განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #190100118002491401
საქმე №1ბ/30-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----------------------------ის დაბადებულის 1-----–-–---------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი - 1----------- ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ----------------------------–-----------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ნ------------------ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 მაისს დაახლოებით 21:00 საათზე, გ----------------------------–-----------–-, ნ-----------------ის საცხოვრებელ სახლში, არასრუწლოვანმა ჯ------------------- პირუტყვი ვერ დააბა დედინაცვლის - რ-----------------ას მითითების შესაბამისად, რაზეც რ-----------------ას და არასრუწლოვან ჯ-----------------ს ჰქონდათ კამათი. აღნიშნული კამათი გაიგო ჯ-----------------ას მამამ - ნ------------------მა და დასჯის მიზნით, 11 (თერთმეტი) წლის შვილს - ჯ-----------------ს ორჯერ დაარტყა ჯოხი ზურგისა და ფეხის არეში, რის შედეგადაც ჯ------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთანავე, ნ-----------------იარასრუწლოვან შვილს - ჯ-----------------ს, რომელიც ცხოვრობს მასთან, თითქმის ყოველდღიურად, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, რამაც გამოიწვია არასრუწლოვნის ტანჯვა.
„რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:
ნ-----------------ი უდანაშაულოს იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ნ-----------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა, - არასრულწლოვანმა, ჯ------------------- მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ არაერთხელ განაცხადა ყოველგვარი ცდომილების გარეშე, მათ შორის ფსიქოლოგთან, რომელმაც სპეციალური ცოდნისა და უნარების გამოყენებით შეაფასა არასრულწლოვნის მდგომარეობა და განმარტა, რომ მასთან საუბრისას ბავშვი,- ჯ-----------------ი არ იტყუებოდა, არამედ ის ცდილობდა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დამალვას. აპელანტი მიიჩნევს, რომ ასეთი გარემოებების არსებობისას სასამართლომ არ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში და ნ-----------------ის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ნ-----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ-----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
მოწმის სახით დაიკითხული არასრულწლოვანი დაზარალებული ჯ-----------------ის, განმარტებით, მისი მშობლები მამა, - ნ-----------------ი და დედა, - ი-–---------------ა არიან განქორწინებულები და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მამას, - ნ-----------------ს ჰყავს მეორე მეუღლე - რ-----------------ა. მშობლების განქორწინების შემდეგ, ძმასთან, - ა--–-------------თან და დასთან, - ა---------------------- ერთად მუდმივად ცხოვრობს მამასთან, - ნ------------------ან და დედინაცვალ, - რ-----------------ასთან ერთად, თუმცა ხშირად სტუმრობს დედას - ი-–---------------ას. 2018 წლის 1 მაისს, მამის ნებართვით, 1 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად, წასული იყო ს------–---------------- მდებარე ტყის პირას, სადაც იქეიფა მეგობრებთან ერთად. იმავე დღეს, მშობლებთან შეუთანხმებლად, სხვა ბავშვებთან ერთად იბანავა სოფელში არსებულ წყლის არხში. არხში ბანაობის შემდეგ, ჯ-----------------ი მივიდა სახლში და მამას მოუყვა, რომ სხვა ბავშვებთან ერთად იბანავა წყლის არხში, რაზეც ნ-----------------ი გაბრაზდა და უსაყვედურა, ვინაიდან, არხი არის ღრმა, მოდის ჭუჭყიანი წყალი, შეიძლება დამხრჩვალიყო და თან ამინდიც ცივი იყო და შეიძლება გაციებულიყო... აღნიშნულის მიუხედავად, მან (ჯ-------------------) მამას სხვა დღესაც სთხოვა მეგობრებთან ერთად არხზე გაშვება, რაზეც მამამ აღნიშნული მიზეზების გამო, უარი უთხრა და მიუთითა, რომ თუ ბანაობა უნდოდა სახლში ჰქონდათ გასაბერი აუზი და შეეძლო იქ ბანაობა. მამის აღნიშნული ქმედებით განაწყენებული მივიდა ცალკე მცხოვრებ დედასთან და მოატყუა, რომ მამამ სცემა, რის გამოც დედამ მიიყვანა პოლიციაში. მანვე განმარტა, რომ შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში მისვლისას და გამოკითხვისას იცრუა და განაცხადა, რომ მამამ სცემა, კერძოდ, დარტყა ფეხისა და ზურგის არეში. დაზარალებულის განმარტებით, მას კარგად ექცევა, მისთვის არასდროს არანაირი ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ნ-----------------ის მეორე მეუღლესთან რ-----------------ასთან აქვს კარგი ურთიერთობა, 2018 წლის 1 მაისს მას რ------სთან არანაირი კამათი არ მოსვლია. რაც შეეხება საქონელის მოვლას, არც ის და არც მისი და-ძმები არ უვლიან საქონელს, ვინაიდან, საქონელს უვლის მათი მეზობელი, რომელსაც ნ-------------------ი უხდის ფულს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამოძიებას მისცა მცდარი ინფორმაცია, ვინაიდან, მეგობრებთან არ გაუშვეს არხში საბანაოდ და მამაზე იყო ნაწყენი და გაბრაზებული. სასამართლო სხდომაზე კი იძლევა სწორ ჩვენებას. მისი ტყუილი ჩვენების გამო მამამისი ერთ თვეზე მეტი ვადით იმყოფებოდა პატიმრობაში, იმ პერიოდში ის ცხოვრობდა დედასთან - ი-–---------------ასთან და ნ-----------------ის დაკავებიდან რამდენიმე ხანში დედას უთხრა სიმართლე, რომ მამას (ნ-----------------ს) არ უძალადია მასზე, რომ მან პოლიციას არასწორი ინფორმაცია მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც დაფიქრდა მის საქციელზე. ნ-----------------ის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ის შეხვდა მას, რომელმაც უთხრა, რომ მისულიყო მის სახლში საცხოვრებლად. ამჟამად ჯ-----------------ი მამასთან (ნ-----------------თან) ცხოვრობს. მოწმის განმარტებით, მამას ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მისთვის არანაირი შენიშვნა ან საყვედური არ მიუცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ი-–---------------ა, რომელმაც განაცხადა, რომ ნ----------------ი არის მისი ყოფილი მეუღლე, ხოლო დაზარალებული ჯ------------------ი მათი საერთო შვილი, რომელიც განქორწინების შემდეგ ცხოვრობს მამასთან- ნ-----------------თან. 2018 წლის 8 მაისს, მასთან სახლში მივიდა ატირებული ჯ------რ--------ი, რომელმაც უთხრა, რომ მამამისი დედასთან მისვლის ნებას არ რთავდა, რის გამოც ჯ-----------------ი მიიყვანა პოლიციაში. პოლიციაში მისვლისას ჯ------------------- პოლიციაში განაცხადა ტყუილი, თითქოს მამამისმა მას წელისა და ფეხის არეში დაარტყა და სცემა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ვინაიდან, ნ-----------------ის მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემდეგ ჯ------------------- პირადად მას უთხრა, რომ პოლიციაში გამოკითხვისას გამომძიებლებს უთხრა ტყუილი, ვინაიდან, ნ-----------------ი არ აძლევდა უფლებას მეგობრებთან ერთად ჩასულიყო საბანაოდ წყლის არხში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ-----–----------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 8 მაისის, შუადღის საათებში სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა გარდაბნის რაიონულ შს სამმართველოში, რა დროსაც მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი ყოფილი დაცვის ქვეშმყოფი ი-–---------------ა, რომელმაც აღელვებული ხმით ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდა და როდესაც უპასუხა, რომ იყო შსს გარდაბნის რაიონული პოლიციის სამორიგეოსთან, ი-–---------------ამ უთხრა, რომ ისიც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, ის გავიდა ი-–---------------ას სანახავად, სადაც ნახა ი-–---------------ა თავის არასრულწლოვან შვილთან - ჯ-----------------თან ერთად, რომელიც ესაუბრებოდა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით, მან ჰკითხა ი-–---------------ას, თუ რასთან დაკავშირებით იყო მისული პოლიციის განყოფილებაში, რაზეც ი-–---------------ამ უპასუხა, რომ უნდოდა პოლიციის უფროსთან შეხვედრა, ასევე განუმარტა, რომ მისი შვილი ჯ-----------------ი გამოიქცა მამამისის - ნ-----------------ის სახლიდან. მოწმის განმარტებით, საუბრისას მათთან მივიდნენ სხვა პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის ერთ-ერთი იყო გარდაბნის პოლიციის სამმართველოს უფროსი ხ-------------ე. მოწმის განმატებით, მან პოლიციელებთან ერთად გაიგო, რომ ჯ-----------------ი გამოიქცა სახლიდან, ვინაიდან ეშინოდა, რომ მამის მხრიდან მის მიმართ, რაიმე უარყოფითი რეაქცია არ ყოფილიყო. მოწმემ აღნიშნა, რომ ჯ-----------------ს პირადად არ გასაუბრებია, რაც შეეხება ი-–---------------ას, ესაუბრებოდა რუსულად და ქართულად.
სასამართლო სახდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ზ---------–-----ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 8 მაისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში, რა დროსაც სამმართველოში შევიდა ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვი - ჯ-----------------ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ჯ-----------------ს მამამ-ნ------------------ა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება, 2018 წლის 9 მაისს დაახლოებით 00:30 საათზე გ----------------------------–------–--ში მოხდა მისი (ნ-----------------ის) დაკავება. ნ-----------------ის დაკავების საფუძველი იყო მისი შესაძლო მიმალვის საფრთხის თავიდან აცილება. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან უშუალოდ ნახა დაზარალებული ჯ-----------------ი, რომელსაც წელის არეში ემჩნეოდა სიწითლე, აღნიშნული სიწითლე ჯ-----------------ის გადმოცემით მიიღო მამის - ნ-------------------ის მიერ ჯოხის დარტყმის შედეგად და დარტყმის დროს მან განიცადა ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ე-–-----------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 8 მაისს, შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში იყო მორიგე, რა დროსაც სამმართველოში მივიდა ჯ-----------------ი დედასთან ერთად და განცხადა, რომ მამამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება. ამავე საქმესთან დაკავშირებით მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ-----------------ი იყო გ----------------------------–------–--ში და აპირებდა მიმალვას, რაც მოახსენა ხელმძღვანელობას. ჯ------------------- განაცხადა, რომ მამამ სცემა, სხვა სახის კონტაქტი ან კომუნიკაცია ჯ-----------------თან და ი-–---------------ასთან არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი დ------------------–---–-, რომელმაც განმარტა, რომ მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა 2018 წლის 16 მაისს დღის მეორე ნახევარში. რა დროსაც არასრულწლოვანმა ჯ------------------- შემთხვევის ადგილად მიუთითა ის ადგილები, სადაც მამამ - ნ------------------ა 2018 წლის აპრილის და მაისის თვეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა თარჯიმანი ა-------------------ა, რომელმაც განმარტა, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში, როგორც ქართულ-აზერბაიჯანული ენების მცოდნე თარჯიმანს. მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა ჯ------------------- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აჩვენა ის ადგილები, სადაც მამამისმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მან წაუკითხა დაზარალებულს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მისთვის გასაგებ ენაზე და მოაწერა ხელი. ოქმთან დაკავშირებით პრეტენზიები არავის გამოუთქვამს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გ----------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 14 მაისს გაცემული N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ჯ-----------------ს (09.05.2018წ) პირადი გასინჯვის მონაცემებით სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. მანვე განმარტა, რომ შემოწმების დროს ჯ-----------------ს არანაირი დაზიანება არ ჰქონია, პაციენტი მათთან კომუნიკაციას ქართულ ენაზე ამყარებდა. შემოწმების დროს პაციენტს ტკივილების შესახებ არ განუცხადებია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჯ-----------------ს სისხლჩაქცევა რომ ჰქონოდა, ხანდაზმულობის გათვალისწინებით მის ალაგებას, გაქრობას დასჭირდებოდა 5-6 დღიდან ერთ თვემდე პერიოდი, გამოკვლევისას ჯ-----------------ს სისხლჩაქცევა არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დისტანციურად დაიკითხა ექსპერტი მა-------------, რომელმაც სრულად დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 26 ივნისს გაცემული N0-------- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
ჯ------------------- მამის ნ-----------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
დასკვნის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური კვლევის ნაწილში აღნიშნულია, რომ კლინიკური საუბრისას ჯ------------------- მის გარშემო არსებული უსიამოვნო სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია: ,,... იმ დღეს, ამხანაგებთან ერთად ვიყავი საბანაოდ. იქ რაღაც ვჭამეთ და სახლში, რომ მივედი ჭამა აღარ მინდოდა მამაჩემი ამ მიზეზით მეჩხუბა და მცემა. მაგინებდა და ჯოხით გამეტებით მირტყამდა... ბოლო დროს სრულიად უმიზეზოდ მეჩხუბება, მაგინებს უშვერი სიტყვებით და მცემს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ არაფერი ვაწყენინო. ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად მექცევა, ვერ მიტანს და სულ საცემრად იწევს, ჩემგან რას მოითხოვს და რატომ მეჩხუბება მიზეზს ვერ ვხვდები...“.
ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები არ არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში და ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს. ჯ-----------------ის მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია შეიცავს მის ირგვლივ არსებული უსიამოვნო სიტუაციის არათანმიმდევრულ, ფრაგმენტულ, მაგრამ პროდუქტიულ ანალიზს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და აგრეთვე ჯ-----------------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯ-----------------ის მიმართ, მამამისის ნ----------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებები მიაღწევდა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვის ხარისხს.
სასამართლო პროცესზე დისტანციურად დაკითხვისას ექსპერტმა დაადასტურა, რომ აღნიშნული დასკვნა მიიღო საქმის მასალების და დაზარალებულ ჯ-----------------თან კლინიკური გასაუბრების შედეგად. მისივე განმარტებით, ჯ-----------------ი კლინიკური საუბრის დროს იყო ჩაკეტილი, იყო შეშინებული მისი მხრიდან ფაქტების გაზვიადებას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, ის მალავდა ფაქტებს. მოწმემ დაადასტურა, რომ ჯ-----------------თან გასაუბრების და საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ არასრულწლოვანს განცდილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ტანჯვა, თუმცა, ვისი ქმედებით განიცადა, ეს უნდა დაედგინა გამოძიებას. ჯ-----------------თან კლინიკური საუბრიდან გამომდინარე, მას შეუძლია კატეგორიულად დაადასტუროს, რომ ჯ-----------------ი იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ, თუმცა ვისი ქმედების შედეგად განიცადა არასრულწლოვანმა ფსიქოლოგიურ ტანჯვა, კერძოდ, მამის, დედინაცვლის, თუ სხვა პირის ქმედების შედეგად, ამას ექსპერტი ვერ განსაზღვრავს და ეს უნდა მოახდინოს გამოძიებამ.
სასამართლო პროცესზე დაიკითხა ნ-----------------ი, რომელმაც კატეგორიულად უარყო მისი მხრიდან მის არასრულწლოვან შვილზე - ჯ-----------------ზე, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. ბრალის დადგენილებაში აღწერილ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2018 წლის 1 მაისს, ჯ-----------------ი სახლში გვიან დაბრუნდა, როდესაც ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდა ჯ------------------- უპასუხა, რომ 1 მაისის აღსანიშნად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მათი სახლის გვერდით მდებარე არხში იბანავა. აღნიშნულზე ნ-----------------ი გაუბრაზდა და უთხრა ,,შვილო სადაც შენ იბანავე ეგ არხი არის ღრმა და საშიში და თუ ბანაობა გინდა ამისთვის სახლში გვაქვს ნაყიდი რეზინის გასაბერი ბასეინი და იქ იბანავე“. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ჯ------------------- კიდევ მოსთხოვა მეგობრებთან ერთად არხზე საბანაოდ გაშვება, რაზეც ისევ ჯ-----------------ის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არ დათანხმდა და არ გაუშვა. 2018 წლის 8 მაისის ფაქტთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ ის იმ დღეს სახლში იყო და ემზადებოდა სამუშაოზე გასასვლელად (საქონლის ხორცის დისტრიბუციას ახორციელებს და ხშირად საღამოს საათებში უწევს მუშაობა). როგორც წესი, ჯ-----------------ი ყველაზე გვიან სკოლიდან 15:30 ბრუნდება, 16:00 საათამდე რომ არ დაბრუნდა, მან ნერვიულობა დაიწყო და მის უფროს ვაჟს სთხოვა დედამისთან (ი-–---------------ასთან) დაერეკა და მოეკითხა, მასთან ხომ არ იყო ჯ------ი მისული (თავად ყოფილ მეუღლეს ი-–---------------ას არ ელაპარაკება). მართლაც, მისმა შვილმა გადარეკა ი-–---------------ასთან და გაირკვა, რომ ჯ-----------------ი მასთან იყო. მოწმის განმარტებით, იმავე დღეს დაახლოებით საღამოს 23:30 საათზე, სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მას ტელეფონზე დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა და ჰკითხა ადგილსამყოფელი, რაზედაც უპასუხა, რომ იმყოფებოდა გ----------------------------–------–--ში. პოლიციის თანამშრომელმა მოსთხოვა დალოდებოდა სოფელში და მიაკითხავდა. პოლიციელთან სატელეფონო საუბრიდან მალევე მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს და გადაიყვანეს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში, ამასთან განუმარტეს, რომ მისი დაკავება მოხდა მისი მხრიდან ჯ-----------------ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტზე. მათ სახლში ჰყავთ საქონელი, რომლსაც უვლის მის მიერ დაქირავებული კარის მეზობელი და მისი შვილები საქონელს არ უვლიან. მის მეორე ცოლს - რ-----------------ას, არასრულწლოვან ჯ-----------------თან და მის სხვა შვილებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. ოჯახი ფინანსურად მასზეა დამოკიდებული. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ის ცდილობს ყველაფერი გააკეთოს მისი შვილებისათვის, რათა მათ ყველაფერი ჰქონდეთ და შესაბამისი განათლება მიიღონ. დაკავების პერიოდში ჯ-----------------ი ი-–---------------ასთან ცხოვრობდა, ჯ-----------------ი მასთან საცხოვრებლად თავად გადავიდა, როდესაც მას აღნიშნულ საქმეზე შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი. წინასასამართლო სხდომაზე მას ბრალი არ უღიარებია. ბრალის აღიარებაში ის მაშინაც და ეხლაც გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მან ხმამაღალი ტონით უსაყვედურა ჯ-----------------ს წყლის არხში ბანაობისთვის, რასაც ახლაც ნანობს. არც მას და არც მის მეუღლეს - რ-----------------ას არასრულწლოვან - ჯ-----------------ზე არანაირი ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობა არ მოუხდენია.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმეების: ი-–---------------ას, მ-----–----------ას, ე-–----------------ის, ზ---------–-----ის, დ-----------------–---–ის, ა-----------------ს, გ----------------–---–ის და მ-------------ის ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის (ჯ-----------------ის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და მოწმის სახით დაიკითხული ექსპერტის, - მ-------------ის მიერ მიცემული ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ ჯ-----------------ი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, თუმცა ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მოძალადის იდენტიფიცირება განხორციელდა იმ მოწმეთა მიერ გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების საფუძველზე, რომლებმაც საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას შეცვალეს ჩვენებები სააპელაციო პალატა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ მ-------------ის ჩვენებას ვერ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებად.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ჯ------------------- პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითვისას, რომელსაც ესწრებოდა საპროცესო წარმომადგენელი, ადვოკატი და ფსიქოლოგი უარყო მამის - ნ----------------ის მხრიდან მის მიმართ, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. ასევე, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ჯ-----------------ს (09.05.2018წ) პირადი გასინჯვის მონაცემებით სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ნ-----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ნ-----------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ნ------------------ა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ნ-----------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ნ-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ნ-----------------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
ნ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მერვე ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ-----------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი