განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2019
საქმის ნომერი
330100116001381124
ინსტანცია
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100116001381124

საქმე №1/ბ 932-18

g ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

ნინო სოლომნიშვილის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნუ--------------ს

ადვოკატის: ვა---–--------–---–-ს

მსჯავრდებულის: ალ-------------------------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ალ-------------------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ალ----------------------------------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებელი, მცხოვრები: ქ------–----------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით, ალ------------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ალ------------------------ს სასჯელად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ალ------------------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ივნისიდან.

ალ------------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 00:50 სათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, ქ------–--–---------------------------------------------------–---–---------------–-- ალ------------------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გუ--------------–---–-ს კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის „გალაქსი A5“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 900 ლარად და ელ------------–---–-ს კუთვნილ „აიფონ 4“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს ღირებულს 300 ლარად, რითაც მიაყენა მათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ალ-------------------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვა---–--------–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, 2019 წლის 29 იანვარს, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგ-------------მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ ალ-------------------------ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ ალ------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3(სამი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთიდან 1(ერთი)წელი, რაც ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ------------------------ს ძირითად სასჯელად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.

საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ალ-------------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გუ--------------–---–-ს, ერ---–----------------------------------, ელ------------–---–-ს, თ------------–---–------------------------------–--–----------–---–-----–--------–---–---------------–----------------–------------- ალ-------------------------ს, გ--------------–---–-------------–-----–---–-- გამოკითხვის ოქმებით; ლომბარდების ვიდეო-კამერების ჩანაწერებით და მათი დათვალიერების ოქმებით, მობილური ტელეფონების ამოღების ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ ალ------------------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ნუგ-------------ს და მსჯავრდებულ ალ------------------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ალ------------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3(სამი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილობრივ დაემატოს 1(ერთი)წელი, რაც ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ------------------------ს ძირითად სასჯელად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.

4.მსჯავრდებულ ალ------------------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ივნისიდან.

5. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ალ-------------------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. მსჯავრდებულ ალ-------------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია.

7.ნივთიერი მტკიცებულებები:

-საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი