განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002519046
საქმე №1ბ/1652-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ეკატერინე დიხამინჯია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--------------–ი.
დაცვის მხარე:
გამართლებული: მ---–-----------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------ი, თურქეთის მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გლ--------------------------------------------.
ადვოკატი: ა-–------------ა.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მ------------–---–ის ეპიზოდი).
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებულ მ---–-----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ------------–---–ის ეპიზოდი) და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენით, მ---–-----------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ-----------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და დაუსაბუთებლად გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თ-------------–---–ის განცხადება, რომელიც დაზარალებულმა თავისი ხელით დაწერა პოლიციის განყოფილებაში და მიუთითა, რომ მეუღლემ - მ---–-----------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამასთან სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას და მის დას - მ-----------–---–ს და ითხოვა მ---–-----------ის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება. გამოძიების დაწყების შემდეგ მოწმის სახით გამოიკითხნენ დაზარალებულები მ--- და თ-------------–---–ები და ფაქტის თვითმხილველი მოწმე - ნ----------ი, რომლებმაც დაადასტურეს მ---–-----------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები. გამომძიებლებმა: გ--------------–---–-ამ, ლ-–--–---------ამ და გ------------------–---–მა კი დაადასტურეს, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით თ-------------–---–ის განცახდების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ასევე დაადასტურეს, რომ პოლიციის განყოფილებაში მყოფი თ----- და მ-----------–---–ები იყვნენ შეშინებულნი და აღელვებულნი, რადგან მ---–-----------ის მიერ განხორციელებული მუქარა აღიქვეს რეალურად. სასამართლო სხდომაზე წარდგენილ აუდიოჩანაწერებში, ისმოდა მ---–-----------ის და მისი შვილის ხმა, რაც დაადასტურა თავად ბრალდებულმაც. ჩანაწერიდან დგინდება მ---–-----------ის აგრესია, რომელიც მიმართულია მისი ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის ისმის მუქარაც და სიტყვა ,,მოგკლავ“, რომელიც ადასტურებს გამოძიებისას მ-----------–---–ის გამოკითხვისას მოწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, მ---–-----------იმ განმარტა, რომ იგი შესაშინებლად დაემუქრა მ--- და თ-------------–---–ებს. იგი კარგად იცნობს მეუღლეს და ცოლის დას და შეუძლია განსაზღვროს რა ქმდება და რომელი სიტყვები გამოიწვევს მათში შიშს და მისი გადაწყვეტილების „პატივისცემას“ და სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა მ---–-----------ის. ამ მუქარის შემდეგ თ----- და მ-----------–---–ებმა ღამის საათებში მიმართეს სამართალდამცავ ორგანოს. დაზარალებულებს რეალურად რომ არ აღექვათ მ---–-----------ის მუქარა და არ შეშინებოდათ, პოლიციას არ შეატყობინებდნენ. მართალია, საქმის არსებითი განხილვისას, ნ----------იმ და თ-------------–---–მა სასამართლოს მამისა და მეუღლის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ოჯახში ძალადობასთან, რაც სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას, ვინაიდან დანაშაული ლატენტური ბუნებისაა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კლასიკური ქცევის გათვალისწინებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი მოძალადეების წინაშე დაუცველნი რჩებიან. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არ არსებობდა პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას - პირდაპირი მტკიცებულების თანაბარმნიშვნელოვნად და განმარტავს, რომ „ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრლადებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს.“ აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას, რაც უბიძგებს მათ მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებისკენ. თ-------------–---–ის და ნ----------ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ცალსახად ქმნის საქმეში არსებული ირიბი ჩვენებებისთვის პირდაპირის თანაბარმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველს, რაც მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელ გ--------------–---–-ას, გ------------------–---–ის, ლ-–--–---------ას მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, ასევე, მ-----------–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებას ნამდვილად ანიჭებს პირველწყაროს მნიშვნელობას, ვინაიდან მათ ინციდენტიდან მყისიერად ნახეს დაზარალებული, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მსხვერპლს ეტყობოდა ფსიქოლოგიური ძალადობის ემოციური კვალი, იყო აღელვებული და შეშინებული, შესაბამისად ისინი მიჩნეული უნდა იქნეს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებად და შეფასდეს, როგორც მყარი და სანდო მტკიცებულებები. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა დაზარალებულ მ-----------–---–ის გამოკითხვისას მიღებული და საჯაროდ წაკითხული ინფორმაცია. აპელანტი თვლის, რომ დაზარალებულის განცხადება, რომელიც აშკარად მიუთითებს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტზე, განხილულ უნდა იქნეს დამოუკიდებელ მტკიცებულებად. მოცემულ შემთხვევაში ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის კანონიერი ინტერესების, სიცოცხლის უფლებისა და უსაფრთხოების დაცვა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ გადაწყვეტილებაში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“, ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახში ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს. ამასთან, თურქეთის სახელმწიფოს დასდო ბრალი პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობაში, დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, დროულად აემოქმედებინა ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, რის გამოც ვერ მოხდა მსხერპლი ქალის სიცოცხლის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა და მოწმემ არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები სასამართლოში დადასტურდა სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის/მტკიცებულებების საფუძველზე. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულმა მოწმეება და წარდმოგენილმა წერილობითმა მტკიცებულებებმა უტყუარად დაადასტურა მ---–-----------ის ბრალეულობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გამართლებული მ---–-----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ------------–---–ის ეპიზოდი) და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც მსჯავრდებულ მ---–-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–------------ამ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა მ---–-----------ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იმის გამო, რომ დაზარალებულმა თ-------------–---–მა უარი განაცხადა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, არ დადგენილა მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და ხარისხი. ორივე დაზარალებულმა უარი განაცხადა სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობაზე. ამასთან, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მ-----------–---–მა არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული რიგი გარემობები და განმარტა, რომ მას და მის დას გამომძიებლისთვის არ უთქვამთ, რომ მ---–-----------ის მუქარა აღიქვეს რეალურად, მათი ჩვენებები მ---–-----------ის საზიანოდ მიზანმიმართულად დაამძიმა გამომძიებელმა. თ-------------–---–მა პოლიციაში მხოლოდ იმიტომ დარეკა, რომ შერცხვა მეზობლების, რადგან მ---–-----------ი ყვიროდა. გარდა ამისა გაურკვეველია პერიოდი, თუ როდის განხორციელდა საქმეზე დართული აუდიოჩანაწერის ჩაწერა, არის თუ არა იგი უწყვეტი, ვინ ან როდის საუბრობს, რა ტიპის კონფლიქტს აქვს ადგილი. ბრალდების მხარის მიერ არ შემოწმებულა აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და არ ჩატარებულა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდებოდა მობილური ტელეფონიდან განხორციელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობა. ამასთან, მ---–-----------იმ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან იცოდა იმის შესახებ, რომ თ-------------–---–ი მობილური ტელეფონით აკეთებდა ჩანაწერს, თუმცა მისთვის ჩანაწერის გაკეთებაში ხელი არ შეუშლია. მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერი არასრულია და სრულად არ ასახავს მის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა მ---–-----------იმ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–------------ამ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
წარდგენილი ბრალდება:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ---–-----------ის ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მასვე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის მაისის თვის ბოლო რიცხვებში, დაახლოებით 15:00 საათზე, თბილისში, გ-–---------------------------------------------ში, მ---–-----------იმ ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - თ-------------–---–ის მიმართ, კერძოდ, ეჭვიანობის მოტივით უწოდა მას მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და თ-------------–---–ის მხრიდან შეპასუხების ნიადაგზე, ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახის არეში, მარჯვენა ლოყაზე, რა დროსაც თ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, გ-–---------------------------------------------ში, მ---–-----------ი ჯანმრთელობის დაზიანებით - დაინვალიდებით დაემუქრა თავის მეუღლეს - თ-------------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, გ-–---------------------------------------------ში, მ---–-----------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი მეუღლის დას - მ-----------–---–ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც მ------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენით, მ---–-----------ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისიწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ------------–---–ის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა მ---–-----------იმ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 25 წელია ის და თ-------------–---–ი არიან ცოლ-ქმარი. მათ ოჯახში წლების განმავლობაში ცხოვრობდა მისი ცოლის და - მ-----------–---–ი, რომელიც მისი აკრძალვის მიუხედავად განაგრძობდა ურთიერთობას ნარკომან მამაკაცთან, რომელიც თაღლითურად დაეუფლა მის თანხას. ამ ურთიერთობის შესახებ მას მეუღლე და მისი და უმალავდნენ, თუმცა იგი თავად შეესწრო ზემოხსენებულ პირთა შეხვედრას. მანვე განმარტა, რომ თ-------------–---–ი არის ალალი ადამიანი, რომელმაც დის ზეგავლენით მიმართა პოლიციას. მას ცოლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ხელით არ შეხებია. მართალია ცოლს და ცოლის დას უთხრა ,,მოგკლავთ, ასე აღარ მოიქცეთო“, თუმცა მუქარის შესრულებას არ აპირებდა. მისთვის ცნობილია, რომ მისი ცოლი ორი დღის განმავლობაში ტელეფონის მეშვეობით იწერდა საუბარს, სადაც ბრაზობდა ცოლის დის საქციელის გამო. დაკავების დღეს განხორციელებულ ჩანაწერში მონაწილეობს მისი ვაჟი - ნ----------იც. მ---–-----------იმ განმარტა, რომ მას პროვოცირებას უწყობდა მეუღლე, რა დროსაც თავის ხმას არ იწერდა. ჩანაწერში იგი აგინებს მეუღლეს, თუმცა ,,მოგკლავო“ არ ეუბნება. ამასთან, მათი საუბარი სრულად არ არის ასახული.
დაზარალებულმა თ-------------–---–მა და მოწმე ნ----------იმ პირველი ინსტანციის სასმართლო სხდომაზე ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ მ-----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი დასთან - თ-------------–---–თან და ამ უკანასკნელის მეუღლესთან - მ---–-----------ისთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, გ-–--------------------------------------------ში. თ-------------–---–ს და მ---–-----------ის ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა ასევე ჰქონდათ ოჯახური უთანხმოებები. მ---–-----------ის დაკავებამდე, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, მას თ-------------–---–მა უთხრა, რომ მეუღლემ გაარტყა ხელი. მ---–-----------ი 2018 წლის 31 მაისს იყო გაბრაზებული, რადგან იგი შეხვდა ყოფილ ქმარს, რომელიც არის ნასამართლევი, რის გამოც დაემუქრა მას და მის დას, თუმცა მათ მ---–-----------ის მუქარა რეალურად არ აღუქვამთ. დაზარალებულის ჩვენებით, მას გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რომ შეეშინდა სიძეს მართლა არ მოეკლა იგი, მისი ჩვენება ბრალდებულის საზიანოდ შეგნებულად დაამძიმეს გამომძიებლებმა. თ-------------–---–მა პოლიციაში დარეკა იმიტომ, რომ შერცხვა მეზობლების, რადგან მ---–-----------ი ყვიროდა. რომ სცოდნოდა ოჯახური კონფლიქტის გამო სიძეს დააკავებდნენ, პოლიციას არ მიმართავდა. დაზარალებულის განმარტებით, მ---–-----------ი არის კარგი მამა, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შვილზე. იგი შეურიგდა მ---–-----------ის, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში არაერთხელ გადაურიცხა თანხა. მ---–-----------ი არის ოჯახის მარჩენალი და მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება დიდწილად არის დამოკიდებული მ---–-----------ის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე. მათ ოჯახში ადრეც ყოფილა ხმამაღალი კამათი, თუმცა მ---–-----------ის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის, მოწმე გ--------------–---–-ას ჩვენებით ირკვევა, რომ მ---–-----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნა თ-------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მ---–-----------ი მასზე ახორცილდებოდა სისტემატურ ძალადობას. აღნიშნულის შემდეგ მან გამოკითხა მათი შვილი - ნ----------ი, რომელმაც განუმარტა, რომ როდესაც მ---–-----------იმ გაიწია თ-------------–---–ის საცემად მან გააშველა მშობლები. მას თ----- და მ-----------–---–ებმა ასევე უთხრეს, რომ მ---–-----------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის და მუქარის გამო ეშინოდათ, რომ ეს უანასკნელი მუქარას რეალურად განახორციელებდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თ-------------–---–ის განცხადებას ერთვოდა CD დისკი, რომელზეც მისივე განცხადებით, ასახული იყო მეუღლესთან კონფლიქტის ფაქტი. მან ხსენებული ჩანაწერი დაათვალიერა მოგვიანებით და ნახა, რომ ჩანაწერში ისმოდა ხმამაღალი საუბარი. ამის შემდეგ გამოიტანა დადგენილება თ-------------–---–ის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თუმცა თ----- და მ-----------–---–ებმა ექსპერტიზის ჩატარებაზე განაცხადეს კატეგორიული უარი. მათვე უარი განაცხადეს დაზარალებულებად ცნობის შესახებ დადგენილების ჩაბარებაზე და უფლებების განმარტებაზე, რის გამოც დადგენილება და უფლებების განმარტების ოქმი დაზარალებულებს გაეგზავნათ ფოსტით, თუმცა ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება.
მოწმე გ------------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ რომ იგი თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში მუშაობს დეტექტივ-გამომძიებლად. მან როგორც გამომძიებელმა მ---–-----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხა დაზარალებული მ-----------–---–ი, რომელიც იყო შეშინებული და უკანკალებდა ხმა, ასევე დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაზეც დაზარალებულმა განაცხადა უარი და განუმარტა, რომ მას და მის დას მ---–-----------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და დაინვალიდებით. კონფლიქტის მიზეზად კი დაასახელა ეჭვიანობა, რადგან მ---–-----------ი თვლიდა, რომ მ-----------–---–ი მუშაობდა შეუფერებელ ადგილზე. მასვე ამორალურად მიაჩნდა დაზარალებულის ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას თ-------------–---–ი არ გამოუკითხავს, თუმცა ნახა იგი, რა დროსაც მისთვის რაიმე სახის დაზიანება არ შეუნიშნავს.
მოწმე ლ-–--–---------ას ჩვენებით ირკვევა, რომ იგი დეტექტივ-გამომძიებლად მუშაობს თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში. 2018 წლის 31 მაისს, ღამის საათებში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ მ-----------–---–ი და თ----- ბ------–---–ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ მოკვლით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დაინვალიდებით ემუქრებოდათ მ---–-----------ი. ქალბატონები იყვნენ აფორიაქებულნი და შეშინებულნი, რადგან ეგონათ, რომ მ---–-----------ი მართლა შეასრულებდა მუქარას. დაზარალებულებს ვიზუალურად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ.
მოწმე ვ---------–-------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 31 მაისს ო-------------–--თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მ-----------–---–ის და თ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოცხადდნენ თბილისში, გლ--------------------------------------------ში, თუმცა მითითებულ მისამართზე მისვლისას კონფლიქტი დასრულებული იყო. მათ ადგილზე დახვდათ მ---–-----------ი, რომელსაც დაზარალებულების განმარტებით შესაძლოა ჩაედინა ახალი დანაშაული, ამიტომ მათ მ---–-----------ი დააკავეს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ, მოწმე ფ------------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2018 წლის 31 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის განყოფილებას განცხადებით მიმართა თ-------------–---–მა. ამ უკანასკნელის განმარტებით მასზე და მის დაზე ძალადობდა მეუღლე - მ---–-----------ი. განყოფილებაში ასევე მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად ირკვეოდა, რომ მ---–-----------ი აპირებდა მიმალვას, რის შემდეგაც გამოკითხა ოპერატიული ინფორმაციის მიმღები, პირი რომელმაც შეადგინა პატაკი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 31 მაისით დათარიღებული განცხადებით ირკვევა, რომ 2018 წლის 31 მაისს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებას განცხადებით მიმართა თ-------------–---–მა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თ-------------–---–ს და მის დას - მ-----------–---–ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თ-------------–---–ის მეუღლე - მ---–-----------ი და ორივე მათგანს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულს კი, ჰქონდა სისტემატური ხასიათი. 2018 წლის 31 მაისს მათ მ---–-----------იმ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ორივეს წვდა თმაში. მათ ამ ქმედებით განიცადეს ფიზიკური ტკივილი და კიოდნენ. ისინი გააშველა თ-------------–---–ის შვილმა ნ----------იმ, რომელმაც მოახერხა მათი გაშველება. ქალბატონს კომპაქტ დისკზე ჰქონდა ჩაწერილი მისი მეუღლის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტის აუდიო ჩანაწერი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა თ-------------–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი აუდიოჩანაწერი ორ ფაილად, რომელთაგან პირველ აუდიოჩანაწერში ისმის მამაკაცის და ქალის ხმა, კერძოდ, მამაკაცი, რომელიც საუბრობს აქცენტით, აღელვებული ხმით ესაუბრება ქალს, რომელიც ეპასუხება მას. ჩანაწერში მუქარის შემცველი სიტყვები არ ისმის. მეორე ვიდეოჩანაწერში კი ისმის ორი მამაკაცის და ქალის ხმა, კერძოდ მამაკაცი, რომელიც საუბრობს აქცენტით, აღლვებული ხმით ესაუბრება ქალს და მეორე მამაკაცს. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმის სიტყვები: ,,მოდი შენ გაგამწარო“, ,,ხელი გამიშვი“, ,,ხაჭაპურის გამო მცემ?“ ,,ხაჭაპური არაფერ შუაშია, ხელი არ მახლო“, ,,მე შენ მოგკლავ“, ,,გცემ“.
მოწმე ნ--------------ას ჩვენებით ირკვევა, რომ მან გამოძიებაში, როგორც თარჯიმანმა მონაწილეობა მიიღო აუდიოჩანაწერის დათვალიერებაში და დაადასტურა, რომ ჩანაწერში საუბრობდა ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთი იყო აღელვებული და ადგილი ჰქონდა მუქარას, რადგან ნახსენები იყო სიტყვა ,,მოგკლავ“.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ---–-----------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ------------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. მუქარის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მ---–-----------ის მიერ მ-----------–---–ის და თ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის - შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/03/2016, §58-IV).
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ-----------–---–მა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მ---–-----------ი მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო მის დას - თ-------------–---–ს ჯანმრთელობის დაზიანებით - დაინვალიდებით, ასევე განმარტა, რომ მათ მ---–-----------ის მუქარა რეალურად არ აღუქვამთ, ჩვენება მ---–-----------ის საწინააღმდეგოდ დაამძიმა თავად გამომძიებელმა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მ---–-----------ის მიერ მეუღლის - თ-------------–---–ის და მეუღლის დის - მ-----------–---–ის მიმართ მუქარის ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში. 2018 წლის 31 მაისს მომხდარ ოჯახურ კონფლიქტს სხვა პირდაპირი მოწმე არ ჰყავს. საქმეზე დაკითხული ყველა სხვა მოწმე ირიბია, რომლებიც არ არიან უშუალოდ ფაქტის შემსწრენი. პალატა განმარტავს, რომ მ-----------–---–ის გარდა, სხვა მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არის თავად დაზარალებული თ-------------–---–ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი და მსჯავრდებულის შვილი - ნ----------ი, რომელმაც ასევე უარი განაცხადა მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს მათ მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია.
ამასთან, პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ---–-----------ის ბრალეულობას და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მ---–-----------ის მიერ დაზარალებულების მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულნი იქნენ გამომძიებლები, რომლებიც არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და ინფორმაციას ფლობენ მ-----------–---–ისგან, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მ---–-----------ის მხრიდან განხორციელებული მუქარის მას არ შეშინებია, ხოლო მეორე პირი არის დაზარალებული თ-------------–---–ი, რომელმაც მეუღლის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე სასამართლოს განუცხადა უარი. მართალია გამომძიებლებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას დაზარალებულები იყვნენ აღელვებულნი და ეშინოდათ, რომ მ---–-----------ის მუქარა რეალურად არ განეხორციელებინა, თუმცა ბრალდების მხარის მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია ან პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა მ---–-----------ის მიერ განხორციელებული მუქარით, ნამდვილად განიცადეს თუ არა შიში დაზარალებულებმა. პალატას მიაჩნია, რომ თუ დაზარალებულს სუბიექტურად არ გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, წარმოუდგენელია სხვა მტკიცებულებით იმის დადასტურება, თუ რა განიცადა დაზარალებულმა, რამდენად იყო მუქარის ფაქტი მისი აღქმით საფრთხის შემცველი, ხომ არ ჰქონდა ადგილი სიტყვების დაუფიქრებელ წამოცდენას, რასაც არაფერი აქვს საერთო დაზარალებულის დათრგუნვასთან და ზოგადად დანაშაულთან.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ აუდიოჩანაწერს, პალატა თვლის, რომ ამ მტკიცებულებით არ დგინდება როდის განხორციელდა აუდიო-ჩაწერა და რამდენ ხანს გრძელდებოდა იგი, ასევე არ არის დადგენილი ჩანაწერი ერთიანია თუ არის წყვეტა, დაუდგენელია ვინ და როდის საუბრობს და რა სახის კონფლიქტს აქვს ადგილი ჩანაწერში, მით უფრო, როდესაც მ---–-----------იმ განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო დაზარალებულის მხრიდან ჩანაწერის განხორციელების თაობაზე, რაშიც ხელი არ შეუშალა, თუმცა მისი თქმით ჩანაწერი არ არის სრულყოფილი, რადგან არ ისმის მის მიერ წარმოთქმული ყველა ფრაზა. მოცემულ შემთხვევაშიც პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, უშუალოდ ამ ჩანაწერის განმახორციელებელი პირისგან მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია და გამოიყენოს იგი, როგორც მ---–-----------ის ბრალეულობის დამდასტურებელი მტკიცებულება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ემუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 05 აპრილის N543-IIს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, ქალის მიმართ, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე.
მოცემულ შემთხვევაში მ---–-----------ის ბრალი დაედო 2018 წლის მაისის ბოლო რიცხვებში, მის მეუღლეზე - თ-------------–---–ზე განხორციელებული ძალადობაში, კერძოდ მასში, რომ მან ეჭვიანობის ნიადაგზე გაშლილი ხელის მტევანი ძლიერად დაარტყა სახის არეში მის მეუღლეს - თ-------------–---–ს. მ---–-----------ის მხრიდან თ-------------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის შესახებ ინფორმაცია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაწოდა მხოლოდ დაზარალებულმა მ-----------–---–მა და განმარტა, რომ მ---–-----------ის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე, მისმა დამ - თ-------------–---–მა უთხრა, რომ მ---–-----------იმ მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. მოცემულ შემთხვევაში მ-----------–---–ი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე, მან სასამართლოს მიაწოდა სხვა პირისგან მოსმენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის პირველწყარომ კი, თავად დაზარალებულმა - თ-------------–---–მა უარი განაცხდა მეუღლის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე, ხოლო მ---–-----------ი უარყოფს მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს. შესაბამისად პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს და დადასტურებულად მიიჩნიოს, რომ მ---–-----------იმ თ-------------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე ასევე დაკითხულ იქნა გამომძიებელი გ--------------–---–-ა, რომელმაც გამოძიების ეტაპზე გამოკითხა დაზარალებული თ-------------–---–ი და განმარტა, რომ დაზარალებულმა მას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მ---–-----------ი ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატიურად ძალადობდა მასზე. ასევე გამოკითხა ნ----------ი, რომლისგანაც შეიტყო, რომ მ---–-----------ი საცემად გაიწია თ-------------–---–ისკენ. მოცემულ შემთხვევაში გ--------------–---–-ას ჩვენება არის ირიბი, იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ინფორმაციის მიმწოდებელი პირების ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. გარდა ამისა დაზარალებულმა თ-------------–---–მა უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, რითაც შესაძლოა დადასტურებულიყო მსხვერპლზე ძალადობის ობიექტური კვალის არსებობის ან არარსებობის ფაქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე-პოლიციელები, ისევე როგორც დაზარალებული მ-----------–---–ი, არ არიან თ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტის შემსწრენი (თვითმხილველები). მოწმე-პოლიციელებმა გამოკითხეს დაზარალებულები და სავარაუდოა, რომ შეექმნათ გარკვეული შთაბეჭდილება მათ ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების - თ----- ბ------–---–ის მიმართ ძალადობის, კერძოდ სახის არეში გაშლილი ხელის მტევნით ძლიერად დარტყმის ფაქტის არსებობა/არარსებობის, ასევე დაზარალებულების მიმართ მ---–-----------ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).
შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის მაისის თვის ბოლოს მ---–-----------ის მიერ მის მეუღლეზე - თ-------------–---–ზე ძალადობის ფაქტი და ამდენად, მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია იმსჯელოს, იმ ფაქტის დადგენაზე განიცადა თუ არა მსხვერპლმა შესაძლო ძალადობის შედეგად ტკივილი.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მ---–-----------ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის განმარტებას იმასთან დაკავშრებით, რომ დაზარალებულ მ-----------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე იმის უარყოფა, რომ მან და მისმა დამ მ---–-----------ის მუქარა აღიქვეს რეალურად, ასევე დაზარალებულ თ-------------–---–ის და ნ----------ის მიერ მ---–-----------ის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარის თქმა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ თითქოს მათ ეშინიათ ამ უკანასკნელის, რომელმაც კარგად იცის თუ როგორ უნდა განახორციელოს მათზე ზეწოლა და არ მიაცემინოს მის წინააღმდეგ ჩვენება, ვინაიდან ხსენებულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და გარემოებები ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა თ-------------–---–მა და მოწმე ნ----------იმ, გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მათ ახლო ნათესავს. რაც შეეხება დაზარალებულ მ-----------–---–ს, მან განმარტა, რომ გამომძიებელმა მისი ჩვენება მ---–-----------ის საწინააღმდეგოდ დაამძიმა მიზანმიმართულად. ხსენებულ პირებს სასამართლო სხდომაზე არ განუცხადებიათ, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მათ მიმართ ხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა, არც ბრალდების მხარეს წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ის ფაქტი კი, რომ მ---–-----------ი იყო დაზარალებულების ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და მათი მდგომარეობა მ---–-----------ის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის შემდეგ არც თუ ისე სახარბიელოა, ასევე ის რომ დაზარალებულებს არ სურთ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა და სურთ მისი გათავისუფლება, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად განხილულ იქნეს, როგორც მსჯავრდებულის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლა. პალატას არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ დაზარალებულების მიერ დაფიქსირებულ პოზიცია გამოწვეულია შიშით, რომელიც განპირობებულია გამართლებულის, ან მისი სახელით მოქმედი პირების მუქარებით ან სხვა ქმედებებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ---–-----------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ------------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენი მ---–-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
CD-R დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციოს საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბერის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ---–-----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ------------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
მ---–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მ---–-----------ის უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
CD დისკი - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე