განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
010210018001637087
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210018001637087

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-581-2018 18 იანვარი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,ბა------ 2---’’ ა---------– ბ----------ე შპს ,,მი----- 20--'' ა-–---------- ბ------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბა------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- შპს ,,მი-----+0--’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოპასუხე შპს ,,ბა------ 2---’’-ს მოსარჩელის შპს ,,მი----- +20--’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა ნარდობის საზღაურის გადაუხდელი ნაწილის - 10 725 ლარის გადახდა;

- მოპასუხე შპს ,,ბა------ 2---’’-ს მოსარჩელის შპს ,,მი-----+20--’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2001.4 ლარის გადახდა;

- მოსარჩელე შპს ,,მი-----+20--’’-ს პირგასამტეხლოს სახით 8005.6 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა;

- მოპასუხე შპს ,,ბა------ 2---’’-ს მოსარჩელის შპს ,,მი-----+20--’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან ნაწილის -

421,83 ლარის ანაზღაურება;

- მოსარჩელეს შპს ,,მი-----+20--’’-ს სახელმწიფო ბაჟი 240,17 ლარის ოდენობით, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან, ჩაეთვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. სასამართლომ დადგენილად მიჩნია, რომ 2--- წლის 5 ნოემბერს, შპს ,,ბა------ 2---’’-სა და შპს ,,მი-----+20--’’-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდეს, შემკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბა------, ფ--------- მ----- ქუჩა N92/94-ში უნდა განეხორციელებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო შემკვეთი ღებულობდა ვალდებულებას გადაეხადა მენარდისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური შესრულებული სამუშაოებისთვის;

 

2.2. მხარეთა შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 კვ.მ.-ზე 58.75 ლარით;

 

2.3. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს სასამართლოს მთავარ სხდომამდე სადავოდ არ გაუხდია მოთხოვნის ხანდაზმულობა, მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა, ასევე ის გარემოება, რომ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლის მქონე;

 

2.4. დადგენილია, რომ სარჩელი აღძრულია 2016 წლის 08 დეკემბერს, ხოლო მოპასუხეს შესაგებელი შემოტანილი აქვს 2017 წლის 30 იანვარს;

 

2.5. 2017 წლის 21 ივნისის სხდომამდე მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ხანდაზმულობა, არც მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა, არ მიუთითებია, რომ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლის მქონე. შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები;

 

2.6. საქმეში წარმოდგენილია სამუშაოების დასრულების შესახებ აქტი, რომელიც მხარეებს შორის შედგა 2013 წლის 26 მარტს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 69.375 ლარი, დამკვეთის მიერ ეტაპობრივად იქნა გადახდილი თანხების ნაწილი, აქტის შედგენიდან 2013 წლის 26 მარტიდან 10 დღის ვადაში, ე.ი 2013 წლის 5 აპრილის ჩათვლით, დამკვეთს მენარდისათვის უნდა გადაეხადა დარჩენილი 10 725 ლარი, რაც მის მიერ არ გადახდილა;

 

2.7. სასამართლოს მითითებით, ცალსახად დასტურდება, რომ 2013 წლის 26 მარტის მიღება-ჩაბარების აქტზე შპს ,,ბა------ 2---’’-ს ნაცვლად შპს ,,ბა------ X--"-ის მითითება ტექნიკური შეცდომაა, საიდენტიფიკაციო ნომერი ერთიდაიგივეა (შპს ,,ბა------ 2---’’-ის) და ხელსაც შპს ,,ბა------ 2---’’-ის დირექტორი აწერს ხელს;

 

2.8. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის ვალდებულებაა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და წარუდგინოს დამკვეთს. მოპასუხის მოვალეობაა მიიღოს შესრულება. მოპასუხეს უფლება აქვს თავად მიიღოს

ან ვინმეს მიანიჭოს უფლება სამუშაოთა მიღებაზე. რათქმაუნდა, სასამართლოს განმარტება არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ შპს ,,ბა-------2---’’-მა სამუშაო უპირობოდ უნდა მიიღოს. ის შეამოწმებს შესრულებული სამუშაოს ხარისხის, მეადარებს ხელშეკრულების პირობებს და შესრულებული სამუშაოს შესწავლის შემდეგ მიიღებს შესრულებას ან მოითხოვს მის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში მოყვანას;

 

2.9. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შედგა სამუშაოების დასრულების შესახებ აქტი, შესაბამისად მოპასუხე ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოს ღირებულება გადაეხადა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მოპასუხეს შესრულებული სამუშაოების ნაკლის შესახებ, მისი არსებობის შემთხვევაში, პრეტენზია უნდა წაეყენებია მენარდისათვის, რაც არ განახორციელა. მხოლოდ 3 წლის შემდეგ, ისიც მთავარ სხდომაზე გაცხადებული პრეტენზია, ამასთან მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში - სასამართლომ არ გაიზიარა;

 

2.10. დადგენილია, მენარდის-მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო დამკვეთის - მოპასუხის მხრიდან მხრიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილის - 10 725 ლარის გადაუხდელობის ფაქტი. რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.5%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ვალდებულების არსებობას, რაც მოსარჩელემ შეამცირა 0.1%-მდე და რაც დღეში შეადგენს 10.72 ლარს, - სასამართლომ კანონშესაბამისად მიიიჩნია და მოთხოვნა ამ ნაწილში დააკმაყოფილა;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.11. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსით და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველა დამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა;

 

2.12. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას;

 

2.13. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელე განმარტავს, რომ მან შპს ,,ბა------ 2---’’-ის დაკვეთით შეასრულა სამუშაოები. კერძოდ: შემკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბა------, ფ--------- მ----- ქუჩა N92/94 განახორციელა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. დასახელებული სამუშაოების შესრულებისათვის მას ერგება მისი ღირებულების მიუღებელი ნაწილი - 10725 ლარი;

 

2.14. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი ამონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

 

2.15. სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადაო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა;

 

2.16. საქართველოს სამოქალაქოკ ოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველ აარსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”;

 

2.17. სამოქალაქო გარიგების დადებისას მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს;

 

2.18. სასამართლოს მითითებით, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს ,,ბა------ 2---’’ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 10 725 ლარის ოდენობით;

 

2.19. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. ის ნაკისრი ვალდებულების დარღვევის - საზღაურია და ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, მისი შესრულების მასტიმულირებელ ფუნქციასაც ასრულებს. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;

 

2.20. მხარეთა შეთანხმებით იმ შემთხვევისათვის, თუ მენარდე შესრულების ვადას გადააცილებდა, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიისპ რინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქოკ ოდექსი კერძოსამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან;

 

2.21. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას;

 

2.22. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ემუხლზე, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას;

 

2.23. სამოქალაქო კოდექსის 420-ემუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლებააქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, პირგასამტეხლოს მი-----ა კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ითხოვა შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრება 10 007 ლარის ოდენობით და ვადაგადაცილების პერიოდი 3 წელს შეადგენს;

 

2.24. სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, პერიოდი და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში, ნაცვლად 10 007 ლარისა, უნდა შემცირებულიყო 5-ჯერ და მისი ოდენობა განისაზღვრა - 2001,4 ლარით.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ბა------ 2---“-მა და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტმა განმარტა, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე,რომ მოსარჩელე შპს ,,მი-----+20--"-ის სარჩელი იყო ხანდაზმული, ასვე არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე შპს ,,მი-----+20--"-ს მიერ როგორც შემსრულებლის მიერ გაწეული სამუშაოები იყო უხარისხო, კერძოდ, მშენებლობის პროცესში მოსარჩელე შპს ,,მი-----+20--"-ის თანამშრომლებმა, მშენებლებმა, რომლებიც მუშაობდნენ მშენებლობისას არსწორად, პროექტის დაღვევით მოაწყვეს მშენებარე საცხოვრებელი სახლის თითქმის ყველა სართულის სვეტები, ასევე თითქმის ყველა სართულის ფილა რკინა-ბეტონით, ასევე არასწორად მოაწყვეს ლიფტისა და კომუნიკაციებისათვის განკუთვნილი შახტები და მშენებარე სახლის კიბე დაწყებული პირველი სართულიდან დამთავრებული მე-6 სართულამდე ვიდრე ჩვენმა კომპანიამ არ შეუწვიტა ურთიერთობა სამუშაოთა უხარისხო შესრულების გამო, საქმეში წარმოდგენილია ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს სამუშაოთა უხარისხო შესრულებას, ხოლო რაც შეეხება გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას ის შედგენილია ჯერ კიდევ ბევრად რამოდენიმე თვით ადრევ იდრე მოპასუხე კომპანიასა და მოსარჩელე შპს ,,მი-----+20--"-ს ქონდა ურთიერთობა და ის არ იყო შეწყვეტილი მშენებლობის უხარისხო შესრულების გამო. წინასწარ მოტყუებით ზემოთაღნიშნული გარემოების ვითომდა კრედიტორებზე საჩვენებლად მოსარჩელე შპს ,,მი-----+20--" შესასრულებელ სამუშაოთა დასრულებამდე მოაწერინა ხელი მიღება-ჩაბარების აქტზე შპს „ბა------ 2---“-ის დირექტიორს;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ედა 394-ემუხლების მოთხოვნებით;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ემუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციონ აწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 5 ნოემბერს შპს ,,ბა------ 2---’’-სა და შპს ,,მი-----+20--’’- ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მენარდეს, შემკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბა------, ფ--------- მ----- ქუჩა №92/94-ში უნდა განეხორციელებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო შემკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა მენარდისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური. შესრულებული სამუშაოებისთვის მხარეთა შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 კვ.მ.-ზე 58.75 ლარით;

 

4.2. დადგენილია, რომ მოპასუხემ შპს „ბა------ 2---“ წარდგენილ შესაგებელში, სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, არ ცნო ის და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მოპასუხე მხარე კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით არ შედავებია მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს;

 

4.3. შესაბამისად დადგენილია, რომ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპზე შპს „ბა------ 2----მა“ არ ისარგებლა საროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზებისა და ფაქტებზე შედავების უფლებით;

 

4.4. შპს „ბა------ 2----ის“ წარმომადგენელმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე კონკრეტულ შედავებას ახდენს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე და სადავოდ მიიჩნევს საქმეში განთავსებუილ მიღება ჩაბარების აქტს, და სამუშაოთა შესრულების ხარისხს;

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, მტკიცებულებები დაურთოს პასუხს (შესაგებელს). თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები, ასევე სადავო გახადოს ფაქტობრივი გარემოებები;

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპატიოდ ჩაითვლება ის მიზეზი, რომელიც მხარეს ობიექტურად, მისგან დამოუკიდებლად არ მისცემს საშაუალებას შეასრულოს განსაზღვრული საპროცესო მოქმედება კანონით განსაზღვრულ საპროცესო ეტაპზე შპს „მი-----+20--“-ს სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხე მხარე შპს „მბა------ 2---“ არ შედავებია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გამო თანხის დაკისრებას;

 

4.7. სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის ზემოხსენებული ზოგადი პრინციპი კონკრეტულად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმებით;

 

4.8. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას;

 

4.9. სარჩელში მითითებულ, ამათუიმ, ფაქტს მოპასუხე თუ არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად: სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა;

 

4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით სასამართლო უნიშნავს ვადას მოპასუხეს იმისთვის, რომ მან წარმოადგინოს შესაგებელი;

 

4.11. დადგენილ ვადაში, საპროცესო მოქმედების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა მხარეს ართმევს უფლებას შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება პროცესის სხვა ეტაპზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება. ამრიგად, თუ მოპასუხე შესაგებელში არ მოახდენს ფაქტობრივ გარემოებებზე შედავებას, შემდგომში მისი ეს უფლება ქარწყლდება და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება;

 

4.12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი არის, რომ შპს „მი----- +20--“-ს სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხე მხარე არ შედავებია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამიტომ, სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ შპს „ბა------ 2---“-ის დავალიანება მოსარჩელე მხარის მიმართ, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ნაწილში შადგენს 10725 ლარს;

 

4.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დავის საგანს და იმ ფაქტებს, რომლებიც უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს განსაზღვრავენ მხარეები;

 

4.14. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, „ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ან მისთვის წარდგენილი სისხლის სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი და მოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: „სასამართლო ეთანხმება კომისიას, მასზედ, რომ როდესაც ეს დაკავშირებულია სასამართლო დავასთან დაპირისპირებული კერძო ინტერესების მქონე პირებს შორის, „შეჯიბრებითობის პრინციპი“ გულისხმობს, რომ თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს მისი საქმე – მტკიცებულებების ჩათვლით – ისეთ პირობებში, რომელიც არ მოათავსებს მას არსებითად არახელსაყრელ პირობებში თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით“ (1993 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, აბზაცი 33, 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 33, 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 19);

 

4.15. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წერილობითი თუ ზეპირი შეჯიბრებითობის ეტაპზე მოპასუხე მხარემ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება - შედავებოდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს - პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „მი----- + 20--“-ს სარჩელი შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10725 ლარის ანაზღაურების ნაწილში იყო საფუძვლიანი და ის კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რის გამოც არ არსებობს შპს „ბა------ 2---“-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი;

 

4.16. რაც შეეხება აპელანტი მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შპს „ბა------ 2---“-ის დერექტორმა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოტყუებით მოწერა მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულების შესრულებამდე, პალატა ვერ გაიზიარებს სათანადო (შესაბამისი) მტკიცებულებათა არარსებობის გამო;

 

4.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;

 

4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

 

4.19. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოების შესახებ აქტი მხარეთა შორის შედგა 2013 წლის 26 მარტს, რომლის მიხედვით შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 69 375 ლარი;

 

4.20. საქმეში წარმოდგენილია სამუშაოების დასრულების შესახებ აქტი, რომელიც მხარეებს შორის შედგა 2013 წლის 26 მარტს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 69.375 ლარი, დამკვეთის მიერ ეტაპობრივად იქნა გადახდილი თანხების ნაწილი, აქტის შედგენიდან 2013 წლის 26 მარტიდან 10 დღის ვადაში, ე.ი 2013 წლის 5 აპრილის ჩათვლით, დამკვეთს მენარდისათვის უნდა გადაეხადა დარჩენილი 10 725 ლარი, რაც მის მიერ არ ყოფილა გადახდილი;

 

4.21. დადგენილია, რომ მოსარჩელემ შპს ,,ბა------ 2---’’-ის დაკვეთით შეასრულა სამუშაოები. შემკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბა------, ფ--------- მ----- ქუჩა №92/94 განახორციელა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. დასახელებული სამუშაოების შესრულებისათვის მას ერგება-10725 ლარი;

 

4.22. დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით იმ შემთხვევისათვის, თუ მენარდე შესრულების ვადას გადააცილებს, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ისოდენობით;

 

4.23. დადგეენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შეუსრულებელ ღირებულებას წარმოადგენს 10725 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი კი არის 3 წელი;

 

4.24. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პორგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა ხუთგზის, რაც ვალდებულების ოდენობის, მისი დარღვევის პერიოდის გათვალისწინებით გონივრული და სამართლიანია და არ არსებობს არც ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4.25. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობაზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონითგათ ვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

 

4.26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ემუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათშ ეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდამ ოწესრიგდეს ცალკეკანონით;

 

4.27. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”;

 

4.28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,ნარდობის ხელშეკრულებითმ ენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”;

 

4.29. დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების სახით, შპს „ბა------ 2---“-ს მოსარჩელისათვის გადახდილი არ აქვს 10725 ლარი, რაც მის მიერ გადახდას ექვემდებარება;

 

4.30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”;

 

4.31. მითითებული კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდაგა დაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;

 

4.32. მხარეთა შეთანხმებით, პირგსამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

4.33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას;

 

4.34. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალიპ ირგასამტეხლო;

 

4.35. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად;

 

4.35. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე და 115-ე მუხლებზე მითითებით შეამცირა ხუთგზის, რაც პირგასამტეხლოს გონივვრულ და სამართლიან ოდენობად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, შპს „ბა------ 2---“-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბა------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;

 

სააპელაციოსასამართლოსსამოქალაქოსაქმეთაპალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ბა------ 2---''-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს ბა------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა