განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100115792893
საქმე №1/ბ 1376-18
g ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორის: გ---------------–---–ის
ადვოკატის:ტარ---–----------
მსჯავრდებულის: გი-------------–---–-ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გი-------------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი---------–---–------------–---–-ს მიმართ,დაბადებული 1----–-–--------------------------------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–--------------------–---------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 7 მარტს მოქმედი რედაქციით);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით, გი-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით, სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 7მარტს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გი-------------–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ გიო------------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 7 მარტიდან - იმავე წლის 13 ნოემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
გი-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: ბ----------- რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის განაჩენით გი-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით, სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მას სასჯელის სახედ საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი)წლის ვადით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გი-------------–---–ს ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდა და საბოლოოდ, გი-------------–---–ს მოსახდელად დარჩა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა და იმავე დღეს განთავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.
წარსულში საკუთრების წანააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი გი-------------–---–- 2015 წლის 7 მარტს, დაახლოებით 03:30 საათზე, თბილისში, ვ-----–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე გი--------–---------–----ს კუთვნილი საფულიდან აშკარად დაეუფლა 50 ლარიან კუპიურას, რითაც დაზარალებულს მიადგა 50 ლარის ქონებრივი ზიანი.
იმავე დღეს, დაახლოებით 03:30 საათზე, თბილისში, ვ-----–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გი-------------–---–მა და თე------------------მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ---------–---------–---- მრავალჯერადი დარტყმით, სახის არეში მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გი-------------–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, 2019 წლის 11 იანვარს, ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ---------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ გი-------------–---–-ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ გი-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი ჩაეთვალოს პირობით;
გი-------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 7 მარტის მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 00(ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 7 მარტს მოქმედი რედაქციით) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გი--------------–---–ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა გი-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტა-----–---------მ.
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გი-------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ გი--------–---------–----ს ჩვენებებით; მოწმეების: არ---–---------------------------–---–----------–-------------–---–------------------------ს ჩვენებებით, გი--------–---------–----ს კუთვნილი მაისურის დათვალიერების ოქმით, გი-------------–---–-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, თე------------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბ----------- რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ გი-------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ გ---------------–---–სა და მსჯავრდებულ გი-------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. გი-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი ჩაეთვალოს პირობით;
გი-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 7 მარტის მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 00(ხუთასი) ლარისოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 7 მარტს მოქმედი რედაქციით) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გი--------------–---–ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 3(სამი)წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.
4. მსჯავრდებულ გიო------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 27 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 7მარტიდან - 2015 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.
5. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ გი-------------–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გი-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია.
ასევე, გაუქმებულია სასამართლოში ანგარიშგების ვალდებულება და გი-------------–---–ს დაუბრუნდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
7.ნივთიერი მტკიცებულებები:
- გი-------------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 50-ლარიანი კუპიურა და მაისური დაუბრუნდეს გი----------–---------–---ს;
- გი-------------–---–-ს და თე------------------ს ქურთუკები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
-სისხლის ნიმუშები განადგურდეს;
- ხოლო ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი