განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1ბ/69-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე
მოსამართლები: მარინა ხოლოაშვილი
გერონტი კახეთელიძე
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - და---------------–---–ის
ადვოკატ - მა------------ს
მსჯავრდებულ - და-----------–-–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ და-----------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ნო-------–-----ისა და მა------------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
და-----------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების ქ. თბილისი, ო-------–-–---–---------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით და-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ და-----------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
და-----------–-–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
და-----------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და უკანონოდ შენახვა.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
და-----------–-–---–მა ისრაელის რესპუბლიკაში, ქალაქ თელავივში უკანონოდ შეიძინა, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და უკანონოდ შეინახა პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში ერთ შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,8994 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 111 ცალი ტაბლეტი, 1 ცალი ტაბლეტის ჩამონატეხი და 7 ცალი ტაბლეტის ნატეხი, რომლებიც შემდგომში ნებაყოფლობით გამოდევნა მისივე უკანა ტანიდან. ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის 19 მარტს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, კ--–-----------------ში მდებარე ,,---------------–--- მიმღებ განყოფილებაში განთავსებული საოყნე ოთახიდან იქნა ამოღებული.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ და-----------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნო-------–-----მა და მა------------მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და და-----------–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა და---------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ და-----------–-–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა და---------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება შემდეგი პირობებით:
და-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი;
და-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და და-----------–-–---–ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი.
და-----------–-–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. ამავე კანონის მე-41 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა და-----------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა------------მ.
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. მსჯავრდებულ და-----------–-–---–ს ასევე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ და-----------–-–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და უკანონოდ შენახვა. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 209-217-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის და---------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
და-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და და-----------–-–---–ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი.
და-----------–-–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. ამავე კანონის მე-41 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
და-----------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 19 მარტის 09:16 საათიდან.
და-----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
და-----------–-–---–ის უფლებების შეზღუდვების ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, რის თაობაზეც ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
გ. კახეთელიძე