განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3--------------
საქმე №1ბ/1392-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ზ-----------–--–--ლის,ადვოკატ - მ---------–----ს,მსჯავრდებულ - ი-----–--------------–--ლის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-----–--------------–--ლის და მისი ადვოკატის მ---------–----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ი-----–--------------–--ლის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------–---------–---------------------------–--–--------------–-----. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
ი-----–--------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა:
სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარი;
სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკი-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძვეზლე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკებად მკაცრი სასჯელი და ი-----–--------------–--ლს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წლის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1 (ერთ) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
ი-----–--------------–--ლს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან;
ი-----–--------------–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2015 წლის 16 მარტიდან, 2015 წლის 23 მარტის ჩათვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ი-----–--------------–--ლმა ჩაიდინა:
თაღლითობა, ესეიგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ი-----–--------------–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2013 წელს, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს მოქალაქე თ------------------ის მიერ სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოების ფაქტი და შესთავაზეს მას მოეყვანა საცხოვრებელი სახლი არსებულ პროექტთან შესაბამისობაში, ან მოეპოვებინა მშენებლობის ახალი პროექტი და შესაბამისი მშენებლობის ნებართვა.
2014 წლის ივნისში, თ------------------ძე დაუკავშირდა შპს ,,V--------------ს“დირექტორს ი-----–--------------–--ლს და სთხოვა დახმარება მის საკუთრებაშიარსებული საცხოვრებელი სახლის უნებართვოდ აშენებული ნაწილის პროექტისა და მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში. ი-----–--------------–--ლი მოტყუებით შეპირდა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურიდან მოიპოვებდა შესაბამის ნებართვასა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას, სანაცვლოდ კი თ------------------ისაგან მიიღო 400 ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
აღნიშნულის შემდგომ, ი-----–---------------–---–მა დაამზადა ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სახელით შედგენილი ყალბი ბრძანება, რომლის მიხედვითაც თ------------------ეს თითქოსდა მიეცა მშენებლობის ნებართვა და აღნიშნული დოკუმენტი 2014 წლის ოქტომბერში გაასაღა თ------------------ძეზე. იმის გამო, რომ რეალურად ბრძანება, ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ არ ყოფილა გაცემული, თ------------------ე იძულებული გახდა მოეხდინა საცხოვრებელი სახლის უნებართვოდ აშენებული ნაწილის დემონტაჟი. ი-----–--------------–--ლმა ზემოხსენებული ქმედებების შედეგად თ------------------ეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–--------------–--ლმა და მისმა ადვოკატმა მ---------–----მ, რომლებმაც ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2019 წლის 25 იანვარს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ზ-----------–--–--ლმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:
ცვლიელბა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენში;
ი-----–--------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
იგი ასევე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბოლო ეპიზოდისთის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას პირველი ეპიზოდისთის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ი-----–--------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას და მასში ასახულ პირობებს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა პროკურორმა ზ-----------–--–--ლმა.
ადვოკატმა მ---------–----მ და მსჯავრდებულმა ი-----–--------------–--ლმა ასევე მხარი დაუჭირეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას და პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დამტკიცებას.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა ჩადენილი დანაშაულისათვის მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, აგრეთვე საჯარო ინტერესები, კერძოდ, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზანი და მსჯავრდებულთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით მ--------------მ უარი თქვა საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.
ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული ი-----–--------------–--ლი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ი-----–--------------–--ლი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულების ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულებისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, საქმეში მოიპოვება ი-----–--------------–--ლის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულის ასევე, მოწმეთა - თ------–---–----------------–--–--–---–--------------------–---–-------–------------–------------–------------------------------–---–------------------–---------------------------------------–---------–------–-----ს დაკითხვის ოქმები; წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.
პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს პროკურორ ზ-----------–--–--ლის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე,;
დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ი-----–--------------–--ლს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენში;
ი-----–--------------–--ლი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
იგი, ასევე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი-----–--------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
კონტროლი და მეთვალყურეობა მის ყოფაქცევაზე გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ი-----–--------------–--ლს სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 16 მარტიდან, 2015 წლის 23 მარტის ჩათვლით; ასევე, 2018 წლის 20 სექტემბრიდან, 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზშივე.
გაუქმდა ირაკლი ანდრონიკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის #12/977 განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 2000 (ორიათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ ი-------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს თბილისში, ქ-------------------------–-------------–ი, საკადასტრო კოდით 0----------------
ნივთიერი მტკიცებულებები - HUAWEI ფირმის მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათი, 1 ცალი sony-ს ფირმის პერსონალური კომპიუტერი, ე.წ ლეპტოპი და 1 ცალი cd დისკი 2 ცალი ბეჭედი წარწერით visual studio დაუბრუნდეს ი-----–--------------–--ლს ან მისი ნდობით აღჭურვილ საამისოდ უფლებამოსილ პირს, ხოლო 15 ცალი DVD დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე