განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2019
საქმის ნომერი
160100117002223536
ინსტანცია
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №160100117002223536

საქმე №1ბ/1273-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

16 იანვარი, 2019 წელი თბილისი

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ოთარ ჯუგაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზ-----–----------

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ტ---------------ი (პირადი ნომერი №2----------), დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–---–-------------–---------------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ტ---------------ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობა, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 15 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ადვოკატი: კ------------–---ი

 

თარჯიმანი: ი-----------------

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–----------მ და ითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება პირობითი მსჯავრის გათვალისწინებით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ტ---------------მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----–-–--------მ და ითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, ტ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მიუხედავად იმისა, რომ ტ---------------ი ნასამართლევი იყო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, მან კვლავ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2017 წლის 3 ნოემბერს, დღის საათებში, რ---------–-----------, საავტომობილო ხიდის ქვეშ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ პირადად, მის ხელთ არსებულ პოლიეთილენის პარკში მოთავსებულ ქურთუკზე დამაგრებულ ბეწვში, ჩაკერებულ მდგომარეობაში, ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ საერთო წონით 0,41704 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 3 ნოემბერს ჩატარებული ტ---------------ის პირადი ჩხრეკის დროს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით:

 

მოწმის - შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის - გ--------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მარნეულში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდებოდეს ტ---------------ი, რომელსაც თან აქვს ნარკოტიკული საშუალება. გ--------------------მა დაადასტურა, რომ ინფორმაცია მიიღო დილის საათებში. მას ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ბ------–------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეწერა გ--------------------ის პატაკი, დაიწყო გამოძიება და დაკითხა პატაკის ავტორი. გ--------------------ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ მისამართზე, მარნეულში ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეაჩერეს ტ---------------ი, მას ხელში ჰქონდა პარკი, სადაც მოთავსებული იყო ბავშვის ქურთუკი, ქურთუკს ჰქონდა ქუდი, ბეწვით გარშემორტყმული, სადაც მოთავსებული იყო ოთხ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშულება. ნარკოტიკული ნივთიერება ჩაკერებული იყო ქურთუკის ქუდში, ბეწვის ზოლში. მოწმის განმარტებით, პარკი იყო თეთრი ფერის, ხოლო ქურთუკი მოყვითალო. ბ------–------–---მა განმარტა, რომ ჩხრეკისას ტ---------------ს არაფერი არ განუცხადებია. ჩხრეკის შემდეგ მოხდა ტ---------------ის დაკავება.

 

შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებლის რ-–-------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძვეზე ბ------–------–---თან ერთად გავიდა მარნეულში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხიდის ქვეშ მოძრაობდა ტ---------------ი, რომელიც შეჩერებულ იქნა მათ მიერ. ჩხრეკისას მის ხელთ არსებული პოლიეთელინის პარკიდან ამოღებულ იქნა ქურთუკი, ხოლო ქურთუკის ქუდიდან ნარკოტიკული საშულება. მოწმემ განმარტა, რომ ქურთუკის ამოღებისას ნარკოტიკული საშულება არ ჩანდა, რადგან ქუდის გარშემო არსებულ ბეწვის ზოლში იყო მოთავსებული, ჩაკერებული, რომელიც გახსნეს და ამოიღეს.

 

შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ დ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე გავიდნენ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიული ინფორმაცია მიიღო გ--------------------მა. დ--------------ემ განმარტა, რომ ტ---------------ი შეჩერებულ იქნა მარნეულში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიდის ქვეშ, განემარტა შეჩერების საფუძველი, ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, ბრალდებული კი დააკავეს და გადაიყვანეს მარნეულის რაიონულ სამმართველოში.

 

მოწმე რ--------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მარნეულის ავტოსადგომში, საგზურებს უწერს ავტობუსებს. 2017 წლის 3 ნოემბერს დილით მივიდა სამსახურში, სადაც დახვდა ტ---------------ი. ტ---------------მა განუმარტა, რომ ბავშვის ქურთუკი იყო გამოგზავნილი და მის წასაღებად იყო მისული. მოწმემ განმარტა, რომ მან გადაურეკა ავტობუსის მძღოლს გ----–---------–---ს(სახელი მძღოლის იცოდა ტ---------------მა), რომელმაც განუმარტა, რომ დაახლოებით ორ საათში მივიდოდა. ტ---------------მა მას განუცხადა, რომ წავიდოდა ბაზარში და შემდეგ დაბრუნდებოდა გზავნილის წასაღებად. ტ---------------ი დაბრუნდა დაახლოებით ორ საათში. ავტოსადგომში მძღოლიც მისული იყო. მძღოლმა მას უთხრა, რომ ტ---------------ის გზავნილი დატოვებული იყო ჩაიხანაში. რ--------–----ის განმარტებით, ჩაიხანაში მივიდა ტ---------------თან ერთად, აიღო გზავნილი, გადასცა ტ---------------ს, რომელმაც მძღოლისათვის გადასაცემი 5 ლარი დაუტოვა.

 

მოწმე გ----–---------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ავტობუსის მძღოლი. ბაქოში ავტოსადგურზე მასთან მივიდა პიროვნება სახელად ა-–----, რომელმაც გადასცა ცელოფანი, უთხრა, რომ იყო ბავშვის ტანისამოსი, ასევე განუმარტა, რომ ცელოფანს აიღებდა მისი მამა, მას კი გადასცემდა 5 ლარს. გ----–---------–---მა განმარტა, რომ მარნეულში ჩამოვიდა დილის 04:00 საათზე, მას არავინ დახვედრია. მან ცელოფანი, რომელიც იყო თეთრი დატოვა ჩაიხანაში, თავად კი წავიდა. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ცელოფანი წაუღიათ, ხოლო მისთვის 5 ლარი დაუტოვებიათ. მოწმემ დაადასტურა, რომ თავად ბრალდებულს არ შეხვედრია, ცელოფანი კი იყო თეთრი.

 

2017 წლის 3 ნოემბერს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონკრეტული ადგილი მდებარეობს ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო ხიდის ქვეშ (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია). ტ---------------ს პირადი ჩხრეკისას ხელში ეჭირა თეთრი ფერის პოლიეთილენის ცელოფანი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყვითალო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის ქუდის ბეწვში ნანახი და ამოღებული იქნა თეთრი ფერის ცელოფნის მონახევებში 4 წონაკად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ასევე ამოღებული იქნა პოლიეთილენის ცელოფანი და მასში არსებული მოყვითალო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი ბეწვთან ერთად. ამოღებული 4 წონაკად პოლიეთილენის თეთრი ფერის ცელოფნის მონახევებში დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება მოთავსდა პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა 30/9 ლუქით. ამოღებული პოლიეთილენის ცელოფანი მასში არსებული კაპიშონიანი ქურთუკით და ბეწვით მოთავსდა პოლიეთილენის ცელოფანში და დაილუქა 30/9 ლუქით. ლუქებზე დაისვა თარიღი, სს საქმის ნომერი და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.

 

2017 წლის 3 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის №1---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექპერტიზაზე წარმოდგენილი, იასამნისფერი ძაფებით თავმოკრული (რომელთაგან ერთ-ერთი თერმულადაა დამუშავებული) მოთეთრო ფერის პოლიეთილენის 4 ცალ ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები, საერთო წონით (მშრალ მდგომარეობაში)- 0,7879 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,41704 გრამის ოდენობით.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავარი ექსპერტი ნ-----–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნივთმტკიცება მას გადაეცა ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში. პაკეტის გასხნისას მასში აღმოჩნდა 4(ოთხ) ცალად დაფასოებული, იასამნისფერი ძაფებით თავმოკრული მოყავისფრო ნოტიო ნივთიერება. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

2017 წლის 3 ნოემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7------ დასკვნით, ტ----------------ს ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა თ------------–--მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ვ----–-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ფლობდა ოპერატიულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ ტ---------------ს შესაძლებელია საცხოვრებელ სახლში ჰქონოდა ნარკოტიკული საშაულება. ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნულის თაობაზე გამოკითხული იქნა მ-------------–---–ის მიერ.

 

2017 წლის 3 ნოემბრის ტ---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ-----------––-------------–------------–------------ში ჩატარდა ტ---------------ის სახლის ჩხრეკა. ჩხრეკა ჩაატარა და ოქმი შეადგინა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ-------------–---–მა. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

გამომძიებელ მ-------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცმული ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ტ---------------ის სახლის ჩხრეკის კანონიერება. ასევე განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედების შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოუჩენიათ.

 

ბრალდებულის შვილიშვილმა მ--------------ამ სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის ტ---------------ის წინააღმდეგ.

 

ტ---------------მა სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ მას ჰყავს შვილი აი------------ი, რომელიც წასულია და ცხოვრობს აზერბაიჯანში, მისი შვილიშვილები ე-–--- და მ--------------ები კი იზრდებიან და ცხოვრობენ მასთან. 2017 წლის 2 ნოემბერს დაურეკა მას შვილმა ბაქოდან და უთხრა, რომ ბავშვებისათვის აგზავნიდა ტანისამოსს ავტობუსით, ჩააწერინა მძღოლის მონაცემები და უთხრა დილით 08:00 საათისათვის დახვედროდა. მეორე დღეს დილით 08:00 საათზე დაურეკა მძღოლს, რომელმაც უთხრა, რომ ნახევარ საათში იქნებოდა ავტოსადგურში. მივიდა ავტოსადგურში, თუმცა მძღოლი არ დახვდა, ავტობუსების გამცილებლისაგან კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ მძღოლი სახლში იყო, ეძინა და დაახლოებით ერთ საათში მივიდოდა. ტ---------------მა განმარტა, რომ ავტოსადგურში დაბრუნდა დაახლოებით თორმეტის წუთებზე. მივიდა გამცილებელთან, მან კი უთხრა, რომ მძღოლმა მას გადასცა ამანათი და წაყოლოდა. ტ---------------მა განმარტა, რომ მას ამანათი გადასცა ავტობუსების გამცილებელმა. დაახლოებით 20 წამიც არ იქნებოდა გასული, რ---------–----------- შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და უთხრეს, რომ ტანსაცმელი უნდა შეემოწმებინათ. თავად ავტომანქანაში ჩასვეს, პოლიციის თანამშრომლებმა კი დაიწყეს ამანათის შემოწმება. თავდაპირველად პარკში აღმოჩნდა ტანსაცმელი, შემდეგ შეამოწმეს ქურთუკის საყელო, დანით გაჭრეს, საიდანაც ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შემდეგ კი წამოიყვანეს მარნეულის რაიონულ სამმართველოში. ბრალდებულმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე შეკრებილი იყო ბევრი ხალხი, თუმცა პოლიციას მოწმე არ აუყვანია. ასევე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ტანისამოსში ნარკოტიკის არსებობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაასახელებდა თავისი შვილის სახელს და იტყოდა, რომ სხვამ გამოუგზავნა.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ტ---------------ის გამართლების თაობაზე, თითქოს მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ქურთუკში ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული, შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით: ტ---------------ის დაურეკა შვილმა ბაქოდან და უთხრა, რომ ბავშვებისათვის აგზავნიდა ტანისამოსს და სწორედ იგი უნდა დახვედროდა ავტობუსს. ამდენად, ქურთუკი ჯერ მას უნდა აეღო და შემდეგ უნდა გადაეცა შვილიშვილისათვის. (ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა ბავშვის ქურთუკის კაპიშონში ჩაკერებული სახით). შესაბამისად, ამ ორი პიროვნებიდან ერთ-ერთისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ქურთუკში ნარკოტიკის არსებობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნარკოტიკის ამ სახით გამოგზავნა აზრს მოკლებულია. გარდა ამისა, არადამაჯერებელია, მსჯავრდებულის მოსაზრებები, თითქოს აღნიშნული მისთვის „მოწყობილია“ ხან მეზობლის, ხან რძლისა და ხანაც თვითონ შვილის მიერ, ამასთან, ასეთ შემთხვევაში საგულდაგულოდ ქურთუკის კაპიშონში ჩაკერებაც აზრს მოკლებული იქნებოდა.

 

ქმედება ჩადენილი არაერთგზის:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ტ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა კანონით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

ტ---------------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.

საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირევლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

შესაბამისად დგინდება, რომ ტ---------------ი ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენამდე იყო ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისათვის.

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ---------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ტ---------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ტ---------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ტ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატამ მიიჩნია, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ტ---------------ის მიმართ ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - მსჯავრდებულ ტ---------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით გასამართლებულმა ტ---------------მა, რომელსაც ამ განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება).

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და ტ---------------ეს უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენში მსჯავრდებულ ტ---------------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი და მსჯავრდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ტ---------------ის ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი უნდა დაუბრუნდეს ტ---------------ის ოჯახის წევრს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილილობრივ დაკმაყოფილდეს და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ტ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ტ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

ტ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 3 ნოემბრიდან.

 

საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის თანახმად, ტ---------------ს 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, 10 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 15 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ტ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ტ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/