განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120100118002615834
საქმე №1ბ/15-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
1 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ი------------–---–ი (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1----–-–-----------–ს, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ბ-----------------------------–---------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: განაჩნთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ----–-------–-–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილის 6 თვით თავისუფლების აღკვეთის დამატება, ნაცვლად 1 წლისა და 6 თვისა.
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ო--------------ემ წარმოადგინა შესაგებელი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქ------------–--------–-----–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი------------–---–მა შელაპარაკების საფუძველზე მეუღლეს ლ--–--------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქ------------–--------–-----–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი------------–---–ი შელაპარაკების საფუძველზე მეუღლეს ლ--–--------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–--------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ი------------–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: ბრალდებულ ი------------–---–ის აღიარით, ლ--–--------–---–ის მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებებით, ბრალდებულ ი------------–---–ის დაკავების ოქმით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება.
ი------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით ი------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზთვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 2 თვისა და 25 დღის ვადით, საიდანაც 2 თვე და 25 დღე მოიხადა რეალურად სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს ი------------–---–ი იმყოფებოდა პირობით გამოსაცდელი ვადის მოქმედების პირობებში.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი------------–---–ისათვის განაჩენთა ერთობლიობით წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მხოლოდ 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის დამატების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი, ი------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ნერწყვის ნიმუში და პლასტმასის ტარიანი დანა უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ----–-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და დანაშაულთა ერთობლიობით ი------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
ი------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ნერწყვის ნიმუში და პლასტმასის ტარიანი დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაია თეთრაული