განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/124-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
მსჯავრდებულ ვ-------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვ-------–------------------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:
ვ-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ-------------ას სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ვ-------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან, 2018 წლის 13 დეკემბრიდან.
ვ-------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის ფარული დაუფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა რომ:
2018 წლის 17 აგვისტოს დაახლოებით 06:00 საათზე, ვ-------------ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თბილისში, გლდანის პირველ და მეორე მიკრორაიონებს შორის შპს „ს გ----–--------–-ს“ კუთვნილ ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ღამის განათების, 35 ლარად ღირებულ ერთ ცალ ნათურას, ე.წ. „პროჟექტორს“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ-------------ამ. დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, იმ საფუძველზე მითითეებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო გამოყენებული სასჯელი არის უსამართლო და ზედმეტად მკაცრი.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ და გამოკველევის გარეშე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დ------------–--–---–ის, ვ-------------ას, ი-----–---------------------------–---ს გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ-------------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ-------------ასათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს; დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზრაუროს ზიანი, შეურიდგეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, მისი მხრიდან ჩადენილი დანაშაულის აღიარების და მონანიების საკითხი; ასევე ის ფაქტი, რომ ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ წარსულში იგი ნასამართლევია და განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ ვ-------------ას განუსაზღვრა სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ვ-------------ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ-------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ-------------ას სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ვ-------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან, 2018 წლის დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ამოღებული ღამის განათების ერთი ცალი ნათურა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყფილების ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
2 ცალი CD დისკი - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე