განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210117001907321
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001907321

საქმე №2ბ/4071-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: ლევან გვარამია

გელა ქირია

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - ა-------------------ი

წარმომადგენელი - თ--------------ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ-----–----------------ი, ლ---------–-–---ა

დავის საგანი- სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ა-------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით, უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–---, დ---–----------, N------ სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე 30.07.1--- წლიდან რეგისტრირებული იყო მესაკუთრე ა-------------------ის სახელზე.

 

2.2. ა-------------------ის გარდაცვალების თარიღია 2----–-–----------სი. გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2----–-–-----------რი. ა-------------------ი დაიკარგა სამამულო ომში და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გარდაცვლილად.

 

2.3. ა-------------------ს ჰყავდა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: პ------------------ი (გარდაცვალების თარიღი 2--------- წელი). ე---------------------ა (გარდაცვალების თარიღი 1--------- წელი) და მოპასუხე ნ-----–----------------ი. მოსარჩელე ა-------------------ი არის 2--- წლის 27 ი----ს გარდაცვლილი პ------------------ის შვილი, ხოლო მოპასუხე ლ---------–-–---ა არის 1----–-–---------------ს გარდაცვლილი ე---------------------ას შვილი.

 

2.4. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ა-------------------ის რეგისტრაციის მისამართს 28.07.1--- წლიდან წარმოადგენს თ---–---- ვ-------–------- N--.

 

2.5. 2--- წლის 3 თებერვალს ნ-----–----------------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის ა-------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ-------–---, დ---–------- N-----, საკუთრებაში მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა ნ-----–----------------მა. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნული უძრავი ნივთი (მდებარე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი 0---------------) საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ-----–----------------ის სახელზე.

 

2.6. სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი 0---------------, გაიმიჯნა ორ ნაწილად და მიენიჭა სხვადასხვა საკადასტრო კოდი. 2--- წლის 3 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-----–----------------მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი N0---------------, გაასხვისა ლ---------–-–---აზე.

 

2.7. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი N0---------------, დაზუსტებული ფართობი 277.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ-----–----------------ის სახელზე. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი N0---------------, დაზუსტებული ფართობი 265.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ---------–-–---ას სახელზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.8. სადავო სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 2----–-–----------სს. მხარეთა განმარტებით, სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოსარჩელე ა-------------------ი ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–--ში, დ---–---------- N------ში. მან სამკვიდროს გახსნის შემდგომ განაგრძო ცხოვრება აღნიშნულ საცხოვრებელში და დღეის მდგომარეობით, ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

 

2.9. 2--- წლის 2---------ს, მოსარჩელე ა-------------------მა მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ ა-------------------ი, არის გარდაცვლილი ა-------------------ის (გარდაცვალების თარიღი 2----–-–----------სს) კანონისმიერი მემკვიდრე - შვილიშვილი. მოსარჩელე ა-------------------ი აღნიშნული განცხადებაში ადასტურებს, რომ მას არც ფაქტობრივი დაუფლებით და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით სამკვიდრო არ მიუღია და არც მომავალში აპირებს სამკვიდრო ქონების მიღებას, სამკვიდროს ვადის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვას და თანხმობას აცხადებს, რომ გარდაცვლილი ა-------------------ის მთელ სამკვიდრო ქონებაზე გაიცეს სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელე ა-------------------ს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება. ნოტარიუსმა განმარტა ამ განცხადების სამართლებრივი შედეგები. წინამდებარე განცხადება შედგენილია მოსარჩელე ა-------------------ის სურვილით, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.

 

2.10. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ განცხადებით მოსარჩელე მხარემ გამოხატა მხოლოდ იმის ნება, რომ მამკვიდრებელ ა-------------------ის დანაშთი ქონება მიეღო მოპასუხე ნ-----–----------------ს და თავად მოსარჩელე ა-------------------ს არ უთქვამს უარი სამკვიდრო ქონების მიღებაზე. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ განცხადებაში არ იკვეთება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე კონკრეტული პირის სასარგებლოდ აკეთებდეს განაცხადს სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ. რაც შეეხება სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოსარჩელე მხარის სადავო სამკვიდრო ქონებაში ცხოვრების ფაქტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1447-ე მუხლი ადგენს: მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს. სამოქალაქო კანონმდებლობით, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა მამკვიდრებლის დანაშთ საცხოვრებელ სახლში, არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა, ვინაიდან მემკვიდრეობითი სამართლებრივი ნორმებით დადგენილია მემკვიდრის მიერ უარი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის შემთხვევაშიც.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. მოსარჩელე ა-------------------მა მოითხოვა 2--- წლის 3 თებერვალს ნ-----–----------------ის სახელზე ა-------------------ის (გარდაცვალების თარიღი 2----–-–----------სი) დანაშთ უძრავ ქონებაზე ნოტარიუსს ც---------------–--ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის 1/3 ნაწილში ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე ქ.თ---–---- დ---–---------- N------ში (საკადასტრო კოდი №0---------------) 2--- წლის 3 აპრილს ნ-----–----------------სა და ლ---------–-–---ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (რეგისტრაციის რეესტრი N---------) 1/3 ნაწილში ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მდებარე ქ-------–---, დ---–---------- N------ში (საკადასტრო კოდი №0---------------) 1/3 ნაწილზე მოსარჩელე ა-------------------ის მესაკუთრედ აღიარება.

 

მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი მოპასუხეებთან ერთად წარმოადგენს მამკვიდრებლის ა-------------------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, შვილიშვილს, რის გამოც, მას უფლება აქვს, მოპასუხებთან ერთად, თანაბარი წილის უფლებით მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით აღირიცხოს სადავო საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ.

 

საქმის მასალების მიხედვით, უძრავი ქონება ქ-------–---, დ---–----------, N------ სააღრიცხო ბარათის საფუძველზე 30.07.1--- წლიდან რეგისტრირებული იყო მესაკუთრე ა-------------------ის სახელზე, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით, ა-------------------ის გარდაცვალების თარიღია 2----–-–----------სი. გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2----–-–-----------რი. ა-------------------ი დაიკარგა სამამულო ომში და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გარდაცვლილად.

 

დადგენილია, რომ ა-------------------ს ჰყავდა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: პ------------------ი (გარდაცვალების თარიღი 2--------- წელი). ე---------------------ა (გარდაცვალების თარიღი 1--------- წელი) და მოპასუხე ნ-----–----------------ი. მოსარჩელე ა-------------------ი არის 2--- წლის 27 ი----ს გარდაცვლილი პ------------------ის შვილი, ხოლო მოპასუხე ლ---------–-–---ა არის 1----–-–---------------ს გარდაცვლილი ე---------------------ას შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამდენად, დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–---, დ---–---------- (რეგისტრირებული 30.07.1--- წლიდან N------ სააღრიცხო ბარათის საფუძველზე) წარმოადგენდა ა-------------------ის სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას.

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 3 თებერვალს ნ-----–----------------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის ა-------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ-------–---, დ---–------- N-----, საკუთრებაში მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა ნ-----–----------------მა. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნული უძრავი ნივთი (მდებარე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი 0---------------) საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ-----–----------------ის სახელზე.

 

სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამარათზე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი 0---------------, გაიმიჯნა ორ ნაწილად და მიენიჭა სხვადასხვა საკადასტრო კოდი. საქმის მასალების მიხედვით, 2--- წლის 03 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-----–-----------------მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი N0---------------, გაასხვისა ლ---------–-–---აზე. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი N0---------------, დაზუსტებული ფართობი 277.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ-----–-----------------ის სახელზე. ხოლო უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი N0---------------, დაზუსტებული ფართობი 265.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ---------–-–---ას სახელზე.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მას სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ნივთის ფაქტობრივი დაუფლების გზით. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ა-------------------ის რეგისტრაციის მისამართს 28.07.1--- წლიდან წარმოადგენს თ---–---- ვ-------–------- N--, რასაც ადასტურებს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. დადგენილია, რომ სადავო სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 2----–-–----------სს. მხარეთა განმარტებით, სამკვიდრო გახსნის დროისათვის მოსარჩელე ა-------------------ი ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–--ში, დ---–---------- N------ში. მან სამკვიდროს გახსნის შემდგომ კვლავ განაგრძო ცხოვრება აღნიშნულ საცხოვრებელში და დღეის მდგომარეობითაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. ამ გარემოებას არც მოპასუხე მხარე უარყოფს და მიუთითებს, რომ ა-------------------ი სადავო საცხოვრებელ სახლში მოპასუხე ნ-----–----------------ის ნების საფუძველზე ცხოვრობს. ამასთან, მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს, როგორც ა-------------------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს უკვე მიღებული აქვს თავისი წილი სამკვიდროდან, რაც შემდეგ მან გაასხვისა და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ დაბრუნდა იგი სადავო სახლში.

 

სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლის ნამდვილობისთვის აუცილებელ წინაპირობად მოიაზრებენ გამომვლენის მიერ ერთმნიშვნელოვნად ყოველგვარი დათქმისა და პირობების გარეშე სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ ნების გამოვლენას. სამკვიდროს მიღებაზე უარის შესახებ გარიგების ნამდვილობისთვის ამგვარი წინაპირობის არსებობა ნაკარნახევია იმ გარემოებით, რომ ასეთი ნების დაფიქსირების შემთხვევაში მას ეძლევა შეუქცევადი ხასიათი.

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 2---------ს მოსარჩელე ა-------------------მა მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ ა-------------------ი, არის გარდაცვლილი ა-------------------ის (გარდაცვალების თარიღი 2----–-–----------სს) კანონისმიერი მემკვიდრე - შვილიშვილი. მოსარჩელე ა-------------------ი აღნიშნულ განცხადებაში ადასტურებს, რომ მას არც ფაქტობრივი დაუფლებით და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით სამკვიდრო არ მიუღია და არც მომავალში აპირებს სამკვიდრო ქონების მიღებას, სამკვიდროს ვადის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვას და თანხმობას აცხადებს, რომ გარდაცვლილი ა-------------------ის მთელ დამკვიდრო ქონებაზე გაიცეს სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელე ა-------------------ს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება. ნოტარიუსმა განმარტა ამ განცხადების სამართლებრივი შედეგები. წინამდებარე განცხადება შედგენილია მოსარჩელე ა-------------------ის სურვილით, რასაც ადასტურებს ხელისმოწერით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ 2--- წლის 25 იანვრის განცხადებაზე გამოვლენილია ნება პაპის, ა-------------------ის (გარდაცვალების თარიღი 2----–-–----------სი) დანაშთი სამკვიდრო ქონების მიუღებლობის შესახებ. იგი განსახილველი დავის ფარგლებში, ამ განცხადებაში გამოხატულ ნებას განმარტავს სხვაგვარად, კერძოდ მან სანოტარო ორგანოში გაფორმებული განაცხადით დააფიქსირა თანხმობა სამკვიდრო მოწმობის ნ-----–----------------ის სახელზე გაცემის თაობაზე, რაც არ ნიშნავს მოსარჩელე ა-------------------ის მიერ სამკვიდრო ქონებიდან მის კუთვნილ წილზე უარის თქმას. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ განცხადებაში მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით დეფინირებული გარიგებაა. კერძოდ, ხსენებული მუხლით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამ განცხადებაში გამოხატული ნების ნამდვილობას თავად მხარე ეჭქვეშ არ აყენებს, რის გარეშეც სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია ხელმოწერილით დადასტურებული ფაქტის (,,სამკვიდროს მიუღებლობის“) არარსებობაზე მითითება, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც სადავოდ არ არის გამხდარი გარიგების ნამდვილობა და მოსარჩელე არ უთითებს იძულებით, მუქარით ან მოტყუებით მის დადებაზე,,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით ,,ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება”.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის N71-ე ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,ნოტარიუსი, მიუხედავად სამკვიდროს გახსნის ადგილისა, უფლებამოსილია, კერძო ან საჯარო აქტის ფორმით დაამოწმოს ნებისმიერი პირის განცხადება, რომლითაც პირი ადასტურებს/აცხადებს, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში მას არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო (არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით, ან მართვით). განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ შეიძლება დადგეს ნებისმიერ დროს“. სწორედ ამ აქტის საფუძველზე დაამოწმა ნოტარიუსმა მოსარჩელის მიერ 2--- წლის 25 იანვრის განცხადებაში გამოვლენილი ნება მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის ცვლილების/გაუქმების მოთხოვნით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ განცხადებით მოსარჩელემ გამოხატა მხოლოდ იმის ნება, რომ მამკვიდრებელ ა-------------------ის დანაშთი ქონება მიეღო მოპასუხე ნ-----–----------------ს და თავად მოსარჩელე ა-------------------ს არ უთქვამს უარი სამკვიდრო ქონების მიღებაზე. ხსენებულ განცხადებაში (რომელიც შედგენილია სანოტარო ორგანოში და დამოწმებულია სანოტარო წესით და რომლის ნამდვილობასაც სადავო არ ხდის არც ერთი მხარე) ნათლად, გარკვევით და აშკარად არის დაფიქსირებული მოსარჩელე ა-------------------ის (პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის) ნება სამკვიდროს მიღების/მიუღებლობის ფაქტის თაობაზე. კერძოდ, მისი განცხადებით, მას არ მიუღია სამკვიდრო არც ფაქტობრივი დაუფლებით და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით და არც მომავალში აპირებს სამკვიდრო ქონების მიღებას, თანახმაა გაიცეს სამკვიდრო მოწმობა და ამასთან დაკავშირებით მისი მხრიდან რაიმე პრეტენზიის არსებობას გამორიცხავს. ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ის გარემოება, რომ განმცხადებელს სანოტარო ორგანოში განემარტა ამ განცხადების სამართლებრივი შედეგები. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მოსარჩელეზე ნოტარიუსთან ნების გამოვლენაზე, რაც შესაძლოა მომავალში გამხდარიყო ამ ნების გამოვლენის შედეგად დადებული გარიგების (ცალმხრივი გარიგება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ) შეცვლის, გაუქმების თუ ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ განცხადებაში გამოვლენილი ნება ნამდვილად შეესაბამება მოსარჩელის შეხედულებას და მის ქმედებას სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულ განცხადებიდან არ ჩანს, რომ მოსარჩელე მხარე კონკრეტული პირის სასარგებლოდ აკეთებდეს განაცხადს სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ, თუმცა იგი ნათლად და გარკვევით აცხადებს, რომ თანახმაა გაიცეს სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის ა-------------------ის (გარდაცვალების თარიღი 2--- წლის 27 ი----ი) დანაშთ ქონებაზე და მას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება.

 

სამოქალაქო კანონმდებლობით, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია. შესაბამისად, 2--- წლის 2---------ს, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში, მოსარჩელე ა-------------------ის მიერ გაცხადებული ნება სადავო დანაშთი სამკვიდროს მიღების თაობაზე ატარებს შეუქცევად ხასიათს და შემდგომში მემკვიდრის მხრიდან განცხადების უარყოფა თუ სხგავაგვარი შეფასებით განმარტება, ეჭქვეშ არ აყენებს მის ნამდვილობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროზე უარის თქმა არის ერთჯერადი აქტი, ნების გამოხატვა, ცალმხრივი გარიგება. აქედან გამომდინარე, კანონი არეგულირებს სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რა დროსაც ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრედ მოწვეული პირის განცხადებაა იმის თაობაზე, რომ მას არ სურს მიიღოს სამკვიდრო და ჩაებას სამემკვიდრეო-სამართლებრივ ურთიერთობებში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულება იმ გარემოებათა დასტურად, რასაც აფუძნებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 25 იანვრის მოსარჩელე ა-------------------ის განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ წარმოადგენს სწორედ ამგვარ ცალმხრივ გარიგებას, სადაც მოსარჩელე ნათლად, თავისუფლად გამოხატავს მის ნებას სამკვიდროს მიუღებლობასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მისი მხრიდან სამკვიდროს მიღებაზე, მისი სამემკვიდრეო უფლებების რეალიზაციაზე უარის თქმას, რაც შეუქცევადია და მოსარჩელე მხარის მიერ შემდგომი გამოვლენილი ნება არ ახდენს გავლენას გაცხადებული ნების შედეგად წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე არ არის უფლებამოსილი, მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით მოითხოვოს პაპის, ა-------------------ის დანაშთ ქონებაზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა და აღნიშნულ ქონებაზე მოპასუხეთა უფლების დამდგენი დოკუმენტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელე მხარის მითითებით, 2--- წლის 3 აპრილს ნ-----–----------------სა და ლ---------–-–---ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (რეგისტრაციის რეესტრი N---------) 1/3 ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-------------------ის სარჩელი სამკვიდრო მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. ქ------–--ში, დ---–-----------ში მდებარე უძრავი ქონება ირიცხება ა-------------------ის სახელზე. ა-------------------ს ჰყავდა სამი პირველი რიგის მემკვიდრე - პ------------------ი, ე---------- დ---------ა და მოპასუხე ნ-----–----------------ი. გარდაცვლილი პ------------------ის შვილი არის ა-------------------ი, ხოლო გარდაცვლილი ე-------ინა დ---------ასი - ლ---------–-–---ა. მოპასუხემ სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება, მათ შორის, დასახელებული უძრავი ქონება, რომელიც გაიმიჯნა ორად. დასახელებული ქონების ნაწილი ფიქტიურად მიჰყიდა ლ---------–-–---ას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ აპელანტმა, 2--- წლის 2---------ს ნოტარიუსთან მოაწერა ხელი განცხადებას სამკვიდროს მიუღებლობაზე. აპელანტი დაუფლებული იყო მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. განსახილველ შემთხვევაში, მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2----–-–----------სს, ხოლო აპელანტმა სამკვიდრო ქონების მიუღებლობას 2--- წლის 2---------ს მოაწერა ხელი, რის გამოც, სამკვიდროზე უარის თქმა არ არის შეუქცევადი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს დასახელებული ნორმა და მიუთითებს შემდეგს: სკ-ის 1434-ე მუხლი აღმჭურველი ხასიათის ნორმაა და იგი მემკვიდრეს გარკვეული წინაპირობების არსებობისას აძლევს შესაძლებლობას უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე. აღნიშნული კი, უნდა განხორციელდეს სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად, რაც უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში. დასახელებული ვადის გაგრძელება შესაძლებელია საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლოს მიერ. განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, მართალია საქმეში წარმოდგენილია განცხადება სათანადო წესით გაფორმებული, თუმცა მას შემდეგ, რაც ა-------------------მა გაიგო სამკვიდროს მისაღებად მოწვევის შესახებ, გასული იყო არათუ სამი თვე, არამედ ექვს თვეზე მეტი. ამასთან, არც სასამართლოს მიერ არ მომხდარა უარის თქმის ვადის გახანგრძლივება. ამდენად, წარმოდგენილი განცხადება არ არის იურიდიული ძალის მქონე.

 

აღნიშნულის შემდგომ უნდა შეფასდეს მიიღო თუ სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მოსარჩელემ, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოგადად გარიგების ნიშან-თვისებები იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც სამკვიდროს მიღების შესახებ გარიგებისთვისაა დამახასიათებელი. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს (გამონაკლისია, სახელმწიფო) და იგი მემკვიდრის ნებაზე დამოკიდებული აქტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან (ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად). ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმის თანახმად, გააჩნია უკუძალა, ე.ი, მემკვიდრემ, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან და შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდროს გახსნის დღეს არსებული ქონებით. შესაბამისად, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს და მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ ─ ამ ქონების ღირებულება.

 

კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. პალატა მიიჩნევს, წინამდებარე საქმეში მხარემ დაადასტურა მის მიერ სამკვიდროს კანონით დადგენილ ვადაში მიღება.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მას სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ნივთის ფაქტობრივი დაუფლების გზით. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ა-------------------ის რეგისტრაციის მისამართს 28.07.1--- წლიდან წარმოადგენს თ---–---- ვ-------–------- N--, რასაც ადასტურებს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. დადგენილია, რომ სადავო სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 2----–-–----------სს. მხარეთა განმარტებით, სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოსარჩელე ა-------------------ი ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–--ში, დ---–---------- N------ში. მან სამკვიდროს გახსნის შემდგომ კვლავ განაგრძო ცხოვრება აღნიშნულ საცხოვრებელში და დღეის მდგომარეობითაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. აღნიშნულ გარემოებას არც მოპასუხე მხარე უარყოფს და მიუთითებს, რომ ა-------------------ი სადავო საცხოვრებელ სახლში მოპასუხე ნ-----–----------------ის ნების საფუძველზე ცხოვრობს. ამდენად, დგინდება, რომ ა-------------------ის მიერ სამკვიდრო მიღებულად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება, ქონების 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ აღრიცხვას, საყურადღებოა შემდეგი:

 

სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი 0---------------, გაიმიჯნა ორ ნაწილად და მიენიჭა სხვადასხვა საკადასტრო კოდი. 2--- წლის 3 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-----–----------------მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი N0---------------, გაასხვისა ლ---------–-–---აზე. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი N0---------------, დაზუსტებული ფართობი 277.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ-----–----------------ის სახელზე. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ-------–---, დ---–---------- N-----, საკადასტრო კოდი N0---------------, დაზუსტებული ფართობი 265.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ---------–-–---ას სახელზე.

 

ამდენად, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს 2--- წლის 3 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების იურიდიულ ძალაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ”ურთიერთშეთანხმება”, ”გარიგება” მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ”ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (აღნიშნული დასაბუთება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, იხ. სუსგ საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2012 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, საკვანძო საკითხის - გარიგების მოჩვენებითი ხასიათის სპეციფიკურობა პროცესუალურ ჭრილში მისი მტკიცების საშუალებაში გამოიხატება, კერძოდ, ასეთ დროს, რთულია გარიგების დამდები პირების ნების ნაკლის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლო ძირითადად უნდა დაეყრდნოს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, უნდა შეაფასოს როგორც არსებული, ასევე წინმსწრები ვითარება, რომელშიდაც სადავო ხელშეკრულების დადება განხორციელდა; გარიგების დამდები პირების დამოკიდებულება და ა.შ.

 

განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, გამოკვეთილია, რომ ნ-----–----------------სა და ლ---------–-–---ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, იგი ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებით, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ნ-----–----------------სა და ლ---------–-–---ას ა-------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი, ჯამში, 2384 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა

 

1. ა-------------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

3.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2--- წლის 3 აპრილს ქ------–--ში, დ---–-------9-----ში მდენარე უძრავი ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

3.2. ა-------------------ი ცნობილ იქნეს ქ------–--ში, დ---–-------9-----ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.

4. ნ-----–----------------სა და ლ---------–-–---ას ა-------------------ის სასარგებლოდ დაეკსიროს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში, 2384 ლარის გადახდა.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ლევან გვარამია

 

გელა ქირია