განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/912-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ი----------ს,მსჯავრდებულ - ფ-----–------------ის,ადვოკატ - მ-------------–-–---–ის, ი-–------------ის,თარჯიმან - ი-----------------ს მონაწილეობით,ძველი თბილისის პროკურატურის პროკურორ ი----------ს და მსჯავრდებულ ფ-----–------------ის ადვოკატ ი-–------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ფ-----–--------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-–------------------–---–--------–------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
ფ-----–------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 04 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ თბილ--–--------------–-----------------ში არსებული თურქული ბარის მეორე სართულზე, ე.წ. „ს-–-------ს“ წინ, ღია ვერანდაზე, ფ-----–------------მა მისთვის უცნობ ირანის მოქალაქეს ჰ----------------------ს გამოართვა კუთვნილი, 650 (ექვსასორმოცდაათ) ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, მისი არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, აღარ დაუბრუნა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა ზემოთხსენებული ნივთი, რითაც მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ჰ----------------------ს მხრიდან ტელეფონის დაბრუნების განმეორებითი მოთხოვნისა და პოლიციის გამოძახების მცდელობის პასუხად, გამოიყენა ძალადობა, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის - სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ჰ----------------------ს, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად და ამ უკანასკნელის წაქცევის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენით:
ფ-----–------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ფაზილ იბრაგიმოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ-----–-----------ოვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:
ფ-----–------------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 აგვისტოს დაახლოებით 04:30 საათზე, ქ.თბილ--–--------------–-----------------ში არსებული თურქული ბარის მეორე სართულზე, ე.წ. „ს-–-------ს“ წინ ღია ვერანდაზე ფ-----–------------ი მოტყუებით დაეუფლა ირანის მოქალაქის ჰ----------------------ს კუთვნილ „S-------------------“-ის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 650 (ექვსას ორმოცდაათ) ლარად, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
მანვე, ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. თბილ--–--------------–-----------------ში არსებული თურქული ბარის მეორე სართულზე, ე.წ. „ს-–-------ს“ წინ, ღია ვერანდაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფ-----–------------მა ჰ------------------------ს სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და რამაც ჰ----------------------ს მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის მოუშლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი---------მა, ასევე მსჯავრდებულ ფ-----–------------ის ადვოკატმა ი-–------------ემ.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ფ-----–------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონშესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. განაჩენში მოყვანილი მტკიცებულებების ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ძარცვის, როგორც დანაშაულის აუცილებელ სამ მახასიათებელს - სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას, ქმედების აშკარა ხასიათს, მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობას. სასამართლოს მსჯელობა არასწორია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, რადგან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაზარალებულის მოთხოვნის მიუხედავად, მსჯავრდებულმა ტელეფონი არ დაუბრუნა დაზარალებულს. უფრო მეტიც, თავისი ნივთის დაბრუნების მოთხოვნის გამო ფ-----–------------მა იძალადა და სცემა დაზარალებული და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. შესაბამისად, პროკურორი მიიჩნევს, რომ უდავოა მსჯავრდებულის ქმედების აშკარა ხასიათი. სასამართლომ ერთიანი ქმედების რამდენიმე ეპიზოდად ფორმალურად დაყოფით, არასწორად გამოიყენა მატერიალური კანონი. სასამართლოს მიერ ფაქტობრივად ყურადღება გამახვილდა მხოლოდ ნივთის ნებაყოფლობით გადაცემაზე და არ შეფასდა მსჯავრდებულის შემდგომი ქმედება, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. პროკურორი ასევე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მოტყუება ემსახურებოდა არა საბოლოო მიზნის მიღწევას, არამედ დანაშაულის ჩადენის გაადვილებას, რაც უნდა გაიმიჯნოს.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორი ითხოვს პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანას და ფ-----–------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.
მსჯავრდებულ ფ-----–------------ის ადვოკატმა ი-–------------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენის გაუქმება და ფ-----–------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ მოტივით, რომ გამოძიებას და სასამართლოს არ მოუპოვებიათ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ფ-----–------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. აპელანტის განმარტებით, ფ-----–------------ს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა არ ქონია, ვინაიდან დაზარალებულისგან მობილური ტელეფონი ითხოვა და რამდენიმე წუთი ცდილობდა სასურველ აბონენტთან დაკავშირებას, რაც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება; ხოლო შემდეგ ტელეფონი დადო მაგიდაზე, რომელთანაც დაზარალებულის მეგობარი იჯდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაკავებისას ფ-----–------------ს მობილური ტელეფონი არ ქონდა. იმისათვის, რომ ბრალისთვის დამაჯერებლობა შეემატებინა ბრალდებამ გამოიგონა ფ-----–------------ის აზერბაიჯანელი მეგობრის პიროვნება, რაც მტკიცებულებებით არ დასტურდება. სინამდვილეში კი იგი იყო მარტო და არავინ ნაცნობი იქ არ უნახავს.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი---------მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ფ-----–------------მა და მისმა ადვოკატმა ი-–------------ემ მხარი დაუჭირეს მათ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ჰ----------------------მ განმარტა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს, 24:00 საათის შემდეგ, მეგობართან ჰ-------------------------------------ნ ერთად იმყოფებოდა „ლ----–--ს“ კლუბში, სადაც დალიეს ლუდი, შემდეგ ავიდნენ ვერანდაზე, ე.წ. „შაურმის“ მისართმევად და დასხდნენ მაგიდასთან, რა დროსაც მიუახლოვდა მისთვის უცნობი პირი, როგორც გამოძიებით დადგინდა - ფ-----–------------ი, რომელმაც აზერბაიჯანულ ენაზე სთხოვა დასარეკად ეთხოვებინა მობილური ტელეფონი, ვინაიდან მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი დაუჯდა. ფ-----–------------ს გადასცა კუთვნილი, თეთრი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. სწორედ ამ დროს ფ-----–------------თან მივიდა მეორე პიროვნება და დაჯდა მასთან. თვითონ წავიდა ბართან ფულის გადასახდელად, ხოლო მეგობარი დატოვა მაგიდასთან, თუმცა ვინაიდან ფ-----–------------ი საეჭვოდ იქცეოდა, შუშიდან აკვირდებოდა. შენიშნა, რომ ფ-----–------------ი ადგა და აპირებდა წასვლას, რის გამოც მიუახლოვდა და ტელეფონის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც ი-----------ა უპასუხა, რომ მობილური ტელეფონი გადასცა მის მეგობარს. მან კვლავ მიმართა, რომ ტელეფონი დაებრუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციაში დარეკავდა. აღნიშნულის გაგონებაზე ფ-----–------------ს შეეშინდა, დაიბნა და უთხრა, რომ არ დაუბრუნებდა ტელეფონს და ხუთი-ექვსჯერ მუშტი გაარტყა საფეთქლის მიდამოში, რის შედეგადაც ჩაულურჯდა თვალი, წაიქცა და განიცადა ძლიერი ტკივილი, ფ-----–------------ი კი გაიქცა. როდესაც წამოდგა, მეგობარს - ჰ-----------ის სთხოვა, რომ გაყოლოდა და ორივე ერთად დაედევნენ გაქცეულს, თუმცა მისი მეგობარი კიბეზე დაეცა და მარტომ გააგრძელა გზა, თან ყვიროდა - პოლიციაო. სასტუმრო „რ----------“ წინ შენიშნა პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ფ-----–------------ი დააკავეს. პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ დაკავებულმა პირმა მას წაართვა მობილური ტელეფონი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ჰ---------------------------------- გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენების თანახმად, 2017 წლის 16 ივლისს, დაახლოებით ღამის 04:00 საათზე, მეგობარ - ჰ------------------------ან ერთად იმყოფებოდა ქ.თბილისში, რ---------–-----------------თან მდებარე ე.წ. „თ--------–-------თან“. ჰ---------ნ ერთად გასული იყო გასართობად, იყვნენ ოდნავ ნასვამები. თავდაპირველად გასართობად მივიდნენ ბარ „ლ----–--ში“, შემდეგ მოშივდათ და ავიდნენ კომპლექსის მეორე სართულზე მდებარე „ს-–-------ში“, სადაც აიღეს შაურმა და დასხდნენ გარეთ, ერთ-ერთ მაგიდასთან. მისვლიდან 10 წუთში მათთან მივიდა დაახლოებით 40 წლამდე ასაკის მათთვის უცნობი პიროვნება, რომელიც დაელაპარაკა აზერბაიჯანულად. მას ესმის აზერბაიჯანული ენა, რადგან ირანელი აზერბაიჯანელია და გაიგო უცნობი პირის ნათქვამი, რომელმაც ისე, რომ სახელი არ უთქვამს, უტხრა, რომ ეთხოვებინა ტელეფონი, რადგან მისი ტელეფონი დამჯდარი იყო და უნდოდა დარეკვა. მიუხედავად იმისა, რომ თან ჰქონდა კუთვნილი მობილური ტელეფონი, თავი შეიკავა უცნობი პირისათვის თხოვებისაგან. თუმცა მისმა მეგობარმა ჰ--------, რომელსაც ხელში ეჭირა კუთვნილი, თეთრი ფერის მობილური ტელეფონი - „სამსუნგი ნოუთი 540“, ათხოვა დროებით დასარეკად. როდესაც ზემოთაღნიშნულმა პიროვნებამ ჰ------ს ტელეფონი გამოართვა, იქვე მობილურში აკრიფა ნომერი და იქვე მათი თვალთახედვის არეში მოძრაობდა, წინ და უკან დადიოდა. შემდეგ მიუტრიალდა და უთხრა, რომ ვერ უკავშირდებოდა ადრესატს. დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში მას ხელში ჰქონდა აღნიშნული ტელეფონი, ამბობდა, რომ დაუკავშირდებოდა, თან იქვე იდგა, მათ მაგიდასთან ახლოს. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვერ რეკავდა და ელოდებოდა, თუ როდის შეძლებდა დარეკვას. მოწმის განმარტებით, როდესაც წვენის მოსატანად წავიდა ბარისკენ და შემოტრიალდა, დაინახა იქვე მაგიდასთან მდგარი მისი მეგობარი ჰ------ი და უცნობი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთში ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. მოულოდნელად უცნობმა აზერბაიჯანელმა რამოდენიმეჯერ სახის არეში ხელი გაარტყა ჰ------ს, რა დროსაც ჰ------ი ძირს დაეცა, ხოლო ზემოაღნიშნული პიროვნება ჩავიდა კიბეებზე და გაიქცა „რ----------“ მიმართულებით. მისმა მეგობარმა ხმამაღლა დაიყვირა - „პოლიცია“. როდესაც ჰ------ი წამოდგა, ორივე ერთად დაედევნენ გაქცეულ პიროვნებას. სწორედ იმ დროს დაინახა, რომ მათ წინ გარბოდნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები. როდესაც „რ-----------ნ“ კიბეებზე ავიდნენ, პოლიციელებს უკვე შეჩერებული ჰყავდათ უცნობი პიროვნება. ჰ-------- ჟესტიკულაციით აუხსნა და მიუთითა პოლიციელებს, რომ კაცმა, რომელიც შეჩერებული ყავდათ, წაართვა მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ თარჯიმანიც მოვიდა, რომელმაც უთარგმნა პოლიციელებს ჰ------ის ნათქვამი. პოლიციელებმა დააკავეს ზემოთაღნიშნული პირი და წამოიყვანეს განყოფილებაში. იგი აღმოჩნდა ფ-----–------------ი. თავადაც ჰ---------ნ ერთად ნებაყოფლობით გაყვა პოლიციელებს განყოფილებაში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც აზერბაიჯანელმა მის მეგობარს სახეში დაარტყა, ჰ-------- მიიღო დაზიანება ცხვირზე და მარჯვენა თვალის არეში. აზერბაიჯანელს თან ახლად ერთი პიროვნება, რომელიც იქნებოდა დაახლოებით 25 წლამდე. მისთვის უცნობია, თუ ვინ იყო ეს პიროვნება, არც დაკვირვებია და მისი ამოცნობაც არ შეუძლია. მეგობრის გადმოცემით იცის, რომ მობილურ ტელეფონში გადახდილი ჰქონდა 500 აშშ დოლარი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----------------მა განმარტა, რომ მუშაობს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე მეწყვილესთან - ნ------------–-----ან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ქ.თბილ--–--------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. „თ--------–-------თან“ და თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა ვერანდაზე, რა დროსაც ყურადღება მიიქცია მათგან 10-15 მეტრში მდგომი პირების - ფ-----–------------ის და ჰ----------------------ს, რომელსაც ახლდა მეგობარი, უცხო ენაზე ხმამაღალმა, კამათის მსგავსმა საუბარმა. სიტუაციაში გარკვევის და განმუხტვის მიზნით მეწყვილესთან ერთად გაემართა აღნიშნული პირებისკენ, თუმცა მისვლამდე დაინახა, თუ როგორ გაარტყა ხელი ფ-----–------------მა დაზარალებულს სახის არეში. დაზარალებული წაიქცა და ინგლისურ ენაზე დაიძახა - „პოლის“, ხოლო ფ-----–-----------ოვი გაიქცა „რ----------“ მიმართულებით. მეწყვილესთან ერთად დაედევნა გაქცეულს, მათ უკან მიყვებოდა დაზარალებული და მისი მეგობარი. ფ-----–------------ს დაუძახეს, რომ შეჩერებულიყო, მაგრამ იგი არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას. დაახლოებით 100-150 მეტრის დევნის შემდეგ, მოახერხეს ფ-----–------------ის შეჩერება „რ----------“ მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა ბოლოს დაემორჩილა მათ მოთხოვნას და დააკავეს ბრალდებულის სახით. ამ დროს მიუახლოვდა დაზარალებულიც, რომელმაც ინგლისურად მიმართა - „My phone“, განმარტა, რომ ფ-----–------------მა წაართვა კუთვნილი მობილური ტელეფონი და გაარტყა, რის შედეგადაც დაზიანებული ქონდა ცხვირი, ხოლო თვალი - შეწითლებული და შესიებული. ბრალდებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, ამოღებული იქნა ფულადი თანხა და შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაზეც განაცხადა, რომ იყო მისი (ფ-----–------------ის) საკუთრება.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისაცა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნუგზარ გვიშიანმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ბ----------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ------–--–--------------–-------------ში მდებარე ღამის კლუბ „ი------------–ი“, დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. აღნიშნული კლუბის ზევით არის ე.წ ს-–-------ები, სადაც მუშაობდა ეროვნებით თურქი პიროვნება. 2017 წლის 16 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ვერანდაზე, რა დროსაც ს-–-------სთან შენიშნა როგორ კამათობდა ორი პირი, რომელთაგან ერთი იყო მაღალი, ხოლო მეორე დაბალი. დაინახა ასევე, თუ როგორ გაარტყა მაღალმა პირმა დაბალს, რომელმაც სახეზე ხელი აიფარა, ხოლო მაღალი კიბეებისკენ გაიქცა. მას დაედევნენ იქვე კიბეებზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ეცვათ სამსახურეობრივი ფორმები. ასევე დაედევნა წაქცეული პირიც.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას რ---–--------------მა განმარტა, რომ მუშაობს ქ------–--–--------------–-------------ში მდებარე ღამის კლუბ „ი------------–ი“ დაცვის უფროსის პოზიციაზე. მუშაობას იწყებს 22:00 საათიდან და ასრულებს 06:00 საათზე. კლუბის მაღლა არის ვერანდა, რომელზეც განლაგებულია ორი ს-–-------. 2017 წლის 16 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, დაახლოებით 03:00 ან 04:00 საათზე ავიდა ვერანდაზე, საიდანაც დაახლოებით 10-15 მეტრში დაინახა, როგორ კამათობდნენ ფ-----–------------ი და ერთი უცხოელი მისთვის გაუგებარ ენაზე. მან დაინახა, როგორ გაარტყა სახის არეში ფ-----–------------მა უცხოელს, რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა და ყვიროდა „ტელეფონიო“. ფ-----–------------ი გაიქცა „რ----------“ მხარეს, რომელსაც დაედევნენ პოლიციის თანამშრომლები და დაზარალებული. 2017 წლის 17 აგვისტოს დაუძახა მეშაურმემ, რომელმაც განუმარტა, რომ 24:00 საათზე დაალაგა ს-–------- და არაფერი უპოვია, ხოლო შემდეგ მივიდა ორი აზერბაიჯანელი და უთხრეს, რომ წინა დღეს მათ მეგობარს მოუვიდა ჩხუბი, რომელსაც ტელეფონის ქურდობას აბრალებდნენ. მათი წასვლის შემდეგ დისტრიბუტორმა მიუტანა თეთრი ფერის მობილური ტელეფონი, გამორთულ მდგომარეობაში და უთხრა, რომ აღნიშნული ტელეფონი იპოვა კიბეებთან, ძირს დაგდებული. მეშაურმის აზრით, დისტრიბუტორის მიერ ნაპოვნი ტელეფონი სწორედ იმ ორმა აზერბაიჯანელმა დააგდო მის ს-–-------სთან, რომლებიც მასთან იყვნენ მისულები. მოწმე რ---–--------------ის განმარტებით, მეშაურმემ მობილური ტელეფონი გადასცა მას პოლიციაში წარსადგენად. ტელეფონი მიიტანა პოლიციის განყოფილებაში, რომელიც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით და შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ზ------–-----მ აჩვენა, რომ მუშაობს რძის კომპანიაში დისტრიბუტორად და ე.წ. „თ--------–-------ს“ აწვდიან „აირანს“. 2017 წლის 16 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე მძღოლთან - გ--------------------–----თან ერთად ე.წ. „აირანი“ მიიტანა თურქულ ბარ შპს „ს--------––ი“. კიბეებით ავიდა ვერანდაზე, სადაც არის ქვაფენილი და ორ კედელს შორის კარი, მეპატრონეს ჩააბარა ე.წ. „აირანი“, თანხა გამოართვა და იმავე გზის გავლით დაბრუნდა უკან. პროდუქციის შესატანად წავიდა სხვა ობიექტზე, თუმცა გზად გაახსენდა, რომ ს-–-------ში დარჩა სალარო აპარატი, რის გამოც, 15 წუთში დაბრუნდა უკან. ზუსტად იგივე გზის გავლით ავიდა „საშუარმესთან“, სადაც დაინახა ორი პიროვნება. მეშაურმეს გამოართვა სალარო აპარატი და გამობრუნდა, რა დროსაც ქვაფენილზე შენიშნა თეთრი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. მეშაურმეს და მასთან მდგომ პირს ჰკითხა - მათ ხომ არ ეკუთვნოდათ აღნიშნული ტელეფონი, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ მობილური ტელეფონი მეშაურმეს დაუტოვა და წავიდა. მანქანასთან ჩასვლისას მძღოლს უთხრა, რომ მობილური ტელეფონი იპოვა, რომელიც მეშაურმეს დაუტოვა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ--------------------–---მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ფ-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით ორ წელზე მეტია მენეჯერად მუშაობს ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ს-–------- „ი---------––ი“, რომელიც მდებარობს ე.წ. „თ--------–--------ის“ მეორე სართულზე. 2016 წლის 15 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ემსახურებოდა კლიენტებს. მას ეხმარებოდა ინდოელი ბიჭი - ს------ი. მუშაობა დაასრულა 16 აგვისტოს, დაახლოებით 04:30 საათზე. ს------თან ერთად მოაწესრიგა საშაურმის წინ არსებული ტერიტორია და წავიდნენ სახლში. სანამ სახლში წავიდოდნენ, ჩხუბი ან მსგავსი რამ საშაურმიდან გარეთ არ შეუნიშნავს. დილით, 16 აგვისტოსვე, დაახლოებით 10:00 საათზე, ტელეფონის ნომრიდან - 5----------- დაუკავშირდა ფირმა „აინესის“ დისტრიბუტორი ქართველი ბიჭი, რომლის სახელი და გვარი არ იცის, რომელმაც უთხრა, რომ დაახლოებით სამ საათში მივიდოდა და ს-–-------ში დახვედროდა, რადგან „აირანი“ უნდა მიეტანა. როცა ს-–-------სთან მვიდა, სანამ გააღებდა, საშაურმის წინ არსებული პერიმეტრი დღის შუქზე კიდევ ერთხელ გულდასმით მოაწესრიგა, სიგარეტის ცარიელი კოლოფი და ცარიელი შუშის ბოთლი სანაგვეში ჩააგდო, რის შემდეგაც, გააღო ს-–------- ჯიხური და შიგნით შევიდა. ვარდების რევოლუციის მოედნიდან ჩამოსასვლელ კიბეებთან, რომელიც მისი საშაურმის გვერდით ჩამოდის, დახვდა ორი მისთვის უცნობი, დაახლოებით 35-40 წლის მამაკაცი, რომლებიც თავდაპირველად ქართულ ენაზე გამოელაპარაკნენ, მაგრამ ცუდი ქართულით უთხრა, რომ კარგად არ ესმოდა ქართული ენა, რადგან თურქი იყო. ამის შემდგომ ერთ-ერთმა აზერბაიჯანულ ენაზე უთხრა, ჩვენ აზერბაიჯანლები ვართო, წუხელის აქ ჩვენმა მეგობარმა აზერბაიჯანელმა ირანელთან იჩხუბა და შენ ხომ არ გაგიგია რამეო. მან განუმარტა, რომ ჩხუბის შესახებ არაფერი იცოდა და არაფერი დაუნახავს. შემდგომ თავი დაანებეს და წავიდნენ ნელი ნაბიჯებით ბარებთან ჩასასვლელი კიბეების მიმართულებით, თუმცა მათთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ს-–-------ში შესვლის შემდეგ შიგნით დაიწყო დალაგება და დაახლოებით 15-20 წუთში დისტრიბუტორი ბიჭიც მივიდა, რომელიც მასთან პირველად იყო. მას ახლდა მძღოლიც, რომელიც ადრეც უნახავს. დისტრიბუტორმა მიუტანა წვენები, რაც ს-–-------ში შეუტანა, გადაუხადა ფული და წავიდნენ. მათი წასვლიდან დაახლოებით ხუთ წუთში ისევ დაურეკა დისტრიბუტორმა იგივე ნომრით და უთხრა, ქვითარი დამრჩა და თუ მანდ ხარ, მოვბრუნდებიო. დაახლოებით ხუთ წუთში დისტრიბუტორი მივიდა, აიღო ქვითარი და გავიდა ს-–-------დან, რომელსაც თვითონაც გაყვა, რადგან დაკეტვას აპირებდა. გარეთ გამოსვლის შემდეგ დაინახა, რომ დისტრიბუტორ ბიჭს ხელში თეთრი ფერის მობილური ტელეფონი ეჭირა და კითხა - მისი ხომ არ იყო, რაზეც უპასუხა, რომ მობილური მისი არ იყო. ამის შემდეგ დისტრიბუტორი ბიჭი მიტრიალდა და აღნიშნული მობილური ტელეფონით წასვლა დააპირა. ამ დროს ს-–-------ს კეტავდა. იქვე კიბეებთან აღნიშნული ორი აზერბაიჯანელი მამაკაციდან ერთ-ერთი იდგა, მაგრამ არა ის, რომელმაც წინა ღამეს მომხდარი ჩხუბის თაობაზე ჰკითხა, არამედ მეორე აზერბაიჯანელი. ის აზერბაიჯანელი, რომელმაც მისი მეგობრის ჩხუბის ამბავი მოიკითხა, აღარ ჩანდა. აზერბაიჯანელმა, რომელიც მარტო იდგა, აზერბაიჯანულად უთხრა, რომ მობილური ტელეფონი, რომელიც დისტრიბუტორ ბიჭს ეჭირა ხელში, მისი არ იყო და ხსენებული მობილური ტელეფონი იყო ირანელი მამაკაცის, რომელთანაც მის აზერბაიჯანელ მეგობარს მოუვიდა ჩხუბი. მან დისტრიბუტორ ბიჭს გამოართვა მობილური ტელეფონი, რომელიც იყო „სამსუნგის“ ფირმის, აზერბაიჯანელ მამაკაცს გაუწოდა და უთხრა, რომ ასეთ შემთხვევაში აღნიშნული მობილური თავად მიეცა ირანელისთვის, მაგრამ მან ამაზე უარი უთხრა, მაშინვე უკან მიბრუნდა ე-–----------------ნ ჩამავალ კიბეებზე ჩავიდა და წავიდა. საუბრის დროს დისტრიბუტორ ბიჭს კითხა - სად იპოვა აღნიშნული მობილური, რაზეც უპასუხა, რომ მობილური იქვე, მისი საშაურმის წინ კიბეებთან იპოვა, ანუ დაახლოებით იმ ადგილას, სადაც აღნიშნული აზერბაიჯანელი იდგა. როგორც ახსოვს, მობილური ტელეფონი იყო გამორთული. იძულებული გახდა ტელეფონი დაეტოვებინა და შეენახა. ამის შემდეგ დისტრიბუტორი ბიჭი წავიდა, მობილური ტელეფონი საურმეში შეინახა და წავიდა სახლში. 2017 წლის 16 აგვისტოს მუშაობა დაიწყო დაახლოებით 22:00 საათზე. არ იცოდა რა გაეკეთებინა მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით. 2017 წლის 17 აგვისტოს, ტელეფონი გადასცა ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომელს, სახელად როლანდს, რომელსაც ზედმეტსახელად „ჯ------ს“ ეძახდნენ, და განუმარტა, რომ ტელეფონი იპოვა დისტრიბუტორმა, რომელიც ვიღაც ირანელი მამაკაცის უნდა ყოფილიყო, სთხოვა გაერკვია და დაებრუნებინა მისთვის. მოწმის განმარტებით, აზერბაიჯანელი, რომელმაც უთხრა, რომ მობილური დისტრიბუტორ ბიჭს არ ეკუთვნოდა და ირანელის იყო, იქნებოდა დაახლოებით 35-40 წლის, დაახლოებით 170, 175 სმ სიმაღლის, ოდნავ შემელოტებული მოკლედ შეჭრილი შავი ფერის თმით, მაღალი შუბლით, შავგრემანი, მოგრძო სახით, სწორი საშუალო ზომის ცხვირით, რომელსაც ეკეთა სათვალეები, ტანთ ეცვა შორტი, თუ არ ცდება მოლურჯო ფერის და ასეთივე ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, ფეხზე ეცვა ფლოსტები. ნახვის შემთხვევაში შეუძლია მისი ამოცნობა. მეორე აზერბაიჯანელი, რომელიც პირველად ს-–-------ში მისვლის დროს გამოელაპარაკა, იყო იგივე აღნაგობის, მხოლოდ ოდნავ მაღალი, შეჭაღარავებული მოკლედ შეჭრილი თმით, მომრგვალო სახით, შავგრემანი, საშუალო ზომის სწორი ცხვირით, მას თმები შუბლზე ცოტა ჩამოშვებული ჰქონდა, ტანთ თუ არ ცდება, ეცვა კრემისფერი მოკლესახელოებიანი პერანგი და ჯინსის შარვალი. ფეხზე რა ეცვა, არ ახსოვს, თუმცა შეუძლია ნახვის შემთხვევაში ამოცნობა. ორივეს ახლო მანძილიდან ესაუბრებოდა და კარგად დაიმახსოვრა მათი გარეგნობა, თანაც დღე იყო. ძალიან გააკვირვა იმ გარემოებამ, რომ მობილური ტელეფონი დისტრიბუტორმა ბიჭმა მის ს-–-------სთან იპოვა გარეთ დაგდებული, ვინაიდან საშაურმის წინ მდებარე ტერიტორია გამთენიისას, სანამ ს-–-------ს დაკეტავდა, დაალაგა და დილით, სანამ დისტრიბუტორი მივიდოდა, კიდევ მიალაგა. მობილური საშაურმის წინ რომ ყოფილიყო დაგდებული, ამას აუცილებლად შენიშნავდა. თანაც ის საკმაოდ მოზრდილი ზომის მობილურია. საეჭვოდ მიიჩნია აზერბაიჯანლების მოქმედება მათი გამოჩენიდანვე, ვინაიდან ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ბოლოს მარტო იდგა მის ს-–-------სთან, პირდაპირ უთხრა, რომ მობილური დისტრიბუტორ ბიჭს არ ეკუთვნოდა და ის სწორედ იმ ირანელის იყო, რომელთანაც მის მეგობარ აზერბაიჯანელ მამაკაცს ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც იგი წავიდა და მისი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, არ გამოართვა ხსენებული მობილური ტელეფონი. მოწმის ჩვენებით, აღნიშნული აზერბაიჯანელი ეროვნების პირები პირველად ნახა.
მოწმე ქ-----------------–--ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულების მიმღებ განყოფილებაში ექიმის პოზიციაზე. მორიგეობდა ოთხ დღეში ერთხელ, 10:00 საათიდან - 22:00 საათამდე. მის მოვალეობაში შედის დაწესებულებაში შესახლებული ბრალდებულის - მსჯავრდებულის მიღება, სამედიცინო შემოწმება, ვიზუალური დათვალიერება, დაზიანებების აღწერა, სათანადო დოკუმენტაციაში ასახვა, ბრალდებულის თანდასწრებით და მისი თანხმობით სამედიცინო ბარათის შევსება და ხელის მოწერა, საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარში გადამისამართება. 2017 წლის 18 აგვისტოს, ანალოგიური წესით გასინჯა ფ-----–------------ი, რომელსაც აღენიშნებოდა ძველი დაზიანებები და ნაწიბურები. ასევე, ჰქონდა შედარებით ახალი დიფერენცირება. მოგვიანებით ექსპერტიზის ბიუროდან მოსთხოვეს სამედიცინო დოკუმენტაციის გადაგზავნა, თუმცა ბრალდებულმა უარი განაცხადა დოკუმენტაციის გადაგზავნაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მოწმემ ლ--------------მ აჩვენა, რომ მუშაობს პოლიციის სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორის სამედიცინო მომსახურების სამსახურის ექიმ-თერაპევტის პოზიციაზე. მის უფლება-მოვალეობაში შედის დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებული პაციენტის დათვალიერება, აღმოჩენილი დაზიანებების, როგორც ახალის, ისე ძველის აღნიშვნა. ვალდებულია ბრალდებულს დაუსვას კითხვა, როდის მიიღო დაზიანება - დაკავებამდე, დაკავებისას თუ მას შემდე; ასევე, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ხომ არ ჰქონია ადგილი რაიმე ზეწოლას, რომელსაც აფიქსირებს შესაბამის ბარათში. თუ ბრალდებული უცხოელია, აღნიშნულის გარკვევა ხდება თარჯიმნის მეშვეობით. 2017 წლის 16 აგვისტოს, გვიან ღამით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მიიყვანეს ბრალდებული ფ-----–------------ი, რომელსაც ჰქონდა ძველი დაზიანება მუცლის თეთრი ხაზის გაყოლებაზე. კითხა, თუ რისი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, რაზეც უპასუხა, რომ ნაწლავების გადახლართვაზე ჰქონდა გაკეთებული ოპერაცია, ხოლო ზურგზე, წელის არეში მარცხენა წინა ძვლის უკანა მხარეს ჰქონდა თიაქარის ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები. რაც შეეხება ახალ დაზიანებას, იყო სრულიად უმნიშვნელო, მარჯვენა იდაყვზე შეწითლებულიც კი არ იყო. ფ-----–------------ს კითხა, თუ რით მიიღო დაზიანება, რაზეც უპასუხა, რომ არ მიექცია ყურადღება, რადგან ნასვამი იყო და დაეცა. ძველი და ახალი დაზიანებების შესახებ დააფიქსირა ოქმში, რომელსაც გაეცნო ბრალდებული და მოაწერა ხელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში მორიგე ექიმის-თერაპევტად. დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაყვანის მომენტში შეამოწმა ფ-----–------------ი, რომელსაც არ ჰქონდა დაზიანებები და დაუდასტურა ხელის მოწერით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებთ მოწმის სახით დაიკითხა და მიუთითა ფ-----–------------ის ძველ დაზიანებებთან დაკავშირებით, კერძოდ: ჰქონდა ნაწიბურები, ერთი შედარებით ნაკლებ ხანდაზმული იყო, „გაფუფხული“, რაც ნიშნავს, რომ ნაწიბურების პროცესი მიდის, დაზიანება შეიძლება ყოფილიყო ხუთი დღის ან მეტის. ბრალდებულის განმარტებით, აღნიშნული დაზიანება მიიღო დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე. ბრალდებულს არ უთქვამს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს. მსგავს შემთხვევას რომ ჰქონოდა ადგილი, იმ დღესვე აცნობებდნენ ზემდგომ ორგანოებს და შეავსებდნენ ცალკე დოკუმენტაციას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისასა მოწმე ე-------------–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს , 22:00 საათიდან, 05:00 საათამდე მუშაობდა რუსთაველის მიწისქვეშა კომპლექს N---ში მდებარე კლუბ „ეტ-----–ი“, დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. პირველი სართულის ვერანდაზე არის ე.წ „ს-–-------“, რომელიც არის განათებული. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დადიოდა პერიმეტრზე და აქცევდა ყურადღებას, თუმცა კამათი და ჩხუბი არ ყოფილა. ჩხუბი რომ ყოფილიყო, ხმას აუცილებლად გაიგონებდა. მისთვის მეორე დღეს გახდა ცნობილი, რომ ვიღაც უცხოელმა მოქალაქეებმა იჩხუბეს და ერთ-ერთი იყო დაკავებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის, ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებელ ვ----–----–---ის ჩვენებით დგინდება, რომ თარჯიმნის მონაწილეობით დაკითხა დაზარალებული, რომელიც გაეცნო ოქმს. დაკითხვის შემდეგ ჩვენების შემოწმების მიზნით, კრიმინალისტების მონაწილეობით, დაზარალებული გაყვანილი იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტზე, რომლის ფარგლებში მიუთითა ე.წ „თ--------–--------ის“ ღია ვერანდაზე მდებარე საშაურმის წინ არსებულ სივრცეზე, როგორც დანაშაულის ჩადენის ადგილზე. მის მიერ დაკითხულ იქნა ე.წ. „თ--------–--------ის“ დაცვის თანამშრომელი, დაზარალებულის მეგობარი, რომელიც იყო ფაქტის თვითმხილველი და ბარის დაცვის თანამშრომლები. 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მიმართა უკვე გამოკითხულმა დაცვის თანამშრომელმა რ---–--------------მა, რომელმაც განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილთან მომუშავე მეშაურმემ გადასცა მობილური ტელეფონი, რომელიც სავარაუდოდ დაზარალებულის უნდა ყოფილიყო. გამოიკითხა რ---–---------------ი, რომელმაც ნებაყოფლობით წარადგინა მობილური ტელეფონი. მის მიერ დაზარალებულის და თარჯიმნის მონაწილეობით მოხდა მობილური ტელეფონის გახსნა და დათვალიერება, რა დროსაც დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონი ეკუთვნოდა მას. ტელეფონის დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა ახალგაცნობილი მეგობრის ნომერი, რომელიც დაიკითხა მოწმის სახით. ასევე, კომპანიიდან დაზარალებულმა წარადგინა ამონაწერი, სადაც ფიქსირდებოდა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის იმეი კოდი. მან მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია შემავალი და გამავალი ზარების შესახებ. დანიშნული იქნა სამედიცინო და სასაქონლო ექსპერტიზა, ხოლო ბრალდებულმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე. გამოკითხული იქნა ორი მორიგე ექიმი და N8 დაწესებულების ექიმი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის, შპს „მაგთიკომშის“ იურისტის და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მ-----–------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 სექტემბერს მის სამსახურს მიმართა გამომძიებელმა, რომელსაც ერთვოდა 2017 წლის 19 სექტემბრის მოსამართლის განჩინება, რომლითაც ითხოვდნენ ინფორმაციას ორი იმეი კოდისა და მასში ჩართული ნომრების, ასევე მფლობელის დემოგრაფიული მონაცემების შესახებ. განჩინებაში მითითებული იყო იმეი კოდი 3------------- და მასში ჩართული სიმ ბარათის ნომერი 5-----------. 2017 წლის 3 აგვისტოდან დაზარალებულს - აბონენტს ჩართული ჰქონდა მარტივი ოცდახუთი. ამ დროს მოხდა თანხების ჩამოჭრა ანგარიშიდან. დაზარალებული ჰ---------------------- დეტალური ნუსხის ამოღების მოთხოვნით მისული იყო 2017 წლის 16 აგვისტოს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ოფისში და მოითხოვა 15-16 აგვისტოს დეტალური ნუსხა აღნიშნულ ნომერთან დაკავშირებით. მსგავსი ტიპის ამონაწერს გასცემენ მხოლოდ აბონენტის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც დაინტერესებულია როგორ მიმდინარეობს მისი თანხის ხარჯვა. აღნიშნულ ამონაწერში საუბარია კონკრეტული თანხების ჩამოჭრაზე და არა აბონენტთა შორის კავშირზე.
2017 წლის 29 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ჰ----------------------ს 1---------წ. პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა მძიმე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე/ლოკალიზაცია იხ. აღწერილობით ნაწილში/. დაზიანებები განვითარებულები არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2017 წლის 16 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებისას მოწმე ჰ----------------------სთან, თარჯიმან ნათელა ფანიაშვილთან, გამომძიებელ ვ----–----–---ესთან და საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპერტამენტის ექსპერტებთან: გ-----------------------------–-----------–--ან ერთად, „ტ-------ას“ მარკის შავი ფერის „Q--------” სამსახურეობრივი ავტომანქანით ქ------–--–--------------–---–---------ში მდებარე შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან გაემართნენ რ---------–---–-ს ქუჩაზე მარჯვენა მხარის მიმართულებით, გაიარეს გზაჯვარედინი, გვირაბის ტერიტორია და მივიდნენ შ------------–ის გამზირი N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მიწისქვეშა კომპლექსში ასასვლელთან, ე-–-----ის ქუჩის კუთხეში, სადაც მოწმე ჰ----------------------მ მიუთითა ბეტონის კიბეებზე და განმარტა, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს ღამის საათებში აღნიშნული კიბით მივიდა თ--------–--------ის ტერიტორიაზე. ზემოთაღნიშნული კიბე განთავსებულია ნაგებობის მარჯვენა კუთხეში. არის ბეტონის კონსტრუქციის, მის მარჯვენა მხარეს ქუჩაში მდგარ რკინის ბოძზე დამონტაჟებულია ვიდეო კამერები, რომლებიც მიმართულია ე-–----------------ნ და არ უყურებს კიბის ტერიტორიას. კიბეზე ასვლისას მის მიერ მითითებულ იქნა ასასვლელიდან არსებულ ღია ტერიტორიაზე მარჯვენა კუთხეში არსებულ ს-–-------ზე და განმარტა, რომ ზემოთაღნიშნულ ს-–-------ში შეიძინა შაურმა, რომელიც მიირთვა იქვე. მას წინ აღნიშნულ დროს დალაგებულ ერთ-ერთ მაგიდასთან მითითებული ს-–------- მდებარეობს მიწის ქვეშა კომპლექსის მეორე სართულის გარეთა ტერიტორიაზე. მესამე სართულზე ასასვლელი კიბის კუთხეშია მარჯვენა მხარეს მასზე არის ბანერი წარწერით „ს--------–-------------–-----მა.“ ასევე, არის უცხოური წარწერები და სურათები. მის წინ არის მიწისქვეშა გადასასვლელის ღია ტერიტორია. ჰ----------------------ს მითითებით, ზემოთაღნიშნული საშაურმის წინ მისგან დაახლოებით 2-3 მეტრში ტერიტორიის სავალ ნაწილზე მდგარ მაგიდასთან, როდესაც იგი მეგობართან ერთად მიირთმევდა შაურმას, მას ტელეფონი გამოართვა მის ჩვენებაში მითითებულმა თავდამსხმელმა მამაკაცმა, რომელმაც შემდგომში იქვე მეორე სართულის ღია ტერიტორიაზე დაარტყა რამოდენიმეჯერ სახის არეში აღნიშნულ ტერიტორიაზე მას შუა ნაწილში ე.წ. „თ--------–--------ის“ ჩასასვლელთან, კედლის ზემოთა მხარეს დამონტაჟებულია ვიდეოკამერა, რომელიც მიმართულია მარცხენა მხარეს არსებული ჯებირებისკენ და არ აკონტროლებს უშუალოდ ტერიტორიას. ღია დერეფნის ასასვლელიდან მარცხენა მხარეს ბოლო ნაწილში არსებულ კიბეზე მიუთითა ჰ----------------------მ და განმარტა, რომ აღნიშნული კიბის გავლით გაირბინა ზემოთაღნიშნულმა თავდამსხმელმა პირმა, რომელსაც გაედევნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული კიბე არის ბეტონის კონსტრუქციის, რომლის გავლითაც ადიხარ რესპუბლიკის მოედანთან მდებარე სკვერში სასტუმრო „რ----------თან“. მან მიუთითა სკვერის ტერიტორიაზე ზემოთაღნიშნული სასტუმროს ღია ავტოსადგომზე და ავტოსადგომის მეორე ბოლოში სამანქანო გზის ტერიტორიაზე და განმარტა, რომ ზემოაღნიშნულმა თავდამსხმელმა პირმა აღნიშნული ტერიტორიის გავლით გაირბინა სამანქანო გზაზე, სადაც იგი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მითითებული ტერიტორიის მარჯვენა მხარეს რესპუბლიკის მოედანია, ხოლო მის მარცხენა მხარეს განთავსებულია მრავალსართულიანი ნაგებობა, კერძოდ: სასტუმრო „რედისონი“, რომლის გარეთა მხარეზე კედლებზე დამონტაჟებულია ვიდეო კამერები, რომლითაც კონტროლდება სასტუმროს გარე პერიმეტრი. შუა ნაწილში განთავსებულ ღია ავტოსადგომს აქვს გასასვლელებში ე.წ. „შ-–--------ბი“, სადაც კუთხეში დგას ჯიხური, რომლებზეც ასევე განთავსებულია ვიდეოკამერები. აღნიშნული სადგომის მეორე მხარეს ინაშვილის ქუჩის გზის სავალ ნაწილზე ჰ----------------------ს მითითებით შეჩერებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ თავდამსხმელი პირი, კერძოდ: ინაშვილის ქუჩის გზის სავალ ნაწილზე სასტუმრო „რ----------“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
2017 წლის 17 აგვისტოს ამოღების ოქმით დგინდება, რომ მოწმის სახით დაკითხვის შემდგომ რ---–--------------ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი იქნა „სამსუნგის“ ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი, შავი ფერის სენსორული ეკრანით, გამორთულ მდგომარეობაში, რომელიც ვიზუალურად არის დაზიანებული. წინა მხარეს ეკრანზე დაკრული აქვს მინის დამცავი, რომელსაც ქვედა შუა ნაწილში მდებარე ოვალური ღილაკის გვერდით, მარცხენა მხარეს გააჩნია ჰორიზონტალური ფორმის მცირე ზომის ნაკაწრი. წინა და უკანა მხარეს ინგლისურ ენაზე მითითებულია ფირმის სახელწოდება „სამსუნგი“. ასევე, უკანა მხარეს აქვს წარწერა „D--s“. მობილურს უკანა მხარეს აქვს ვიდეო და ფოტო გადაღების ობიექტივი და სანათი. მობილური ტელეფონი ჩართული იქნა ჩამრთველი ღილაკით, რა დროსაც, განათებულ ღილაკზე გამოისახა წარწერა „Galaxy notes android“, რის შემდეგ მოითხოვა შესაბამისი კოდის შეყვანა. აღნიშნულის შემდგომ მობილური ტელეფონი გამორთული იქნა და მოთავსდა პოლიეთილენის პარკში, რომელიც დაილუქა ძველი თბილისის სამმართველოს ლუქით „სამორიგეო“, რაზედაც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.
2017 წლის 29 აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა მოწმე რ---–--------------ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი თეთრი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. მობილური ტელეფონი არის გამორთულ მდგომარეობაში, რის შემდეგაც, ის ჩართული იქნა და განათებულ ეკრანზე გამოისახა მობილური ტელეფონის ფირმისა და მოდელის მაჩვენებელი წარწერა „Galaxi notes 5, android”. მობილური ტელეფონის მუხტის მაჩვენებელი მიუთითებს 11%. მობილურის მართვის შემდგომ ეკრანზე გამოისახა სპარსულ ენაზე შედგენილი წარწერები და შემდგომი ბრძანებების გასაგრძელებლად მოითხოვა შესაბამისი კოდი. ამის შემდგომ ჰ------ ზაბიჰი დიბაქმა განმარტა, რომ საჭირო კოდი მის მიერ არის შედგენილი ასოებისა და ციფრების კომბინაციით და ესენია „h-------2”. აღნიშნული კოდის შეყვანის შემდგომ მობილური ტელეფონის ეკრანს „ბლოკი“ მოეხსნა, რის შემდეგაც მობილური ტელეფონის ქვედა შუა ნაწილში მდებარე ოვალურ ღილაკზე თავისივე მარჯვენა ხელის ცერა თითის დადებით (ანაბეჭდით) მობილური ტელეფონი სრულყოფილ ფუნქციონალურ მდგომარეობაში მოვიდა. მობილური ტელეფონი მუშაობს ჩვეულებრივ, გამართულად და ასრულებს ყველა ბრძანებას. მობილური ტელეფონის სენსორულ ეკრანზე დაკრულ მინის დამცავ საფარს, ქვედა შუა ნაწილში მდებარე ოვალურ ღილაკთან, მარცხენა მხარეს გააჩნია ჰორიზონტალური ფორმის მცირე ზომის ნაკაწრი. ჰაფიზ ზაბიჰი დიბაქმა განმარტა, რომ მან კითხვის დროს სწორედ ხსენებული ნაკაწრის თაობაზე აღნიშნა და მას კარგად ახსოვდა ხსენებული მცირე და უმნიშვნელო დაზიანება, რომელიც მის მობილურ ტელეფონს გააჩნია. სხვა რაიმე სახის დაზიანების ნიშნები ხსენებულ მობილურ ტელეფონს არ აღენიშნება. ჰ----------------------ს განმარტებით, აღნიშნულ მობილურში მას მოთავსებული ჰქონდა „მაგთიკომის“ სიმბარათი ნიმრით - 5----------- და ირანული კომპანიის „ჰამრაჰე ავანის“ სიმბარათი, ნომრით - 0---------------, ხოლო მობილურის იმეი კოდია - 3-------------4. აღნიშნულ მობილური ტელეფონი ორ კარტიანია და მას შესაბამისად ორი იმეი კოდი გააჩნია, მაგრამ მეორე იმეი კოდი მან ზეპირად არ იცის. ამის შემდგომ აღნიშნულ მობილურ ტელეფონით იმეი კოდების დასადგენად აკრებილი იქნა *#106# და მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოტანილი იქნა იმეი კოდები - 3-------------4 და 3--------------. ასევე, S---------------. აკრეფილი სატელეფონო ზარების ნუსხაში მობილური ტელეფონით 2017 წლის 16 აგვისტოს განხორციელებულია რამოდენიმე სატელეფონო ზარი მხოლოდ ერთ მობილურ ტელეფონის ნომერზე - 5-----------. კერძოდ, მ/წლის 16 აგვისტოს N1 სიმბარათით, 5----------- მობილური – ტელეფონის ნომრიდან სხვა სატელეფონო ზარი, აღნიშნული მობილური ტელეფონის ნომრის (5----------) გარდა განხორციელებული არ არის. 5----------- მობილური ტელეფონის ნომერზე მიყოლებით და უწყვეტად სულ 34-ჯერ არის დანარეკი. დათვალიერებაში მონაწილე თარჯიმნის - რ-----------–---–ის გამარტებით, სიმბარათის ნომერზე - 5---------- აღნიშნული სატელეფონო ზარების დრო, რომლებიც აღნიშნულია სპარსულ ენაზე - განხორციელებულია 2-----–-–--------------------------------------------- საათამდე. ჰ------ ზ----- დიბაქის გამარტებით, აღნიშნული მობილური ტელეფონის ნომერი სწორედ იმ პირმა აკრიფა თავისი მობილურით, რომელსაც მან მობილური ათხოვა, შემდგომ უკან არ დაუბრუნა და წაართვა, რის გამოც, ის დაკავებული იქნა პოლიციელების მიერ. მობილური ტელეფონის სურათების ფაილში მოთავსებულია სხვადასხვა ფოტოსურათები. აქედან რამოდენიმე ფოტოსურათზე გამოსახულ მამაკაცზე ჰ------ ზ----- დიბაქმა აღნიშნა, რომ ისინი მისი და მისი მეგობრების ფოტოსურათებია, რომლებიც გადაღებულია ხსენებული მობილური ტელეფონით სხვადასხვა დროს. მობილურ ტელეფონში მოთავსებულია ორი სიმბარათი, აქედან ერთი მაგთიკომის, ხოლო მეორე ირანული. დათვალიერების დასრულებამდე გაკეთებული იქნა აღნიშნული მობილური ტელეფონის იმეი კოდებისა და ხსენებული სატელეფონო ზარების, ე.წ „სქრინშოტები“, რომლებიც ამობეჭდილი იქნა ორ ცალ თაბახის ფურცლად და დაერთო წინამდებარე ოქმს.
2017 წლის 15 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტის დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „S-------------------“ M-------------------- 1:3-------------4 IMEI 2: 3--------------; ახლის საბაზრო ღირებულება დღეის მდგომაროებით შეადგენს - 1200,0 (ერთი ათას ორასი) ლარს „S----------------------------------------------- 1: 3-------------4 IMEI 2:3-------------- საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 650,0 (ექვსასორმაცდაათი) ლარს.
2017 წლის 22 სექტემბრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, შპს მაგთიკომიდან გამოთხოვილი იქნა ჰ----------------------ს კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის იმეი კოდებით 3-------------4 და 3-------------- სიმბარათით გააქტიურების შესახებ. 2017 წლის 16 აგვისტოდან, 2017 წლის 18 აგვისტომდე სიმბარათების ნომრებისა მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების მითითებით წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1--------- –1--------- მონაკვეთში 3-------------4 იმეი კოდით გააქტიურდა სიმბარათი ნომერი 5--------, ხოლო იმეი კოდში 3-------------- სიმბარათის ნომერი არ დაფიქსირებულა 1--------- – 17.08.2017 წარმოდგენილი ინფორმაციით ასევე დგინდება, რომ სიმბარათი 5-------- რეგისტრირებულია ჰ----------------------ს სახელზე, პასპორტის ნომერი A--------, მისამართი ბათუმი. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა საპასუხო მიმართვის შპს „მაგთიკომის“ ტიტულიანი წერილით, რომელსაც ხელს აწერს შპს „მაგთიკომის“ იურისტი სამართალდამცავებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მ-----–------------.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ფ-----–------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას და ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, რადგან ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. შესაბამისად, თითოეული მტკიცებულება, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ თუ ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რაც განაპირობებს დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოტანას.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მსჯავრდებულ ფ-----–------------ის მიერ ჩადენილია ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად, პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს, რომლითაც მოთხოვნილია ფ-----–------------ის უდანაშაულოდ ცნობა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნაწილში, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული. სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი აღნიშნული დასკვნების დასაბუთებისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე და იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
პალატა პირველ რიგში განმარტავს, თუ რა გარემოებების გამო მივიდა დასკვნემდე, რომ არსებობს ფ-----–------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გაზიარების საფუძველი.
პალატა ვერ დაეთანხმება დამცველის პოზიციას მსჯავრდებულ ფ-----–------------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული მსჯელობა წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ საკმარისი და კანონიერი მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ:
პალატა აფასებს რა დაზარალებულ ჰ----------------------ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, განმარტავს, რომ მან საკმაოდ დამაჯერებლად და ურთიერთთანხვედრილად აღწერა ფ-----–------------ის მიერ მისი მობილური ტელეფონის დაუფლების დეტალები. პალატა მიიჩნევს, რომ თუკი სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა სრული სიზუსტით არ მიუთითა ის დეტალები, რაც გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში ასახა, ეს ვერ გახდება მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი. მთავარია სახეზე არ იყოს ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, რაც პალატას მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს მისცემდა. ფაქტია, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ სასამართლოს წინაშე დაზარალებული ცრუობდა და მას მსჯავრდებულების მიმართ ამოძრავებდა რაიმე პირადი ინტერესი.
ამასთან, დაზარალებულ ჰ----------------------ს ჩვენება არ წარმოადგენს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ ერთადერთ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას. ფ-----–------------ის ბრალდება ემყარება კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოპოვებულ და გამოკვლეულ უტყუარ სხვა მტკიცებულებებსაც, კერძოდ: დარეკვის მიზნით ფ-----–------------ისათვის მობილური ტელეფონის გადაცემის ფაქტი დასტურდება დაზარალებულის მეგობრის - ჰ---------------------------------- ჩვენებით. ფ-----–------------სა და დაზარალებულს შორის კამათისა და ხელის გარტყმის ფაქტი დაადასტურეს პოლიციის თანამშრომლებმა გ----------------მა და ნუგზარ გვიშიანმა, რომლემაც აჩვენეს, რომ მსჯავრდებულის დაკავების შემდეგ დაზარალებულმა მიუთითა ბრალდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და განუმარტა, რომ სწორედ მან გამოართვა კუთვნილი მობილური ტელეფონი. მოწმეებმა - ბ----------–--მ და რ---–--------------მა განმარტეს, რომ მათ დაინახეს როგორ კამათობდნენ დაზარალებული და მსჯავრდებული, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ხელი გაარტყა დაზარალებულს, რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ჰ----------------------ს მიერ ფ-----–------------ის ამოცნობის ოქმსა და მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზეც, რომელთა თანახმადაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მეტ დამაჯერებლობას სძენს და კიდევ უფრო განამტკიცებს დაზარალებული ჰ----------------------ს ჩვენებას.
დაცვის მხარე საჩივარში უთითებს, რომ დაკავებისას ფ-----–------------ს მობილური ტელეფონი თან არ ქონია და დასკვნა - თითქოს მან ტელეფონი მეგობარს გადასცა, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდებს. პალატა იმსჯელებს, თუ რამდენად საფუძვლიანი დასკვნები გააკეთა პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილში და სწორად შეაფასა თუ არა მტკიცებულებები. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტი, რომ დაზარალებულისათვის ტელეფონის გამორთმევის შემდეგ ფ-----–------------მა მობილური გადასცა იქვე მდგომ თავის მეგობარს, თავად კი სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ჰ------ დიბაქს და გაიქცა. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ჰ------ დიბაქმა განმარტა, რომ როდესაც ფ-----–------------ს მობილური ტელეფონი გადასცა, სწორედ ამ დროს ფ-----–------------თან მივიდა მეორე პიროვნება და დაჯდა მასთან. გარდა ამისა, როგორც მოწმეების - ფ-----------------ს და ზ------–----ის ჩვენებებით დგინდება, დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი შემთხვევიდან მეორე დღეს აზერბაიჯანელი პიროვნებების მიერ მიტანილი და დაგდებული იქნა შემთხვევის ადგილზე. მოწმე ზ------–----ის ჩვენებით, 2017 წლის 16 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე, თურქულ ბარ შპს „ს--------––ი“ მიიტანა ე.წ. „აირანი“, კიბეებით ავიდა ვერანდაზე, სადაც არის ქვაფენილი და ორ კედელს შორის განთავსებულია კარი. მეპატრონისთვის „აირანის“ ჩაბარებისა და თანხის გამორთმევის შემდეგ, იმავე გზის გავლით დაბრუნდა უკან, თუმცა გაახსენდა, რომ ს-–-------ში დარჩა სალარო აპარატი და 15 წუთში დაბრუნდა მის წამოსაღებად. ზუსტად იმავე გზის გავლით ავიდა „საშუარმესთან“, სადაც დაინახა ორი პიროვნება. მეშაურმეს გამოართვა სალარო აპარატი, უკან გამობრუნდა და სწორედ ამ დროს ქვაფენილზე შენიშნა თეთრი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. მოწმე ფერზენთ უჩარმა განმარტა, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს მასთან მივიდა ორი აზერბაიჯანელი პიროვნება, რომლებმაც უთხრეს, რომ წინა ღამეს მათმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა ირანელთან იჩხუბა და ტელეფონი, რომელიც დისტრიბუტორმა ზ------–-----მ იპოვა, იყო დაზარალებულის საკუთრება. აღსანიშნავია მოწმე ფ-----------------ს განმარტება, რომ დისტრიბუტორის მისვლამდე დაალაგა საშაურმის წინ მდებარე ტერიტორია და ძალიან გააკვირვა იმ გარემოებამ, რომ მობილური ტელეფონი დისტრიბუტორმა ბიჭმა მის ს-–-------სთან იპოვა, რადგან ტელეფონი მანამდე რომ ყოფილიყო საშაურმის წინ დაგდებული, აუცილებლად შენიშნავდა. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს ზ------–----ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ პირველად მისვლისას კიბესთან არანაირი ნივთი არ ყოფილა, ხოლო მეორედ მისვლისას იპოვა ქვაფენილზე დაგდებული მობილური ტელეფონი. ამდენად, მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტია, რომ დაზარალებულმა ფ-----–------------ს გადასცა კუთვნილი ტელეფონი, ხოლო დაკავებისას მას აღნიშნული ტელეფონი არ აღმოაჩნდა. ისიც დადასტურებული გარემოებაა, რომ ფ-----–------------ს ს-–-------ში ახლდა სხვა პირიც; ამასთან, მეორე დღეს აღნიშნული მობილური ტელეფონი აზერბაიჯანული ეროვნების პირებმა მიიტანეს და დააგდეს საშაურმის ტერიტორიაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ამ ნაწილში დასაბუთებულია და გამომდინარეობს მტკიცებულებათა საერთო ანალიზიდან.
საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზეც, რომ თითქოს არაერთი დარეკვის მცდელობის შემდეგ ფ-----–------------მა მობილური ტელეფონი დაუბრუნდა დაზარალებულს, კერძოდ დადო მაგიდაზე, რომელთანაც იჯდა დაზარალებულის მეგობარი და დაუძახა, რომ დააბრუნა ტელეფონი, მაგრამ არ იცის, ხმაურის გამო გაიგო თუ არა. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, რომლებიც საპირისპიროს ადასტურებენ, კერძოდ, დაზარალებული ჰ---------------------- განმარტავს, რომ ვინაიდან ფ-----–------------ი საეჭვოდ იქცეოდა, ბართან მისვლის დროსაც შუშიდან აკვირდებოდა მის ქმედებებს, მისმა მეგობარმა - ჰ---------------------------------მ კი აჩვენა, რომ ადგა მაგიდიდან, რადგან დააპირა ბარიდან წვენის მიტანა, თუმცა იქვე ახლოს იდგა და ფ-----–------------ი არ დაუკარგავს მხედველობის არედან.--
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მისი განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი ვარაუდები, ვერ გახდება მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ფ-----–------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ფ-----–------------ის უდანაშაულობის თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ ფ-----–------------მა ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ დადგენილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც შეეხება ფ-----–------------ის მიერ ჩადენილ ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციას, ამ ნაწილში პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ ფ-----–------------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება. პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე. სასამართომ მიუთითა, რომ ფ-----–------------ის მიერ ძარცვა ძალადობით იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩადენილი, თუკი ძალადობა განხორციელდებოდა სხვისი ქონების დასაუფლებლად, ტელეფონის აშკარად დაუფლების მოტივით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. სასამართლოს დასკვნით, გამომდინარე იქედან, რომ ფ-----–------------ს ძალადობის განხორციელების მომენტისათვის მის მიერ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი უკვე გადაცემული ქონდა სხვა პირზე და ქონდა აღნიშნული ნივთის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა, მის მიერ ჩადენილი იქნა ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი - თაღლითობა და ცემა.
პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ამგვარ შეფასებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ძარცვა, როგორც საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, გარდა საკუთრებისა, ხელყოფს ასევე ადამიანის ფიზიკურ ხელშეუხებლობას. შესაბამისად, იგი ორობიექტიან დანაშაულს წარმოადგენს და გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მიზნის მისაღწევად და წინააღმდეგობის გადასალახად კი დამნაშავე გაცნობიერებულად მიმართავს ძალადობას. ამასთან, იმისათვის, რომ დადგინდეს და განისაზღვროს - თუ რა ხერხის გამოყენებით ეუფლება დამნაშავე სხვის ქონებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს.
პალატა განმარტავს, რომ ძარცვა მიეკუთვნება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას და იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რის შედეგადაც პირს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებით გამოიყენოს სხვისი ქონება. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ნიშნავს პირის მიერ მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის ხელმიუწვდომელ (უცნობ) ადგილას ნივთის გადატანის (გადაადგილების) ან სხვა ნებისმიერი გზით მისი ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკული შესაძლებლობის მართლსაწინააღმდეგოდ წართმევასა და მოპოვებას. ნივთის აშკარად დაუფლებას ადგილი აქვს მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის თანდასწრებით, ამასთან, აუცილებელია, რომ დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების აშკარა ხასიათი.
მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ფ-----–------------ი მოქმედებდა განზრახ; მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაზარალებულის კუთვნილი ნივთის დაუფლებისაკენ და მოტყუება ემსახურებოდა არა საბოლოო მიზნის მიღწევას, არამედ დანაშაულის ჩადენის გაადვილებას; ძალადობა განხორციელდა სხვისი ქონების დასაუფლებლად, ტელეფონის აშკარად დაუფლების მოტივით. ამდენად, მსჯავრდებულ ფ-----–------------ის ქმედება წარმოადგენს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ვინაიდან სახეზეა ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი: ა) სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება; ბ) ქმედების აშკარა ფორმით განხორციელება და გ) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:
დაზარალებულმა ჰ----------------------მ თავის ჩვენებაში დეტალურად და დამაჯერებლად აღწერა 2017 წლის 16 აგვისტოს ჰ----------------------ს მიერ მასზე განხორციელებული თავდასხმა, რასაც თან ახლდა ძალადობა. მან აღნიშნა, რომ მეგობართან ჰ-------------------------------------ნ ერთად იმყოფებოდა კლუბ „ლ-----–-ის“ ვერანდაზე, რა დროსაც, მიუახლოვდა ფ-----–------------ი და სთხოვა დარეკვის მიზნით ეთხოვებინა მობილური ტელეფონი. მან ფ-----–------------ს გადასცა კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის, თეთრი ფერის მობილური ტელეფონი, თუმცა ვინაიდან ფ-----–------------ის ქცევებმა მასში გამოიწვია ეჭვი, აკვირდებოდა მის ქმედებებს და როდესაც შენიშნა, რომ ბარიდან წასვლა დააპირა, მიუახლოვდა და მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაზეც ფ-----–------------მა უპასუხა, რომ ტელეფონი მის მეგობარს გადასცა. მან კვლავ მიმართა ფ-----–------------ს, რომ ტელეფონი დაებრუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დარეკავდა პოლიციაში. აღნიშნულის გაგონებაზე ფ-----–------------ს შეეშინდა, დაიბნა და უთხრა, რომ არ დაუბრუნებდა ტელეფონს და ხუთი-ექვსჯერ მუშტი გაარტყა საფეთქლის მიდამოში.
ჰ----------------------ს აღნიშნულ ჩვენებას ადასტურებს მისი თანმხლები პირი - მოწმე ჰ---------------------------------- მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა კანონით დადგენილი წესით.
დაზარალებულის ჩვენება, სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია და სრულ თანხვედრაშია მოწმეების: პოლიციის თანამშრომლების - გ----------------ის და ნუგზარ გვიშიანის ჩვენებებთან, რომლებიც ჰ----------------------ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის იდენტურად აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ: დაზარალებულისათვის ხელის დარტყმის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალებს. ამასთან, იმ ფაქტს, რომ ჰ----------------------ს ცემას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ადასტურებს მის სხეულზე არსებული დაზიანებებიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ჰ----------------------ს სხეულზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, მძიმე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით კი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ფ-----–------------მა ჩაიდინა არა ძარცვა, არამედ ორი დამოუკიდებელი დანაშაული - თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ცემა. აღნიშნულ დასკვნას პირველი ინსტანციის სასამართლო ამყარებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თითქოს ძალადობის განხორციელების მომენტისათვის მოტყუებით დაუფლებული ტელეფონი დამნაშავეს უკვე გადაცემული ქონდა სხვა პირისათვის და თითქოს ქონდა აღნიშნული ტელეფონის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა. პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების ასეთი სახით დაყოფა და შემდეგ ამგვარი დასკვნების გამოტანა, იმთავითვე მცდარია. ანალოგიურ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის №----აპ განაჩენში მითითებულია შემდეგი: ,,... სასამართლოს მიერ მატერიალური კანონის არასწორი გამოყენება გამოიწვია გ.მ.-ს ერთიანი ქმედების რამდენიმე ეპიზოდად ფორმალურმა დაყოფამ. ამის შედეგად ყურადღება გამახვილდა მხოლოდ ნივთის ნებაყოფლობით გადაცემაზე და არ შეფასდა გ.მ.-ს შემდგომი ქმედება, რასაც არსებითი მნიშვნელობა ქონდა“.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს ფ-----–------------ის დანაშაულებრივი ქმედება თაღლითობის სახით, დასრულებულად მიიჩნია სხვა პირისათვის ტელეფონის გადაცემის მომენტში, ვინაიდან ჩათვალა, რომ დამნაშავეს უკვე ქონდა დაუფლებული ნივთის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა, თუმცა ერთიან კონტექსტში არ შეაფასა ფ-----–------------ის შემდგომი ძალადობრივი ქმედება - დაზარალებულის ცემა (რაც იმწუთიერად ტელეფონის უკან დაბრუნების მოთხოვნას მოყვა) და მიიჩნია, რომ ეს იყო ცალკე, დამოუკიდებელი დანაშაული ცემის სახით, რაც გაზიარებული ვერ იქნება. მართალია სახეზეა თაღლითობის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი - ნივთის ნებაყოფლობით გადაცემა, თუმცა საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც ფ-----–------------ი დააპირა ბარიდან წასვლა, დაზარალებულმა მას მოსთხოვა მობილური ტელეფონის დაბრუნება. ფ-----–------------მა არ დაუბრუნა ტელეფონი და განუცხადა, რომ ტელეფონი მის მეგობარს გადასცა. ამ დროს ქმედების შემადგენლობა დასრულებული არ იყო, რადგან ნივთის თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ ქონდა არც ფ-----–------------ს, რომელიც დაზარალებულისგან რამდენიმე მეტრით იყო დაშორებული და არც მის მეგობარს. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზარალებულმა მსჯავრდებულ ფ-----–------------ს დარეკვის მიზნით თავისი ნებით გადასცა მობილური ტელეფონი, მიუთითებს, რომ მოტყუება ემსახურებოდა დანაშაულის ჩადენის გაადვილებას. ფ-----–------------ს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთის განკარგვის რეალური შესაძლებლობა მიეცა მხოლოდ დაზარალებულზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ, რაც წარმოადგენს ერთიან დანაშაულებრივ ქმედებას - ძარცვას. მსჯავრდებულს კარგად ქონდა გაცნობიერებული, რომ აშკარად ეუფლებოდა სხვის ნივთს, ამ ნივთის მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, რაც სწორედ ძარცვისთვისაა დამახასიათებელი.
პალატა ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 15 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „S-------------------“ M-------------------- 1: 3-------------4 IMEI 2: 3--------------; ახლის საბაზრო ღირებულება დღეის მდგომაროებით შეადგენს - 1200,0 (ერთი ათას ორასი) ლარს. „S----------------------------------------------- 1: 3-------------4 IMEI 2: 3-------------- საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 650,0 (ექვსასორმაცდაათი) ლარს.
ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა ყველა ნიშანი იმისა, რომ ფ-----–------------მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ფ-----–------------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებების (წარსულში ნასამართლევია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მის ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ ფ-----–------------ს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადექვატურობის პრინციპის დაცვით, პრევენციის, სამართლიანობის და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენში ფ-----–------------ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი----------ს სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ფ-----–------------ის ადვოკატ ი-–------------ის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
მსჯავრდებულ ფ-----–------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე.
ფაზილ იბრაგიმოვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს -თავისუფლების აღკვეთა 6 (ექსი) წლის ვადით.
ფ-----–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 აგვსტოდან.
ფ-----–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ფ-----–------------ის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ფ-----–------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
დაზარალებულ ჰ.დიბაქის მობილური ტელეფონი „სამსუნგი ნოუთ -5“, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ჰ.დიბაქს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის სურათები - ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე და სასამართლოდან გამოთხოვილი სხდომის ოქმის ჩანაწერი ერთ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე