განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002464503
საქმე №1/ბ-1304-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მურმან ისაევი
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორის - ლ-–- ა-------–---–ის
ადვოკატის - ნ---- დ---–--ის
მსჯავრდებულ - ე-–-----ა მ-----–-–---–-ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე-–-----ა მ-----–-–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- დ---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N0-------------- ე-–-----ა ზ------------ მ-----–-–---–-ს, დაბადებულის - 1------–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–----------------–------------------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი
ე-–-----ა მ-----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 08 ნოემბრის განაჩენით ე-–-----ა მ-----–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2018 წლის 27 მარტს ქ------–--–-------------–------------------------------------------------–-, ე-–-----ა მ-----–-–---–მა უკანონოდ დაამზადა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც სითხე ამოიღო სამედიცინო შპრიცის მეშვეობით და მოიხმარა. ამავე დღეს, ე-–-----ა მ-----–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის მიერვე უკანონოდ დამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რასაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა. კერძოდ, 1 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების ,,ინსულინის“ შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით ნარკოტიკული საშუალებების - მეტამფეტამინის (მარილის) – 0,0077 გრამის და ამფეტამინის - 0,0052 გრამის შემცველობით; 1 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების ,,ინსულინის“ შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით ნარკოტიკული საშუალებების - მეტამფეტამინის (მარილის) – 0,0061 გრამის და ამფეტამინის - 0,0040 გრამის შემცველობით; 4 ცალი 10მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, შიდა კედელებზე არსებული მოყვითალო ფერის დანაშრევით, ნარკოტიკული საშუალებების - მეტამფეტამინის (მარილი) – 0,0017 გრამის და ამფეტამინის - 0,0014 გრამის შემცველობით; 3 ცალი 1მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების ,,ინსულინის“ შპრიცი, შიდა კედელებზე არსებული დანაშრევით, ნარკოტიკული საშუალების - მეტამფეტამინის (მარილი) – 0,000003 გრამის შემცველობით; უფერო მინის ფლაკონში მოთავსებული ბამბის ტამპონებზე არსებული დანაშრევით, ნარკოტიკული საშუალებების - მეტამფეტამინის (მარილი) – 0,00007 გრამის და ამფეტამინის - 0,00003 გრამის შემცველობით. ჯამში ე-–-----ა მ-----–-–---–- უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს - მეტამფეტამინს (მარილი) – საერთო რაოდენობით 0,015573 გრამის ოდენობით და ამფეტამინს, საერთო რაოდენობით - 0,01063 გრამის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენით;
ე-–-----ა მ-----–-–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 08 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–-----ა მ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე-–-----ა მ-----–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატმა ნ---- დ---–--ემ და მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ასევე საჩივარში მითითებულია, რომ პროკურატურასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების თაობაზე.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–- ა-------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ ე-–-----ა მ-----–-–---–-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
კერძოდ, იშუამდგომლა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ე-–-----ა მ-----–-–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენთ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 (ოთხი) წლით, 10 (ათი) თვით და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან, მიემატოს 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კვლავ ჩაეთვალოს პირობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–-----ა მ-----–-–---–ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი კი ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე:
6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ზ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა პროკურორმა ლ-–- ა-------–---–მა, მსჯავრდებულმა ე-–-----ა მ-----–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- დ---–--ემ;
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. მსჯავრდებული ე-–-----ა მ-----–-–---–-, სრულად აღიარებს და ინანებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისი ინტერსების დამცველ ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდეგ თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების დადებაზე, შესაბამისად უარი თქვა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ე-–-----ა მ-----–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–- ა-------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორ ლ-–- ა-------–---–სა და მსჯავრდებულ ე-–-----ა მ-----–-–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ე-–-----ა მ-----–-–---–-ს მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება;
ე-–-----ა მ-----–-–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 (ოთხი) წლით, 10 (ათი) თვით და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან, დაემატოს 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კვლავ ჩაეთვალოს პირობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–-----ა მ-----–-–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ე-–-----ა მ-----–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 სექტემბრიდან.
”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე:
6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ე-–-----ა მ-----–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
ე-–-----ა მ-----–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამედიცინო შპრიცები მათში მოთავსებული სითხითა და დანაშრევებით, კოლბა, ქვაბი და ე-–-----ა მ-----–-–---–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება ქ------–----------------------------------–--------–-–-------------------–---–ი, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი