განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001680813 (3ბ/940-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი, მ-------–---------–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი--------------ი
წარმომადგენელი - რ--------------------
მესამე პირები - მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ხ--–ის ტერიტორიულ ერთეულში
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის №2--- ბრძანება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის ოქტომბერში, დევნილთა რეგისტრაცია გაიარა ი--------------მა (პ/ნ: 6----------), რომელიც დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტიურ მისამართად უფიქსირდება: ქ. ს-------, მ–--------- გ----. №165. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ი--------------ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი, ხოლო იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 26 ივლისის №0------------ სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული დავა ი--------------სა და სამინისტროს შორის, რის შემდეგაც სამინისტროს დაევალა საკითხის ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ.
2.2. 2016 წლის 19 აგვისტოს, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში გასაუბრება ჩაუტარდა ი--------------ს, რომელმაც აღნიშნა, რომ მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ქ. ს-------ს ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ს-------ს ფილიალში, ხოლო საშუალო განათლება მიიღო მ--------------–-- საშუალო სკოლაში. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ქ. ს-------, მ–--------- გ----. №165, სადაც 19.02.1991 წლიდან ცხოვრობდა. აღნიშნული სახლი ი----- გ--------ის საკუთრება იყო, რომელმაც იმავე წელს უანდერძა იგი ი--------------ს. განმცხადებლის განმარტებით, 1992 წლის სექტემბრიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილების შემდგომ, იგი ი----- გ--------თან ერთად ცხოვრობდა მ------–-, ს---------––- მშობლებთან - თ------ დ--------თან და ი-----–--- ჭ--------თან ერთად 2002 წლამდე. ი----- გ--------ი გარდაიცვალა 1993 წლის მარტში, ხოლო 2002 წლიდან დღემდე ი--------------ი მეუღლესთან და შვილებთან ცხოვრობს მ------–-, ს. ხ--––ი ძმის ა-–---------- დ--------ის საკუთრებაში არსებულ სახლში.
2.3. ხ--–ის ტერიტორიულ ერთეულში მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2016 წლის 25 აგვისტოს №-- წერილით, მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ მოქალაქე ი--------------ი (პ/ნ: 6----------) 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის სოფელ ხ--––ი. აღნიშნული წერილი გაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს.
2.4. ი--------------ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო კომისიის მიერ გამოკვლეული იქნა ი--------------ის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კომისიამ მიიჩნია, რომ ი--------------ი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონში. მისი განცხადებით კი მხოლოდ ერთი წელი (1991-1992 წწ) იცხოვრა ქ. ს------ში, თუმცა ს------ში ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 17 თებერვლის №7------ წერილით. მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის №4------- წერილით მიწოდებული ინფორმაციით კი ი--------------ი 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის ს---------––-. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია ი--------------ისთვის (პ/ნ: 6----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, 2016 წლის 22 სექტემბერს მინისტრს გაუგზავნა №0------------- მოხსენებითი ბარათი და წარუდგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული ზემოაღნიშნული დასკვნა ი--------------ისთვის (პ/ნ: 6----------) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე.
2.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის №2--- ბრძანებით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 სექტემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარი ეთქვა ი--------------ს პ/ნ: 6----------.
2.6. ხ--–ის ტერიტორიულ ერთეულში მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 4 მარტის №04 წერილით მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ მის მიერ გაგზავნილ 2016 წლის 25 აგვისტოს №-- წერილში გაპარულია მექანიკური შეცდომა, წერილში იკითხება: ი--------------ი პ/ნ: 6----------, 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის, ს---------––-, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და უნდა იყოს: მოქალაქე ი--------------ი პ/ნ: 6----------, 1991 წლის 12 მარტამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის ს---------––-. აღნიშნული წერილის თაობაზე მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის №2-- წერილით ეცნობა ი--------------ის წარმომადგენელს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ გამხდარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის №2--- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
2.9. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ასევე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის ოქტომბერში დევნილთა რეგისტრაცია გაიარა ი--------------მა (პ/ნ: 6----------), რომელსაც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სამინისტროს დაევალა საკითხის ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის №2--- ბრძანებით ი--------------ს (პ/ნ: 6----------) უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე. სამინისტრომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 სექტემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათით, რომლითაც მინისტრს წარედგინა აღნიშნული დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა ი--------------ისთვის (პ/ნ: 6----------) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე. კერძოდ, აღნიშნულ დასკვნაში კომისიამ ყურადღება გაამახვილა მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის №4------- წერილით მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ ი--------------ი, 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის ს---------––-, ხოლო განმცხადებლის ინფორმაციით მხოლოდ ერთი წელი (1991-1992 წწ) იცხოვრა ქ. ს------ში, რაც არ იქნა დადასტურებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 17 თებერვლის №7------ წერილით. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარმოდგენილ იქნა ხ--–ის ტერიტორიულ ერთეულში მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 4 მარტის №04 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს №-- წერილში გაპარულია მექანიკური შეცდომა, წერილში იკითხება: ი--------------ი პ/ნ: 6----------, 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის ს---------––-, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და უნდა იყოს: მოქალაქე - ი--------------ი პ/ნ: 6----------, 1991 წლის 12 მარტამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის ს---------––-. ამდენად, ცნობაში, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა სადავო აქტი შესწორება იქნა შეტანილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტით ცალსახად დგინდება ი--------------ის მ-----ის რაიონში 1991 წლის 12 მარტამდე ცხოვრების ფაქტი, რაც შესაბამისობაში მოდის მოსარჩელის მიერ გასაუბრების ეტაპზე მიცემულ განმარტებასთან 1991-1992 წლებში ქ. ს------ში ცხოვრების ფაქტთან.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის №2--- ბრძანება უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
2.11. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე - „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. მითითებული ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნილის სტატუსის ჩამორთმევის და აღდგენის საკითხის მომზადებისას აგრეთვე გამოიყენება ამ წესის მე-2 მუხლის მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 1992 წლამდე ი--------------ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. ს------- და არა მ-----ის რაიონი სოფელი ხ--–ი, ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება სრულად და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის გამო. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის N2--- ბრძანება, რომელიც ეხება მოსარჩელე ი--------------ისათვის დევნილის სტატუსის აღგენაზე უარს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილების ძირითადი არგუმენტია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტრომ დაარღვია ხსენებული ნორმის მოთხოვნა და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა-შეფასების გზით უნდა დაედგინა და გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც თითქოსდა სამინისტროს მიერ არ განხორციელებულა.
3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, შესაბამისად, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა მთელი რიგი ნორმები, რამაც ერთობლიობაში გამოიწვია უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა. სამინისტროს არ დაურღვევია სასამართლოს მიერ მითითებული არცერთი ნორმა, ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ყველა ნორმის დაცვით. ი--------------ის მიმართ, კანონის მოთხოვნისამებრ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია ყველა გარემოება, რომელიც აუცილებელი იყო საკითხის გადასაწყვეტად და შესაბამისად, მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
3.3. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი თვალსაზრისით, ის არგუმენტები, რომლებიც სასამართლოს მოჰყავს გადაწყვეტილების საფუძვლად, მოკლებულია სანდოობასა და დამაჯერებლობას. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლომ ბათილად ცნოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, შეფასებისა და მოქმედების თავისუფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, რაც მან ჯეროვნად ვერ გამოიყენა და რის შესახებ გადაწყვეტილებასაც ვერ მიიღებს სასამართლო, სანამ ადმინისტრაციული ორგანო ჯეროვნად არ გამოიკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ სადავო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი წესის სრული დაცვით. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებებისა დამტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, რაც წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სამინისტროს მიერ არ ყოფილა უგულებელყოფილი არცერთი გარემოება თუ მტკიცებულება, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს თავის გადაწყვეტილებაში.
3.4. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული და შესწავლილი გარემოებების გათვალისწინებით დგინდება, რომ ი--------------ი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს მ-----ის რაიონში. მისივე განცხადებით, მან მხოლოდ ერთი წელი (1991-92წწ) იცხოვრა ქ. ს------ში, თუმცა, მისი ს------ში ცხოვრების ფაქტს არ ადასტურებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა (17.02.2014წ. N7------ წერილი), ხოლო მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის N4------- წერილით მოწოდებული ინფორმაციით ი--------------ი 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის სოფელ ხ--––ი. აპელანტის მითითებით, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის მთავარი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ მიიღო სამინისტროს მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება. საქმე ეხება მოსარჩელის წარმომადგენლისათვის გაგზავნილ მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მარტის N 04 წერილს, რომელშიც მითითებულია, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს N42 წერილში გაპარულია მექანიკური შეცდომა, წერილში იკითხება: ი--------------ი პ/ნ 6----------, 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის სოფელ ხ--––ი, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და უნდა იყოს: მოქალაქე ი--------------ი, პ/ნ 6----------, 1991 წლის 12 მარტამდე ცხოვრობის ფაქტი. აპელანტის განმარტებით, სასამართლო უპირობოდ იზიარებს აღნიშნულ მტკიცებულებას და საერთოდ არ აძლევს არანაირ შეფასებას არამარტო დაგვიანებით, არა სამინისტროსთვის, არამედ მოსარჩელის წარმომადგენლისათვის წარდგენილ წერილს, ან იმ ფაქტს, რომ სასამართლო სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლობას, რომლებიც ჩაბმული იყვნენ პროცესში მესამე პირების სტატუსით და ერთგვარ ვალდებულებას წარმოადგენდა მათი მხრიდან, რადიკალურად შეცვლილი პოზიციის მიზეზების ახსნა-განმარტების დაფიქსირება სასამართლოში მაინც. აპელანტის მითითებით, სასამართლო საერთოდ არ აფასებს იმ ფაქტს, რომ ტერიტორიული ორგანოს მიერ სამინისტროსათვის გაგზავნილ პასუხისა და მოსარჩელის წარმომადგენლისათვის გაგზავნილ საპირისპირო შინაარსის წერილის არსებობის გამო, უპირველეს ყოვლისა, მათ ჯერ სამინისტრო უნდა ჩაეყენებინათ საქმის კურსში, ან თუნდაც, უკვე მოგვიანებით, სასამართლოში აეხსნათ, თუ რა გარემოების გამო მოხდა ორი უწყების მიერ (როგორც რწმუნებულის, ასევე გამგებლის) მექანიკური შეცდომის დაშვება, როდის აღმოაჩინეს აღნიშნული შეცდომა და რა მოიმოქმედეს მის გამოსასწორებლად, მიმართეს თუ არა უშუალოდ ინფორმაციის გამომთხოვ ორგანოს - სამინისტროს აღნიშნული გარემოების გასარკვევად და კონკრეტულად, რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ამტკიცებენ მოსარჩელის 1991 წლის 12 მარტამდე მ------–- ცხოვრების ფაქტს. აპელანტის მოსაზრებით, არცერთი გარემოება სასამართლოს მიერ პროცესის დროს გამოკვლეული არ ყოფილა, შესაბამისად, ცალსახაა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისითაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სამინისტროს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე არასწორია, გადაწყვეტილება არ არის ფაქტობრივად და იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის ოქტომბერში, დევნილთა რეგისტრაცია გაიარა ი--------------მა (პ/ნ: 6----------), რომელიც დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტიურ მისამართად უფიქსირდება: ქ. ს-------, მ–--------- გ----. №165. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ი--------------ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი, ხოლო იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 26 ივლისის №0------------ სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული დავა ი--------------სა და სამინისტროს შორის, რის შემდეგაც სამინისტროს დაევალა საკითხის ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ.
4.2. 2016 წლის 19 აგვისტოს, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში გასაუბრება ჩაუტარდა ი--------------ს, რომელმაც აღნიშნა, რომ მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ქ. ს-------ს ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ს-------ს ფილიალში, ხოლო საშუალო განათლება მიიღო მ--------------–-- საშუალო სკოლაში. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ქ. ს-------, მ–--------- გ----. №165, სადაც 19.02.1991 წლიდან ცხოვრობდა. აღნიშნული სახლი ი----- გ--------ის საკუთრება იყო, რომელმაც იმავე წელს უანდერძა იგი ი--------------ს. განმცხადებლის განმარტებით, 1992 წლის სექტემბრიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილების შემდგომ, იგი ი----- გ--------თან ერთად ცხოვრობდა მ------–-, ს---------––- მშობლებთან - თ------ დ--------თან და ი-----–--- ჭ--------თან ერთად 2002 წლამდე. ი----- გ--------ი გარდაიცვალა 1993 წლის მარტში, ხოლო 2002 წლიდან დღემდე ი--------------ი მეუღლესთან და შვილებთან ცხოვრობს მ------–-, ს. ხ--––ი ძმის ა-–---------- დ--------ის საკუთრებაში არსებულ სახლში.
4.3. ხ--–ის ტერიტორიულ ერთეულში მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2016 წლის 25 აგვისტოს №-- წერილით, მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ მოქალაქე ი--------------ი (პ/ნ: 6----------) 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის სოფელ ხ--––ი. აღნიშნული წერილი გაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს.
4.4. ი--------------ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო კომისიის მიერ გამოკვლეული იქნა ი--------------ის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კომისიამ მიიჩნია, რომ ი--------------ი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონში. მისი განცხადებით კი მხოლოდ ერთი წელი (1991-1992 წწ) იცხოვრა ქ. ს------ში, თუმცა ს------ში ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 17 თებერვლის №7------ წერილით. მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის №4------- წერილით მიწოდებული ინფორმაციით კი ი--------------ი 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის ს---------––-. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია ი--------------ისთვის (პ/ნ: 6----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, 2016 წლის 22 სექტემბერს მინისტრს გაუგზავნა №0------------- მოხსენებითი ბარათი და წარუდგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული ზემოაღნიშნული დასკვნა ი--------------ისთვის (პ/ნ: 6----------) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე.
4.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის №2--- ბრძანებით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 სექტემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარი ეთქვა ი--------------ს პ/ნ: 6----------.
4.6. ხ--–ის ტერიტორიულ ერთეულში მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 4 მარტის №04 წერილით მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ მის მიერ გაგზავნილ 2016 წლის 25 აგვისტოს №-- წერილში გაპარულია მექანიკური შეცდომა, წერილში იკითხება: ი--------------ი პ/ნ: 6----------, 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის, ს---------––-, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და უნდა იყოს: მოქალაქე ი--------------ი პ/ნ: 6----------, 1991 წლის 12 მარტამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის ს---------––-. აღნიშნული წერილის თაობაზე მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის №2-- წერილით ეცნობა ი--------------ის წარმომადგენელს.
სამართლებრივი დასაბუთება
4.7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ უმეტესწილად სწორად მიუთითა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა არასწორი შეფასება მისცა მათ და ცალკეულ შემთხვევაში არასწორად განმარტა საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რასაც შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.
4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებდა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ დევნილის სტატუსის აღდგენის დავალდებულების საფუძველი.
4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამდენად, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
4.13. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის ოქტომბერში, დევნილთა რეგისტრაცია გაიარა ი--------------მა (პ/ნ: 6----------), რომელიც დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტიურ მისამართად უფიქსირდება: ქ. ს-------, მ–--------- გ----. №165. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ი--------------ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი, ხოლო იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 26 ივლისის №0------------ სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული დავა ი--------------სა და სამინისტროს შორის, რის შემდეგაც სამინისტროს დაევალა საკითხის ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ. 2016 წლის 19 აგვისტოს, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში გასაუბრება ჩაუტარდა ი--------------ს, რომელმაც აღნიშნა, რომ მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ქ. ს-------ს ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ს-------ს ფილიალში, ხოლო საშუალო განათლება მიიღო მ--------------–-- საშუალო სკოლაში. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ქ. ს-------, მ–--------- გ----. №165, სადაც 19.02.1991 წლიდან ცხოვრობდა. აღნიშნული სახლი ი----- გ--------ის საკუთრება იყო, რომელმაც იმავე წელს უანდერძა იგი ი--------------ს. განმცხადებლის განმარტებით, 1992 წლის სექტემბრიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილების შემდგომ, იგი ი----- გ--------თან ერთად ცხოვრობდა მ------–-, ს---------––- მშობლებთან - თ------ დ--------თან და ი-----–--- ჭ--------თან ერთად 2002 წლამდე. ი----- გ--------ი გარდაიცვალა 1993 წლის მარტში, ხოლო 2002 წლიდან დღემდე ი--------------ი მეუღლესთან და შვილებთან ცხოვრობს მ------–-, ს. ხ--––ი ძმის ა-–---------- დ--------ის საკუთრებაში არსებულ სახლში. ხ--–ის ტერიტორიულ ერთეულში მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2016 წლის 25 აგვისტოს №-- წერილით, მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ მოქალაქე ი--------------ი (პ/ნ: 6----------) 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის სოფელ ხ--––ი. აღნიშნული წერილი გაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს. ი--------------ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო კომისიის მიერ გამოკვლეული იქნა ი--------------ის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კომისიამ მიიჩნია, რომ ი--------------ი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონში. მისი განცხადებით კი მხოლოდ ერთი წელი (1991-1992 წწ) იცხოვრა ქ. ს------ში, თუმცა ს------ში ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 17 თებერვლის №7------ წერილით. მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის №4------- წერილით მიწოდებული ინფორმაციით კი ი--------------ი 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის ს---------––-. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია ი--------------ისთვის (პ/ნ: 6----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, 2016 წლის 22 სექტემბერს მინისტრს გაუგზავნა №0------------- მოხსენებითი ბარათი და წარუდგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული ზემოაღნიშნული დასკვნა ი--------------ისთვის (პ/ნ: 6----------) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის №2--- ბრძანებით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 სექტემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარი ეთქვა ი--------------ს პ/ნ: 6----------. ხ--–ის ტერიტორიულ ერთეულში მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 4 მარტის №04 წერილით მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ მის მიერ გაგზავნილ 2016 წლის 25 აგვისტოს №-- წერილში გაპარულია მექანიკური შეცდომა, წერილში იკითხება: ი--------------ი პ/ნ: 6----------, 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის, ს---------––-, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და უნდა იყოს: მოქალაქე ი--------------ი პ/ნ: 6----------, 1991 წლის 12 მარტამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის ს---------––-. აღნიშნული წერილის თაობაზე მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის №2-- წერილით ეცნობა ი--------------ის წარმომადგენელს.
4.14. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით ვერ დგინდება ი--------------ის საქართველოს უკუპირებულ ტერიტორიაზე - ქ. ს------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი ამ ტერიტორიის ოკუპაციამდე. ამის დამადასტურებელი არანაირი უტყუარი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ არის. უფრო მეტიც, საქმეში თავდაპირველად წარმოდგენილი ხ--–ის ტერიტორიულ ერთეულში მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2016 წლის 25 აგვისტოს №-- წერილით დგინდება, რომ მოქალაქე ი--------------ი (პ/ნ: 6----------) 1993 წლამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის სოფელ ხ--––ი. ამდენად, ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მითითებულ წერილში ცალსახად ადასტურებს, რომ ი--------------ი 1993 წლამდე ცხოვრობდა არა ქ. ს------ში ან საქართველოს ოკუპირებულ სხვა რომელიმე ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ მ-----ის რაიონის სოფელ ხ--––ი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი--------------ი არასოდეს არ წარმოადგენდა საქართველოს უკუპირებულ ტერიტორიაზე - ქ. ს------ში მუდმივად მცხოვრებ პირს. მართალია, მოგვიანებით ხ--–ის ტერიტორიულ ერთეულში მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის იმავე წარმომადგენელმა (იმავე პირმა) შეცვალა თავისი ჩვენება და ახალ წერილში მიუთითა, რომ ი--------------ი 1993 წლამდე კი არ ცხოვრობდა მ-----ის რაიონის, ს---------––-, არამედ იგი 1991 წლის 12 მარტამდე ცხოვრობდა მ-----ის რაიონის ს---------––-. თუმცა, რწმუნებულის მხრიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ შეცვალა მან თავისი თავდაპირველი ჩვენება და იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა მოუვიდა, რა იყო ამ შეცდომის მიზეზი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მისი არაერთხელ დაბარების მიუხედავად, ხ--–ის ტერიტორიულ ერთეულში მ-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნული ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის ცნობები გასცა, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებული და არ მიუცია განმარტება აღნიშნულ საკითხზე.
4.15. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ი--------------ის ქ. ს------ში სწავლის ფაქტს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, გაცემული №017047 დიპლომისა და სსიპ ს-------ს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს გაცემული წერილობითი ინფორმაციით დგინდება, რომ ი--------------ი ჩარიცხული იყო აფხაზეთში, ივ. ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ს-------ს ფილიალში, ცნობილი მოვლენების გამო სწავლა გააგრძელა ქ. თბილისში და იგი დაამთავრა 1996 წელს, სწავლობდა 5 წელი. იმავე წერილში მითითებულია, რომ აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო სტუდენტთა პირადი საქმეები ს-------ს სახელმწიფო უნივერსიტეტში არ მოიპოვება. ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ი--------------ი ჩარიცხული იყო აფხაზეთში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ს-------ს ფილიალში, სწავლობდა 5 წელი და შემდეგ სწავლა დაასრულა ს-------ს სახელმწიფო უნივერსიტეტში 1996 წელს, მაშინ გამოდის, რომ 1991-1992 წლებში ი--------------ი ნამდვილად სწავლობდა ქ. ს------ში. ამ გარემოებას სააპელაციო სასამართლო სადავოდ არ ხდის. თუმცა, საქმის მასალებით ვერ დგინდება, ამ პერიოდში, ქ. ს------ში სწავლის დროს, ი--------------ი სწავლობდა დასწრებულ თუ დაუსწრებელ განყოფილებაზე და შესაბამისად, მუდმივად ცხოვრობდა თუ არა ქ. ს------ში. მართალია, სსიპ ს-------ს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს გაცემული წერილობითი ინფორმაციით დგინდება, რომ ი--------------ი 1994 წლიდან გადაყვანილი იქნა (უკვე ქ. თბილისში) დღის ფასიანი განყოფილების მე-3-დან მე-4 კურსზე, მაგრამ ეს ცნობა ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ქ. ს------ში სწავლის დროსაც იგი სწავლობდა დასწრებულ და არა დაუსწრებელ შესაბამის ფაკულტეტზე. რომც დასტურდებოდეს, რომ ი--------------ი ქ. ს------ში სწავლის დროსაც ნამდვილად სწავლობდა დასწრებული სწავლის ფორმით, ეს არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ იგი შესაძლოა საერთოდ არ ცხოვრობდა ქ. ს------ში და პერიოდულად დადიოდა სოფელ ხ--–იდან ქ. ს------ში სასწავლებლად.
4.16. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რომც ჩავთვალოთ, რომ ი--------------ი 1991-1992 წლებში ქ. ს------ში სწავლის დროს ნამდვილად სწავლობდა დასწრებულ განყოფილებაზე და შესაბამისად, სწავლის მიზნით ამ პერიოდში მუდმივად იმყოფებოდა (ცხოვრობდა) ქ. ს------ში, ამ შემთხვევაშიც კი არ არსებობს ი--------------ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი დევნილად მიიჩნევს საქართველოს ისეთ მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დევნილობამდე მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და კანონში მითითებული გარემოებების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კანონის მითითებული დანაწესი ,,მუდმივ ცხოვრებაში’’ გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირი დიდი ხნის (როგორც წესი მრავალი წლის) განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი მიზანი და განზრახვა იყო მომავალშიც მუდმივად გაეგრძელებინა იქ ცხოვრება, მაგრამ ამაში ხელი შეეშალა იმის გამო, რომ ამ ტერიტორიის ოკუპაციის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ეს ტერიტორია. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ პირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა დროებით, მხოლოდ კონკრეტული მიზნების თუ ამოცანების შესასრულებლად (თუნდაც რამდენიმე წლის განმავლობაში), მაგრამ არ ჩანს, რომ მისი მიზანი იყო მომავალშიც იქ მუდმივად დარჩენა და ცხოვრება, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ამ ტერიტორიის ოკუპაციამდე მასში მუდმივად ცხოვრებად. მაგალითად, თუ პირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის ოკუპაციამდე იმყოფებოდა სასწავლებლად, სამუშაოდ ან თუნდაც მისი ნებისაგან დამოუკიდებლად (მაგალითად სასჯელს იხდიდა ამ ტერიტორიაზე), ასეთი დროებითი მიზნით ყოფნა, ზემოაღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ პირი მუდმივად ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ 1993 წლამდე ი--------------ი ცხოვრობდა მ-----ის რაიონის სოფელ ხ--––ი, მაგრამ რომც გავითვალისწინოთ სოფელ ხ--–ის რწმუნებულის მეორე წერილი, ამ წერილიდან გამოდის, რომ სოფელ ხ--––ი ი--------------ი ცხოვრობდა 1991 წლის 12 მარტამდე და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა ქ. ს------ში სასწავლებლად. აქედან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ოკუპაციამდე დაახლოებით წელიწადნახევარი ი--------------ი სასწავლებლად იმყოფებოდა ქ. ს------ში, არ შეიძლება ჩაითვალოს ამ ტერიტორიაზე მის მუდმივ მაცხოვრებლად მიჩნევისა და შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭების პირობად. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გრიგოლ ი-----ის ძე გ--------მა ქ. ს------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი უანდერძა ი--------------ს, ეს გარემოება ვერ ჩაითვლება თუნდაც იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ი--------------ს სურვილი ჰქონდა სწავლის დასრულების შემდეგაც ცხოვრება გაეგრძელებინა ქ. ს------ში, ვინაიდან როგორც გარდაცვალების მოწმობიდან ირკვევა, გრიგოლ ი-----ის ძე გ--------ი გარდაიცვალა 1993 წელს, შესაბამისად, 1991-1992 წლებში მოსარჩელესათვის ასეთი ანდერძის შესახებ ვერ იქნებოდა ცნობილი და რომც ყოფილიყო ცნობილი ანდერძის არსებობის თაობაზე, იგი არ წარმოადგენდა ამ ქონების მესაკუთრეს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ი--------------ის საქართველოს უკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირად და შესაბამისად, მის დევნილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მისი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ი--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე