განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2019
საქმის ნომერი
330100114444663
ინსტანცია
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN330100114444663

საქმე №1/ბ88-19

g ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: და------------–---–-ს

ადვოკატების: დი------------–--–---–-------------–-----–-–---–-ს

მსჯავრდებულების: გიო----------–---ს, გი---–-–--–----ა და დავ-------------–---ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულების გიო----------–---ს და დავ-------------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ასევე მსჯავრდებულ გი---–-–--–---- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------–-–--–---- მიმართ, დაბადებული - 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ქ------–---------–--------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ს-------------------------------ში., დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით;

გ--------------------------–---- მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ქ------–---------------------------–----------------------–------------------–---------–--------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

დ--------–------------------------–---- მიმართ, დაბადებული -------–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- დაოჯახებული,უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ქ------–--------–--------------------------–---------------------–-------------------–---------–--------------------------ში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, გ-----–-–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ჯარიმა 10 000(ათი ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----–-–--–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ-----–-–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან.

გ-------------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთ, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი)წლით და 3 სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან.

დ---------------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთ, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი)წლით და 3 სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ---------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან.

გ----–-–--–---- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია;

მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება;

გ-------------–---ს და დ---------------–---ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, გამოყენება და გასაღება, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია;

გი---–-–--–----, გიო----------–---ს და დავ-------------–---ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2008 წლის 16 აპრილს, თბილისში, გ-----–-–--–---მ გ--------------–---- და დავ-------------–---ს დახმარებით დაამზადა ყალბი, 2008 წლის 16 აპრილით დათარიღებული ამხანაგობა „----–------------–------------------------------------ რომლის მიხედვითაც ის ვითომდა გამოყვანილ იქნა ამხანაგობიდან და მის ნაცვლად ამხანაგობის წევრად მიღებულ იქნა ლ---------------- იმავე დღესვე, თბილისში, ა-------–--------------ში მდებარე სანოტარო ბიუროში, კრების ოქმზე დამოწმებულ იქნა გიო----------–---სა და დავ-------------–---ს ხელმოწერები, ხოლო გ----–-–--–---- სესხის აღების მიზნით, იგი წარუდგინა ლ----------------.

2008 წლის 16 აპრილს, თბილისში, ა-------–--------------ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ამხანაგობა „----–----------- წევრთა საერთო კრების ყალბი ოქმის საფუძველზე, ვითომდა უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ხუთი თვის ვადით, გ----–-–--–---- ლ-------------------- სესხის სახით მოტყუებით მიიღო 40.000 აშშ დოლარი, ხოლო ნ------------–------------- 10.000 აშშ დოლარი. მიუხედავად ნაკისრი ვალდებულებებისა, გ----–-–--–---- უზრუნველყოფის საგანი რამდენჯერმე დატვირთა იპოთეკით და შემდეგ გაასხვისა. შედეგად, ლ---------------- მიადგა 27.000 აშშ დოლარის, ხოლო ნ------------–-------- 8.500 აშშ დოლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების გიო----------–---ს და დავ-------------–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ასევე მსჯავრდებულ გი---–-–--–---- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, 2019 წლის 25 იანვარს ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ-------------–---–-- შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულების გიო----------–---ს, დავ-------------–---ს და გი---–-–--–---- მიერ ბრალის აღიარების, სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ გ----–-–--–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით და 4(ოთხი)თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.

ამასთან, ვინაიდან დაზარალებულებმა თანხმობა განაცხადეს მსჯავრდებულ გი---–-–--–---- მიმართ ,,ამნისტიის კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული გ----–-–--–--- უნდა გათავისუფლედეს დანიშნული სასჯელის - ჯარიმა 10 000(ათი ათასი)ლარის ოდენობით - მოხდისაგან.

გ-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით და 4(ოთხი)თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.

დ---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით და 4(ოთხი)თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.

საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა.

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულებს გ----–-–--–----, გ-------------–---ს და დ---------------–---- ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება თავიანთი ადვოკატებისაგან, ისინი სრულად აცნობიერებენ და აღიარებენ იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ისინი ეთანხმებიან. მსჯავრდებულებისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ისინი აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებულები გ----–-–--–---, გ-------------–--- და დ---------------–--- ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობენ თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებენ დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებთ მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების, გი---–-–--–----, გიო----------–---ს და დავ-------------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ლ---------------------------–----------------------–-–---–------------------------------------------------------------------- ჩვენებებით, 2008 წლის 16 აპრილის ამხანაგობა „----–----------- წევრთა საერთო კრების N12 ოქმით, ამავე რიცხვით დათარიღებული ხელშეკრულებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულებს გ----–-–--–----, გ-------------–---ს და დ---------------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ დ-------------–---–-- და მსჯავრდებულ გ----–-–--–---- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

2. პროკურორ დ-------------–---–-- და მსჯავრდებულ გ-------------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

3. პროკურორ დ-------------–---–-- და მსჯავრდებულ დ---------------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში გი---–-–--–----, გიო----------–---ს და დავ-------------–---ს მიმართ შევიდეს ცვლილება;

5. გ----–-–--–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 1(ერთი)წლით და 4(ოთხი)თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ჯარიმა 10.000(ათი ათასი)ლარის ოდენობით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის-ჯარიმა 10 000(ათი ათასი)ლარის

- მოხდისაგან.

6. მსჯავრდებული გ----–-–--–--- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გი---–-–--–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

8. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ გი---–-–--–---- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

9. გ-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით და 4(ოთხი)თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.

10. მსჯავრდებული გ-------------–--- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

11. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გიო----------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

12. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ გიო----------–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

13. დ---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით და 4(ოთხი)თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.

14. მსჯავრდებული დ---------------–--- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

15. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დავ-------------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

16. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ დავ-------------–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

17. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

18. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი