - ერთმანეთისაგან არ გამოყოფს, არ აცალკევებს. ამისგან განსხვავებით კი, როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პასუხისმგებლობას ცალკე სხეულის „დაზიანებისა“, ხოლო ცალკე ჯანმრთელობისათვის „ვნების მიყენებისათვის“ ითვალისწინებს. ამდენად, ნათელია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებით, არაქონებრივი ზიანისათვის პასუხისმგებლობის ფარგლებს აფართოებს და ამით, ზოგიერთი სხვა ქვეყნის, მაგ: საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას უახლოვდება (შდრ: მიხეილ ბიჭია - „გრიგოლ რცხილაძის სტატიის - „მორალური ზიანის ანაზღაურება“ - ანალიზი“ – LAW and THE WORLD #8, December, 2017). 4.16. იმის გათვალისწინებით, რომ მორალური ზიანი სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ვნებას გულისხმობს, შვილის სიცოცხლის მოსპობა კი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, მისი გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და ქრონიკული სტრესის ქვეშ ამყოფებს პიროვნებას ან იწვევს დეპრესიას, საკმარისი წინაპირობაა იმისათვის, რომ სხეულის დაზიანებით გამოვლენილი დაავადებების, თუ შეზღუდვის არარსებობის მიუხედავად, დადგენილი იქნას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესდების მიხედვით განსაზღვრული ”ჯანმრთელობის“ დარღვევის ფაქტი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, შვილის გარდაცვალების გამოწვეული ქრონიკული სტრესი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვლინდება სხეულის დაზიანებით გამოვლენილი დაავადებების, თუ შეზღუდვის არსებობა, უნდა ჩაითვალოს ი----- ჯ--------ისათვის ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის ხელყოფად, სრული კეთილდღეობის დაკარგვად, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებად, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელის, მხოლოდ სულიერი ტკივილი, ტანჯვა, ფსიქოლოგიური ტრავმა (ქრონიკული სტრესი), ვერ ჩაითვლებოდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებად და ასეთს მიეკუთვნებოდა, მხოლოდ სხეულის დაზიანება ან ავადმყოფობა, რაც დადასტურებული იქნებოდა სათანადო მტკიცებულებებით- გაზიარებული ვერ იქნება. 4.17. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, როგორც არ უნდა განიმარტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, ნათელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მასთან შედარებით უპირატესი ძალა გააჩნია. კონვენციის 55-ე მუხლის შესაბამისად: „თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სპეციალური შეთანხმებით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ ისინი არ ისარგებლებენ მათ შორის მოქმედი ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და დეკლარაციებით, რათა ამ კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავა, საჩივრის წარდგენის გზით, განსახილველად დაუქვემდებარონ მოგვარების სხვა საშუალებებს, გარდა ამ კონვენციით გათვალისწინებულისა“. კონვენციის ნორმათა განმარტების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გააჩნია. 4.18. მეტად მნიშვნელოვანია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო გამოწვეული არაქონებრივი-მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს დამოკიდებულება. საქმეზე, ს----–---–--ბო-–----ე საქართველოს წინააღმდეგ (Sarishvili-Bolkvadze v. Georgia, საჩივარი №58240/08, 19 ივლისი, 2018 წელი) ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა დარღვევა, სადაც აღნიშნულია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებამ მომჩივანს (გარდაცვლილის მშობელს) არ მიაკუთვნა ადეკვატური კომპენსაცია, ვინაიდან ამ ტიპის საქმეებზე საქართველოს კანონმდებლობა მორალურ ზიანთან მიმართებით არ ითვალისწინებდა კომპენსაციის მიკუთვნებას, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლთან დაკავშირებულ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც, მსგავსი კომპენსაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოხსენებულმა საკანონმდებლო შეზღუდვამ, მომჩივანს ჩამოართვა შესაძლებლობა, მისთვის ხელმისაწვდომი სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებით მოეთხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება; ამრიგად, დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პ----ცედურული ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ს----–---–--ბო-–----ე საქართველოს წინააღმდეგ საქმეშიც, განსახილველი საქმის მსგავსად, სიცოცხლის ხელყოფა არა სახელმწიფომ, არამედ კერძო სამართლის სუბიექტმა მოახდინა. ეს ნიშნავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტის მიერ, სიცოცხლის უფლების ხელყოფის შემთხვევაშიც კი, ევროპული კონვენცია დაზარალებულისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. 4.19. პალატა განმარტავს, როგორც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ისე სამართლებრივი დოქტრინის შესაბამისადაც „მორალური ზიანის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის ზოგად საფუძველს წარმოადგენს: 1. თვით მორალური ზიანი; 2. ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმებოდა; 3. არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიმყენებლის ბრალი“. (შდრ. შალვა ჩიკვაშვილი „პასუხიმგებლობა მორალური ზიანისათვის“ - გამომცემლობა „მერიდიანი“, 2003; გვ. 80-81). განსახილველ შემთხვევაში, ყველა ეს წინაპირობა არსებობს კერძოდ: 1. მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმით, შვილის სიკვდილით გამოწვეული ქრონიკული სტრესი, ანუ აპელანტის, ი, ჯ--------ის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ვნება; 2. მოპასუხის არამართლზომიერი ქმედება; 3. მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის არამართლზომიერ ქმედებასა და აპელანტის ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ვნებას შორის; 4. ზიანის მიმყენებლის, ე.ი. მოპასუხის ბრალი, რაც დადასტურებულია სასამართლოს განაჩენით. 4.20. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „??????????? ???????????? ??????????????? ???????“ ??????????? ??????? დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ვინაიდან, ადამიანთა უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი, რაც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, ითვალისწინებს, პირის ბრალეული ქმედებიდან გამომდინარე, ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული ტანჯვისა და სულიერი ტკივილისათვის კომპენსაციის გადახდას, განსახილველ შემთხვევაში, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და სკ-ის 413.2, 992-ე, 997-ე მუხლების საფუძველზე, შვილის გარდაცვალების გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, ბ--------- ბ--------–--ეს, როგორც უშუალოდ ზიანის მიმყენებელს (სკ-ის 992- მუხლი) და სს „ე--------პ---- ჯ--------ს, რომელთანაც შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ბ--------- ბ--------–--ე და რომლის მიერ, სამსახურებრივი მოვალოების არაჯეროვანმა შესრულებამ, ბრალეულმა უმოქმედობამ განაპირობა ი-----–- დ-------–---–ის სიცოცხლის მოსპობა (სკ-ის 997-ე მუხლი) და ი. ჯ--------ის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება. 4.21. მართალია, განსახილველ შემთხვევაში დადგინდა მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობა და სამართლებრივი საფუძველი, თუმცა მისი მოცულობის განსაზღვრა კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის. ასეთ შემთხვევაში, მორალური ზიანის მოცულობას, რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება, განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რაც გულისხმობს ისეთი გარემოებების გათალისწინებას, როგორიცაა: ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხი, მის ქონებრივი მდგომარეობა, დაზარალებულის განცდების სიღრმე, ტანჯვის ხარისხი, ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი. ამ გარემოებების შეფასება ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იქნას მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში. ვინაიდან, მოსარჩელის ხელყოფილი სიკეთის სრული კომპენსირება და მორალური ზიანისთვის პირდაპირპ----პორციული ფულადი ეკვივალენტის დადგენა შეუძლებელია, მისი ოდენობა გონივრული და სამართლიანი უნდა იყოს, არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი, არ უნდა მოსწყდეს რეალობას და მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ხელყოფის ხასიათსა და მის გავლენაზე პირის არამატერიალურ სიკეთეზე. 4.22. იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილი ი-----–- დ-------–---–ი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის მე-4 კურსის წარმატებული სტუდენტი, ემზადებოდა მისი ნამუშევრების (ნახატების) პერსონალური გამოფენისათვის, რაც სიცოცხლეში ვერ მოასწრო და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, მშობლებმა სამჯერ მოაწყვეს გამოფენა შვილის ხსოვნის აღსანიშნავად, რაც ი. ჯ--------ეს მუდმივად ნეგატიური განცდებს, სულიერ ტკივილს უმძაფრებს და ქრონიკულად სტრესის ქვეშ ამყოფებს, ამ განცდების შემსუბუქებისათვის სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ოდენობად უნდა განისაზღვროს 25000 ლარი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტობრივი გარემოებას, რომ მოპასუხე სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“ მოსარჩელესათვის მატერიალური დახმარების სახით უკვე გადახდილი აქვს 25000 ლარი, ამასთან ევროსასამართლომ იხელმძღვანელა რა სამართლიანობის პრინციპით, საქმეზე- “მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ (2011 წლის 22 ნოემბერი) გარდაცვლილის მეუღლეს, ამ კუთხით მიაკუთვნა 15,000 ევრო. ვინაიდან, სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“ მიეკუთვნება რეგულირებად საწარმოს, რომელსაც მაღალი შემოსავლები გააჩნია, მისთვის მორალური ზიანის სახით 25000 ლარის დაკისრება გონივრული და სამართლიანია. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ბესიკ ბ--------–--ის პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს სს ,,ე--------პ-----ჯ--------სთან“ სოლიდარულად, მხოლოდ 5000 ლარით. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მთლიანად უარი ეთქვა ი.ჯ--------ის მოთხოვნას დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია. 4.23. სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპ----ცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც ი.ჯ--------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ი----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ი----- ჯ--------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“, ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით უნდა დაეკისროს 25000 ლარის გადახდა, საიდანაც ინდივიდუალურად უნდა დაეკისროს, -20 000 ლარის, ხოლო ბესიკ ბ--------–--ესთან ერთად, სოლიდარულად 5000 ლარის ანაზღაურება; შესაბამისად, ბ--------- ბ--------–--ეს, ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით, უნდა დაეკისროს, სს ,,ე--------პ-----ჯ--------სთან“ ერთად, სოლიდარულად, 5000 ლარის ანაზღაურება

 

6. საპ----ცესო ხარჯები სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პ----პორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პ----პორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ირინა ჯ--------ის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა 500 000 ლარს, საიდანაც დაკმაყოფილდა, მხოლოდ 25000 ლარის ნაწილში, რაც მთლიანი მოთხოვნის 0,05%-ია, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც ამ პ----პორციით უნდა გადანაწილდეს, კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ი----- ჯ--------ის გადასახდელი ბაჟი უნდა განისაზღვროს 99,95%, ხოლო მოპასუხეთა მიერ გადასახდელი ბაჟი-0,05%. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გათვალისწინებული 3000 ლარიდან, ი----- ჯ--------ის გადასახდელია -2998,5 ლარი, მოპასუხეთა გადასახდელია-1,50 ლარი. დადგენილია, რომ მოპასუხეთათვის დაკისრებული 25000 ლარიდან, ბ. ბ--------–--ის წილი მხოლოდ 5000 ლარია, რაც დაკისრებული თანხის 0,2%-ია. ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი-3000 ლარი ი. ჯ--------ეს სრულად აქვს გადახდილი, ბ--------- ბ--------–--ეს თავისი წილი თანხის პ----პორციულად, სს ,,ე--------პ-----ჯ--------სთან ერთად“, ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა დაეკისროს, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-0,30 ლარის გადახდა, ხოლო სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“, ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ, დამოუკიდებლად უნდა დაეკისროს 1,20 ლარის (1,50-0,30=1,20) გადახდა. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, ი----- ჯ--------ეს გადაუვადდა სააპელაციო წარმოებისათვის გაათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-4000 ლარის გადახდა. ვინაიდან, ნაწილობრივ, მხოლოდ 25000 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის პ----პორციულად (99,95%), წინასწარ გადახდილ 1000 ლარზე დამატებით, სახ.ბაჟის 3997,5 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა უნდა დაეკისროს ირინა ჯ--------ეს, ხოლო დარჩენილი თანხა-2.50 ლარი, სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ ბ--------- ბ--------–--ეს და სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“ თავიანთი წილის პ----პორციულად, კერძოდ: ბ--------- ბ--------–--ეს და სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“, სოლიდარულად -0,50 ლარის გადახდა, ხოლო სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“- 2 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150. გარდა ამისა, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ი----- ჯ--------ის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხეთა მიერ გადასახდელი თანხის გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს 1000 ლარით, საიდანაც ბ--------- ბ--------–--ეს და სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“, ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 200 ლარის გადახდა, ხოლო სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“, ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ, დამოუკიდებლად უნდა დაეკისროს 800 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი----- ჯ--------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“, ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს, მორალური ზიანის -20 000 ლარის ანაზღაურება;

5. ბ--------- ბ--------–--ეს და სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“, ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ, მორალური ზიანის 5000 ლარის ანაზღაურება;

6. სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პ----პორციულად, სააპელაციო წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-2 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150;

7. ბ--------- ბ--------–--ეს და სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პ----პორციულად, სააპელაციო წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-0,50 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150

8. სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“, ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-1,20 ლარისა და ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის-800 ლარის გადახდა;

9. ბ--------- ბ--------–--ეს და სს ,,ე--------პ-----ჯ--------ს“, ი----- ჯ--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-0,30 ლარისა და ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის-200 ლარის გადახდა;

10. ი----- ჯ--------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 3997,5 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150;

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

13. სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე