განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2019
საქმის ნომერი
330100117002084472
ინსტანცია
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002084472-1ბ/574-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: ლამარა წერეთელი, ლელა ბახტაძე, გ------- სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თ-----------------–---–-

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ტ------–-----------–---- დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ც-------------------------–---–------–------------------------–-----------------–-------------------–----–----------–--

 

ადვოკატი: ტ------–---------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: „ქურდული სამყაროს“ წევრობა

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წელი.

 

მსჯავრდებული: გ---------------–---–---------------–-------–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, პ--------------------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------–---–------–--

 

ადვოკატი: ი---------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: „ქურდული სამყაროს“ წევრობა

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წელი.

 

მსჯავრდებული: დ----------------–-----------------–-------–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პ--------------------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ.რ------------------------------------------–------------------------–------------------------------------–----------------------–-

 

ადვოკატი: ტ------–---------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: „ქურდული სამყაროს“ წევრობა

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გი--------------–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---------–---–-ა და მსჯავრდებულების დ------------------–-----------–------ს ადვოკატმა ი-----–---------–---–-ა და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ტ------–-----------–---- გ---------------–---–------------------------–--- აღიარებენ ქურდული სამყაროს და მოქმედებენ ქურდული სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად. მათ სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ წევრებთან და აქტიურად მონაწილეობენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

 

2017 წლის მაისში გი--------------–---–---------------------–-------- ერთად შპს ,,რ------ დირექტორ ზ----------–---–- შეხვდნენ მათი საერთო ნაცნობის - დ------------------- ბინაში, მდებარე რუსთავი, მ-----------------------ში, სადაც კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით მოითხოვეს 20 000 ლარის გადახდა, რომელიც განკუთვნილი იყო კანონიერი ქურდებისათვის. აღნიშნულის შემდეგ, ქურდული სამყაროს წევრები - დ----------------–--- და გ---------------–---–ი სისტემატიურად ხვდებოდნენ ზ----------–---–- და ითხოვდნენ თანხის დათქმულ ვადაში გადახდას. 2017 წლის 17 ივლისს, ღამის საათებში და---------------–---- საცხოვრებელ სახლში, მდებარე რ---------------------–-------------------–--------------------–---------------------–---–- და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ტ------–-----------–---- კვლავ შეხვდნენ ზ----------–---–-, რომელსაც მუქარითა და დაშინებით მოსთხოვეს კანონიერი ქურდების სასარგებლოდ გადაეხადა 20 000 ლარი.

 

ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2017 წლის 20 ივლისს, ღამის საათებში, ისევ შეხვდნენ ზ----------–---–-, ამჯერად დ------------------- საცხოვრებელ სახლში და მუქარითა და დაშინებით კვლავ მოთხოვეს კანონიერი ქურდების სასარგებლოდ 20 000 ლარის გადახდა.

 

აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - გ---------------–---–---------------------–----------------–-----------–--- სისტემატიურად ხვდებოდნენ ზ----------–---–- და მუქარისა და დაშინებით თხოვდნენ აღნიშნული თანხის დათქმულ ვადაში გადახდას.

 

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების შეხვედრები ზა---------–---–---ნ გაგრძელდა შემდგომ დღეებშიც, ვიდრე 2017 წლის 31 ივლისს ბრალდებულის სახით დაკავებული იქნენ შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა ზ----------–---–-ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის არის სამშენებლო კომპანიის შპს „რ------ ხელმძღვანელი, რომელიც მეუღლის დისშვილის სახელზე აქვს გახსნილი და გენერალური მინდობილობით მართავს. დ----------------–--- არის მეგობარ დ------------------ს მეგობარი და იცნობს დაახლოებით 3 წელია. ანალოგიურად რ-----–---–---– მეგობრის მეგობრებია, ტ------–-----------–--- კი გაიცნო 17-18 ივლისს დ----- მ---------–-------- სახლში. 2016 წლის ზაფხულიდან შპს ,,რ----“ აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს თიანეთის მუნიციპალიტეტში. ობიექტზე გააგზავნა მეგობარი დ------------------, რომელსაც ევალებოდა მუშებთან ურთიერთობა, ხელფასზე შეთანხმება და ა.შ. მას თიანეთში სისტემატურად დაყვებოდნენ დ----------------–------------------------–---–-- როგორც მეგობრისგან იცოდა, რომ დ----------------–---ს ჰქონდა ნევროზი და სახლში ვერ ჩერდებოდა. სოფელ ჩაბანოში საბავშვო ბაღის რემონტისას ზ---- ჩავიდა და ნახა, რომ გ---------------–---–------------------------–--- წელსზემოთ გახდილები წამოწოლილები იყვნენ, ტანზე „ქურდული“ ვარსკვლავები ეხატათ. მან გაუმეორა დ-----------------ს, რომ არ წაეყვანა ისინი ობიექტზე, თუმცა მაინც დაყვებოდნენ, გარდა ამისა ისინი დ-------------------გან გაერკვნენ კომპანიის საქმიანობაში, მათ შორის ფინანსურ საკითხებში. თებერვალში სამუშაოების დამთავრებისას უთანხმოება მოუვიდა სახურავის ბრიგადირთან - ს---------------თან, ეს უკანასკნელი თვლიდა, რომ მისთვის უნდა გადაეხადათ 38 000 ლარი, ხოლო ზ---- თვლიდა, რომ მხოლოდ 20 000 ლარი ეკუთვნოდა, აღნიშნულის შემდეგ ს--------------- მიმართა ქურდული სამყაროს წევრებს და მათ სთხოვეს შეხვედრა. 17 მაისს ზ----ს დ-----------------მა უთხრა, რომ დ----------------–---სთან იყო სახლში, გაუარა მათ და გაირკვა, რომ მეორე მხრიდან იქნებოდა გი--------------–---–-- ნაცნობი, ამიტომ გადაწყდა, რომ თავად გ---------------–---–-– დაესწრებოდა შეხვედრას. შეხვედრის ადგილზე - ვაგზლის ტერიტორიაზე საუბარი იყო თანხაზე, კერძოდ რამდენი იყო გადასახდელი 20 000 ლარი თუ 38 000 ლარი. გაირკვა, რომ ზ---- ჩ----–---–- არ იყო საქმის კურსში და დ-----------------ი და ბრიგადა თანხას „უტეხავდნენ“, კერძოდ მან იცოდა, რომ გადასახდელი ჰქონდა 25000 ლარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გადასახდელი ჰქონია 15000 ლარი. ზ----------–---–-ა აუხსნა, რომ 20000 ლარის მეტს არ გადაიხდიდა, მეორე მხარე კი ითხოვდა 38000 ლარის გადახდას, რაც იყო ხელფასი და იპოთეკის - 7500 აშშ დოლარის ჯამი. ზ----მ აუხსნა, რომ ხელფასი უკვე მიღებული ჰქონდა ს---------------, ამიტომ მხოლოდ ბინის ფული - 20000 ლარი უნდა გადაეხადა მისთვის. საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ, მანვე აუხსნა, რომ პრობლემები ჰქონდა და სანამ სიტუაცია არ დალაგდებოდა ვერც ეტყოდა როდის ან როგორ გადაუხდიდა თანხას. მოწმემ განმარტა, რომ შეხვედრაზე მის გარდა მისი მხრიდან იყვნენ - დ-----------------ი და გ---------------–---–ი, ხოლო ს--------------- მხრიდან თავად ს--------------, მისი შვილი გ---------------- და მისთვის უცნობი პირები. ზ----------–---–-ა შეხვედრაზე აღიარა, რომ 20000 ლარი ჰქონდა გადასახდელი და ამას არც გაურბოდა. საქმეში ჩარეული იყო კანონიერი ქურდი ვინმე ,,ჩ-----“, რამდენჯერმე სცადეს ტელეფონით დარეკვა და დალაპარაკება მაგრამ ვერ მოხერხდა. ეუბნებოდნენ რომ 3000 სასწრაფოდ უნდა გაეგზავნათ ,,ჩ-----სთან“, დანარჩენზე დროს მისცემდნენ. საუბარი იყო იმაზე, რომ ეცოდებოდათ ს--------------, რომ მას მისაღები ჰქონდა თანხა, მაგრამ ფული უნდა წასულიყო ,,ჩ-----სთან“. საუბარი იყო იმაზეც, რომ არა ზ----ს არამედ, დ-----------------ს სთხოვდნენ, თუმცა თანხები კომპანიიდან უნდა გასულიყო. გ---------------–---–ი შეხვდა თავის ნაცნობს და ისაუბრეს დიდხანს. შეხვედრისას გ---------------–---–ი ყოველ 10-15 წუთში ურეკავდა დ----------------–---ს და საუბრის მიმდინარეობას უყვებოდა, შეხვედრის შემდეგ დ-----------------ი და გ---------------–---–ი მიიყვანა და---------------–---- ბინაში. გზაში ბ----------ი და რ-----–---–ი საუბრობდნენ, რომ მოსაგვარებლად უნდა ჩაერიათ ვიღაც. ზ----მ დ-----------------ი და გ---------------–---–ი დატოვა დ----------------–---სთან სახლში, თუმცა მალევე დაურეკეს და უთხრეს დაბრუნებულიყო მათთან. მან (ზ----------–---–-ა) იცოდა, რომ დ----------------–--- აპირებდა თურქეთში წასვლას ბიძაშვილ კანონიერი ქურდი ,,გ-–-------თან“, რომელსაც თვითონ პირადად არ იცნობს და მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა. გადაწყვიტეს, რომ დ-----------------იც გაყვებოდა დ----------------–---ს თურქეთში, აუხსნიდა ,,გ-–-------ს“ საქმის ვითარებას და ეს უკანასკნელი მოაგვარებდა თანხის ოდენობის საკითხს, მას კი მოსთხოვეს ტრანსპორტირებისათვის თანხა - 1500 ლარი.თვითონ ფულის შოვნის შანსი არ ჰქონდა. შემდეგ გ---------------–---–მა უთხრა, რომ ის მისცემდა შემდგომი დაბრუნების პირობით და იგი იძულებული გახდა დასთანხმებოდა. მეორე დღეს დ----------------–-----ერ წავიდა, რადგან პრობაციონერი იყო და საზღვარზე არ გაუშვეს და დ-----------------მაც დააბრუნა ბილეთი, მაგრამ იმავე დღეს აუღეს დ-----------------ს ბილეთი და გაუშვეს თურქეთში ,,გ-–-------თან“. მესამე დღეს დ----------------–--- თურქეთიდან ტელეფონზე ესაუბრებოდა ,,გ-–-------ს“, იქვე იყო დ-----------------იც, რადგან ტელეფონში ხმა ისმოდა, ,,გ-–-------ი“ კარგად ვერ გაერკვა ბ----------თან საუბარში და ზ----ს ჰკითხა რამდენი იყო გადასახდელი, რაზეც ზ----მ უპასუხა, რომ მხოლოდ 20 000 ლარი ჰქონდა გადასახდელი. ჩამოვიდა დ-----------------ი და უთხრა, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო და 20 000 ლარი უნდა გადაეხადათ, ოღონდ ორი თვის ვადაში 20 ივლისამდე, ამასთან ფული უნდა გაეგზავნათ ,,გ-–-------ისთვის“ და ის მისცემდა მიმართულებას. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ფული იყო ს--------------- ბინის გამოსასყიდი თანხა, ,,გ-–-------ს“ მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ს--------------- მისცემდნენ. 19 ივნისს ორგანიზაციას შეექმნა პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან და დააკავეს, გირაოს საფასურით გამოვიდა, სერიოზული ფინანსური პრობლემა შეექმნა ფირმას და გაჩერდა ყველა გადარიცხვა, ამიტომ ითხოვა ვადის გადაწევა, თუმცა უარი მიიღო. ახლოვდებოდა 20 ივლისი და ყოველდღიურად იბარებდნენ და ემუქრებოდნენ, თუ რა მოჰყვებოდა თანხის დანიშნულ ვადაში გადაუხდელობას, რომ მთელი ქურდული სამყარო მის წინააღმდეგ მიემართებოდა. თანხის გადახდის ვადის დადგომამდე 10-14 დღით ადრე დ----------------–--- და გ---------------–---–ი რეკავდნენ, ან დ-----------------ს არეკინებდნენ და ითხოვდნენ თანხას, მათი მოთხოვნა იყო თანხის შოვნა და ამბობდნენ, რომ შანსი არ იყო ვადის გადაწევის. მან დ-----------------ს უთხრა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, იძულებული ხდებოდა ეჩივლა, რადგან ფულს ვერ შოულობდა, მან აღნიშნული ინფორმაცია მიუტანა დ----- მ---------–--ეს. თბილისში ჩააკითხეს გ---------------–---–მა, დ-----------------მა და დ----------------–---მ, დაახლოებით 18-19 ივლისს ჰქონდა არასასიამოვნო საუბარს, კერძოდ დ----------------–---მ უთხრა, რომ თუ ფულს არ მიიტანდა, ოჯახში ყელ გამოჭრილს ნახავდნენ. 19 ივლისს, ვადამდე ერთი დღით ადრე დილიდან ტელეფონზე ურეკავდა დ-----------------ი, გ---------------–---–ი და დ----- მ---------–--ე, იძულებული გახდა გამოერთო ტელეფონი. მუქარის ტექსტები მოდიოდა და---------------–---- და გი--------------–---–-- მხრიდან. გ---------------–---–ი მივიდა მასთან, ჯერ გალანძღა და მერე დაემუქრა - ,,დაგბრიდავთ“, შემდეგ ტელეფონით დაალაპარაკა მისთვის უცნობი ტარას მ-----------–--ე, რომელმაც უთხრა რუსთავში ,,ჩათრეულიყო“. ზ---- ჩ----–---–- მიხვდა, რომ ყველა გზა გადაეკეტა და 19 ივლისს დაწერა საჩივარი. შემდეგ მოდულის შენობაში აღჭურვეს გადასაღები აპარატურით და დაახლოებით 0030 საათზე წავიდნენ რუსთავში, შესასვლელში დახვდათ დ------------------, სახლში მისვლისას ასევე მივიდნენ დ----------------–---, გ---------------–---–ი და ტ------–-----------–---- მოასმენინეს ,,გ-–-------ის“ საუბარი, რომ აუცილებლად ეშოვნა ფული. ტ------–-----------–--- დაპირდა ,,გ-–-------ს“, რომ ამოიღებდა ფულს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ დ-----------------ი დისგან ნაწილ ფულს ისესხებდა და გააგზავნიდნენ, დანარჩენს კი თვის ბოლომდე აცლიდნენ. დ-----------------მა იშოვა 10000 ლარი და 20-ში მიუტანეს დ----------------–---ს. ეს თანხა შემდეგ ზ----ს უნდა გადაეხადა დ-------------------ათვის. შემდეგ ზ---- ჩ----–---–- მიხვდა, რომ 20 000 ლარიდან კაპიკს ვერ მიიღებდა ს-------------- და ბინა, რომელიც ჩადებული იყო მაინც თავისი გამოსასყიდი იქნებოდა. დაიწყეს დარჩენილი 10000-ის მოთხოვნა და მუქარა. ბოლოს 31-ში 3500 ლარი ზ----------–---–-ა გადასცა მათ. მოწმემ განმარტა, რომ ს--------------- არ მიუღია არცერთი თეთრი. გ---------------–---–ი ზ----------–---–- ემუქრებოდა სიტყვებით - ,,ძვლებში დაგამტვრევ“, დ----------------–--- ემუქრებოდა, რომ მთელს რუსთავის ,,საკაიბიჭოს“ და ქურდულ სამყაროს, მთელს მეზობლებს გადაკიდებდა, რომ ერთი შვილი ჰყავდა და ნუ გაიხდიდა საქმეს ისე, რომ მისი გარეთ გაშვების შეშინებოდა, ბოლოს უკვე დ-----------------საც ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. მან ფარული ვიდეო ჩაწერა სულ ორჯერ განახორციელა 19-ში და 31-ში, თანხის გადაცემის დროს. ,,გ-–-------ს“ დაახლოებით ორჯერ ესაუბრა, პირველად მაშინ, როდესაც თანხის ოდენობა დააზუსტა, მეორეჯერ ივლისის ბოლოსკენ, დარჩენილი 10 000 შესახებ, ხმოვანი შეტყობინება მოისმინა ერთხელ 19 ივლისს. აუდიო ჩაწერა განახორციელა 3-4 ჯერ. მოწმემ განმარტა, რომ დ-----------------მა სთხოვა გაეცა ცნობა, თითქოს გ---------------–---–------------------------–--- მუშაობდნენ შპ----------–--, რათა ყოველ კვირა არ მისულიყვნენ პრობაციაში თბილისში, მან თავიდან უარი განუცხადა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა გაეცა ცნობა.

 

მოწმე დ-----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ერთ წელზე მეტია დ----------------–---სთან აქვს ახლო ურთიერთობა და მისგან იცნობს ტ------–-----------–---ს და გ---------------–---–ს. ასევე დაახლოვებით 7 წელია იცნობს დაზარალებულ ზ----------–---–-, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს და იყვნენ თანამშრომლები. მოწმემ განმარტა, რომ თიანეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა შპს ,,რ----“, თავად იყო საქმის მწარმოებელი. მასთან ერთად თიანეთში დადიოდა დ----------------–---, თუმცა ის ფიზიკურ სამუშაოს არ ასრულებდა. მუშაობის პროცესში მუშებმა შეაჩერეს სამუშაო და მოთხოვეს შესრულებული სამუშაოს საფასური - 38 000 ლარი, ასევე ს--------------- ჰქონდა ბინა ჩადებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზ----------–---–-ა დ-----------------ი წაიყვანა შეხვედრაზე, სადაც მეგრული წარმომავლობის პირებმა უთხრეს, რომ საქმეში კანონიერი ქურდი ,,ჩ-----“ იყო ჩარეული და ზ----------–---–- 38 000 ლარი უნდა მიეტანა ერთი კვირის განმავლობაში. საუბარი წარიმართა დაძაბულად, არ აძლევდნენ საშუალებას ეთქვათ რეალურად რა თანხა ჰქონდათ გადასახდელი. მომდევნო შეხვედრაზე დ-----------------მა დ----------------–---ს სთხოვა ვინმეს გაყოლა, საბოლოოდ მას გაჰყვა გ---------------–---–ი, რადგან ეს უკანასკნელი ნაჯდომი იყო ციხეში, მე-2 მხარის წარმომადგენლები კი ახსენებდნენ ქურდებს და საუბრებოდნენ ციხის ენაზე. თანხის არ გადახდის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ სახლების ბანკში ჩადებით. მეორე შეხვდრა მაისის ბოლოს ,,ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა, სადაც მივიდნენ დ-----------------ი, ზ---- ჩ----–---–- და გ---------------–---–ი, ხოლო მე-2 მხრიდან დაახლოვებით 30 პიროვნება, რომლებიც ერთდროულად საუბრობდნენ და ითხოვდნენ ფულს. გ---------------–---–მა ითხოვა იმ პირთან საუბარი ვინც უშუალოდ ითხოვდა ფულს ანუ ,,ჩ-----სთან“, თუმცა არ დაალაპარაკეს. შეხვედრის შემდეგ ზ----------–---–-ა გამოთქვა სურვილი ჩაერიათ ვინმე, ვინც შეძლებდა ვადის გაგრძელებას 2 თვით. დ----------------–---მ შესთავაზა მისი ბიძაშვილის, კანონიერი ქურდ - ზ---- მ---------–--ის, ზედმეტ სახელად - ,,გ-–-------ის“ ჩართვა, რომელიც დაუკავშირდებოდა ,,ჩ-----ს“ და სთხოვდა 2 თვიან ვადას. 21 მაისს იგი სტამბულში შეხვდა ზ---- მ---------–--ეს და უთხრა, რომ ჰქონდათ ვალი 20 000 ლარი და მის გადასახდელად სურდათ 2 თვიანი ვადა. ზ---- მ---------–--ემ დაურეკა ,,ჩ-----ს“ და უთხრა, რომ 2 თვის განმავლობაში მიიტანდნენ 20 000 ლარს. რეალურად 2 თვეში თანხის მოგროვება ვერ შეძლეს, 10 დღე იყო დარჩენილი თანხის მიტანამდე, როდესაც დაურეკა დ----------------–---მ და უთხრა, რომ თანხა აუცილებლად უნდა ეშოვნათ. შემდეგ და---------------–---- სახლში მასსა, ზ----------–---–- და მეორეს მხრივ დ----------------–---ს, გ---------------–---–ს და ტ------–-----------–---ს შორის შედგა დაძაბული საუბარი, რომ ფული აუცილებლად უნდა ეშოვნათ. მას, დ----------------–---მ, გ---------------–---–მა და ტ------–-----------–---მ უთხრეს, რომ მას მოეთხოვებოდა პასუხი რადგან ის იყო ჩასული თურქეთში და სწორედ ის შეპირდა ზ---- მ---------–--ეს თანხას ორი თვის ვადაში გადახდას, მათივე განმარტებით ასევე გ---------------–---–------------------------–---ც აგებდნენ ქურდების წინაშე პასუხს, რადგან მათ გააგზავნეს თურქეთში იგი. მოწმემ განმარტა, რომ ორი შეხვედრა იყო და---------------–---- სახლში, ხოლო მე-3 შეხვედრა მის სახლში. ტ------–-----------–--- ესწრებოდა ბოლო ორ შეხვედრას. მის სახლში დაძაბული საუბარი წარიმართა, ყველა იქ მყოფი ემუქრებოდა ზ----------–---–- - დალეწვით, ფანჯრიდან გადაგდებით, ამასთან დ----------------–---მ მოასმენინა ზ---- მ---------–-------- სატელეფონო საუბარი, სადაც ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ ფული აუცილებლად უნდა მიეტანათ. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დ-----------------მა ისესხა 7 000 ლარი, ასევე ზ----სთან ერთად ისესხა 3000 ლარი და მიიტანა დ----- რ-----–---–თან. ზ----------–---–-ა უთხრა დ----------------–---ს და გ------- რ-----–---–ს, რომ დანარჩენ თანხას ერთ კვირაში მიიტანდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მას ზ----------–---–-ა ჰკითხა გადახდილი თანხით მოხდებოდა თუ არა ს--------------- სახლის იპოთეკიდან გამოთავისუფლება, თუმცა მან უპასუხა, რომ ბრალდებულებისათვის ეკითხა, შემდეგ ზ----------–---–-ა უთხრა, რომ მართლაც ესაუბრა დ----------------–---ს და ამ უკანასკნელმა უთხრა - ,,როდის იყო ქურდები მუშებს ფულს უხდიდნენ“. მოწმემ დაადასტურა, რომ მას დ----------------–---მ სთხოვა და ზ----------–---–-ა გაუკეთა სამუშაო ცნობა, რათა თიანეთში ევლო პრობაციის ბიუროში, თუმცა ცნობაში არსებული გარემოებები რეალობას არ შეესაბამებოდა.

 

მოწმე ს--------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ხელოსანი და მუშაობდა თიანეთში გამგეობისა და ბაღებში სარესტავრაციო სამუშაოებში, საიდანაც იცნობს სამშენებლო ზედამხედველ - ე.წ. ,,პრარაბს“ ზ----------–---–- და ხელმძღვანელს - დ-----------------ს. ამ უკანასკნელთან მოხდა შეთანხმება, რომ უნდა გადაეხადათ 12 000 ლარი. სამუშაოები შეასრულა და ჯამში გადასახდელი ჰქონდათ 30 000 ლარი, თუმცა გადაუხადეს 23 000 ლარი, გარდა ამისა რადგან ხელმძღვანელებს ვერ მიჰქონდათ მასალა, მან დ-----------------ს შესთავაზა და საკუთარი ბინა 10 000 აშშ დოლარად ჩადო ბანკში, რათა მასალები მიეტანათ და დაემთავრებინათ მშენებლობა, შედეგად მასალებში ფული ერთად დახარჯეს.„ აღნიშნულის შემდეგ ელოდებოდა ფულის უკან ჩარიცხვას და რადგან არ უბრუნებდნენ ზ---- გ----------–---–ს მოუყვა ბინის ბანკში ჩადების შესახებ, რის შემდეგაც ერთად ნახეს დ-----------------ი და ზ---- ჩ----–---–-, რათა მათ დაედასტურებინათ ვალი, დ-----------------ი და ზ---- ჩ----–---–- ს--------------- ვალს მართლაც აღიარებდნენ. მოწმემ განმარტა, რომ შეხვედრას მის გარდა ესწრებოდა მისი შვილი - გ----------------, ზ---- გ----------–---–----ა მეგრელი ბიჭი. სხვა პირებისთვის არ მოუყოლია თავისი ამბავი და შესაბამისად არც დახმარება უთხოვია. როცა დაშორდნენ გ--მ და მეგრელმა უთხრეს ბოლოს ერთმანეთს ორი სიტყვა, მეგრელი ბიჭის და გი--------------–---–-- საუბარი გაგრძელდა დაახლოებით ორი წუთი. არანაირი თანხა არ მიუღია, ზ---- გ----------–---–- ერთხელ შეხვდა, მისთვის უცნობი იყო, ფულის ამოღების საქმეში სხვა პირები მონაწილეობდა თუ არა, არ იცოდა ქურდული სამყაროს წევრების საქმეში ჩარევის შესახებ და დაკითხვაზე გაიგო. ბ----------ისა და ჩ----–---–-ს გარდა ამ საქმესთან დაკავშირებით არავინ არაფერს დაპირებია. არასდროს უსაუბრია გ---------------–---–თან და დ----------------–---სთან.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა გი---------------ს მიერ 2017 წლის 8 სექტემბერს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც 2016 წლის დასაწყისში მამამისმა ს--------------- აიღო ობიექტი თიანეთში, სადაც უნდა შეეკეთებინათ საბავშვო ბაღები. შპს ,,რ------ დაკვეთით, რომლის ხელმძღვანელიც იყო ზ---- ჩ----–---–-, ხორციელდებოდა სარემონტო სამუშაოები. სამუშაოთა მწარმოებელი კი იყო დ-----------------ი და ის იძლეოდა დავალებებს. სამუშაოების დაწყებიდან მალევე დაიწყო ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემები, ფირმას მათი ხელფასები მართებდა, გარდა ამისა ს--------------- ბანკში ჩადო ბინა და აღებული თანხა ზ----------–---–- გადასცა ობიექტისთვის მასალების შესაძენად, რასაც შემდეგ აღარ აბრუნებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ზა---------–---–---ნ საუბარში ჩარეული იყო მისი მეგობარი ზ---- გ----------–---–-, რომელიც ცდილობდა მათ დაცვას, რადგან არც ხელფასებს უხდიდნენ და არც ბინის ბანკიდან გამოთავისუფლებას აპირებდნენ. დ----------------–--- როგორც მისთვის ცნობილია თიანეთში დადიოდა დ-----------------თან ერთად, თუმცა არ მუშაობდა ობიექტზე და არც ხელმძღვანელი იყო, შემდეგ როდესაც დაიძაბა ხელფასებთან დაკავშირებით სიტუაცია, ჰკითხა როგორ მიდიოდა საქმე და ხელფასებს თუ იღებდნენ. ზ---- გ----------–---–-- ჩარია თუ არა ვინმე არ იცის, ეს უკანასკნელი ცდილობდა დახმარებოდა, რომ მიეღოთ კუთვნილი ხელფასები, დახმარება კი იმაში მდგომარეობა, რომ ადამიანურად გვერდში ედგა და ზა---------–---–---ნ საუბრისას მათთან ერთად იმყოფებოდა. გ------- და ს-------------- არავის დამუქრებიან და არაკანონიერი გზით არ მოუთხოვიათ კუთვნილი ფულადი თანხა. გ---------------–---–ს იცნობს დ------------------- და და---------------–----გან თიანეთში მუშაობის პერიოდიდან და ისინი ერთად ხვდებოდნენ სასაუბროდ. დ----------------–--- და გ---------------–---–ი ე.წ. ქურდული გაგების პიროვნებები იყვნენ, ქურდულად ესაუბრებოდნენ, კერძოდ საუბარში ეტყობოდათ, რომ პატივს სცემდნენ ქურდული სამყაროს წევრებს და მოქმედებდნენ მათი წესებით. ხელფასი ასაღები ჰქონდათ დაახლოვებით 32 000 ლარი, ასევე ბინის გამოსასყიდი თანხა, რომელიც შეადგენს 10 000 აშშ დოლარს, რაც დღემდე არ მიუღიათ. მისთვის უცნობია ზ----------–---–-ა და დ-----------------მა მათი ხელფასების გადასახდელად გადაიხადეს თუ არა რაიმე თანხა, მათ არ მიუღიათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი გ------------------- რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

დეტექტივ-გამომძიებელმა ნ--------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 31 ივლისს რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თ------------------ ერთად პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლეს - თი---------------. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მხოლოდ ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ-ბარათით. ოქმი შედგა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად და დადასტურებული იქნა ხელმოწერებით, თუმცა თი-------------------რი განაცხადა ხელმოწერაზე.

 

დეტექტივ-გამომძიებელმა ივ-------------–---- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სამმართველოში გამოძიება დაიწყო ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებით, დაიგეგმა პიროვნებების დაკავება, ივლისის ბოლოს დაევალა დ----- ო----თან და გ------ ი------–---–თან ერთად გი--------------–---–-- დაკავება, ინფორმაციის თანახმად დასაკავებელი იმყოფებოდა გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისად მონაწილეობა მიიღო გი--------------–---–-- დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, რა დროსაც თან ახლდათ სპეც. დანიშნულების რაზმი. გლდანის მეტროსთან, ხიზანიშვილის ქუჩაზე, დააკავეს გი---------------–---–- და მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხელი მოაწერა ყველა ოქმს.

 

დეტექტივ-გამომძიებელმა დ-------------–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 31 ივლისს თათბირზე დ----- ჩ------–ს და მის ჯგუფში მყოფ თანამშრომელს დაევალათ განჩინების საფუძველზე ტ------–-----------–---- დაკავება და პირადი ჩხრეკის ჩატარება. გაემართნენ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე არსებულ ე.წ. ხის საამქროში, სადაც იმყოფებოდა ტ------–-----------–---- გადაეცა განჩინების ასლი და მოხდა მისი დაკავება, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, ოქმები შედგა ადგილზე. ღონისძიებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ - ზ---- სტ-------------------------–---. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ასევე იმყოფებოდა სპეცრაზმი.

 

სასამართლო სხდომაზე იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა დეტექტივ-გამომძიებელმა ზ---- ს---------- და დამატებით განმარტა, რომ მათ ნახეს და ამოიღეს მხოლოდ ერთი ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი. დაკავებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ოქმებს მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე გ---------------–---–მა არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არანაირი შეხება არ აქვს ქურდულ სამყაროსთან. დ----------------–--- მისი მეგობარია და თიანეთში ერთად მუშაობდნენ, რის გამოც პრობაციის ბიუროში წარადგინეს ცნობა და ითხოვეს 3 თვის მანძილზე შესაბამის პრობაციის ბიუროში დაფიქსირება. შესაბამისად გ---------------–---–------------------------–--- ფიქსირდებოდნენ თიანეთში. ისინი სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ როგორც მეგობრები. ტ------–-----------–---ს სულ ორჯერაა შეხვედრილი, პირველად როდესაც დ----------------–---მ გააცნო და მეორედ შემთხვევით შეხდა ქუჩაში, მასთან არანაირი შეხება არ ქონია. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ 5 თვე იმუშავა და ხელფასი ქონდა 550 ლარი, თუმცა არ აძლევდნენ, რადგან დავალიანება ქონდათ და სახლები ჩაადებინეს ბანკებში. ზა---------–---–---ნ დაპირისპირება არ ქონია, არ დამუქრებია, დავა 20 000 ლარზე ასევე არ ჰქონიათ. მხოლოდ თავის ხელფასს ითხოვდა. ტ------–-----------–--- არ მუშაობდა ზა---------–---–---ნ და რას თხოვდა ზ----------–---–- არ იცის. ზ---–-----------–------რ იცნობს. შეხვდა თუ არა დ------------------- სახლში არ ახსოვს, შესაბამისად არ იცის როგორ ახსენებდა. რა თემებზე იყო ლაპარაკი არ ახსოვს. ცუდად არის და რაზეა დაჭერილი ვერ იხსენებს.

 

სასამართლო სხდომაზე ტ------–-----------–---მ არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შეხება არ აქვს ქურდულ სამყაროსთან ან/და ქურდულ გარჩევასთან. ქურდული სამყაროს წევრებს არ იცნობს. დ----------------–---მ გააცნო გ---------------–---–ი, ისინი მიდიოდნენ თიანეთში სამუშაოდ, სადაც დ-----------------ი იყო ბრიგადირი, ხოლო დ----------------–--- თანამშრომელი. ამ უკანასკნელს სულ ორჯერ შეხვდა. ზ---– მ---------–--ე მოგვარეა და ბიძაშვილებს ეძახიან ერთმანეთს, თუმცა 2004-2005 წელს სატელეფონო საუბარისას შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს და იმის შემდეგ ურთიერთობა არ აქვთ. იცის, რომ დ----------------–--- ნერვიულობდა მიუღებელ ხელფასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო სხდომაზე დ----------------–---მ არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შეხება არ აქვს ქურდულ სამყაროსთან და არ მოღვაწეობს ქურდული სამყაროს ინტერესებისათვის. ქურდული სამყაროს წევრები არ აღიარებენ. ის და დ-----------------ი იყვნენ კარგი მეგობრები. ფულთან დაკავშირებით მართლაც ჩადგა შუაში, კერძოდ დაურეკა ბიძაშვილ მ---------–--ეს, თუმცა მოკითხვის შემდეგ უთხრა, რომ ლაპარაკი უნდოდათ, შეთანხმდნენ თურქეთში შეხვდებოდნენ ერთმანეთს. 20 რიცხვამდე ფული უნდა გადახდილიყო. გრძნობდა, რომ ფული ვერ გროვდებოდა, ის კი შუამავალი იყო, ამასთან დაკავშირებით ზ----მ კითხა, რატომ ჩადგა შუაში და საერთოდ რატომ დაურეკა. რეალურად მისი მეგობრები იყვნენ და უნდოდა დრო გაეწელა და ამიტომ ჩადგა შუაში.

 

2017 წლის 31 ივლისის ხმის ნიმუშის აღებაზე უარის თქმის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ გ---------------–---–მა უარი განაცხადა ნებაყოფლობით ხმის ნიმუშის აღებაზე.

 

2017 წლის 25 აგვისტოს ხმის ნიმუშის აღებაზე უარის თქმის შესახებ ოქმებით დადგენილია, რომ ტ------–-----------–---მ, გ---------------–---–მა და დ----------------–---მ უარი განაცხადეს ნებაყოფლობით ხმის ნიმუშის აღებაზე.

 

2017 წლის 7 დეკემბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეო-აუდიო ჩანაწერები ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის.

 

ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებზე არსებულ აუდიო ნაწილზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.

 

კომპლექსური კვლევით დადგინდა, რომ აღინიშნება შესადარებელი დიქტორების მაღალი ხარისხით მსგავსება, როგორც აუდიტორული, ასევე ინსტრუმენტალური ანალიზის შედეგად მიღებული იდენტურობის ნიშნებისა. რის შედეგადაც შეიძლება დავასკვნათ რომ:

 

ა) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ვიდეოგრამა ,,Rec1_0001“-ში მოსაუბრე მამაკაცების ხმა და მეტყველება იდენტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,ზ---- ჩ----–---–-სა“ და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე და---------------–---- ხმა და მეტყველებისა.

 

ბ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ვიდეოგრამებში ,,Rec1_0001“ და ,,Rec1_0002“-ში მოსაუბრე მამაკაცების ხმა და მეტყველება იდენტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,ზ---- ჩ----–---–-ს“, ,,დ-------------------ა“ და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე: და---------------–----, ტ------– მ--------–--ისა და გი--------------–---–-- ხმა და მეტყველებისა.

 

გ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამაში ,,1---------“ მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდენტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,ზ---- ჩ----–---–-სა“ და ,,დ-------------------“ ხმა და მეტყველებისა.

 

დ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში ,,1---------, 1---------“ მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდნეტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,ზ---- ჩ----–---–-ს“ და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე: და---------------–---- ხმა და მეტყველებისა.

 

ე) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,,1---------------------------------------------------------------------------------------------------------------------“ მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდენტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,დ-------------------ა“ და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე და---------------–---- ხმა და მეტყველებისა.

 

ვ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდენტურია, სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე: და---------------–----ა და გი--------------–---–-- ხმა და მეტყველებისა.

 

ზ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში ,,1---------------------“ მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმა იდენტურია, სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე: გი--------------–---–-- ხმა და მეტყველებისა.

 

თ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,,1---------“ მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე: გი--------------–---–--ა და ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,ზ---- ჩ----–---–-ს“ ხმა და მეტყველებისა“

 

ი) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,,1---------“ მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე : ტ------–-----------–----ა და და---------------–---- ხმა და მეტყველებისა.

 

კ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,,1---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე : და---------------–----ა და გი--------------–---–-- ხმა და მეტყველებისა.

 

ლ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,------------------------------------------------------------------------------------------------------------ მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდენტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,დ-------------------ა“ და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე: და---------------–---- ხმა და მეტყველებისა.

 

მ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,,----------------------------------- მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდენტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,დ-------------------ა“ და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე: გი--------------–---–-- ხმა და მეტყველებისა.

 

ნ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,---------------------- მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდენტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,დ-------------------“, ,,ზ---- ჩ----–---–-სა „ და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე: და---------------–---- ხმა და მეტყველებისა.

 

ო) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,---------------------- მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდენტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,დ-------------------“, ,,ზ---- ჩ----–---–-ს“ ხმა და მეტყველებისა.

 

პ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,----------------------- მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდენტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,დ-------------------“, ,,ზ---- ჩ----–---–-სა და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე: და---------------–---- ხმა და მეტყველებისა.

 

ჟ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,,--------------------- მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდენტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,ზ---- ჩ----–---–-სა“ და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე: და---------------–---- ხმა და მეტყველებისა.

 

რ) გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადაო ფონოგრამებში: ,---------------------- მონაწილე დიქტორი მამაკაცების ხმები იდენტურია, ხმის ნიმუშში მოსაუბრე ,,დ-------------------“, ,,ზ---- ჩ----–---–-ს“ ხმა და მეტყველებისა.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე------------–-–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ექსპერტიზაში შეცდომის დაშვების ალბათობა არ არსებობს.

 

2017 წლის 4 ოქტომბრის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური N---------ტ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:

 

1. სს N009190717002 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 და N2 ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს, სახელწოდებით - ,,Rec1_0002.avi” (ვიდეოგრამა N3) არ აღენიშნება მონტაჟის და რედაქტირების ნიშნები;

 

2.გამოკვლევაზე წარმოდგენილი N1 და N2 ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით ,,Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N1), ,,Rec1_0001.avi”(ვიდეოგრამა N2) და ,,Rec1_0002.avi” (ვიდეოგრამაN3) ამოღებულ N4-8 ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო პირების გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია;

 

3.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 და N2 ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4 და ფოტო N6) და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 2--------- წელს დაბადებული დ------------------------------–---------------------- სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათზე (ფოტოN9) გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება;

 

4.გამოკვლევაზე წარმოდგენილი N2 ლაზერულ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო N5) და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 28---------–--–--------------–-------------–------------------------------------------- სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათზე (ფოტო N10) გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება;

 

5.გამოკვლევაზე წარმოდგენილი N2 ლაზერულ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო N7) და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 2----------–--–--------------–----------–-------------------------–--------------------- სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათზე (ფოტო N11) გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება;

 

6.გამოკვლევაზე წარმოდგენილი N2 ლაზერულ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო N8) და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 0----------–--–--------------–---------------------------–---–------------------- სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათზე (ფოტო N13) გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება; მოწმემ განმარტა, რომ დასკვნა კატეგორიულის.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიდოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარმა ექსპერტმა გ---------------–---–---

 

2017 წლის 19 ივლისის ზ---- ჩ----–---–-ს განცხადებით დადგენილია, რომ მან მიმართა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და მოახსენა, რომ მისი სამშენებლო კომპანია შპს ,,რ----“ თიანეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებდა საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რა დროსაც სახურავის ბრიგადის მუშებთან შეექმნა ხელფასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ ისინი სთხოვდნენ 38 000 ლარის გადახდას, მაშინ როცა შეთანხმებისამებრ ეკუთვნოდა 20 000 ლარის გადახდა. მუშებმა თანხის ამოღების გამო მიმართეს ქურდული სამყაროს, რის გამოც სამუშაოების მწარმოებელმა - დ-----------------მა თავის მხრივ ასევე ჩარია მისი მეგობრები ასევე ქურდული სამყაროს წევრები - დ----------------–--- და გი---------–---–-, რომლებმაც თითქოს მოაგვარეს დავა 2-3 დღეში, თუმცა 20 000 ლარი რომელიც უნდა გადაეხადა მუშებისათვის უნდა მიეცა მათთვის და ისინი მისცემდნენ მიმართულებას. გარდა ამისა რადგან ზ----------–---–-ა ვერ შეძლო თანხის გადახდა მათ მიერ განსაზღვრულ ვადაში მათ დაიწყეს მუქარა, ასაუბრეს კანონიერ ქურდ - ე.წ. ,,გ-–-------თან“. დ----------------–--- და გ---------------–---–ი დაემუქრნენ ასევე ფიზიკური განადგურებით.

 

2017 წლის 19 ივლისის დეტექტივ-გამომძიებელ ა-–---------- ბ------–---–ის პატაკით დადგენილია, რომ გ---------------–---–ი, დ----- მ---------–-ე და ზ---– მ---------–--ე - ე.წ. ,,გ-–-------ი“ ცნობენ და აღიარებენ ქურდული სამყაროს, ეთანხმებიან მის მიზნებს, საჯაროდ გამოხატავენ ქურდული სამყაროსა და წესების მხარდაჭერას.

 

შპს ,,რ------ დირექტორ ზ---- ჩ----–---–-ს ცნობით დადგენილია, რომ დ----------------–--- 2016 წლის 3 ივნისიდან მუშაობს შპ----------–-- სამუშაოთა მწარმოებლად, ხელფასი 750 ლარი. ხელმძღვანელობს თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარის, სოფელ ჩაბანოს და სოფელ ახალოსფელის საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

2017 წლის 5 სექტემბრის სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროს ი-----–- გ--–-----ის წერილის თანახმად გ---------------–---–ს უფლება მიეცა 2016 წლის 5 ივლისიდან 2016 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით დადგენილი რეჟიმის მიხედვით რეგისტრაცია გაევლო თიანეთის პრობაციის ბიუროში, ხოლო დ----------------–---ს მიეცა ნებართვა 2016 წლის 5 ივლისიდან 2016 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით დადგენილი რეჟიმის მიხედვით რეგისტრაცია გაევლო მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს თიანეთის ოფისში. ამასთან და---------------–---- მიმართ აღნიშნული საქმის წარმოება შეწყდა 2016 წლის 12 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

2017 წლის 31 ივლისის ოქმით დადგენილია, რომ დეტექტივ გამომძიებელმა გ--------------------- შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეცსახსრებიდან გამოტანილი იქნა 3500 ლარი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისას ობიექტ - ზ---- ჩ----–---–-სათვის გადასაცემად.

 

2017 წლის 1 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ინტერნეტ საიტი - , სადაც რუსულ ენაზე მითითებულია კანონიერი ქურდები, ზედმეტ სახელებით. ვებსაიტის 329-ე გვერდზე რუსული ასოებით მითითებულია - Махароблидзе Заал Зурабович, ზედმეტი სახელით - ,----------- გამოკვლეული იქნა ასევე აღნიშნული ინფორმაციის ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდებულთა ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის კრებსითი ამონაბეჭდები, მსჯავრდებულთა და დაზარალებულის შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ასევე მსჯავრდებულთა და დაზარალებულის შეხვედრის ფარული აუდიო ჩანაწერები, ზემოაღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კრებსითი ამონაბეჭდები, Facebook-ისა და viber-ის დათვალიერების ოქმები და შესაბამისი ამონაბეჭდები, ვებგვერდ -ს დათვალიერების ოქმი შესაბამისი ნათარგმნი მასალა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ტ------–-----------–----, გი--------------–---–-- და და---------------–---- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, ტ------–-----------–----, გი--------------–---–-- და და---------------–---- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დ----------------–---ს, გ---------------–---–სა და ტ------–-----------–---ს ბრალი ედება კანონიერი ქურდობის წევრობაში. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მუხლის შემადგენლობა არის გადმოცემული შემადგენლობის ნიშნების დაზუსტებისა და განმარტების გარეშე, რის გამოც მოცემული მუხლის შინაარსის გასარკვევად აუცილებელია კანონიერი ქურდის განმარტების მოძიება. აღნიშნული განმარტება მოცემულია საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონში „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“. ამდენად, თავისი არსით სსკ-ის 2231-ე მუხლი ამ კანონის არსებობის პირობებში ბლანკეტური ნორმის ხასიათს ატარებს და მოითხოვს სწორედ აღნიშნულ კანონში მითითებული განმარტებების, როგორც მოცემული ტერმინის შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტში მოცემული ერთადერთი ოფიციალური განმარტების გამოყენებას.

 

მოცემული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს. ქურდული სამყარო არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანმახმად „ქურდული სამყაროს“ წევრი არის პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილი დასჯადად აცხადებს კანონიერ ქურდობის წევრობას და არ აზუსტებს, თუ რა შეიძლება ამაში იგულისხმებოდეს. მოცემული მუხლი, ისევე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნებისმიერი სხვა მუხლი, გაგებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილ დებულებებთან შესაბამისობაში. მით უმეტეს ისინი შესაბამისობაში უნდა იყვნენ დანაშაულის ზოგად ცნებასთან, როგორც მისი კონკრეტული გამოხატულებები. დანაშაულის ცნება მოცემულია სსკ-ის მე-7 მუხლში, რომლის მიხედვითაც დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. ამდენად, ყველა დანაშაულის შემადგენლობაში, რაც არ უნდა ზოგადი ფორმულირება ჰქონდეს მას, იგულისხმება კონკრეტული ქმედება, ვინაიდან დანაშაული არის სწორედ ქმედება და არა წარმოდგენები, შეხედულებები, მისწრაფებები და ა.შ. კანონიერი ქურდობის წევრობაც გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას და მის გარეშე ის დანაშაულის შემადგენლობას ვერ შექმნის.

 

კონკრეტული ქმედებები, რომლებმაც შეიძლება შექმნან კანონიერი ქურდობის შემადგენლობა, კანონში ამომწურავად ჩამოთვლილი არ არის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, ესა თუ ის ქმედება რამდენად შეესაბამება სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შემადგენლობას. კანონში ასევე არ არის პირდაპირ და ამომწურავად ჩამოთვლილი სპეციალური წესები, რომელთა აღიარებაც არის აუცილებელი ამ დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის, თუმცა ეს ბუნებრივია თვით ამ დანაშაულისა და მისი ჩამდენი პირების მოქნილობიდან გამომდინარე. ეს წესები არ არის უცვლელი. პირიქით, დროთა განმავლობაში ვითარების ცვლილებასთან ერთად ისინიც იცვლება, რათა ახალმა პირობებმა ხელი არ შეუშალონ ქურდული სამყაროს მიზნების მიღწევას და შეცვლილ პირობებთან შეგუებით მიღწეულ იქნეს ქურდული სამყაროს მიზნები. საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებები ითხოვს, კანონი იყოს განჭვრეტადი ისე, რომ პირმა იცოდეს, რა ქმედების ჩადენა გამოიწვევს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Cantoni v. France, 2000 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Coëme and others v. Belgium, 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Sud Fondi srl and others v. Italy). მიუხედავად ამისა, ზოგადად კანონის, მათ შორის სისხლის სამართლის ნორმის თვისებაა მეტ-ნაკლებად აბსტრაქტული ხასიათი, რის გამოც ნორმის განმარტების აუცილებლობა გარდუვალია. მით უმეტეს ისეთ სპეციფიკურ დანაშაულთან დაკავშირებით, როგორიცაა კანონიერი ქურდობის წევრობა, როცა თვითონ კანონიერი ქურდები ხშირად ცვლიან საკუთარ წესებს, ხოლო სისხლის სამართლის ნორმამ ფეხი უნდა აუწყოს ამ ცვლილებებს. ამდენად, თვითონ ნორმის აბსტრაქტულობა ავტომატურად არ გამორიცხავს მის განჭვრეტადობას თუ ის ტოვებს კონკრეტული განმარტების გონივრული მოლოდინის შესაძლებლობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Achour v. France, 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Huhtamäki v. Finland). მოცემულ შემთხვევაში, პრაქტიკაში საზოგადოების წევრების ცხოვრებაზე კანონიერი ქურდების გავლენის ისტორიის გათვალისწინებით, კანონში დეტალური აღწერის გარეშეც საზოგადოების წევრებისთვის ნაცნობი და გასაგებია ქურდული სამყაროს ტერმინები და წესები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tsintsabadze v. Georgia). მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა ამ ტერმინების გარკვეულ განმარტებებს იძლევა ასევე „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლისგან იზოლირებულადაც სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილი არ არსებობს. ამდენად, აღნიშნულ კანონთან ერთობლიობაში და საზოგადოების მიერ წლების განმავლობაში დაუწერელი წესების გაცნობიერების ხარისხის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილი არის საკმარისად გასაგები იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დანაშაულის შემადგენლობისა და მისი ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების გაცნობიერების კრიტერიუმი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Ashlarba v. Georgia).

 

რაც შეეხება კონკრეტული მსჯავრდებულების კანონიერი ქურდობის წევრობას, აღნიშნული უნდა გაირკვეს ინდივიდუალურად საქმის მასალებზე დაყრდნობით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურებულ იქნა, რომ 2017 წლის მაისში თვეში დ----------------–--- და გ---------------–---–ი შეხვდნენ შპს „რ------ დირექტორს ზ----------–---–- მათი საერთო ნაცნობის - დ------------------- ბინაში, მდებარე ქ. რუსთავი, მ--------------------------ში, სადაც კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით მოთხოვეს 20 000 ლარის გადახდა, ისინი სისტემატურად უკავშირდებოდნენ და ხვდებოდნენ ზ----------–---–- და ითხოვდნენ თანხის დათქმულ ვადაში გადახდას.

 

2017 წლის 17 ივლისს (და---------------–---- საცხოვრებელ სახლში) და 20 ივლისს (დ------------------- საცხოვრებელ სახლში), ღამის საათებში დ----------------–---, გ---------------–---–ი და ტ------–-----------–--- ზ----------–---–- მუქარითა და დაშინებით სთხოვდნენ კანონიერი ქურდების სასარგებლოდ 20 000 ლარის გადახდას.

 

მსჯავრდებულების მიერ ზ---- ჩ----–---–ის მუქარასა და დაშინებას, დათქმულ ვადაში გადაეხადა თანხა მიეცა სისტემატიური ხასიათი, დასტურდება ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით. კერძოდ: დაზარალებულმა ზ----------–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მისი მეგობარი დ------------------- საქმიანობაში შედიოდა ხელოსნებთან მოლაპარაკებები, მათ შორის ხელფასებთან დაკავშირებით. ხოლო დ-----------------ს დაყვებოდნენ დ----------------–--- და გ---------------–---–ი. ერთ-ერთი ვიზიტისას კი აღნიშნული პირები ნახა წელსზემოთ შიშვლები, სხეულზე გამოსახული ე.წ. „ქურდული სვირინგებით“, ასევე ჰქონდათ ქურდული სამყაროს წევრებისათვის დამახასიათებელი საუბრის მანერა.

 

დაზარალებულმა ზ---- ჩ----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ვერ ახდენდა ხელფასების დროულად მიცემასა და ასევე, მასალების შეძენას, რის გამოც ს--------------- იპოთეკით დატვირთა მისი საცხოვრებელი ბინა და თანხა გადასცა დ-----------------სა და ზ----------–---–-, რითაც შეძენილი იქნა მასალა და დასრულდა ბაღების გადახურვა. ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხა მუშების ხელფასების სრული დაფარვა და ასევე ს--------------- ბინის სესხის გადაფარვა, რის გამოც დაიწყო დაპირისპირება.

 

დაზარალებულმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ს--------------- შვილის, გ----------------მ საქმეში ჩარია ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები და 2017 წლის მაისში შეხვდა მათ თბილისში, ვაგზლის ტერიტორიაზე, რომლებსაც ახლდნენ დ-----------------ი, ზ---- ჩ----–---–- და გ---------------–---–ი. აღნიშნულმა პირებმა რამდენჯერმე სცადეს კანონიერ ქურდთან „ჩ-----სთან“ დაკავშირება და ვერ მოახერხეს.

 

დაზარალებულმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ზემოთ მითითებული პირები მას ეუბნებოდნენ, რომ უნდა გადაეხადა 38 000 ლარი, რეალურად კი ს---------------ათვის მისაცემი ჰქონდა 20 000 ლარი. ასევე, ეუბნებოდნენ რომ აღნიშნული ფული უნდა წასულიყო „ჩ-----სთან“. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გ---------------–---–ი ურეკავდა დ----------------–---ს და უყვებოდა საუბრის მიმდინარეობას.

 

გ---------------–---–მა და დ----------------–---მ გადაწყვიტეს, რომ მიემართათ კანონიერი ქურდისთვის, ზ---– მ---------–--ისთვის, მეტსახელად „გ-–-------ი“, რომელიც იმყოფებოდა თურქეთში. საბოლოოდ კი ,,გ-–-------ის“ გადაწყვეტილებით, ზ----------–---–- 20 000 ლარის გადასახდელად მიეცა 2 თვიანი ვადა - 2017 წლის 20 ივლისი, თუმცა ზ---- ჩ----–---–- კარგად ხვდებოდა, რომ მის მიერ გადახდილი თანხას არავინ გადაუხდიდა ს--------------- და ქურდები „მისცემდნენ თანხას მიმართულებას“, ანუ თავად განკარგავდნენ და გადაწყვეტდნენ თანხის ბედს.

 

აღნიშნული გარემოები სრულ შესაბამისობაშია ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციასთან. კერძოდ კი, 2017 წლის მაისიდან ივლისამდე პერიოდში დ----------------–--- და გ---------------–---–ი ხშირად უკავშირდებოდნენ ზ----------–---–-, ახსენებდნენ 20 000 ლარის ოდენობით ფულის გადახდის საკითხს. მსჯავრდებულები - დ----------------–--- და ტ------–-----------–---- შეხვდნენ ზ----------–---–- თავის საცხოვრებელ კორპუსთან, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, ასევე შეახსენეს რომ ყავდა პატარა შვილი და გაფრთხილებოდა ოჯახს, მუქარით და ზეწოლით მოთხოვეს ქურდული სამყაროს სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა.

 

გარდა ამისა, დაზარალებულმა განმარტა, რომ 2017 წლის 17 ივლისს და---------------–---- სახლში დ----------------–---მ, გ---------------–---–მა და ტ------–-----------–---მ შეახსენეს, რომ თანხის გადახდის ვადა იწურებოდა და გადაუხდელობის შემთხვევაში გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად ქურდული სამყაროს სახელით, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, მოსთხოვეს ნებისმიერი გზით ეშოვნა ,,გ-–-------თან“ გადასაგზავნი ფული.

 

2017 წლის 19 მაისს დ------------------- სახლში ზ----------–---–- ტ------–-----------–---მ, დ----------------–---მ და გ---------------–---–მა დაზარალებულს მოასმენინეს ,,გ-–-------ის“ ხმოვანი შეტყობინება, სადაც ის სასწრაფოდ ითხოვდა 20 000 ლარის გადახდას ზ---- ჩ----–---–-სგან.

 

ზ----------–---–-ა დაადასტურა, რომ მას არაერთხელ შეხვდნენ ქურდული სამყაროს წევრი მსჯავრდებულები და მუქარითა და დაშინებით მოსთხოვეს მას ქურდული სამყაროს მიზნებისათვის 20 000 ლარის გადახდა, ამასთან გადახდილი თანხები არ იყო მიმართული ს--------------- იპოთეკით დატვირთული სახლის გასათავისუფლებლად, ეს უკანასკნელი არ იყო საქმის კურსში მის მიერ ეტაპობრივად გადახდილი თანხების შესახებ, შესაბამისად თანხები მიემართებოდა ქურდულ სამყაროში და შესაბამისად აღნიშნული ფულის გადახდის შემდეგ მას კვლავ მოუწევდა ს---------------ათვის რეალური ვალის - სახლის გასათავისუფლებელი ფულის ანაზღაურება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებები დაადასტურა ასევე დ-----------------მაც და განმარტა, რომ ქურდული მოწოდებებით ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თხოვდნენ 20 000 ლარს მსჯავრდებულები ზ----------–---–-, დაადასტურა, რომ ჯამში 10 000 ლარი მისცა დ----------------–---ს და სიმონ და გ----------------ებისათვის არავინ აპირებდა კუთვნილი თანხის დაბრუნებას. ასევე დაადასტურა თურქეთში ,,გ-–-------თან“ შეხვედრა გი--------------–---–-- და და---------------–---- საშუალებით, რომელიც მათივე განმარტებით იყო ქურდული ავტორიტეტი, ასევე დაადასტურა მისი გადაწყვეტილება თანხასთან დაკავშირებით - დახმარება კანონიერი ქურდ ,,ჩ-----ს“ მიერ მოთხოვნილი თანხის გადავადებაში. მანვე განმარტა, რომ და---------------–---- სახლში დ-----------------ს, ზ----------–---–- და მეორეს მხრივ დ----------------–---ს, გ------- რ-----–---–ს და ტ------–-----------–---ს შორის შედგა დაძაბული საუბარი, რომ ფული აუცილებლად უნდა ეშოვნათ. დ-----------------ს დ----------------–---მ, გ---------------–---–მა და ტ------–-----------–---მ უთხრეს, რომ მას მოეთხოვებოდა პასუხი რადგან ის იყო ჩასული თურქეთში და სწორედ ის შეპირდა ზ---–-----------–---- თანხას ორი თვის ვადაში გადახდას, მათივე განმარტებით ასევე გ---------------–---–------------------------–---ც აგებდნენ ქურდების წინაშე პასუხს, რადგან მათ გააგზავნეს თურქეთში დ-----------------ი. ბრალდებულები ემუქრებოდა ზ----------–---–- - დალეწვით, ფანჯრიდან გადაგდებით, მოასმენინეს ზ---- მ---------–-------- სატელეფონო საუბარი, სადაც ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ ფული აუცილებლად უნდა მიეტანათ.

 

თავის მხრივ ს--------------- განმარტა, რომ დ-------------------ა და ზ---- ჩ----–---–-ს გარდა არავინ დაპირებია თანხის დაბრუნებას და არც რაიმე სახის ინფორმაციას ფლობდა ვინმესგან. არასდროს უსაუბრია გ---------------–---–თან და დ----------------–---სთან.

 

გი---------------ს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ დ----------------–--- და გ---------------–---–ი ე.წ. ქურდული გაგების პიროვნებები არიან, საუბარში ეტყობოდათ, რომ პატივს სცემდნენ ქურდული სამყაროს წევრებს და მოქმედებდნენ მათი წესებით.

 

პალატა განმარტავს, რომ დ----------------–---, გ---------------–---–ი და ტ------–-----------–--- აღიარებენ ქურდულ სამყაროს და მოქმედებენ ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად. მათ სისტემატური და აქტიური კავშირი ქონდათ მათი წარმოდგენით და განმარტებით საზღვარგარეთ მყოფ ავტორიტეტ - ზ---–-----------–----თან, მეტსახელად „გ-–-------ი“, რომელიც უნდა დახმარებოდა კონკრეტული დავის მოგვარებაში. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების ჩვენებას მათ უდანაშაულობის შესახებ, რომ მათ არანაირი შეხება არ აქვს ქურდულ სამყაროსთან, რომ მონაწილეობას არ იღებდნენ ქურდულ გარჩევაში და არ მოღვაწეობენ ქურდული სამყაროს ინტერესებისათვის, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება, როგორც ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებას, ასევე ექსპერტის დასკვნებსა და ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციას. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ ზ---- ჩ----–---–-ს მიერ განხორციელებულ ფარულ ვიდეო/აუდიო ჩანაწერში კარგად ჩანს ტ------–-----------–---- მხრიდან საქმის გარემოებების ცოდნის ფაქტი, დაზარალებულის იძულება რაიმე ფორმით იშოვოს ფული.

 

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულები არ არიან გულწრფელნი სასამართლოს წინაშე და მათი ამგვარი - ურთიერთსაწინააღმდეგო და არასრულყოფილი პოზიცია მიმართულია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობისაკენ.

 

ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიდოსკოპური ექსპერტიზის დასკვნებით ცალსახად დასტურდება და ხდება ბრალდებულთა იდენტიფიცირება, როგორც აუდიო-ვიდეო ჩანაწერში, ასევე აუდიო ჩანაწერებსა და სატელეფონო საუბრებში, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა კატეგორიულად დაადასტურეს ბრალდებულთა ხმის არსებობა (ფონოსკოპური), ასევე მსჯავრდებულთა გამოსახულების არსებობა (ჰაბიდოსკოპური).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც არათუ უარყოფდა, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უტყუარობაში, რომ ეს ეჭვი მსჯავრდებულთა სასარგებლოდ ყოფილიყო გადაწყვეტილი. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველიგახდებოდა.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად დამძიმდა ქურდული სამყაროს წევრობისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ამასთან დასჯადი გახდა ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა და ქურდული სამყაროს წევრისათვის/კანონიერი ქურდისათვის მიმართვა ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატსობის მიღება. რაც შეეხება ქურდული სამყაროს წევრობას, დამძიმდა მხოლოდ აღნიშნული მუხლის სანქცია, სხვა მხრივ მუხლს ტრანსფორმაცია არ განუცდია. შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გი--------------–---–-- ადვოკატის პოზიციას, კრიმინილიზირებულ ქმედებებთან მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირების შესახებ. ამასტან პალატა აღნიშნავს, იმდენად რამდენადაც განხორციელებული ცვლილებებით დამძიმდა სასჯელი რისთვისაც ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად მასზე ვერ გავცელდება კანონის უკუქცევითი ძალა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: ქურდული სამყაროს წევრობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ტ------–-----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

დ----------------–---ს და გ---------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსული მათი ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის, რის გამოც სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულების პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის/მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დამნაშავეების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეების პიროვნება. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დ-------------------, ზ---- ჩ----–---–-სა და გი--------------–---–-- განსაზღვრული სასჯელები სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი, დ-------------------, ზ---- ჩ----–---–-სა და გი--------------–---–--მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული 15 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ტ------–-----------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში არსებული სიმბარათით, გი--------------–---–-- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,SAMSUNG-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე იმავე ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები - სათვალე, ტყავის საფულე და სხვადასხვა პირადი ნივთები, და---------------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,SAMSUNG-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში არსებული 2 ცალი სიმბარათითა და ერთი მეხსიერების ბარათით, თ------- ჩ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,IPHONE-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი მასში არსებული სიმბარათით, და---------------–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ,,HP-ის“ ფირმის ტაბი (პლანშეტი) და მეხსიერების ბარათი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, და---------------–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული კომპიუტერის პროცესორი, რომელიც ინახება შსს ცკპდ ძალადობრივ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო და---------------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 3500 ლარის ოდენობით, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გი--------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ი---------–---–-სა და მსჯავრდებულების დ------------------–-----------–------ს ადვოკატის ი-----–- ჩ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

დ----------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 18 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ----------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ტ------–-----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 18 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

და---------------–----, ტ------–-----------–---- და გი--------------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

დ----------------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 ივლისიდან.

 

ტ------–-----------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 ივლისიდან.

 

გ---------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 ივლისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

15 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ტ------–-----------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში არსებული სიმბარათით, გი--------------–---–-- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,SAMSUNG-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე იმავე ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები - სათვალე, ტყავის საფულე და სხვადასხვა პირადი ნივთები, და---------------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,SAMSUNG-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში არსებული 2 ცალი სიმბარათითა და ერთი მეხსიერების ბარათით, თ------- ჩ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,IPHONE-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი მასში არსებული სიმბარათით, და---------------–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ,,HP-ის“ ფირმის ტაბი (პლანშეტი) და მეხსიერების ბარათი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, და---------------–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული კომპიუტერის პროცესორი, რომელიც ინახება შსს ცკპდ ძალადობრივ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო და---------------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 3500 ლარის ოდენობით, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი