განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
210210016001536667
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210210016001536667

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6994-17 20 ნოემბერი, 2018 წელი

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლე თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - თ--------ზ ჯ--------ე, რე---- ბა---–---–ი, გი------ ა-----–---–ი, ზ---- მ---------ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - შ--–-- ხ----------–---–ი, კ------- ხ----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სა---------ს მ----–----–------ის მ----- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ი-----------–-–---–ი, კ------- მ--------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 29.03.2017წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 68 523 (სამოცდარვაათას ხუთას ოცდასამი) ლარის გადახდა მოსარჩელე სა---------ს მ----–----–------ის გ-------ის სასარგებლოდ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. 2013 წლის მაისში საქართველოს ფ-----------------------ს ს-------------------------------------------------------ის გ----------------–----–----–----- საქმეთა სამმართველოს მიერ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზაზე დაყრდნობით, დადგენილი იქნა, რომ სა---------ს მ----–----–------თან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში შპს „პა-–-–--ს “, შპს „ მშ------–ი-----“-ის და შპს „ არ------ს “ ხელძღვანელმა პირებმა ზ---- მ---------ემ, გი------ ა-----–---–მა და რე---- ბა---–---–მა, სა---------ს მ----–----–------ის ს---------–----------------------------–--------------–------------------–---–------ თ--------ზ ჯ--------ის დახმარებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს სა---------ს მ----–----–------ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხები 68 523 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 15.10.2015წ. განაჩენით მოპასუხეები ცნობილი იქნენ დამნაშავეებად წარდგენილ ბრალდებაში, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. მოსარჩელე ითხოვს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 68 523 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხეებმა არ ცნეს და განმარტეს, რომ დავა გამომდინარეობს იურიდიულ პირებთან არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან და მოპასუხეები, როგორც ფიზიკური პირები, არ წარმოადგენენ სათანადო მოპასუხეებს. მოპასუხეებს არ მიუღიათ რაიმე სახის მატერიალური სიკეთე და დახარჯული თანხა შეესაბამებოდა პროექტის განხორციელებისათვის განსაზღვრულ თანხებს. მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102- მუხლის შესაბამისად ვერ ადასტურებს წარმოშობილი ზიანის ოდენობას. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ წარმოადგენს ზიანის დადგენის სათანადო მტკიცებულებას, მასში მოყვანილ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა.

 

სარჩელი ხანდაზმულია. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2----–-–------------- დადგენილებით სა---------ს მ----–----–------ის გ-------ა ცნობილი იქნა დაზარალებულ პირად. აღნიშნულ დადგენილებას ამავე დღეს გაეცნო გ-------ა. ამდენად, 2013 წლის 26 ივნისს შეიტყო გ-------ამ ზიანის და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ და სწორედ ამ დღიდან უნდა აითვალოს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 29.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხეებს თ--------ზ ჯ--------ეს, რე---- ბა---–---–ს, გი------ ა-----–---–ს და ზ---- მ---------ეს სოლიდარულად დაეკისრათ 68 523 ლარის გადახდა მოსარჩელე სა---------ს მ----–----–------ის გ-------ის სასარგებლოდ.

 

4.1. სა---------ს მ----–----–------ის მიერ გამარტივებული შესყიდვის წესით შპს „ა-------------“, შპს „მშ------–ი-----“-თან შპს „პა-–-–--სთან “ გაფორმდა ხელშეკრულებები.

4.2. 2013 წლის მაისში საქართველოს ფ-----------------------ს ს-------------------------------------------------------ის გ----------------–----–----–----- საქმეთა სამმართველოს მიერ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ ბ “ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზაზე დაყრდნობით, დადგენილი იქნა, რომ სა---------ს მ----–----–------თან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში შპს „პა-–-–--ს “, შპს „ მშ------–ი-----“-ის და შპს „ არ------ს “ ხელძღვანელმა პირებმა ზ---- მ---------ემ, გი------ ა-----–---–მა და რე---- ბა---–---–მა, სა---------ს მ----–----–------ის ს---------–----------------------------–--------------–------------------–---–------ თ--------ზ ჯ--------ის დახმარებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს სა---------ს მ----–----–------ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხები 68 523 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 15.10.2015წ. განაჩენით მოპასუხეები ცნობილი იქნენ დამნაშავეებად, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

 

4.3. 2014 წლის 11 ივნისს თ--------ზ ჯ--------ემ, რე---- ბა---–---–მა, გი------ ა-----–---–მა და ზ---- მ---------ემ ერთობლივი განცხადებით მიმართეს სა---------ს მ----–----–------ის ს---------–--- თავჯდომარეს და ითხოვეს განაჩენით განსაზღვრული მატერიალური ზიანის 68 523 ლარის გადახდის განაწილვადება 10 წლის განმავლობაში.

 

4.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სა---------ს მ----–----–------თან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში სა---------ს მ----–----–------მა განიცადა მატერიალური ზიანი 68 523 ლარი.

 

4.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30916-ე, 30917, 30920 მუხლებზე და განმარტა, რომ თუ პირის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე მოიცავს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალიწინებულ ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება.

 

4.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოპასუხეთა წარმომადგენლის მტკიცება მოპასუხეთა არასათანადოობის თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეების მიერ ჩადენილი იყო სისხლის სამართლის დანაშაული და დანაშაულებრივი გზით საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების გაადვილების მიზნით ფიქტიურად შექმნილი იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოები. ამ საწარმოებთან დადებული ხელშეკრულებები დადებისთანავე ბათილი გარიგებები იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიდან გამომდინარე და შესაბამისად არანაირ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე და იურიდიული პირების პასუხისმგებლობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

 

სასამართლო ასევე არ იზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის მტკიცებას, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს წარმოშობილი ზიანის ოდენობას. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია დღეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განაჩენს პრეიუდიციულ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს და არ ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისაგან, მაგრამ საქმეზე დართული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა ზიანის ოდენობის განსაზღვრის სათანადო მტკიცებულებაა და მნიშვნელობა არა აქვს ეს დასკვნა სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს იყო შედგენილი თუ მის შემდეგ. გარდა ამისა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პერიოდში მოპასუხე პირებმა აღიარეს მათ მიერ სა---------ს მ----–----–------ისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი 68 523 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება განაჩენით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა არის 68 523 ლარი. განაჩენით დადგენილია მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

4.7. სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამრიგად, ხანდაზმულობის ვადის დაწყებას კანონი უკავშირებს - მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანია ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ დავები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცალკე თავშია გამოყოფილი. ამ კატეგორიის სარჩელის შეტანისას კანონი ავალდებულებს მოსარჩელეს სარჩელს დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. მიყენებული ზიანის გამო სათანადო ზომების მიღების შესაძლებლობა სა---------ს მ----–----–------ის გ-------ას წარმოეშვა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, 2013 წლის 15 ოქტომბერს. მოცემული კატეგორიის დავებზე ხანდაზმულობის ვადის დაწყება ხდება იმ დღიდან, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენი შევა კანონიერ ძალაში. ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრული მოცულობით.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 29.03.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.: სააპელაციო საჩივარი და აპელანტების წერილობითი ახსნა-განმარტება).

 

5.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2----–-–------------- დადგენილებით სა---------ს მ----–----–------ის გ-------ა ცნობილი იქნა დაზარალებულ პირად და განისაზღვრა ზიანის ოდენობა. ზემოაღნიშნული დადგენილებით და ექსპერტიზის დასკვნით მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა მისი უფლებების დარღვევის თაობაზე, გ-------ამ შეიტყო ზიანის და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, რამაც სამართლებრივად წარმოშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. განაჩენით განისაზღვრება პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ის შემხებლობაში არ არის კომპენსაციის მიღებასთან. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2013 წლის 26 ივნისიდან. ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია ზიანის ანაზღაურება. სარჩელი ხანდაზმულია.

 

5.2. სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 11 ივნისს მოპასუხეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს სა---------ს მ----–----–------ის ს---------–--------------------- და ითხოვეს განაჩენით განსაზღვრული მატერიალური ზიანის, 68 532 ლარის გადახდის განაწილვადება 10 წლის ვადით. აღნიშნული გარემოება არ იყო უდავო, რადგან აპელანტები უარყოფდნენ ვალის რაიმე ფორმით აღიარებას. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად უფლებამოსილი პირის მიერ იქნა წარდგენილი აპელანტებისთვის მოთხოვნა და რეალურად შეესაბამებოდა თუ არა მხარეთა ნების ნამდვილობა განაჩენში ასახულ გარემოებებს, რაც არ მომხდარა.

 

2014 წლის 11 ივნისის ერთობლივი განცხადება არ წარმოადგენს სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნის სხვაგვარი აღიარებას. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღვოდა სა---------ს მ----–----–------ის ს---------–--- მიმართვა აპელანტების ზ---- მ---------ის, რე---- ბა---–---–ის, გი------ ა-----–---–ის როგროც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების დირექტორებისთვის და არა როგორც ფიზიკურ პირებისთვის. ამასთან, განცხადებიდან იკვეთება რომ აპელანტები არასწორად აღიქვავენ გარემოებებს და ფიქრობენ, რომ აღნიშნული განაჩენით დაეკისრათ ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რაც რეალობას არ შეესაბამაება. განცხადება ბუნდოვანია, ვინაიდან განმცხადებლების მიერ მითითებული 10 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა შეადენს 17 130 ლარს, მაშინ როდესაც თუ იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ მათ დააკისრა 68 532 ლარის ანაზღაურება. იმ შემთხვევაშიც, თუ დავუშვებთ, რომ განცხადება არ არის ნების ნაკლის მქონე, განცხადებიდან იკვეთება, რომ აპელანტები ნაწილობრივ აღიარებენ ვალდებულებას, 17 130 ლარს.

 

5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ საქმე განიხილა საერთო წესით და არა სპეციალურად დადგენილი ნორმებით. სასამართლო წინამდებარე საქმეს არ განიხილავს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესით. წინამდებარე დავა განიხილება დელიქტური ვალდებულების კუთხით, სადაც საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა და გამოკვლევა. მოსარჩელე შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს წარმოშობილი ზიანის ოდენობას. მოსარჩელე მიუთითებს დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე და ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც ჩატარებული იქნა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული მტკიცებულებები და განაჩენი ვერ დაედება საფუძვლად ზიანის ოდენობის განსაზღვრას. ამრიგად, წინამდებარე სარჩელი წარდგენილია სათანადო მტკიცებულებების გარეშე.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.11.2018წ. განჩინებით წინამდებარე საქმეზე N2ბ/6994-17 სა---------ს მ----–----–------ის გ-------ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სა---------ს მ----–----–------ის მ-----.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი, ქმედების მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა.

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 15.10.2013წ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულების თ--------ზ ჯ--------ეს, რე---- ბა---–---–ს, გი------ ა-----–---–ს და ზ---- მ---------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:

- თ--------ზ ჯ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ ბ “ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

- რე---- ბა---–---–ი, გი------ ა-----–---–ი და ზ---- მ---------ე ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

ბრალდებულებმა აღიარეს წარდგენილ ბრალდებებში მითითებული დანაშაულის ჩადენა (ტ.1, ს.ფ. 27-34).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 15.10.2013წ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ სა---------ს მ----–----–------თან (შემდგომში „მოსარჩელე“) გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში შპს „პა-–-–--ს “, შპს „მშ------–ი-----“-ის და შპს „არ------ს“ ხელძღვანელმა პირებმა: ზ---- მ---------ემ, გი------ ა-----–---–მა და რე---- ბა---–---–მა, სა---------ს მ----–----–------ის ს---------–----------------------------–--------------–------------------–---–------ თ--------ზ ჯ--------ის (შემდგომში „მოპასუხეები“, „აპელანტები“) დახმარებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხები 68 523 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 27-34). ამდენად, მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის დადასტურებულია.

 

10. მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 68 523 ლარს.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2---------–. დასკვნის შესაბამისად დადგენლად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ სა---------ს მ----–----–------თან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში სა---------ს მ----–----–------მა განიცადა მატერიალური ზიანი 68 523 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 92-106).

 

პალატა მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნა შეიცავს დეტალურ აღწერას, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მიერ განხორციელებული სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული შეუსაბამობის შესახებ, რომელთა ჯამური ოდენობა საბოლოოდ შეადგენს სწორედ სარჩელით მოთხოვნილ ზიანს - 68 523 ლარს. სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით სწორედ ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით განისაზღვრა სა---------ს მ----–----–------ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა - 68 523 ლარით (ტ.1, ს.ფ. 27-34).

 

რაც შეეხება აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა შექმნილია სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში, პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულების შეფასების და სადავო გარემოებების დადგენის მიზნებისათვის სამართლებრივად უმნიშვნელოა, ესა თუ ის მტკიცებულება შექმნილია სისხლის სამართლის, თუ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში. ამასთან, ზიანის სხვა ოდენობით განსაზღვრის შესახებ მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთზე ვერც აპელანტები უთითებენ (ტ.2, ს.ფ.104-115).

 

11. აპელანტები გადაწყვეტილებაზე პრეტენზიას აცხადებენ იმ საფუძვლით, რომ სარჩელი ხანდაზმულია. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ კუთხით მათ მიერ მითითებულ ყველა გარემოებას უნდა მიეცეს შეფასება:

 

11.1. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაუკავშირა ხანდაზმულობის ვადის ათვლა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს და ხანდაზმულობის ვადა ათვლილ უნდა იყოს მოსარჩელის მიერ დაზარალებულად ცნობის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის 2----–-–------------- დადგენილების გაცნობის მომენტიდან, კერძოდ, 2--------- წლიდან (ტ.2, ს.ფ.104-112).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს. ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მიუთითებს, რომ დელიქტვალდებულ სუბიექტს ზიანის ანაზღაურება ეკისრება შემდეგი სამართლებრივი წინაპირობების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში: ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის და ზიანი. ზოგიერთ შემთხვევაში, დელიქტური სამართალდარღვევის ჩადენისას, სახეზეა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების (დანაშაულის) შემადგენლობა, რასაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ბუნებრივია, დელიქტის ჩამდენი სუბიექტის ქმედება ყოველთვის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც არ გამორიცხავს მის მიმართ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით. შესაბამისად, ქმედების მართლწინააღმდეგობა და ზიანის მიმყენებელი სუბიექტის ბრალის არსებობა, სხვა საფუძვლებთან ერთად, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას აფუძნებს, მიუხედავად იმისა, იწვევს თუ არა ეს ქმედება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზიანის მიმყენებელი პირები დამნაშავედ იქნენ ცნობილნი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 15.10.2013წ. განაჩენით.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელეს დაზარალებულად ცნობის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის 2----–-–------------- დადგენილების გაცნობისთანავე - 2---------წ. (ტ.1, ს.ფ. 37), ჰქონდა ინფორმაცია ზიანის მიმყენებელი პირის თაობაზე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე და 1008-ე მუხლების დანაწესების გათვალისწინებით, მოთხოვნის ხანდაზმულობის დაწყების საფუძველია. დელიქტური პასუხისმგებლობისას, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებელი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, კერძოდ, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლაზე (აღნიშნულ საკითხზე იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები საქმეზე: სუსგ N 80-77-2016, 15 აპრილი, 2016 წელი).

 

ამდენად, დადგენილია, რომ ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის დენა დაიწყო 2---------წ..

 

11.2. უნდა დადგინდეს, შეწყდა თუ არა ხანდაზმულობის ვადის დენა აღიარებით. ამისათვის უნდა გამოკვლეულ იქნეს მოპასუხეთა 1---------–. განცხადება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. აღნიშნული მუხლით დადგენილი ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარება შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა შეფასდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარად აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულებების არსებობასთან მიმართებით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ 1---------–. სა---------ს მ----–----–------ის ს---------–--- განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა. განმცხადებლებმა განმარტეს, რომ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 15.10.2013წ. განაჩენით დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 68 523 ლარის ოდენობით, ვინაიდან განმცხადებლებს არ გააჩნდათ არანაირი შემოსავალი და არ გააჩნდათ შესაძლებლობა ერთიანად დაეფარათ თანხა, ითხოვეს მიყენებული ზიანი - 68 523 ლარი გადანაწილებულიყო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 1713 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 62). პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადებით აშკარად გამოკვეთილია მოპასუხეების ნება ვალდებულების შესრულების თაობაზე და იგი უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებად.

 

აღიარება მოხდა უფლებამოსილი პირის წინაშე. განცხადება შედგენილია სა---------ს მ----–----–------ის ს---------–--- თავმჯდომარის სახელზე. როგორც დაზარალებურად ცნობის შესახებ 2---------წ. დადგენილებით დასტურდება, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იყო ცნობილი სა---------ს მ----–----–------ი. შესაბამისად, მ----–----–------ის წარმომადგენლობითი ორგანოსათვის მიმართვა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის განხილული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებად.

 

აპელანტები ყურადღებას ამახვილებენ მასზედ, რომ მათ 1---------–. განცხადებას წინ უძღოდა სა---------ს მ----–----–------ის ს---------–--- განცხადება სამი მოპასუხის, არა როგორც ფიზიკური პირების, არამედ როგორც შპს „პა-–-–--ს“, შპს „არ------ს“ და შპს „მშ------–ი-----“-ის დირექტორების მიმართ (ტ.2, ს.ფ.114; ტ.1, ს.ფ.58,60,61). პალატას მიაჩნია, რომ ეს გარემოება არ ცვლის აღიარების იურიდიულ ბუნებას. როგორც ცნობილია, განაჩენით სწორედ ის იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში შპს „პა-–-–--ს “, შპს „მშ------–ი-----“-ის და შპს „არ------ს“ ხელძღვანელმა პირებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს დიდი ოდენობით ფულადი თანხები 68 523 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მიმართვაც მათ მიმართ იყო განხორციელებული, რასაც, თავის მხრივ, მოყვა მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების აღიარება.

 

ასევე დაუსაბუთებელია აპელანტების მსჯელობა მასზედ, რომ, მაშინაც კი, თუ 1---------–. განცხადება მიჩნეულ იქნება აღიარებად, მოპასუხეებმა აღიარეს მხოლოდ ვალდებულების ნაწილი, კერძოდ, 17 130 ლარი (ტ.2, ს.ფ.114). პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ განცხადებაში მითითებული თანხა, რომლის ყოველწლიურად გადახდაზეც არის საუბარი მოპასუხეთა მხრიდან (10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 1713 ლარის გადახდა), ზიანის მიმყენებელ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, თანხვედრაშია სწორედ ზიანის ჯამურ ოდენობასთან (1713 *4*10).

 

ამდენად, დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადა 1---------–. შეწყდა აღიარების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. დადგენილია, რომ სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში - 11.12.2016წ. (ტ.1, ს.ფ.1) და იგი ხანდაზმული არ არის.

 

პალატას მიაჩნია, რომ აპელნტების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2018წ. განჩინებით აპელანტებს გადაუვადდათ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2740.92 ლარის ოდენობით სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე (ტ.II, ს.ფ. 16-19). ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება, მათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ--------ზ ჯ--------ის, რე---- ბა---–---–ის, გი------ ა-----–---–ის, ზ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 29.03.2017წ. გადაწყვეტილება.

3. თ--------ზ ჯ--------ეს, რე---- ბა---–---–ს, გი------ ა-----–---–სა და ზ---- მ---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2740.92 ლარის ოდენობით.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი